თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით მოახსენებს გუბერნატორს,
რომ ილია ჭავჭავაძე ოჯახთან ერთად იმყოფება საგურამოში და ამის შესახებ
ინფორმირებულია დუშეთის მაზრის უფროსი.
საქართველოს ეროვნული არქივი, № 230; „საისტორიო მოამბე“. ტ. 3,
1947. გვ. 213. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 440; გაზ. „ივერია“, 1886, 31 ივლისი, № 165” გვ. 1. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VII, 1956, გვ 265; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 254. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 741-742, გაზ. „ივერია“, 1887, 31 ივლისი, № 157, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 506. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 31 ივლისი, № 596; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
1, თბ., 1987, გვ. 311. გაზ. „ივერია“, 1902, 31 ივლისი, № 161, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 516. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711,
721-722.
1884
31 ივლისი
წყარო:
1886
31 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 ივლისი“ („ამბობენ, ჩვენი ვაჭრები და სოვდაგრები ფულიანი ხალხიაო...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩარჩული კაპიტალი და
ჩვენი მრეწველობა. ლითოგრაფიის ქვის მადნის აღმოჩენის გამო“.
წყარო:
1887
31 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 ივლისი“ („გარდა იმისა, რაც
შესწევს კრედიტის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„საგლეხო ბანკის“ გარშემო“.
წყარო:
1898
31 ივლისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძე მუშაობს
ახალ დრამატულ ნაწარმოებზე – ტრაგედიაზე. მწერლის ერთადერთი დრამატული
ტექსტი, რომელიც 1898 წლამდე გამოქვეყნებული არ იყო და ჩვენამდე
ავტოგრაფული ნაწყვეტის სახით მოაღწია, მკითხველისთვის ცნობილია
გამომცემელთა მიერ მიცემული სათაურით „ირაკლი“, მაგრამ დაბეჯითებით ვერ
ვიტყვით, საგაზეთო ინფორმაციაში მასზეა საუბარი თუ სხვა, ჩვენთვის საერთოდ
უცნობ თხზულებაზე.
წყარო:
1902
31 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 31 ივლისს“ („მთავრობა ყოველ ღონის-ძიებას ხმარობს...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მთავრობის მხარდაჭერა“
წყარო: