The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


8.06

1878    
    
8 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („პირველ თიბათვეს ბერლინში შეიყარა კონგრესი...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 546-553; გაზ. „ივერია“, 1878, № 22, გვ. 8-11; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 219.

    
1881    
    
8 ივნისი   
    
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაში. კრებას მოახსენებს საზოგადოების მუშაობის ერთი წლის ანგარიშს.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, 10 ივნისი, № 118, გვ. 1; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 137.

    
1882    
    
8 ივნისი   
    
გიორგი ქართველიშვილს ხელწერილით გადასცემს ქშწ-კგ საზოგადოების შემოსავალ-გასავლის წიგნს, 2000 მანეთის ღირებულების კომერციული ბანკის ბილეთებსა და ქვითრებს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 687.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

    
1886    
    
8 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 7 ივნისს“ („ჩვენ წინა წერილში აკაკის საპასუხოდ ისა ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სხვა წერილებთან ერთად სათაურით „აკაკი წერეთელი და ბანკი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 383-393; გაზ. „ივერია“, 1886, 8 ივნისი, № 121, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 91.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1889    
    
8 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეცხრე („ჩვენ ვშიშობთ, რომ რაც წინა წერილში ვთქვით...“).   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 8 ივნისი, № 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 228.

    
1894    
    
8 ივნისი    
    
იღებს ეკატერინე ნიკოლაძის წერილს თსს ბანკში სახლის დაგირავებასთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 559.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ეკატერინე იაკობის ასული (1852/4-1931)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მთარგმნელი, ნიკო ნიკოლაძის და.

    
1897    
    
 8 ივნისი    
    
გაზეთ „კვალში“ „ერთი სტუდენტთაგანის“ ხელმოწერით იბეჭდება სტატია „ჩვენი ლიტერატურის პათოლოგიური მდგომარეობა“. ავტორი უკმაყოფილოა პერიოდულ გამოცემებს შორის გამართული ცხარე პოლემიკით. იგი წერს, რომ დიდ პატივს სცემს ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც მოახერხა მის წინააღმდეგ აგორებული ცილისწამებების გაბათილება, მაგრამ აცხადებს, რომ არც გიორგი წერეთელი მიაჩნია რენეგატად და არ მოსწონს მისდამი ასეთივე დაუნდობელი მოქცევა.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, № 24, გვ. 463-465.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

    
1902    
    
8 ივნისი    
    
ხელს აწერს ხელწერილს, რომლის თანახმადაც ალექსანდრე სარაჯიშვილისგან იღებს 1000 მანეთს გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქივი № 7.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
1903    
    
8 ივნისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ხდება საზოგადოების წევრთა სიის გადამოწმება და ახალი წევრების მიღება. განიხილავენ წინადადებას, რომ იმ წევრებს, რომლებიც არ იხდიან საწევრო გადასახადს, არ მიეცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. თანხმდებიან, რომ საზოგადოებამ წინასწარ შეამოწმოს ხოლმე წევრობის კანდიდატთა სია.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 848, გვ.3.

    
1907   
    
7-8 ივნისი    
    
იღებს დის, ელისაბედისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშებს, რომლებიდანაც იგებს საგურამოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.   წყარო:

ლიტერატურული მატიანე, 1940, მასლოვი, მოგონება, გვ. 166.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. მასლოვი დანიელ გაბრიელის ძე - წარმოშობით ტულის გუბერნიიდან, ილია ჭავჭავაძის მეფუტკრე საგურამოში 1902 წლიდან.

    
7-8 ივნისი   
    
 დეპეშით ატყობინებს დას, ელისაბედს, რომ სასწრაფოდ ბრუნდება საქართველოში.  წყარო:

დანიელ მასლოვი, მოგონება, „ლიტერატურული მატიანე“, 1940, გვ. 166.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.