The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში


ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში



ალექსანდრე ცაგარელი

ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში

„დროება" 1870, №№ 3, 4, 6,7

კაცია ადამიანი.

მოთბრობა ილ. ჭავჭავაძისა. გამოცემული მ. ბეთანიშვილისაგან. პეტერბურგი, 1869 წ. **\\
 

  * ეს სტატია მოუვიდა რედაქციას მიუნხენიდგან ერთი თავის თანამშრომელისაგან. თუმც რედაქცია ძნელად დაეთანხმება პატივცემულ ავტორს ზოგიერთი ჩვენი მწერლების დაფასებაზედ და ზოგიერთს კერძო მოსაზრებაზედ, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით ბეჭდავს თავის გაზეთში ამ სტატიასა, მით უფრო რომ ის (სტატია) პირველად შეეხება ძლიერ საინტერესო, მაგრამ ჯერ გაუხილველ, საგნებსა. იქნება ამ სტატიამ საფუძვლიანათ  ვერ დააფასოს და ასწონოს ზოერთი ჩვენი მწერლები და ლიტერატურის ნაწარმოებები; გაზეთისთვის დაწერილს მოკლე სტატიას ეს არც ეთხოვება; იმას მაინც იქს, რომ აღძრავს ამ საგანზე სჯას: შეიძლება ამ სტატიის გამო> გამოჩნდენ შემდეგში ისეთი პირები, რომელთაც მოჰკიდონ ხელი ჩვენი ლიტერატურის განხილვასა და უფრო საფუძვლიანათაც განიხილონ; ეს, იმედია, ყველასთვის სანატრელი და სასარგებლო იქნება. — სტატიის ბეჭდვა გაზეთის ხუთს N-ში მორჩება.** - რედ.

** ჭეშმარიტად დიდი მადლობის ღირსია თ. მ. ზ. ჭავჭავაძე, რომლის ხარჯითაც დაიბეჭდა ეს წიგნი და რეთვე უფ. მიხეილ ბეთანიშვილი, რომელმაც თავს იდვა ამის გამოცემა.


, სოფელო, რაშიგანხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!..."

                                                                                                    შოთა რუსთველი

 

 

"არ ვიცი ამდროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება..."

.                                                                   ნ ბარათაშვილი

     

გამოიცა ის წიგნი, რომელშიაც ქართველი თვით-ფეხამდინა სჩანს როგორც სარკეში; საუკუნოები რომ გავიდეს და ვისმეს სურდეს ქართველი და იმის ცხოვრება წარმოიდგიოს, — მარტო წაიკითხავს ამ წიგნსა და საკმაოა. ილ. ჭავჭავაძე რომ გამოვიდა სალიტეტურო ასპარეზზედ, საკმაოდ ლანძღეს კიდეც და აქეს კიდეცა, მაგრამ არც მომხრემა და არც მოწინააღმდეგებმა არ იცოდნენ რიგიანათ ან რისთვისა ჰფლავდნენ ტალახში ან რათა სცემდნენ თაყვანსა და გუნდრუკს რათ უკმევდნენ; გაუგებრად ნახირს მისდევდნენ და რასაც ერთი დაიბღავლებდა, როგორც ხშირად მოხდება ხოლმე, სხვანიც ბანს მისცემდნენ; თითონაც არ ეყურებოდათ რა უნდა ეთქვათ ამითი. — ეხლა სისხლმა დაიდულა, სიცხე გამონელდათ და გაუგებარი ქებაც და ძაგებაც მოსწყინდათ; იყაყანეს—იყაყანეს და დასდუმდნენ, როგორც ქართველების რიგია; თვითონ ჭავჭავაძეც კი ჩრდილს შეეფარა, იმის მიმყოლი გუნდი კი დარჩა პირდაღებული ასე ორ წყალშუა; — მარტო წინამძღოლის წარმოთქმულს სიტყვებს კიდევ იმეორებენ, აფორიზმებათ მოჰყავთ საღმრთო წერილის სიტყვებსავით და ამ გვარად პოეტის ფრთის ქვეში ამოფარებულნი ეს ახალ-ამოღიებულნი მწერლები, სვინტრსავით ანუ სოკოსავით წვიმის შემდეგ, უხვად აფქვევენ ცხელ ცრემლსა, თვიანთ ვაგლახ „(მოთხრობებში( (ამ პირ შეუბუმბლავ „მჯღაბნელებში“ ამ სტატიის მწერალსაც ფეხი უდგას). ღვთის წინაშე, თვითონ მოძღვარიც კი (ილ. პავჭავაძე) არ არის თავისუფალი თავის თხზულებებში „ბებიური გულჩვილობისა და გულმტკივნეულობისაგან“; ამას ეტყვიან (სენტიმენტალურ, ანუ ჩვენ ენაზედ, ასე ვთქვათ „ცინგლიანობით პოეზიას“, რომელიც ყოველ წუთში ქვითინებს,ფრანგების მქადაგებელსავით. – ასე შუა-გზაზედ და რაღაც გამოუკვლეველ ლიტერატურულ მიმართულებაში გაუშვა ილ. ჭავჭავაძემ (თვითონ თავისი პოეზიის ხასიათიც ვერ გამოიჩინა ცხადათ) თავისი მცირე და გზის უცოდნელი, მაგრამ ერთგული ლაშქარი, რომლის დროშიც ასე მამაცურად ეჭირა და უძღოდა წინა, (თუმცა, საუბედუროთ, მარტო ერთ– ორ წელიწადს), და თავისი უკუდგომით დაამტკიცა ძველი, მაგრამ ყოველთვის ახალი ჭეშმარიტება, რომ „პოეტი თავის ხალხის ნამდვილი შვილია“...

*

რაც უნდა იყოს, ნათქვამია „ნაბიჭვარსაც მონათვლა უნდაო,“—ჩვენი ლიტერატურის ეხლანდელ მდგმოიარებას და ილ. ჭავჭავაძის პოეზიის კილოს რიგიანათ ვერ გავიგებთ, ვერც იმის მნიშვნელობას ჩვენ დროსთვის, თუ თვალი არ გადავავლეთ ჩვენ ლიტერატურასა ამ საუკუნის განმავლობაში, რომელიც ბევრით განირჩევა წინა ჩვენი ისტორიის საუკუნოებისაგან თავის ხასიათით ან, უფრო სწორეთ რო ვთქვათ, უხასიათობით, ცხრაწვენაობით. მაგრამ ჯერ ნება მომეკით აქვე ვთქვა ორიოდ სიტყვა იმაზედ, თუ რა უნდა ვიქონიოთ სახეში საზოგადოთ ლიტერატურის დაფასებაში და კრიტიკულ განხილვაში.   * ამ  კრიტიკულ განხილვაში მე მაქვს სახეში უმეტესად ლესსინგის და ტენის ჰაზრები ლიტერატურულ ესტეტიკურ თეორიაზედ,—როგორც უკეთესი კრიტიკოსებისა, რომელნიც უმთავრეს აზრებში თანახმანი არიან.
     

ლიტერატურა უნდა იყოს ნაციონალური; იმ ხალხის სულისა და გულის, აზრისა და გრძნობის ჩვეულებისა და ადათის, იმის შნოზედ და კილოზედ გამომხატველი, რომელმაც (ე. ი. ხალხმა) ეს ლიტერატურა წარმოშობა; ერთი სიტყვით, ლიტერატურაში უნდა ჩანდეს ნამდვილი სახე ხალხისა, რომელსაც ეკუთვნის; რამდენათაც თხზულება უფრო ნაციონალურია, იმდენათ უფრო დიდი ღირსება აქვს: ხელოვნებაშიაც მაღლა დგას და სარგებლობის მოტანაშიაცა. ამავე დროს ნამდვილ-ნაციონალური თხზულებები არამთუ ცალკე ხალხს, ან კაცობრიობას არ ეკუთვნიან და არ შეეხებიან, არამედ რომელსამე თხზულებას მაშინ ექმნება კოსმოპოლიტური, საზოგადო მსოფლიო კაცობრიული ინტერესი, როდესაც ნამდვილი ნაციონალური იქნება; არ შეიძლება დიდი კოსმოპოლიტური თხზულება, იმავე დროს ნაციონალურიც არ იყოს; საკმაოა ჩამოვთვალოთ მარტო სახელები იმ მსოფლიოში გენიოსი პოეტებისა, რომლების თხზულებაშიაც პირველათ –  იმათი სამშობლო, ხალხი და მამულიც სჩანს და მერე მთელი ქვეყანა ჰომერი, დანტე, შექსპირი, გბეტე, რომლების თხზულებებშიაც ისე საკვირველის სინამდვილით და სიცხადით სჩანან იმ ხალხების სახეები, რომელთაც პოეტები ეკუთვნიან (ბერძები, იტალიელები, ანგლიელები, ნემეცები) და იმავე დროს გამოხატვენ საზოგადოთ კაცობრიობას, ხალხებს და თვითოეულ  ადამიანს სადაც და როდისაც უნდა იყოს და  ყოფილიყოს; ნაციონალური თვისება არამც თუ არ უშლის კოსმოპოლიტურ თვისებასა, არამედ უიმისოდ ეს მეუძლებელია: თხზულება, რომელსაც არავინ ჰყავს სახეში, არც არავის, და ეკუთვნის და ყველასი ყოლა – არ ყოლას უდრის. იშვეო,

მწიგნობრული ანუ მწერლობითი პოეზია არის მიბაძვა და მევსება ბუნებითი ანუ ზეპირ−სიტყვაობითი პოეზიისა; ესენი მხოლოდ იმითი განირჩევიან, რომ ხელოვნებითი პოეზია უფრო შემუშავებულია, დახელოვნებულია გამოცდილებისა, სწავლისა  და მეცნიერების ნათლით, უფრო გამშვენიერებული და გაბრწყინვებულია;—როგორც პოეზიისა ისე საზოგედოთ მთელი ხელოვნების დანიშნულება ეს არის; მაშასადამე თუ რომა უნდა, რომ პოეზია უკეთესად ასრულებდეს თავის დანიშნულებას და მოთხოვნილებას როგორც ნაციონალურს, არგეთვე მიბაძვითსა, უნდა მტკიცეთ დამყარებული იყოს ნამდვილ ხალხის საფუძველზედ, ამოსული უნდა იყოს იმ ნიადაგზედ, რომელსაც ეკუთვნის, შტოებს ცხოველი კავშირი უნდა ჰქონდეთ ფესვებთან და არ უნდა იყვნენ თვალის მოსატყუებლათ პალესტინის დაფნები და იტალიის ლიმონები არხანგელის უბერნიაში ჩარჭობილი, როგორც ხშირათ ხდება ხოლმე, ყველა გვარი პოეზია (ლირიკული, ეპიკური და დრამატიკული), არის ხალხის პოეზიაშიაცა, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში: ბუნებითი ლექსიცა (ლირიკა) ბუნებითი მოთხრობაცა (ეპიკა) და ბუნებითი ბრძოლაცა თავის ნებასთან, ვნებებთან და გარემოებებთან (დრამა); — და ხელოვნებითი პოეზია ლირიკა, ეპიკა და დრამა, ნამდვილ ნაციონალური იქნება მაშინ, როდესაც საძირკვლათ ხალხის ბუნებითი პოეზია  ექნება და არ შესთხზავს პოეტი შესხმასა ბულბულების ენისაგან მომზადებულ საჭმელზედ, რომელაც ხალხი სიზმარშიაც ვერ ნახავს და დრო რა აქვს ამისთანა ტუტუცობაზედ იოცნებოს.

ამ პირობების და შერიგების შემდეგ შეუდგები პირდაპირ ლიტერატურის განხილვასა, რომელსაც დავყობო პერიოდებათ და შევეხები მარტო ამ პერიოდების ბელადებს და დროშის მატარებლებს; დანარჩენის ვრცლათ განხილვას მივანდობ და მოვიწვევ იმათ, ვინც ამ საქმეში (მწერობაში) კიდეც შესულნი არიან და მაშასადამე ჩვენი ხალხის ლიტერატურა და ცხოვრება უფრო დაახლოებით იციან.

ჩვენ შევეხებით უმეტესად თხზულების ლიტერატურულ ღირსებასა, ე. ი. ენის სიმდიდრესა, გარეგანი ესტეტიკური ფორმის სისრულესა, გრძნობისა და ჰაზრის სიღრმესა და ძალასა,— თვითონ საზოგადოებას კი იმდენათ შევეხებით, რამდენათაც ეს შესაძლო იქნება.

ჩვენი ლიტერატურა ამ საუკუნეში, თავის პოეზიის ხასიათისა და მიმართულების გვარად, შეიძლება გაიყოს სამ პერიოდათ; პირველ პერიოდს შეადგენს ა.) ალექსანდრე ჭავჭავაძე, ბესარიონ გაბაშვილით და ამ გვარებითა, მეორეს ბ.) გიორგი ერისთავი ანტონოვით და სხვ., მესამეს გ.) ილია ჭავჭავაძე  აკ. წერეთლით და სხვ.

1

▲ზევით დაბრუნება


ა.

მერწმუნეთ, ძმანო, მგრძნობელობა სჯობს
ყოველთ ნიჭთა ცით მოვლენითა,
გონებასაც და ნებასაც ის ასულდგმულებს,
                                                           ა. ჭავჭავაძე


„გრძნობა არის სულყველაფერი!
(Gefühl ist alles!)
                                               გეტე — „ფაუსტ“


ა. ჭავჭავაძე და იმის მბაძველნი ამ საუკუნეში, რომლებიც ჩვენი ლიტერატურის პირველ პერიოდს შეადგენენ, გამოხატვენ თავიანთ პოეზიის იმ გვარ ხასიათსა, ანუ მიმართულებასა, რომელსაც ანაკრეონული ანუ ჰეროტიკული ჰქვიან ლიტერატურაში და რომელიც უმეტესად სამღერ, სამხიარულო და სატრფო საგნებზედ ლექსობს; – აზრათა აქვს, კაცს მძიმე სიცოცხლის უღელი შეუმსუბუქოს და მხიარული ლექსით ვითომ დაავიწყოს „სოფელი მოჟღერალი“; დამღერის მშვენიერ საგნებს, რომლებსაც ან უსულო ბუნება, ან ადამიანები წარმოადგენენ, მაგ. ვარდს, ღვინოს, დილა-საღამოს, მთვარეს, ამომავალ და ჩამავალ მზესა, მოჩუხჩუხე წყაროსა, იადონსა და ბულბულსა, (ეს ორი სახელი ერთი სპარსული და მეორე ბერძულია, ერთი და იგივე ფრინველის სახელი კი არის) და სხვებს თვით უმანკო, ტურფა და ქალწულოვან საგნებს; აგრეთვე რასაკვირველია შეღაღადებს სიყვარულს, ქალებს და სხვ. ამგვარი კილო ლექსებისა ადრეც იყო ჩვენში, როგორც საზოგადოთ ჩვენ მეზობელს აზიის განათლებულ ხალხებში, მაგრამ უმეტეს განბრწყინვებულ და დაქნილს ვხედავთ ამ საუკუნის დამდეგში, როდესაც ალ. ჭავჭავაძის კალმით ამ გვარმა ლექსებმა უმაღლეს ხელოვნების ხარისხს მიაღწიეს; დრო იყო თუ არა ტურფა-სირინოზულ მოთქმისა ამას მკითხველს მივანდობ; საკვირველი ეს არის, რომ აქაც ქართველმა კაცმა თავის საკუთარი თვისება გამოიჩინა: როდე"საც ბედის ჩარხი უკუღმა დაუბრუნდება, ის მაშინ „წითელ ნუნუას „ მიუჯდება და ძალიან ზარფუშს გაიხურებს, ამასთანავე, რასაკვირველია, მოჰყვება იმ გვარ მხიარულ სადღესასწაულო კილოზედ ღიღინსა – გეგონება ამისთანა ბედნიერი კაცი ქვეყანაზედ არ არისო. — ამ გვარად ჩვენ ხასიათს გამოხატავს პირველი პერიოდი ჩვენი ლიტერატურისა, რომლის უკეთესი წარმომადგენელი და წინამძღოლი არის ალ. ჭავჭავაძე. თვითონ ამავე მოძღვარმა დამღერა ბესარიონ გაბაშვილითურთ თითქმის ყველა იმ ტურფა კილოებზედ და საგნებზედ, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგ. ლხინზედ და ღვინოზედ.

ლოთებო ნეტავი ჩვენა,
დღეს მოგვეცა შვება ლხენა...

     
ვარდზედ და ბულბულზედ ბესარიონ გაბაშვილის*   * აქ მოყვანილი ლექსი ეკუთვნის. ზაალ ბარათაშვილს და არა – ბ. გაბაშვილსა. (რედ.)
     

ბულბული მწუხარეობს,
ვარდი შემომწყრალია.
ნარგიზ გზავნის წამლისთვის, თუმცაღა მკურნალია,
ჰკადრე ჩემმაგიერად სიტყვა შესაბრალია,
რა მოგშორდი მუნიდგან ვარ ეს თქვი, ეშხით მთვრალია,
„თითონ იას დასძახის, მიხდილი ფერმკრთალია“.

  *)ქართული წიგნი „კაცია, ადამიანის“ მეტი არა მაქვს რა თანა; ამიტომ, თუ როგორმე მესხიერებამ მიმტყუნა და ლექსების ავტორების დასახელებაში, ან თითონ დედანში შეცდომა შემომეპარა, შენდობას ვითხოვ მკითხველებისაგან.

რამდონათაც შესაძლო იყო, რედაქციამ შეასწორა ზოგიერთი უნებლივი შეცდომები აეტორისა. (რედ.)

     

მაგრამ უსულო ფიზიკურ ბუნებაზედ მაგდენი არ არის ლექსად ნათქვამი, როგორც, ადამიანებზედ, იმათ გრძნობაზედ, რომლებიც თითქმის მარტო ერთი სქესის გრძნობას და მიდრეკილებას მეორისადმი, ქალისა და ვაჟის ერთმანეთთან ტრფიალს, შეიცავენ და თვით უსულო და უგონო საგნებს თუ დამღერის პოეტი, მაშინაც კი „მიჯნურები“ ჰყავს სახეში, იმათ ადარებს საყვარლებსა და ალლეგირიულათ, იგავითა ხატავს ქალისა და ვაჟის ტრფიალებასა. ამ გვარი მნიშვნელობა აქვს  ყველა ლექსსა: „შავნი შაშვნი (ე. ი. მიჯნურები, ან სიყვარულზედ მგლოვიარე კეკლუცები) შავს გალიას შემსხდარნი (ე. ი. კარებ გამოკეტილ სახლში, დამწყვდეულნი), რომლებსაც მეტი ილაჯი არა აქვთ, უნდა „სუფთად  ხმობდნენ, ხმა ღარიბად სტვინავდნენ (ბეს. გაბ.) რომ ამითი მაინც გაიქარვონ თავიანთმიჯნურობის აღგზნებული ტრფიალება და სატუსაღო გალია ცოტათ მაინც დაავიწყდეთ...

ამ გვარსავე ჰაზოს გამოხატამს ლექსი: ,სევდის ბაღს შეველ შენაღონები, მოკრეფად მსურდა ვარდის კონები, (ბ. გაბ.) და სხვ.), ნუ გეგონებათ, რასაკვირველია, რომ აქ „სევდის ბაღი“ დიდ სამოქალაქო სევდას შეადგენდეს, — არა თურმე ეს ვაჟბატონი, რომ შებძანებულა „სევდის ბაღში“ (ვთქვათ, სახლში სადაც ტურფა, ცოლი ან სხვა გვარი მიჯნური ჰყვანდა) „ვარდის კონების მოსაკრეფად“, ე. ი. ორიოდე კოცნის გულისთვის, „ვარდს შეურისხავს თავმომწონები და ისარი უტყორცნია დასამონები“, რომელსაც საღსალამათი კაცისთვის თითქოს დამბლა დაუცია, ჩივის „სრულად მიმიღო ყოველი ღონები“, რადგან ერთი კარგათ წაეწურება ცხვირში ფეხბრუნდობა, უთუოთ რაღაც დავიწყებული მუხანათობა მოუგონებია „მითხრა, "იფიქრე გულს ნაქონები, მისთვის იქნები დასაყოვნები“... ამას თავის შეცოდება და ღალატი ვერ მოუგონია, თუ მოგონება არასდომებია, დაყვედრებული და ცილდაწამებული, უბრალოთ დამწვარი ალალი სული თავს აბრალებს ვერ მივხვდი მახვილ-განასწონები, მისთვის შევიქენ ცრემლთა ფონები „როგორც ყველა გულჩვილი და გულწრფელი, მოხერხებული მიჯნურის ადათი და  წესია, მერე რასაკვირველია, შერიგება მოხდებოდა. ამ გვარად ტურფა მცენარეების სახით ტურფა ცხოველების გულის ცხოვრება არის წარმოდგენილი იგავითა. ესევე აიხს სნება და გაიმარტება ყველა ამ გვარი ლექსი ამ პერიოდისა: თუ მტრედი მტრედს (დედალ-მამალი) შაჰღუღუნებს, თუ იადონი და ბულბული მოსთქვამენ, შაშვი შაშვს შესჭყივის, მწყერი მწყერს შეჰკურკურებს და ბულბული ვარდს შეჰყეფს, – ეს უნდა მაშინვე იფიქროთ, რომ მაშინ უფრო „უბუნბულო - ორფეხიანი ცხოველი, რომელსაც ადამიანი ჰქვიან“ ჰყავს პოეტს სახეში.

როგორც საგნები ამ პერიოდის ლექსებისა : „სალხინო“ შესაქცევარი და სამღერნი არიან, ცოტათაც არ შეეხებიან და არ გამოხატავენ იმ ხალხის ბედ-იღბალსა, სადაც დაბადებულნი არიან, — აგრეთვე ამ ლექსების ენაც ისეთივე „მწიგნობრულია“, შედგენილი, შეთხზული და არა ნამდვილი ხალხის სულისა და გულისა, საკუთარი ხასიათისაგან წარმოშობილი, ხალხის ლექსებზედ და სიმღერაზედ დაფუძნებული, – ერთი სიტყვით ამ ლექსთწყობასა ნაციონალური კილო არა აქვს, ქართული გული არ უდგას. უმეტესი ნაწილი ლექსებისა ფერმკრთალი და სუსტი მიბაძვა არის სპარსული ლექსებისა, როგორც სიმღერის  კილოთი, აგრეთვე. ლექსთწყობის შნოთი და საგნებითაც, რომლებზედაც ლექსები არიან გამოთქმულნი. ჩვენს ქართულს ლექსთ წყობაში ადრევე იყო ხმარებული და გავრცელექლებული შოთა რუსთაველის მოწყალეობით „შაირი“, რომლითაც არის დაწერილი იმის ვეფხისტყაოსანი. აგრეთვე „ჩახრუხაული“. ანუ „პისტიკური“, — რომლითაც არიან დაწერილნი. შავთელისა და ჩახრუხაძის პოემები. საზოგადოთ. ამ გვარი ლექსთწყობა უფრო პოემებისა და მოთხრობებისა არის, მაგ.,

შავთელისა.

შენ, გონიერი, გულის ხმიერო, თვით მეცნიერო, სულით ძლიერო,
მიუხდომელო, მიუწდომელო, მიუთხრობელო, წრფელ Jსახიერო...
 
ჩახრუხაძისა:

თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა ნარნარი, პირმცინარი,
მზე მჩინარი, საჩინარი, წყალი მთქნარი, მომდინარი.
 
„იამბიკოსაც“ ძალიან ხშირათა ხმარობდნენ; მეტადრე ხშირათ შევხვდებით ეკკლესიებზედ და ხატებზედ წარწერებსა იამბიკოთი გამოთქმულსა; ეს იყო უფრო საღმთო პოეზიის ლექსთწყობა, მაგ.,

მასა ცათასა დამწყები ღმერთ-მთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კვალადი,
სულმან ღვთისამან სრულ ჰყო არ მოქმედებადი...
 

დანარჩენი გვარი ლექსწყობისა კი უფრო ბოლო დროს არის ჩვენში შემოღებული, მაგ.   „წყობილი“, „ბაიათი“, „მუხამბაზი,“თეჯლისი“, მუსთაზადი“ და „გაფი“; ზოგიერთი ამ გვარ  ლექსებისა წარსული საუკუნის ბოლოს შემოიღეს ჩვენში და ამ საუკუნის დამდეგში : ალ. ჭავჭავაძემ ჩვენი პოეზიის იმ დროს  ელჩმა, ხელოვნების უმაღლეს სისრულეში მოიყვანა; თუმც მწიგნობრული ენითა სწერდა, მაგრამ ეს მწიგნობრული ენა საკვირველის ძალითა ხატავს აღმოსავლეთის კაცის მგზნებარე გრძნობათა და ტრფიალების ძალასა. ესეც უნდა ვთქვათ, რომ ეს მუდამ “სიყვარულზედ“ და „სიკეკლუცეზედ“ მომართული სიმები დასძახიან ყოველთვის უმაღლეს, უმანკო, ქალწულოვან, ნაზ და კეთილი  შობილურ კილოზედ, თავის დღეში იმის (ანუ იმათი, მთელი იმ პერიოდის მოლექსეების) ლექსი არ დაეშვება ცინიზმამდინ, იმ მდაბალ კილომდინ, სადაც პოეზია ანუ ნამდვილი ადამიანური გრძნობა თავდება და საიდგანაც დაიწყება მეფობა პირუტყული აღძვრისა და ვნებათ მოქმედებისა, როგორც ხშირად მოხდება ხოლმე ფანტაზია-გაფუჭებულ უნიჭო პოეტებში, რომლებსაც წელი  არ მოსდევთ, რომ ნამდვილ კაცობრიული გრძნობა გააღვიძონ ხალხში და ამითი თითონაც ყურადღება დაიმსახურონ; ალ. ჭავჭავაძე,  როგორც მაღალ ნიჭიერი პოეტი, შორს არის  ამ გვარ თაღლითობაზედ და მკითხველების წატყუებაზედ ანუ თვალების აბმაზედ. თავის პოეზიის კილოში და მიმართულებაში ის ისეთივე ზნეობიანი, მაღალი და მამაცია, როგორც სხვა გამოჩენილი მოლექსენია სხვაგვარ პოეზიაში. მაგ., ვინ არ შენიშნავს ამ ლექსში უღრმეს, ნამდვილ ადამიანურ, მსუსხავ მგზნებარე გრძნობასა, პირდაპირ გულიდგან აღმოფხვრილ კილოსა:

ჟამნი ჰრბიან, შენცა მელტვი, სულ გრძელო საყვარელო,
რას  მომიხვალ, როს დამატკბობ; ეჰ წამო, სანატრელო.

ან კიდევ ამ ლექსში:

შენთან არს გული, მნათობო, ვიყო სად გინა,

გინა ვის ვჭვრეტდე, მნათობო, შენ მიდგე თვალწინა..

სრულიად დაბნელებული, დაცემული და გარყვნილი უნდა ჰქონდეს კაცსა ზნეობა და საძაგელი, სიცოცხლის წინააღმდეგი, მოშხაული, გესლიანი სული და გული, რომ ამ ლექსებში ვერ დაინახოს ის ქალწულოვანი, წმინდა, უმანკო გრძნობა ასე ნათლად და ენაწყლიანათ გამოთქმული, – ლექსები, რომლებიც არიან თავის სიმაღლითა ღირსნი იმ ჩვენიერი სიცოცხლის მოყვარე და ბუნების გამგონე ბრძნებისა, რომლებიც მშვენიერეის ღმერთის — ჯენერის ტაძარში ისე ხშირად იყვარულის ტკბილ ცრემლს აფრქვევდნენ. და ზედაც ამ გვარ ლექსებს დამღეროდნენ ალნი და ვაჟნი; დიახ, იმათ უკეთესათ ეყუწებოდათ მოციქულის სიტყვა: „ღმერთი სიყვარული არისო“ — „გრძნობა არის სულ ყველაფერიო“ ტყუილათ არ ამბობს დიდი პოეტი  ზემოხსენებული ლექსების სახელებიდგან. ცხადათა სჩანს, რომ უმეტესი ნაწილი იმათგანი სპარსეთიდგან არიან ჩვენში გადმონერგილი, საზოგადოთ ვიტყვით, რომ ჩვენ ძველ ეკკლესიურ ლიტერატურასა ჰქონდა დედნადა ბერძნულ-ბიზანტიის საეკლესიო ლიტერატურა, ძველ საერო ანუ სამხედროსა ამ საუკუნემდინ სპარსული და არაბული; ამ საუკუნეში დაიწყეს ჩვენმა მწერლებმა რუსისა და სხვა ევროპიის ხალხების ბაძვა. ზემოხსეწებული სპარსული კილო ლექსებისა იყო და დარჩა მარტო დიდკაცებისთვის (კეთილმობილებისთვის), აგრეთვე მოქალაქე ვაჭრებისა და აღებმიცემის კაცებისთვის, ნამდვილ მთელ ხალხს კი თავისი პოეზია, სიმღერის კილო და ლექსთწყობა აქვს; ამ უკანასკნელის შენიმცნა და შესწავლა, როგორც ღირსეულად პატივისცემა უფრო ეძნელებათ ჩვენ პოეტება. რასაკვირველია „თავის თავის ცნობა“ უფრო ძნელია, სანამ მზათ შეთხზულის გადმონერგვა და მიბაძვა. ამდენი ხანი ცხოვრობს ჩვენი ხალხი დედა-მიწის ზურგზედა და ერთი პოეტი არ დაბადებულა ჯერ, რომელსც თავისი ხალხის სიზმრები, ნანახი დანაოცნები ათასი წლობით სიცოცხლის განმავლობაში, და დარჩენილნი ასე ღრმად და ცხადად ანდაზებში, ლექსებში, ბარაკებში, ზღაპრებში და შაირებში, გამოცანებში და თვით ცრუმორწმუნოებაშიაც კი — ყველა ესა ხელოვნების ძალით მოესაზრა, გაემშვენიერებინა და ჩაებარებინა, ხალხისა ხალხისთვის. დიახ, პოეტს უკვდავება ჰსურს შთამომავლობა მოიპოვოს, ვერაფრით ვერ შეიძლებს, თუ ხალხის ბუნებითი, შეუთხზველი პოეზიის მეწაელითა, იმ პოეზიისა, რომელშიაც ხალხის სული და გულია გამოხვეული; ნაციონალური ღირსების მოსურნე პოეტი უნდა ჩააკვირდეს ღრმად, ყური უგდოს, მიჰბაძოს გამოხატულებისა და ფანტაზიის ძალით გამოჩხრიკოს და წარმოიდგინოს ის ღრმა ჰაზრი და ნამდვილი გრძნობა, რომელსაც უბრალოდ და მარტივად, ზოგჯერ რაღაც ყმაწვილურის გულის ნდობით და რწმუნებით გამოსთქვამს ხოლმე ლექსად ხალხი. მართალია, ალ. ჭავჭავაძის ლექსთ წყობა, როგორც საზოგადოთ იმისი პოეზიის კილო, ნამდვილ ქართულ-ნაციონალური არ არის, მაგრამ მაინც თავის გვარად, როგორც მწიგნობრული, საკვირველად არის დახელოვნებული. — ამ მთელი პერიოდის ლექსთწყობა არის სამაგალითო: ლექსის „ზომა“ (ბერძნ. „მეტრონ“) არის ძალიან კანონიერი, რითმა, ანუ უკანასკნელი მარცვლები ლექსისა არიან დიდათ კეთილხმოვანნი; საკვირველის ცოდნით და ხელოვნებით არიან სიტყვები შერჩეულნი, შეწონილნი გრძნობის სხვა და სხვა მდგომარეობასთან, საკვირველის ძალითა ხატავენ ისინი ხან მგზნებარე გრძნობათა და მხურვალე გულის თქმათა, ხან ვნებათ ღელვასა; ზოგჯერ ლექსი მოღუღუნებს ტკბილად, როგორც მიჯნურები, რომლებზედაც ის არის ნაწერი, ხან გასაოცარი და გულის მიმტაცველი სიკეკლუცით, სინაზით და სიტურფით,  ხან ყვედრებისა, შენდობისა ან მავედრებელის და შებრალების კილოთი, ზოგჯერ, მრისხანე, კერპი და შეუპოვარი შემტუქსველი მშვენიერი ქართული სიტყვებითა; — ან არა და ჭაბუკი აფთხილებს წინდაუხედავ  სხვა ახალგაზდებს, რომლებიც კვეხულობენ  რომ იმათ „გულს ვინც უნდა სტყორცნოს ისარი დასამონები“, მაინც ვერავინ დაჰკოდავს, ის გამოცდილი ჭაბუკი შეშჩივის: „თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ; - ერთხელ თქვენცა ტრფიალება ჩემებრ მწარეთ დაგიმონებთ... მეცა ვიყავ მოქადული, ვიდრე ჩემად  მაქვნდა გული, ფიქრსაც ვერად შემირყევდა აშიყთ მტანჯველ სიყვარული“,  ...მაგრიმ ერთი  წამს ძალამ ჩემი სული სრულად შესცვალა, jნახე და მყის მისმა სახემ შემიპარა და შეცამსჭვალა:  შემომერტყა ბნელი გუნდი ჯაჭვი დამდვა მონებისა,  კისრად ვიღე და დავდუმდი.... ერთი სიტყვით, ამ ლექსებით არის გამოხატული და გამოთქმული თითქმის ყველა გვარი მდგომარეობა გრძნობის, ციცოცხლისა და ვბებათღელვისა, რომელთაც კი ოდესმე, სადმე, რომელნიმე მიჯნურნი, „ტანჯულან;“ „სიყვარულია“ ამ პერიოდის მოლექსი  პირველი და უკანასკნელი საგანი სიმღერისა: სულ ერთათ რომ შეიკრიბოს იმათი თხზულება, შეიძლება დაერქვას მეორე „ქალვაჟიანი“  ან მეორე „ვარდ-ბულბულიანი“.

დიახ, ალ. ჭავჭავაძემ სთქვა, რომ მგრძნობელობა სჯობია ყოველ ცით მოვლენილ ნიჭთაო, გონებასაც და ნებასაც ის  ასულდგმულებსო და კიდეც აასრულა თავის ნათქვამი: გრძნობა ამჯობინა ყველაფერსა და იმას უმსხვერპლა სულ ყველაფერი, ისიც რის მსხვერპლათ შეწირვის რიგი არ იყო, ჩვენი ჰაზრითა; ეს არის მამულის ბედზედ ყურის მიყრუება, რომლის მდგომარეობასაც არც ერთი მისი ლექსი არ მოაგონებს კაცსა, როდესაც, რომ: 

     

ტანო ტატანო,   გულწამტანო,   უცხოდ მარებო!
ზილფო,  კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო,

  ეს ლექსი ბესარიონ გაბაშვილისაა. რედ.
     
ანარა და.

„ ეჰა, მთიები მთენია,
შუქი მისხივე შენია,
შენი ზეზეოთ მაბრწყენი,
ჩემს გულსა მოსალხენია.... **
 

  * ბარამ ბარათაშვილი. რედ.
     

და ამგვარი ლექსები უაზრო და უგრძნობელი სპარსული სიმღერების მიბაძვა, რომწლებშიაც მარტო სიტყვებია ბრტყელათ ნათქვამი. ამისთანაები კი, გაგიხარიანთ, კარგა ბლომათა აქვსთ. დიახაც რომ სიყვარულს და ამისთანა ტურფა საგნებს უკანასკნელი მნიშვნელობა არა აქვთ პოეზიაში, როგორც კაცის სიცოცხლეში; — ის კეთილშობილი, ნამდვილ კაცობრიული გრძ.) ნობა, რომლის ხა'იათი და ძალა ალ. ჭავჭავაძე თავის უკვდავ ლექსში ასეთის მაღალ ტრფიალებით და პოეტური მჭევრმეტყველობით გამოსთქვა:

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” 

რასაკვირველია „სიყვარული და ამისთანაები დიაღ პატივსაცემი და შესხმის ღირსი საგანია, მეტადრე იქ სადაც სიყვარული ჯერ ისევ ინდოელ დეკანოზებსავით (ბრამინებსავით) დიდ მომაკვდავ ცოდვად (და ზნეობის შემარყეველ გრძნობათ მიაჩნიათ; იქ რომ ამ სიყვარულს შემღეროს პოეტმა და ღრმათ ჩანერგილ კაცის გულში სიცოცხლის უტკბილეს და უმანკო ხმის დაცემული. ღირსება აღადგინოს, საძაგელი, კაცის დამამცირებელი უმეცარი ჰაზრები ამ გრძნობის შე სახებ შემუსვროს და შეარცხვინოს,— ეს დიდი, მოვალეობის ასრულება, რასაკვირველია, დი დი საქმეა პოეტისაგან და დიდ პატივის ცემას და მადლობას მოითხოვს ჩვენგან, მაგრამ — ნათქვამია; ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდება: (ქელეხში სიმღერა ისეთივე სასაცილოა და საძრახი, როგორც ქორწილში ტირილი და გლოვა. შველას თავის დრო აქვს და საქმეს ფასი შემთ ხვევის მიხედვითა სძევს; ვისაც ხალხის წინაძღოbლა და ბელადობა ჰსურს უნდა იცოდეს სად, რა დროს რა არის საჭირო, მისწრება და მალამო. თითონ ეს სიმღერის და „ვაშა. ვაშის“ თეორია მძიმე სიცოცხლის შეზავებისა ყალბი და სუსტია, ვითომ ჰგონია, რომ დარიმხანა, რომელსაც სიცოცხლე. შეასვამს ხოლმე ხალხებს, როგორც თვითოეულ პირებს — შარბათათ უნდა გადუქციოს, სირინოზის ხმით დაატკბოს და გააქარვოს;/მაგრამ ძალიან ძნელი დასაჯერია რომ  კაცს, ხალხს, რომელსაც ბედმა უმუხთლა  და სიცოცხლემ დასჩაგრა და შეავიწროა, იმათ სამიჯნურო ლექსების სიმღერამ უშველოს რამე: ნამდვილ ჭირში, კაცს არა ემღერებ რა, — მაგრამ ჭირის სიძნელის და სიმძიმის შესატყობათ კი, (რაც უფრო საჭიროა სნეულის საკურნებელად) ღრმადმგრძნობელი, მაღალნიჭიერი და შორსგამსჭვრეტი კაცი უნდა იყოს.

ეს „ფერხულისა და სამაიას“ პერიოდიც"!გავიდა, ყველიერისა და ბერიკაკაობის დროც მალე განქრა: დაიწყო დიდი მარხვა. პირველმა შავმა ორშაბათმა ისევ ისე ყაბულფლავისა და ერბოკვერცხების ჭამაზედ თავს დაა=თენა ამ მხიარულ საზანდრებსა და ყეენმა ხარჯი და ანგარიში მოსთხოვა წინაპართ და იმათ საკუთარ შეცდომებისა; — ამგვარად ბედის და ისტორიის საშინელ და საზარელ  სამსჯავროს წინ წარსდგნენ ეს მოუმზადებელი, ქალწულებრივ კილოზედ მკვნესარე.  პოეტები და მიიღეს ღირსეული სასჯელი მხცოვანებისა, განძღომისა და ფუფუნებისათვის. ეხლა კი, მეტი ილაჯი არ იყო, უნდა — შეენიშნათ დროს გამოცვლა, მაგრამ „არიარალოს“ ძახილში ძალი და ღონე აღარ შერჩათ, ამ შეცვლილის დროს გამოსახატავად. — და ეს სხვა კაცმა, — საკვირველმა კაცმა, იკისრა! — გასაოცარმა კაცმა, თითქმის ძნელია ქართველი დაუძახოთ ამ რკინასა და ქვის კაცსა, ამ სევდის და გლოვის ნისლით გარემოცულ ადამიანსა; — არა, თითონ ჟამმა შობა ეს. გულჩათუთქული კაცი... მე ვამბობ ნ. ბარათაშვილზე.

ნიკოლოზ ბარათაშვილი დგას ჩვენს ლიტერატურაში ერთად-ერთი, გაცალკევებულად; არც თითონ მისდევდა ვისგანმე დაქნილ ბილიკსა და ვერც არავინ იმის შემდეგ იმისაგან გაღებულ გზაზედ გაიარა; ის არა საჭიროებდა სხვის მიბაძვასა და იმას კი ვერავინ მიჰბაძა; თავისთვის თვითონვე გასჭრა გზა და ენთჩის სიკვდილის შემდეგ იმისი კვალი ისეთივე უვალი მინდორი შეიქნა, როგორც ადრე იყო. ვიღაცამა თქვა, რომ ნ. ბარათაშვილი ჩეენი ბაირონი არისო, — ამ სიტყვებში მართლა და ბეერი ჭეშმარიტება არის და არც არაფერია სათაკილო ამ შედარებაში დიდი ინგლისელი „პოეტისათვის: ისიც ისეთივე (შედარებით) — მაღალი და მიუბაძავია პოეზიისა და ხასიათის კილოთი, როგორც ესა. კაცი თითქმის ყოყმანებს ამ ღრმად ჩათუთქული მოძმეს გულით თქვი ჭირისუფალსა — „ქართველი“ დაუძახოს. მე არ მინახავს (და, მგონია, არც სხვებს ხშირათა!) ქართველი, წარბებ შეკრული სამოქალაქო გრძნობისაგან და მაღალი კაცობრიული ჰაზრებისაგან შეკომლილი სახით, რომელიც გამოსთქვამს ღრმა გულის ხხრჩოლასა;  — . . . . . . . . ·

გონია, მხატვარს თუ სურს ნამდვილი სურათი ქართვლისა გამოხატოს, ვერაფერი იპოვოს იმის სახეში როგორც მიუცილებელი თვისება, რაღაც ტკბილი ღრეჭის და ღიმილის მეტი (ყველის ვაჭრისავით), რომელიც წარმოსდგება ხასიათის სრულიად უქონელობისაგანა. ცოტათ თუ ბევრათ ამ ტკბილ კილოსა თითქმის ყველა ქართველი მწერლის თხზულებაში შენიშნავთ, —მაგრამ ახლა თუ თვალს გადაავლებთ ამ რკინისა და ფოლადის ნ. ბარათაშვილის ლექსებსა, მაშინვე წარმოიდგენთ კაცსა, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, ყველასაგან ერჩევა თავის გრძნობით, ნიჭით და ხასიათით,— იალბუზსავით მიუკარებელი, ცივი და მაღალი, შორს გამჭერეტი, ყველა მხარის მხედველი, მუდამ თავ და შუბლ დაბურული,როგორც ისევ იქლბუზი, მარად გარემოხვეული გულის მკვლელი და მომწყვლელი სევდის ნისლითა, რომლის ტანჯვისა და „განწირული სულისკვეთების“ მოწამენი და თანამოზიარენი მარტო ეს ღრუბლები არიან, — ყველასგან განდეგილი, უთუოთ ყველასაგან მოძულებული და ნამდვილად ყველასაგან გაუგებარი, ჩივის, „სულის ობლობაზედ“ (როგორც ერთი ჩვენი დროების პოეტი): 

 

— ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!,..
................................
 

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

მერე უდაბნოში ეძებს განსვენებასა: *.

  * რასაკვირველია მკითხველი აქ არ იფიქრებს, რომ ვითომ ნ. ბარათაშვილი ბერათ წასულიყოს, ან ამისთანა რამე ჩაედინოს, საზოგადოთ ნ. ბარათაშვილის ლექსების განხილვით იმის ნამდვილი ცხოვრება კი არა გვაქვს ჰაზრათ აღვწეროთ (ეს შეუძლებელია), მხოლოდ, ასე ვთქვათ, იმის გულისა და სულისა გრძნობათ და ვნებIთ ცხოვრება, რომელიც, იმის ლექსებში ასე ცხადათ გამოსჭვირს.
 

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით,
 და გულსა, მოკლულს კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით.
ლამპარი წმინდა გამიტფობდა ციურის სხივით...
………………….
 
ამა სიამით, ნეტარებით ესრედ აღვსებულს
მეგონა, ვხედავ სასუფეველს აქ დაშენებულს.
 
მერე ამ ოცნებით და ფანტაზიით მოტყუებული,  განაგრძობს:
მაგრამ საწუთრო განა ვისმე დიდხანს ახარებს?
განჰქრა ტაძარი და უდაბნო. ჩუმად მდუმარებს...
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არას ადარებს,
მის ნაცვლად <ბ>სევდა და წყვდიადი მუნ ისადგურებს!
 
და ბოლოს ისევ იმედ მიხდილი დაასკვნის:
მსრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად ისევ მწირი მიუსაფარი!..

ყველა იმისი ლირიკული ლექსები, პირველათ იმისივე სულისა და გულის ღელვას წარმოგვიდგენენ და მერე ყველასას, ვინც იმასა ჰგავს; იმის იმედ-მიხდილობა სასოწარ-კვეთილობამდინ მიაღწევს ბოლოს, როდესაც, ამ ჯოჯოხეთის ენითა სწყევლის „ბოროტ სულსა“; (რასაკვირველია, არა ეშმაკსა, არამედ თავისსავე მღელვარე ენებით სავსე ღრმა პოეტურ ბუნებას და თავის მგზნე-ბარე გრძნობათ. რომლებიც წაიტყუებენ პოეტსა ერთგან ქალის სიყვარულში, მეორედგან სამშობლო მამულის სიყვარულში და ყოველთვის ეს ვნებათ მოძრაობა თავისი სისწრაფით და ალის სუსხით „იფეთქებს, სხვასაც დასწვავს, თვითონაც დაიწვება“, — აი ამ მრავალის აღმთქმელს და კოტას აღმასრულებელ – ვნებათა სწყევლის):

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთ აღთქმათა
ბრმად ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთ გულის თქმათა!
მას აქეთ არის. დაუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკელენ წყურვილსა!..

სიცოცხლეში აღარა იწვევს რა და უკანასკნელ სასოწარკვეთილებას მიეცემა:

რა ვარ ამ სოფლად დაშთომილი უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო გული თუნდო, სულით მაშვრალი!... ;

თავისმა დიდნიჭოვანმა ბუნებამ მისცა საშუალება გაეგო და ეგრძნო გულის თქმის და ვნებათ ღელვის ძალაცა, აგრეთვე უმაღ„ლესი, წმინდა კაცობრიული ლტოლვაცა — წარმატების სურვილი, რომელიც წარმოიდგინა თავის ხალხის სიყვარულის სახით, —  ამაოდ ეძებდა ან ერთი, ან მეორე ბუნების ხმა და მიდრეკილება დაეკმაყოფილებინა, ტყუილი ცდა იყო წყურვილი მოეკლა, გარემოებები ხელ-ფეხს უკრავდნენ, ამიტომ დამაშვრალი დარჩა „უსაგნოდ, მარტო“, უაზროთ, უიმედოთ და უმიზნოთ სიცოცხლეში.— ამგვარ ადამიანებს ერთ წუთსაც არ შეუძლიანთ დაიხშონ წმინდა ბუნების ლტოლვა და უსგნოთ დარჩნენ სიცოცხლეში, ამიტომ პოეტს სიკვდილის მეტი აღარა დარჩა რა სასურველათ, და მართლაც ასეთის გულგრილობით და ნატვრით მოიწვია ისა თავის „მერანში“:

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი!
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!

უკანასკნელად ისიც ამოიღო გულიდგან და ამოირეცხა, რაც უფრო ყველაზედ საყვარელი იყო იმისთვისა — „მამული“, რომელმაც სიცოცხლე მისცა....

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა?
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილ მოუბარსა!
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო...
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემსაო წინაპართ საფლავებთ შორის

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუცა დამეცეს ცრემლნი მწუხარის!..
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის, ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით ღრიალით მიწას მომაყრის!...
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი;
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყვირალნი.

რამდენათა ჰგავს ეს აღწერა იმის ნამდვილ ცხოვრებას გვიჩვენებს უფრო მტკიცეთ პოეტის ბიოგრაფია, რომლის შესადგენათაც, ჩვენი ქართული თავის შედება რომ ვიცი, ღმერთმანი, ერთი თქმისა და ნატვრის მეტი არ გვინდა!.. როდესაც კი რომ ასე ადვილია ამის აღსრულება: მიცვალებული, ასე ვთქვათ, ჯერ ისევ თვალ-წინ არის, როდესაც, როგორც ამბობენ, ბევრნი იმის ნათესავთ, მეგობართ და მცნობთაგანნი, ღვთის მადლით, მშვიდობით ჯერ ისევ მზეს უყურებენ. ამიტომ უფრო სანატრელია ამ პოეტის ბიოგრაფია, რომ თვითონ ეს კაცი საკვირველი და გამოუკვლეველია, სანამ იმის ლექსები. უკუღმართმა გარემოებამ არ დააცადა უკანასკნელი ნაწილი მაინც გამოეჩინა იმ ბედნიერი და მაღალი ნიჭისა, რომელიც ბუნებას იმის კეთილშობილ გვამში ჩაენერგა; იმისი მოსიყვარულე გული უდროოთ დანაყრდა თავისივე ცეცხლებრივი გრძნობის ალისაგან. მაგრამ რაც უნდა კაცმა ბევრი თქვას ამ საკვირველ არსებაზედ, კიდევ უფრო ბევრი დარჩიბა სათქმელი და შესატყობი; ამიტომ გადავიტანოთ ლაპარაკი იმაზედ, თუ რა გარემოებებსა და შემთხვევებსა ჰქონდათ ამ დიდ კაცზედ გავლენა და ზედმოქმედება (რასაკვირველია, ვსჯით იმის თხზულებიდგან; ბიოგრაფია, უფრო ბევრს შესანიშნავს და საკვირველს გამოაჩენს ამ გამოცანა-კაცში, მაგრამ, ვიმეორებ, საუბედუროთ, არა გვაქვს და იქნება ბევრმა წყალმა ჩაიაროს მანამ ვეღირსებით...)

ჯერ ერთი, ყოფილა დიდათ ნიჭიერი კაცი, ბუნებისაგინ ღრმა ჭკუა-გონებით შემკული, რომელიც კაცს ყოველთვის ძალას ატანს დააცქერდეს თავის თავს და გარეშემო საზოგადოებას, თავის სამშობლო მამულს და ხალხს, შეადაროს იმისი ავი, თუ კარგი სხვა ხალხებისას, გამოჩხრიკოს მიზეზები, რომელთაც იმ ზნეობით მდგომარეობაში მიუყვანია ის, თუ საშეელია-უშველოს საზოგადოების ნაკლულევანებას, თუ არა და გესლით სავსე სიტყვებით, დასცინოს იმას . . . . . . .

 
ამ დროს დაიბადება ლიტერატურაში სატირა დაცინვა და მასხარათ აგდება ხალხისა; — აი, ამან ათქმევინა ილაჯ-გაწყვეტილ და იმედმიხდილ დიდ რომაელთ სატირიკოსსა ორაცის ის გულგრილი და მდაბალი სიტყვები თავის მომაკვდავ სამშობლო მამულზედ, რომლებ. საც უნებლიედ წამოისვრის ხოლმე კაცი, მოთმინებიდგან გამოსული, თავის სულისა და გულის საყვარელზედ, რომლითაც კი სულთქვამს და ცხოვრებს, რომლის ზნეობით დაცემა აწუხებს, როდესაც ყველა ხვეწნა ამაო შეიქნა და მრჩეველ-მზრუნველ საყვარელს კიდეც ურისხდება: „რჩევას როგორ მიბედავო“, — მაშინ წამოისვრის ამ გულ ამორეცხილ ორაცის სიტყვებსა, ამ უბედური მგლოვიარე მოწამისას ქვეყნის მბძანებელი რომის ზნეობითი დაცემის. მეტათ თავის გაცხელება ვისმეს ბედნიერებაზედ სულ ტუხუცობა ყოფილაო, ვისაც სურს ბედნიერი იყოსო, სულ ნურაფერს გაიკვირვებსო, ნურც არავის დაცემაზედ, შესწუხდება და ნურც აღდგენაზედო. *  

* ნამდვილი სიტყვები ორაცისა არის: „Nil admirari prope res est una, solaque, que possit facere et servare beatum. Epist, 1, 6; 1—2. Namici. სიტყვა-სიტყვაზედ რომ გადმოვთარგმნოთ ასე იქნება: მხოლოდ არაფრის გაკვირვება (ანუ გაუკვირვირველობა) არის ერთათ ერთი ნივთი (ღონისძიება), რომელსაც კი შეუძლიან გვყოს და დაგვიაროს ნეტარად (ბედნიერად).

 

 

როგორ ამოუშვა პირიდგან ორაციმ ამისთანა ცრუ და კაცის შემარცხვენელი სიტყვები, ადვილათ წარმოვიდგენთ, თუ მოვიგონებთ, რომ „პოეტი ნამდვილი ხალხის შვილია“ და, თუ ხალხი ზნეობით დაცემულია, როგორც რომაელნი იყვნენ იმ დროს, პოეტიც ცოტათ, თუ ბევრათ თანამოზიარეა სამშობლო ხალხის მდგომარეობაში.

ნ. ბარათაშვილმა არ მიმართა სატირასა, არ ვიცი არ მოსწონდა ეს კილო პოეზიისა იმის ნიჭსა და ბუნებასა, თუ სხვა მიზეზი რამ იყო.

…………………………………………………………….

ნ. ბარათაშვილის პოეზიის მიმართულებაზედ ჰქონდა აგრეთვე დროს, ამ საუკუნოს ხასიათსა დიდი ზედმოქმედება: ბოლო წარსული საუკუნისა და ამ საუკუნის დამდეგი (18—19) იყო ის საზოგადოების დუღილის დრო, როდესაც, განსაკუთრებით ფრანციაში, უარჰყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ხალხებს საუკუნოთ განმავლობაში ისტორიულ-ცხოვრებაში მიეღოთ და პატივი ეცათ, როგორ ჭეშმარიტებისთვინა, უარჰყოფდნენ ღმეთსა, რელიგიასა, კანონებსა, სახელმწიფო სჯული დებულებათა და საზოგადოების წესსა და წყობასა. უარჰყოფისა, გმობისა, იჭვნეულები და კრიტიკის წარმომადგენელათ და მამა ხალხები ეშმაკსა ჰრაცხავდნენ და ბევრია ყველა ხალხებში ალებიც, ქაჯებიც, ჭინკები რომლებიც ვითომ ხალხებს აშფოთებენ, ჰგონიათ, ვითომ უიმაოთ ქვეყანაზედ სულ წყნარობა და მყუდროება იქნებოდაო და რადგან იმ დროს ყველაზე დიდნი უარისმყოფელნი და მგმობელნი ფილოსოფოსები გამოდენ და სხვებსაც გადასცეს ეს სენი, ამას ზედაერთო საშინელი ხალხის წინააღმდეგობა და აღრეულობა, — ყველა ამ გვარი უბედურ ხალხმა მიაწერა, მძლავრ „ბოროტ სულებსა, — ამ შემთხვევით ისარგებლეს პოეტებმა, ღეს ეს დაუწყნარებლობის, მარად მოძრაობისა და მოქმედების მითი (мифъ) წარმოშობით ხალხების ცრუმორწმუნებისაგან, და გამოხატეს თავიანთ ორიოდ უკვდავ თხზულებაში. ეს „სული იჭვნეულებისა და უარყოფისა. მაგ. ბაირონის „ლიუციფერი“, იმისივე „დო ჟუანი და „ჩაჰილდ ჰორალდი“, სწორედ რომ განხორციელებული ეშმაკები არიან, რომლებიც უარჰყოფენ ყველასა, უმეტეს, ზნეობასა; გეტეს „მეფისტოფელი“, რომელიც ასე მწარეთ და უწყალოთ დასცინა ადამიანების ბედსა და იმათ ყმაწვილურ ანაბანასა, სწავლასა, რომელსაც მეცნიერებას“ ეძახიან, და თითონ „ფაუსტის -ნაკლებათ - არ დასცინის თავის თავს და კაცობრიობის— პირუტყულ ცხოვრებაზედ... ამგვარმა პოეზიის კილომ და მიმართულებამ ყველა ცოტათ მაინც განათლებულ ხალხებში თავის მიმბაძველნი და მიმყოლი წარმოშო. რუსეთშიაც ჯერ პუშკინი და მერე ლერმონტოვი იყო, და აი, შორს არ უკმაყოფილების ტალღამ და გაბრაზებულმა თავის უძლურებისაგან გრძნობამ ჩვენშიაც მოახწია: ყველა სიტყვა ნ. ბარათაშვილისა ამტკიცებს, რომ ამანაც კარგა ბლომად შესვა ამ ამღერეული და ამამღვრეველი ტალღის წყალი და იმის მწარე გემო იხმია; მეტადრე ლექსებში „სუ- ლო ბოროტო“ და „ჩემს მერანს“ ბევრი ალაგია, რომელიც თითქმის ნამდვილ იმ სიტყეებს შეხვდებით ლერმონტოვის „ეშმაკში“ (Демонъ) და „მწირში“ (ე. ი. მწირი, ბერი Мцири); აგრეთვე ბევრ ალაგას ბაირონის თხზულებაში, მეტადრე „ლიუციფერში“, რომელიც ამტკიცებს, რომ ნ. ბარათაშვილი იმათ თხზულებებს იცნობდა. ამ ევროპიდამ გადმონაბერ უკმაყოფილების გრძნობაზედ, ზედაც საკუთარი ბუნების მიმართულება დაერთო და ამ მიზეზებმა დაჰბადეს ეს, სავსე დარდით და ნაღვლით, მწარე მოთქმა და ჩივილი და თავით ბოლომდინ გლოვის ზარით გარემოცული, ადამიანი.

ამ ჩვენი სასიქადულო პოეტის ლექსებზედ და ენაზედ ის უნდა სთქვას კაცმა, რაც იმის საკვირველ ბუნებაზედ ვსთქვით: გრძნობის ძალითა და სიმაღლითა, ჭეშმარიტი პოეტური წარმოდგენითა, თავისუფალი, ძალა დაუტანებელი და უწყვეტელის თანაბარათ ლექსის მომდინარეობითა, საკვირველ მტკიცედ ცხადად საგნის გამოხატვით, უღრმეს კაცის გულის მოძრაობათ, სულთქმა-ვნებათ გამოთქმით, მცირე სიტყვებით, მაგრამ „ვით მარგალიტი წყობილით“ ბევრის თქმა, პოეზიის ყოვლად შემარხეველი კილოთი, რომელიც პირ-და-პირ მკითხველის გულს ეტანება, სწვავს, ღრღნის, სისხლს უმღვრევს (რასაკვირველია, ვისაც სულ არ გაჰყინვია!) და სწორეთ იმას აგრძნობინებს მკითხველს, ანუ მსმენელს, რაც პოეტს უნდა ეგრძნობინებინა, – ყველა ამ გასაოცარი დიდი პოეტური თვისებით, ვამბობთ, ძნელი შესადარებელია ის ყველა დანარჩენ ჩვენ ქართველ პოეტებთან, შოთა რუსთველის გარდა. ქართული ენა ნ. ბარძლის ლექსებისა დიდათ დახელოვნებული და შემუშავებული არის: — არც სულ ძველი, არც ახალი, არც მწიგნობრულ-ხუცური, არც ტეტიურ-სოფლური, ან ბაზრულ-ქალაქური; არა, ისეთია სწორეთ, როგორც უნდა იყოს ლიტერატურის და პოეზიის ენა. ლექსთწყობა მშვენიერია, თუმცა არა სრულიად ქართულ ნაციონალური; რითმა გასაკვირველის ხელოვნებით არის გამოთქმული, მარცვლების რიცხვი ლექსში მტკიცეთ არის დაცული, - - არა ჰგავს იმ პოეტებს, რომლებიც აკეთებენ, ადგენენ, სთხზავენ <b/ და არ მოჩუხჩუხებს წყაროსავით პირდაპირ გულის სიღრმიდგან უწყვეტელი განმაცხოველებელი გრძნობა და პოეტური წარმოდგენა.... იმისი ლექსი შეეხება ყველა ნაირ და ყოველგვარ საგანსა, მაგრამ, რაც გინდა ქალწულოვან და   დამატკბობელ საგანზედაც უნდა დაჰმღეროს, მაინც და მაინც რაღაც ნაღვლიან სევდის კილოს გაადევნებს; რაც უნდა ერთმანეთის წინააღმდეგ საგნებზედ ლექსობდეს, მაინც ენასაც და ლექსის კილოსაც იმ გვარად შეუფარდებს და შეუწონს ლექსის საგანსა, რომ - კაცს უჭირს წარმოიდგინოს, თუ ერთსა და იმავე კაცს შეუძლიან სრულიად წინააღმდეგი გრძნობების ასეთის ხელოვნებით გამოხატვა და გამოთქმა; კაცს უჭირს დაიჯეროს, რომ ლექსებისა: „სულო ბოროტო“, „ჩემს მერანს“, „ფანტაზიის“და ამ გვარების ავტორსა, ამ გვარი ქალწულოვანი ლექსები დაეწეროს, როგორც: „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო ქალო, შავთვალებიანო“; აგრეთვე „თვალები“:

მიყვარს თვალები, მიბნედილები,
ეშხისა ცრემლით დაქანცულები...
 
ან არა და ლექსი: „პეპელა“

.... ნეტავი იმას,
ვინც თავის სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს;
შენის შერხევით,
სიო მობერვით
გულის სიცხესა განიგრილებდეს!
ჰოი, საყვარელო,
გრძნობით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბანუროს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვას,
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
 
მეტადრე მაღალ პოეტიკური ლექსი: „ჩჩვილი“.
მიყვარს, მიყვარს მე ტიკტიკი ჩჩვილის ყრმის,
მიყვარს სმენა უცნაურის მისი ხმის,
ოდეს იგი ენითა სასუფევლის
უალერსებს წიაღთა თვისის მშობლის!...

<> მაგრამ ბოლოს მაინც სევდის და ჩათუთქელი გულის კილოთი ათავებს ამ ლექსსა:

იტიკტიკე ენითა სასუფევლის,
იტიკტიკე ვიდრე დარი გიდარის,
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,
არ გიცვნია სოფელი მომჟღერალი!...

აი, ეს დიდი კაცი მოკვდა; თუმც იმის კილოზედ ვერავინ მოსთქვა და იმის კვალს, ნაფეხურს ვერავინ მიჰყვა, მაგრამ იმისაგან ჩაგდებული მარცვალი ქართულ ნიადაგში, სამშობლო ქვეყანაზედ დათესილი არ მოკედა: ამის პოემამ „ბედი ქართლისა“ დაბადა, რამდენათაც გარემოებამ შეაძლებინა, ნაციონალური-ქართული პოეზია, - მთელი ახალი ლიტერატურა, ქართული თეატრი, კომედიები ქართული ცხოვრებიდგანა,.. - მაგრამ მაინც საუკუნოდ სამწუხარო და სატირალი დარჩება დიდი ქართველი პოეტი ასე ცუდუბრალოთ, უბედური გარემოებისაგან გაფუჭებული . .

სიკვდილით ხალხმა დაჰკარგა თავის საუკეთესო და მარადის დაუვიწყარი შვილი; მართლა, რომ:

ყრმაო პოეტო, უღვთო იყო შენი სიკვდილი!...
მაგ სიკვდილით, არა დედმამა დაობლდა ერი...

ეს გმირნი არიან, როგორც გარეგანი გარემოების მსხვერპლნი, აგრეთვე თავიანთივე ბუნებისა, ნიჭისა და მგზნებარე გრძნობისა, რომელიც იმათ გულში საკირესავით ანთია გაუქრობლივ, და ნებას არ აძლევს არც ძილში და არ მღვიძარეს, რომ თავის ქერქში დადგნენ, ე. ი. მარტო თავიანთ თავი, ნათესავები და მეგობრები უყვარდეს და მარტო იმათზედ ზრუნავდეს, თავისი ცხოვრება კი შემოიფარგლოს, კარგად წაიყვანოს, და სხვებს თუნდ თავში ქვა უხლიათ და ქვა ქვაზე დაც ნუ ყოფილა. – დიახ იმათი სიცოცხლე გრძელი ტანჯვა არის; გვიკვირს ხოლმე, ისინი რომ სტირიან და სწუხან, როდესაც რომ სხვანი იცინიან, . . . . . . . . . . . . . ცოტანი არიან ქვეყანაზედ ეს მაღალი გვამები, მაგრამ უიმათოთ ჩვენი ყოფნა უვარგისი იქნებოდა; ესენი არიან მარილნი სოფლისა  და მხოლოდ ესენი აზავებენ ჩვენ მწარე და ვაგლახ ცხოვრებასა...

2

▲ზევით დაბრუნება


.
.

ყრმაო პოეტო, უღვთო. იყო შენი უკუწირვა!... მიბაძვა***სა
„ხშირად საქმის დაწყება კი არ არის ძნელი, უფრო შესრულება არის საქები“.

ეხლა ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ ილ. ჭავჭავაძეს მართლა ტოლი, უღლის გამწევი არა ჰყავს ჩვენ ლიტერატურაში, რომლის ნაკლებულებაზედაც რამდენიმე წლის წინ ამ სიტყვებითა ჩიოდა:  

 
.. მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი —
ის არის მხოლოდ სატირალი და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განუზიარო!..*
  *იმედი გვაქვს, ავტორი მოგვიტევებს კადნიერებას, რომ სიადვილის გულისთვის ლიტერატურა პირბადესა ვხდით და სამი ვარსკვლავის</ბ> მაგივრად, რომლებიც უმეტეს ნაწილს იმის ლექსებსა უსხედან. ფსევდონიმათ, როგორც დაგვარწმუნეს, პირდა-პირ ილ. ჭავჭავაძის სახელს ვარქმევთ; ლიტერატურული განხილვა გვაიძულებს მოდის ნააღმდეგ მოვიქცეთ აქა. (ავტ.)
 
 

თუმცა ჯერ მარტო ორიოდე პატარ-პატარა ნიმუშები გვაჩვენა თავის მოღვაწეობის და მუზისა ჭაბუკობის ასაკის დროს, მაგრამ ცოტაშიაც, როგორც პატარა ცვარში, ცხადათ გამოსჭვის ბედნიერი პოეტიკური ნიჭის ნაკლებულება იმის პოეზიას მართალია ბევრი აქვს, მაგრამ ღირსება უფრო ბევრი; იმის პოეზიის ნაკლებულებანი ისეთნი არიან რომ თუ კაცს სიცოცხლეში ჰაზრი და ამო მიზნებული საგანი აქვს (ერთ დროს პატარ ლექსში თითონ პოეტიც შინატრიდა ამ გვა მართლა ჩვენში იშვიათ კაცებსა, ნეტავ იმა ვინც თავის სიცოცხლეს აღნიშნაესო...), ყურს უგდებს თავის ნიჭსა და არ უნდა, უძღებ მონასავით, მისდამი მინიჭებული ტალანტი მიწაში ჩაჰფლას, არამედ ამრავლოს და შესძნოს თავის შრომით სარგებელი — შეუძლია ერთ-ორ წელიწადს ეს ნაკლებულება სრულიად შეიმსოს, და რაც სიკეთეს და ღირსებას აჩვენებს/ილ. ჭავჭავაძის პოეზია ავტორში, სახელდობ; ღრმა პოეტურ ბუნებას — ამა ვერსად ვერ იპოვნის და ვერ შეიძენს კაცი თუ ბუნებით არ არის დაჯილდოებული, თუნდაც კაცმა თავის დღენი იმის ძებნაში დააღამოს; — მართლია ბეჯითობით და ცდით კაცი ბევრ მიიმატებს, მაგრამ ილ. ჭავჭავაძეები მარტო იბადიბიან...

ყველას თავი დავანებოთ, მაგალითისთვია ავიღოთ პატარა ლექსი ილ. ჭავჭავაძისა „გაზაფხული“:

„ტყეს ესხმება ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა ტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულა მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?!..

ამ პატარა ლექსის მეტიც რომ არა დაეწერა რა ილ. ჭავჭავაძესა, მაშინაც კი ადვილი მისახვედრი იქნებოდა, რომ ამის წარმოამობელი უბრალო ნიჭის პატრონი არ უნდა იყოს. თავის მარტივი გამოთქმით, გრძნობისა და ჰაზრის სიღრმით, თავისუფალი მოდინარეობით, ზმნისა და სახელი არსებითის სიმდიდრით, რომლებიც საგნებსა და იმათ მოქმედებას გამოხატვენ, აგრეთვე რითმის კეთილ ხმოვანობითა ნამდვილი სახალხო-ნაციონალური ლექსის მაგალითი არის და ამ უმაღლესი ღირსებით და თვისებებით ეს ლექსი ღირსია ჰეინეს კალმისა! ამ — მოკლე ლექსში, რამდენიმე სიტყვით, მთელი ფიზიკური ბუნების განახლება არის ასე ცხადათ, ნათლად, მარტივად, (როგორც საზოგადოთ ხალხი ხატავს თავის გრძნობათა,) წარმოდგენილი, და ამ გაახლების მშვენიერი ნიშნები ასეთის მახვილგონიერებით ჩამოთვლილი: „ტყე, რომელიც ფურცელს ისხამს, მერცხლის ჭყივილი, ობოლი ვაზის მეტის ლხინით ტირილი“ რომელ ქართველს არ ეცნდნობა ეს „ვაზის ტირილი“ გაზაფხულზედ, — სხვა ენაზე რომ გადათარგმნო ეს სიტყვები, გაუგებარი იქნება, ამიტომ რო ნამდვილ ქართული სიტყვა და ღრმა ხალხის ენა, ანუ გამოთქმა არის „ვაზის ტირილი“, ამას მარტო ქართველი გაიგებს (აგრეთვე შესანიშნია ამ ლექსში ღრმა პსიხოლოგიური ფაქტი: მეტის ლხინისაგან ტირილი); ცოტათ კიდევ გააგრმლებს პოეტი გაზაფხულის წინამორბედობის ჩამოთვლასა: „აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები“ და ერთბაშად უსულო ბუნების განცხოველებისაგან და გაღვიძებისაგან გადახედაევს სულიერ და გონიერ ბუნებასა — ადამიანებსა და, რომ დაინახავს თავის მეერთმამულებსა ისევ მძინარე და ზამთარში მყოფთა, წამოისვრის მეხისავით, მოულოდნელად ამა გულ-საკლავ სიტყვებსა:

 „მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები“!..........

 როგორც მეორე ალაგას შესძახებს პოეტი:

„ოხ , ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვექნება ჩვენ გაღვიძება?!...“

ამ პატარა ლექსის „გაზაფხულის“ ლექსწყობას ან ესტეტიკურ ღირსებას შეეხება, უნდა ეთქვათ, რომ უსრულესია და ნამდვილ ხელოვნურია: თავი და ბოლო ისეთი შეკრული აქვს, რომ ყველა მიმატება, ან დაკლება ლექსს წაახდენს, – კაცმა არ იცის, — უკანასკნელი სიტყვები („მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები) იმიტომა თქვა პოეტმა, რომ წინასიტყვებმა მოიტანეს, თუ წინა სიტყვები უკანასკნელმა სიტყვებმა, რომელთა გულისთვინ არის ნათქომი გაუგებარია, — ეს უფრო ჭეშმარიტების ახლო იქნება ვიფიქროთ, რომ ლექსის ორივე ჰაზრი და ნაწილი ერთბაშათ და უნებლიედ, თავის თავად არიან დაბადებულნი პოეტის გამოხატულებაში, ამიტომ მიბმულნი და მიკერებულნი კი არ არიან ერთმანეთზედ, როგორც განგებ, განძრახვით მოგონილ ლექსებში მოხდება ხოლმე, არამედ შეთვისებულნი და შეხორცებულნი; — ამ გვარ ლექსსა, რომელშიაც მარტივი და უაღრესი დაუღლდებიან და შეკავშირდებიან, როგორც ამ ლექსში, სადაც გრძნობა უბრალო ზაფხულის აღწერით დაიწყებს დატკბობასა და ბოლოს ღელვითა თავდება, განრისხებული ადამიანების მხცოვანობაზედ, როდესაც უსულოც კი ცხოვლდება, – ლექს, რომელშიაც გარეგანი სახე, ფორმა შინაგან ღირსების>ღრმა გრძნობასთან და ჰაზრთან შეწონილნი არიან, ერთმანეთთან შეთანასწორებულნი და შედარებულნი, – ვამბობ ლექს, რომელსაც ეს თვისებები აქვს, არის ნამდვილად სრუსი <>ხელოვნური.

ცოტა მოკლეთ ვიტყვით ილ. ჭავჭავაძის პოეზიის განსაკუთრებით თვისებაზედ და ღირსებაზედ და მერე ცოტა ვრცლათ იმის არაღირსებებზედ, ან ნაკლებულებაზედ: — ილ. ჭავჭავაძის ნიჭი არ არის მარტო ერთგვარი, ერთმხრივი, არამედ დაჰყურებს საგანს ყოველმხრივ და მრავალ სხვა და სხვა ფერ და გვარ საგანსა, მაგ. დიდი გრძნობითა სწერს ლექს მძინარე ქალზედ, ადრე „ცისკარში“, მთვარეზედ და ამგვარ საგნებზედ უწერია, მაგრამ იმავე დროს აrივიწყებს დიდათ კაცობრიულ, ჰუმანურ საგნებზედ წერასა, როგორც „მუშა“, „გუთნისდედა“, „ნანა“ და სხვანი... მეორე მიუცილებელი თვისება და უდიდესი ღირსება იმის პოეზიისა არის სიტყვა-გამოთქმათ საშინელი და შეუმაგრებელი ძალა, გულწრფელობა და გულღიაობა, –აქედგან წარმოსდგება იმის პოეზიის ღრმა გრძნობა და ყოვლის შემძვრელი ზედ-მოქმედება, რომელიც მკითხველის, ანუ მსმენელის გულს ეტანება და სწვავს, (რასაკვირველია, თუ სულ გულამორეცხილი არ არის,) სწორეთ იმას აგრძნობინებს, რაც პოეტს უნდოდა ეგრძნობინებინა; თითქმის ყველა იმის ლექსები ასეთია, მაგრამ მოვიგონოთ მარტო „ნანა“ „ღვთის მშობელო ეს ქვეყანა (საქართველო) შინი ხვედრია“, „ქართვლის დედა“ “არაგვი” და სხვ.) არა, რაც უნდა იყოს, ამით წარმოშობილი გული უბრალო, გაქსუებული არ უნდა იყოს: გაციებული სისხლი ამ გვარ მგზნებარე გრძნობას ვერ წარმოსჩქეფას, უბრალო და გაქსუებული სული გულის შემცველ ალს და ნაღვერდალს ვერ აღმოოხრავს... ამის პოეზია არც ისეთ სევდის და სასოწარკვეთილების ნისლსა ჰგვრის კაცსა, როგორც ნ. ბარათაშვილის ლექსები და არც ისეთ „გოგონა და ძუძუნას“ კილოზედ ღიღინებს, როაგორც ალ. ჭავჭავაძე; არა, ამას არც იმედი აქვს დაკარგული უკეთეს მომავალზედ და და არც დიდი სასოება და მოლოდინი აქვს, (მაგ. „ქართვლის დედას“): ამის ლექსი მართალია სწვავს გულსა, ჰკბენს, მაგრამ გველისავით კი არა, როგორც ნ. ბარათაშვილის ლექსსები. არა, ასე ვთქოთ, ტკბილათ, როგორც ყმაწვილი უკბენს დედასა; ამის პოეზიაც კი სისხლს უმღვრევს მართალის კაცსა, მაგრამ გესლით და შხამით კი არა, როგორც ისევ ის საიქიოდგან გამოგზავნილი, როგორც დანტეს ეძახდნენ, ჩვენი ბაირონი — ნიკ. ბარათაშვილი, — არა, მარტო წარსული დროების მოგონებითა (მაგ. „არაგვი“), მომავალში სიმხნის მოცემითა („ნანა“) ან არა და ღვთის ამ შეწევნას მოიწვევს ხალხზედ („ღვთის მშობელო ეს ქვეყანა შენი ხვედრია“...) და სხვა ამ ურ გვარი ლექსებითა ანუგეშებს თავის სამწყსოსა. ამის და ნიკ. ბარათაშვილის პოეზიაში ისეთივე განრჩევა არის, როგორც, ვთქოთ, ჰეინეს და ბაირონის პოეზიაში: ორნივე დასტირიან და დასცინიან ხალხებსა და მთელ კაცობრიობაზედ უფიქრელობისა და ტუტუცობისთვის, მაგრამ სხვა და სხვა კილოზედ მოსთქვამენ ისინი გლოვის ზარსა, — ერთი (ბაირონი) სულ იმედ მიხდილია მკვდრების ზნეობით დაცემული ხალხების და უმეცარ-კაცობრიობის აღდგენაზედ, — ამბობს: ჩვენ ცოდვილ დროში სასწაულები აღარა ხდებაო, რომელსაც კი შეუძლიან მეუძლებელი შესაძლოთ გახადოსო; — მეორეს (ჰეინეს) ცოტათა აქვს იმედი: მართლაო, ამბობს, მაგრამ დროსა და კაცს ბევრი შეუძლიანო. ილ. ჭავჭავაძეს აქვს ის იშვიათი თვისება, რომელიც დიდ ღირსებას შეადგენს, —იმის ლექსები არიან თითქმის დიდათ საცნობელ და ხან და ხან ღრმა კაცობრიულ საგნებზედ დაწერილი; — რაც ადრე ვთქვით შეიძლება აქ გავიხსენოთ, რომ ამ პოეტის დიდათ პატრიოტული ლექ ები სულაც არ უშლიან და არ ეწინააღმდეგებიან იმისსავე მაღალ კოსმოპოლიტიკურ ლექსებსა; — ამასთანავე, რაზედაც უნდა სწერდეს, ყოველთვის გრძნობა, წარმოდგენა, მთელი პოეზიის კილო ნამდვილ კეთილშობილურია ე. ი. მაღალ-პოეტურია, და მდაბალ, ცინიკურ სცენებს ერიდება. — აი, მოკლეთ ამითი თავდებიან ილ. პავჭავაძის პოეზიის ღირსება და საქები თვისებები: ქების შესხმაზედ კი მზათა ვართ ქართველები, ჩვენი დღენი ამის მეტი რა გვისწავლია, თაყვანისცემას მოვესწრობით, ეხლა თვალი გადავავლოთ იმის ნაკლულევანებასა. — თუ მიცვალებულთ შენდობის მეტი აღარა გაეწყობათა (de mortuis nihil, misi bene), ცოცხლებს კი უნდა ანგარიში მოვთხოვოთ იმათ მოქმედებისა.