1880 | ||
11 ნოემბერი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ახირებული ლოღიკა გაზ. „კავკაზისა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1880, 11 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 173. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 659-660. |
|
1893 | ||
11 ნოემბერი | ||
გაზეთი „კავკაზში“ იბეჭდება მოთხრობის „სარჩობელაზედ“ არტემ ახნაზაროვისეული თარგმანის დასაწყისი |
წყარო:
გაზ. «Кавказ», 1893, 11 ნოემბერი. პირთა ანოტაციები: ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942)მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით. |
|
1898 | ||
11 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ნოემბერი“. ტექსტი დაიბეჭდება მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1898, № 242, გვ. 1-2. ატრიბუცია: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში ეს სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით არის შეტანილი თემატურად მასთან ახლოს მყოფ 6 დეკემბრის მოწინავესთან (გაზ. „ივერია“N261, გვ. 1-2) ერთად. ოცტომეულის მე-14 ტომიდან ტექსტი გამორჩენილია და რამდენადაც ატრიბუციული კვლევა ადასტურებს მის ილიასეულობას, დამატების სახით დაიბეჭდება მე-19 ტომში. |
|
1901 | ||
11 ნოემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც 79 ხმით 30-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ მის თავმჯდომარედ |
წყარო:
. „ივერია“, 1901, № 248; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1640. |
|