1906 | ||
1906 2 მაისამდე | ||
რუსეთის
სახელმწიფო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში გამგზავრების წინ,
თსს ბანკის თანამშრომლები და საზოგადო მოღვაწეები თბილისში, „ედემის ბაღში“
(ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე) უმარ[1]თავენ
წვეულებას. წვეულების შემდეგ იღებენ ჯგუფურ ფოტოს რესტორნის მეპატრონესთან,
ოფიციანტებთან და მუსიკოსებთან ერთად
|
წყარო საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3826; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 432. ილია ჭავჭავაძე ზის პირველი რიგის შუაში, ახურავს შავი ცილინდრი და ხელჯოხზეა დაყრდნობილი.
სხედან (მარცხიდან):
კ. მაყაშვილი, გ. საყვარელიძე, ლ. ჩერქეზიშვილი, ნ. მესხიშვილი, ნ. ცხვედაძე, მ. ბაგრატიონ-გრუზინსკი, მიხაილოვი, ი. ჭავჭავაძე, ი. გოგებაშვილი, მ. ვეზირიშვილი, კ. ნასიძე, საათნაზოვი, რ. ღვამიჩავა;
I რიგში დგანან:
ა. ფურცელაძე, გ. ჯავახიშვილი, ორბელიანი, კ. აფხაზი, უცნობი პიროვნება, ალ. ქართველიშვილი, გ. დუბინი, ალ. გიჟიმყრელი, ი. რატიშვილი, ზ. მაღალაშვილი, ნ. ჯორჯაძე, ნ. ერისთავი, ციციშვილი, ლ. მესხიშვილი, ე. ანტონოვსკაია, ნ. გულაძე, ლ. კობახიძე;
II რიგში დგანან:
კ. ქართველიშვილი, ალ. საგინაშვილი, ი. კორინთელი, რ. ციციშვილი, აბაშიძე, ყაზახიშვილი, გ. ჯაჯანაშვილი, ბ. მჭედლიშვილი, მოროტაძე, მ. არჯევანიძე, ს. კლდიაშვილი.
წამოწოლილები არიან:
გ. კლიმიაშვილი, გ. გარაყანიძე;
უკანა პლანზე:
“ედემის ბაღის” მეპატრონე (მოაჯირზე დაყრდნობილი)
კოწია მაჭავარიანი
ოფიციანტები და მუსიკოსები. |
|
მეუღლესთან ერთად, მიემგზავრება პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს პირველ
სესიაში მონაწილეობის მისაღებად.
|
წყარო გაზ. „შრომა“, 1906, № 24. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1906 6 მაისის შემდეგ | ||
სახელმწიფო საბჭოს წევრებთან ერთად ნევის პროსპექტზე მდებარე ატელიეში
იღებს ფოტოს. ილია ჭავჭავაძე არის მჯდომარეთა შორის, მარჯვნიდან მეორე.
ფოტოზე აღბეჭდილები არიან: ვლადიმერ ვერნადსკი, ვიაჩესლავ კუგუშევი,
დიმიტრი ბაგალეი, ნიკოლოზ შიშკოვი, ალექსანდრე ლაპო-დანილევსკი, ლეონიდ
იუმაშევი, გუსტავ ვიკოვსკი და ალექსანდრე პერელეშინი.
|
წყარო საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3808 ფოტოატელიე „რ. შარლი“ პირთა ანოტაციები: ვერნადსკი ვლადიმერ ივანეს ძე (1863-1945) რუსი აკადემიკოსი, მინერალოგი, გეოქიმიკოსი და საზოგადო მოღვაწე, სახელმწიფო საბჭოს წევრი. კუგუშევი ვიაჩესლავ ალექსანდრეს ძე (1863-1944) რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, რუსეთში საერობო მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, კონსტიტუციურდემოკრატიული პარტიის წევრი. ბაგალეი დიმიტრი ივანეს ძე (1857-1932) პროფესორი, ისტორიკოსი, ხარკოვის უნივერსიტეტის რექტორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. შიშკოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1856-1910) რუსი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. ლაპო-დანილევსკი ალექსანდრე სერგის ძე (1863-1919) რუსი ისტორიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, არქეოგრაფიული კომისიისა და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. იუმაშევი ლეონიდე ვიქტორის ძე (1863-1920) ვიატკის გუბერნიის ერობისა და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. ვიკოვსკი გუსტავ ბიკენტის ძე (1860-1940) მედიცნის დოქტორი, სამოქალაქო მრჩეველი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი. პერელეშინი ალექსანდრე ვასილის ძე კოსტრომის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. |