1874 | ||
1874 7 იანვარი | ||
იღებს წერილს მეუღლისგან, რომლისთვისაც უთქვამთ, თითქოს ბანკის წესება დაამტკიცეს და ულოცავს. სწერს, რომ ხელოსანმა კარ-ფანჯარა უხარისხოდ გააკეთა. ასევე ატყობინებს, რომ მისმა სიძემ - ნიკოლოზ აფხაზმა დაკარგული ცხენის კვალს მიაგნო, მაგრამ ერიდება, რომ ახალ პატრონს დაბრუნება მოსთხოვოს |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 171-172, 362. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907) ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე. |
|
1877 | ||
7 იანვარი | ||
ცენზურა ნებას რთავს, გამოაქვეყნოს განცხადება გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ. |
წყარო:
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ნაბეჭდი № 2218; „ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 269-270. |
|
1882 | ||
7 იანვარი | ||
ქართული დრამატული დასი მსახიობ ნიკოლოზ თომაშვილის საბენეფისოდ გრიგოლ არწრუნის თეატრში წარმოადგენს მის პიესა „მაჭანკალს“. |
წყარო:
„დღიური“, გაზ. „დროება“, 1882, 9 იანვარი, № 5, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: თომაშვილი (შიშნიაშვილი) ნიკოლოზ (1855 – 1885) მსახიობი, მუდმივი ქართული დრამატული დასისი წევრი. |
|
1884 | ||
7 იანვარი | ||
„ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთს გადასცემს პეტრე უმიკაშვილს |
წყარო:
პეტრე უმიკაშვილის ხელწერილი თანხის მიღებაზე. № 686, № 283. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
1902 | ||
7 იანვარი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას. მსჯელობენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის ხელფასის ოდენობის შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბათუმიდან შემოსული საწევრო გადასახადების თანხა მოხმარდეს ადგილობრივ სკოლას. ამავე სასწავლებლის პედაგოგად დროებით ნიშნავენ ანასტასია ლომინაძეს. ისმენენ კავკავის სკოლის გამგის პართენ გოთუას ინფორმაციას სამზრუნველოს ერთ-ერთი წევრის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N788, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ლომინაძე ანასტასია ვასილის ასული პედაგოგი, ქშწ-კგ საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი 1908-1912 წლებში. გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე (1873-1936) - პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1904 | ||
7 იანვარი | ||
თბილისის სამხედრო ტაძარში ესწრება ვასილი ველიჩკოს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1904, 6 იანვარი, № 4, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). |