კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 433; გაზ. „ივერია“, 1886, 1 ივლისი, № 140, გვ. 1. ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 166. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, 6 ოქტომბერი, № 1259, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 1053.
პირთა ანოტაციები: კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855 – 1936) თბილისის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო
მოღვაწე. მიტროპოლიტი ანტონი - ვადკოვსკი ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912) რუსი სასულიერო მოღვაწე, 1898 წლიდან სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის
მიტროპოლიტი. 1906 წელს სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების
მომზადებას და იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. ეგზარქოსი ნიკონი (ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიელი) (1861-1908) წმინდა სინოდის წევრი, 1906 წლის 9 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოსი.
1886
1 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი,
30 ივნისი“ („ჩვენს გაზეთში ამას წინათ კორრესპონდენცია იყო დაბეჭდილი
ბათუმიდან და აღწერილი იყო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ბათუმის პორტო–ფრანკოს გაუქმება“).
წყარო:
1900
1 ივლისი
თბილისის სამოსამართლო პალატა სამი წლის ვადით ირჩევს საპატიო მომრიგებელ
მოსამართლედ.
წყარო:
1906
1 ივლისი
საპასუხო დეპეშას უგზავნის მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილს. ატყობინებს,
რომ საქართველოს ეგზარქოსად დანიშნული ნიკონი იმჟამად ქალაქში არ არის,
მიტროპოლიტმა ანტონმა (ვადკოვსკიმ) კი ურჩია, შეჰგუებოდნენ ნიკონის
დანიშვნის ფაქტს, რადგან მათი თხოვნა შედეგს არ გამოიღებდა.
წყარო: