კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 244; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 109; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 427-428; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 49-50, 332. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892) თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე,
სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის
წევრი. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 50, 332-333. დათარიღება: დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 3 მარტს მიწერილ ბარათში. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892) თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე,
სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის
წევრი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133,
აღწ.1, საქ.135, ფურ.7. ავტოგრაფი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ. 1965, გვ. 425,
ოქმი № 28. პირთა ანოტაციები: პეტრიაშვილი დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი. ხიმშიაშვილი სასამართლო ოქმში მისი სახელი არ წერია. „Тифлисский Вестник“, 1876, № 50; Письмо к редактору““Тифлисский Вестник“,
1876, № 53. ს. მესხი, „დროება“, 1876, 3 მარტი, № 23, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული
საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1878, №№ 9, 2 მარტი, გვ. 14-15; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა,
ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის
სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №
216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, №
6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. გაზ. «Обзор», 1878, № 58. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 271; გაზ. „ივერია“, 1886, № 48, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 406. გაზ. „ივერია“, 1893, 2 მარტი, № 44, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12,
2007, გვ. 174. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ.
264. დათარიღება: გამგეობის სხდომის ოქმზე დავიწყებიათ თარიღის მიწერა, მაგრამ შინაარსიდან ჩანს,
რომ 1 მარტის მომდევნო დღეებში უნდა იყოს დაწერილი (წარმოდგენილია ფინანსური
მდგომარეობა 1 მარტისთვის). წინა ორი სხდომაც, მომდევნოც და ბევრი სხვა,
სამშაბათობით ტარდებოდა. 1 მარტის მომდევნო სამშაბათი კი იყო 2 მარტს და ვფიქრობთ,
რომ ეს სხდომა სწორედ ამ დღეს უნდა ჩატარებულიყო. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ტიტე (ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე) რომის იმპერატორი ახ. წ. 79-81 წლებში. იბრძოდა იუდეველთა წინააღმდეგ, 70 წელს
დაიკავა და დაანგრია იერუსალიმი. სიმონ საყვარელიძე (გარდ. 1893 წ. მარტამდე) ცნობილია, რომ იყო ქშწ-კგ საზოგადოების წევრი და მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა
ანდერძით ამ ორგანიზაციას. გაზ. ივერია“ 1894, 2 მარტი, № 46. გვ. 3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ.
„ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“
ფსევდონიმებით. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „ივერია“, 1897, 2 მარტი, № 38, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 275. გაზ. „ივერია“, 1897, 2 მარტი, № 38, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 281. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 130. პირთა ანოტაციები: თოიძე გრიგოლ (გიგო) ივანეს ძე (გარდ. 1915) მეურნე, ქველმოქმედი, მხატვარ მოსე თოიძის ძმა. გაზ. „ივერია“, 1902, 3 მარტი, № 48; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1741, გვ.
2, № 1742, გვ. 1; რ. დოდაშვილი, მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ.,
1962, გვ. 121-122. პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას
ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის
თვითმასწავლებელი. გაზ. „ივერია“, 1902, 3 მარტი, № 48, გვ. 2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, №
1742, გვ. 1; რ. დოდაშვილი, მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ., 1962,
გვ. 121-122; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 223, 480-481. პირთა ანოტაციები: ლეგი ჟორჟ (1857-1933) ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, სხვადასხვა დროს კულტურის, შინაგან საქმეთა,
კოლონიებისა და საზღვაო მინისტრი. ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი
ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში.
ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის
თვითმასწავლებელი. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, 13 მარტი, № 1751; გ. შარაძე, ი. ჭავჭავაძე, I,
თბ., 1987, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 223, 481. პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას
ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის
თვითმასწავლებელი. ბროსე ლორან ლავრენტი (1841-1924) მარი ბროსეს ვაჟი, რუსეთის კონსული ბარსელონაში.
1863
2 მარტი
ოლღა გურამიშვილს სწერს პასუხს წინა დღის ბარათზე. არ თანხმდება ქორწილის
სექტემბრამდე გადადებაზე. მისი აზრით, ისინი აპრილამდე უკვე ერთად უნდა
იყვნენ. აცნობებს, რომ იასე ანდრონიკაშვილი შინ არ დაუხვდა და საღამოს 9
საათზე ისევ მიაკითხავს. წერილის ბოლოს სთხოვს, რომ შეხვდეს.
წყარო:
2 მარტი
მიდის იასე ანდრონიკაშვილთან და დაიმედებული ბრუნდება, რომ მისი და ოლღა
გურამიშვილის დაქორწინება შესაძლებელია.
წყარო:
1870
2 მარტი
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში
განაგრძობს გლეხი პეტრიაშვილის სარჩელის განხილვას თავად ხიმშიაშვილის
წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მომჩივნის ბრალდება, თითქოს თავადმა ხიმშიაშვილმა
ხარი წაართვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ხიმშიაშვილს ბრალდება ეხსნება,
მომჩივანს კი ეკისრება სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
წყარო:
1876
2 მარტი
განცხადებით გამოდის კავკასიის სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე,
რომელიც მიეძღვნა იმხანად გავრცელებულ საქონლის გატაცებისა და მისი
აღმოფხვრის საკითხებს.
წყარო:
2-3 მარტი
სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ დავით ავალიშვილთან ერთად აწარმოებს გაზეთ
„დროების“ არსებობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წვეულებაში
მონაწილეობის მსურველთა ჩაწერას.
წყარო:
1878
2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად განაგრძობს ჯურა
იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.
წყარო:
2 მარტი
გაზეთ „ობზორში“ ილიასა და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი
1878 წლის 1 თებერვლისთვის
წყარო:
1886
2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 1 მარტს“ („ვინც ჩვენებურს სოფლებს...“). თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“.
წყარო:
1893
2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 1 მარტი“ („ამას წინად მოვიხსენიეთ, რომ სამეურნეო...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო მცენარეთა დაზღვევა“.
წყარო:
2 მარტი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მადლობას უცხადებენ
ბაქოელ თანამემამულეებს მათ მიერ გამართული ქართული საღამოს შემოსავლიდან
თანხის შეწირვისთვის. განიხილავენ კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა
კომიტეტის თხოვნას შენობის ასაგებად სიმონ საყვარელიძის მიერ ნაანდერძევი
თანხის დროულად გამოტანისა და ლატარეის გამართვის აუცილებლობის თაობაზე.
აკმაყოფილებენ პეტრე უმიკაშვილის თხოვნას მის მიერ ნათარგმნი ორი ნაწარმოების
„ცისა და ქვეყნის ამბავი“ და „აუცერით ბავშვებს“ დაბეჭვდის შესახებ. ექვთიმე
თაყაიშვილს ავალებენ ხელნაწერების: „საქართველოს ცხოვრება“ და „ისტორია
დარღვევისათვის უკანასკნელ წმინდა ქალაქისა იერუსალიმისა რომაელთა კეისრისა
ტიტესაგან“ გადამოწმებას. ამტკიცებენ ხაზინადარის მიერ საბანკო ქაღალდის
შესყიდვის საკითხს და ხელმეორედ ითხოვენ კავკავის სკოლის კომიტეტის თვიურ
ანგარიშს.
წყარო:
1894
2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ სტეფანე ჭრელაშვილი ბეჭდავს რეცენზიას ჟურნალ „მოამბის“ 1894
წლის მეორე ნომერზე და, სხვა პუბლიკაციებთან ერთად, განიხილავს ილია ჭავჭავაძის
ლექსს „კითხვა-პასუხი“. სტატიის ავტორი არ იზიარებს გაზეთ „კვალში“ გიორგი
წერეთლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ილია ჭავჭავაძეს აღარ აინტერესებს
თავისი ქვეყნის მაჯისცემა და ამის დასადასტურებლად მთლიანად მოჰყავს მისი ეს
ახალი ლექსი.
წყარო:
1897
2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 1 მარტი“ („არ არის არცერთი გუბერნია შიდა რუსეთში...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შინაური საჭირბოროტო საქმეები და
თავადაზნაურთა უფლება-მოვალეობა“.
წყარო:
2 მარტი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“
(„მართალია, კაცო, რასაც ჰლაპარაკობენ?...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
2 მარტი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება გრიგოლ თოიძის წერილი, რომელშიც წამოჭრილია
ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის დაარსების საკითხი.
წყარო:
1902
2 მარტი
ქშწ-კგ საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის
მიძინების ეკლესიაში პანაშვიდს უხდის მარი ბროსეს.
წყარო:
2 მარტი
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით დეპეშას უგზავნის საფრანგეთის საერო განათლების
მინისტრს ჟორჟ ლეიგს. ულოცავს ცნობილი ფრანგი მეცნიერის - მარი ბროსეს
დაბადების 100 წლის იუბილეს და მოუთხრობს, როგორ აღნიშნა ქართველმა ხალხმა ეს
ღირსშესანიშნავი დღე საფრანგეთის კონსულთან ერთად.
წყარო:
2 მარტი
დეპეშას უგზავნის მარი ბროსეს შვილს, ლორან ბროსეს და ატყობინებს თბილისში მარი
ბროსეს დაბადების 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნის შესახებ.
წყარო: