The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)


მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)



საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ლორთქიფანიძე კირილე 

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა წ ელისო აბრამიშვილმა

გამომცემლობა „მეცნიერება“,

 თბილისი 1981

წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.

რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,

© გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981

1 იაკობ გოგებაშვილის წერილები კირილე ლორთქიფანიძეს

▲ზევით დაბრუნება


1.1 1

▲ზევით დაბრუნება


გოგებაშვილი იაკობ

იაკობ გოგებაშვილის წერილი კირილე ლორთქიფანიძეს

ი. გოგებაშვილისა

I

[1873—74]353

ძმაო ლორთქიფანიძე! ამ წინაზედ ინაშვილსა წერილით ვთხოვე, რომ სამიოდე წიგნი ეყიდნა და გამოეგზავნა ჩემთვის აბასთუმანში. მაგრამ წიგნები აქამდის არსადა სჩანს, იქნება ინაშვილი ქალაქშიაც არ იყოს. ამიტომ მეტი ღონე არ არის, ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ ამავე თხოვნით. ეს წიგნები არიან შემდგომნი: Детские расказы и стихотворения Водовозовой, Элементарные расказы из Физики и Химии Водовозова и Христоматия для детского чтения Соловьева-Васильева (если не ошибаюсь). ეს წიგნი ორი ავტორისაგან არის შედგენილი და გამოცემული 1873 წელსა. აგრეთვე მეტად საჭიროა ვრცელი (ორთაბახ ნახევრიანი) გამოცემა ჩემი ანბანისა107, რომელიც შეიძლება მელიქიშვილის 344 სტამბაში იშოვნოს, ან ითხოვოს კაცმა. ძალიან დამავალებთ, თუ ამ წიგნებს ვართანოვის მაღაზიაში იყიდით და გამომიგზავნით აბასთუმანში ნ. ყიფიანის ხელით355, რომელიც ამ თვის 20–25 რიცხვებში აპირებს აქ ამოსვლასა, სასყიდელ ფულებსაც ნ. ყიფიანს გამოართმევთ.

თუ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა არა გაქვთ, შეგვატყობინეთ წერილით, როგორ მიდის ჩემი წიგნის ბეჭდვა და როდის გათავდება აგრეთვე ისიც, იბეჭდება თუ არა ცალკე ჩემთვის 24 ეგზემპლიარი კარგ ქაღალდზედ, თანახმად ჩემი თხოვნისა ინაშვილის წერილში. პოლიტიპაჟების შესახებ ნიკოლაძესაგან წერილს მოველით თუ ტელეგრამას. მე ძალიან ვეჭვნეულობ, რომ პოლიტიპაჟებმა წიგნის გამოსვლა არ დააგვიანონ.

თქვენი ერთგული ი. გოგებაშვილი.

მომეტებული არ იქნება, რომ დროების56 შემდგომ ნომერში ბიბლიოგრაფიული ცნობა დაბეჭდოთ ამ სახით:

ბიბლიოგრაფიული ცნობა

იბეჭდება და შემოდგომაზე გამოვა გასასყიდათ საყმაწვილო კონა ანუ პირველ დაწყებითი მოთხრობანი ბუნების მეცნიერებიდგან, პირველი ნაწილი, შედგენილი ი. გოგებაშვილისაგან.


P.S. ამ ცოტა ხანში უნდა გაუგზავნო ილია ჭავჭავაძეს215 და აკაკი წერეთელსა54 გადაწერილი საყმაწვილო რუსული ლექსები ქართულ ენაზედ გადასათარგმნელათა. ლექსებს ბლომათ ვაწერინებ და კაი ხანს წაართმევს ამ ჩვენ პოეტებს მათი თარგმნა. ამიტომ ცოტა არ არის ვეჭვნეულობ, ვაითუ უარი მითხრან, ან არა და იქნება ხელზედ ტყუილუბრალოდ, დამიხვიონ: აღთქმა მომცენ და აღარ ამისრულონ. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, ცივ უარზედ გაცილებით უარესი იქნება, რადგანაც ღონისძიება არ მექნება სხვა პირებს ვისმე დროზედ მივმართო ამ საქმისათვის. არ შეიძლება, რომ თქვენ, პეტრემპ66 და კიდევ სხვებმა ვინმემ თქვენი მხრით გავლენა იქონიოთ ამ ჩვენ პოეტებზედ და გადათარგმნა მოანდომებინოთ და დააჩქარებინოთ. არც ჭავჭავაძის და არც წერეთლის ადრესი არ ვიცი. ამიტომ გთხოვ წერილით შემატყობინოთ პირველივე ფოჩტით.

ი. გოგებაშვილი

1.2 4

▲ზევით დაბრუნება


უპატივცემულესო კირილე ბეჟანის ძევ!362

გუშინ საღამოზედ მოხდა ერთი (კერძო) კრება, რომელმაც დამავალა გამომეგზავნა თქვენთვის დაუყონებლივ: 1) შავი ქაღალდისა, რომელიც არის შედგენილი პასუხად დირექტორის მოთხოვნილებისა, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში ქართულს ენაზედ სწავლება მოსპობილ იქმნას და 2) პირე ერთი რუსულის წერილისა, რომელსაც საგნად აქვს სამეგრელოს სკოლების ახლანდელი სამოსწავლო გეგმა და რომელიც უკვე მოსმენილი გაქვთ (შემოკლებით) წარსულს შემოდგომაზედ ჩემს ყოფნის დროს ქუთაისში. საერთოდ აქაურები გთხოვთ თქვენ მანდაურებსა ერთი ქაღალდიც და მეორეც გულდადებით გადიკითხოთ განვითარებულ მეგრელებთან ერთად და შეგვატყობინოთ: ამგვარი ქაღალდის გაგზავნა დირექტორის პასუხად თქვენი აზრით, ხერხიანი იქნება თუ არა? ამ წერილის დაბეჭდვა რომელსამე რუსულს გამოცემაში ხომ სასარგებლო იქნება? თუ რაიმე ცვლილებანი საჭირონი არიან ან ერთში, ან მეორეში, რაში უნდა მდგომარეობდნენ ეს ცვლილებანი? გარდა ამისა, რადგანაც სამეგრელოს თავად-აზნაურობის სურვილს შესახებ სწავლის მოწყობილობისა ძველი სენაკის სკოლაში უპირველესი საქმის გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მიუცილებლად საჭიროა, რომ მან თავისი საერთო სურვილი, უკვე ყველასაგან ცნობილი ძველი სენაკის სკოლის დაარსების დროს გამოცხადებული, ერთხელ კიდევ საქვეყნოდ გამოაშკარაოს წვევანდელის საბანკო კრების დროსა და აღიაროს, რომ ჩვენი სკოლისათვის ვდებთ ფულსა იმ პირობით, რომ იქაც სწავლა მიდიოდეს ქართულს ენაზედ, როგორც ქუთაისის და თბილისის სააზნაურო სკოლებში მიდის-თქო. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სმეტის დამტკიცების დროს დაემატოს ერთი ვრცელი წინადადება.

ქაღალდების გამოგზავნა დაგვიანდა. იმის გამო, რომ ჩვენ სრული იმედი გვქონდა ი. ჭავჭავაძისა 15, რომელიც ახლა ქუთაისშია. მაგრამ გუშინდელს კრებაზედ შიში აღიძრა. ვაი თუ ჭავჭავაძემ, რომელიც სრულიად სხვა საქმეზეა წასული ქუთაისშიო, ეს საგანი დაივიწყოს და მარჯვე შემთხვევა ხელიდგან გაგვისხლტესო. მაინც და მაინც ამათი გამოგზავნით არა დაშავდეს ბა რა.

გთხოვთ ქაღალდები დაგვიბრუნოთ ერთის კვირის განმავლობაში, თუნდა ი. ჭავჭავაძის ხელითა. კარგი იქნება, ვგონებთ, რომ კოპიოები გადააწერინოთ (ეს ერთი დღის საქმეა) და დაიტოვოთ მანდაც და სამეგრელოშიაც ორიოდე ეგზემპლარი გაიტანოთ.

თქვენი მარადის პატივისმცემელი იაკობ გოგებაშვილი

P. S. Головинский прос пект, дом. Муxpaнcкoгo, № 12.

13 მაისს 1887 წ.