იაკობ მანსვეტაშვილი, მოგონებანი. 2006 წ., გვ. 109-110; Кипиани Д. И. «Записки
Дмитрия Ивановича Кипиани»,“Русская Старина”, 1886 г., т. XLIX, март, стр.
517-538; т. L, май, стр. 267-286. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი,
1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.
თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 3, № 4, № 5 ქრ. მამაცაშვილი, ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება, 1907, გვ. 67.
Кипиани Д. И., “Русская Старина”, 1886, ტ. XLIX, L, LI, 55 – 80, 447 — 465. სასამართლო სხდომის ოქმი (№ 2), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ,133, აღწ.1, საქ. 539 ფურც. 2; „საისტორიო მოამბე“,
19-20, 1965, გვ. 395. პირთა ანოტაციები: ფარესოვი საამ სოფელ ჩილურის მკვიდრი. ოსიტოვი (ოსიტაშვილი) იოსებ დუშეთის მაზრის მკვიდრი, დიაკვანი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ყველაშვილი პეტრე იასეს ძე ჭოპორტის თემის სოფ. არჯაკელის მკვიდრი. კახობერიშვილი არსენ გურამიანთკარის თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი. კახობერიშვილი გიორგი საგურამოს თემის სოფელ ზაქარას მცხოვრები გლეხი.
გაზ. „დროება“, 1879, 1 მაისი, № 91, გვ. 1-2. გაზ. “დროება“, 1882, 30 აპრილი, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 321. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 688-689.
პირთა ანოტაციები: ბაგრატიონი (ბატონიშვილი) ალექსანდრე ერეკლეს ძე (1770-1844) ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის ვაჟი. რუსეთის მიერ საქართველოს
შეერთების შემდეგ იბრძოდა სამეფოს აღსადგენად. გარდაიცვალა თეირანში და დაკრძალულია
იქვე. ბაგრატიონ-გრუზინსკი ერეკლე ალექსანდრეს ძე (1827-1882) ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი. საქველმოქმედო საღამო გამართა ქიზიყის
ღარიბღატაკთა დასახმარებლად. გაზ. „ივერია“, 1886, № 94, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 595. პირთა ანოტაციები: გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა
მინისტრი და პრემიერმინისტრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 662-666, გაზ. „ივერია“, 1887, 30 აპრილი, № 85, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 274. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 30 აპრილი, № 90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 192. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 287. პირთა ანოტაციები: ზიოროვი ნიკოლოზ (ერისკაცობაში მიხეილ) ზაქარიას ძე (1851-1915) რუსი არქიმანდრიტი, ღვთისმეტყველი, 1889-1891 წლებში თბილისის სემინარიის
რექტორი. ჟურნ. „მწყემსი“, 1892, № 8, გვ. 3-6. პირთა ანოტაციები: ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910) დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი
ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“. ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. ნადირაძე დიმიტრი (1861-1903) პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი, წერდა ფსევდონიმით „მაჩხანელი“. იბეჭდებოდა
ჟურნალ-გაზეთებში: „მოამბე“, „ივერია“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 241-244. ი. მეუნარგია, ნანახი და გაგონილი ილიას შესახებ, 1937, გვ. 46. პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ
ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.
თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა
სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1903, № 94, გვ. 3; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2138, 2139.
1862
24-30 აპრილი
ესწრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებას, რომელიც
განიხილავს ბატონყმობის გაუქმებისა და საგლეხო რეფორმის საკითხებს.
წამოაყენებს წინადადებას გლეხების მიწიანად გათავისუფლების შესახებ, რის
გამოც დაპირისპირება უხდება გენერალ-ლეიტენანტ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელთან.
კრება იღებს დადგენილებას, რომ მიწები, რომლებიც გლეხებს ეკავათ, გარკვეული
პირობებით, მათ სარგებლობაში დარჩეს. გადაწყვეტილებას მხარს უჭერს 135
წევრი, წინააღმდეგია მხოლოდ 4.
წყარო:
1863
30 აპრილი
ერთდროულად იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მესამე, მეოთხე
და მეხუთე ნომრების გამოცემაზე.
წყარო:
1864
24-30 აპრილი
მონაწილეობს თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც იხილავენ საგლეხო
რეფორმას. თავგამოდებით იცავს გლეხების მიწიანად გათავისუფლების მოთხოვნას,
რის გამოც დაპირისპირება უხდება „მამების“ თაობასთან. კრება 135 ხმით, 4-ის
წინააღმდეგ მხარს უჭერს მის წინადადებას.
წყარო:
1868
30 აპრილი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს საამ ფარესოვის საჩივრის
განხილვას, რომლის მიხედვითაც იოსებ ოსიტოვს ბრალი ედება სესხად აღებული
თანხის დაუბრუნებლობაში.
წყარო:
30 აპრილი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს წინამძღვრიანთკარის ტყის
მცველის პეტრე ყველაშვილის საჩივრის განხილვას არსენ და გიორგი
კახობერიშვილების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ მომჩივანის ცემაში.
იბარებს ბრალდებულებსა და მოწმეებს.
წყარო:
1879
30 აპრილი
მონაწილეობს თსს ბანკის წლიურ კრებაში, რომელზეც განიხილება ამ ბანკის
მმართველობის წლიური ანგარიში. მისი წინადადებით, კრება იღებს
გადაწყვეტილებას ქართული თეატრისათვის 3000 მანეთის გამოყოფის შესახებ.
წყარო:
1882
30 აპრილი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად და უსათუროდ აქვეყნებს
ნეკროლოგს („ახლადგარდაცვალებული ერეკლე...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით “ალექსანდრე ბატონიშვილის ძის – ერეკლეს
გარდაცვალების გამო“.
წყარო:
1886
30 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
30 აპრილს“ („ამ უკანასკნელს ორმოცს წელიწადში...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლადსტონის ღვაწლი“.
წყარო:
1887
30 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 აპრილი“ („ჩვენ წინა წერილში
მოვიხსენიეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების
საქმე“.
წყარო:
1889
30 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას
სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეექვსე („იმ წარამარა სიარულით, რომელიც
წინა...“).
წყარო:
1891
30 აპრილი
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მადლობას უხდის თბილისის სასულიერო სემინარიის
რექტორს – არქიმანდრიტ ნიკოლოზ ზიოროვს ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს
სასულიერო მოამბის“ მიწოდებისთვის.
წყარო:
1892
30 აპრილი
გაზეთ „მწყემსში“ „სოფლის მღვდლის“ ფსევდონიმით იბეჭდება რედაქტორ დავით
ღამბაშიძის სტატია „მწარე ფიქრები“. გაკრიტიკებულია ილია ბახტაძისა და
დიმიტრი ნადირაძის მიერ გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული სტატიები,
რომლებშიც მხილებულია სამღვდელოება. სტატიის ავტორი აქედან ასკვნის, რომ
გაზეთი „ივერია“ სასულიერო წოდებას უპირისპირდება.
წყარო:
1896
30 აპრილი
მთავარმართებლის კანცელარია საცენზურო კომიტეტიდან მიღებული საიდუმლო
შეტყობინების საფუძველზე წერილობით აცნობებს მთავარმართებლის საბჭოს გაზეთ
„ივერიის“ მავნე მიმართულების შესახებ.
წყარო:
1901
30 აპრილი
ქართველ მოღვაწეებთან: ანტონ ფურცელაძესთან, ვახტანგ თულაშვილთან, ნიკო
ცხვედაძესთან, პეტრე უმიკაშვილთან და იონა მეუნარგიასთან ერთად ესწრება
წვეულებას იაკობ გოგებაშვილის ოჯახში.
წყარო:
1903
30 აპრილი
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებას. მონაწილეობს კამათში ბანკის
ანგარიშზე დაჩენილი მამულების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობასთან და
ორი დამატებითი დამფასებლის არჩევასთან დაკავშირებით.
წყარო: