![]() |
მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა) |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი
ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა
წ ელისო აბრამიშვილმა
გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი
1981 წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.
რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,
©
გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981
![]() |
1 კირილე ლორთქიფანიძის წერილი ნიკო ნიკოლაძისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
კირილე ლორთქიფანიძის წერილი
ნიკო ნიკოლაძისადმი
ქ. პეტერბურღი. . 14 ივლ. 1870 წ. 163 ძმაო
ნიკო!
შენი კირილე
მე მეგონა, რომ ყოველივე მოქმედებას აქვს მიზეზი და მიზანი. მე მეგონა,რომ შენ არ
წარმოთქვი სიტყვა მხოლოდ წითელ სიტყვაობისთვის, რა მიზანი უნდა ჰქონოდა შენ
სიტყვას? რისთვის იცემა გაზეთი? რა არის გაზეთისთვის საჭირო? გაზეთისთვის სტატიების
ძებნა არ არის ანგარება, იტყვი შენ, მაგრა, გაზეთისთვივე ფულების ძებნა მითომ
ანგარებაა? ვინც გაზეტი ფეხზე დააყენა თავისი სტატიებით, იმისი სიკვდილი არის
სამწუხარო და შეიძლება გამოვღქვათ ჩვენი წუხილი და ამასთან ქება შევასხათ იმის
ნაშრომს, იტყვი შენ, მაგრამ ვინც სხვა რამე კეთილ საქმეს შვრება, ვინც გაზეთს ეწევა
ნატერიალურად (არა პატივისმოყვარების გამო, არამედ მამულის და კეთილი საქმის
მოყვარებისა გამო), იმისი სიკვდილი არ არის განა სამწუხარო და იმის ნაშრომს თუ ქება
შევასხით, განა ეს ანგარების მოყვრებისაგან მომდინარე ცუდკაცობა იქნება? როცა ამ
კითხვებს უპასუხებ, მაშინ უთუოდ იგ[რ]ძნობ, რომ ჩემ предложение-ს არ ნდომია შენი
წყენა. და თუ ვერ იგ[რ]ძნობ, თუ ამას შემდეგაც საწყენლად ჩასთვლი ჩემს სიტყვებს,
მაშინ მე გთხოვ უმორჩილესად, დაწვრილებით მიამბო, რისთვის სთქვი ამნაირი სიტყვა
გენერალიტეტის წინ.
ამას წინათ მე გწერდი, რომ ცაგარელის სტატია140 ჩვენ მწიგნობრობაზედ არ მომწონს
მეთქი, მე ვერ ვნახე ამ სტატიაში, ვერც ერთი პუნქტი, რომელზედაც შემეძლოს მეთქი
დათანხმება203 შენ აგრე მიპასუხე: ცაგარელის სტატია მეორე და მესამედ რომ
წავიკითხე, უფრო მომეწონაო, ასე რომ, ეხლა ვნანობ იმ შენიშვნისათვის, რომელიც
პირველ სტატიას გავუკეთეო. 10 პუნკტი მაინც ვნახეო, რომელზედაც შეიძლება გაჩერდეს
და მოიფიქროს კაცმა. მაშ, შენ აზრზედ ვერ დაგეთანხმებიო204. ამ შენ სიტყვებზედ, ჯერ
ერთი, ეს უნდა გითხრა, რომ ცაგარელის სტატია იმისთანაა, რომ მეორედ და მესამედ
წაკითხვის შემდეგ უფრო ბევრი ნაკლულევანება ანუ შეცთომა უნდა გეპოვა შიგ, მაგრამ
მიკვირს, რომ შემდეგში უფრო ბევრი ღირსება და ჭეშმარიტება მოგინახავს იმ სტატიაში.
მეორე, ის უნდა გითხრა, რომ იმ სტატიაში 10 მოსაფიქრებელი პუნქტი შეიძლება
მოინახოს. მაგრამ, ჩემის აზრით. ეს პუნქტები იმისთანა არ იქნებიან, რომ იმათზედ
თანხმობა შეგვეძლოს, არამედ იმისთანა, რომელნიც დარღვევის ღირს[ნ]ი არიან და თუ შენ
იმას მეტყვი, რომ ეს 10 პუნკტი მაინც თანხმობის ღირსნი არიან, მაშინ მე გეტყვი: თუ
შენ პუნქტებად ამისთანა ფრაზებსაც სთვლი, როგორც „ესა და ეს ლექსი ამა და ამდენი
კუპლეტისგან შესდგებაო“, მაშინ, რასაკვირველია, მე შეიძლება 20 პუნკტზედაც მეტი
მოვნახო. მაგრამ მე პუნნეკტებად ამგვარ პუნკტებს არ ვსთვლი. დავიწყოთ საფუძვლიდამ.
ცაგარელი ამბობს, რომ ჩემი კრიტიკა დამყარებულიაო ლესინგისა205 და ტენის206
ესტეტიკურ თეორიაზედაო?07. მე არ წამიკითხავს ტენის თხზულებები, მაგრამ ვისაც
წაუკითხავს, იმისაგან გამიგონია, რომ ლესინგისა და ტენის თეორია სრულიად არ
ეთანხმებიან ერთმანეთს. თუ ეს მართალია, ცაგარელმა როგორ შეარიგა შეურიგებელი
ტეორიები? მაგრამ ვსთქვათ, რომ ტეორიები ერთიმეორის წინააღმდეგ გი არ არიან, მაშინ
მე უნდა ვსთქვა, რომ ცაგარელს ამისთანა ძველ ტეორიებზედ კი არ უნდა დაემყარებია
თავისი კრიტიკა, იმას უნდა ჰქონოდა მხედველობაში ჩერნიშევსკისა208 და თუ მაინცა და
მაინც კიდევ სხვისი ტეორიაც, უნდოდა* პრუდონი 209 ტეორია. ეს ერთი საფუძვლიანი
პუნქტი. მეორე: სტატიიდან სჩანს, უფ. ცაგარელი ფორმას შინაარსზედ უპირატესობას
აძლევს, განხილვის დროს უფრო ხშირად ფორმის დაფასებას ადგას და არა შინაარსისას,
შინაარსი იმისი აზრით, კუდია. რომელიც თუ ტანს (ე. ი. ფორმას) აბია, ხომ კარგი,
თორემ უკუდოდაც შეიძლება დავკმაყოფილდეთო. ეს მეორე საფუძვლიანი პუნქტი. ახლა
წარმოიდგინე, რომ უფ. ცაგარელი судят и рядит ამ საფუძვლებზედ და მაშინ მიხვდები,
თუ რა ჭეშმარიტებები უნდა მომდინარეობდნენ ამ წყაროდამ, მაშინ მიხვდები, რომ მე
ჩემი სიტყვები— „ერთი დასათანხმებელი პუნქტიც ვერ ვნახე მეთქი“, უსაფუძვლოდ არ
წარმომითქვამს. ამას გარდა, ის სტატია სავსეა ერთიმეორის წინააღმდეგი აზრებით და
აქედამ სჩანს, რომ თავის საფუძვლად აღებული პრინციპებითაც ცუდად უსარგებლებია უფ.
ცაგარელს. სიცხადისათვის ის სტატია უნდა შევუდარო უფ. ქიქოძის210 სტატიას211 და
ვსთქვა: ორივ ერთნაირად უსაფუძვლოა. სტატიისაგან სჩანს, რომ უფ. ცაგარელს უფრო
ბევრი უკითხავს, უფრო ბევრი უფიქრია, მაგრამ აზრები კი ჯერ დამყარებული არა აქვს იმ
საგანზედ, რომელზედაც სტატიაში ლაპარაკობს. ქიქოძეს უფრო ცოტა უმუშავნია, იმისი
სტატია მაგონებს სწორედ მეხუთე ან მეექვსე კლასის მოწაფეს. ამას. გარდა,
საკუთრებითი სახელების ხმარებით უფ. ცაგარელმა სწორედ ტვინი წაიღო და ქიქოძე მხოლოდ
ორ კაცს ახსენებს და სხვებზედ კი გულწრფელად მაინც ამბობს, რომ აღარ მახსოვს, ამ და
ამ აზრზედ ვინ ადგასო. წინეთაც გწერდი და ეხლაც, რომ, ჩემის აზრით, საჭიროა და მეტი
სარგებლობა ექნებოდა, რომ ნიკოს212 ცაგარელის სტატიის გამო განეხილა საფუძვლიანად
ჩვენი ლიტერატურა მეცხრამეტე საუკუნეში და გამოეთქვა ბარათაშვილზედ213,
ერისთავზედ24, ჭავჭავაძეზედ215 და სხვებზედ, თუ სხვები ვინმეა, თავისი აზრი. ჩემის
აზრით, ცაგარელი ძალიან უსაფუძვლოდ სჯის ბარათაშვილზედ, მეტადრე ერისთავზედ,
ანტონოვზედ216 და ჭავჭავაძეზედ. თუ არა და, გიორგის217 წაეღო ეს შრომა, რადგანაც,
ჩემის აზრით, ამ საგანს ნიკოს შემდეგ ის ყველაზედ უფრო კარგად განსჯის.
ამას წინათ შენ მწერდი, რომ „სტატია საზრდოზედ კარგი რამ არის. მაგრამ, ჩემის
აზრით, იგი შენი ნათარგმნიაო, ერთობ ბევრი ახალი და ზოგან გაუგებარი ქართული
სიტყვებია ნახმარი, მაგ. რა არის „შესახვედრობა“; ამისთანა სიტყვები ბევრია სხვაც,
„გამორიცხვაო“ და სხვ. განა არ შეიძლებოდა, გვერდი აგეარა ამისთანა
სიტყვებისათვის?“218 მე ვეცადე, რომ, რაც შეიძლებოდა, კარგად გადამეთარგმნა
ხსენებული სტატია და, მგონია, რომ ჩემ ამხანაგებთა და ნაცნობებთაგან, გიორგის
გარდა, სხვა ამაზე უკეთ ვერ გადათარგმნიდა. მართალია, იქნება, შიგ ბევრი იმერული
მიმოხრილობა იყოს (оборот), მაგრამ გასაგები რომ არის, ამაზედ დარწმუნებული ვარ.
მართალია, სტატიის პირველი თავი არ არის ისე ნათარგმნი, მაგრამ ამისი მიზეზი თითონ
შინაარსია, ფიზიოლოგიური მუშაობის ახსნა უფრო ძნელია ჩვენს ენაზედ. მეორე თავი
პირველს სჯობია, ჩემის აზრით. მესამე, მეოთხე და მეხუთე კი ძლიერ კარგად
ნათარგმნია. შენ თვითონ ამბობ, რომ ამ სტატიის დალოცვილს დამწერს ისეთი წერის
მანერა აქვს, რომ ერთისა და იმავე აზრს რამდენჯერმე დაღეჭს და რამდენსამე ალაგას
იტყვისო და ისე ჩაუდებს მკითხველს თავშიო219. მე დავამატებ, რომ ეს ერთისა და იმავე
აზრის რამდენჯერმე დაღეჭა აადვილებს როგორც აზრის (мысл), ისე ახალი სიტყვების
შეთვისებას. ერთი და იგივე აზრი, სხვადასხვა ფრაზებით გამოთქმული, ფრაზებით,
რომლებშიაც ხანდახან ახალი სიტყვებიც ურევია, ძალიან აადვილებს ახალი სიტყვების
შეთვისებას, вырожающия новыя понятия. ამისათვის მე გავბედე იმ ახალი სიტყვების
ხმარება, რომელზედაც შენ ლაპარაკობ, „გვერდის არება“ მისთანა მშვენიერად ნაწერ
სტატიაში, ჩემის აზრით, დიდი შეცდომა იქნებოდა,–და ან კი როდის უნდა შეითვისოს
ჩვენმა ენამ და ჩვენმა მკითხველთ საზოგადოებამ ახალი სიტყვები და იმათგან
გამოხატული აზრები (понятия), თუ ამისთანა სიტყვებს და აზრებს ყოველთვის გვერდს
აუართ. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ თარგმანში ახალი სიტყვები სინონიმების ხმარებით
გან(მე)მარტებია. ბოლოს ვიტყვი, რომ „შესახვედრობა“ მე არ მიხმარია, მე ვიხმარე,
საცა საჭირო იყო „მიმართობა“. წინათ მე მინდოდა განწყობილება, რომელსაც მე
ვამჯობინებდი დიდი ხნიდამ. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ მიმართობა უნდა ვინმარო
მეთქი და, აი, რა საფუძველი მქონდა: განწყობილება выражает только нравственныя (т.
е. обществен. или вообще человеч.) отношения, год - ород» обозначает не только
нравств, но и математическия и всякия другия отношения, первое слово вырожает
понятие частное, второе — понятие общее и при том соответсвует техническому
слову rеlаtiоn. მაშასადამე, მე უფლება მქონდა, რომ „მიმართობა“ მეხმარა და არა
„განწყობილება“.
მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ თუ მკითხველი გაზეთით ინტერესობს, თუ იმას იმედი
აქვს, რომ რომელიმე სტატიის წაკითხვა არ დარჩება მარტო თვალების, სალაპარაკო
ორღანოებისა და ყურების ვარჯიშობად, თუ იმას იმედი აქვს, რომ სტატიაში ნახავს აზრს,
მაშინ ის გულდაგულ ეცდება, რომ ახალ აზრებსა და სიტყვებს კარგად დააკვირდეს და
გაიგოს; თუ არა და, ის წაიკითხავს სტატიას მხოლოდ უსაქმობისა და მოწყენის დროს და
სტა– ტიამ თუ ორიოდეჯერ გააცინა, ხომ კარგი, თორემ რაღა გაეწყობა, საფიქრად და
სალაპარაკოდ ამ შემთხვევაში იმას მხოლოდ ის დარჩება, რომ შეიტყოს, კარგი ენით არის
დაწერილი სტატია, თუ ცუდი ენით. თითქმის ყველა ჩვენი მკითხველი როგორც უსწავლელი,
ისე მაღალ სასწავლებელში მყოფი ან ნამყოფი, აქამდის „დროებას“ მარტო იმისათვის
კითხულობდა, რომ შეეტყო სტატიების ენის ღირსება: თუ სტატიაში რამე აზრი იყო, მაგრამ
თვითონ სტატიის საგანი ნებას არ აძლევდა მწერალს, რომ უფრო ადვილი ენით დაეწერა,
მაშინაც კი მკითხველი მარტო ენაზედ სჯიდა, ამიტომ რომ აქამდის „დროებას“ არ
მიუქცევია მკითხველის ყურადღება თავისი შინაარსით, ეხლა, როგორცა სჩანს, მკითხველის
ინტერესი აღძრულა, თუმცა სტუდენტები ახლაც ცხვირაწეული უყურებენ გაზეთს, გონიათ,
რომ ჩვენებურ გაზეთში ისინი მის დღეში ვერაფერს ნახავენ თავის სასარგებლოს. და
ვგონებ, დროა, ცოტა ცოტათ რომ კაცმა შეაპაროს სტატიაში ახალი სიტყვები, ახალი
ტერმინები. მკითხველი უთუოდ ეცდება, რომ შეითვისოს ისინი და რამდენადაც უფრო
იმატებს ახლად შეთვისებული სიტყვების რიცხვი, იმდენად თანდათან გაგვიადვილდება
აზრების გამოთქმა, ანუ წერა, თანდისთან უფრო გავავრცელებთ ლიტერატურაში განსასჯელი
საგნების წრეს. შენგან დაშინებული ვარ ხანდისხან უხეირო выражение-ბით და ამიტომ,
გთხოვ, არ მითხრა, რომ ლიტერატურაში განსასჯელი საგნების წრეს სიტყვების შეთვისება
კი არ გავრცელებს, აზრების შეთვისება და გავრცელებაო; მე კარგად ვიცი, რომ
უმთავრესი მიზეზი ეს არის, მაგრამ თუ ენა ნებას არ გვაძლევს, მაშინაც ძლიერ ძნელია
მრავალ სხვადასხვა საგანზედ ლაპარაკი და მრავალ სხვადასხვა აზრის გამოთქმა. კაცები
თავის აზრებს სიტყვებით გამოვთქვამთ და არა მუნჯურათ.
ვგონებ, დროა, რომ სხვა საგანზედ გადავიდე, რადგანაც გაზეთზედ ამდენი ლაპარაკით
თავი მოგაბეზრეთ.
შენი საქმეები როგორაა, რას აპირებ, როდის წამოხვალო? რათ არ მოგწონს ოდესსა, ნუთუ
იმ საქმეს, რომლისთვისაც ჩამოდი, მანდ ვერ მოიყვან სისრულეში220? — ამას მკითხავთ
თქვენ ჩემთვის დაწერილს წიგნებში, რომლებიც ოდესსაში მოსულიყო ჩემს აქეთ წამოსვლის
შემდეგ და რომლებიც მივიღე აქ 10 ივლისს. ვეცდები, რომ ჯეროვანი პასუხი მოგცეთ.
რაც მანდედამ წამოვედი, დღე არ ყოფილა, რომ ჩემი, საქმე ან ჩემი შემდგომის
განწყობილება მცოდნოდა ცოტაოდენათ მტკიცეთ. უბედურობა ის იყო, რომ ყოველ დღე ველოდი
საქმის გარდაწყვეტას, აი, დღეს შევიტყობ ჩემს გარემოებას,აი, ხვალ, აი, ზეგ და
ამნაირად გამოიარა სამმა თვემ. ასე გასინჯე, რომ მე დღესაც არ ვიცი, რა უნდა
დავიწყო, სად წავიდე, ან რა ვქნა, რა საქმეს შევუდგე. ის კი არ გეგონოს, რომ ეს
კითხვები ჩემთვის აუხსნელია, ან უპასუხოთ არიან დარჩენილი; არა, საქმე იმაშია, რომ
მე არ ვიცი, რისი შეძლება მექნება, в смысле материальном или вернее пекуниальном,
— и только. შენ, ნიკო, რასაკ
„1861-დან“ დავწერო და „გაიარა სამმა თვემ“ -ის მაგიერ— „გაიარა 9 წელიწადმა“,
მაშინ ეს სიტყვები სწორედ ჩემს პასუხს გამოხატავს და გარდამეტებული შიგ არა იქნება
რა, მოვყვები, რაც შეიძლება, ისე მოკლედ განმარტებას.
1861 წლის დამლევს ჩვენ გამოგვრიცხეს სასწავლებლიდამ.
1862 წელში მე მინდოდა ხელახლა შევსულიყავი სასწავლებელში, მაგრამ უფულობის გამო
ვეღარ მოვახერხე და შინ წასვლაც დავაპირე; ამისათვის მე გავაგზავნე ქუთაისის
გიმნაზიის დირექციაში თხოვნა ქართული ენის მასწავლებლობის მოცემაზედ–იქიდამ პასუხი
ვერაფერი მივიღე; მხოლოდ ჩემ ძმას221 რომ ეს შეეტყო, ეთქვა ნიკო ღოღობერიძისათვის,
რომ კირილემ მოიცადოს პეტერბურღში, როგორც იქნება, შევეწევიო222. შეძლებისამებრ ის
მეწვეოდა, მაგრამ ეს სეწევნა საკმაო არ იყო. ასე რომ, მე არ შემეზლო, რომ ან აქ, ან
სხვა ქალაქში სადმე სასწავლებელში შევსულიყავი.