ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
326; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 327-328; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 162-163, 360. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 42. პირთა ანოტაციები: ბახუტაშვილი კონსტანტინე დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ
მოგვეპოვება. მაღალაშვილი გრიგოლი დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ
მოგვეპოვება. ტარსაიძე გრიგოლი დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ
მოგვეპოვება. გაბაშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე (გარდ. 1924) აზნაური. „კოლეჟსკი სოვეტნიკი“. ექიმი. საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების
წევრი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 70. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ
ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.
ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი.
აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის
ისტორიის საკითხებზე. კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855 – 1936) თბილისის ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო
მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1886, 3 დეკემბერი, № 262, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 576. გაზ. „ივერია“, 1893, 3 დეკემბერი, № 262, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 12, 2007, გვ. 247. გაზ. „ივერია“, 1895, 3 დეკემბერი, № 262, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 119. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 25 მარტი, № 492, გვ. 4. გაზ. „ივერია“, 1904, № 277, გვ. 3. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 11868.
1873
3 დეკემბერი
წერილს უგზავნის მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ არ იცოდა მისი
კარდანახში წასვლის შესახებ და წინა ბარათი ისევ ბაქოში გაუგზავნა. გული
სწყდება, რომ არ შეუძლია მასთან ერთად დატკბეს ალაზნის ველის მშვენიერებით.
გამოთქვამს იმედს, რომ იანვარში მაინც მოახერხებს ჩაკითხვას.
წყარო:
1881
3 დეკემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იწონებენ ექიმების:
კონსტანტინე ბახუტაშვილის, გრიგოლ მაღალაშვილის, გრიგოლ გაბაშვილისა და გიორგი
ტარსაიძის შეთავაზებას საჯარო ლექციების თემებისა და განრიგის შედგენასთან
დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, რომ „ვისრამიანი“ გამოიცეს 1200-იანი
ტირაჟით და დაიბეჭდოს ორი სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე.
წყარო:
1885
3 დეკემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამგეობა უარს ამბობს მათი
ნებართვის გარეშე თარგმნილი ფიზიკის სახელმძღვანელოს ბეჭდვაზე. ნიკოლოზ ცხვედაძეს
ევალება მოამზადოს წერილი სახალხო სკოლების დირექტორთან გასაგზავნად მცხეთისა და
ვაყის სკოლების დირექტორებად სანდო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. ილია
ჭავჭავაძის ინიციატივით ანტონ ფურცელაძეს ავალებენ ქართულად დაწერილი რომანის „ბაბა-ამირიანის“
გადაწერას. იღებენ გადაწყვეტილებას ზაქარია ჭიჭინაძისაგან წიგნებისა და პოლიევქტოს
კარბელაშვილისგან ძველი მონეტების შეძენის თაობაზე. მადლობას უცხადებენ ილია
ჭავჭავაძეს ცხრა ხელნაწერი წიგნის შეწირვისთვის.
წყარო:
1886
3 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
2 დეკემბერი“ („ინგლისის სამინისტრო, არ ითქმის, რომ დღეს დიდს გაჭირვებაში
არ იყოს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის
საგარეო პოლიტიკა და საფრანგეთი“.
წყარო:
1893
3 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
3 დეკემბერი“ („კვირას, 28 ნოემბერს, ჩვენს გაზეთში...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის შესახებ“.
წყარო:
1895
3 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 3 დეკემბერი“ („მართალია, ბევრი
ლაპარაკი იმისთანა საქმეზე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“.
წყარო:
1897
3 დეკემბერი
მონაწილეობს თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ
კრებაში, რომელიც იწყებს ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის
საკითხის განხილვას
წყარო:
1904
3 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „ქართული სიბრძნე“ იბეჭდება ფრაზა ილია
ჭავჭავაძის პოემიდან „ქართვლის დედა“: „მამულის დასხნის არმდომი, / თავისა
თავის მგმობია, / ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს, / ომში სიკვდილი ჰსჯობია“.
წყარო:
3 დეკემბერი
ფინანსთა სამინისტროს საგანგებო საკრედიტო კანცელარიაში გზავნის წერილობით
თხოვნას, რომ თსს ბანკის საგირავნო ფურცლების ნომინალური ღირებულება
გაუთანაბრონ თბილისის საკრედიტო საზოგადოებისას.
წყარო: