ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 51-53, 333. დათარიღება: დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 5 მარტს მიწერილ ბარათში. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ.
148-150. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877) სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს
უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 247; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 110-111; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 429-431ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 51-53, 333. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 275; გაზ. „ივერია“, 1886, № 50, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 414. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 577-580, გაზ. „ივერია“, 1887, 5 მარტი, № 46, გვ. 1-2: ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 140. პირთა ანოტაციები: ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე აგრონომი. გაზ. „ივერია“, 1889, 7 მარტი, № 49, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური
სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა
საბუნებისმეტყველო წერილებს. გაზ. „ივერია“, 1895, 10 მარტი, № 53. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. კვალი 1895, № 11, გვ. 6-7. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გაზ. „ივერია“, 1898, 5 მარტი, № 48, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14,
2007, გვ. 102. პირთა ანოტაციები: თუმანოვი დუშეთის მაზრის მკვიდრი.
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 5 მარტი, № 492, გვ. 2; გაზ. „კვალი“, 1898, № 14, გვ.
239 გაზ. „ივერია“, 1899, № 50, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 441.
პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღწ. 1, საქ. 843. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის
არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.
1863
5 მარტი
მიდის გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან, მაგრამ შინ არ ხვდება.
წყარო:
5 მარტი
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ატყობინებს, რომ შემთხვევით თვალი
მოჰკრა ფანჯარაში, რამაც საოცრად გააბედნიერა. ასევე, აცნობებს, რომ
მედალიონი უკვე მზადაა, მაგრამ პორტრეტი, სავარაუდოდ, კვირას იქნება.
ევედრება, რომ ხშირ-ხშირად მისწეროს.
წყარო:
1886
5 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 5 მარტს“ („ჯერ თუმცა მარტო ამბავად...“).
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის რკინიგზა“.
წყარო:
1887
5 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 4 მარტი“ („შევუდგებით რა ღვინის კეთების
საქმის აღწერასა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის
ქართულად დაყენება“. ამ ნარკვევთან დაკავშირებით გაზეთის ამავე ნომერში
სათაურით „ბატონო რედაქტორო“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის გამოხმაურების
დასასრული.
წყარო:
1889
5 მარტი
ბანკის თეატრში კოტე ყიფიანი კითხულობს „განდეგილს“ და დივერტისმენტში
აჩვენებენ ცოცხალ სურათებს ამავე პოემიდან.
წყარო:
1895
5 მარტი
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაში და 336 ხმით 3-ის
წინააღმდეგ ირჩევენ საზოგადოების თავმჯდომარედ. ამავე კრებაზე მის მეუღლეს,
ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისას ირჩევენ საზოგადოების საპატიო წევრად.
წყარო:
5 მარტი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება დასაწყისი ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილისა „გაზეთი
„ივერია“ და ეროვნება“. მასში ნათქვამია, რომ „ივერიის“ მესვეურთა აზრით,
პარტიების არსებობა ჩვენი ცხოვრების ბუნებრივ მოთხოვნილებას არ შეადგენს.
მათ მიაჩნიათ, რომ „ჩვენ ყველას ერთი საქმე, ერთი მიზანი გვაქვს –
ეროვნების დაცვა“. პუბლიკაციის ავტორი ცდილობს რუსეთისა და ევროპის
მაგალითზე მკითხველი დაარწმუნოს, რომ პარტიების არსებობა აუცილებელია.
წყარო:
1898
5 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პატარა საუბარი“ („თ.გ.
თუმანოვი გუშინდელ „Новое Обозрение“-ში...“). სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. _ 1898
წყარო:
5 მარტი
გაზეთებში ქვეყნდება ცნობა ილია ჭავჭავაძის იუბილეს 23-24 მაისისთვის გადადების
შესახებ.
წყარო:
1899
5 მარტი
თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე ირჩევენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების
საკითხის შემმუშავებელ კომისიაში.
წყარო:
1902
5 მარტი
იღებს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძის წერილს, რომელშიც
მადლობას უხდის ადრესატს, მის დას, ელისაბედსა და მეუღლეს მღვდელმსახურების
ორმოცი წლის იუბილეს მილოცვისთვის.
წყარო:
5 მარტი
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე მადლობას უხდის ილია
ჭავჭავაძესა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას
მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს მილოცვისთვის.
წყარო: