
გაზ. «Кавказ», № 125. გაზ. „ივერია“, 1886, № 85, გვ. 1, № 101, გვ. 1-2, №
102, გვ. 1, № 103, გვ. 1-2. ს. მესხი. თხზულებანი. ტ. 3, 1964, გვ. 167. გაზ. „დროება“, 1979, № 100. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გაზ. «Кавказ», 1881, № 117, გვ. 3; გაზ. «Гусли», 1882, № 20. გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 91, გვ. 1. გაზ. „დროება“, 1884, № 98, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910) რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და
«Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. გაზ. „დროება“ №№ 100, 101,125. გაზ. «Кавказ», № 125. გაზ. „ივერია“, 1886, № 85, გვ. 1, № 101, გვ. 1-2, №
102, გვ. 1, № 103, გვ. 1-2. გაზ. „ივერია“, 1887, 5 მაისი, № 89, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926) მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის
ფუძემდებელი. გაზ. „ივერია“, 1887, 5 მაისი, № 89, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 292. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 5 მაისი, № 93, გვ. 1-2. ი.
ჭავჭავაძე, თხზულებათა ცხრატომეული (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8,
1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 198. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ.
201. პირთა ანოტაციები: ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა
საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887) თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა
მიაჩნდა. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის
ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და
საზოგადო მოღვაწე. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების
შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების
მდივანი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886
წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება
„განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2143, გვ. 3-4. გაზ. „ივერია“, 1903, № 97.ხ„ კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი №S 5297; გაზ. „ივერია“, 1905, № 68, დამატებითი 4 გვერდი; ფილიპე
გოგიჩაიშვილი, ილია ჭავჭავაძის „ნუთუს“ დაბეჭდვის ამბავი, „სახალხო გაზეთი“, 1913,
14 მაისი, № 871; ლიტერატურული საქართველო, 1937, 29 მაისი, № 12, გვ. 5; ფ.
გოგიჩაიშვილის მოგონება წიგნში პაატა გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, 1938.
გვ. 29; ჭავჭავაძე ილია თსკ 10 ტომად, ტ. 9, 1957 ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 531. პირთა ანოტაციები: ნაცვლიშვილი ვასილ (დაბ. 1870) თბილისელი მედუქნე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“.
საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს ცენტრალური არქივის თანამშრომელი. გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (1872-1950) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მენშევიკური
მთავრობის მინისტრი. კურდღელაშვილი ნიკოლოზ სვიმონის ძე (1872-1938) მწერალი, მთარგმნელი, გაზ. „ზარის“ რედაქტორ- გამომცემელი, 1906-1907წლებში „ივერიის“
თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „ნარკანი“, „შოლტი“, „მენავე“, „პ. ჯარიაშვილი“.
ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის
აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი
მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.
1886
5 მაისი
თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას.
წყარო:
1879
5 მაისი
გრძელდება თსს ბანკის კრება, რომელიც განიხილავს სათავადაზნაურო სკოლისა და
ქშწ-კგ საზოგადოების დახმარების საკითხს. სკოლისთვის უკამათოდ გამოყოფენ 13
500 მანეთს, მაგრამ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის 11 000 მანეთის გამოყოფაზე
თანხმობის მისაღებად, ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ყიფიანის დიდი
ძალისხმევა და არგუმენტირება ხდება საჭირო.
წყარო:
1882
5 მაისი
რუსულ გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია თსს ბანკის თავმჯდომარედ ილია
ჭავჭავაძის კენჭისყრის გარეშე არჩევის შესახებ.
წყარო:
5 მაისი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიშის
დასაწყისი.
წყარო:
1884 5 მაისი
გაზეთ „დროების“ შინაურ ქრონიკაში იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
გაზეთ „ექოში“ გამოქვეყნდა წერილი „განდეგილის“ ივან თხორჟევსკისეულ
თარგმანზე.
წყარო:
5-6 მაისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის
მოწვეულ თავადაზნაურთა კრებაში და ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება
შეიმუშაოს სააზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი.
წყარო:
1886
5 მაისი
თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას.
წყარო:
1887
5 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისი მისალოცი წერილი ვასო აბაშიძისადმი.
წყარო:
5 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
4 მაისი“ („კრედიტი, ესე იგი ნდობისა და ესტიბარის ძალით ხელის გამართვა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრედიტის როლი ქვეყნის
ეკონომიკაში“.
წყარო:
1888
5 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 4 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში იმაზედ
შევსწყვიტეთ სიტყვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„პედაგოგიის საფუძვლები“.
წყარო:
1892
5 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკეთებს განცხადებას,
რომ დიმიტრი ბაქრაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, იოსებ დავითაშვილის,
ალექსანდრე ყაზბეგისა და მამია გურიელის ფონდების დასაარსებლად „ივერიის“
რედაქციაში შეგროვებული თანხა ექვსი თვის ვადით შეიტანა საკომერციო ბანკში,
რათა 3 პროცენტით გაზრდილიყო. სკოლების შესამოწმებლად ინიშნებიან
რევიზორები: ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსი ჭიჭინაძე და
ექვთიმე თაყაიშვილი. კმაყოფილდება ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა ლატარეის
გასამართად თანხის გამოყოფის შესახებ და მტკიცდება სხვა წვრილმანი ხარჯები.
წყარო:
1903 5 მაისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში.
წყარო:
1904
5 მაისი
უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა.
წყარო:
1905
5 მაისი
მიუხედავად ილია ჭავჭავაძის სურვილისა, რომ მისი წერილი „ნუთუ? (პასუხად „მოგზაურის“
კორესპონდენციასა)“ გაზეთ „ივერიას“ იმავე ადგილას დაებეჭდა, სადაც
გამოქვეყნდა ვასილ ნაცვლიშვილის ცილისმწამებლური პუბლიკაცია, სტატია
ქვეყნდება დამატების სახით და ტექსტს, რომელშიც ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ
წამოყენებული ბრალდებები დოკუმენტური ფაქტებით არის გაბათილებული, დართული
აქვს სარედაქციო შენიშვნა: „ზოგიერთ საზოგადო მოსაზრებაში პატივცემულ
ავტორს ვერ დავეთანხმებით“. გაზეთის იმდროინდელი რედაქტორის ფილიპე
გოგიჩაიშვილის მოგონებაში ნათქვამია, თითქოს სტატია ავტორს „ივერიამ“
დაუბეჭდა, მაგრამ გაზეთის ამ ნომრის ქშწ-კგ საზოგადოების ცალზე არის
გაზეთის თანამშრომელ ნიკო კურდღელაშვილის მინაწერი, რომლის მიხედვითაც „ივერიამ“
ილიას პასუხი განცხადების სახით დაბეჭდა და სოლიდური თანხა გადაახდევინა
ავტორს. ფილიპე გოგიჩაიშვილის თქმით მისი ამგვარი ქმედება გამოწვეული იყო
იმით, რომ სტამბაში მომუშავე დიმიტრი ჯაში და რევოლუციონერთა წრე გაფიცვით
ემუქრებოდნენ.
წყარო: