
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 39, 5 ოქტომბერი, გვ.
12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 172. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. გაზ. „ივერია“, 1886, 5 ოქტომბერი, № 214, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 244. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის
ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული
თეატრის მუდმივი დასი. ოსტროვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1823-1886) რუსი დრამატურგი, განათლებით იურისტი. სოლოვიოვი ნიკოლოზ იაკობის ძე (1845-1898) რუსი დრამატურგი, პედაგოგი. თანამშრომლობდა ალექსანდრე ოსტროვსკისთან.
მათი პიესები იდგმებოდა მოსკოვის მცირე თეატრში. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში
განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის
პროფესორი. გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910) მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და
თბილისში. საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940) მსახიობი და მთარგმნელი. ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული
(1863-1948) მსახიობი, სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის და
მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში. აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926) მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული
სკოლის ფუძემდებელი. გამყრელიძე დავით მერაბის ძე (1863-1928). მსახიობი, დრამატურგი. გამოდიოდა „აწყურელის“ ფსევდონიმით. მუშაუბდა
თბილისის, ქუთაისის, თელავის, ბაქოს თეატრებში. ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე (1857-1920)
მსახიობი და რეჟისორი, სათავეში ედგა თბილისისა და ქუთაისის თეატრებს.
დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა და გადაღებულია კინოფილმებში. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1886, 5 ოქტომბერი, № 214, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 414. გაზ. „ივერია“, 1888, 5 ოქტომბერი, № 207, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 329. პირთა ანოტაციები: ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს,
როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა
ნიდერლანდებში.
1873
5 ოქტომბერი
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ ძალიან ენატრება, უნდა,
რომ გვერდით ჰყავდეს, მაგრამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რომ ისიც პეტერბურგში
ჩაიყვანოს.
წყარო:
1878
5 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის
რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
წყარო:
1886
5 ოქტომბერი
გრიგოლ არწრუნისეულ თეატრში ესწრება ქართული დრამატული საზოგადოების მიერ
წარმოდგენილ ალექსანდრე ოსტროვსკისა და ნიკოლოზ სოლოვიოვის კომედიას „ბედნიერი
დღე“, ალექსანდრე ცაგარელის ვოდევილს „ოინბაზი“ და დივერტისმენტს, ნატო
გაბუნიას, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვასო აბაშიძის,
დავით აწყურელის (გამყრელიძის), ლადო ალექსიმესხიშვილის, ვალერიან გუნიასა
და სხვათა მონაწილეობით.
წყარო:
5 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
4 ოქტომბერი“ („ჩვენს ცხოვრებაში ამ ბოლო ხანებში თავი იჩინა ერთმა
მოვლენამ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იმიგრაცია
საქართველოდან“.
წყარო:
1888
5 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
4 ოქტომბერი“ („მთელი ჟურნალ-გაზეთობაა და იმპერატორ ვილჰელმის სტუმრად
წასვლა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის
იმპერატორის ვიზიტი იტალიასა და ავსტრიაში “.
წყარო: