„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, გვ. 557, „საისტორიო მოამბე“, წ. 3, გვ.
262-263; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები,
არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 66. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854) ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით
ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას. ჭავჭავაძე სიმონ (სენო) კონსტანტინეს ძე (დაბ. 1855)
ილია ჭავჭავაძის ძმისშვილი, კონსტანტინე ჭავჭავაძისა და ბარბარე კუკოლევსკაიას
ვაჟი. იუნკრად მსახურობდა პეტერბურგში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 227; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 407; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
22-23, 325. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 197, გვ. 1-2; გაზ.
„დროება“, 1875, № 16, გვ. 1-3. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ. 1, № 217 გვ.
612; № 1052; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. გოგებაშვილის ფონდი
№ 22; ჟურნ. „ივერია“, 1879, № 1, გვ. გვ. 4-8, 102, 118-135, 136 1-64 (ცალკე
ნუმერაციით) . ც.ყიფშიძე, ლ. სანაძე, ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია,
1978, № 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 3, თბ., 1988, გვ. 246. ატრიბუცია: სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის
შესახებ იხ. იქვე. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ გაზეთ „დროებაში“ 4 თებერვალს დაბეჭდილი ინფორმაციის მიხედვით.
პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის
ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. „Сборник материалов и постановлений по вопросам, подлежавщим обсуждению
пятого съезда представителей учреждений русского земельного кредита. СПб., 1884.
с. 165-168, 185-188“. ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6,
ნაკვ. 1,1952, გვ. 28-29. პირთა ანოტაციები: ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს
დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.
თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953), მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი.
1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი
ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში,
იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892) პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია ჭავჭავაძის
მეგობარი. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი,
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს
იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან. ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1. 1954, გვ. 47. პირთა ანოტაციები:
ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940) – ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო
მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ჩარექიშვილი იოსებ პეტრეს ძე (გარდ. 1945/46) იურისტი, ვექილი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ზდანევიჩი გიორგი ფელიქსის ძე (1854-1917) პუბლიცისტი, ეკონომისტი, რევოლუციონერხალხოსანი, წერდა ფსევდონიმით „მაიაშვილი“.
ციმბირში გადასახლებიდან დაბრუნდა 1889 წელს და თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. გაზ. „ივერია“, 1896, 2 თებერვალი, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)
იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო
მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი № 9, საქმე 186, ფ. 9; ვ. ხაბურძანია, ილია
ჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა. გაზ. „ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, № 90,
გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 198, 463. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886
წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.
1855
3 თებერვალი
ვორონეჟის გუბერნიაში იბადება მისი გარდაცვლილი ძმის – კონსტანტინეს ვაჟი,
რომელსაც სიმონს არქმევენ.
წყარო:
1863
3 თებერვალი.
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. უყვება, რომ მისმა მოსალოდნელმა
ქორწინებამ მეგობრები შეაშფოთა, ჟურნალის გამოცემა არ მიატოვოსო. იგი
ყველას უხსნის, რომ მისი მომავალი ცოლი ის ქალია, რომელიც, პირიქით, ხელს
შეუწყობს საზოგადო საქმეში. ოლღას უამბობს იმასაც, როგორ აირიდა თავიდან
შეკითხვა მათ ქორწინებასთან დაკავშირებით. ილიას უპასუხია, უკვე
ჯვარდაწერილი ვარ, ცოლი ფეხმძიმედ მყავს და მალე ეყოლება ვაჟიშვილი,
რომელსაც სახელად „საქართველოს მოამბე“ დავარქვიო. ასევე სწერს, რომ მისი
და უწონებს არჩევანს და ძალიან კეთილგანწყობილია ოლღას მიმართ
წყარო:
1875
3 თებერვალი
მონაწილეობს ბანკის დამფუძნებელთა შეკრებაში და გამოდის საპროგრამო სიტყვით,
რომელშიც აყალიბებს საბანკო საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებს.
წყარო:
1879
3 თებერვალი
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც სრულად ბეჭდავს პოემას „მეფე
დიმიტრი თავდადებული“, ხელმოუწერლად აქვეყნებს „შინაურ მიმოხილვას“ („აღმოსავლეთის
საქმე და ჩვენ...“), ნარკვევის „ცხოვრება და კანონი“ მეხუთე წერილს და
გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის
დასასრულს. აქვე ხელმოწერით „ნ. დავითიშვილი“ ბეჭდავს პუბლიცისტურ წერილს „ფიქრი
და შენიშვნა“ („ჩვენის მწერლობის თაობაზედ...“) და სარედაქციო განცხადებას
ჟურნალზე ხელმოწერის პირობების შესახებ.
წყარო:
1884
3 თებერვალი
საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის სხდომაზე წარმოადგენს
თავის მოსაზრებებს დასაგირავებელი მამულების შეფასების და ბანკების
მევალეებისათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე.
წყარო:
1892
3 თებერვალი
თედო ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის დავის განსახილველად მასთან იკრიბებიან
სამედიატორო სასამართლოს წევრები: ალექსანდრე ჭყონია, გიორგი წერეთელი, ივანე
პოლტარაცკი, გიორგი იოსელიანი და ნიკო ხიზანიშვილი. საკითხის განხილვის შემდეგ
იღებენ განჩინებას, რომლის მიხედვითაც ასკვნიან, რომ თედო ჟორდანიამ თავად
ათხოვა ექვთიმე თაყაიშვილს რვეული და გულმავიწყობის გამო დასდო ბრალი. მხარეებს
ურჩევენ მშვიდობიან მორიგებას.
წყარო:
1896
3 თებერვალი
ივანე ჯავახიშვილი და იოსებ ჩარექიშვილი ნიკო ნიკოლაძის საშუალებით ილია
ჭავჭავაძესა და გიორგი ზდანევიჩს უთვლიან, რომ სახელმწიფო საბჭოში შესაძლოა
განიხილონ შავი ზღვის სანაპიროების დასახლების საკითხი და სთხოვენ გამოთქვან
აზრი ამასთან დაკავშირებით.
წყარო:
3 თებერვალი
მისი თაოსნობით ქშწ-კგ საზოგადოება ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს უხდის მის
საპატიო წევრს გაბრიელ ეპისკოპოსს.
წყარო:
1899
3 თებერვალი
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართავს ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს, მიაწოდოს ინფორმაცია
მისადმი რწმუნებული სასწავლებლის შესახებ.
წყარო: