The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.12

1868   
    
1868   
    
 9 დეკემბერი    
    
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გიორგი და ბარძიმ ხიმშიაშვილების სარჩელს გლეხ ოდიშელიძის წინააღმდეგ, რომელმაც თვითნებურად დაიკავა მათი კუთვნილი მიწა. ილია ჭავჭავაძე ამოწმებს მიწის მფლობელობაზე მომჩივანთა საბუთებს და მათ სარჩელს აკმაყოფილებს. გლეხ ოდიშელიძეს ეკისრება თვითნებურად მითვისებული მიწის გათავისუფლება  წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ.133, აქღწ.1, საქ. 495, ფურ. 28-32; „საისტორიო მოამბე“, 19-20,1965, გვ. 406-408.

პირთა ანოტაციები:

ხიმშიაშვილი გიორგი

დუშეთის მაზრის მკვიდრი, თავადი.

ხიმშიაშვილი ბარძიმ

დუშეთის მაზრის მკვიდრი, თავადი.

ოდიშელიძე

დუშეთის მაზრის მკვიდრი, საეკლესიო გლეხი.

    
1872   
    
 9 დეკემბერი   
    
 ჟურნალ „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად კირილე ლორთქიფანიძეს უგზავნის თავისი სიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილ ალექსანდრე საგინაშვილისგან წამოღებულ პოეტის ოთხ ბარათს მაიკო ორბელიანისადმი და სთხოვს, ზუსტად დაბეჭდოს. იქვე აღნიშნავს, რომ არც ბარათაშვილი იყენებდა მის მიერ ხმარებიდან ამოღებულ ასოებს და უხარია ამ საკითხისადმი მათი დამოკიდებულების თანხვედრა.   წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1039; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, 423 (ფოტო); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 27-28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37, 379-380.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

ორბელიანი მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული

გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის საცოლე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და უახლოესი მეგობარი.

    
მუშაობას იწყებს „გლახის ნაამბობის“ გაგრძელებაზე. ამის შესახებ ატყობინებს კირილე ლორთქიფანიძეს და წინასწარ ითხოვს, ბოლო კორექტურა თავად გააკეთებინოს.  წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1039; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, 423 (ფოტო); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 27-28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37, 379-380.

დათარიღება:

დრო მითითებულია კირილე ლორთქიფანიძისთვის გაგზავნილ 9 დეკემბრის წერილში.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი

    
1880    
    
 9 დეკემბერი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის რჩევის უსაქმობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 9 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 185.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,662-663

    
1881   .
    
9 დეკემბერი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 9 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 290.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 684

    
1882    
    
9 დეკემბერი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ბათომი და ბათომელები“ („ამ სტრიქონების დამწერმა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 9 დეკემბერი, № 277, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 366.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 695.

    
1886    
9 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 დეკემბერი“ („ფრეისინეს სამინისტრო დაეთხოვა სამსახურს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფრეისინეს სამინისტროს გადადგომის მიზეზი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 9 დეკემბერი, № 266, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 581.

პირთა ანოტაციები:

ფრეისინე შარლ ლუი (1828-1923)

ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, სენატორი, სხვადასხვა წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა, სამხედრო მინისტრი და პრემიერმინისტრი.

    
1887    
    
9 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 დეკემბერი“ („საფრანგეთმა საკვირველი ბეწვის ხიდი გამოიარა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის ზნეობრივი ძალ-ღონე მამულის სიყვარულშია“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 დეკემბერი, № 258, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 619.

    
1888    
    
9 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 დეკემბერი“ („ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 9 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 423.

    
1890   
    
 9 დეკემბერი    
    
ესწრება ნატო გაბუნია-ცაგარელის საბენეფისოდ წარმოდგენილ აქვსენტი ცაგარელის დრამებს „მტარვალი“ და „ქართვლის დედა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 16 დეკემბერი, № 268, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა 1890, 15/ XII).

პირთა ანოტაციები:

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

    
1893   
    
 9 დეკემბერი   
 .   
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ინფორმაციას წინარეხის სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობის უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ; იღებენ დადგენილებას იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ხელახლა გამოცემის თაობაზე; ირკვევა, რომ ელისაბედ ორბელიანის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ყულარის მამული ვალში იყო გაყიდული. ნიკო. ცხვედაძეს ავალებენ მოლაპარაკების წარმოებას გრიგოლ ვოლსკისთან ბათუმის სკოლის შენობის რემონტთან დაკავშირებით  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 29.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბარათაშვილი-ორბელიანისა ელისაბედ ივანეს ასული (1824-1892)

ყაფლან (იოანე) ასლანის ძე ორბელიანის მეუღლე. დოკუმენტის კონტექსტიდან გამომდინარე, იგი 1893 წლამდე გარდაიცვალა და ამ დროს ქმარიც გარდაცვლილი უნდა ჰყოლოდა.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

    
1906    
9 დეკემბერი    
    
ანტონ ფურცელაძე წერილობით სთხოვს, რომ 10 დეკემბერს მივიდეს თსს ბანკში, სადაც შეიკრიბებიან თავადაზნაურობის მარშლები და დეპუტატები  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 617.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)- მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.