The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


23.02

1858    
    
23 თებერვალი   
    
 პეტერბურგში თარგმნის ჯორჯ ბაირონის ლექსს „სტიროდეთ“  წყარო:

ავტოგრაფი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 108, გვ. 22; № 212; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 16-17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 16, 666.

პირთა ანოტაციები:

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824)

პოეტი, რომანტიკოსი.

    
1873    
23 თებერვალი    
    
წერილს სწერს მეუღლეს დუშეთიდან ბაქოში. ატყობინებს, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლა და ბანკის საქმეებზე რუსეთში გამგზავრება აპრილამდე გადაიდო. უგზავნის ფულს და სწერს, რომ ჯერ ბაქოში გაივლის მის სანახავად და შემდეგ წყლით გაემგზავრება პეტერბურგში.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 100.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
23 თებერვალი   
    
ბაქოდან იღებს მეუღლის დეპეშას, იგებს, რომ ძალიან ნერვიულობს ნიკო ჭავჭავაძის საქციელის გამო (იგულისხმება ილიას სამსახურიდან წასვლასა და ბანკის დაარსებაში ხელის შეშლა) და იმავე დღეს უგზავნის კიდევ ერთ ვრცელ წერილს. ატყობინებს ქალაქის ამბებს. წუხს, რომ ოლღას თბილისის ბინის გაყიდვა არ ხერხდება. სთხოვს მინდობილობის გაგზავნას იმ შემთხვევისთვის, თუ მყიდველი გამოჩნდება.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 100-101.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    
1878    
    
23 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ „ობზორის“ წერილის „ადგილობრივი პრესა“ პასუხად დაწერილი სტატიის „ფიქრი და შენიშვნის“ გაგრძელების ნაცვლად იბეჭდება მისი გამოუქვეყნებლობის მიზეზის სარედაქციო განმარტება: „ადვილად გასაგების მიზეზისა გამო, „ობზორის“ შესახები წერილი არ დაიბეჭდება ამ ნუმერში და საკულაოდაც არ დაიბეჭდება იმ გარემოების გამო, რომელიც ჩვენ ხელთ არ არის“. აშკარაა, რომ წერილის გაგრძელების ბეჭდვა ცენზურამ აკრძალა და ეს აკრძალული ნაწილი დღეისთვის დაკარგულია.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1878, № 8 , გვ. 1.

 

 

    
23 თებერვალი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად განაგრძობს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1878, № 8, 23 თებერვალი, გვ. 13-15; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683.

ატრიბუცია:

ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165.

პირთა ანოტაციები:

იაკშიჩი ჯურა (1832-1878)

სერბი მწერალი.

    
1881    
    
 23 თებერვალი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საქმეთა მწარმოებელს სთხოვენ, ნუსხა შეადგინოს, რა რაოდენობის დაფები მიიღეს მოსკოვიდან და პარიზიდან და როგორ მდგომარეობაშია. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ მოსწავლის სკოლაში დატოვებასთან დაკავშირებით იღებენ დადგენილებას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული სწავლით და არ უნდა იყოს ჩაკეტილი. ადგენენ საზოგადოებისთვის შემოთავაზებული წიგნების შესასყიდ ფასებს. წერილობით აცნობებენ ალექსი ჭიჭინაძეს, რომ საზოგადოების წესდების თანახმად, არავის არ აქვს მისგან სასწავლო პროგრამის შეცვლის მოთხოვნის უფლება. შემოწირულობას იღებენ ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონმუხრანელებისაგან.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 112.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) – გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას.

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე (1838-1903)

ოლღა გურამიშვილჭავჭავაძის მამიდაშვილიშვილი.

    
1882    
    
23 თებერვალი   
    
სერგეი მესხს უზგავნის სტატიას „კატკოვის პასუხად“, მოკლე ბარათთან ერთად და სთავაზობს მასალა დაბეჭდვამდე ერთობლივად წაიკითხონ.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, ავტოგრაფი № 171; მ. კვატაია, ი. ჭავჭავაძის „კატკოვის პასუხად“ ქართულ და რუსულ პრესაში, ჟურნ. „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია), 1984, № 3, გვ. 34; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 92, 406-407.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

    
1883    
    
 23 თებერვალი   
    
გრიგოლ არწრუნის თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისზე წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალს“ და „დედა და შვილს“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 39, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910) მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

    
1887    
    
23 თებერვალი   
    
ესწრება იასე ანდრონიკაშვილის 50 წლისთავის იუბილეს და მიესალმება იუბილარს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 თებ. № 40, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811)

ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები.

    
1888    
    
23 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ („კარგა ხანია, ჩვენს საზოგადოებაში ჰტრიალებს აზრი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 23 თებერვალი, № 41, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 102.

    
1889    
23 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ (გლეხკაცთა ყოფა-ცხოვრება და ქონებითი შემძლებლობა...“) მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხკაცთა უნუგეშო ყოფა-ცხოვრება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 23 თებერვალი, № 40 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 97.

 
1890    
    
23 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ („მუშა ხალხის საქმემ, რომელიც გერმანიის იმპერატორმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუშა ხალხის საქმე გერმანიაში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 23 თებერვალი, № 41, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 505.

    
1897    
    
23 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ („ღმერთო, გვიხსენ უარესისაგან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 23 თებერვალი, № 32, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 270.

    
1899   
    
 23 თებერვალი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ და ამტკიცებენ ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მზრუნველთა კომიტეტის მიერ შედგენილ სკოლების მართვის ინტრუქციაში შეტანილ ცვლილებებს. დავით ბაქრაძეს ავალებენ სენაკის სკოლის მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლას და გამგეობისთვის დაწვრილებით მოხსენებას.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 625 გვ. 20.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დავით ნიკოლოზის ძე (1839-1918)

პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ილია ჭავჭავაძესთან ერთად.

    
1901    
    
23 თებერვალი   
    
დეპეშით ატყობინებს თელავში რაფიელ ერისთავის ოჯახს ქშწ-კგ საზოგადოების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 392, ფოტოპირი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 477-478.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.