The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


6.08

1860    
    
6 აგვისტო   
    
წერს უსათაურო ლექსს „მას აქეთ, რაკი...“  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი, № 17501, გვ. 106–107; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 108, გვ. 153.

დათარიღება:

ერთ-ერთი მოსაზრებით ეს არის არა ახალი ლექსი, არამედ 1858 წლის 30 დეკემბერს დაწერილი ლექსის „ს...ს“ რედაქცია. იხ. მაია ნინიძე, მადლის წყარო, ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება, თბ. 1997, გვ. 216-236.

    
1861    
    
6 აგვისტომდე    
    
თბილისიდან მიემგზავრება ყვარელში.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 106-107.

დათარიღება:

6 აგვისტოთი დათარიღებულ ლექსს აწერია „ყვარელი“.

    
1861   
    
 6 აგვისტო   
    
ყვარელში წერს ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ მეორე ვარიანტს. წყარო:

ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 153.

1879
6 აგვისტო
 
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს სოფელ ხვანჭკარის მასწავლებელი ლუკა კერესელიძე უგზავნის წერილობით ანგარიშს სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, აცნობებს მოსწავლეთა რაოდენობას და იმ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, რომლებსაც იყენებენ. ასევე ატყობინებს, რომ ესაჭიროებათ საანგარიშო მოწყობილობა. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 8.

პირთა ანოტაციები:

კერესელიძე ლუკა

სოფელ ხვანჭკარის სახალხო სკოლის მასწწავლებელი.

1880
6 აგვისტო
გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის გუბერნატორის განცხადება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 10 აგვისტო, № 168, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 148.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 655-656.

1883    
    
6 აგვისტო   
    
მისი ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1883 წლის 1 ივლისისთვის.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 154, გვ.4.

    
1886    
    
6 აგვისტო    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 5 აგვისტო“ („საჭირო არ არის საისტორიო გამოძიებათა ბარდებში გაებას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 6 აგვისტო, № 170, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 275.

    
1887    
    
6 აგვისტო    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 აგვისტო“ („მკითხველებმა უკვე იციან, რომ ბოლგარიას..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის ისტორიაში ახალი ხანის დადგომა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 6 აგვისტო, № 162, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 523.

    
1895    
    
6 აგვისტო   
    
 გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ („ფრიად საყურადღებო წერილი დაიბეჭდა...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში სათაურით „ნარკვევი ჟურნალ-გაზეთებიდამ (სახალხო სკოლების უფლებათა შესახებ)“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 6 აგვისტო, № 167, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 514- 515.

    
    
6 აგვისტო   
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი „ივერიას“ ბრალს სდებს, თითქოს ბრმად მიჰყვებოდეს რუსეთის ნაროდნიკების უტოპიურ თეორიას და ამ გაზეთს „ტეტიათა მოტრფიალეს“ უწოდებს.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1895, № 34, გვ. 9-13.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
1903    
    
6 აგვისტო   
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს დასასრულს ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ჩვენს ორს წინა წერილში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 აგვისტო, № 167, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 591.

    
6 აგვისტო   
    
პეტერბურგიდან იღებს ანტონ ფურცელაძის ბარათს. სწერს, რომ ბერლინში მკურნალობის შემდეგ უკეთ არის, მაგრამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. აგრეთვე ატყობინებს, რომ ერთ იქაურ ბანკირს შეუსყიდია თსს ბანკის გირავნობის ფურცლები და მათ განაღდებასთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიით მიუმართავს თსს ბანკისთვის. სთხოვს, გაეცნოს ამ კაცის წერილს და დროულად გამოეხმაუროს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 615.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.