
გაზ. “დროება“, 1880, 28 ივნისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 621, 653. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 48. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე ანტონ დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება. გაზ. „ივერია“, 1886, 28 ივნისი, № 138, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 160. გაზ. „ივერია“, 1886, 1 ივლ. № 140, 2 ივლ. № 141. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე – ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის
დისწული. გაზ. „ივერია“, 1887, 3 ივლ., № 134, გვ. 2. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. რატილი (ნავრატილი) იოსებ (1840-1912) ჩეხი მომღერალი, 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტენორი.
1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის გუნდს, 1890 შეადგინა ცალკე გუნდი. გაზ. „კვალი“, 1898, № 27. პირთა ანოტაციები: ახვლედიანი ვ. გაზეთ „კვალში“ სენაკის სკოლის შესახებ 1898 წელს გამოქვეყნებული
სტატიის ავტორი გაზ. „ივერია“, 1903, № 139, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე (1852-1930) დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, სურამის ბიბლიოთეკის დამაარსებელი.
1880
28 ივნისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს
სტატიისა „ერთი კვირა უცხოეთში“ („ვგონებ უცხო სახელმწიფოთა შორის...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1881
28 ივნისი
გურიის სკოლებზე მზრუნველი ანტონ ნაკაშიძე დამატებით წერილობით
ინფორმაციას აწვდის სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის
აუცილებლობასთან დაკავშირებით. იგი აღწერს სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობაას,
მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთეულებმა
იციან წერაკითხვა.
წყარო:
1886
28 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი,
27 ივნისს“ („კვლავ მოიგრაგნა პოლიტიკური ცა ღრუბლებითა და ლამის კვლავ
ატყდეს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბულგარეთის
მთავრის სიტყვა და მისი შედეგი“.
წყარო:
28-29 ივნისი
მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად ესწრება გამოცდებს
სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში. _ 234
წყარო:
1887
28 ივნისი
მეუღლესთან ერთად ესწრება გამოცდებს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში.
წყარო:
1890
28 ივნისი
ესწრება იოზეფ რატილის ქართული გუნდის კონცერტს გერმანელთა დასახლებაში.
წყარო:
1898
28 ივნისი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება უცნობი ავტორის – ვ. ახვლედიანის წერილი „სენაკის
სკოლის საქმე“, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ქშწ-კგ საზოგადოების
გამგეობა და მისი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
წყარო:
1903
28 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ „ფ. ტვირთმძიმელის“
ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ვითომ სამეცნიერო კრიტიკა“. მასში ლუარსაბ
ყიფიანის მიერ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული კრიტიკა ნარკვევის „სომეხთა
მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ წინააღმდეგ შეფასებულია როგორც ფუნდამენტურ
გამოკვლევასთან რიტორიკული შეკითხვებით დაპირისპირების „სუსტი მცდელობა“
და ნათქვამია, რომ კრიტიკის ავტორმა ვერ გააბათილა ილია ჭავჭავაძის
ვერცერთი არგუმენტი.
წყარო: