The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


28.06

1880    
    
28 ივნისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ერთი კვირა უცხოეთში“ („ვგონებ უცხო სახელმწიფოთა შორის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 28 ივნისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653.

    
1881    
    
28 ივნისი    
    
გურიის სკოლებზე მზრუნველი ანტონ ნაკაშიძე დამატებით წერილობით ინფორმაციას აწვდის სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. იგი აღწერს სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობაას, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთეულებმა იციან წერაკითხვა.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 48.

პირთა ანოტაციები:

ნაკაშიძე ანტონ

 დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

    
1886    
    
    
28 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 27 ივნისს“ („კვლავ მოიგრაგნა პოლიტიკური ცა ღრუბლებითა და ლამის კვლავ ატყდეს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბულგარეთის მთავრის სიტყვა და მისი შედეგი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 28 ივნისი, № 138, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 160.

 

28-29 ივნისი    
    
მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად ესწრება გამოცდებს სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში. _ 234   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 1 ივლ. № 140, 2 ივლ. № 141.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. სტაროსელსკი სვიმონ (სენო) დიმიტრის ძე – ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

    
1887    
    
28 ივნისი   
    
მეუღლესთან ერთად ესწრება გამოცდებს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 3 ივლ., № 134, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1890    
    
28 ივნისი     
    
ესწრება იოზეფ რატილის ქართული გუნდის კონცერტს გერმანელთა დასახლებაში.  წყარო:

 

რატილი (ნავრატილი) იოსებ (1840-1912)

ჩეხი მომღერალი, 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტენორი. 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის გუნდს, 1890 შეადგინა ცალკე გუნდი.

 

    
1898    
 
28 ივნისი  
 
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება უცნობი ავტორის – ვ. ახვლედიანის წერილი „სენაკის სკოლის საქმე“, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა და მისი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე. წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 27.

პირთა ანოტაციები:

ახვლედიანი ვ.

გაზეთ „კვალში“ სენაკის სკოლის შესახებ 1898 წელს გამოქვეყნებული სტატიის ავტორი

 
1903  
 
28 ივნისი  
 
 გაზეთ „ივერიაში“ „ფ. ტვირთმძიმელის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ვითომ სამეცნიერო კრიტიკა“. მასში ლუარსაბ ყიფიანის მიერ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული კრიტიკა ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ წინააღმდეგ შეფასებულია როგორც ფუნდამენტურ გამოკვლევასთან რიტორიკული შეკითხვებით დაპირისპირების „სუსტი მცდელობა“ და ნათქვამია, რომ კრიტიკის ავტორმა ვერ გააბათილა ილია ჭავჭავაძის ვერცერთი არგუმენტი.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 139, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე (1852-1930)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, სურამის ბიბლიოთეკის დამაარსებელი.