The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული ლიტერატურა


ქართული ლიტერატურა



ქართული ლიტერატურა

ლაისტი არტურ"

ქართული ლიტერატურა

წერილი არტურ ლეისტისა.

(Literatura Gruzinska, — Artur Leista. Ateneum, Marzee, 1884 r.)

შორეულ აღმოსავლეთის მხრით, კავკასიისა და შავს ზღვას შუა, ძველის კოლხიდის მშვენიერს ვაკეებზე სცხოვრობს პატარა ერი, რომლის წარსული ცხოვრება ბევრმა არ იცის და რომლის ეხლანდელ ცივილიზაციურ მისწრაფებათა დასავლეთი ყურადღებას არ აქცევს. ეს ერი ქრისტიანი ქართველები არიან, როგორც თვით უწოდებენ თავიანთ თავს. წარსული ცხოვრება ამ ერისა, რომლის რაოდენობა მილიონამდის ძლივს ადის, თავისის მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება დასავლეთის აზიის სხვა ტომებს ისტორიული როლი, რომელიც წილად ხვდა ქართველებს, ბაგრატოვანთა დინასტიის დროს და მათს მფლობელობის ჟამს კავკასის მთებიდამ არაქსამდის — არის ბრძოლა ისლამის გავრცელების საწინააღმდეგოდ. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში იცავდენ იგინი ამ ბუნებრივს ხიდს ევროპისა და აზიის შორის წინააღმდეგ სპარსთა, არაბთა და ოსმალთა, და ამ ხანგრძლივს ბრძოლაში მათ გამოიჩინეს უფრო მეტი სიმტკიცე და მედგრობა, ვიდრე ევროპიულ ჯკაროსნებმა პალესტინაში. მთელი პერიოდი ამ ბრძოლის წარმოადგენს ძლევა-მოსილობას ნამდვილის ქრისტიანულის რაინდობისას, რომლის უმთავრესი ხასიათი ძლიერ ჰგავს საშუალ საუკუნეთა ევროპის რაინდობის ხასიათს. ძველის საქართველოს ბრძოლის უმთავრეს მიზეზად და საბუთად იყო სარწმუნოების და მამულის დაცვა, ამიტომაც სამღვდელოება და რაინდობა იუო ორი დედა-ბოძი მათის საშუალ-საუკუნეოა საზოგადოობრივის წყობილებისა.

ამ ერს, თავისის სიმცირის გამო, არ ქონია გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე, მაგრამ თავის დანიშნულებას (მისსიას) კი ასრულებდა შეურეველად და სახელოვნად. ესევე შეიძლება ითქვას მათს გონებრივს მოღვაწეობაზე, რომელიც თუმცა ძვირფასია, ჭეშმარიტად, მაგრამ მაინც ვერ მოექცა საკაცობრიო განვითარების სალაროში და ვერც ერთს ლიტერატურის ისტორიაში ვერ დაიჭირა სათანადო შესაბამი) ადგილი. ეს არა თუ მარტო შეურაცხჟოფა არის პოეტისა და მწერლისა, არმედ საუურადღებო დანაკლისადაც უნდა ჩაითვალოს ამ ჩვენს დროში, როცა დასავლეთის შემოქმედობა და ცემულია. მე ამით ის კი არ მინდა კსთქვა, ვითომც ქართველთ მწიგნობრობა იმისთანა საუნჯეს შეიცავდევს, რომ შეეძლოს მთელი ქვეყნიერობის განცვიფრება მეთქი; მაგრამ რაც უნდა იყოს მასში მოიპოვება არა ერთი ობოლი მარგალიტი, ნამდვილად მშვენიერი და თავისებურის ღირსებით შემკობილი.

ეს ჩემი მიმოხილვა არის შემოკლებული ისტორია საქართველოს ლიტერატურისა, საქართველოს საზოგადო განვითარებასთან დაკაკშირებით და დაწუობილი კლასსიკურ დროიდგან, ვიდრე აქამომდე.

1 I

▲ზევით დაბრუნება


ქართული ლიტერატურა

I

ქართულის ენის ჩამომავლობა დღემდე გარდაწყვეტით გარკვეული არა არის, თუმცა დიდის გულმოდგინებით იკვლევდენ ამ საგანს. ამას წინად გადაცვლილი წევრი პეტერბურგის აკადემიისა ფრანცუზი ბროსე, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ქართული ენა, და რომელმაც ცხადათ გამოხატა მის განვითარების მსვლელობა, მონათესაობას პოვებს ქართულის ენისას ინდო-ევროპიულ ენებთან, მაგრამ იმისავე ფიქრით, თათ ფესვი ქართული ენისა არაფერს საერთოს არ წარმოადგენს არც ერთ ზემოხსენებულ ენასთან. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ენა ინდო-ევროპიულის შთამამავლობისა არ არის და რომ მის მნიშვნელობაზედ ჰქონდა გავლენა სპარსულს, ზენდურს და სანსკრიტულს და იქნება ეს გავლენა სომხურის ენის შუამავლობით სწარმოობდა. ამ ჟამად ქართული ენა აჭრელებულია ბევრ სხვა-და-სხვა, მისთვის უცხო სიტყვებით, რომელნიც უფრო სპარსულ და არაბულ ენებიდგან არიან შემოღებულნი. ხოლო ამ უკანასკნელს დროს მას შეუთვისეს მრავალი ევროპიული სიტყვები, იმ განზრახვით, რომ იგი თანამედროვე ენა შკაქმნას ევროპიულ ცივილიზაციისა, მაგრამ ეს გარემოება სრულიად არ აშვენებს მას. ეს ითქმის მეტადრე ტეხნიკურ სიტყვების შესახებ, მაგრამ ამას გარდა მომეტებული ნაწილი ქართველ მწერლებისა ამახინჯებენ ევროპიულ სიტყვებს, უმატებენ მათ ქართულ დაბოლოვებას და იმაზედ კი სრულიად არა ზრუნავენ, რაოდენად გაუგებარნი სდებიან ამის გამო ეს სიტყვები. ამ უცხო სიტყვების შემოღებისა და ენის გარუვნის, წინააღმდეგ ზოგიერთნი მწერალნი იბრძვიან ბ. ყიფიანის (?) მოთავეობით და ცდილობენ ამ გვარი სიტყვების მაგიერ იხმარებოდეს თავიანთ დედა-ენის სიტყვები.

წერის შემოღებას ქართველნი მიაწერენ მეფე ფარნაოზს, მათ სამეფოს დამაარსებელს და ალექსანდრე დიდის (მაკედო-ნელის) თანამედროვეს. ქართული წერა ზენდურის ჩამომავლობისა არის და სამღვდელობამ, რათა აღეხოცა კვალი კერპთთაყვანის-მცემლობისა, მე-4 საუკუნეში ლურსმურებრივის წერა ანუ ხაზებრივი სული წერისა, რგვალ ხელად შესცვალა.* ასოთა მოყვანილობა აძნელებს კითხვას და მით უფრო, რომ მრავალი ასოებია, რიცხვით 38. მაგრამ ამ ასოების სიმრავლისა გამო მართლ-წერა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგანაც, თუ კარგად იცით ასოების გამოთქმა, ძალიან ადვილად და შეუცდომლად შეიძლებთ ქართულად წერას. პირველი სიძნელე ასოების შესწავლისა ამ სიმარტივის გამო. დიდ დაბრკოლებად არ უნდა ჩაითვალოს. ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთ სალიტერატურო ნაწარმოებს ქრისტიანების უწინარეს დროიდამ. საქრისტიანო საქართველოს მწერლობის უძველეს სახსოვარს წარმოადგენს დაბადების თარგმანი და რამდენიმე სასულიერო თხზულებანი. როგორც ყველგან, ისე საქართველოშიაც მწერლობა და მეცნიერება პირველ ხანებში სასულიერო წოდების ხელში იყო, რომელსაც უმთავრეს საგნად მიაჩნდა ქრისტიანობის დამკვიდრება. ამისათვის იგი სცდილობდა საუკეთესო სასულიერო თხზულებათა თარგმნას, მეტადრე ბერძნული ენიდამ. ბიზანტიელნი ბერძნები პირველნი მასწავლებელნი იყვნენ ქართველებისა და მეთერთმეტე საუკუნემდე უმაღლესი თანამდებობანი სასულიერო წოდებისა ბერძნებს ეჭირათ. ბიზანტიის გავლენა იმ დროს სრულიად საქართველოს კულტურაზე ვრცელდებოდა, ისე რომ ქართველთ განათლებას საფუძვლად ბერძული კულტურა ჰქონდა. ეს ვითარება გაგრძელ და ბაგრატიდების მძლავრ და სახელოვან მეფობამდე და აღმოსავლეთის იმპერიის დარღევამდე. უმაღლესის ცივილიზაციით მოხიბლული ხალხი ადვილად ვერ აიცილებს თავიდა მის გავლენას და ამისათვის გხედავთ, რომ ქართველნი დიდ ხანს მისდევენ კიდევ თავიანთ პირველ მასწავლებლებს. და თვით იმ დროსაც, როცა აღმოსავლეთის იმპერია დაემხო, ქართველთ ახალგაზდობა ათინაში და სხვა საბერძნეთის ქალაქებში სწავლობდა.

* აქ ცხადი შეცდომაა. დამტკიცებულია, რომ ქრისტიანობის შემოღების დროს და შემდეგაც ყველა ხელ-ნაწერები სამღრთო წერილისა, ძველი ზედ-წარწერანი ეკკლესიებზე და ფულზე ხუცურია, რომელიც ხაზებრივ ხელს წარმოადგენს წერისას.

რედ.

მეთერთმეტე საუკუნეში პირველად ჩნდება საქართველოში საერო ლიტერატურული ნაწარმოებნი, და მეტადრე ბერძნულ და რომაელ კლასიკუბის თარგმანნი, რომელნიც საფუძვლად დაედო ქართულ ლიტერატურის განვითარებას და რომელთაც განაღვიძეს შემოქმედობითი მოღვაწეობა სალიტერატურო ასპარეზზე. უაღრესს აღუვავებას ქართულ ლიტერატურამ მეთორმეტე საუკუნეში მიაღწია, სწორედ ამ ერის მომეტებულის ძლიერების დროს, როცა მისი ცხოვრება მღელვარებით იყო სავსე. რაინდული ზნენი იმ დროს უკვე სუსტდება, მაგრამ ქართველების მიერ გადახდილი ომები მუდამ მათდა საბედნიეროდ თავდებოდენ და მათი ძლიერება მეზობელთა შემზარავი იჟო ეს უნდა მიეწერებოდეს ან მათის კულტურულს უმაღლესად განვითარებას, ან და საზოგადოობრივს ორგანიზაციას, წეს- წუობილობას, რომელსაც უნდა შესძლებოდა მთის სამხედრო-მოღვაწეობის გაადვილება. ხოლო ამავე დროსვე სჩანან გარეშე ძლიერების დაცემის ნიშნები და ქართველებმა უურადღება მიაქციეს შინაური ყოფა-ცხოვრების მოწყობას, რომელიც თვისის ოჯახობრივის კერათი უფრო სასარგებლო იყო რაინდებისათვის, ვიდრე ძველად ასატან გალაშქრებანი. ზნენი უფრო ლმობიერნი შეიქმნენ და ურთიერთობრივს განწყობილებაშიაც გამოსჭვირდა ერთგვარი საქციელი, რომელიც თავს იჩენდა განსაკუთრებით იმითი, რომ მშვენიერს სქესს პატივის ცემას უმატებდა. ეს იყო უხვი, მხიარული ცხოვრება და მას, რომელსაც კარგად იფერებდენ, მაგრამ ამასთანავე არ აკლდათ გემო არც მშვენიერებისა და არც ესტეტიკისა. ვგონებთ წარსულში არც ერთხელ არ მიუღწევია საქართველოს იმ წარმატებამდე, რა წარმატებამდინაც მან მიაღწია თამარ მეფობის დროს მეთორმეტე საუკუნეში. ამ თამარ მეფეს აქებენ და ადიდებენ ყველა ის ხალხნი კავკასიისა, რომლებზედაც კი მისი ხელმწიფება და მეფობა გავრცელდებოდა. მისი ლმობიერობითა და სინაზით სავსე გავლენა ცხოვრების ყველა მხარეს დაეტყო. გარეთ კეთილად წარმოებული ომები, შინ საკეთილოდ მომართული წეს-წყობილობა და დიდი ხარკი, რომელსაც მტრისაგან იღებდენ, რასაკვირველია ქვეყნის კეთილ-დღეობას ცოტას არ ეხმარებოდნენ და ყოველსავე ამასთან ერთად კულტურაც წარმატებაში შედიოდა. არას დროს საქართველოს იმდენი შენობანი არ აუგია, როგორც მაშინ; ამას მოწმობენ მრავლად დაშთენილი მაშინდელი ეკლესიები, მონასტრები და ციხეები. ყველა ეს თვალით დასანახავი სახსოვარნი განსაკუთრებულის ხასიათით განსხვავდებიან, და თუმცა ის განვითარება სტილისა არ ეტყობთ, როგორ განვითარებასაც მაგ. ბერძნულ-ვიზანტიური არხიტეკტურამ მიაღწია, მაგრამ მაინც თავიანთი საკუთარი გემოვნება აჩნევია, გემოვნება ყოველთვის თვალისათვის სასიამოვნო, ქართველთ სტილი ყოველთვის მარტივია, თუმცა წარმოდგენის ნიჭი ქართველთა მდიდარია და მათი გარემო ბუნებაც დაუსრულებლად მრავალ-ფერია. ამ მხრივ იგინი მტკიცედ იცავდენ სიმარტივეს და შესაბამ ჰარმონიას განზომილებათა შორის. ეს გარემოება ვგონებთ საბუთად მისაღებია იმის შესახებ, რომ მათ მშვენიერი გემოვნება ჰქონიათ. კეთილ-დღეობასთან ერთად სიმდიდრეც დაიბადა, გაჩნდა ცხოვრება, სიამოვნებითა და ფუფუნებით აღსავსე. ამ გვარი მინაზებული ცხოვრება ფესვ-მოკიდებული იყო. მომხიბლველის და უმშვენიერესის თამარის სასახლეში. აქ დიდის ხნობითვე სუფევდა სიმდიდრე და გატაცებული ქეიფი, რომელსაც მხოლოდ იშვიათად შესწევეტდა აბჯრისა და საჭურველის ჟღრიალი და მერე ამის შემდეგ ისევ და ისევ იწყობოდა ცოტას-ხნობით შეწყვეტილი ქეიფისა და ნადიმობის რიგ-რიგა ბრძოლის ველზე გამარჯვებით კმაყოფილ რაინდთა წოდებისა. ყოველი დაბრუნება გამარჯვების შემდეგ ნამდვილი დღესასწაული იყო, რომლის განმავლობაში ნელ-ნელა შემოდიოდენ გამარჯვებულნი და მათი ცხენები მოდიოდენ ქუჩაში დაგებულ ხალიჩებზე; ამ უკანასკნელთ მაშინ დიდი ფასი არა ქონდათ, რადგან განუწყვეტლი; მოდიოდა სამამადიანო აღმოსავლეთის ქვეყნებიდამ. მაშინ იყო. დიდებული დრო და იმ დროინდელ თბილისთან შედარებით ახლანდელი მიურუებული და ვაჭრული თბილისი სულ სხვა ნაირს სურათს წარმოადგენს. იმ დროს თბილისისაკენ მოესწრაფოდენ ათასობით და ორი ათასობით სახელოვანი რაინდები ფუფუნებისა და სიამოვნების წუურვილის მოსაკლავად. გრძლად გაბმული ქარავნები მიდი-მოდიოდნენ თფილისის ქუჩებზედ და დაატარებდენ ზღაპრულ განძეულობას; თუმცა თვით ეს ქვეყანაც უხვად იძლეოდა ყოველ საშუალებას სიცოცხლის ტკბილად გატარებისათვის. დასძინეთ ამას სამხრეთის საქართველოს მოწმენდილი ცა, საუცხოვო ბუნება, რომელიც ყოველივე ქვეყნიურის დიდებით შემკულია, ღვინო სულის აღმანთობელი და აღმატეანებელი, ურიცხვი კეკლუცი და ტურფა ქალები, სიმხიარულის და მახვილ-სიტყვიერების მოუვარე ვაჟკაცები, წარმოიდგინეთ ყოველივე ესე და თქვენ შეგეძლებათ დაახლოვებით თვალ-წინ გამოიხატოთ იმ ცხოვრების ნამდვილი სურათი, რომელსაც მაშინდელი საქართველო წარმოადგენდა და მერე იმ დროს, რომელიც გონებრივ განვითარების სანეტარო დროდ ირიცხება საქართველოს ისტორიაში.

ამ გვარს ნიადაგზედ, აღმოცენებული პოეზია სხვას რას შეიძლებდა ნამდვილი ცხოვრების სურათების გამოხატვის მეტს, იმ ცხოვრებისას, რომელიც ყოველივე სიამოვნებით და კმაყოფილებით აღსავსე იყო და ამისათვის მომავალზე ფიქრით, შთამომავლობის ბედზედ ზრუნვით თავს არ იწუხებდენ მაშინდელი ქართველები.

ამ ნაირად უეჭველია, რომ მეთორმეტე საუკუნის ქართულს გონებრივს ნაწარმოებთა შორის ცხადად იხატება თანამედროე საზოგადოების ცხოვრება და გრძნობა.მისწრაფებანი. საზოგადოთ იმ დროინდელი ქართველების სულიერი მდგომარეობა გამოითქვა ლირიკულს პოეზიაში. და ან კი როგორ არ გამოეთქვათ თავის მხიარულება და მწუხარება იმ ქვეყანაში, სადაც ყოველივე პოეზიისაკენ მიგიტაცებს, სადაც ყოველ ფეხის გადადგმაზედ ხვდებით საუცხოვო ბუნებას, სადაც მოწმენ– დილ ცის კაშკაში და ნელი ავა თვით უბირს კაცსაც პოეტად შეჰქმნის.

აი ამისათვის ლირიკული პოეზია განსაკუთრებით ჰყვაოდა იმ დროინდელ საქართველოში და ცხოვლადაც იყო გამოთქმული. ეს პოეზია ბულბულივით დაჰყეფდა და დაჰკვნესოდა ყოველ მიდამოს.

გრძნობათა გამომხატველ თხზულებათაგან მარტო ნაწიიღა გადაეცა მომავალ შთამამავლობას; ამ ნაირი ბედი არ შეხვდათ მხოლოდ ეპიკურს თხზულებათა, რომელნიც ძვირფას ხელ-ნაწერებად იყვნენ და დიდ განძად ირიცხებოდენ, ვიდრე სტამბის საშუალებით ძლიერ არ გავრცელდენ და ქვეყნისა და საზოგადოების საკუთრებად არ გადაიქცნენ.

ამ გვარი თხზულებათაგან განსაკუთრებით შესანიშნავია «ვეფხვის ტჟაოსანი» ანუ «ვეფხვის ტყავით შემოსილი კაცი». ამ თხზულებაში მოქმედება გადატანილია არაბეთში და ვრცლად მოთხრობილი ამბავი სატავს მაშინდელ ქართველების დიდებულ ცხოვრებას...

შინაარსი ამ ეპოპეიას შემდეგია: დიდებული არაბეთის მეფე როსტევან სამეფო ტახტს ულოცავს თავის ასულს თინათინს, რომელიც, პოეტის სიტყვით, როგორც აღმოსავლეთის მზე, ისე ბრწყინავს თავის სილამაზით. ლხინისა და დარბაზობის დროს მეფე უცებ მოიწყენს და როცა ეკითხებიან დაღრეჯილობის მიზეზს, პასუხად ამბობს: მე ის მაწუხებს, რომ ჩემს რაინდობას სამამაცო ზნე დაეკარგაო, მათ შორის ერთი არ არის, რომ მე შემედაროს, ან გულადობით, ან მხნეობითაო. ამ დროს ერთი მისი დაახლოვებულთაგანი, ავთან დილით სთხოვს, რომ ნება დართოს მას მისი სიტყვების უსაფუძვლობა დაამტკიცოს. მეფე ნებას აძლევს და მართავს ამ აზრით ნადირობას. ნადირობის დროს შესვდებიან მტირალს ახალ-გაზდა კაცს. მეფეს უნდა შეიტუოს მისი მწუხარების მიზეზი, გზავნის კაცებს, მაგრამ ახალ-გაზდა უცებ გაქრება თავის მერანის შემწეობით. ეს შემთხვევა უფრო უმატებს მწუხარებას მეფეს და ვეღარაივერი ვერ ამხიარულებს. მაშინ მეფის ასული თავის მამის მწუხარების ასაცილებლად გზავნის ავთანდილს შორ ქვეყნებში იდუმალის ახალგაზდა კაცის მოსაძებნად და ამ შრომისა და გაჭირებისათვის ჯილდოთ ჰპირდება, რომ ჩემს გულსა და სულს შენ მოგცემო. ავთანდილი ხალისით ასრულებს ბატონის ასულის სურვილს, რამდენსამე წულიწადს მოგზაურობს აღმოსავლეთის სხვა-და-სხვა ქვეყნებში და ბოლოს მოსძებნის იმ ახალ-გაზდას და შეიტყობს მის თავ-გადასავალს. გაცხარებულის ქორწილით თავდება ეს გაჭიანურებული, მაგრამ ალაგ-ალაგ საუცხოვო ოდისია. ეს მხოლოდ მოკლედ ნათქვამი შინაარსია პოემისა, რომელიც მშვენიერს ეპიზოდებს შეიცავს მოთხრობის მთავარის აზრის შესამკობელად.

ჩვენთვის ძნელია ნამდვილი ფასი დავდოთ ამ ქართულის პოეზიის მარგალიტს, რადგანაც ყოვლის უწინარეს, შინაარსი პოემისა მეტის-მეტად უბრალო გეჩვენება, ხოლო დაწვრილებანი ჩვენთვის მეტად დაფერილია აღმოსავლეთის ფანტაზიის ასრულებულის სურათებით. მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პოემა დაწერილია მეთორმეტე საუკ. და დამწერი იქაურივეა. ხოლო იქ გაზვიადება ის თვალებში არ ეჩხირება კაცს, როგორც ჩვენში. ყველა ამ ნაკლულევანებათა გარეშე, პოემა ვეფხვის ტყაოსანი სავსეა აღურიცხველის მშვენიერის ადგილებით და სწორედ რომ მართლა სულის წარმტაცველის სურათებით ხატავს ისეთს ცხოვრებას, რომელიც გაცხარებულად და მღელვარებით მიმდინარეობს, მაგრამ ისეთი პატრიარხალური ხასიათი კი აქვს, რომ უკვე გამქრალის ქვეყნის ცხოვრებასა ჰგავს. აღწერანი სასახლეში შეკრებილებათა, ნადირობისა, აგრეთვე მოქალაქეთა და რაინდთა ზნე-ჩვეულებათა, უცხო პეიზაჟებისა და სცენები შეყვარებულთა ცხოვრებიდგან მომხიბლავია და დიდათ პოეტური. მარტიკი სინამდვილე ხშირად დათრგუნვილია პოეტურის სურათებრივის მხატვრობით, მაგრამ სამაგიეროდ ამ გვარადვე ხშირად, აწერილია ხოლმე ისე თვალ-საჩინოდ და ნიშანდობლივ, ისე თავისუფლად, რომ მკითხველი ძალა უნებურად სთვლის პოეტს ნამდვილ სულით ამაღლებულად. სჩანს, რომ პოეტი სიყვარუღით ყოფილა ამაღლებული, როცა შეუქნია თავისი პოამა და ის განსაცვიფრებელი მხატვრობა, რომლითაც ხატავს იგი მშვენიკრის თინათინის სახეს და აგრეთვე ავთანდილის სიყვარულის გატაცებას, ეჭვს აღარა ბადვენ იმ გადმოცემის სიმართლეში, რომელიც ამბობს, რომ პოეტს საიდუმლოდ უუკარდა მეფე თამარიო. თინათინის მთავარ როლში გამოხატა იგი და თავად მისი მაღმერთებელის როლი იტვირთა, რასაკვირველიაო.

«ვეფხის-ტყაოსნის» დამწერი არის შოთა რუსთველი, რომლის ცხოვრებაზედ არავითარი დაწვრილებული ცნობები არ არსებობს. ვიცით მხოლოდ რომ მან მიიღო განათლება ათინაში და იქიდამ რომ დაბრუნდა, დანიშნულ იქმნა თამარ მეფის საჭურჭლედ უხუცესად (ხაზინადრად). ბოლოს წავიდა იერუსალიმს და იქვე გადაიცვალა.

რუსთველის შემდეგ ქართველთ მუზა ისე აღარ ამაღლებულა და იმ დროის სხვა პოეტები ბევრით მასზედ დაბლა დგანან, თუმცა მათ თხზულებებშიაც, როგორც გვარწმუნებენ ძველი ქართულის მცოდნენი, არა ერთი და ორი მშვენიერი ადგილი შეგვხვდებათ. ამ გვარ მცოდნეთა რიცხვი ეხლა ძალიან მცირეა და მხოლოდ ამ უკანასკნელს დროს მხნედ მოგიდეს მათ ხელი ამ გვარის მწერლების თხზულებათა გავრცელების საქმეს. ამ მწერლებს კლასიკურ მწერლებადა სთვლიან. და მათ თხზულებათა გავრცელებას შეუძლიან დიდი სამსახური გაუწიოს აწინდელ ისე ძლიერ გაფუჭებულ და გარყვნილ ქართულ ენას. კლასიკების ბეჭდვას შესდგომია ზაქარია ჭიჭინაძე(?) და პირველი წიგნი ამ ბიბლიოთეკისა რამდენიმე კვირის წინად კიდეც გამოვიდა. ეს წიგნი შეიცავს ჩახრუხაძის პოემას: «თამარ მეფე და მისი მეუღლე დავით».

მეთორმეტე საუკუნის ეპიკურ თხზულებათა შორის „ვეფხვის ტყაოსნის” შემდეგ უფრო შესანიშნავნი არიან: „ბარამიანი”, „როსტომიანი“, „ვისრამიანი“ სარგის თმოგველისა და „დილარიანი“ მოსე ხონელისა. არა უფრო შინაარსის ღირსებით, არამედ უფრო გარეგანი ფორმის სიმშვენიერით განირჩევა პოემა «თამარიანი», რომელშიაც თამარ მეფეა ნაქები. ამ თამარ მეფის სახელი არამც თუ ქართველებში, არამედ კავკასიის ყველა ხალხში რაღაც სულის წარმტაცველი მომხიბლავის ძალით არის გარემოცული, ხოლო თვით მეფე წარმოდგენილი ჰყავთ, როგორც ყოველ სახიერებისა და ქალურ სიმშვენიერეთა განმხორციელებელი. მოწიწება, რომლითაც იმის სახელს იხსენიებენ, თითქო რელიგიურ მნიშვნელობას აძლევს მას, და რამდენადაც ვიცი, არც ერთი ხალხი არ ყოფილა ისტორიაში, რომელსაც ისე გაეღმერთებინა ქალი, როგორც იქ თამარს აღმერთებენ. ამ გვარად კერპის შექმნა იმითი არ აიხსნება, რომ გარდმოცემამ იმოქმედა, ან წარსულის ცხოვრებით გატაცებამ და სურვილმა, ასე მაღლა დაეყვანათ იგი; არა, თვით თანამედროვენი თამარისა სიტყვებს ვერა პოულობენ რომ შესაფერად შეაქონ და ორისა და სამის დიდის პოემის გარდა, მისდა საქებრად დაწერილებისა, მრავალ წვრილ ლექსებში იგივე გრძნობა და აზრები იხატებოდა. ჩვენის ფიქრით ეს იმიტომ მოხდა, რომ თამარს პატივს როგორც ხალხის მოკეთეს და გამაბედნიერებელს, რადგან მმართველობა მისი კაცთ-მოყვარული იყო, ხოლო მოღვაწეობა — თვით სიმართლე და სახიერება.

პოეზიასთან ერთად პროზასაც მისდევდენ მაშინ საქართველოში, მაგრამ პროზას ეტყობოდა ბერძენთ გავლენის ბეჭედი; მაშინ როდესაც პოეზიაში უფრო სპარსთა და არაბთა გავლენას უფრო გრძნობს კაცი. უფრო შესანიშნავნი პროზის მწერალნი იმ დროს იყვნენ: ეფრემ მცირე, იყალთოელი, ივანე ტაიჭი (?), შავთელი და პეტრიწი. შავთელმა დასწერა ისტორია აბდულ მესიასი (?) და, როგორც მოწმობენ შემდგომნი მწერალნი, დიდათ ძვირფასი წიგნიც ყოფილა, მაგრამ სხვა იმ დროის წიგნებთან დაკარგულა, რადგანაც მაჰმადიანნი მტარვალნი თავიანთ შემოსვლის დროს ბარბაროსებრივი სიშმაგით სწვამდენ და ანადგურებდენ დიდროვან წიგნთ-საცავებს მონასტრებსა და ციხე-დარბაზებში. აღნიშნული პროზის მწერალთა შორის უფრო გამოჩენილია ივანე პეტრიწი, წოდებული ფილოსოფოსად, რომელმაც თავი ისახელა არა მარტო იმითი, რომ პლატონის და არისტოტელის თხზულებანი გადმოსთარგმნა, არამედ ორიგინალური ნაწერებითაც. ანტონ ქათალიკოზი, რომელიც სცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ამბობს პეტრიწიზე, რომ ამან არამც თუ მარტო ნივთნი, მათი მიზეზი და ურთი-ერთ შორის დამოკიდებულებაც იცისო, რისთვისაც ის ნამდვილი ფილოსოფოსიაო.

ამ გვარის გონებრივის განვითარების შემდეგ საქართველოს დაუდგა დრო დაცემისა. თამარის ქალის მეფე რუსუდანის გამეფებამდის ოსმალები დაეცნენ საქართველოს. ბევრს ცდილობდნენ ამ დროს ქართველები დაეცვათ სამშობლო. მტრის აოხრებისაგან, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, ეს ვეღარ მოახერხეს. საქართელოს გონებრივი აღორძინება ამ დროს შეაფერხა არა მარტო გარეშე მტრის შემოსევამ, შინაური არეულდარეულობაც ხელს უწუობდა გარეშე მტერს, რათა მას შეეჩერებინა საქართველოს განვითარება. შინაური უთანხმოება მეფის სახლიდგან დაიწყო, რომელიც რამდენსამე მოწინააღმდეგე დასათ იქმნა გაყოფილი ურთიერთ შორის უთანხმოების გამო. ამ გარემოებამ დაუო, გააცალკევა საზოგადოებაც, მოსპო კავშირი რაინდობისა სხვა საზოგადოებასთან. ამ გვარად სულ სხვა მიმართულება მიიღო სახელმიფო. წუობილებამ. ცხოვრებაში აღარ გაჩნდა სსვა-და-სხვა ახალი ულემენტები, რის გამოც ისე გაიხრწნა სახელმწიფო. წუობილება, რომ აღარ მხრით არ შეძლებოდა აღდგენა რაინდთა და მიწად-მომქმედთა საზოგადოებისა. ამ ელემენტს, როგორც ცნობილია, მუდამ ბურჟუაზია შეადგენდა. ეს წოდება, რომელიც საქართველოში საშუალო საუკუნოების დროს საკმაოდ ძლიერი იყო, დაეცა აგრეთვე, და მხოლოდ ამ საუკუნეში კვლავ ძლიერდება.

საქართველოს დაცემის დროს, რომელიც გაგრძელდა რამდენსამე საუკუნეს, სრულიად მისუსტდა ლიტერატურული წარმოება; მხოლოდ დრო-გამოშვებით გაჩნდებოდნენ ხოლმე საღვთის-მეტყველო თხზულებანი, რომელნიც მხოლოდ სუსტს სხივს შეადგენდნენ უწინდელის სამღვდელოების სწავლულობისას. პირველის ტიპოგრაფიის გამართვამ 1712 წ. კვალად განაღვიძა საქართველოს გონებრივი ცხოვრება. მეფე ვახტანგ მეექვსემ, რომელიც თვით მწერალი იყო, ხელი მიყო მრავლად საერო და სასულიერო წიგნების ბეჭდვას ვახტანგზე ცოტა ადრე მცხოვრებმა სულხან ორბელიანმა გაამდიდრა მწერლობა თავის ქვეენისა რამდენიმე თხზულებით, რომელთა შორის ერთს უეჭველი ღირსება აქვს. ეს თხზულება არის ლექსთა-კონა, ანუ ქართული ლექსიკონი, რომელიც შეიცავს ოც-და-ხუთი ათას (25,000) სიტყვას, შეკრებილს მის მიერ ოციდა-ათის წლის განმავლობაში წინანდელ მწერალთა თსზულებათაგან. სულხან ორბელიანის ცხოვრება მრავალ შემთხვევებით არის სავსე; მან ბევრი იმოგზაურა ევროპაში, მიიღო ფრანგული სარწმუნოება, მაგრამ ბოლოს დროს უარ-ყო იგი. ლექსიკონის გარდა დასწერა მოგზაურობა ევროპაში და «იგავთა კრება», რომელშიაც დიდის იუმორით ხატავს თავის მემამულეთა ნაკლულევანებას. ქათალიკოსი ანტონი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნ. ცხოვრობდა და რომელსაც ორბელიანი სჯულის გამოცვლისათვის არ უყვარდა (?), ამბობს იმაზე, რომ ყოველივე მის მიერ დაწერილი ძალიან კარგიაო. განცხოველება ლიტერატურისა, რომელიც გამოიწვია პირველმა ტიპოგრაფიის დაარსებამ, დათრგუნვილ იქმნა სპარსელების შემოსევით საქართგულოში, რომელთაც მოაოხრეს ტიპოგრაფია და მრავლად დაბეჭდილი წიგნები დასწვეს. ესევე ბედი ხვდა წილად მეორე ტიპოგრაფიასაც, რომელიც ერეკლე მეორისაგან იყო დაარსებული სპარსელთა უკანასკნელ შემოსევის დროს.

ამ გვარად მეთექვსმეტე საუკუნემ გაიარა მუდმივ ზრუნვასა და წუხილში ხვალისათვის. მუსულმანთა მუდმივ თავ-დასხმით და თავადთა შინაურ არეულ-დარეულობათა გამო დატანჯულმა სალხმა ყველაფერზე ზრუნვა დაუტოვა. თვით სიცოცხლე კერძო კაცისაც კი აღარაფრად არ ფასდებოდა. ამ გვარმა მუდმივმა გაჭირვებამ გააბეჩავა ხალხი და სრულიად მოუკლა მხნეობა თავისი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესობის საცდელად, თუმც კი დასავლეთთან გახშირებულს ურთიერთობას ხელი უნდა მოემართნა ამისათვის. ცოტაოდენი განათლება შემოიტანეს ამ დროს საქართველოში ფრანგების (კათოლიკების) მისიონერებმა, მომეტებულად იტალიისამ. მაგრამ გაკერპებული მათი პროზელიტიზმი უშლიდა მათ მიერ ცოდნათა გავრცელებას, და გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებლებში უფრო უგულობა, ვინემ სარგებლობა მათგან გამართულმა სკოლებმა. მისიონერების მიერ გამოწვეულ გაუგებრობათა გამო სასულიერო წოდებაში, მეფე თეიმურაზი იძულებული იყო მოეშორებინა ქვეენისათვის იგინი და ცოდნათა გასავრცელებლად ხალხში დააარსა სასულიერო სემინარია თელავში და რავდენიმე საერო სასწავლებელი.

უკანასკნელ გამოჩინებულ მეთვრამეტე საუკ. მწერალთა შორის იყვნენ ვახუშტი, ვახტანგ მეექვსეს შვილი, და ქათალიკოსი ანტონი, იმავე მეფის ძმა. ლიტერატურული მოღვაწეობა პირველისა იყო ფრიად ვრცელი და მოწმობს, რომ იგი დიდად განათლებული ყოფილა. სხვათა შორის მან დასწერა ვრცელი საქართველოს ისტორია, რომელიც შეიცავს გეოგრაფიას საქართველოისა, გეოგრაფიულს ლექსიკონს. ეს უკანასსკნელი საფუძველი შეიქმნა სხვათა ამ გვართა შრომათათვის.

ანტონ კათალიკოსის თხზულებანი აგრეთვე მრავალნი სხვა-და-სხვა გვარნი არიან. რავდენთამე საღვთის-მეტყველო თხზულებათა გარდა, მან დასწერა საქართველოს ისტორია, წყობილ-სიტყვაობა საქართველოს მეფეთა, წმინდანთა და მწერალთა საქებრად, და ქართულის ენის გრამმატიკა, რომელიც პირველი თხზულება იყო სხვა ამ გვარ თხზულებათა შორის, და ამისათვის, რასაკვირველია, სასურველად ვერ არის დაწერილი. მან გადასთარგმნა ნემეცურის ენიდამ საზოგადო ფილოსოფია ბაუმეისტერისა, ფიზიკა კოლფისა, რიტორიკა მხითარისა და სხვ. მისი თხზულებანი არიან დაწერილნი მედიდურის ენითა, რომელშიაც ადგილ ადგილ გამოსჭვირს ძველებური გულ-უბრუყილობა. იგი ორ-გვარ წერის წესს ადგია: ერთია მარტივი, ხოლო მეორე მძივებრ-წყობილი და კეთილ-ხმოვანი. პირევული კილო წერისა უნდა იხმაროს ყველამ, ვინც მიმართავს ხალხს, ხოლო მეორე პოეტებმა, რადგან მისი ენა უნდა იყოს ისევე აღმატებული, როგორც აღმატებულია თვით ის საგანი, რომელზედაც იგი სწერავს. მისს რჩევას მიყვნენ ბევრნი და ეხლაც კი მრავალნი ქართველნი მწერალნი მისდევენ იმ მედიდურს კილოს წერისას, თუმც კი ამ მხრით იგინი უფრო გაზვიადების ჟინით არიან გატაცებულნი, ვიდრე ქათალიკოსის რჩევით.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს თავდება საქართველოს დამოუკიდებლობის ხანა, რადგან ქვეყანა გადადის რუსეთის მფლობელობაში, რომელმაც შეაყენა სპარსელებისა და ოსმალების შემოსევა, რომელიც ანიჭებს მას მშვიდობას და აძლევს საქართველოს შეძლებას ევროპასთან ადვილის ურთი-ერთობისათვის.

2 II

▲ზევით დაბრუნება


II

მეცხრამეტე საუკუნიდამ იწყება მათთვის ახალი ხანა, მაგრამ ცივილიზაციური მოძრაობა ნელ-ნელა იდგამს ფეხს და მხოლოდ ამ საუკუნის მეორე ნახევრიდამ ეძლევა ჯეროვანი მსვლელობა. ევროპიული ცხოვრება მათთვის ისეთი ახალი და უცნობი რამ იყო, რომ გაკვირვებით და გულგრილად შესცქეროდნენ მას, და მხოლოდ რამდენმამე მათგანმა შეიგნო ცივილიზაციის ძალა და მნიშვნელობა. მომეტებული ნაწილი ქართველებისა და უმეცრებაში იყო ჩავარდნილი და მათ ცხოვრებას მძიმე ტვირთად აწვა ზანტი აღმოსავლეთი, რომელსაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ისეთი ზედ-მოქმედება ჰქონდა მასზე, რომ მხოლოდ სარწმუნოებით-ღა თუ განირჩეოდნენ მათ გარშემო მცხოვრებ მუსულმანთაგან, ზნითა და ჩვეულებით კი სრულიად მათ წააგავდნენ ეს ჩვეულებანი მაღალ ზნეობრივ მნიშვნელობას და შინაარსს მოკლებულნი იყვნენ, მომეტებულ ნაწილად წარმოადგენდნენ უაზრო ცერემონიებს და მათი ყოველივე ძალა იხატებოდა გარეგნობაში. იგივე ჩვეულებანი სქელ ქერქსავით შემორტყმოდა ქართველთ ცხოვრებას და წინ ეღობებოდა ყოველსავე თავისუფალ მისწრაფებასა; მით უმეტეს პროგრეს გადაეღობებოდა წინ. ამისათვის გასაკვირველი არ უნდა იყოს, რომ მრავალმა წელმა განვლო იქამდე, ვიდრე ცივილიზაციამ არ შემუსრა ეს ქერქი და საზოგადოების იმ წრეებში, რომელნიც დაახლოვებულნი იყვნენ რუსეთთან, განაღვიძა ცვლილებათა სურვილი. ამ ჟამად საქართველოს სწორედ ისე მოუვიდა, როგორც მოსდის ხოლმე იმ ქვეყნებს, რომელნიც ძალა-უნებურად გაუტაცნია განათლებისა და აღორძინების გზაზე სიარულს: განცხოველდა ცხოვრება, დაიბადა სხვა-და-სხვა ახალი საჭიროებანი და ყოველივე ფიქრი და გონება ევროპიელმა ცივილიცაზიამ წაიტუუა და გაიტაცა. ეს განცხოველება ისეთის სისწრაფით მოქმედებს, რომ დაფიქრებისათვის დრო არავის რჩება და ახალ შემოღებულ წესთა კრიტიკულად განსახილველად ხომ სულ ვეღარ იცლიან. ეს ერთის მხრით ცივილიზაციურ კომედიასა გავს და ამ კომედიით თვალებ-ახვეული ერი ვიდრე ცივილიზაციის ნამდვილ შინაარს შეიგნებდეს, შეიძლება ზნეობრივად და მატერიალურად გაკოტრდეს. სამწუხაროდ, გატაცება გარეგნობით და ახალ-ცხოვრების მიერ სარგებლობით დიდხანს ყოფილა ბევრჯერ მთავარი მიზეზი ჯერ ისევ ნორჩის პროგრესის შეფერხებისა. ქუთაისსა დ თბილისში გაიმართა ნადიმი ნადიმზე, ბალი-ბალზე და დარდიმანდული ცხოვრება რამდენსამე ათს წელიწადს გაგრძელდა, ვიდრე საშუალების შესუსტებამ არ შეამცირა მოქეიფეთა რიცხვი. მაგრამ, ღვთის წინაშე, უნდა ვსთქვათ, რომ მაშინაც იყვნენ პირნი, რომელთაც ესმოდათ რომ უპირველესად ყოვლისა საჭიროა განათლება, გონებრივის გამოფხიზლებისათვის. საუბედუროთ მათმა ცდამ ამაოდ ჩაიარა. მაინც ამ გვარ გარემოებათა შორის ყველა საქმე პირველად ძნელი გასაკეთებელი იქნებოდა, რადგანაც არ იცოდნენ, როგორ ან საიდგან დაეწყოთ იგი. უნდა კი ვსთქვათ, რომ დროს განმავლობაში საქმის დასაწყისი თავისთავად გამოიჩენს თავს. სკოლების გამართვაზედ სად იფიქრებდნენ, რომ მასწავლებელნი არა ყავდათ, ხოლო ასეთი შეფერხება ამ საქმისა ამ გვარ ვითარების დროს, სასარგებლოც არის ხოლმე. ამ გვარად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ საქართველოც ამ მხრივ ბუნებრივს მსვლელობას მიყვა, იმიტომ რომ, ქეიფობისაგან თავბრუდასხმული ქართველთ საზოგადოება გამოფხიზლდა თუ არა, ხელი მიყო ახალ ცხოვრების მიერ წამოყენებულ უსაჭიროესთ საგანთა განხილვას და კიდეც ჰპოვა მრთელი დასი ხელ-მძღვანელთა, რომელნიც რამდენიმე ათი წლის წინად არ არსებობდნენ.

გონებრივის ცხოვრების განცხოველებისათვის, პირველადვე მათ დააარსეს ჟურნალი, რომლის შემწეობითაც შესაძლო ყოფილიყო. უმთავრესი საგნების განხილვა საზოგადოების უმრავლესობის მიერ. პირველად სცადეს ეს საქმე 1832 წელსა, მაგრამ ცდამ ფუჭად ჩაიარა. ამ გვარივე ბედი ეწვია მე-50-ე და მე-60-ე წელთ ჟურნალებს, რადგანაც მკითხველების რიცხვი ძალიან მცირე იყო. ქართველთ პირველი პუბლიცისტების ღვაწლი დიდი იყო, რადგანაც იმათ უნდა ებრძოლნათ არამც თუ თვისთ თანამემამულეთა ცრუ-მორწმუნეობათა წინააღმდეგ, არამედ ამას გარდა იმათ უნდა შეემუშავებინათ ენაც, რომელიც სუსტი აღმოჩნდა ევროპიულის ცივილიზაციის იდეათა გამო სახატავად. მაგრამ ბოლოს ქართულ მწერლობასაც უფრო კარგი დრო დაუდგა და 1866 წელს დაარსებული გაზეთი „დროება“ აქამდის კარგად იბეჭდება. ეს გაზეთი თუმცა პატარაა, მაგრამ კარგის ხელმძღვანელობით გამოდის, ყურადღებას აქცევს განსაკუთრებით შინაურს საქმეებს და სჯის მათს შესახებ ძალიან პრაქტიკულად. მისი რედაქტორი მესხი არის. მეორე გაზეთი ქუთაისში იბეჭდება და თითქო სხვა ბანაკს ეკუთვნის, მაგრამ იმავე აზრებს აღიარებს, რასაც პირველი. ამ ორი გაზეთის აზრების სხვა-და-სხვაობა, რომელიც ხშირად შეინიშნება, ამტკიცებს საზოგადოებრივის აზრის განვითარებას. ამ გაზეთებს გარდა, ქართველებს აქვთ სამი ყოველთვიური ჟურნალი, რომელთა შორის საუკეთესოდ ითვლება «ივერია» — ძველი სახელ-წოდებაა საქართველოსი,— «ივერია», რომელსაც ბეჭდავს პოეტი და მოთხრობათა მწერალი ილია ჭავჭავაძე. ეს ჟურნალი, რომელშიაც მონაწილეობას იღებენ საუკეთესო მწერალნი, შინაარსითაც არ ჩამოუვარდება დასავლეთის ევროპის ბევრს ამ გვარ ჟურნალებს. საზოგადოთ ამ ჟამად საქართველოში განცხოველებული ლიტერატურული მოძრაობაა და მწერალთა რიცხვი დღითი-დღე მატულობს, თუმცა მათ შორის ბევრი უხეიროც ურევია.

უცხო კაცისათვის, რომელიც აკვირდებ, ქართველთ გონებრივს მოღვაწეობას, ამ უკანასკნელს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, საკმაოა განიხილოს მან ის ნაწარმოებნი, რომელნიც ადგილობრივს ცხოვრებას გამოხატამენ და მცირეოდენი ლიტერატურული ღირსება მაინცა აქვსთ. უწინარეს ყოვლისა უნდა ვიკითხოთ: ქართველების ეხლანდელს ლიტერატურას აქვს რამ მჭიდრო კავშირი მათს ცხოვრებასთან, თუ იგი მხოლოდ მწერალთა კერძო გრძნობათა და შეხედულობათა გამომხატველია? ამ კითხვაზედ პასუხის მიგება ძალიან ძნელია, რადგანაც ერთის მხრით ლიტერატურას ეტყობა, რომ ხატავს ნამდვილს ცხოვრებას, მაგრამ მეორეს მხრით ბევრი შეუსაბამობა და ალაგ-ალაგ გაფანტული ნაგლეჯები ევროპის გონებრივ ნაწარმოებთაგან და ხან ავტორის კერძო შეხედულობაც შეინიშნება.

აქ კიდევ უნდა ვიკითხოთ, შეინიშნება რამ განკერძოებული მიმართულება ქართველთ ეხლანდელ გონებრივ ცხოვრებაში და წარმოდგენილი აქვს თუ არა საზოგადოებას ყველასაგან ცხადად ნაგრძნობი და შეგნებული იდეალები და მისწრავებანი?— უნდა ვსთქვათ, რომ ერთიც და მეორეც შეინიშნება, მაგრამ ჯერ ცხადად არ არის გამორკვეული და საფუძვლიანად შემუშავებული; როგორც ერთი, ისე მეორე საზოგადოების ერთობრივ კუთვნილებას არ შეადგენს, რისათვისაც, მათი გავლენაც საზოგადობრივ მოღვაწეობაზე საყოველთავოდ არა მოქმედობს. როგორც სხვაგან, ისე საქართველოშიც, წინ-მსვლელობასთან ერთად, შეინიშნება სხვა-და-სხვა ცივილიზაციის შემაფერხებელი გარემოებანი, რომელთათვისაც ნიადაგი ბევრად ხელის შემწეობელია აქ, კიდრე სხვაგან სადმე; მაგრამ თვინიერ ამისა ამ გარემოებათა ძალა ძალიან მცირეა და დიდ გავლუნას მოკლებული ცხოვრების ზრდასა და განვითარებაზე, იმიტომ რომ ამისათვის საშუალებაა საჭირო და ეს საშუა[ლებანი უფრო ბლომად აქვთ ახალ კაცებს, პროგრესის მომხრეებს, რომელთაც ხელში განათლების დროშა უჭირავთ.

ქართულ ლიტერატურაში რასაკვირველია ამ საუკუნის დიდი საგნების გადაწყვეტას ვერ იპოვით, მაგრამ იქ შეიძლება ხშირად შეხვდეთ საღი მსჯელობას აწინდელ მდგომარეობასა და ვითარებაზე და სამართლიანს წუხილს საზოგადოების განუვითარებლობაზე. ამ მიმართულებასთან ერთად ქართულ ლიტერატურაში შეინიშნება აგრეთვე: სურვილი წარსულის შესწავლინა, შინაგანი ზნეობრივი საჭიროება განათლებულის მომავლისა...

ეს კილო ერთ-გვარის ძალით შეინიშნება ლიტერატურის ყოველ სფერაში — პოეზიაა, მოთხრობა თუ დრამა. ეხლანდელი პოეზია ქართველებისა განსაკუთრებით ლირიკულია და ამისათვის ეხლანდელ ცხოვრების გამომხატველად ვერ ჩაითვლება. მის საგანს უფრო ხშირად შეადგენს გრძნობა სიყვარულისა და შვენიერი არე-მარენი, რომელნიც საქართველოს ბუნების წესლობით მოავლად შეგხვდებათ იქაურ მთებზე, ხეობებში და დაცემულ ველებზედ. ეს საგანი წაიტყუებს კაცს. საქართველოს ქალნი განსაცვიფრებელის შვნებისანი არიან — იქაც კი, საცა ბუნებას ყოველივე ძალა უხმარნია, რომ გრძნობა სიყვარულისა პოეზიის სხივით იყოს გარემოცული. აქ პოეტები არა საჭიროებენ რომ მათმან ფანტაზიამ შექმნას და მოიგონოს რამე, იმიტომ რომ თვალ-წინ უდგათ საუცხოვო დეკორაციები, რომელნიც დააშვენებენ მის ლექსს. ბუნების ამ გვარი პოეტიური სიმდიდრე ძლიერ შველის დიდი ნიჭის პატრონებს, მაგრამ მეორეს მხრით დიდი საშიშია შუათანა ნიჭის პატრონისათვის, რომელთაც გაზვიადება უყართ. ამას ამტკიცებს ახლანდელი დროის ლირიკულ თხზულებათა უმეტესი ნაწილი, რომლებშიაც გრძნობენ და მღერიან ზომაზე გადაჭარბებით, მაგრამ ყველანი ამ გვარნი არ არიან. გრ. ორბელიანს, ილ. ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს სრულიად არ ეტყობათ ეს ნაკლულევანება. მათ ყოველსავე ეჭვს გარეშე მაღალი ადგილი უჭირავთ ქართული ლიტერატურაში და შესანიშნავი შემმუშაგებელნი არიან ლირიკულის პოეზიისა. ეს მწერლები ღირსნი არიან პირველ ხარისხოვან მწერალთა სახელ-წოდებისა, მით უმეტეს, რომ ყველა მათგანს დიდი თავისებურობა ეტყობა.

გრიგოლ ორბელიანის პოეზიას, როგორც ლირიკულს, ისე ეპიკურს, აღტაცებაში მოყავს კაცი თავისი მაღალი აზრით, კეთილ-შობილური ენით და სიმშვენიერის ღრმა გრძნობით. მის უტყუარ ღირსებას შეადგენს ბუნების უმშვენიერესი აღწერა, რომელიც ძალაუნებლიედ გაგონებს პუშკინს და ლერმონტოვს. გრ. ორბელიანს გატაცებით უყვარდა წარსული თავის მამულისა და ღრმა პატივის-ცემით და შეუდარებელი სიყვარულით უძღვნა კიდეც მრავალი ლექსი მათ,

«რომელთა დასდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად».

სხვათა შორის არა ერთი გრძნობით სავსე ლექსი უძღვნა ქართველების მიერ დაუვიწყარ თამარ მეფეს, იმ მეფეს, რომლის ერთი მოგონება კიდევ არა ერთხელ ააჟღერებს საქართველოს პოეტების ჩანგს. თუმცა ლიტერატურული მოღვაწეობა გრ. ორბელიანისა გრძელდება თითქმის ნახევარი საუკუნე, მაგრამ მისი პოეზია არ არის აღმოცენებული ქართველების ახალი ცხოვრების ნიადაგზე, რომელიც დაიბადა დასავლეთ ევროპის ახალი იდეების გაცნობით. ორბელიანი არის ნამდვილი ქართველების ვიკენტი პოლი. იმან იცის მარტო აღტაცება, თაყვა-ნის-ცემა და სიყვარული. ასე რომ მისი ლექსიდამ ცხადათ გამოსჭვრეტს აღტაცებული პატივის-ცემა წარსულისადმი და ამ შემთხვევაში უფრო გვანან ღრმად მორწმუნე კაცის ლოცვას. ორბელიანი გადაიცვალა ამ მოკლე ხანში 83-ს წლის მოხუცი. საქართველომ დაკარგა მით ჭეშმარიტი წარმომადგენელი და გამომხატველი წარსულის ცხოვრებისა. დასაფლავება მისი იყო ისეთი შესანიშნავი, თანაგრძნობა, რომელიც გამოუცხადეს მას ყველა წოდებამ, იყო ისეთი ძლიერი, რომ დაჭეშმარიტებით კიტევით, რომ აქამომდე არც ერთს პოეტს კავკასიისას არა ღირსებია ასეთი დასაფლავება. მისმა სიკვდილმა უცებ გამსჭვალა ყოველი წრის და წოდების წარმომადგენელის გული და გამოიწვია მათ მიერ მწარე გოდება, ჭეშმარიტი გლოვა და შებრალება გარდაცვალებული საყვარელი პოეტისადმი. ხანა წარსულის ცხოვრებისა, წარსული აზროვნობისა, დრო და ჟამი მამა-პაპურის საქართველოისა ჩავიდა საფლავს სამუდამოდ დაუვიწყარ პოეტთან ერთად. ეხლანდელ ახალგაზდობას აქვს სრულიად სხვა გვარი შეხედულებანი და დიდის სიხარბით ეწაფება უცხო ხალხის და უცხო ცივილიზაციის აზრებს, იდეებს, რითაც, სამწუხაროდ, სთრგუნავს იგი ადგილობრივის ცხოვრების თავისებურობას, განსაკუთრებულს ვითარებას.

ახალ ცხოვრებას უფრო შეეფერებიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. ეს ორი პოეტი, თუმცა ურთიერთ შორის ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ორნივე ერთნაირის მხნეობით და ძალით მოღვაწეობენ და ცდილობენ გაავრცელონ თავიანთ თანა-მემამულეთა შორის დაწინაურებული აზრები და იდეები. პირველნი ნაწარმოებნი თ. ილია ჭავჭავაძის კალმისა გამოვიდნენ ლიტერატურაში ამ 20-ს წლის წინად და მაშინვე დაიჭირა მან საპატიო და თვალ-საჩინო ადგილი თანა-მედროეთა შორის. მთავრობამ განიზრახა თუ არა გლეხების განთავისუფლება, ჭავჭავაძემ პირველმა დაიწყო საქართველოში ღაღადება და თავის ნაწერებით მოამზადა საზოგადო აზრი ისეთი დიდი გუმანიური რეფორმის მისაღებად, როგორიც იყო ბატონ ყმობის მოსპობა. ორ პირველ თავის მოთხრობაში, კაცია — ადამიანი და გლახის ნაამბობი, მან გამოსახა ისეთი სურათები გლეხთა უბედური და ტანჯული მდგომარეობისა, რომ მათი წაკითხვა შეაძრწუნებს და ააღელვებს ყოველის კაცის კეთილ-შობილურს გრძნობას.

მოთხრობაში გამოყვანილი პირები არიან გარემოცული საშუალ-საუკუნოების ჟანგით, ხოლო ყოველი მათგანი შეჭურვილია მძლავრი ენერგიით, რომელსაც ძვირად შეხვდებით ჩვენ დროში და ჩვენ საზოგადოებაში. მართალია, იმათ არა სწამთ მუსულმანთა «ბედის-წერა», რადგან ქრისტიანები არიან, მაგრამ მათ სიცოცხლის საფუძვლად მაინც გამლეტის «to by or not to by» არის. სიცოცხლეს იმათი შეხედულობით არ აძევს დიდი ფასი, მაზედ გაცილებით მაღლა აუუნებენ სიყვარულს, სიძულვილს, მადლობის გრძნობას და სისხლის ზღვევას ანუ ძიებას. ყველა ხასიათები ზემოთ დასახელებული მოთხრობებისა არიან შემუშავებულნი შესანიშნავის ხელოვნებათ. აქ ჩვენ ვხედავთ ბარბაროს თავადს, რომელიც თუმცა თავის წრეში, თავის თანასწორთან იქცევა კაცურად, ხანდისხან დიდად პატიოსნადაც, მაგრამ თავის ყმებთან, გლეხებთან საქციელში იგი კარგავს ყო-ველ-გვარ კაცის ღირსებას. მისი აზრით, გლეხი იმათ არა ღირს, რომ მიაქციოს მათ ავან-ჩავანს მცირედი ყურადღება მაინც. ამ უბედურთაც დედის ძუძუსთან ერთად შეთვისებული აქვთ ის აზრი, რომ ისინი გაჩენილნი ბრიან ყმებად, ბატონის ფეხის მტვრად. ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ განგებამ ესენი შექმნა მხოლოდ მისთვის, რომ აასრულონ ყოველი განკარგულება (თუნდ იგი იყოს ნაყოფი სულელი ჭკუისა), ვითარცა პირუტევმა სიტყვის შეუბრუნებლად. თუმცა ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ მშიერი კაცის მოთმინებას აქვს თავისი საზღვარი და როდესაც ბარბაროსი ბატონი შეეხება მას, რაც მის რწმუნებით არის წმიდა და ხელშეუხებელი, მაშინ ყმის გულში გაიღვიძებს კაცობრიული ღირსების გრძნობა. ამ ნაირ გაღვიძებს კიდევ მოსდევს აღრეულობა, სისხლის ღვრა და სხვ.

ჭავჭავაძე დიდი მცოდნეა თავის თანამემამულეთა ხასიათისა და გულისა. მისი მოთხრობები, რომელთაც საგნად აქვთ აგვიწეროს აწმყო ცხოვრება, სავსე არიან უმშვენიერესი სურათებით და გვიხატვენ უფრო ბნელ მხარეებს ქართველების ცხოვრებისას, ვიდრე ნათელს. ჩვენ გვგონია, რომ სხვა მოთხრობა არ მოიძებნება ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ისეთის სიმართლით და ისე დამთავრებულად გკიხატავდეს ძველი დროის თავადობის ცხოვრებას, როგორც «კაცია ადამიანი.» ეს მოთხრობა შეიცავს ყოველისფერს, რაც კი საჭიროა ამ ხალხის გასაცნობად. აქ ჩვენ ვხედავთ სოფლელ მდიდარ თავადს, რომლის სიცოცხლე მიმდინარეობს ჩუმად, უზრუნველად, უსაგნოდ და უაზროდ. ოჯახსაც ის არ უვლის, რადგან შრომას არ არის შეჩვეული და არც უყვარს იგი. მისი სატრფონი არიან: გემრიელი სადილი, მშვენიერი კახური და განცხრომით ძილი ქართულ ტახტზედ. პროგრესი მას არა სწამს, სწავლას და ცოდნას ის მუქთ ბარგად სთვლის, წიგნი ეჯავრება, როგორც სიკვდილი. ნაცვლად ამისა მას მტკიცედ სწამს თავისი მოწოდება, ესმის და აფასებს თავის უფლებას, რომელიც მას აქვს ნაბოძები თვით ღვთის მიერ. ამ მხრივ, მის აზრით, თავის დღეში არა უნდა შეიცვალოს-რა, ან როგორ შეიძლება ჩამოერთვას თავადს უფლება — ნაყოფი მის მამა-პაპათ დიდებული სამსახურის სამშობლოს წინაშე. სამშობლოსი და თავისი გვარის ისტორია ცოტა არ იყოს ახალისებს ჩვენ თაკადს და ამ საგნის შესახებ მოეოგება მცირედი ცოდნაც. ყოვლად პატიოსანი და ბრწყინვალე მისი მეუღლე დარეჯანი ძალიან წააგავს ქმარს, თუმცა წიგნების კითხვის წყალობით მან ცოტათი გაიცნო ქვეყანა. იშვიათი შემთხვევა არ არის საქართველოში, რომ დედა-კაცი სჯობდეს მამა-კაცს თავისი აღზდით და ცოდნით. კნეინა დარეჯანს უყვარს წიგნები, მაგრამ მაინც ვერ განთავისუფლებულა იმ ცრუ-მორწმუნეობისაგან, რომლითაც არის გარემოცული მისი ქმარი. ნიჭიერი პოეტი გვიხატავს მრავალ სურათებს ძველებური ცრუ-მორწმუნეობისას, რომლითაც იყო მოდებული ძველებური საქართველო.

ისტორიულ მოთხრობებში ჭავჭავაძე სჩანს დიდი თავანის-მცემელი თავისი საყვარელი საქართველოსი. უყვარს მას სამშობლო გატაცებით. ყველა ლექსებიდამ, რომლებიც უძღვნა მან სამშობლოს, მოისმის შესაზარი კვნესა და ოხვრა, თუმცა ამავე დროს გამოსჭვრეტს სხივი ბედნიერი მომავალისაც. მაგალითებრ:

გაზაფხული.

ტყეს ესხმება ფოთოლი

აგერ მერცხალი ჭყივის

ბაღში ვაზი ობოლი

მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,

აყვავებულა მთები.

და სხვ.

ანუ

ელეგია.

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა

მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა

და თეთრი ზოლი შორის მთებისა

ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

 

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

 

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი

კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.

ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.

ილია ჭავჭავაძეს მხარს უშვენებს აკაკი წერეთელი, რომლის პოეზიას დიდ ფასს სდებენ ქართველები. მის ლექსებს, ფრიად საინტერესო შინაარსს გარდა, ამშვენებენ აგრეთვე მეტის-მეტად ტკბილი და სუფთა ენა და ადვილი ლექსთა-წეობა. უმეტეს ნაწილად ლექსის შინაარსად ის იღებს თანამედროვე ცხოვრებას, რომლის გულის ცემა და ყოველი ცუდი და კარგი მხარე მას კარგად ესმის. წერეთელი დრამატიული მწერალიც არის.

აი, ამ სამმა პოეტმა უპირველესად შეამუშავა ქართული პოეზია. ხოლო მათ მოსდევენ მრავალნი მეორე და მესამე ხარისხის პოეტნი, რომელთა შორის უმრავლესობა ერთობ ტუუილად ცდილობს პარნასზედ ავსლას. თანამედროვე პოეტებად ითვლებიან აგრეთვე ბარათაშვილი (?) და რაფ. ერისთავი. ამათ შორის უკანასკნელი დამღერის განსაკუთრებით სოფლის ცხოვრებას და საქართველოს განსაცვიფრებელს ბუნების სიმშვენიერეს. წრფელი და მარტივი გრძნობა შეადგენს მისი პოეზიის უმთავრეს ღირსებას. აი ნიმუშიც:

სამშობლო ხევსურისა

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,

ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერი გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,

ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,

სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,

იქ მიჯობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,

სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,

არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,

ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,

როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მოთხრობების წერაც ახალი ამბავი არ არის საქართველოში. პირველად იგი არის შემოტანილი სპარსეთიდამ და არაბისტანიდამ. როგორც უწინ, ისე ეხლაც, მოთხრობანი შეადგენდნენ ერთ უსაყვარლესს საგანს ქართველებისათვის, როგორც სხვა აღმოსავლეთის ხალხისთვისაც და მათი დაუსრულებელი ფანტაზია ვერ გამაძღარა ამ გვარ ნაწარმოებთა კითხვითა. სამწუხაროდ ეს მოთხრობანი, ანუ ამბები, როგორც ლიტერატურული ნამოქმედარნი, ძალიან იაფი ფასისანი არიან და წააგვანან უბრალო იგავებს. ეს ამბები მით უმეტესად არ არიან ღირსნი ყურადღებისა, რომ გადმოტანილნი არიან სხვა აღმოსავლეთის ხალხთაგან და ნამდვილი ხალხური ნაწარმოებნი კი ჯერაც არა აქვთ შეკრებილი ქართველებს. დიდი ხანი არ არის, რაც ალექსანდრე ცაგარელმა გამოსცა ერთი ტომი სახალხო იგავებისა და ამბებისა, რომელნიც მას სამეგრელოში შეუკრებია.

ეხლანდელ ქართულ მოთხრობებსაც კი ცხადად ატჟვიათ ხალხური მრავალ სიტყვაობის და უბედობის ბეჭედი და ვერა შემთხვევაში ვერ დაედრებიან ევროპიელი ლიტერატურის ამ გვარსავე ნაწერებს. მხოლოდ ამ საუკუნის ნახევარში იწერება ნამდვილი მოთხრობები, ევროპიული მოთხრობების სახით და შეიცავენ ორიოდე სურათს, ამოღებულს ნამდვილი ცოვრებიდამ. ნამდვილ დამაარსებელად ჭეშმარიტის მოთხრობისა ითვლება ილია ჭავჭავაძე, რომელზედაც ზევით უკვე მოგახსენეთ. მან გაამშვენიერა ენა და მისი ნორმები და, უმნიშვნელო ოცნებათა სამაგიეროდ, შეიტანა მოთხრობაში სჯა ისეთ საგნებზედ, რომლებიც აღელვებენ საზოგადოებას. მის მაგალითს მალე მიჰბაძეს ბევრმა სხვებმაც, და რამდენმამ ახალგაზდა განათლებულმა ქართველებმა სცადეს ემუშავნათ ამ გზით, ხოლო ჯერჯერობით ერთობ მცირედ გამოიჩინეს თავი.

ეხლა, ჭავჭავაძის შემდეგ, მოთხრობების წერაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოჩხუბარიძეს. ეს ავტორი, ნამდვილ პოეტურ ნიჭთან, დიდის ხელოვნებისა და ცხოველად მომთხრობელის ნიჭის პატრონიც არის. მის სანუკარ საგანს შეადგენს მთიელების ცხოვრების აღწერა. ეს ცხოვრება, როგორც ვიცით, მდიდარია დრამატიული, გულს-საზარი ეპიზოდებით. სარწმუნოებრივი ფანატიზმი, ამაყობა და აქამომდე დარჩენილი სისსლის ძიება არიან ხოლმე მიზეზი ხშირად სისხლის ღვრისა და ხშირად მთელი საგვარეულოს გაწუვეტისა. არა მცირედი ადგილი უჭირავს ამ ცხოვრებაში აგრეთვე სიყვარულს, სიყვარულს გატაცებულს, მხურვალეს, შემკულს ამასთან ათას-გვარი ცრუ-მორწმუნეობით. ამ გვარი გრძნობანი სისხლის ზოლივით აქვს მოჩხუბარიძეს და მასზედ ქსოვს შემდეგ მოთხრობებს: მას მიჰყავს მკითხველი განსაცვიფრებელ მშვენიერ ბუნების მიდამოთა შორის, მთიელის, განმარტოებულ ქოხამდე და აქ, ამ ბუნების სამოთხეში აცნობებს მას კალმით აუწერელის სილამაზის მეფას — მთიელ ქალს, რომელიც თავისი სილამაზის ძალით უცბად ხდება მკითხველის გულის ბატონი. მაგრამ, დახე ამ სოფლის სიმუხთლეს! ეს მთის ანგელოზი, ეს შავ-თვალ-წარბა ციკო, ანუ ელისო, რომლის სიყვარულით არა ერთი ახალ-გაზდა ჩადგებოდა თუნდა ანთებულ ცეცხლში, არ დაენდობოდა სიკვდილს, ეს სიმშვენიერის ღმერთი უკვე ყოფილა განწირული საშინელ ტანჯვათათვის, რომელთაც ბოლო ეღება მის სიკვდილით. მცირედის ბედნიერების შემდეგ, რომელიც მოუვა ერთი ვაჟ-კაცის მთიელის შერთვას, იწყობა დაუსრულებელი ტანჯვა, მიყენებული მისდამი შურის მძიებელთ პირთაგან. ასე გასტანს რამდენიმე ხანი, ვიდრე არ დაჰკრავს საათი სისხლის ძიებისა, არ მოახლოვდება ბედ-შავი დრო სიკვდილისა. გეგონებათ, ავტორი პოვებს რაღაც სიტკბოებას ამ დრამატიულ სცენებშიო, რადგან გვიხატავს ამ უბედურებას იშვიათის ძალით, გატაცებული გრძნობით. ბუნების სურათები, რომლებსაც ის ამავე დროს გვიშლის წინ თავის სიმშვენიერით ოცნებენ და აღტაცებაში მოყავთ კაცი, ძალა უნებლიედ ამბობ, რომ მათ ავტორს წილად ხდომია არტისტიული გრძნობა სიმშვენიერისა.

მოჩხუბარიძის გარდა უნდა მოვიხსენოთ კიდევ ა. ორბელიანი და ნ. ნიკოლაძე, რომელთაც ყველა თავის მოთხრობებში თანამედროვე ცხოვრება აქვთ საგნად. ძლიერ უყვართ საქართველოში აგრეთვე ისტორიული მოთხრობანი, ამბავნი. ამ მხრივ დიდი ღვაწლი მიუძღვით იმავე ილ. ჭავავაძეს და ბ. რჩეულაშვილს. ამ უკანასკნელის ისტორიული მოთხრობანი «თამარ ბატონიშვილი» და «ანუკა ბატონიშვილი» რამდენჯერმე იქმნენ დაბეჭდილნი. უმცროსი შვილი ქართული ლიტერატურისა დრამატიული პოეზია არის, რომელიც დაიბადა 1850 წელს პირველ ქართულ თეატრთან ერთად. მის მამა მთავრად სამართლიანად ითვლება თავ. გიორგი ერისთავი. დაბრუნდა თუ არა პოლშიდამ, სადაც იმყოფებოდა ათი-თორმეტი წელი, ერისთავმა დაიწყო ზრუნვა ქართული თეატრის დაარსებაზედ. სამწუხაროდ მის კეთილ განზრახვას ბევრი დამაბრკოლებელი მიზეზი გადაეღობა წინ. არ იყნენ ხეირიანი მოთამაშენი, არ იყო რეპერტუარი სრულიად. მაგრამ თუ ყველა ამას მოერეოდა ენერგიით სავსე კაცი, მაინც დიდ სიძნელეს წარმოადგენდა საზოგადოების ცრუ-მორწმუნოებასთან ბრძოლა. ეს საზოგადოება, დაჩვეული კარ-ჩაკეტილში ცხოვრებას, ეჭვის თვალით უუურებდა თეატრს რეპერტუარის შედგენა ძნელი არ იყო, საჭირო იყო მხოლოდ გადმოეთარგმნათ ხეირიანი პიესები. ხოლო ერისთავი კარგად იცნობდა თავის თანამემამულეთ და გრძნობდა რომ ნათარგმნი პიესებით თავის საწადელს ვერ მიაღწევდა, რადგან იგინი უცნობ ცხოვრებიდამ იქნებოდნენ ამოღებულნი. საჭირო იყო დაწერილიყო რამდენიმე დრამა სამშობლო ნიადაგზედ, სამშობლო. სურათებით. ამ აზრით ერისთავმა დასწერა კომედია გაყრა» და დადგა მალე ტფილისის სცენაზე. ამ პირველმა ნაბიჯმა სამუდამოდ გადასწყვიტა ქართული თეატრის ბედი და რეპერტუარი მალე გაივსო პიესებით, რომელთ უმეტესი ნაწილი ეკუთვნის ერისთავის კალამს. მის კომედიებში უფრო შესანიშნავნი არიან: «ძუნწი», «მე მინდა კნეინა გავხდე (?)», «მზის დაბნელება»(?), ქმარი ხუთის ცოლისა» (?), ხევსურების ქორწილი» (?), «განა ბიძიამ ცოლი შეირთო»(?), «ლიტერატორების მოგზაურობა.»(?) ყველა ნაწარმოებში იხატება ნამდვილი ქართული ცხოვრება, ნამდვილი ქართული ხასიათები. აქ შეხვდებით ძველებურ თავადებს, იოთამ და სოლომან გოდობრელიძეებს, ტფილისელ ვაჭარსომეხს კარაპეტას, ნაციონალური, ეროვნული სასიათის ქართველ-ქალებს ერთის სიტყვით მთელ დასს შესანიშნავი ტიპებისას. ამასთან არ აკლია მათ იუმორი, რომელიც ქართველების განსაკუთრებულ თვისებას შეადგენს, რის გამოც აქ პირველად აყვავდა კომედია და დრამა კი ჯერაც ისევ ფეხ აუდგმელია.

ერისთავს მოჰყვნენ სხვებიც. კომედიებს სწერენ აგრეთვე: მეფარიანი, თუთაევი, გარსევა-შვილი (?), შარვაშიძე და სხვანი. ასე რომ ეხლა ქართული თეატრის რეპერტუარში მოიპოვებიან მრავალი ორიგინალური კომედიები, რომელთა უმრავლესობა, სწორედ უნდა ვსთქვათ, დიდის ღირსებით ვერ დაიკვეხებს. თანამედროვე კომედიის მწერალთ შორის უფრო ცნობილია აკაკი წერეთელი, რომლის ნაწარმოებნი განსხვავდებიან არა მარტო ცხოველი იუმორით, არამედ საინტერესო და სასიამოვნო შინაარსითაც, რომელიც არის ნამდვილი ცხოვრებიდამ ამოღებული.

დრამის სათავე იწყობა «ვეფხვის ტყაოსნის» (?) გადმოკეთებით. შემდეგ ანტონოვმა დასწერა ტრაგედია «ქოროღლი», ორბელიანმა (ალექსანდრემ) — «მეფე ირაკლი», ფურცელაძემ― «ავაზაკნი» და სხვ. ყველა ამ ნაწერებს ისტორიული ხასიათი სდევთ და აქვთ ინტერესი და ფასი მხოლოდ სცენისთვის, რადგან ყოველ ლიტერატურულ მნიშვნელობას მოკლებულნი არიან. უკანასკნელ დროში გამოვიდა კიდევ ორი დრამატურგი, რომელთაც კაცი ნიჭს ვერ შეეცილება: მოჩხუბარიძე და აქვ. ცაგარელი. ორნივ იღებენ მასალას თანა-მედროვე ცხოვრებიდამ, ამიტომ მათნი ნაწარმოებნი უფრო ხეირიანები არიან. დრამებში ყურადღების ღირსია «ბაგრატ IV » კ. მესხისა, რომელშიაც მაუურებლის თვალ-წინ გადიშლებიან საქმენი ამ იმერეთის ისტორიული მეფისა. უფრო კარგია, თუმცა კი უცხო ქვეენის ლიტერატურიდამ არის გადმოკეთებული დრამა «სამშობლო» დ. ერისთავისა. ეხლა ჩვენ გადავშინჯეთ ქართული ლიტერატურის ორიგინალური ნაწარმოებნი. არ შეიძლება, რომ არ გავიხსენო თარგმანებიც. ამათში პირველი ადგილი უჭირავს მოთს რობებს რამდენმამე ახალ-გადა ქართველ მა ქალმა საზოგადოებაც კი შეადგინეს და ბეჭდავენ ქუთაისში ჟურნალს «ქართული ბიბლიოთეკა, რომელშიაც განსაკუთრებით ნათარგმნი მოთხრობები იბედება. მათ აკლიათ აგრეთვე ბევრი ევროპიის საუკეთესო თსზულებანი. მომატებული ნალი თარგმანებისა გადმოღებულია რუსულიდამ, რომელიც უკელა ნასწავლმა ქართველებმა ზედ-მიწევნით იციან.

ქართული თეატრის დამაარსებელმა, გ. ერისთავმა სთარგმნა რამდენიმე ლექსი მიცკევიჩიდამ, რომლებიც ეხლა მეორედ იბეჭდება.

სამეცნიერო წიგნებით ქართული ლიტერატურა ძალიან ღარიბია, რაიცა უნდა ორგვარი მიზეზით ავხსნათ. უპირველესად ქართველის ხასიათით, რომელიც ძლიერ მოძრავია. მეორე მიზეზი არის ქართული სკოლების უქონლობა. ყველა საშუალო სასწავლებელში სწავლა რუსულ ენაზედ სწარმოებს.

უკანასკნელ დროში დიდი ყურადღება მიაქციეს სამშობლო ისტორიას, ასე რომ ეხლა მოიპოვებიან რამდენიმე თხზულებანი, რომელნიც ჰფენენ შუქს წარსულს ამ ოდესმე მძლავრი ერისას. დიმიტრი ბაქრაძეს, ძამსაშვილის და მამა გვარამაძეს ნაშრომნი არ არიან მოკლებულნი მნიშვნელობას და მოწმობენ დიდ ღვაწლს ამ პირებისას. ამ შრომათა გარდა ქართველებს მოეპოვებათ მრავალი ძველი მონოგრაფიები, რომლებიც შემდეგ გამოდგებიან საჭირო წყაროებად ისტორიის შესწავლისათვის. აგრეთვე ბევრგვარი საისტორიო წყარონი და ხელ-ნაწერნი მოიპოვებიან კერძო სახლებსა და მონასტრებში, რომელნიც გამოქვეყნებულნი არ არიან. რაიცა შეეხება საშუალს საუკუნოებს, ერთად-ერთ წყაროს ისტორიისას წარმოადგენს «ქართლის ცხოვრება», რომელიც არის მემატიანეთაგან მეფეების ბრძანებით შედგენილი.

სხვა მხრით ქართულ მეცნიერებას ჯერ ვერ მიუხწევია თვით-არსებობამდის და თუ ორიოდე რამ მოეპოვებათ, უთუოდ არიან ან ნათარგმნი, ან გადმკეთებულნი უცხო ორიგინალებიდამ.

ხოლო ეს გარემოება არავის არ უნდა უკვირდეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ მოკლე დროს, რომელიც გავიდა მათი აღორძინების შემდეგ. რაც იმათ დაბადეს თავიანთ ლიტერატურაში ამ მოკლე ხანში, ისიც სრულიად კმარა, თუ მეტიც არ არის, რომ დაბეჯითებით ვსთქვათ, რომ გონებრივი მოძრაობა ქართველებისა არ დარჩება უმნიშვნელოდ. რამდენიმე წლის წინად დააარსეს «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება», რომელიც შესდგება მრავალი წევრებისაგან და იჩენს საქებურს მოქმედებას. მცირე ხანს შემდეგ, უეჭველია, ყველა დაინახამს ამ საზოგადოების შრომის კეთილს ნაყოფს.