The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1904
<b><b>1904</b></b>

 

1904    
     
1904-მდე    
     

ტუმრობს თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს. გაცილებისას ფეხით გაივლიან და დავით გურამიშვილი თამამშევის ქარვასლის წინ (ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე) უღებს რამდენიმეფოტოს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-14832.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926)

მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი.

 

 

   
1904 1 იანვარი    
     

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სათაურით „საახალწლო მილოცვები შექსპირისა“ იბეჭდება ამონარიდები ინგლისელი დრამატურგის თხზულებებიდან. ილია ჭავჭავაძისადმი მიმართულია სიტყვები „მეფე ლირიდან“: „შეგრჩა სული კიდევ თუ არა? / ერთი ხმა გამე, კარგო კაცო!... რა დაგემართა?“

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2368.

 

   
1904 7 იანვარი    
     

თბილისის სამხედრო ტაძარში ესწრება ვასილი ველიჩკოს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, 6 იანვარი, № 4, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

 

 

   
1904 19 იანვარი    
     

იღებს ეკატერინე გაბაშვილის წერილს, რომელშიც სთხოვს, სათავეში ჩაუდგეს სალიტერატურო ფონდს. ადრესანტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების შემდეგ მისი ფონდისთვის შეგროვილი თანხა ქშწ-კგ საზოგადოებიდან გაქრა.

 

 

წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 17085 - ხ.

დათარიღება:

წერილს აწერია მხოლოდ თვე და რიცხვი. 1904 წლის 21 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი „რწმენის შერყევა“, რომელშიც უარყოფითად შეაფასა ეკატერინე გაბაშვილის აქტიურობა სალიტერატურო ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით, რადგან ცოტა ხნის წინ თავად იაკობ გოგებაშვილმა წამოაყენა თანხის შეგროვების წინადადება მძიმედ ავადმყოფი აკაკი წერეთლის დასახმარებლად. როგორც ჩანს, ეკატერინე გაბაშვილის ეს ბარათი გოგებაშვილის ზემოხსენებულ პუბლიკაციამდეა დაწერილი.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

     

1904 31 იანვარი

   
     

უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.

     

1904 9 თებერვალი

   
     

უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7

     
1904 17 მარტი    
     

თიანეთის მაზრის უფროსი სთხოვს, დროულად დაფაროს სოფელ დიღმელაურის მამულზე გადასახადიდან დარჩენილი თანხა და საურავი.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.

     
1887-1904 21 მარტი    
     

წერილს უგზავნის საგურამოს მამულში ახლად დანიშნულ მოურავ სანდროს, სთხოვს, გლეხები შეიბრალოს და მამულების საქმეზე თბილისში არავინ გაგზავნოს, რადგან შორიდან მაინც ვერაფერს გაარიგებს და ტყუილად შეწუხდებიან.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 613; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 128; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 152-153; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 217, 475.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195-196.

პირთა ანოტაციები:

სანდრო

მოურავი, გვარი უცნობია.

     
1904 21 მარტი    
     

მონაწილეობს თბილისის სამეურნეო ბანკის კრებაში და გამოდის ინიციატივით, რომ ხარჯთაღრიცხვაში გაითვალისწინონ ჯილდო მცირე სახალხო კრედიტის შესახებ საუკეთესო ბროშურის შემდგენელისთვის.

 

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, 23 მარტი, № 2447, გვ. 2.

     
1904 22 მარტი    
     

მზარეულად აჰყავს გიორგი ქორჩაშვილი.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი №57, ფ. 4.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

ქორჩიშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1 თებერვლამდე

     
     

1904 24 მარტამდე

   
     

უბის წიგნაკში იწერს, რომ მიიღო ღვინის, წამლისა და ხილის ფული.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57 ფ. 1.

დათარიღება:

მოთავსებულია 24 მარტის ჩანაწერის წინ.

     
1904 24 მარტი    
     

უბის წიგნაკში იწერს, ვის რა თანხა გადაუხადა.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57 ფ. 1.

     

1904 1-7 აპრილი

   
     

ჟენევის კონფერენციაზე არსდება სოციალ-ფედერალისტთა პარტია, რომლის კონცეფციაშიც ნოე ჟორდანია ხედავს „ილია ჭავჭავაძის ძველი დებულების აღდგენას“. სოციალ-დემოკრატები ერთხელ კიდევ რწმუნდებიან, რომ ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტი კვლავ დიდ ძალას წარმოადგენს და უფრო ააქტიურებენ ბრძოლას მის წინააღმდეგ.

 

 

წყარო:

ნოე ჟორდანია, „ჩემი წარსული“, 1990, გვ. 45.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

     

1904 12 აპრილი

   
     

წერილს სწერს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს და ატყობინებს ღვინის გაყიდვის ამბავს. სთხოვს, დროულად აცნობოს ციხის სახურავის ზომები მისი გადასახური ლითონის ფურცლების შესაძენად.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17587-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 129; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 235, 487.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     

1904 17 აპრილი

   
     

უბის წიგნაკში იწერს, ვის რა თანხა გადაუხადა.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 1.

     
1904 21 აპრილი    
     

იღებს ვასილ გამრეკლის წერილს. ადრესანტი ახალციხეში მცხოვრებ ქართველთა სახელით სთხოვს შუამდგომლობას, რომ წმინდა მარინეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში დანიშნონ ქართული ენის მცოდნე სასულიერი პირი.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 476.

პირთა ანოტაციები:

გამრეკელი ვასილ გრიგოლის ძე (გარდ. 1916)

ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. ახალციხეში საკუთარი ხარჯით გახსნა ქალთა ქართული სკოლა, ბიბლიოთეკა და დააწესა სტიპენდიები ახალციხელი სტუდენტი მედიკოსებისთვის.

წმინდა მარინე (III ს-IV ს.)

ანტიოქიელი წმინდა დიდმოწამე. წარმართი ქურუმის, ედესიოსის ქალიშვილი.

     
1904 23 აპრილი    
     

უბის წიგნაკში იწერს, რომ მზარეულ გიორგი ქორჩაშვილს უხდის ერთი თვის გასამრჯელოს.

 
 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 4.

პირთა ანოტაციები:

ქორჩიშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1 თებერვლამდე

     
1904 1 მაისი    
     

თბილისის სასამართლო პალატა იხილავს ზაალ გურამიშვილის მეურვის სააპელაციო საჩივარს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წისქვილის თაობაზე. სასამართლო პალატა ძალაში ტოვებს საოლქო სასამართლოს 1902 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ილია ჭავჭავაძის ბრალეულობა არ დასტურდება.

 

 

წყარო:

ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 349.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე

ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან

     

1904 2 მაისამდე

   
     

უბის წიგნაკში იწერს, რა თანხა ჰქონდა აღებული აბრამას იმ დროისათვის.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 4.

პირთა იდენტიფიკაცია:

სავარაუდოდ, საუბარია ხელოსანზე ან მოჯამაგირეზე

     

1904 5 მაისი

   
     

უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.

     
1904 5 მაისის შემდეგ    
     

იღებს ალექსანდრე ყიფშიძის წერილს. ადრესანტი აცნობებს, რომ იყიდება ბრეთის მამული, რომელიც 5 წლის განმავლობაში სხვა პირს ეკუთვნოდა. სთხოვს, დაეხმაროს მის სიძეს - ივანე ავალიშვილს მის შესყიდვაში.  

 

წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 1648-ხ.10.

დათარიღება:

წერილი 5 მაისით არის დათარიღებული.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ავალიშვილი ივანე გიორგის ძე (1862-1950)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. დაიბადა ხაშურის რაიონის სოფელ ბრეთში.

     
1904 15 მაისი    
     

ოთხ ადამიანს აძლევს ჯამაგირს.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 689.

     

1904 15 მაისი

   
     

უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.

     
1904 15 მაისი    
   

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ განვლილი წლის ანგარიშს და ამტკიცებენ ახალ ხარჯთაღრიცხვას. სტეფანე ზუბალაშვილს ირჩევენ საზოგადოების საპატიო წევრად. იღებენ დადგენილებას, რომ მის მიერ შემოწირული თანხიდან 4000 მანეთი მოახმარონ წიგნების გამოცემასა და ამ სფეროში ვაჭრობის გაფართოებას. მადლობას უცხადებენ იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თანხის შემოწირვისთვის. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების წევრებს საწევროს გადაუხდელობის გამო არ ჩამოერთვათ ხმის უფლება.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 898, გვ. 6-7.

