The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.01

1863   
    
29 იანვარი   
    
ოლღა გურამიშვილისგან იღებს წერილს, რომლითაც იმავე დღეს თავისთან სახლში ეპატიჟება. საპასუხო წერილს უგზავნის და უხსნის, რომ მასთან ოჯახში მისვლა სახიფათო იქნება მათი გასაიდუმლოებული ურთიერთობისთვის. გარდა ამისა, სწერს, რომ იმ დღეს აუცილებლად უნდა შეხვდეს ცენზორს და შეიძლება ოლღასთან დათქმულ დროს მისვლა ვერ მოასწროს. სთავაზობს მეორე დღეს პირველ საათზე აივანზე დაენახვოს და, თუ შესაძლებელი იქნება, ალაყაფის კართან შეხვდეს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 225; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 404-405; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 20-21, 324-325.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
 29 იანვარი    
    
ხვდება ცენზორს და ცდილობს გადააფიქრებინოს „საქართველოს მოამბეში“ დასაბეჭდი ერთ-ერთი სტატიის აკრძალვა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 29 იანვარი, № 22, გვ. 1. 1886, 7 ოქტომბერი, № 215, გვ. 3.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროში ღულაძის სახელის მხოლოდ ინიციალია მითითებული.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე ნოდარ მიხეილის ძე (1855-1907)

ქართული მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი. გამოდიოდა ფსევდონიმით „ნ. საბუელი“. ილია ჭავჭავაძის მდივანი თსს ბანკში.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

სუხოვო-კობილინი ალექსანდრე ვასილის ძე (1817-1903)

რუსი ფილოსოფოსი, დრამატურგი და მთარგმნელი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1873    
    
29 იანვარი    
    
დუშეთიდან პეტერბურგში წერილს სწერს კირილე ლორთქიფანიძეს. დილისთვის ჰპირდება ლექსების გაგზავნას და ატყობინებს, რომ „გლახის ნაამბობი“ დაასრულა.  წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1044; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 31; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 40, 381-382.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

    
29 იანვარი    
    
კირილე ლორთქიფანიძეს „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად უგზავნის ოცდაათზე მეტ გლეხურ სიმღერას.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 69 24; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 29; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 39, 381;

დათარიღება:

დრო ჩანს კირილე ლორთქიფანიძისადმი 29 იანვარს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

    
1874    
    
29 იანვარი   
    
არკვევს, რომ ბანკის წესდების დამტკიცებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე აფერხებს. მინისტრ მიხეილ რეიტერნს სთხოვს, რომ საქმე საკრედიტო კანცელარიის დირექტორს გადასცენ და თანხმობას იღებს.  წყარო:

ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 335; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 176-177, 363.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 4 თებერვალს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

რეიტერნი მიხეილ ქრისტეფორეს ძე (1820-1890)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ფინანსთა მინისტრი 1862-1878 წლებში, დაამტკცა თსს ბანკის წესდება 1874 წელს.

    
1876    
    
 29 იანვარი   
.   
მონაწილეობს კავკასიის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში გამართულ სალიტერატურო საღამოში აკაკი წერეთელთან და ეტლია ბებურიშვილთან ერთად. ძალზე შთამბეჭდავად კითხულობს ეპიზოდს „კაცია – ადამიანიდან?!“  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 1 თებერვალი, № 12, გვ. 1; იოსებ გრიშაშვილი, თხზულებათა კრებული, ტ. 5, 1961, გვ. 45.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე

 ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში.

    
1878    
    
29 იანვარი    
    
დას – ელისაბედს უგზავნის წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ მომდევნო დღეს, დილის თერთმეტ საათზე, გრიგოლ ორბელიანთან თავმოყრას აპირებენ ლევან მელიქიშვილი, გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი და სხვა პირები, მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და სთხოვს, რომ ელისაბედის ქმარი – ალექსანდრე საგინაშვილიც მივიდეს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17535; ცნობის ფურცელი, 1904, 31 მარტი, № 2452, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 62-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 30, 374-375; ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, 2016. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 196-197.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (1817-1892)

რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, ნახჩევანის მაზრის უფროსი, კავკასიის არმიის ჯარების მთავრსარდლის მოადგილე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი.

ერისთავი, გიორგი რევაზის (რომანის) ძე (1812-1891)

მეტსახელად “ატამანი”, კავალერიის გენერალი, კავკასიის კაზაკთა ჯარების უფროსი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი.

ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895)

გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

    
1880    
    
29 იანვარი   
    
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ფიქრი და შენიშვნა“(„დროების“ 12 ნომერში დაბეჭდილი იყო...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 29 იანვარი, № 22, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 66.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 637-638; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 89-95.

    
1881

 

   
29 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის რჩევის სხდომა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 29 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 214.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 669-670.

    
1884    
    
29 იანვარი    
    
ავადმყოფობის გამო სიტყვით ვერ გამოდის რუსეთის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 352.

    
1886    
    
29 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 იანვარს“ („ჩვენ ამას წინად მეთაურს წერილებში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბისმარკის პოლიტიკა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 323.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
 1887    
    
29 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („ბოლგარიის საქმე იქამდე ინახეს გაუთავებლად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის საქმის მშვიდობიანად დამთავრების ცდა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 76.

    
1888    
    
29 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („ამერიკაში, საცა პირველ გამოჩნდა მილდიუ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 29 იანვარი, № 21 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 46.

    
1889    
    
29 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („განმეორება იქნება ათსჯერ თქმულისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 29 იანვარი, № 22 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 64.

    
1890   
    
29 იანვარი    
    
მოსკოვში, ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ გამართულ საღამოზე დგამენ ცოცხალ სურათებს ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილიდან“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, № 30, გვ. 2-4

    
1892    
    
29 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 იანვარი“ („წლევანდელს „ივერიაში“ (№№ 18, 19) დაბეჭდილი იყო ივრის ხეობიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 29 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 90.

    
1894    
    
29 იანვარი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას სტატიისა თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ გაჭირებული და უნუგეშო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 29 იანვარი, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 18, 505-506.