1866 | ||
28 ოქტომბერი
წერილს სწერს მეუღლეს ქვიშხეთიდან დუშეთში. ატყობინებს, რომ ხუთ დღეში ჩააკითხავს და წაიყვანს საგურამოში, მაგრამ იმასაც სწერს, რომ თუ მისი და – ეკატერინე იქ დიდხანს არ რჩება, არ დაელოდოს და თავადვე გაემგზავროს. წუხს, რომ თავის დას – ელისაბედს მუცელი მოეშალა და გამოთქვამს სურვილს, რომ დუშეთში წაიყვანონ. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 87.
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 228-229. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ჭავჭავაძე
(ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ
(ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. |
|
1878 | ||
28 ოქტომბერი | ||
ყვარლიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ იასე ჭავჭავაძესთან დაბინავდა. სთხოვს, არ მოიწყინოს, რადგან მიწის აზომვას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9599. |
|
1881 | ||
28 ოქტომბერი | ||
გაზეთ „შრომაში“ „ყლურწის“ ფსევდონიმით იბეჭდება იუმორისტული ფელეტონი, რომელშიც „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ უჩივის „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო. |
წყარო: გაზ. „შრომა“, 1881, № 9, გვ. 2-3. |
|
1882 | ||
28 ოქტომბერი | ||
თბილისის სასამართლო პალატა იხილავს „დროების“ რედაქტორის სერგეი მესხის, ყოფილი რედაქტორის ილია ჭავჭავაძისა და კორესპონდენტ ივანე აბაშიძის საქმეს სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო. სასამართლო პალატის განაჩენით სერგეი მესხს აჯარიმებენ 100 მანეთით, ილია ჭავჭავაძეს – 25 მანეთით, კორესპონდენციის ავტორ ივანე აბაშიძეს კი უსჯიან ერთი თვით პატიმრობას |
წყარო: გაზ. „დროება“, 1882, № 224, გვ. 1. მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე (დაბ. 1822)822) „დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი 1878-1882 წლებში, აკაკი წერეთლის დედის – ეკატერინეს მამა. სერჟპუტოვსკი – ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ |
|
1886 | ||
28 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („ეგვიპტის გამო საფრანგეთისა და ინგლისის კინკლაობამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა საფრანგეთსა და ინგლისს შორის ეგვიპტის გამო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 28 ოქტომბერი, № 232, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 485 |
|
1887 | ||
28 ოქტომბერი | ||
ხელს აწერს დიმიტრი ყიფიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გარდაცვლილის ქვრივის – ნინო ჭილაშვილ-ყიფიანისათვის გაგზავნილ სამძიმრის წერილს. მისი წინადადებით ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად ქვიშხეთში საგანგებოდ გზავნიან ვალერიან გუნიას |
წყარო: დიმიტრი ყიფიანის არქივი. 1951, გვ. 11. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ჭილაშვილი-ყიფიანისა ნინო იაგორის ასული დიმიტრი ყიფიანის მეუღლე. თბილისის მუსიკალური საზოგადოების დამფუძნებელი და წმ. ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. |
|
1888 | ||
28 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („იტალიაში მისვლა მეტად ძნელ და მძიმე საქმედ არის მიჩნეული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რომის პაპის უკმაყოფილება გერმანიის მთავრობით“ |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 28 ოქტომბერი, № 226, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 358. |
|
1889 | ||
28 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ქართველობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ განათლების საკითხებზე“. |
|
|
1897 | ||
28 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („მას აქედ, რაც ჩვენ პოლიტიკაზედ ხმა არ ამოგვიღია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა მაინც ორ დიდ ბანაკად გაყოფილი დარჩა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1897, 28 ოქტომბერი, № 222, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 454. |