
წყარო:
გ. ჯავახიშვილი, „ნიკო მთვარელიშვილი“, გაზ. „ლენინის გზით“, 1964, 23
იანვარი, № 10, გვ. 4. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და
ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი
კოლექცია. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა
და ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის
დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ
საზოგადოების მდივანი. გაზ. “დროება“, 1880, 6 დეკემბერი, № 258, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 182. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 662 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 2, თბ., 1988, გვ. 609.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 1928; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
166, 448.
პირთა ანოტაციები:
ვახვახიშვილი გივი
დოკუმენტის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ილიას ნათესავის გიორგი
მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ცოლის - თამარ ივანეს ასული ვახვახიშვილის ნათესავი.
საგულისხმოა, რომ დოკუმენტში ნახსენებ კიკო ჩოლოყაშვილს ცოლად ჰყავდა ივანეს
ვახვახიშვილის მეორე ქალიშვილი - მელანია. გაზ. „ივერია“, 1898, 6 დეკემბერი, № 261, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 153. კიტა აბაშიძე, „ღალატი“ ტრაგედია თ. სუმბათაშვილისა, ჟურნ. „მოამბე“, 1904, № 5,
განყ. 2, გვ. 51-69. პირთა ანოტაციები: სუმბათაშვილ-იუჟინი ალექსანდრე ივანეს ძე (1857-1927)
რუსი დრამატურგი, მსახიობი. საქართველოში თამაშობდა „სოლცევის“ ფსევდონიმით.
1860-იანი
6 დეკემბერი
აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან, პეტრე უმიკაშვილთან, ექვთიმე
თაყაიშვილთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ნიკოლოზობის დღესასწაულის
მისალოცად მიდის ნიკოლოზ მთვარელიშვილთან.
1880
6 დეკემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს
სტატიას „დაბადებამდე სიკვდილი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1887
6 დეკემბერი
ამთავრებს მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ წერას.
წყარო:
1893
6 დეკემბერი
საპასუხო დეპეშას უგზავნის გივი ვახვახიშვილს და მადლობას უხდის ყურადღებისთვის.
წყარო:
1898
6 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 დეკემბერი“(„მას აქედ, რაც სამთა კავშირი
გერმანიისა, ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიისა შეიკრიბა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისი ახალ პოლიტიკურ ვითარებაში“.
წყარო:
1903
6 დეკემბერი
ქვეყნდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძეს განზრახული აქვს ქართულად თარგმნოს
ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“
წყარო: