
გაზ. „დროება“, 1876, 6 ივნისი, № 56, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“ № 119, 120, 121, 124, 126, 127. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი,
1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.
თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. გაზ. „ივერია“, 1886, 6 ივნისი, № 119, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 83. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 684-687, გაზ. „ივერია“, 1887, 6 ივნისი, № 112, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 385. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 13774 ხ. დათარიღება: წერილის შინაარსის მიხედვით, ივანე მაჩაბლის 5 ივნისის მიმართვა „ივერიის“
რედაქტორისადმი ჯერ გამოქვეყნებული არ ჩანს და არც მასზე პასუხი აქვს მიღებული. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის
ფონდი 428; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 243, 492. პირთა ანოტაციები: ჯაფარიძე ნოშრევან ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.
1876
6 ივნისი
აკაკი წერეთლის საპასუხოდ ნიკო ნიკოლაძე გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ
წერილს ქუთაისის ბანკის საკითხებთან დაკავშირებით მისი და ილია ჭავჭავაძის
კამათის შესახებ, სათაურით „განა „საჭირო“ უდროოა?“
წყარო:
1882
6 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც განიხილავენ
ერთი წლის ანგარიშს. აქტიურად მონაწილეობს ბათუმის სკოლის საკითხის
განხილვაში. საზოგადოების თავმჯდომარედ ირჩევენ ივანე ბაგრატიონმუხრანელს.
წყარო:
1886
6 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს: „ტფილისი,
5 ივნისს“ („რით გათავდება გლადსტონის მეცადინეობა...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ირლანდიის თვითმმართველობის
უფლება და მისი მოწინააღმდეგენი“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“
რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ლექსს „ვაჟკაცთ ცრემლსა რად
უძრახვენ...“
წყარო:
1887
6 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 5 ივნისი“ („ჩვენ დროში ქვეყნის საქმეებმა
ისეთი ძირი გაიკეთა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.
წყარო:
1891
6 ივნისი
ივანე მაჩაბელი წერილს უგზავნის აკაკი წერეთელს პეტერბურგში და უყვება
სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე მომხდარ ამბებს. მიიჩნევს, რომ ილია
ჭავჭავაძის გამარჯვება არ იყო სამართლიანი და ბანკიდან პროტესტის ნიშნად
წავიდა. სწერს, რომ აპირებს „ნოვოე ობოზრენიესა“ და „ივერიაში“ დაბეჭდოს
წერილები, რომელთა მეშვეობითაც გამოააშკარავებს ბანკში მიმდინარე მოვლენებს.
სთხოვს, თვალი ადევნოს ამ პოლემიკას.
წყარო:
1905
6 ივნისი
მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს ატყობინებს, რომ მალე გაუგზავნის წისქვილის
ქვებს და ავალებს ორი საპალნე ღვინის გაგზავნას.
წყარო: