The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

1846

1846    
1846 15 იანვარი

მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს, მისცენ მოწმობა, რომ საკუთარი სახსრებით არ შეუძლია შვილების: კონსტანტინეს, ილიასა და ელისაბედის შესაფერისი აღზრდაგანათლებით უზრუნველყოფა.
  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 162.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854)

ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

1846 16 იანვარი

საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გრიგოლ ჭავჭავაძის სახელზე გასცემს სიღარიბის მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას საკუთარი სახსრებით არ შეუძლია მცირეწლოვან შვილს – ილიას მისცეს შესაფერისი აღზრდა

  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 163.