კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ.
13, 663. პირთა ანოტაციები: სკოტი ვალტერ (1771-1832) ინგლისელი მწერალი, ისტორიული ჟანრის ფუძემდებელი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 231; ჟურნ. „დროშა“, 1957, № 9, გვ. 6; ჟურნ. „ცისკარი“, 1961,
№ 3, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 188-189; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 27-28, 326-327. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. „ივერია“, 1878, № 6, გვ. 12-14; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა
ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნათელა ჩიტაური, „ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი“, ჟურნ. „ცისკარი“,
1985, № 6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878 სერბი მწერალი. გაზ. „დროება“, 1879, № 31, გვ. 1-2; ნ. დავითიშვილი, „ფიქრი და შენიშვნა“,
ჟურნ. „ივერია“, 1879, № 1, გვ. 118-135. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის
ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი. გაზ. „დროება“, 1883, 9, თებ. № 28, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”. გაზ. „ივერია“, 1890, 9 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 496. გაზ. „ივერია“, 1893, 9 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 165. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ.
258. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. კაპანაძე იასონ ლუკას ძე (1857-1931) პედაგოგი. კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი,
ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და
გამომცემელი-რედაქტორი. თამარ მეფე (1160-1213?) საქართველოს მეფე 1184 წლიდან. საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე,
ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში. ბიბლიოგრაფია, „მოამბე“, 1896, № 1, გაზ. „ივერია“, 1896, № 30. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაიუს იულიუს კეისარი (ძვ. წ. 100 - ძვ. წ. 44) ძველი რომის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი, მწერალი და ორატორი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 4. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 625 გვ. 13.
პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1720, 1721. პირთა ანოტაციები: ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913) პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის,
პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“,
საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“. გაზ. „ივერია“, 1903, 9 თებერვალი, № 33, გვ. 1. გაზეთი „მშაკ“ 1903, № 30 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.
1858
9 თებერვალი
პეტერბურგში თარგმნის ვალტერ სკოტის
ლექსს „რა ტკბილ არს ოდეს...“, რომელიც ეპიგრაფად ჰქონდა წამძღვარებული ამ
ინგლისელი მწერლის რომანს „ანტიკვარი“.
წყარო:
1863
9 თებერვალი
ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს ხელმოწერით „შენი უკუნითი უკუნისამდე ილიკო
ჭავჭავაძე“. ატყობინებს, რომ მისი ჟურნალი სამშაბათს (12 თებერვალს) უნდა
გამოვიდეს. სწერს, რომ გადაღლილია ბევრი მუშაობით და უძილობით, მაგრამ, თუ
დროს გამონახავს, მასკარადზე წასვლას აპირებს.
წყარო:
1878
9 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად იწყებს ჯურა იაკშიჩის
მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.
წყარო:
1879
9 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ კრიპტონიმით „ა“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის პოემა „დიმიტრი
თავდადებულსა“ და მისსავე სტატიაზე „ფიქრი და შენიშვნა“ ალექსანდრე
სარაჯიშვილის რეცენზიის პირველი ნაწილი.
წყარო:
1883
9 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება არტურ ლაისტის წერილის „მივიწყებული ლიტერატურა“
თარგმანის დასასრული გერმანული ჟურნალიდან.
წყარო:
1890
9 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 8 თებერვალი“ („ყველას, დიდია თუ პატარა, გაგონილი აქვს...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი კანონპროექტი
„უკანონოდ“ შობილთათვის“.
წყარო:
1893
9 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
9 თებერვალი“ („ამას წინად მემკვიდრე ცესარევიჩი ეწვია...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვითარება ევროპაში“.
წყარო:
9 თებერვალი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება იაკობ
გოგებაშვილისა და ვალერიან გუნიასათვის სახელმძღვანელოების თანხის გამოყოფა;
ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას უგზავნიან გაყიდვების საკომისიოს.
დადებითად წყდება სამტრედიის წიგნის მაღაზიის მეპატრონე იასონ კაპანაძის თხოვნა
მისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების გაყიდვის ნებართვის მიცემის
თაობაზე. განიხილავენ ბიბლიოთეკისთვის წიგნის „წესდებულება ქართველთ
თავადაზნაურთათვის“ შეძენის საკითხს. დავით კარიჭაშვილს ავალებენ სახალხო
ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების სიის შედგენას. მადლობას უცხადებენ კირიონ
საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოებას შესწირა: მე-18 საუკუნის ხელნაწერი „სძლისპირნი“,
ანტონ კათალიკოსის „რიტორიკა“, ძველი აღთქმის აპოკრიფი, ანა
ერისთავი-ბაგრატიონის წერილი მოსკოვის მიტრიპოლიტისადმი და თამარ მეფის
მონეტები.
წყარო:
1896
9 თებერვალი
მიუხედავად ივანე მაჩაბელთან უკიდურესი დაპირისპირებისა, გაზეთ „ივერიაში“
ადგილს უთმობს დადებით რეცენზიას მის ახალ თარგმანზე „იულიუს კეისარი“.
წყარო:
1897
9 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
8 თებერვალი“ („ჩვენ შევიტყვეთ, რომ მთავრობას ერთ ჩვენთვის ფრიად გასახარებელი...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო სასწავლებლის
დაარსების საჭიროება“.
წყარო:
1899
9 თებერვალი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ შემოსულ
თანხებსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას, მადლობას უცხადებენ საზოგადოების
სასარგებლოდ გამართული კონცერტის ორგანიზატორებს და ამტკიცებენ თბილისის
სახალხო ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლს. კმაყოფილდება ნოე ჟორდანიას თხოვნა
საზოგადოების წიგნთსაცავიდან წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახლში წაღების
უფლების მიცემის შესახებ.
წყარო:
1902
9 თებერვალი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება დასასრული არჩილ ჯორჯაძის სტატიისა „ძველი
წესის“ სულთ-ბრძოლა“. ავტორი „ახალ-მოსულს“ (ილია ჭავჭავაძეს) კონსერვატორს
უწოდებს, რომელიც პრობლემების ანალიზის ნაცვლად „პირბადეს იფარებს, თავს
იყრუებს“ და „სოფისტიკის იაფფასიან ოხუნჯობით იოლად მიდის“.
წყარო:
1903
9 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება მეთაური თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“,
რომელშიც საუბარია კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების გამგეობის
გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“
რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე.
პუბლიკაციის ავტორი ამბობს, რომ გამგეობის დასკვნა, თითქოს, ილია ჭავჭავაძის ეს
ნარკვევი ვინმეს ჩირქს სცხებდეს, უსაფუძვლო და სასტიკად შეურაცხმყოფელია. მისი
აზრით, მსგავსი განაჩენის გამოტანამდე საკითხი საფუძვლიანად უნდა განეხილა
კომპეტენტურ პირებს.
წყარო:
9 თებერვალი
სომხურ გაზეთ „მშაკში“ იბეჭდება სტატია „კავკასიის სტუდენტთა დამხმარებელი
საზოგადოების ერთი განაჩენის გამო“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა
მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამო ქართველები „კაცთმოძულეებად“, „მოძმეთჭამიებად“
და „სომეხთყლაპიებად“ არიან მოხსენიებული და მოწონებულია კავკასიის სტუდენტთა
დამხმარე საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი წიგნის
გაყიდვიდან შემოწირული თანხის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
წყარო:
1904
9 თებერვალი
უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.
წყარო: