
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 229; ჟურნ.
„ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 96-97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ.
409-410; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 25-26, 326. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გაზ. „დროება“, 1880, № 30, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები, 1965, გვ. 108; გაზ. „დროება“,
1884 29 სექტემბერი, № 210. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა
სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. ზიჩი მიხაი (1827-1906) უნგრელი ფერმწერი, გრაფიკოსი და ილუსტრატორი. „ვეფხიტყაოსნის“ გარდა,
ილუსტრირებული აქვს შექსპირის, გოეთეს, შილერის, პუშკინისა და სხვა კლასიკოსთა
თხზულებები. გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი, № 128. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 6. გაზ. „ივერია“, 1886, № 29, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7,
თბილისი, 2005, გვ. 348. გაზ. „ივერია“, 1887, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 93. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გაზ. „კვალი“, 1894, № 6. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „ივერია“, 1896, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, 2007, გვ. 201. გაზ. „ივერია“, 1898, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 59
1863
6 თებერვალი
ოლღა გურამიშვილს წერილით ატყობინებს, რომ კახეთში აღარ მიდის, რადგან
შემთხვევით გაიგო, რომ ის ამ წასვლის გამო ნერვიულობდა. სთხოვს, რომ სხვა
დროს აღარ დაუმალოს, როცა რაიმეთი უკმაყოფილო იქნება და პირდაპირ უთხრას.
წყარო:
1880
6 თებერვალი
გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და
შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“), მეორე ნაწილი („წინადვე უნდა
ბოდიში მოვიხადო...“).
წყარო:
1881
6 თებერვალი
მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაში, რომელსაც
თავმჯდომარეობს გრიგოლ ორბელიანი. ილია ჭავჭავაძის წინადადებით იღებენ
გადაწყვატილებას, რომ ერთმა წევრმა ხმამაღლა იკითხოს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი
და სხვებმა შეაჯერონ ნუსხებთან. ირჩევენ ტექსტის დამდგენი კომისიის
თავმჯდომარედ. იონა მეუნარგიას ავალებს, რომ მიხაი ზიჩის გადაუთარგმნონ
„ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი ილუსტრაციების დასახატად.
წყარო:
8 თებერვალი
ესწრება კომედიას „ჟოზეფ, პარიზელი კინტო“.
წყარო:
1883 6 თებერვალი
ამთავრებს პოემა „განდეგილის“ წერას.
წყარო:
1884
6 თებერვალი - 10 თებერვალი
რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომიტეტი
სთხოვს, მიაწოდოს თავისი აზრი V ყრილობის შრომებთან დაკავშირებით.
წყარო:
1886
6 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 5 თებერვალს“ („ბოლგარიისგან აწეწილს საქმეს...“) თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „რუსეთის გავლენის შესუსტება ბოლგარიაში“.
წყარო:
1887
6 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 5 თებერვალი“ („თ. ბისმარკი, ეტყობა, ეხლა ისე ყოვლად ძლიერად არა
ჰგრძნობს თავის თავსა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„ბისმარკის ავტორიტეტის შესუსტება გერმანიაში“.
წყარო:
1894
6 თებერვალი
გაზ. „კვალში“ „მაზაკვალის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი წერეთლის რეცენზია
ჟურნალ „მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნებულ პროზაულ ნაწარმოებებზე და
უარყოფითად არის შეფასებული ილია ჭავჭავაძის ეტიუდი „უცნაური ამბავი“.
წყარო:
1896
6 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 6 თებერვალი“ („გაზეთი „კავკაზი“ არა სცხრება...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეოსაკრედიტო საზოგადოების
უსაფუძლო კრიტიკის თაობაზე“.
წყარო:
1898
6 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს სტატიას „პატარა საუბარი“ („საკვირველი
კაცია ჩვენი პატივცემული...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო: