
გაზ. „ივერია“, 1886, 23 აგვისტო, № 183, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 334. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია ალექსანდრე ბატენბერგზე. გაზ. „ივერია“, 1904, 23 აგვისტო, № 180, გვ. 2; ლ. ჭრელაშვილი, ილია
ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ,
2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 613. ილია ჭავჭავაძის გარე ბიძაშვილის, ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის
დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის
საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 4-8; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა,
საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 46. პირთა ანოტაციები: მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. ფშავლიშვილი გიორგი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე პავლე ფშავლიშვილის მამა.
1886
23 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 აგვისტო“ („უკანასკნელი დეპეშა, ჩვენს გაზეთში უკვე დაბეჭდილი...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ალექსანდრე მთავრის
დაბრუნება ბულგარეთში“.
წყარო:
1904
23 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ქართლელ-კახელი“ აქვეყნებს დასასრულს
სტატიისა „ძველი და ახალი სამღვდელოება“ („რა იყო აქციზი, რა იყო მარილის
ბაჟი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1907
23 აგვისტო
მოურავ მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა გიორგი
ფშავლიშვილი (აფციაური) მოსამსახურის პირით სთხოვს შეხვედრას. ილია
ჭავჭავაძე უთვლის, თუ საქმე ეხება საპატიმროდან გაქცეული შვილისთვის
შუამდგომლობას, ჩვენს შეხვედრას აზრი არა აქვს, სხვა საქმეზე კი მზად ვარ
მიგიღოო. ფშავლიშვილი პასუხით უკმაყოფილო რჩება და მიდის.
წყარო: