The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


2.06

1868    
    
2 ივნისი   
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს ფისი მარღიშვილის საჩივარს თედო და რევაზ მარღიშვილების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ მისი ხეხილის გაჩეხვაში. იბარებენ ბრალდებულებსა და მოწმეებს.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 70, გვ. 1.

პირთა ანოტაციები: მარღიშვილი ფისი სოსიას ძე

ზაქარის თემის სოფელ წოლდას მკვიდრი.

მარღიშვილი თედო

გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი.

მარღიშვილი რევაზ

გორის მაზრის სოფელ წოლდას მკვიდრი

    
1882    
    
2 ივნისი     
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია თბილისის სათავადაზნაურო სკოლასთვის ყოველწლიურად პურისა და ღვინის მიწოდებასთან დაკავშირებით ალექსანდრე ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის წამოწყებაზე. კორესპონდენტი აღნიშნავს, ისეთმა ადამიანებმა დადეს ეს პირობა, რომ აუცილებლად შესრულდებაო.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 2 ივნ. № 112, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

    
1884    
    
2 ივნისი   
    
მეგზურობს არტურ ლაისტს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, აჩვენებს რუსთაველის და თამარის სურათებს, ათვალიერებინებს საზოგადოების ხელნაწერთა ბიბლიოთეკას.  წყარო:

„ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, გაზ. „დროება“, 1884,3 ივნ. № 118, გვ. 2-3; 5 ივნ., № 119, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

რუსთაველი შოთა

„ვეფხისტყაოსნის“ ავტორი. თამარ მეფე (1160-1213) – საქართველოს მეფე 1184 წლიდან.

    
1887    
    
2 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 ივნისი“ („იმ შეუწყნარებელმა ყოფამ და მდგომარეობამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან შენობების დაზღვევის შემოღება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 2 ივნისი, № 108, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 368.

    
1888    
    
2 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 115, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1900    
    
2 ივნისი    
    
საგურამოდან ჩაჰყავთ თბილისში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსარკვევად მართავენ კონსილიუმს. საგანგებოდ მოწვეული პროფესორი კონრად ვაგნერი ურჩევს სამკურნალოდ წასვლას ბერლინში, პროფესორ ერნსტ ლეიდენთან.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფერცელი“, 3 ივნისი, 1900, № 1142, 1143; გაზ. „კვალი“, 1900, 11 ივნისი, № 24, გვ. 375.

პირთა ანოტაციები:

ვაგნერი კონრად ედუარდის ძე (1862-1950)

ექიმი, დამსახურებული პროფესორი. 1889 წელს დაიცვა სადქოტორო დისერტაცია, 1891-1913 წლებში იყო კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკის კათედრის გამგე.

ლეიდენი ერნსტ (1832-1910)

გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს.