The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


7.11

1881    
     
7 ნოემბერი    
     
მოსკოვში მყოფ ილია ოქრომჭედლიშვილს წერილით ატყობინებს, რომ „ქშწკგ საზოგადოებამ“ სიხარულით მიიღო მისი შეთავაზება, დაფინანსდეს ძველი წიგნების, კერძოდ, „ვისრამიანის“ გამოცემა.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17570; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 61-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 96-98; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 95-97, 410.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 198-199.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

     
1886    
     
7 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 ნოემბერი“ („ამ სამს-ოთხს წელიწადში სოფლის ჭირნახულის ფასმა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჭირნახულის მომყვანთა გაერთიანებულ ამხანაგობათა შესახებ“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 485; გაზ. „ივერია“, 1886, 7 ნოემბერი, № 241, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955, გვ. 178; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 508.

     
1889    
     
7 ნოემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 ნოემბერი“ („შემდეგ იმისთანა საუცხოვო „წყობილსიტყვაობისა“...“).მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „Новое Обозрение“-ს წერილის გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 7 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 371.

     
1891    
     
7 ნოემბერი    
     
იღებს რუსი პოეტის, მარია დავიდოვას წერილს. ადრესანტი მადლობას უხდის კრებულის მიწოდებისთვის, უგზავნის ლექსებს და საკუთარ შრომას მოცარტის შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 493. В. Моцарт, его жизнь и музыкальная деятельность. СПб., 1891, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია, TS 2.875/09.

პირთა ანოტაციები:

დავიდოვა მარია ავგუსტის ასული (დაბ. 1863)

 რუსი პოეტი. დაწერა კომპოზიტორების: მოცარტის, შუმანისა და მეიერბერის ბიოგრაფიები. მის ლექსებზე შექმნილია რომანსები.

მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს (1756-1791)

 ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.

     
1897    
     
7 ნოემბერი    
     
 .გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 ნოემბერი “ („რომ უკეთესად შევიგნოთ, ვინ რას ეძებს აღმოსავლეთის საქმეში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუა ზღვის გზების საკითხი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 7 ნოემბერი, № 231, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 461.