![]() |
მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა) |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი
ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა
წ ელისო აბრამიშვილმა
გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი
1981 წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.
რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,
©
გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981
![]() |
1 ნიკო ნიკოლაძის წერილი კირილე ლორთქიფანიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ნიკოლაძე ნიკო
ნიკო ნიკოლაძის წერილი კირილე ლორთქიფანიძეს ამდენი ხანია შენგან წიგნი არ მომსვლია და ამდენი ხანია შენთვის წიგნი არ
მომიწერია, რომ ჩემთვისაც და შენთვისაც სირცხვილია. თუმც ჩვენ დიდი
მეგობრები თავისდღეში არ ვყოფილვართ, მაგრამ ის გრძნობა მაინც გვქონია,
რომელსაც რუსები და სხვა ხალხები სიმპატიას უძახიან. ის გრძნობა რომ არ
გვქონოდა, ისე ხშირათ ლაპარაკი არ მოგვივიდოდა, ხომ გახსოვს, როგორ ხშირათ
ვჩხუბობდით, და ყოველი ჩხუბის შემდგომ უწინდელზე უმეტესათ ვახლოვდებოდით
ერთმანეთსა? სიმპატია რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. მე შენ არ
მიყვარდი—არ მიყვარდი როგორც მეგობარი, ამიტომ რომ ჩემ დღეში მე არაკაცი არ
მყვარებია. თუ ვინმე შემყვარებია ჩემ დღეში — შენა ხარ, მაგრამ სიყვარულით
კი არა, ხშირათ, უსაქმობისა გამო, ვიხსენებ ჩვენ უწინდელს ლაპარაკებს,
ჩვენს მოქმედობაებს და ხან სიცილი გამირბენს პირზე და ხან ჯავრი... როგორ
აგიხსნა ეს? ან რით აგიხსნა?.. გახსოვს, ძმაო კირილეს სამარინზე407 რომ
ლაპარაკი მოგვდიოდა? გახსოვს შედო — ქეროტი? ამ საქმეებში, ღმერთმან ხომ
იცის, მართალი ვიყავი და გახსენების დროს შენზე და ჩემზედაც ვიცინი
დიდხანს. მაგრამ როცა გავიხსენებ 7 მანეთს, მაშინ კი ჯავრი მხეთქს,
რამდენჯერ ამიღია ხელში კალამი, რამდენჯერ დამიწყია შენთან წიგნის წერა
ბოდიშის მოხთისათვის! მაგრამ წარსული საქმეა!!! დავივიწყოთ, ძმაო, ჩვენი
უკმაყოფილებები, გაჯავრება და სხ. და სხ. გამოწიე ხელი წმინდის გულით,
შევიქმნეთ მეგობრები, მოვეხმაროთ ერთმანეთს მხურვალე გულით და წიგნებით,
ნუღარ გავიხსენებთ ცოტა ხნით სარკაზმებს და ირონიას, რომლითაც სავსე იყვნენ
შენი წიგნები, ნუ გავიხსენებთ იუმორს, ფალშივურს, ან ნამდვილს, რომლითაც
სავსე იყვნენ ჩემი წიგნები... ხანდახან მე გავიხსენებ ჩემს მოქმედობაებს,
ვკითხავ ჩემ თავს: რა მიქნია, რა გამიკეთებია? და მაშინვე პასუხს ვაძლევ
ჩემ თავს: „არაფერი“! მაგრამ თუმც არაფერი მიქმნია და არ გამიკეთებია,
ხშირათ მაგონდებიან პლეშჩეევის408 სიტყვები: Я духом слаб, я изнемог... რისთვის? არ ვიცი... მე ჯერ არ დავცემივარ სულით, კიდევა მაქვს იმედი რამის
გაკეთებისა და როდესაც დავრწმუნდები, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლება,
მაშინვე მივბაძავ პიოტროვსკის409. ვინ იცის, ძმაო კირილე, ვნახავთ ჩვენ
ერთმანეთს თუ არა? ვინ იცის, მივიღებ მე შენ წიგნსა თუ არა? მე ნამდვილს
ჯერ კიდევ ვერაფერს მოგწერ... ეხლა აგიხსნი, თუ რა აზრი მაქვს ჩვენ[ი] აქ
შეკრების შემდგომ... თუ ბედმა მოგვიყვანა ქუთაისს ჩვენ, ესე იგი შენ,
ზოგიერთი ჩვენი სტუდენტები: ბაქრაძე312, აბდუშელი202, მე, მინდა აქ
გავხსნათ ერთი ტიპოგრაფია და დავბეჭდოთ შით ხალხისთვის აზბუკები,
არითმეტიკები, სახალხო წიგნები, ერთის სიტყვით, და პატარა პოლიტიკური,
ლიტერატურული და სატირიკული გაზეთი, ფულები მე მაქვს: მამა ჩემმა 96 ეხლაც
მეხვერწა: კარგ წიგნის მაღაზიას და ბიბლიოთეკას გაგიხსნიო, ტიპოგრაფიის
ფულებს მოგცემო, თუ აქ დარჩებიო, თუ არა და, მერმე რომ მოხვალო, რასაც
გინდა, იმას მოკიდე ხელიო, გარდა სამსახურისაო. მაშასადამე, ჩვენ
საშვალოება კი გვექმნება, ოღონდ ვიშოვნოთ მწერლებ... ეცადე, ძმაო კირილე,
თუ მე არ ვიქნები, შენ გაქვს მამული, შეძლება — განა ორი ათას მანეთს ვერ
იშოვნი? ეს სასარგებლო იქმნება ჩვენი ხალხისათვის. „საქართველოს
მოამბე“127, ხომ მოგეხსენება, წახდა, მეორე ნომერი საძაგელია, არც ერთი
სტატია არ ვარგა, მესამე ჯერ, ესე იგი 29 აპრილამდე, არ გამოსულა, ღმერთმა
იცის, როგორ გათავდება მისი ბედი. როდის იქნება ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ამხანაგები
შევიკრიბებით ქუთაისს ჩვენი საქმის ასასრულებლათ, ჩვენი ძმობის დასაცველად?
როდის მოვა ის ბედნიერი დრო? ნეტავი ვიცოდე, თუ არის ჩვენ საზოგადოებაში
იმისთანა ყმაწვილები, როგორ[ი]ც იყვნენ უწინ, ჩემსობას, რომელთაც*"...
ღმერთი, რომელთაც არ სწამთ ღმერთი ძმობისა და ერთობისა? ღმერთო, როდის
იქნება ჩვენი «молодое поколенние» გაკეთდეს, წიგნებს ხელი მიყონ,
ტანისამოსის საქმეს თავი დაანებონ, ერთი სიტყვით, ჭaTობას აღარ გაზდევენ.
შენ იცი (რადგანაც მოგწერე), რომ მე მინდოდა ამეწერა აქაური ცხოვრება
«Искра»410-სათვის. ავწერე, ძმაო კირილე, და გადასაწერათ რომ მინდოდა
მიმეცა, ნახევარზე მეტი ქარმან წამართვა. ნახევარი დამრჩა და რა ეშმაკათ
მინდა? კარგი სტატია იყო, ამიტომ რომ მე თვითან ძლიერ მომწონდა. სხვა,
ძმაო, ამდენი ხანია სისულელე და უბრალო რამეები მოგწერე, ეხლა კი
საქმეზედაც მოგწერ რასმეს; ესე იგი ჩემ თავზე. თუკი მინახავს მე როგორმე წინასწარმეტყველი — ეს წინასწარმეტყველი შენა
ხარ: სწორეთ შენი წიგნის მიღების წინდღეს გარდავწყვიტე ლონდონში წასვლა და
ძლიერ გამიკვირდა, შენ რომ მწერდი: „მაგრამ დობროვოლსკისათვის ტერინში არ
წახვიდე!!!“ ეხლა, ძმაო, გუშინწინ პასპორტისათვის მივედი ღუბერნსკის
პრავლენიეში და ბრანწი დამზადეს. მე ვაპირობ წასვლას ისევ ადესას ან სადმე
სხვაგან, მაგრამ აქ ვამბობ, რომ პეტერბურგში მივდივარ-თქო. ფულებს ამ პარასკევს უსათუოთ გამოგიგზავნი, უკეთუ არ მოვკვდი. შენი მარად მახსოვარი ძმა
ნ. ნიკოლაძე
6 მაისს 1863 PSt „საქართველოს მოამბე“127 ჯერ არ მოსულა. PPSE ს. წერეთელს499 უთხარი, რომ 3 მაისს 46 მანეთი გამოუგზავნეს. ნ. ნიკოლაძე. [კირილეს ხელით]: |