იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ.,
2002, გვ. 65; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
ფონდი, № 402. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.
სერგეი მესხი, წერილები, ტ. 1, 1950, გვ. 217.
პირთა ანოტაციები:
ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)
პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო
ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 19, ფ. 5; ვ. ხაბურძანია, ილია
ჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა. გაზ. „ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, № 90,
გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 92-93, 407. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი,
მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886
წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში გაზ. „ივერია“, 1886, № 85, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7,
თბილისი, 2005, გვ. 556. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი.
გაზ. „თეატრი“, 1886, № 15, გვ. 153-154.
პირთა ანოტაციები:
ჩიკვაიძე რაჟდენ ნიკოლოზის ძე (1863-1940)
პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. წერდა ფსევდონიმით „რ. ალისუბნელი”.
ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900)
პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. გაზ. „ივერია“, 1888, 15 აპრილი, № 85, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 180. „ანგარიში 1889 წლის პირველი მაისიდან 1890 წლის აპრილამდე გამგე კომიტეტისა
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა შეუძლებელ მოსწავლეთა
შემწეობისათვის“, გაზ. „ივერია, 1890, № 82. გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926) რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ
კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის
მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე. გაზ. „ივერია“, 1893, 21 აპრილი, № 81, გვ. 2-3. გაზ. „ივერია“, 1897, 17 აპრილი, № 72, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 330, 334. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.
გაზ. „ივერია“, 1897, 20 აპრილი, № 75, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
2007, გვ. 338. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №513, გვ. 2-3. გაზ. „ივერია“, 1900, 20 აპრილი, № 84, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 403. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გაზ. „კვალი“, 1903, № 17. პირთა ანოტაციები: წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე (1882-1959) პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი,
მენშევიკი, დროებითი მთავრობის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1903, 20 აპრილი, № 86, გვ. 1.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
16, 2017. ატრიბუცია: სტატია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“
განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე და. ლ. ჭრელაშვილი, ჟურნ. „საქართველო“,
1998, № 1. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 39.
პირთა ანოტაციები: ტრუბეცკოი პეტრე ნიკოლოზის ძე (1858-1911) რუსი საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალი 1905 წელს.
ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ (კიკო) თადეოზის ძე ილია ჭავჭავაძის ნათესავის - გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ქვისლი. მათ
ცოლად ჰყავდათ ივანე ვახვახიშვილის ქალიშვილები - მელანია და თამარი.
1872
20 აპრილი
გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა, რის
შესახებაც გვიან იგებს და დაკრძალვას ვერ ესწრება.
წყარო:
1876
20 აპრილი
იხსნება ქუთაისის ბანკი და ილია მის თავმჯდომარედ მხარს უჭერს ბესარიონ
ღოღობერიძის კანდიდატურას.
წყარო:
1882
20 აპრილი
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა მისი და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით წერილს
უგზავნის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს და
აძლევს მითითებებს ახალი მასწავლებლების შერჩევის თაობაზე.
წყარო:
1886
20 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 აპრილს“ („გლადსტონის კანონ-პროექტმა...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „პარლამენტი და გლადსტონის კანონპროექტი“.
აქვე „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „ხმალი იმოდენს ვერას იქმს...“
წყარო:
20 აპრილი
გაზეთ „თეატრში“ „რ. ალისუბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება რაჟდენ ჩიკვაიძის
წერილი „ჩვენ პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელშიც გაკრიტიკებულნი არიან ილია
ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომელი ილია ხონელი.
წყარო:
1888
20 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 აპრილი“ („ევროპამ რაც გინდ ძლიერად იღვაწოს...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მედიატორთა სამუდამო სასამართლოს დაწესება
ჩრდილო- ამერიკაში“.
წყარო:
1890
20 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის თბილისის
გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ერთი წლის ანგარიში,
რომელსაც ხელს აწერს, როგორც ამ კომიტეტის წევრი.
წყარო:
1893
20 აპრილი
გაზეთ „ივერიის“ რედაქცია საცენზურო კომიტეტს წარუდგენს მიხეილ ზავადსკის
დაპირებების უარყოფის ამსახველი ტექსტის ქართულ თარგმანს, საცენზურო
კომიტეტი კი დაჟინებით მოითხოვს მის რუსულად გამოქვეყნებას.
წყარო:
20 აპრილი
ესწრება თსს ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც განიხილავენ განვლილი წლის
ანგარიშს.
წყარო:
1897
20 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში („ივერია“ № 76) ვსთქვით, რომ...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლა-ცოდნა როგორც
ფულის ხვეჭის საგანი “.
წყარო:
20 აპრილი
გაზეთ „კვალში“ სათაურით „ღია წერილი თ. ილია ჭავჭავაძეს“ იბეჭდება გიორგი
წერეთლის პასუხი გაზეთ „ივერიის“ 17 აპრილის მეთაურზე, რომელიც მისდამი იყო
მიმართული.
წყარო:
1898
20 აპრილი
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. გამოდის ინიციატივით, რომ ბანკის
მეოთხე დირექტორი მუდმივად იმყოფებოდეს ბაქოში, რომ ხალხს ბანკთან
ურთიერთობა გაუადვილოს.
წყარო:
1900
20 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „პატარა
საუბარი“ („ბ-ნი ჟორდანია რამდენიც დღე გადის...“). ილია ჭავჭავაძის
სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში. გაზეთის ამავე
ნომერში იგი ადგილს უთმობს ნოე ჟორდანიას პასუხს „ახალ-მოსულის“
ფსევდონიმით გამოქვეყნებულ მის წერილებზე.
წყარო:
1903
20 აპრილი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ირაკლი წერეთლის წერილი „აკაკანებული
მამულიშვილები“, რომელიც მიმართულია მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლების
მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა შეხედულებების
წინააღმდეგ.
წყარო:
20 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
20 აპრილი“ („მეოცე საუკუნე დადგა და ჩვენს ცხოვრებაში...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურული ცრუმორწმუნეობა“.
წყარო:
1906
20 აპრილი
მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი პეტრე ტრუბეცკოი ილია
ჭავჭავაძეს უგზავნის თელავის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლ ნიკოლოზ
ჩოლოყაშვილის სამადლობელი დეპეშის ასლს.
წყარო: