The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


5.10

1873    
     
5 ოქტომბერი    
     
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ ძალიან ენატრება, უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს, მაგრამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რომ ისიც პეტერბურგში ჩაიყვანოს.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1878    
     
5 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 39, 5 ოქტომბერი, გვ. 12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 172.

პირთა ანოტაციები:

ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.

     
1886    
     
 5 ოქტომბერი    
     
გრიგოლ არწრუნისეულ თეატრში ესწრება ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ ალექსანდრე ოსტროვსკისა და ნიკოლოზ სოლოვიოვის კომედიას „ბედნიერი დღე“, ალექსანდრე ცაგარელის ვოდევილს „ოინბაზი“ და დივერტისმენტს, ნატო გაბუნიას, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვასო აბაშიძის, დავით აწყურელის (გამყრელიძის), ლადო ალექსიმესხიშვილის, ვალერიან გუნიასა და სხვათა მონაწილეობით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 5 ოქტომბერი, № 214, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 244.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

ოსტროვსკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1823-1886)

რუსი დრამატურგი, განათლებით იურისტი.

სოლოვიოვი ნიკოლოზ იაკობის ძე (1845-1898)

რუსი დრამატურგი, პედაგოგი. თანამშრომლობდა ალექსანდრე ოსტროვსკისთან. მათი პიესები იდგმებოდა მოსკოვის მცირე თეატრში.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი. ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული (1863-1948) მსახიობი, სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

გამყრელიძე დავით მერაბის ძე (1863-1928).

მსახიობი, დრამატურგი. გამოდიოდა „აწყურელის“ ფსევდონიმით. მუშაუბდა თბილისის, ქუთაისის, თელავის, ბაქოს თეატრებში.

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე (1857-1920)

მსახიობი და რეჟისორი, სათავეში ედგა თბილისისა და ქუთაისის თეატრებს. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა და გადაღებულია კინოფილმებში.

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

     
5 ოქტომბერი    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ოქტომბერი“ („ჩვენს ცხოვრებაში ამ ბოლო ხანებში თავი იჩინა ერთმა მოვლენამ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იმიგრაცია საქართველოდან“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 5 ოქტომბერი, № 214, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 414.

     
1888     
     
5 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ოქტომბერი“ („მთელი ჟურნალ-გაზეთობაა და იმპერატორ ვილჰელმის სტუმრად წასვლა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორის ვიზიტი იტალიასა და ავსტრიაში “.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 5 ოქტომბერი, № 207, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 329.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.