პირთა ანოტაციები:

ზუბალაშვილი სტეფანე

 (გარდ.1904) მრეწველი, ვაჭარი და მეცენატი. 1808-ში ინდოეთში მცხოვრებ ქართველ და სომეხ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 წელს იქ გადასახლდა.

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

     
1904 16 მაისი    

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაარსდეს კიდევ ერთი სკოლა და ბიბლიოთეკა. გამგეობის თავმჯდომარედ კვლავ ირჩევენ ილია ჭავჭავაძეს. ამავე სხდომაზე ხდება გამგეობის წევრებისა და სარევიზიო კომისიის არჩევაც.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 898, გვ. 5.

 

 

 

 

1904 16 მაისი    
     

ანჩისხატის ეკლესიაში ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გარდაცვლილ წევრთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 116

     

1904 18 მაისი

   

 

 

 

თხოვნით მიმართავს საოლქო სასამართლო პალატას, რომ ზაალ გურამიშვილის საჩივართან დაკავშირებით დაწერილი სააღმსრულებლო ფურცელი მის ნაცვლად გადასცენ გაბრიელ საყვარელიძეს.

 

 

წყარო:

ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 350; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 236, 487.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე

ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან.

საყვარელიძე გაბრიელ ბეჟანის ძე

 დამატებითი ცნობები არ მოგვეპოვება.

 

 

 

1904 18-20 მაისი

   
     

მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში. განიხილავენ განვლილი წლის ანგარიშს, გაუყიდავად დარჩენილი მამულებისა და ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხებს.

 

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2498-1500

 

     
1904 21 მაისი    

 

 

 

თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე გამოდის სიტყვით და სხვადასხვა ბანკის მაგალითების მოხმობით ამტკიცებს, რომ ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაცია მუშაობის გაუმჯობესების გარანტია არ არის.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2501.

     
1904 22 მაისი    

 

 

 

თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე აგრძელებენ ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვას. უმრავლესობა იზიარებს ილია ჭავჭავაძის აზრს და ხმას არ აძლევს განხილული ცვლილებების გატარებას.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 121; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, № 2502.

 

 

 

1904 25 მაისი    
     

უბის წიგნაკში იწერს შინაური ცხოველების ასაკს და რაოდენობას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 3.

     
1904 28 მაისი    

 

 

 

მონაწილეობს პეტრე უმიკაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიაში.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 29 მაისი, № 2508, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     
1904 29 მაისი    

 

 

 

წერილს სწერს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს, დარიგებას აძლევს მათი ტყის უკანონო გაჩეხვასთან დაკავშირებით, წუხილს გამოთქვამს, რომ ციხე კვლავ გადაუხურავია და ავალებს კრამიტით გადახურვას.


 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17588-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 130; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 236-237, 487.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     

1904 4 ივნისი

   

 

 

 

სოფელ წინარეხის საზოგადოება მას და გამგეობის სხვა წევრებს ულოცავს ქშწკგ საზოგადოების 25 წლისთავს.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 5 ივნ., № 2515, გვ. 2.

 

 

 

1904 10 ივნისი    
     

მონაწილეობს თბილისის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც იღებენ დადგენილებას ქშწ-კგ საზოგადოების 25 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციისთვის თანხის გამოყოფის შესახებ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 136.

     
1904 31 მარტი-16 ივნისი    
     

გაზეთი „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „კალამი“ იბეჭდება სამსონ ფირცხალავას ნარკვევი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 25 წლის განმავლობაში“.

 

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“ № 2475, გვ. 2-3, 2480, გვ. 2-3, 2499, გვ. 2-3, 2513, 2526, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე (1872-1352)

სოციალ-ფედერალისტთა პარტის ერთერთი დამფუძნებელი, პუბლიცისტი. პიესად გადააკეთა „ოთარაანთ ქვრივი“. წერდა ფსევდონიმებით: „სიტყვა“, „კალამი“ და სხვ.

     

1904 20 ივნისის შემდეგ

   
     

უბის წიგნაკში იწერს, რომ დუშეთში გაიყიდა ექვსი საპალნე თეთრი ღვინო.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 5.

     
1904 29 ივნისი    

 

 

 

გაზ. „ივერიაში“ „ა. ფრონელის“ ფსევდონიმით დაბეჭდილ ალექსანდრე ყიფშიძის ფელეტონში „ნახული და გაგონილი“ სრულად არის გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის ლექსი „იანიჩარი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 150, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

     
1904 ივნისი    

 

 

 

იმის გამო, რომ გუბერნატორის ბრძანებით ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკებიდან განზრახული იყო ქართული წიგნებისა და პერიოდული გამოცემების ამოღება, ილია ჭავჭავაძე და ნიკო ცხვედაძე ორჯერ მიდიან გუბერნატორთან ამ ბრძანების გაუქმების თხოვნით.

 

 

წყარო:

თ. ჩხიტუნიძე. ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა. 1980, გვ. 90.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

     

1904 ივნისი

   

 

 

 

მეუღლესთან ერთად ესწრება მეზობლად მცხოვრები კალატოზის - იაკობ ფრანგიშვილის დაკრძალვას.

 

 

 

წყარო:

პავლე ფრანგიშვილის მოგონება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი, შწ. 958.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ფრანგიშვილი იაკობ

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. არსებობს მისი შვილის - პავლე ფრანგიშვილის მოგონებები ილია ჭავჭავაძის შესახებ

     
1904 ივნისის ბოლო    

 

 

 

ილია ჭავჭავაძის წიგნის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ პასუხად პეტერბურგში გამოდის ქრისტეფორ ვერმიშევის წიგნი „მასალები ქართულსომხური ურთიერთობების ისტორიის შესახებ.

 

 

 

წყარო:

Вермишев Х.А., Материалы для истории грузино-армянских отношений. Ответ на книжку кн. И. Г. Чавчавадзее, „Армянские ученые и вопющие камни“, 1904.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.

 

 

 

1904 9 ივლისი    
     

წერილს სწერს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს. ავალებს, დაწვრილებით აღნუსხოს, რა რაოდენობის ხე-ტყის გატანა სურს ლაზარეს და ეს დოკუმენტი მასთან გაატანოს. ასევე სთხოვს, რომ ღვინო 18 ივლისამდე გაუგზავნოს.

 


წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17589-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 131; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 237-238, 488.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

ღონიაშვილი ლაზარე

ილია ჭავჭავაძის მსახური ბიჭი.

 

 

 

1904 15 ივლისი

თბილისის ქალაქის გამგეობას წარუდგენს ერთსართულიანი სახლის პროექტს და სთხოვს მის დამტკიცებას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 192, აღწ. 8 ა, საქ. 7983; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 265; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 238, 488-489.

დოკუმენტი:

 

 

 

1904 17 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ კრიპტონიმით „პ. პ.“ იბეჭდება დასაწყისი გამოხმაურებისა ქრისტეფორ ვერმიშევისა და ივანე ჯავახიშვილის წიგნებზე „მასალები ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ილია ჭავჭავაძის წიგნის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ პასუხად“ და „მამულიშვილობა და მეცნიერება“. ორივე მათგანი გაკრიტიკებულია.

 

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 189, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940)

 ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი.

     

1904 18 ივლისი

გაზეთ „ივერიაში“ კრიპტონიმით „პ. პ.“ იბეჭდება დასასრული გამოხმაურებისა ქრისტეფორ ვერმიშევისა და ივანე ჯავახიშვილის წიგნებზე. მასში გაბათილებულია ვერმიშევის არაერთი ბრალდება ილია ჭავჭავაძის ნარკვევის წინააღმდეგ და ნათქვამია, რომ ავტორი ცდილობს „სომხის უმართლო მწერლების“ გამართლებას.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 190, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940)

 ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი.

     
1904 20 ივლისი

მიხეილ კბილაძე, ილია ფოფხაძე და იოსებ მესხი დეპეშით ულოცავენ ანგელოზის დღეს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

დათარიღება:

წლის ბოლო ციფრი „4“ ბუნდოვნად ჩანს.

პირთა ანოტაციები:

კბილაძე მიხეილ

პიროვნება შესახებ დამატებითი ინფორმაციები არ მოგვეპოვება.

 ფოფხაძე ილია

პიროვნება შესახებ დამატებითი ინფორმაციები არ მოგვეპოვება.

მესხი იოსებ

პიროვნება შესახებ დამატებითი ინფორმაციები არ მოგვეპოვება. 

     
1904 ჩათვლით 22 ივლისი

კირილე ლორთქიფანიძეს წერილით ატყობინებს, რომ ავადაა და თუ რაიმე საჩქარო საქმე არ იქნება, ბანკში მისვლას არ აპირებს.

  წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9, სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 31; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 262, 510.

დათარიღება:

ბარათს აწერია 22 ივლისი და იგი თსს ბანკიდან ილია ჭავჭავაძის წამოსვლამდეა დაწერილი. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 220.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     
1904 27 ივლისი    
     

ხელს აწერს ალექსანდრე როინიშვილის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ფოტოატელიეს სამი წლით იჯარით გადაცემის დოკუმენტს, რომელსაც ნოტარიალურად ადასტურებს ილია წინამძღვრიშვილი.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-25.

დოკუმენტი:

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

 პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

     
1904 28 ივლისი    
     

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება რეცენზია ქრისტეფორ ვერმიშევის წიგნზე „მასალები ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ილია ჭავჭავაძის წიგნის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ პასუხად“.  

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1904, № 6755.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.  

     
1904 2 აგვისტომდე    
     

მარჯორი უორდროპი წერილით ულოცავს სახელობის დღეს.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 238-239, 489.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. 

     
1904 2 აგვისტო    
     

საგურამოდან წერილს სწერს მარჯორი უორდროპს, მადლობას უხდის სახელობის დღის მოლოცვისთვის და გამოთქვამს იმედს, რომ კვლავაც მიეცემა მარჯორისა და მისი ძმის მასპინძლობის შესაძლებლობა.  

 

წყარო:

ავტოგრაფი, ლონდონი, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის საცავი, უორდროპის ფონდი d 20-15; დ. ბარეტის ბიბლიოგრაფია; დევიდ ლენგი, ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში (თარგმანი ალ. გამყრელიძის), ჟურნ. „ცისკარი“, 1957, № 4, გვ. 146; გაზ. „კომუნისტი“, 1981, 29 მარტი, გურამ შარაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 238-239, 489.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

     
1904 22 აგვისტო    
     

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ქართლელ-კახელი“ აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ძველი და ახალი სამღვდელოება“(„ვინც კი სოფლისა თუ დაბაქალაქების...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, 22 აგვისტო, № 179, გვ. 2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 610.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 732-733.

     
1904 23 აგვისტო    
     

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ქართლელ-კახელი“ აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ძველი და ახალი სამღვდელოება“ („რა იყო აქციზი, რა იყო მარილის ბაჟი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, 23 აგვისტო, № 180, გვ. 2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 613. 

     

1904 30 სექტემბერი

   
     

მისი თაოსნობითა და მონაწილეობით ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკკლესიაში მოსახსენიებელ პანაშვიდს უხდიან განსვენებულ სტეფანე ზუბალაშვილს.  

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, 1 ოქტ., № 2627, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ზუბალაშვილი სტეფანე – (გარდ.1904)

მრეწველი, ვაჭარი და მეცენატი. 1808-ში ინდოეთში მცხოვრებ ქართველ და სომეხ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 წელს იქ გადასახლდა. 

     
1904 1 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ საპასუხოდ დაწერილი ქრისტეფორ ვერმიშევის წიგნის შესახებ „ირტიმიდის“ ხელმოწერით იბეჭდება დიმიტრი ჯაშის წერილი „გაკვრით. ნარევნაკვეს გასართობი“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 226.

პირთა ანოტაციები:

ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933)

ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად.

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს. 

     
1904 12 ნოeმბერი    
     

ლევან ჯანდიერი წერილობით აცნობებს, რომ ბანკში უნდა შეიტანოს 1000 მანეთი.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 664.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი. 

     
1904 18 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „ქართული სიბრძნე“ იბეჭდება ფრაზა ილია ჭავჭავაძის ლექსიდან „უსულდგმულო ცხოვრება“: „ნეტა ვინც კარგის საქმით / აღნიშნავს თავის დროსა! / ის აქავ ეწაფება / უკვდავების წყაროსა“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 264, გვ. 2 

     
1904 ნოემბერი    
     

წიგნის მაღაზია „ცოდნა“ გამოსცემს კრებულს „ლექსები ილია ჭავჭავაძისა“, რომეშიც შედის ორიგინალური ლექსები: „ჩემო კარგო ქვეყანავ...“, „ბაზალეთის ტბა“, „ ქართვლის დედას“, „გ. აბხ...“, „ნანა“, „პოეტი“, „კითხვა-პასუხი“, „მამულს“ („მას აქეთ, რაკი...“), „ჩემო კალამო“, „გაზაფხული“, „მესმის, მესმის...“, „იანიჩარი“, „ელეგია“, „თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“, „გუთნისდედა“, „მუშა“, „ხმა სამარიდამ“, „ბედნიერი ერი“, „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით...“, „ლოცვა“ („მამაო ჩვენო...“) და „დამაკვირდი“; თარგმანები: „ირლანდიისადმი“ და „სტიროდეთ!“; ნაწყვეტები პოემებიდან: „მეფე დიმიტრი თავდადებული“ „აჩრდილი“ („ლოცვა“, „არაგვი“, „მარად და ყველგან საქართველოვ!..“) და „დედა და შვილი“.  

 

წყარო:

ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. „ცოდნის“ გამოცემა, ტფილისი, 1904.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად 

     
1904 3 დეკემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „ქართული სიბრძნე“ იბეჭდება ფრაზა ილია ჭავჭავაძის პოემიდან „ქართვლის დედა“: „მამულის დასხნის არმდომი, / თავისა თავის მგმობია, / ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს, / ომში სიკვდილი ჰსჯობია“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 277, გვ. 3.

     
1904 3 დეკემბერი    
     

ფინანსთა სამინისტროს საგანგებო საკრედიტო კანცელარიაში გზავნის წერილობით თხოვნას, რომ თსს ბანკის საგირავნო ფურცლების ნომინალური ღირებულება გაუთანაბრონ თბილისის საკრედიტო საზოგადოებისას.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 11868

     
1904 5 დეკემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „ქართული სიბრძნე“ იბეჭდება ფრაზა ილია ჭავჭავაძის პოემიდან „ქართვლის დედა“: „თავისუფლების შოვნაი / სჯობს საშოვნელსა ყველასა“.  

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1904, № 279, გვ. 2

1904 13 დეკემბერი
ანდრეევის (ამჟამად გიორგი ჩუბინაშვილის) ქ. № 22-ში ასაშენებელი საკუთარი საცხოვრებელი სახლის პროექტს მინდობილობით აბარებს ბეჟან მჭედლიშვილს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 192, აღწ. 8 ა, საქ. 7983; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 265.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (1885-1973)

მეცნიერი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი, ცნობილი ლექსიკოგრაფის – დავით ჩუბინაშვილის შვილიშვილი.

მჭედლიშვილი ბეჟან იოსების ძე

თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შვეიცარი

1904 16-17 დეკემბერი

     

არქიტექტორი წერს დასკვნას, რომ ილია ჭავჭავაძის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი შეესაბამება თბილისის ქალაქის საბჭოს დადგენილების მოთხოვნებს და გამგეობა გასცემს მისი მშენებლობის უფლებას.

 

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 192, აღწ. 8 ა, საქ. 7983.

დოკუმენტი:

     
1904 22 დეკემბრიდან    
     

უბის წიგნაკში იწერს, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით რომელი თვის რომელ რიცხვში უხდის მზარეულ გიორგი ქორჩაშვილს გასამრჯელოს..

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57 გვ. ფ. 4.

პირთა ანოტაციები:

ქორჩიშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1 თებერვლამდე

     
1904    
     
სპირიდონ ჭელიძე გამოსცემს კრებულს „ჩანგური“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ვიხილე სატრფო“, „ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“, „როცა შევყურებ“, „ლოყით მოეპყარ“, „ს... ჩ...სას“, „გაზაფხული“; პოემები: „დედა და შვილი“ და „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და პოემა „აჩრდილის“ XIII, XIV, XV თავები.   

წყარო:

„ორი პოემა“, გამოცემა სპ. ჭელიძისა, № 9, ბათუმი, 1904.

პირთა ანოტაციები:

ჭელიძე სპირიდონ

ბუკინისტი, გამომცემელი. ჰქონდა წიგნის მაღაზია ბათუმში.

ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) იროდიონ ისაკის ძე (1873-1916)

მწერალი, „მესამე დასის“ წევრი. თანამშრომლობდა „ივერიასა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 

     
1904    
     
სპირიდონ ჭელიძე გამოსცემს კრებულს „ჩანგური“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ვიხილე სატრფო“, „ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“, „როცა შევყურებ“, „ლოყით მოეპყარ“, „ს... ჩ...სას“, „გაზაფხული“; პოემები: „დედა და შვილი“ და „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და პოემა „აჩრდილის“ XIII, XIV, XV თავები   წყარო:

„ჩანგური“, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 7, 24, 132, 339–360.

პირთა ანოტაციები:

ჭელიძე სპირიდონ

 ბუკინისტი, გამომცემელი. ჰქონდა წიგნის მაღაზია ბათუმში

     
1904    
     

 სპირიდონ ჭელიძე გამოსცემს კრებულს „სალამური“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“ და ჰაინრიხ ჰაინეს ლექსის ილასეული თარგმანი სათაურით „ლოყით მოეპყარ“

  წყარო:

„სალამური“, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათომი, 1904, გვ. 13, 22.

პირთა ანოტაციები:

ჭელიძე სპირიდონ

ბუკინისტი, გამომცემელი. ჰქონდა წიგნის მაღაზია ბათუმში.

ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856)

გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. 

     
1904  

ცალკე წიგნად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „გ. აბხ...“, „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, „ბაზალეთის ტბა“, „კითხვა -პასუხი“, „დამაკვირდი“ (I- XIV), „ელეგია“, ნაწყვეტები პოემებიდან „დედა და შვილი“ და „მეფე დიმიტრი თავდადებული.

 

წყარო:

„ლექსები ილია ჭავჭავაძისა“, მაღ. „ცოდნის“ გამოცემა, ტფილისი, 1904,

პირთა იდენტიფიკაცია:

ლექსი ილიამ მიუძღვნა იმხანად მცირეწლოვან დისწულს - გრიგოლ (გიგო) აფხაზს.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე

ილია ჭავჭავაძის უფროსი დის, ნინოს ვაჟი და წლების განმავლობაში ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად

     

1904

 სპირიდონ ჭელიძე გამოსცემს კრებულს „ქნარი“, რომელშიც შეტანილია ილია ჭავჭავაძის ლექსები და ნაწყვეტები პოემებიდან „ქართვლის დედა“ და „აჩრდილი“ (XIII, XIV, XV თავები).

 

 

 

წყარო:

„ქნარი“, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 7, 24.

პირთა ანოტაციები:

ჭელიძე სპირიდონ

ბუკინისტი, გამომცემელი. ჰქონდა წიგნის მაღაზია ბათუმში.

     

1904  

იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსები და ნაწყვეტები მოთხრობებიდან. 1904  მისი ხელმოწერით წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

 

წყარო:

იაკობ გოგებაშვილი, «ბუნების კარი, ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი უმცროსს კლასებში სახმარებელი“, ტფ. 1904

     

1904  

მას და მის მეუღლეს იაკობ გოგებაშვილი წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „მეგრული დაწყებითი სკოლის საკითხისათვის“.

 

ყარო:

К вопросу о мингрельской начальной школе, СПб., 1904.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     
 1904  

წიგნის მაღაზია „ცოდნის“ გამომცემლობა წარწერით უძღვნის აკაკი წერეთლის წიგნს „წმინდა გიორგის რაზმი“.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რარიტეტის განყოფილება, ილია ჭავჭავაძის კოლექცია, FS 5248/09.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     

1904  

კავკასიის ქართველი სცენისმოყვარენი წარმოადგენენ მის დრამას „დედა და შვილი“.

 

წყარო:

ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1987, გვ. 330

     

1904  

„საქართველოს კალენდარში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის პორტრეტი და ბიოგრაფია.

 

წყარო:

„საქართველოს კალენდარი“ 1904, გვ. 267, 565-566.

     

1904  

წიგნში „საყოველთაო კალენდარი 1905 წლისთვის“ იბეჭდება მისი ლექსი „ს... ჩ...სას“ .

 

წყარო:

საყოველთაო კალენდარი 1905 წლისა, შედგენილი კ. თავართქილაძის მიერ, ტფილისი, 1904, გვ. 150

     

1904  

ილია ჭავჭავაძის რჩევით ლევან ჯანდიერი თავის ქალიშვილ ეკატერინეს სასწავლებლად უშვებს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში.

 

წყარო:

ი. ჯავახიშვილი, პირველი ქართველი აგრონომი ქალი, „საბჭოთა აგრონომი“, თბ. 1960, 8 მარტი.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

ჯანდიერი-მაჭავარიანისა ეკატერინე ლევანის ასული

პირველი ქართველი აგრონომი ქალი. აგრონომიული განათლება მიიღო შვეიცარიაში. სწავლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მოღვაწეობდა მშობლიურ სოფელ ვაჩნაძიანში.