The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


13.02

1858    
    
13 თებერვალი   
    
პეტერბურგში მუშაობას განაგრძობს ფრიდრიხ შილერის ლექსის „ცრემლთა შინა ნუგეში“ თარგმანის ახალ ვარიანტზე, რომელსაც შემდეგ გზავნის ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად.  წყარო:

წყარო ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 108, ფ. 26, 27; ჟურნალი „ცისკარი“, 1859, № 2, გვ. 93-95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 14, 664-666.

პირთა ანოტაციები:

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

    
1863    
    
13 თებერვალი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ მისვლამ შეიძლება საქმე გააფუჭოს, მაგრამ თუ მას მაინც უნდა, აუცილებლად მივა. მოუთხრობს მის დასთან შეხვედრის ამბავს. იმავე დღეს ოლღა სწერს, რომ მაინც მივიდეს და ერთმანეთს ხვდებიან მის სახლში. საღამოს უგზავნის კიდევ ერთ ბარათს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 283; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 199-200; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 412-414; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 31-32, 327-328.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1863    
    
13 თებერვალი    
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. უბოდიშებს, რომ წერილზე ვერ უპასუხა. ხალისით იხსენებს წინა დღის შფოთიან შეხვედრას, როცა ოლღას მამიდა კინაღამ მიხვდა, რომ პაემანი ჰქონდათ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 234; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 414; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 33, 328.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ნახსენებია ოლღას მამიდა – სიდონია გურამიშვილისავარსამიძისა. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 155-156.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
13 თებერვალი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის კიდევ ერთ ბარათს და ატყობინებს, რომ ნაჩქარევი წამოსვლის გამო ხელჯოხი დარჩა მასთან. სთხოვს დამალოს, რომ ვინმემ არ შეიტყოს მათი შეხვედრის ამბავი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 235; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 100-101; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 194; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 33-34, 328.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1875   
    
13 თებერვალი    
    
თბილისში სოლოლაკის (ამჟამად გიორგი ლეონიძის) ქუჩაზე ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით მუშაობას იწყებს თსს ბანკი.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876 № 46.

    
1881    
    
13 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში”აქვეყნებს ვრცელ სტატიას „ბ-ნ იანოვსკის წერილის გამო“, რომელშიც მკაცრად ილაშქრებს ქართულ სკოლებში საგნების რუსულ ენაზე სწავლების წინააღმდეგ. სტატია იბეჭდება რედაქციის შენიშვნით.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 169 (ნაკლული); კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217; № 170 (რუსულ ენაზე, გადაწერილია უცხო ხელით), გაზ. „დროება“, 1881, № 33, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

    
13 თებერვალი    
    
საღამოს ესწრება „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომას, რომელიც მიმდინარეობს სათავადაზნაურო ბანკის შენობის დარბაზში. ხმამაღლა კითხულობს პოემის ერთ თავს „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.  წყარო:

 იონა მეუნარგია, „ვეფხისტყაოსანი“, გაზ. „დროება“, 1881, 17 თებ., № 36, გვ. 3-4.

    
1886    
    
13 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 12 თებერვალს“ („სახელოვანის ინგლისის მეცნიერის...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საფრანგეთი 1886 წელს“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 9; გაზ. „ივერია“, 1886, № 35, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 354.

    
1887    
    
13 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 თებერვალი“ („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ნავთზედ ბაჟის დადება..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ადგილობრივ შავ ნავთზე და უცხოეთიდან შემოტანილ ნავთზე ბაჟის დადების საკითხის გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 თებერვალი, № 33, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 107.

    
1890    
    
13 თებერვალი   
    
ესწრება დიმიტრი ბაქრაძის დაკრძალვას დიდუბის ეკლესიის ეზოში და ცხედარს ამკობს გვირგვინით, რომელსაც აწერია: „საფლავი შენისთანა კაცისა, სალოცავია მამულისა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 15 თებ., № 34, გვ. 2; აკაკი სურგულაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თსუ 1977, გვ. 43; ი. გომელაური, მოგონებათა ეპიზოდები ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 82.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

    
13 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 თებერვალი“ („დიდი უბედურება გვეწვია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 13 თებერვალი, № 32, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 12/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 478.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

    
1891   
    
 13 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 თებერვალი“ („ჩვენ არასდროს არა გვჯერებია, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასაწყისი სამთა კავშირის დასასრულისა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 13 თებერვალი, № 34, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 15.

    
1900    
    
13 თებერვალი    
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა სათაურით „პრესა“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის პირველ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ შესახებ ნათქვამია, რომ უფრო ალმანახი იყო, ვიდრე ჟურნალი და საერთოდ არ ასახავდა ყოველდღიურ პრობლემებს.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1900, № 7, გვ. 101-104.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.