გაზ. „დროება“, 1882, 25 ნოემბ., № 246, გვ. 2; გაზ. „შრომა“, 1882, № 46. გაზ. „ივერია“, 1886, 21 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 533.წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 21 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 533. გაზ. „ივერია“, 1889, 21 ნოემბერი, № 248, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 394.
პირთა ანოტაციები:
ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე
1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია,
ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1,
საქ. 303, ფ. 1.
პირთა ანოტაციები:
ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი,
გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა
იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.
ღოღობერიძე მუსხელიშვილისა ანა ბესარიონის ასული (1842-1890) პედაგოგი და
საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ახალციხეში
დააარსა ქალთა სასწავლებელი.
ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის
თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი,
მომრიგებელი მოსამართლე.
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი,
რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი
პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი
ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების
საქმეში.
გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896) იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური
მონაწილე.
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891) პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი,
პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული
დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა
ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.
გაზ. „ივერია“, 1893, 21 ნოემბერი, № 252, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 244.
იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე (1852-1895) ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე,
„ტიფლისსკი ვესტნიკის“ რედაქტორი 1878 წლიდან. 1893 წელს აირჩიეს
თბილისის მერად. გაზ. „კვალი“, 1900, № 48, გვ. 763; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, № 1307.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N740, გვ. 123.
1882
21 ნოემბერი
მონაწილეობს ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის
კრების საქმიანობაში.
წყარო:
1886
21 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 20 ნოემბერი“ („ინგლისმა უკვე გააბა თურმე თავისი ეშმაკური ქსელი...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის დიდი
სახელმწიფოები და ეგვიპტე-ბალკანეთის პრობლემა“.
წყარო:
1889
21 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 ნოემბერი“ („გაზეთებს თითქო საფანელი შემოაკლდათ...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის ახალი პარლამენტი და იმპერატორ
ვილჰელმ II-ის სტამბოლში ვიზიტის ნაყოფი“.
წყარო:
1890
21 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც პატივს
მიაგებენ გარდაცვლილი წევრების: დიმიტრი ბაქრაძის, ანა ღოღობერიძემუსხელიშვილისასა და ვახტანგ ორბელიანის ხსოვნას. განიხილავენ წლიურ
ანგარიშს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას. გამგეობას ავალებენ
მოძრავი სკოლების გახსნის პირობების შესწავლას და დავით ჩუბინაშვილის
ბიბლიოთეკის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გადაცემაზე მოლაპარაკების
წარმოებას. იღებენ დადგენილებას, რომ შედგეს საზოგადოების კუთვნილი
ძველი ფულების კატალოგი და ექსპონატები გაამრავალფეროვნონ ერთნაირი
მონეტების გაცვლის გზით. საპატიო წევრებად ირჩევენ გაბრიელ ეპისკოპოსს
და იაკობ გოგებაშვილს. ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობას უცხადებენ
მიხეილ ყიფიანს; განსაზღვრავენ მდივნისა და მისი თანაშემწის ხელფასებს.
წყარო:
1893
21 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 ნოემბერს“
(„ბატონი იზმაილოვი უკვე ამორჩეულ იქმნა ქალაქის მოურავად...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის
ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.
წყარო:
1900
21 ნოემბერი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ირჩევენ საქართველოს რუსეთთან
შეერთების აღსანიშნავი ღონისძიებების გასატარებლად შექმნილ 25-კაციან
კომისიაში. ჩვენთვის უცნობია, გააპროტესტა თუ არა მან არჩევა კომისიის წევრად,
რომელსაც უნდა უზრუნველეყო იმ დღის საზაიმო აღნიშვნა, რომელიც მისი აზრით
დამღუპველი იყო საქართველოსთვის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ამ
ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამ კრებაზევე დამტკიცებული
სადღესასწაულო პროექტით გათვალისწინებულ არცერთ ღონისძიებაში მისი
სახელი აღარ მოიხსენიება და ამ იუბილეს არცერთი სტატიით არ ეხმიანება
წყარო:
1901
21 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას. ბათუმის სკოლის მზრუნველი კომიტეტისგან
ითხოვენ ინფორმაციას, შეძლებენ თუ არა მესამე მასწავლებლის ფინანსურად
დაკმაყოფილებას. ინტერესდებიან ბათუმის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის
მნიშვნელოვანი ზრდის გამომწვევი გარემოებებით. იღებენ დადგენილებას
გამგეობის წევრებს შორის შრომის განაწილების შესახებ.
წყარო: