The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


7.10

1881    
     
7 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ქართველები საქართველოში“ („ბევრი ჩვენთაგანი შურის თვალით შესცქერიან...“).   წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 7 ოქტომბერი, № 208 გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 277.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 682.

     
1886    
     
7 ოქტომბერი     
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 ოქტომბერი“ („ბოლგარიის ამბებმა მიიზიდეს ყურადღება ყველასი იმოდენად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის საშინაო პოლიტიკა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 7 ოქტომბერი, № 215, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 419.

 

     
7 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს რუბრიკაში „ქართული თეატრი“ („გუშინდელი დღე ვერაფერ ბედნიერ დღედ ჩაითვლება ჩვენის თეატრისთვის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ სცენაზე“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 7 ოქტომბერი, № 215, გვ. 3 (ცენზურის ნებართვა 1886, 6/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 244.

     
1887    
     
7 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 ოქტომბერი“ („გლეხთა განთავისუფლების წესდების...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამოსყიდვის ოქმის შედგენის ხარჯის განსაზღვრის აუცილებლობა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 750-751, გაზ. „ივერია“, 1887, 7 ოქტომბერი, № 207, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 571.

     
1897    
     
7 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას მუზეუმის ასაშენებლად ყველა ფონდის შეერთების შესახებ და გამოყოფენ თანხას დიმიტრი ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის. თანხმდებიან, რომ ქალთა ფონდიდან ფული დაიხარჯოს საჭიროებისამებრ, სალიტერატუროდან კი – მხოლოდ სარგებლის ნაწილიდან და არა თავნიდან. სტუდენტების დასახმარებელ შემოწირულობას გადასცემენ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტს. კმაყოფილდება გრიგოლ ტატიშვილის თხოვნა სურათებიანი წიგნის „ხუმარა სპილოები“ გამოსაცემად ფულის გამოყოფის თაობაზე, იმ პირობით, რომ თანხის ანაზღაურებამდე წიგნს მხოლოდ საზოგადოების მაღაზიებში გაყიდის. დადებითად წყდება გიორგი იოსელიანის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საკითხი.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღ. 1, № 518 გვ. 78-80.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

ტატიშვილი გრიგოლ ივანეს ძე

ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, თვითნასწავლი მხატვარი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტატიშვილის მიერ გაფორმებული შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი” (1887), ი. გოგებაშვილის “დედა ენა” (1878), “ბუნების კარი” და სხვა.

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

     
1900    
     
7 ოქტომბერი    
     
რაფიელ ისარლიშვილი წარწერით უძღვნის მის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ „საქართველოს ისტორიას“.   წყარო:

Histoire de Géorgie, publiée sous la direction de M. Raphaël Isarloff, Paris-Tiflis, 1900.

პირთა ანოტაციები:

ისარლიშვილი რაფიელ პეტრეს ძე (1841-1912)

ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.