„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 561. ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის ფონდი, № 108, ფ. 8, 9; „ჩანგი“, შემდგენელი ვ. აბაშიძე,
გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 311-314; ი. კენჭოშვილი, ილია
ჭავჭავაძის ერთი პოეტური თარგმანის გამო, „ლიტ. გაზეთი“, 1961, 7 აპრ.; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 10, 662-663. პირთა ანოტაციები: პოლონსკი იაკობ პეტრეს ძე (1819-1898) რუსი პოეტი. ხუთი წელი ცხოვრობდა თბილისში, კარგად იცნობდა ქართულ
კულტურას და წერდა მასზე. გოეთე იოჰან ვოლფგანგ (1749-1832) გერმანელი მწერალი.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17554; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი.
ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44-45; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X,
1961, გვ. 52-53; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 47-48,
386.
პირთა იდენტიფიკაცია:
იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 164-165.
პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)
თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.
სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) – გენერალი, სენატორი, ილია
ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს
დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის
დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის
უფროსად.
ზახაროვი კონსტანტინე ივანეს ძე (1832-1891)
ექიმი, სამოქალაქო მრჩეველი. 1871 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მსახურობდა ექიმად მოსკოვის საკომენდატო სამმართველოში. 1884 წელს გავიდა
პენსიაზე.
გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875
ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის
დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის
სიმამრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 313; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 133-134. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გაზ. „ივერია“, 1888, 25 აგვისტო, № 179, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 299. პირთა ანოტაციები: შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899) რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ
სამმართველოში. გაზ. „ივერია“, 1894, 25 აგვისტო, № 182, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 25. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
625. პირთა ანოტაციები: ღვინიაშვილი ვასილ წყალგაყვანილობის ორგანიზაციის თანამშრომელი. ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, 1965, გვ. 176. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის
პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“,
„ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ
თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.
1858
25 აგვისტო
სამოსწავლო მზრუნველის გადაწყვეტილებით, გადაჰყავთ მეორე კურსზე.
წყარო:
25 აგვისტო
თარგმნის იაკობ პოლონსკის ლექსს „ბედა მქადაგებელი“. ხელნაწერში ავტორად
არასწორად არის მითითებული გოეთე.
წყარო:
1873
25 აგვისტო
მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ვასილ მაჩაბელს. აცნობებს, რომ
თავისი ქვისლის – დიმიტრი სტაროსელსკის მეგობარ კონსტანტინე ზახაროვის
დახმარებით მოახერხა მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შეღწევა საბანკო
საქმის გასაცნობად. წერს, რომ შემდეგ პეტერბურგშიც მოუხდება ჩასვლა,
სამიწათმოქმედო კრედიტის საზოგადოებაში კონსულტაციების მისაღებად. ამავე
ბარათში კიდევ რამდენიმე თხოვნით მიმართავს ადრესატს, რომლებიც შეეხება
თადეოზ გურამიშვილის სასამართლო დავებს. _ 1873
წყარო:
25 აგვისტო
მოსკოვიდან ბაქოში მეუღლეს სწერს წერილს, რომლითაც აცნობებს, რომ ორ დღეში
იწყებს საბანკო საქმის შესწავლას. წუხს, რომ წესდების დამტკიცებამდე მისი
რუსეთში დარჩენა აუცილებელია.
წყარო:
1888
25 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 24 აგვისტო“ („ქვეყანაზედ რომ მარტო ბ-ნნი შავროვები
იყვნენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხოლერის
აცრის სახსარი“.
წყარო:
1894
25 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 24 აგვისტო“ („როგორც წინად, ისე დღეს ეგრედ წოდებული „სამთა
კავშირი“...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა
კავშირი“.
წყარო:
1905
25 აგვისტო
იღებს ვასილ ღვინიაშვილის წერილს და წყალგაყვანილობის ორგანიზაციის
ანგარიშს.
წყარო:
1906
25 აგვისტო
მარჯორი და ოლივერ უორდროპები დარწმუნებულნი იმაში, რომ ილია იმხანად
პეტერბურგში იმყოფება, მის სანახავად მიდიან როჟდესტვენსკაიას ქუჩაზე.
წყარო: