1857
1857 1 ნოემბერი უნივერსიტეტში შეაქვს სწავლის გადასახადი. |
წყარო:
გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 89. |
|
1874 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია („თბილისის თავადაზნაურობის საადგილმამულო ბანკის...“) ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ჩოლოყაშვილის პეტერბურგში გამგზავრებისა და იქ მოსაგვარებელი საქმეების შესახებ. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1874, № 447, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
1878 | ||
1 ნოემბერი | ||
წარმოებს მამულების გაყოფა მასა და მის ყვარლელ ნათესავებს შორის, რის შედეგადაც დგება „ჭავჭავაძეების საკუთრებაში მყოფი ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი“ |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9599. |
|
1878 | ||
1-3 ნოემბერი |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 194.td> | |
ყვარელში იმყოფება და ავადმყოფობს. | ||
1881 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „იმერული „დანოსები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. | ||
1884 | ||
1 ნოემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ნიკოლოზ ცხვედაძესა და გიორგი თუმანიშვილს ევალებათ სოფლებში მცხეთასა და ვაყაში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ცირკულარებისა და იურიდიული მხარის შესწავლა საჩივრის დასაწერად, რომელიც გამგეობაში განხილვის შემდეგ უნდა გაეგზავნოს ოლქის მზრუნველს და, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლეს ორგანოებს. იღებენ დადგენილებას, რომ სკოლების შემოსავლებიდან დარჩენილი თანხები იყოს მათსავე ხელუხლებელ ანგარიშზე. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლიდან იღებენ ინფორმაციას, რომ ვერცერთი კანდიდატის მიერ ჩატარებულმა სამაგალითო გაკვეთილებმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 20. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან) თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. |
|
1885 | ||
1 ნოემბერი | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი შუამდგომლობს მთავარმართებლის კანცელარიის წინაშე ილია ჭავჭავაძისთვის ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების ნებართვის მისაცემად |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 221. |
|
1887 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“ („არა გვგონია ჩვენს მკითხველებში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრმობა დიმიტრი ყიფიანისა. მის საკუთარ ნაწერთაგან“ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1887, 1 ნოემბერი, № 228, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 597. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1888 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“ („ამ ბოლოს ხანებში ჩვენმა კავკასიამ მოიზიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მეურნეობის სიკეთე სოფლად ყველას საქმეა“ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 1 ნოემბერი, № 229, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 368. |
|
1889 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 ოქტომბერი“ („მთელი ჟურნალ-გაზეთები ევროპისა დღეს მარტო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორის ვიზიტი სტამბოლში“. |
გაზ. „ივერია“, 1889, 1 ნოემბერი, № 232, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 357. |
|
1891 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი “ („ჩვენის ქალაქის საბჭოს ყოფაცხოვრებას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის გამგეობის მტკივნეული საკითხები“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1891, 1 ნოემბერი, № 232, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 39. |
|
1892 | ||
1 ნოემბერი | ||
თსს ბანკის მმართველობა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში პანაშვიდს ახდევინებს ბანკის ყოფილი დირექტორის დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანის სულის მოსახსენიებლად. |
წყარო: განცხადება გაზ. „ივერიაში“, 1892, 30 ოქტომბერი, № 229, გვ. 3. პირთა ანოტაციები: წმინდა გიორგი (დაახლ. 275- 303) – კაპადოკიელი დიდებული, სარწმუნოებისთვის წამებული და წმინდანად შერაცხილი. ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892) – დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი. |
|
1895 | ||
1 ნოემბერი | ||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ილია ჭავჭავაძის ხელმოწერილ საპასუხო წერილთან ერთად ჰუგო შუხჰარდტს უგზავნის მის მიერ მოთხოვნილ ლიტერატურას, საზოგადოების წიგნის მაღაზიის კატალოგს და სხვა წიგნებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრესატს გამოადგება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქმე 451; შ. გოზალიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. 1973, გვ. 37; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 174-175, 454. პირთა ანოტაციები: შუხჰარდტი ჰუგო (1842-1927) ავსტრიელი ქართველოლოგი, ვენის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი |
|
1897 | ||
1 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1897, 1 ნოემბერი, № 226, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 447. |
|
1905 | ||
1 ნოემბერი | ||
იწვევენ ქშწ-კგ საზოგადოების სხდომაზე დასასწრებად და სთავაზობენ მიკითხვას ან ფაეტონის გაგზავნას. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი № 54 |