ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177. დათარიღება: დროზე
მინიშნებულია მეუღლისთვის 1874 წლის 4 თებერვალს გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „დროება“, 1875, 1 იანვ. № 1, გვ. 2. შარშანდელ ქართულ მწერლობის გადათვალიერება, “ალმანახი“, შედგენილი გ.
თუმანიშვილისაგან, წ.1, 1878, გვ. 132. დათარიღება: გაზეთ „ივერიაში“ (1877, № 44,
გვ. 16) მითითებულია „ალმანახის“ გამოსვლის დრო. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო
გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 167, გვ. 1; გაზ. „დროება“,
1880, № 1, იანვარი, გვ. 2 .
პირთა ანოტაციები:
მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)
მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის
უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“
რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი
შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების
საქმეში.
წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე № 28, ფ. 9. გაზ. “დროება“, 1880, დეკემბერი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 197. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში.
ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 664-665. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902) პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის
მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე. გაზ. “დროება“, 1883, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 372. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 695-696. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17581; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 118; მ. კვატაია,
ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების დათარიღებისთვის. „ლიტერატურული ძიებანი“, № 3,
1989, გვ. 468-469; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 164, 444-445.
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 208. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში ზუბალაშვილის მხოლოდ სახელია მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი,
მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910) თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს. ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის
მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-187. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“
ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე
(1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 173, ფ. 5; ასლი №
1152, გვ. 245; გაზ. „ივერია“, 1886, № 1, გვ. 1-2; 1-3. გაზ. „ივერია“, 1887, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8,
2007, გვ. 628. გაზ. „ივერია“, 1888, № 1, პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ჟურნ. „თეატრი“, 1888, № 1, გვ. 1-3. გაზ. „ივერია“, 1888, 1 იანვარი, № 1, გვ. 1-2; 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 453. პირთა ანოტაციები: მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე.
ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“
და სხვ. გაზ. „ივერია“, 1891, 1 ივნისი, № 114, გვ. 3. დათარიღება: დროზე მინიშნებულია
გაზეთ „ივერიის“ 1891 წლის 1 ივნისის პუბლიკაციაში. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1891, 1 ივნისი, № 114, გვ. 3. დათარიღება: დროზე მინიშნებულია
გაზეთ „ივერიის“ 1891 წლის 1 ივნისის პუბლიკაციაში. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1893, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა კრებული
ცხრა ტომად, (შემდგ. ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. VII, 1928, გვ. 342; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 120. გაზ. „კვალი“, 1895, № 1 პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა
ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „ივერია“, 1895, № 1, გვ. 1. გაზ. „კვალი“, 1896, № 1. გაზ. „კვალი“ 1897, № 1, გვ. 17. გაზ. „Новое обозрение“ 1897, № 4467, გვ. 1. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. Пиралов А.С. и Шавердов С.Б. Очерк виноградарства и виноделия Кахетии,
Тифлис, 1896. პირთა ანოტაციები: ფირალიშვილი (ფირალოვი) არტემ სტეფანეს ძე (1861-1926) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობასა და კუსტარულ მეწარმეობაზე
რამდენიმე წიგნის ავტორი. გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 31 დეკემბერი“ („აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“. გაზ. „ივერია“, 1898, 1 იანვარი, № 1, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, თბილისი, 2007, გვ. 492. გაზ. „ივერია“, 1899, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, თბილისი, 2007, გვ. 165. გაზ. „კვალი“, 1899, № 1. გაზ. „ივერია“, 1900, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, თბილისი, 2007, გვ. 324. გაზ. „ივერია“, 1901, № 1, გვ. 2-3. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1343. გაზ. „კვალი“, 1901, № 1. პირთა ანოტაციები: ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) იროდიონ ისაკის ძე (1873-1916) მწერალი, „მესამე დასის“ წევრი. თანამშრომლობდა „ივერიასა“ და სხვა
ჟურნალ-გაზეთებში. გაზ. „ივერია“, 1902, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 460. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 622,
711-712.
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1686 გაზ. „კვალი“, 1902, № 1, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941) ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 23.
გაზეთ „ივერიის“ № 1, გვ. 2.
პირთა ანოტაციები:
ხოშტარია დიმიტრი თომას ძე (1867-1938)
პოეტი, წერდა ფსევდონიმით „დუტუ მეგრელი“. ევდოშვილი (ხოსიტაშვილი)
იროდიონ ისაკის ძე (1873-1916) მწერალი, „მესამე დასის“ წევრი. თანამშრომლობდა „ივერიასა“ და სხვა
ჟურნალ-გაზეთებში. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2368. გაზ. „შუამავალი“, 1907, № 1. პირთა ანოტაციები: კალანდაძე ნესტორ ლაზარეს ძე (1877-1943) პუბლიცისტი, კარიკატურისტი. წერდა ფსევდონიმებით: „ეშმაკი“, „კოღო“, “ბზიკი“.
1874
1 იანვარი
ივანე მაჩაბელთან ერთად ამთავრებს „მეფე
ლირის“ თარგმნას.
წყარო:
1875
1 იანვარი
გაზეთი „დროება“ წერილით „რედაქციისაგან“ მკითხველებს აცნობებს, რომ ილია
ჭავჭავაძე გაზეთს შეჰპირდა თავისი ახალი ნაწარმოების გადაცემას დასაბეჭდად.
აქვე ქვეყნდება ცნობა თსს ბანკის 15 იანვრისათვის გახსნისა და ამ დროისათვის
მისი პეტერბურგიდან დაბრუნების მოლოდინის შესახებ
წყარო:
1878 1 იანვარი
გიორგი თუმანიშვილი წერილში „შარშანდელი ქართული მწერლობის გადათვალიერება“
ეხმაურება „მეფე ლირის“ ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძისეულ ქართულ
თარგმანს.
წყარო:
1880
1 იანვარი
გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს შინაურ მიმოხილვას, სათაურით „ვისს ნათესსა ვმკით?“.
იქვე მისი და სერგეი მესხის ხელმოწერით იბეჭდება განცხადება გაზეთ „დროებისა“
და ჟურნალ „ივერიის“ ერთობლივი გამოცემის შესახებ და აკაკი წერეთლის საახალწლო
ლექსი „მესტვირული“, რომელშიც ერთი სტროფი ილიას ეძღვნება: „აწ ახლებზედ
გადავიდეთ, ვახსენოთ ჩვენი ილია...“
წყარო:
1880
1 იანვარი
სხვებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების 1879 წლის ანგარიშს.
წყარო:
1881
1 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საახალწლო
მილოცვა“ („ყველა, ვისაც კი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება
აქვსენტი ცაგარელის საახალწლო ფელეტონი და პოეტური შარჟი ილია ჭავჭავაძეზე („დაგვიმძიმდა,
ძლივს-ღა იძვრის / ეს ჩვენი ახალ წლის კუნძი!..“).
წყარო:
1883
1 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საახალწლო“
(„ღმერთმა მრავალ ამ დღეს დაგასწროსთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1892
1-18 იანვარი
წერილობით სთხოვს გრიგოლ ყიფშიძეს, გაუგზავნოს ნიკოლოზ ზუბალაშვილის მიერ
საბჭოში წარმოთქმული სიტყვა, რადგან სურს გამოხმაურება დაწეროს.
წყარო:
1894
1-2 იანვარი
გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად სტუმრად არის ალექსანდრე და
გრიგოლ ყიფშიძეებთან სოფელ საღოლაშენში.
წყარო:
1886
1 იანვარი
ილია ჭავჭავაძის რედაქტორ-გამომცემლობით გამოდის გაზეთ „ივერიის“ პირველი
ნომერი, რომელშიც უსათაუროდ და ხელმოუწერლად იბეჭდება მისი მოწინავე „ტფილისი,
31 დეკემბერი“ (თხზულებათა კრებულებში სათაურად აქვს „ივერიის წინასიტყვაობა“)
და ასტრონიმით (***) წერილი „ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“ („წავიდა ძველი წელიწადი...“)
წყარო:
1887
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
31 დეკემბერი“ („ესეც კიდევ ერთი წელიწადი ჩაბარდა თავის პატრონს...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რით იმართლებს თავს ეს ძველი
წელიწადი“.
წყარო:
1888
1 იანვარი
„ივერიის“ საახალწლო ნომერში პეტრე უმიკაშვილს ხელმოუწერლად უძღვნის თავის
ლექსს „წუთისოფელი ესეა...“
წყარო:
1 იანვარი
ჟურნალ „თეატრში“ ხელმოუწერლად იბეჭდება „ივერიისადმი“ მიძღვნილი საახალწლო
ექსპრომტი: „გიხდება სიდარბაისლე, / წინ-დახედული დინჯობა, / არათ გაწყენდა
ხანდის-ხან / გამოგეჩინა ფიცხობა“.
წყარო:
1889
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
31 დეკემბერი“ („დადგა ახალი წელიწადი და ნება გვიბოძეთ...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საახალწლო მილოცვა“. გაზეთის ამავე
ნომერში „რედაქტორი-გამომცემელი შერმადინის“ ფესვდონიმით იბეჭდება იაკობ
მანსვეტაშვილის „საახალწლო მილოცვა“ ილიასადმი („ნუ უღალატებ მერანსა / „ჩოტკი“
ძირს დადე, ილია, / ყველა ეს წავა, გაქრება, / დარჩება „განდეგილია“.)
წყარო:
1890
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება მისი ახალი ნაწარმოები „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“
ქვეშ მინაწერით „საახალწლო მოთხრობა“. გაზეთის ამავე ნომერში „დონ-იაგოს“
ფსევდონიმით იბეჭდება იაკობ მანსვეტაშვილის საახალწლო მილოცვები ქართველი
საზოგადო მოღვაწეებისადმი, მათ შორის „ივერიის“ რედაქტორისადმი.
წყარო:
1 იანვარი
ივანე მაჩაბელი სთხოვს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემას, მაგრამ იმის
გამო, რომ ასეთი რამის გაკეთება კანონით არ შეიძლება, უარს ეუბნება.
წყარო:
1893
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს „შინაურ მიმოხილვას“
თარიღით „ტფილისი, 1 იანვარი“ („შემოვდგი ფეხიო, გწყალობდეს ღმერთიო...“).
წყარო:
1895
1 იანვარი
გაზეთ „კვალში“ „დავით სოსლანის“
ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის საახალწლო შარჟები ქართველ მოღვაწეებზე,
მათ შორის ილია ჭავჭავაძეზე: „ძლიერს მორჩილობს ყოველი / იგიცა, ვინც ორგულია,
/ ღმერთმან ინებოს, სოფელი / არ დაგრჩეს უმადურია“. აქვე გიორგი წერეთელი
იწყებს სტატიის პუბლიკაციას სათაურით „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელშიც
უპირისპირდება გაზეთ „ივერიას“, მის რედაქტორსა და თანამშრომლებს.
წყარო:
1 იანვარი
„ფირუზას“ ფსევდონიმით და სათაურით „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ „ივერიაში“
იწყებს სატირული პამფლეტის ბეჭდვას გაზეთ „კვალის“ თანამშრომლებზე.
წყარო:
1896
1 იანვარი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ღვარძლიანი საახალწლო შარჟები გაზეთ „ივერიისა“ („სამი
წელია ირყევი, დროა დადგე სწორ გზაზედა...“) და თსს ბანკისადმი („შენმა დიდმა
წარმოებამ / ჩვენ მოგვცა კარგი ნაყოფი, / მხოლოთ გიწუნებთ იმას, რომ / გარყვენი
ყველა მანდ მყოფი...“).
წყარო:
1897
1 იანვარი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება საახალწლო შარჟი ილია ჭავჭავაძისადმი:
„ოთხმოცდათოთხმეტს დაიწყო / „უცნაური ამბის“ წერა; / ორი წელია ვუყურებთ, /
მგონი, რომ ვეღარ დაწერა!“
წყარო:
1 იანვარი
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით „Горесмехов“ იბეჭდება საახალწლო
ფელეტონი, რომელშიც ოთხი კვირის განმავლობაში თსს ბანკის კრებებზე ვანო
მაჩაბლისა და მისი „რაზმის“ აღტკინებული გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ
განვლილი წლის ერთ-ერთ უარყოფით მოვლენად არის შეფასებული.
წყარო:
1 იანვარი
არტემ ფირალიშვილი წარწერით უძღვნის თავისი თანაავტორობით გამოსულ წიგნს
„ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“.
წყარო:
1898 1 იანვარი
წყარო:
1899
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და
ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი“(„ჩვენ
გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „საახალწლოდ“.
წყარო:
1 იანვარი
გაზეთ „კვალში“ „საახალწლო ნობათის“ სათაურით იბეჭდება კრიტიკული შარჟი ილია
ჭავჭავაძეზე.
წყარო:
1900
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ესეც პირველი დღე მეოცე საუკუნისა...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მეცხრამეტე საუკუნე“.
წყარო:
1901
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ „ს-ნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ჩვენი მწერლობა მე19
საუკუნეში ერთი თვალის გადავლებით“. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს
60-იან წლებს და ილია ჭავჭავაძის გამოსვლას სამწერლო ასპარეზზე.
წყარო:
1 იანვარი
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ბეჭდავს ღვარძლიან საახალწლო ექსპრომტს გაზეთ
„ივერიისადმი“: „არ გვწყინს, სუქნად რომ ბერდები / თეთრის წვერით, „ივერია“! /
მხოლოდ... შენი მკითხველები / ჯანდაკი და მშიერია!..“.
წყარო:
1 იანვარი
გაზეთი „კვალი“ „რიგოლეტოს“ ფსევდონიმით
ბეჭდავს იროდიონ ევდოშვილის პაროდიას „ივერიისადმი“: „მიდის, მიკოჭლობს უგზო
უკვლოთ ილოს გაზეთი...“.
წყარო:
1902
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„თფილისი, 1 იანვარი 1902 წ.“ („სწორედ დამდეგ 1902 წელს...“). ტექსტი ილია
ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1 იანვარი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება საახალწლო შარჟები ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ
„ივერიისადმი“ („ილია ჩაფიქრებულა: / „რათ ვქენი საქმე ასეთი? რომ
ბატის-ტვინებს ჩავუგდე / ხელში მე ჩემი გაზეთი...“; „საბრალო „ივერია“ / წახდა,
თქვენი მტერია...“).
წყარო:
1 იანვარი
გაზეთ „კვალში“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით იბეჭდება ფილიპე მახარაძის წერილი
„გასული წელი“, რომელშიც კრიტიკულად არის მოხსენიებული გაზ. „ივერია“, მისი
რედაქტორი და ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა. აქვე ქვეყნდება საახალწლო შარჟი
ილია ჭავჭავაძეზე.
წყარო:
1 იანვარი
ხელს აწერს ვექსილს, რომლის მიხედვითაც, ვალდებულია თბილისის ქაღალდის ფაბრიკის
ამხანაგობას შვიდ თვეში გადაუხადოს 275 მანეთი.
წყარო:
1903
1 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ „დუტუ მეგრელის“ ფსევდონიმით იბეჭდება დიმიტრი ხოშტარიას
საახალწლო ნობათი ილია ჭავჭავაძისადმი: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს /
მწერალიც თან გაჰყოლოდე...“.
წყარო:
1 იანვარი
გაზ. „კვალში“ „რიგოლეტოს“ ფსევდონიმით იბეჭდება იროდიონ ევდოშვილის „სადღეისო
ვიზიტები“, რომელშიც ერთ-ერთი შარჟი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნება.
წყარო:
1904
1 იანვარი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სათაურით „საახალწლო მილოცვები შექსპირისა“ იბეჭდება
ამონარიდები ინგლისელი დრამატურგის თხზულებებიდან. ილია ჭავჭავაძისადმი
მიმართულია სიტყვები „მეფე ლირიდან“: „შეგრჩა სული კიდევ თუ არა? / ერთი ხმა
გამე, კარგო კაცო!... რა დაგემართა?“
წყარო:
1907
1 იანვარი
გაზეთ „შუამავალში“ „ეშმაკის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ჭავჭავაძის მიერ
წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ
კალანდაძისეული პაროდია სათაურით „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს.
გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.
წყარო: