The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


18.10

1871    
     
18 ოქტომბერი    
     
დუშეთში ყოფნისას გრიგორიანელი მღვდლისგან იწერს ლექსს, რომელშიც ჭავჭავაძეების ღვინოა შექებული.   წყარო:

ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263

     
1884    
     
18 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ საწევროების გადახდის დაგვიანების საკითხსა და საზოგადოების მატერიალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებელ გზებს, ასევე ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორის წერილს ძველ სენაკში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს ერთხელ კიდევ უდასტურებენ, რომ ვაკანსიაზე მასწავლებელი უნდა დაინიშნოს მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარების შემდეგ.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 17.

 

     
1886    
     
18 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 17 ოქტომბერი“ („გუშინდელს „ივერიაში მოყვანილია ცნობა, რომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული თეატრი და მაყურებელი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 18 ოქტომბერი, № 225, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1886, 17/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 250.

     
1887    
     
18 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ოქტომბერი“ („ლოღიკა თითქოს ბაჟს რასმე ემალებაო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ყალბი და ნამდვილი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 755-759; გაზ. „ივერია“, 1887, 18 ოქტომბერი, № 217, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 17/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 387.

     
1889    
     
18 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 ოქტომბერი“ („დიდი ხანია, როგორც ევროპასა, ისეც რუსეთში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 18 ოქტომბერი, № 221, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 328.

     
1891    
     
18 ოქტომბერი    
     
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით წერილობით სთხოვს ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენას. ამასთან, უხსნის, რამდენად საშურია ამ საქმის დროულად მოგვარება და აღუთქვამს, რომ მგზავრობის, პეტერბურგში ცხოვრებისა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს საზოგადოება აუნაზღაურებს.   წყარო:

ავტოგრაფი, საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 171, საქმე 19; ვ. გურგენიძე, ი. ჭავჭავაძის ორი უცნობი წერილი. „წიგნის სამყარო“, 1977, 23 მარტი, № 6, გვ. 3; თ. ჩხიტუნიძე, ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა. 1980, გვ. 26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 160-161, 443-444.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     
1896    
     
18 ოქტომბერი    
     
როგორც თსს ბანკის თავმჯდომარე იღებს წერილს რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გადასახადებისა და წაგების ბალანსებთან დაკავშირებით.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 17 (452).

დათარიღება:

თარიღი მითითებულია ილია ჭავჭავაძის პასუხში.

     
1897    
     
18 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 17 ოქტომბერი “ („იმ მიზეზთა შორის რომელნიც აქეზებს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 18 ოქტომბერი, № 217, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 443.