The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


5.08

1886    
    
5 აგვისტო   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 4 აგვისტო“ („ჯერ მინამ „Кавказ“- ის გადაწყვეტილს განაჩენს გავარჩევდეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 5 აგვისტო, № 169, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 271.

 

    
1887    
    
5 აგვისტო   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 აგვისტო“ („ამას წინად გაზეთ „Новое обозрение”-.ში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მკურნალი დ. ერისთავი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 აგვისტო, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 521.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ერისთავის სახელი აღნიშნული არ არის, მაგრამ საუბარია დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავზე.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დიმიტრი კონსტანტინეს ძე (1862-1924)

ექიმი, ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე. ოზურგეთში სასწავლებლისა და აფთიაქის გახსნის მოთავე.

    
1890    
    
5 აგვისტო    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 4 აგვისტო“ („ჩვენ მინამ ვიტყოდეთ რასმე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 5 აგვისტო, № 168, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 586.