The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)


მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)



საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ლორთქიფანიძე კირილე 

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა წ ელისო აბრამიშვილმა

გამომცემლობა „მეცნიერება“,

 თბილისი 1981

წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.

რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,

© გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981

1 წერილი ილია ჭავჭავაძეს 1

▲ზევით დაბრუნება


კირილე ლორთქიფანიძის წერილი ილია ჭავჭავაძისადმი 1

ილია!

[1875 წ. აპრილი]330

რადგან პარასკევს მუზიკალურ საზოგადოებაში კონცერტია და კრუჟოკში „სიყმაწვილი ბალი“ ბალი“, ამიტომ ჩვენი საღამო შაბათს უნდა მოხდეს, უთუოდ, თორემ ხალხი ცოტა იქნება.331. კვირას არ შეიძლება, რადგანაც სომხებს აქვთ დაჭერილი თეატრი.

დავით ერისთავი 253 არ კითხულობს, თუმცა ბებუთოვსაც241 და დიმიტრი ყიფიანსაც251 უთხოვნია, მაგრამ, რა გაეწყობა, უიმისობასაც გადავურჩებით, რომ კიდეც წაეკითხა, რა გამოვიდოდა ჩვენი უბედურების მეტი? ეხლა ხომ იმისთვის გაუწყრა „კეთილ საქმეს“, რომ სერგეი მესხმა რატომ ზეცამდი არ ამიყვანაო; რომ წაეკითხა, ვინ იცის, იქნება, ჩვენგან ხელწერილი მოეთხოვა, რომ მთელს ქვეყანაზე არც ერთს სულდგმულს არ გასცდეს ჩემზედ ერთი ცუდი სიტყვა, თორემ „შკოლას“ კი არა, ყოველს კეთილ საქმეს უარს ვყოფოფო მაშინ რაღა გვეშველებოდა. უგვარო კაცის საქმე ყოველთვის ასეა, თუ აქე, ზეცამდის ცხვირს აიწევს და პაპასავით უცოდველობას და შეუცთომელობას დაიჩემებს. საღამო უთუოდ იქნება და მშვენიერიც დავითის გამოსაჯავრებლად! აბა რა, ნუთუ იმას ჰგონია, რომ დავუჩოქებთ და ღმერთსავით შევევედრებით? იქნება ეგონოს, რომ უიმისოთ არაფრის მოხერხება არ შეგვიძლიან?
გავბრიყვდით, სწორედ გავბრიყვდით, რომ ამდენი პატივისცემით თავი გავაზვიადებინეთ, უმისოთაც არ იქნებოდა გაზვიადებას მოკლებული.

ეხლა შემომითვალე, გადავდვა შაბათს და სხვა ახალი აფიშა დავაბეჭდინო (გაფიჭდება 200 თუ 300 ფურცელი ქაღალდი) თუ არა.

ამას გარდა, რაც დღეს მანდ წიგნები დავტოვე, გამომიგზავნე და წესდებაც აღებ-მიმცემი ამხანაგობისა.

კირილე ლოთქიფანიძე

დავითის მაგიერ თავის ნომერს წაიკითხავენ: |ჩიქოიანი332, ახვლედიანი333 და მე, თუ საჭირო დავრჩი334.

2 წერილი ილია ჭავჭავაძეს 2

▲ზევით დაბრუნება


2

ძვირფასო ძმაო ილია!

ქუთაისი 15 დეკემბერს 84 წ.335

დიდი ხანია, რაც აქაურმა ათიოდე თუ თხუთმეტიოდე ნასწავლმა კაცებმა და მათ შორის გაზეთის „შრომის“336 თანამშრომლებმა განიზრახეს დაეფუძნებინათ წიგნების გამომცემელი წრე, რომ სხვადასხვა სახალხო საკითხავი და შკოლებისათვის სახელმძღვანელო წიგნები ებეჭდათ და ამით ცოტაოდენი სარგებლობა მოეტანათ ამ მხრით ღარიბის ჩვენის მამულისათვის. თვით გაზეთის „შრომის“ არსებობის დროსვე ბატ. ალ. მირ. ჭყონიამ337 შეადგინა ამ წრისათვის წესდება, რომელიც მთავრობას უნდა წარდგენოდა დასამტკიცებლად, მაგრამ დაუდევრობის გამო, რომლითაც ჩვენ ერთობ დაჯილდოვებული ვართ, ეს წესდება აქამდის არ წარდგენილა. ვინ იცის, იცის, ამ წარუდგენლობით საქმე არ წამხდარიყოს. იქნება, მთავრობის მხრით ამ წესდების დამტკიცებასაც იმნაირი ბედი შეხვედროდა, როგორც ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების წესდებას შეემთხვა და მერმე უფრო გაძნელებულიყო ჩვენის განზრახვის სისრულეში მოყვანა. როგორ უნდა იყოს, ჩვენ კი ამას ვფიქრობთ, რომ მთავრობას უძნელდება ჩვენში სხვადასხვა ახალის საზოგადოებათა დაარსებისათვის ნების დართვა, თითქმის სინანულშიაც არის, რომ მისის ნებით დაარსდა ორიოდე იმისთანა საზოგადოება, რომელთაც ის ეხლა ეჭვის თვალით უყურებს. ამის გამო ზემოხსენებულ წრის დაარსების მსურველებმა გადავწყვიტეთ აღარ მივიქცეთ მთავრობათან ახლის წესდების დამტკიცებისათვის და მით აღარ გავადიდოთ მისი ეჭვები და ჩეენც მხოლოდ საზოგადოებათა სიმრავლით არ მოვიხიბლოთ ჩვენ თავი. ჩვენ ვარჩიეთ, შეძლებისამებრ მხარი მივსცეთ იმ საზოგადოებას, რომმელიც ამჟამად ჩვენში მოქმედებს და რომელიც, უეჭველია, არაფერს ჰკარგავს, თუ მას სხვადასხვა ქალაქებში თანამშრომლები აღმოუჩნდა. დიდი ლაპარაკი უნდა შენ შიმხვდარი ხარ, რომ ჩვენ გვსურს მივეკედლოთ ქართველთა შორის წიგნის ცოდნის გამავრცელებელს საზოგადოებას338, მისის წესდებისა და გამგეობის საფარველს ქვეშ ვიშრომოთ და შეძლემისამებრ დავეხმაროთ სხვადასხვა ცოდნის გავრცელებას. მაგრამ აქ ერთი გარემოება არის, რომელზედაც საჭიროა ორიოდე სიტყვა ვსთქვა. ძალიან კარგად იცი, რომ სიშორე, კანცელარიული ფეხმძიმობა და სხვა ამგვარები ჩვენს შრომას უთუოდ ხალისს მოაკლებს და საქმესაც ავნებს. ამის გამო, ჩვენის საჭიროა, რომ საზოგადოების გამგეობამ დანიშნოს ქუთაისში ზემოხსენებულის წრისაგან რამდენიმე კაცი, რომელნიც საზოგადოების აგენტებად იწოდებოდნენ, საზოგადოების სახელით მოქმედებდნენ და რომელთაც აქაური წრე ყოველგვარს შემწეობას აღმოუჩენს როგორც შრომით, ისე ფულით, ყოველის წლის დამლევს ეს აგენტები გამგეობას წარმოუდგენენ ანგა– რიშს როგორც შემოსავალ-გასავლისას, ისე საზოგადოდ თავის მოქმედებისას, რომელიც მრთელის საზოგადოების ანგარიშში უნდა შეუერთდეს. წლის განმავლობაშიაც ამ აგენტებს ექნებათ საჭიროებისა დაგვარად ოფიციალური მიწერ-მოწერა გამგეობასთან, მშრომელებითს კავშირთან, ფორმალური კავშირიც გვექნეს ჩვენის მემამულეებისაგან და ბატონების შესამჩნევლად, რომ ამითი ჩვენს მოქმედებაზედ უსაფუძვლო ეჭვი არავინ აიღოს და თქვენის გამგეობის მოქმედებას ჩვენს მოქმდებაში ცოტა რამე შეემატოს. — ამას გარდა, ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ აღსასრულებლად სხვადასხვა მინდობილობა საზოგადოების გამგეობის მხრით, მაგ. რომელიმე წიგნის გამოცემა თქვენის აღრჩევითა და ხარჯით, საწევრო ფულების შეკრება ქუთაისში და სადაც სხვაგან მივსწვდებით. და რაიცა შეეხება თვითონ ჩვენგან წიგნების აღრჩევას და ჩვენის საკუთარის ხარჯით ამ წიგნების გამოცემას, ამაში კი ჩვენ გვსურს გვექმნეს სრული ავტონომია, რადგანაც ამ შემთხვევაში თქვენი არაფერი დაიხარჯება და თუ ვინიცობაა, ოდესმე როგორც თქვენ ჩვენი, ისე ჩვენ თქვენი დახმარება დაგვჭირდა, მაშინ ჩვენ თხოვნით. მოვიქცევით და რაც შესაწყნარებელი იქნება, იმის უარს, იმედია, არ გვეტყვით. ეჭვი არა გვაქვს, თანახმა იქნებით ამისა, მიიღებთ ჩვენს წინადადებასა და თხოვნას, გამოგვიგზავნით დაუგვიანებლად კასსის წიგნს, რომელშიაც ჩაიწერება ფული, რასაც ჩვენ შევკრებთ, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის და რაც თქვენს წლიურ ანგარიშში ერთად შეტანილი უნდა იქნეს და რამდენიმე კვიტანციის წიგნებს, ჩვენგან აღრჩეულის და თქვენგან აგენტებად დასამტკიცებელი პირების გადასაცემად, რომ მათ საზოგადოების საწევრო ფულები შეკრიბონ და აქაურს კასსას გადასცენ წიგნში წასაწერად და მოთხოვნისთანავე თქვენ გამოსაგზავნად. წერილის ბოლოს საჭიროდ ვრაცხ, შეგატყობინო, რომ აქაურმა წრემ საქმეების საწარმებლად და ფულების შემკრებად აღირჩია ოთხი კაცი: ალექ. ბესარ. ჭიჭინაძე339, ესტ. მჭედლიძე340, სილ. ხუნდაძე და კირ. ლორთქიფანიძე და ამათ შორის კასსირად უკანასკნელი, რომელნიც საზოგადოების გამგეობისაგან მოელიან ცნობასა და კურთხევას.

შენი კირილე ლორთქიფანიძე