The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.08

1873    
     
15 აგვისტო    
     
მოსკოვში იღებს მეუღლის მიერ ბაქოდან გაგზავნილ წერილს და სწერს პასუხს. უყვება, როგორ ცდილობს რომელიმე ბანკში შეღწევას საქმის პრაქტიკული მხარეების ასათვისებლად, მაგრამ ვერ ახერხებს. მასთან არის ოლღას დისშვილი სიმონ სტაროსელსკი, რომელიც ბაქოდან მოსკოვის ლიცეუმში გადაიყვანეს სასწავლებლად. ცდილობს მისთვის გუვერნანტი ქალის შოვნას. წუხს, რომ არაფერი იცის კახეთში სახლის მშენებლობისა და მოსავლის შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 312. პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

მეუღლე: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1879    
     
15 აგვისტო    
     
გაზეთ „დროებაში“ ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარული“, აქვეყნებს მოწინავეს „ქართული ტრუპპის შესახებ“ („დიდის ყურადღებით, დიდის ინტერესით...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1879, 15 აგვისტო, № 169, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 11.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 625- 629.

     
1880    
     
15 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კიდევ ძველ წიგნებზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 აგვისტო, № 172, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 154.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 656-657.

     
1885    
     
9, 10, 13, 15 აგვისტო    
     
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება გაგრძელება და დასასრული ნიკოლოზ გულაკის სტატიისა „ვისრამიანი“ ჭავჭავაძის, სარაჯიშვილისა და უმიკაშვილის რედაქციით“.   წყარო:

გაზ. «Кавказ», 1885, № 210, 211, 214, 216.

პირთა ანოტაციები:

გულაკი ნიკოლოზ ივანეს ძე (1821-1899)

უკრაინელი პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     
1886    
     
15 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 14 აგვისტო“ („მთავარს მინისტრად შეიქმნა თუ არა ინგლისში სალისბერიო, ამბობენ გაზეთები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთს საქმე და ევროპის პრესა“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 15 აგვისტო, № 177, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 323.

პირთა ანოტაციები:

სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903)

ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

     
1891    
     
15 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარკვევი“ (ჟურნალ-გაზეთებიდგან). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 15 აგვისტო, № 173, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 32.

     
1897    
     
15 აგვისტო    
     
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება ივანე ზურაბიშვილის მიერ რუსულად თარგმნილი ნაწყვეტი „გლახის ნაამბობიდან“.   წყარო:

გაზ. «Кавказ», 1897, № 215.

პირთა ანოტაციები:

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

     
1902    
     
15 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 აგვისტოს“ („იშვიათად მოჰხდება ისეთი შემთხვევა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა მოვალეობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 15 აგვისტო, № 173, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 520.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 722.