The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


24.05

1845    
    
24 მაისი   
    
მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს ნიშნავენ კახეთის მილიციის შტაბს-კაპიტნად.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, 3, 1947, გვ. 165-167.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

    
1864    
    
24 მაისი   
    
ქუთაისში სტუმრად მიდის იმხანად გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატ ლევან გურიელის ოჯახში და ეცნობა ადგილობრივ საზოგადოებას.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 77-78, 343.

დათარიღება:

პირთა ანოტაციები:

გურიელი ლევან დავითის ძე (1824-1888წ)

გენერალ-ლეიტენანტი, გურიის უკანასკნელი მთავრის – მამია გურიელის შვილიშვილი. ყირიმისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78წ.წ ომების მონაწილე, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი

    
1873    
    
24 მაისი   
    
დუშეთის საზოგადოება უმართავს გამოსათხოვარ სადილს. სუფრასთან პლატონ იოსელიანი წარმოთქვამს სადღეგრძელოს, რომელშიც ეხება დუშეთის მაზრაში ილიას ცხრაწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობას და მაღალ შეფასებას აძლევს მის ადამიანურ ღირსებებს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 66.

პირთა ანოტაციები:

იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები.

    
24 მაისი    
    
დუშეთის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე თავის შემცვლელად გაგზავნილ ალექსანდრე სავანელს აბარებს სასამართლო საქმეებს.  დათარიღება:

24 მაისს გაიმართა გამოსათხოვარი სადილი.

პირთა ანოტაციები:

სავანელი ალექსანდრე ივანეს ძე

აზნაური, „სტატსკი სოვეტნიკი“, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის შემდეგ. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“.

    
1883    
    
24 მაისი    
    
სირაჯებისგან იღებს მიყიდული ღვინის საფასურის ნაწილს და ამის შესახებ მინაწერს აკეთებს მათთან დადებულ ხელშეკრულებაზე.   წყარო:

ხელშეკრულების დედანი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17514„ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 271.

    
1886    
    
24 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 მაისს“ („გაზეთმა „კავკაზ“-მა ამ უკანასკნელ დროს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთ „კავკაზის“ წერილების გამო“. გაზეთის ამავე ნომერში ქუთაისის ბანკის თემას ეხმიანება აკაკი წერეთელი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 320; გაზ. „ივერია“, 1886, 24 მაისი, № 110, გვ. 1, 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 41.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1887    
    
24 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 მაისი“ („დღეს კიდევ მოგვივიდა ამბავი სიღნაღის მაზრიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კალიების შემოსევა სიღნაღის მაზრაში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 მაისი, № 102, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 342.

    
24 მაისი    
    
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 მაისი, № 103, გვ. 1-2.

1888    
    
 24 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 107, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1894    
    
24 მაისი    
    
დილის 9 საათზე მის დისწულ მარიამ აფხაზ-მაყაშვილისას კუკიიდან მიასვენებენ ქაშვეთის ეკლესიაში და წირვის შემდეგ კრძალავენ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 24 მაისი, № 109, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894)

ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. იოანე ღვთისმეტყველი - იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წმინდა „ახალ აღთქმაში“ შემავალი ერთ-ერთი სახარების, ეპისტოლეებისა და „გამოცხადების“ ავტორი.

    
24 მაისი    
    
ესწრება თსს ბანკის სხდომას და გამოდის სათავადაზნაურო სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით. კრება მხარს უჭერს მის ინიციატივას.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 25 მაისი, № 110, გვ. 2-3.

    
1895    
    
24 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის კრებაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა („მე, ბატონებო, გუშინ და გუშინწინ ვერ დავესწარი კრებას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე 20 მაისს, 1895 წელს“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 24 მაისი, 1895, № 106, გვ. 3-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 90.

    
24 მაისი   
    
იღებს კონსტანტინე ყიფიანის წერილობით თხოვნას, რომ განიხილოს მისი კანდიდატურა შემფასებელი კომისიის წევრად.   წყარო:

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

    
1897    
    
24 მაისი   
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ წლიურ კრებაში, რომელზეც განიხილავენ განვლილი წლის ანგარიშსა და მიმდინარე წლის ხარჯთაღრიცხვას. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 24 მაისი, № 206, გვ. 4.

    
1898    
    
24 მაისი    
    
სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს შინ აკითხავს უკრაინელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია და გადასცემს ადრესს. მასში იგი შედარებულია პრომეთესთან, რომელმაც კაცობრიობისთვის ღვთაებრივი ნაპერწკალი მოიპოვა. ტექსტს სხვებთან ერთად ხელს აწერს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი მიხაილო კოციუბინსკი.   წყარო:

„უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი – მ. კოციუბინსკი“, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1964, 17 სექტემბერი, № 111, გვ. 3; ა. კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი ყვარელში, 1959, გვ. 39. მეგახლავარ (მიხეილ ნასიძე), „თ. ილია ჭავჭავაძე“, 1898.

პირთა ანოტაციები:

კოციუბინსკი მიხეილ მიხეილის ძე (1864-1913)

უკრაინელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რევოლუციონერ-დემოკრატი.

    
1903    
    
24 მაისი    
    
ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები გაგრიდან ჩადიან სოხუმში პრინც ალექსანდრე ოლდენბურგთან.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 4 ივნისი, № 118, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

    
24 მაისი   
    
 ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები სოხუმთან, ბესლეთის ხიდის ფონზე იღებენ ფოტოს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 4 ივნისი, № 118, გვ. 3.

    
24 მაისი   
    
ილია ჭავჭავაძეს და დელეგაციის სხვა წევრებს შერვაშიძეთა ბაღში უმართავენ დიდ წვეულებას. ნადიმს ესწრება ამ დროს სოხუმში მყოფი ქართული დრამატული დასი. ილია ჭავჭავაძე მისასალმებელ სიტყვაში საუბრობს მშობლიური მიწა-წყლის გაფრთხილების აუცილებლობაზე. სოხუმელები სთხოვენ ქშწკგ საზოგადოებასთან შუამდგომლობას მათ ქალაქში ქართული სკოლის დასაარსებლად. უღებენ ფოტოს საზოგადოებასთან ერთად. ხელში აყვანილი მიჰყავთ ეტლამდე და სიმღერით აცილებენ.

   

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 118, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 451; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 24-25; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 4529-i; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 0-42388.

ფოტო

ჯგუფური ფოტო და ფრაგმენტი.

ცენტრში:

ილია ჭავჭავაძე;

მარცხნივ:

ჩოლოყაშვილი დიმიტრი

სიღნაღის თავადაზნაურობის მარშალი

შარვაშიძე ივანე

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი.

 მარჯვნივ:

ორბელიანი (ჯამბაკურიანი) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1835-1837)

თავადი. შტაბსკაპიტანი, ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის მაზლი (პირველი ქმრის ძმა). თბილისის თავადაზნაურობის მარშალი 

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

ილია ჭავჭავაძის უკან:

შარვაშიძე ალექსანდრე

სოხუმის ქალაქისთავი

მარცხნივ:

ჩიჩუა-მიქელაძე ნინო

მარჯვნიდან მეორე:

 ჩიჩუა-ანჩაბაძე  მელიკო

მეექვსე

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა

მეშვიდე

 გეგია-თურქია თეკლე

პირველ რიგში:

ლოლუა ძუკუ

 ლოტბარი

მომღერლების გუნდი.

    
1906    
    
24 მაისი   
    
ოფიციალურ წერილს იღებს სახელმწიფო მდივნისგან თხოვნით, რომ მიაწოდოს პირადი მონაცემები წლოვანებისა და განათლების შესახებ სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებისთვის.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 42; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249-250, 498-499.