The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მოგონებანი. ნახული და გაგონილი


მოგონებანი. ნახული და გაგონილი



1 სარჩევი

▲ზევით დაბრუნება


მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე

მოგონებანი

ნახული და გაგონილი

ფედერაცია

ტფილისი

1936

2 წინასიტყავობა

▲ზევით დაბრუნება


ლევან ასათიანი

წინასიტყაობა

ი მანსვეტაშვილის მოგონებები მრავალმხრივ საინტერესო დოკუმესტს წარმოადგენს ეს მოგონებები შეეხება უმთავრესად 70-80-იანი წლებია პერიოდს, იმ დროს, როდესაც რუსეთსა და საქართველოში ძველი სოციალ-ეკონომიური წყობა საბოლოოდ ადგილს უთმობს ახალ ბურჟუაზიულ ურთიერთობას, როდესაც უკვე გამოღვიძებული საზოგადოებრივი აზრი შეუჩერებლივ იწყებს განვითარებას, რევოლუციონური ძალები იზრდება და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ებმება თვითმპყრობლობის რეჟიმის წინააღმდეგ

როგორც ვიცით ბატონყმობის გაუქმებამ და ფეოდალიზმის ნანგრევებზე ახალი ბურჟუაზიული სამყაროს აღმოცენებამ ცხოვრების ასპარეზზე სამოქმედოდ გამოიწვია სრულიად ახალი სოციალური ძალები ამ დროს ხდებოდა მანამდე ხელოვნურად დაფარული საზოგადოებრიეი პლასტების გრანდიოზული გადალაგება, ძველი გრადაციული დაწესებულებები იწყებდნენ რღვევას, ხალხის სიღრმიდან მოდიოდენ ახალი ადამიანები, რომლებიც მოწოდებულნი იყენენ ახალი ცხოვრების შესაქმნელად, რომლებიც იბრძოდნენ ახალი სამყაროს დასამკვიდრებლად რადიკალური და სოციალისტური იდეები ფართო გავრცელებას პოულობდნენ ახალი თაობის ინტელიგენციაში გლეხობა უკმაყოფილო იყო მთავრობის შეკვეცილი რეფორმებით, რადგან ბატონყმობის გაუქმების შემდეგ იგი კიდევ უფრო უარეს ეკონომიურ მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული; ბურჟუაზიული კლასი, რომელსაც ბატონყმობის გაუქმებით თავისუფალი მუშა-ხელის მოპოების საშუალება მიეცა, სათანადო გასაქანს მაინც ვერ ნახულობდა წოდებრივ საფუძვლებზე აგებულ თვითმპყრობლურ სახელმწიფოში

საზიგადოების პროგრესიული ძალები გამოსავალს ეძებდნენ დახუთულ სოციალურ ატმოსფეროდან ძლიერი პროტესტანტული სულით იჟღინთებოდნენ თვითმპყრობლობის წინააღმდეგ აღძრული კლასები ეს პროტესტიდ სული თავის გამოსავალს პოულობდა ფართო ხალხურ მოძრაობაში, ინტელიგენციის გამოსვლებში, სტუდენტურ დემონსტრაციებში, და რევოლუციონურ ორგანიზაციების ტერორისტულ აქტებში, რომელმაც ერთ დროს თავზარაი დასცა რუსეთის პოლიციურ ხელისუფლებას ჩვენი წარსული ცხოვრების ამ მეტად საგულისხმო პერიოდს ეკუთვნის ი მანსვეტაშვილის მოგონებები ცხადია, დღევანდელი მკითხველისათვის მეტად დიდ ინტერესს უნდა შეიცავდეს ამ გარდასული ისტორიული სინამდვილის მოწმისა და თვითმხილველის ნანახი და გაგონილი, თუნდაც იმ სახით, როგორც მას ეჩვენა მაშინ და მეხსიერებით მოჰყვა ჩვენს დრომდე

ავტორი ქვემოთმოყვანილი მემუარებოსა, ჟურნალისტი და ლიტერატორი იაკობ მანსვეტაშვილი, მახლობელი ანამშრომელი იყო ილია ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს „ივერიისა", თავის დროზე კარგად ცნობილი „დონ-იაგოს“ ფსევდონიმით ი მანსვეტაშვილი დაიბადა 1855 წელს, სოფელ ნორიოში, გარე-კახეთში, სადაც მამამისი სოფლის მღვდლად იყო განწესებული

პირველდაწყებითი სწავლა მან ოჯახში მიიღი, დედისგან, შემდეგ სოფლის სკოლაში დადიოდა, რომელიც მამამისს თავის ხარჯზე პქონდა გახსნილი და თვითონვე ასწავლიდა სოფლის ბავშვებს უსასყიდლოდ

რვა წლის ასაკში იაკობს აბარებენ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში თუ როგორი რეაქციონური სული და სწავლების სქოლასტიკური მეთოდები იყო გამეფებული მაშინდელ სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში, ამის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით გვიამბობს თავის მემუარებში ი მანსვეტაშვილი

ერთად-ერთ ნათელ მოგონებად სასწავლებელში ყოფნის პერიოდიდან ჩვენს ავტორს დარჩენია ის დრო, როდესაც სემინარიაში მცირე ხნით მასწავლებლობლობდნენ იაკობ გოგებაშვილი,ნიკო ცხვედაძე, , გ იოსელიანი და ლ ტურიაშვილი, — ახლგაზრდაი უმაღლესი განათლებით აღჭურვილი და პროგრესული იდეებით გამსჭვალული პედაგოგები ყველა ზემოჩამოთვლილი მაწავლებლები მეფის მთავრობამ ჩქარა სამსახურიდან დაითხოვა, როგორც „არაკეთილსაიმედო“ პირები, იმ ინციდენტის გამო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზიძესა და სემინარიის მოწაფეებს შორის მოხდა ალექსანდრეს ბაღში ამის შესახებ ქვემოთ ნაამბობი აქვს მემუარების ავტორს და აქ აღარ შეჩერდებით

სემინარიაში ყოფნის დროს მოწაფეებს მოწყობილი ჰქონდათ არალეგალური თვითგანვითარების წრეები სადაც იკითხებოდა იმდროინდელი აკრძალული ჟურნალები და წიგნები სემინარიელები ამ წრეებში გულმოდგინედ სწავლობდნენ სოციალისტურ და რადიკალურ ბუბლიცისტების — ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, პისარევის თზულებებს, ევროპის უტოპისტების ნაწერებსა და აგრეთვე რუსული ლიტერტურის ნიმუშებს — პუშკინს, ლერმონტოვს, რილეევს, ნეკრასოვს და სხვა იმ დროს აკრძალულ ავტორებს

ამ წრეებში გულმოდგინედ მონაწილეობდა ჩვენი მემუარების ავტორიც სემინარიის გათავების შემდეგ ი მანსვეტაშვილი მიემგზავრება პეტერბურგის უნივერსიტეტში და შედის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ეს ხანა მეტად საინტერესო პერიოდს წარმოადგენს საერთოდ რუსეთის რევოლუციონური მოძრაობის ისტორიაში პეტერბურგისა და მოსკოვის უნივერსიტეტების სტუდენტობა, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციონურ ბრძოლაში, ამ დროს ძირითადი გამტარებელი იყო მესამოცე და მესამოცდაათე წლების მოღვაწეთა რადიკალური იდეებისა სტუდენტთა წრეები, გაფიცვები, დემონსტრაციები, რევოლუციონური გამოსვლები, ბრძოლა თვითმპყრობელობასთან, ძველ პოლიციურ ტრადიციებთან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, — აი, ის გარემოცვა, რომელშიაც მოუხდა ცხოვრება ახალგაზრდა სტუდემტს ი მანსვეტაშვილს

მართალია, იგი აქტიურად არ მონაწილეობდა ამ მაძრაობაში, მაგრამ მისი სიმპატიები ყოველ შემთსვევაში ამ ახალ, პროგრესიულ თაობის მხარეზე იყო პეტერბურგის პერიოდი ი მანსვეტაშვილის მოგონებებში მეტად საინტერესო და საგულისხმო ფურცლებს წარმოადგენს აქ მას აწერილი აქვს 70-ან წლების მიწურულების საუნივერსიტეტო ცხოვრება, გამოჩენილი პროფესორების, — მენდელეევის, ბუტლეროვის, ვაგნერის, სეჩენოვის ლექციები, სტუდენტობის მღელვარება, ცნობილი წლიური აქტი პეტერბურგის უნივერსიტეტში, როდესაც სტუდენტებმა სილა გააწნეს განათლების მინისტრს საბუროვს და გრანდიოზული დებონსტრაცია მოაწყვეს მთავრობის წინააღმდეგ მაგრამ მოგონებებში ყველაზე საინტერესოა ორი ფაქტი, რის მოწმე და თვითმხილველიც ჩვენი ავტორი ყოფილა

ერთია ნეკრასოვის დასაფლავება, რაც „ნაროდნაია ვოლიას“ ხელმძღვანელობით სტუდენტობამ და რევოლუციონურმა ინტელიგენციამ პოლიტიკურ დემონსტრაციად გადააქცია

ამ დასაფლავებაზე სიტყვას ამბობდა გამოჩენილი დოსტოევსკი, მაშინ უკვე რეაქციონურად მოაზროვნე მწერალი, მაგრამ ახალგაზდობამ მას ობსტრუქცია მოუწო, სიტყვა შეაწვეტინა და ტრიბუნიდანაც ჩამოაგდო მეორე ფაქტია ალექსანდრე მეორის მკვლელობის ორგანიზატორთა, ცნობილ ნაროდოვოლცების: ჟელიაბოვის, პეროვსკაიას, კიბალჩიჩის, მიხაილოვისა და რისაკოვის საჯარო ჩამოხრჩობა; ეს არის ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდთაგანი რუსეთის ინტელიგენციის ბრძოლის ისტორიიდან თვითმპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ; მანსვეტაშვილის მოგონებებში ამ სურათისს აღწერა მკითხველზე სტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ი მანსვეტაშვილი ბრუნდება სამშობლოში აქ იგი იწყებს მუშაობას სალიტერატურო და საზოგადოებრივ ასპარეზზე 1386 წლიდან 1890 წლამდე იგი მუშაობს ილია ჭავჭავაძის „იერიაში", რედაქციის მუდმივ თანამშრომლად ამავე დროს ბეჭდავს გაზეთში სხვადასხვა ხასიათის წერილებს მისი ფსევდონიმებია „დონ-იაგო“, „ალექსანდრიძე“, „ბარელი“ და „შერმადინი“ პირველი ფსევდონიმით იგი სწერდა უმეტეს ნაწილად პოპულარულ სამეცნიერო წერილებს და სხვა ფელეტონებს დანარჩენ ფსევდონიმებით სწერდა რეცენზიებს, კრიტიკულ წერილებს, პატარა მოთხრობებს და ეპიგრამებს

„ივერიაში ი მანსვეტაშვილი ბეჭდავდა აგრეთვე ჟურ5ალ-გაზეთების მიმოხილვებს, სათაურით „ნარკვევი“, რაც ხელმოუწერლად მიდიოდა მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ივერიის“ ზოგიერთი მეთაურიც

„ივერიაში" მუშაობის დროს ი მანსვეტაშვილი თანამშრობლობდა აგრეთვე საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილში" და თვიურ ჟურნალ „მოამბეში“, როდესაც იგი ა ჭყონიას რედაქტორობით გამოდიოდა გარდა ამისა, ხუთი წლის განმავლობაში ი მანსვეტაშვილს ეკავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ მდივნის თანამდებობა მისი თაოსნობით დააარსა საზოგადოებამ თავისი პირველი წიგნის მაღაზია, რომელიც მთელ საქართველოში ავრცელებდა ქართულ წიგნებს დროსვე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სიძვალეთა მუზეუმს, როდესაც ფოტოგრაფმა როინაშვილს შესწირა წ-კ საზოგადოებას თავისი მდიდარი კოლექცია სიძველეებისა, შეკრებილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში

ი მანსვეტაშვილის მემუარების მთავარსა და ყველაზე საინტერესო ნაწილს შეადგენს მისი მოგონებები „ივერიაში“ მუშაობის პერიოდიდან, სადაც იგი აგვიწერს ილია ჭავჭავაძეს და მისი „ივერიის“ გარშემო შეკრებილ თანამშრომლებს, 80-ან წლების ჩვენს მოღვაწეებსა და მწერლებს

ი მანსვეტაშვილი ახლობელი თანამშრომელი იყო ილია ჭავჭავაძისა იგი მთელი რიგი წლების განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდა მას, მუშაობდა მისი ხელმძღვანელობით, ეცნობოდა მის ხასიათს როგორც გარეთ, ოფიციალურ გარემოში, ისე შინ, ოჯახურ პირობებში ამიტომაც არის, რომ ი მანსვეტაშვილი ასე საინტერესოდ და ზედმიწევნით აგვიწერს ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, ყოველდღიურ მუშაობას, მის გარეგნობას, ცხოვრების ზნესა და ხასიათის თვისებებს როგორც ახლობელ პირს და უაღრესად დაკვირვებულ თვალლის პატრონს, ი მანსვეტაშვილს არ გამოპარვია უდუდესი ქართველი მწერლის ადამიანური ბუნების მხარეებიც, — მეტად წვრილმანი, ადამიანური თვისებებიც

ავტორი ყოველივე ამას აგვიწერს მეტად მიმზიდველი ენაწყლიანობით მთელ რიგ შემთხვევებში იგი მიუდგომლად კიცხავს ილიას საქციელს, შის უარყოფით თვისებებს ამის მაგალითს წარმოადგენს მემუარების ას ადგილი, სადაც ავტორი საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს ურთიერთობას ილია ჭავჭავაძესა და ივარე მაჩაბელს შორის, ურთიერთობას, რაც მე-19-ე საუკ ქართული ლიბერალური ინტელიგენციის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკული ეპიზოდი ჩვენი ავტორი არ ფარავს თავის სიმპატიებს ნიჭიერი ივ მაჩაბლისაადმი, რომელიც ალიას კერპმა, ჯიუტმა და უტეხმა სახიათმა არ დაინდო, საზოგადოებრივი ასპარეზიდან გაანაპირა და ფართო დიაპაზონის შემომქმედი პიროვნება, ნაციონალური მასშტაბის დიდი მოღვაწე, ენერგიით, ცოდნითა და ტალანტით აღსსავსე ადამიანი, რომელიღაც გორის სინდიკატის ხელმძღვანელობამდე დააქვეითა

რა დამახასიათებელია, მაგალითად, ი მანსვეტაშვილის მემუარებში ის ადგილი, სადაც ავტორი გვიხატავს ილიას, როგორე მემამულეს, როგორც ბანკირს, როგორც სასტიკსა და დაუნდობელ პოლემისტს და ბოლოს როგორც ადამიანს, რომლისათვისაც „არაფერი ადამიანური უცხო არ არის“, — და განცვიფრებული მკითხველი აქ იგებს რომ თავის დროზე ილია ყოფილა გატაცებული კარტის მოთამაშე, შეუპოვარი დუელისტი, უცნაური საოხუნჯო ოინების ინიციატორი ავტორს არ ეშინია თავის მოგონებებში სასაცილო მდგომარეობაშიაც ჩააყენოს ილია მართალია, იგი დიდი თაყვანისმცემელია ილიას შემოქმედებითი ტალანტისა, და მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის, უფრო მეტიც, — იგი თანამოაზრეა ილიას პოლიტიკური და სოციალური იდეალებისა, — მაინც, მიუხედავად ამისა, იგი შეუმჩნევლად არ სტოვებს ისეთ ეპიზოდებსაც ილიას ცხოვრებაში, რაც ეწინააღმდეგებოდა ილიას მიერ შემუშავებულ შეხედულებებსა და რწმენას ასეთია, მაგალითად, საგულისხმო დიალოგი ილიასა და ხევსურებს შორის საგურ მოში, ძალიან მოხდენილად აწერილი ავტორის მიერ მოგვყავს ეს ადგილი მოგონებებიდან

„ილიამ გასძახა მოურავს, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა

— მოურავო, ეგ ვიი არიან, ემანდ კარ წინ რომ ბალახს სთიბავენ? — ხევსურები არიან

— აბა ერთი აქ დაუძახე მოვიდნენ

— ღვინოს არ დაჰლევთ? — ეკითხება ილია ხევსურებს

— რატომ, თუ კი თქვენი წყალობა იქნემა, სიცხისაგან ხახა ამოგვიშრა ილიამ განკარგულება გასცა, ღვინო მოეტანათ თითონ კი ეკითხება ხევსურებს, საიდგან ხართო

— შორიდგან, თითქმის ერთი დღის სავალია

— უწინდელი დრო გახსოვთ, — ეკითხება ილია, — აი, ჩვენი მეფეები რომ გვყვანდა? — ხსოვნით კი აბა რა გვეხსომება და გაგონებით კი გაგვიგონია

— მერე, მაშინდელი დრო სჯობდა თუ ეხლანდელი? — რა სათქმელია: გარეთ ვერ გამოვდიოდით სოფელს რომ გავცილებულიყავით, ან ლეკი დაგვიხვდებოდა, ან შინაური ავი კაცი სისხლი იღვრებოდა, მოსვენება არა გვქონდა, შველა არსაიდან იყო აი, დალოცოს ღმერთმა რუსის ხელმწიფე; ეხლა რა გვიშავს, აი, თქვენთანაც ჩამოვდივართ სამუშაოდ და ქალაქშიაც დავიარებით, თუ რამ გასასყიდი ან სასყიდელი გვაქვს, ხელს ვიმართავთ გზაში ხელს არავინ გვახლებს

ცოტა არ იყოს, წახდა ილია: მოელოდა წარსულის დიდებას, აწმყოს დაგმობას, პასუხი კი სულ სხვა მიიღო, კოჭი ალჩუზე ვერ დაუჯდა მაშინვე სიტყვა შეატრიალა და ჰკითხა: — შვილები ხომ გყავთ? და სხვა

ილიას გარდა, ი მანსვეტააშვილს თავის მოგონებებში მეტად ცოცხლად ჰყავს აღწერილი 70-90-იან წლების თითქმის ყველა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე და მწერალი აქ ჩვენ ვნახავთ მთელ გალერეას მოღვაწეთა, როგორიც არიან: პლატონ იოსელიანი, გრ ორბელიანი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი, ლუკა ისარლოვი, ივ ჯაბადარი, დ მაჩხანელი, ლადო აღნიაშვილი, იოსებ დავითაშვილი, ვაჟ-ფშაველა, გრ ვოლსკი, რაფიელ ერისთავა, ივანე მაჩაბელი, ნიკო ხიზანიშვილი, მარჯორი უორდროპი, ასიკო ცაგარელი, პეტრე უმიკაშვილი, ალ ყაზბეგი, ი გოგებაშვილი, ნ ცხვედაძე, დავით ერისთავი, ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, კოტე ყიფიანი და სხვები

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ი მანსვეტაშვილი თავის წიგნში არსად არ ეხება ილიას შეხედულებებს სოციალ-ეკონომიურ საკითხებზე ავტორს ილია წარმოდგენილი ჰყავს, როგორც გამომხატველი ქართველი ერის „მთლიანობისა", როგორც სიმბოლო ერთიანი, ყოველგვარი წოდებრივი და კლასობრივი წინააღმდეგობის გარეშე მდგომი „ნაციონალური იდეისა“ცხადია, ამიტომ წინამდებარე მოგონებებში ვერ ვიპოვით ილიას წოდებრივ და კლასობრივ პოზიციების კრიტიკას, რადგან თავის დროზე ავტორიც იმავე იდეურ პოლიციების მებრძოლი იყო, რომელსაც მეთაურობდა ილია და რომლის მთავარ ციტადელსაც წარმოადგენდა თავადაზნაურული ლიბერალიზმის ძირითადი ორგანო „ივერია“ ეს გარემოება კარგად უნდა ახსოვდეს თანამედროვე საბჭოთა მკითხველს ი მანსვეტაშვილის მემუარების კითხვის დროს

მიუხედავად ამისა, ეს მოგონებები მაინც ფრიად საგულისხმო წიგნს წარმოადგენს ჩვენს მემუარულ ლიტრატურაში, როგორც თავისი მდიდარი ფაქტიური მასალით და სხარტული დახასიათებებით, ისე ჩვენი წარსული ცხოვრების სურათების ცხოველი გადმოცემით ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნებისა და ლიტერატურის ისტორიის მკვლევარები ბევრს, მეტად საინტერესო ცნობებს ამოკრეფენ ამ მოგონებებიდან, ხოლო მასიური მკითხველი სიამოვნებით წაიკითხავს წიგნს, რომელიც დაწერილია მეტად მხატვრული და მიმზიდველი ენით

1936 წ იანვარი

3 თავი I

▲ზევით დაბრუნება


თავი I

მანიფესტის გამოცხადება ბატონყმობის გადავარდნის შესახებ. გლეხების მოტყუება. ორი სემინარიელის შეხვედრა ხელმწიფის მოადგილესთან. «ხალხში სიარული». განათლების საქმე 70-იან წლების რუსეთში. კლასიციზმი სკოლაში, გერცენის «Колокол»-ი. გ. წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის ჩამოსვლა საქართველოში, წრეების დაარსება, პლატონ იოსელიანი. ნ. ნიკოლაძის პაროდია პლ. იოსელიანზე. ტფილისის ჰამქრების აჯანყება 1865 წელს. გრიგოლ ორბელიანის მიერ აჯანყებულთა გაფანტვა და დასჯა. პისარევის გავლენა ახალგაზრდობაზე. ივანოვის ბიბლიოთეკა. აკაკის და გრიგოლ არწრუნის შეხვედრა.

წარსული საუკუნის 70-იანი წლები უნდა აღინიშნოს, როგორც ღირსშესანიშნავი ხანა ქართველი მოზარდი ახალგაზრდობის ცხოვრებაში. ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთში თავი იჩინა ეგრედწოდებულმა ნაროდნიკობამ (ხალხოსნობამ), რომელმაც მიზნად დაისახა სოფლად სიარული და გლეხთა შორის გავრცელება თვითმპყრობელობის და ძველი სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული აზრებისა. რუსეთში დიდი მოძრაობა შეიქმნა. ამ მოძრაობის ტალღებმა ჩვენკენაც გადმოჰკრეს. რუსეთის მაღალ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდა ქართველებმა გაიზიარეს ეს მოძღვრება და საქართველოში გადმოიტანეს. ამ პირველ პიონერთა შორის კარგად მახსოვს ი. ჯაბადარი1, ო. ფავლენიშვილი2, ეგ. იოსელიანი3 და სხვანი.

ამ მოძღვრებამ ჩვენში კარგი ნიადაგი მოიპოვა. ხალხში სიარული, გლეხებში ახალი მოძღვრების გავრცელება არც ისე ძნელი საქმე იყო, ნუ დავივიწყებთ, რომ უმრავლესობა მოსწავლე ახალგაზრდობისა სოფლის ღვიძლი შვილები იყვნენ, სოფელს არ იყვნენ მოწყვეტილნი, კარგად იცოდნენ მისი ავი და კარგი. კარგად ესმოდათ მისი დარდი და ნაღველი, ისიც არ იყო მათთვის საიდუმლო, თუ ვინ იყო ხალხის მჩაგვრელი, რა აწუხებდა მას, რა სტანჯავდა, რა იყო მუდმივი მისი საზრუნავი და სანატრი.

მართალია, კარგა ხანმა გაიარა, რაც ბატონყმობა მოისპო, მაგრამ ხალხმა მალე აახილა თვალი და ცხადად დაინახა, თუ როგორ გაუცრუვდა იმედები, რომელსაც იგი ამყარებდა ამ განთავისუფ-ლებაზე.

კარგად ჩამეჭრა მეხსიერებაში ის სიხარული, რომელსაც ხალხი განიცდიდა განთავისუფლების ამბის გამო. ეს მოხდა ჩვენში 1864 წ. მე მაშინ 9 წლისა ვიყავი, ახლად ვიყავი სასწავლებელში მიბარებული და ტფილისში ვცხოვრობდი. ხმა გავარდა, რომ ამა და ამ დღეს საჯაროდ გამოცხადდება ბატონყმობის გადავარდნაო. ეს ამბავი მოხდება გუნიბის მოედანზეო. გუნიბის მოედანი მაშინ იმ ალაგს ეწოდებოდა, სადაც ეხლა ამართულია უხეში და უშნო შენობა, ყოფილი სამხედრო ტაძარი, სასახლის გვერდით, რუსთაველის პროსპექტზე4.

დანიშნულ დღეს მოედანზე მართლაც ხალხის ტევა არ იყო. ყველა ღელავდა დიდი ამბის მოლოდინში. მოედნის შუაგულში ამართული იყო მაღალი ფიცრული ესტრადა და ზედ იდგა კათედრა. ესტრადზე თავი ჰქონდათ მოყრილი ღენერლობას, წარჩინებულ და დიდ მოხელეებს, დიდის ზარით და ზეიმით წაკითხულ იქმნა მანიფესტი. გათავდა. ხალხი გრგვინავდა, სიხარულის ცრემლებით ერთმანეთს ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ. საზღვარი არ ჰქონდა სიხარულს, ბედნიერებას მეტადრე მათ შორის, ვინც მართლა თავს აცლიდა იმ მძიმე და ადამიანის ღირსების დამამცირებელ უღელს, რომელსაც სახელად ბატონყმობა ეწოდებოდა.

გაქრა პირველი აღგზნება, როგორც თვალ-წარმტაცი სინათლე აფეთქებული შუშხუნისა. ჩაიფერფლა აღფრთოვანება და ხალხმა აშკარად იგრძნო, რომ ეს დიდი წყალობა, რომელიც ერთი ზეიმით იყო გამოცხადებული, თავისუფლება კი არ გამოდგა, არამედ თვალთმაქცობა, მოტყუება. მართლაცდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს თავისუფლებას, რომელსაც თან არ მოსდევს რაიმე ეკონომიკური გაუმჯობესება ცხოვრებაში. რა გაუმჯობესებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როდესაც განთავისუფლებულ, «გაბედნიერებულ» გლეხს თითო ბოხჩა მიწა უბოძეს და ვითომ დაჩაგრულს მებატონეს კი უკეთესი მამულები ისევ საკუთრებად დაუნარჩუნეს. ესეც არ აკმარეს განთავისუფლებულებს; უფრო მეტი წყალობა გამოიღეს და გარდა ჩვეულებრივი ხარჯებისა და ბეგარისა, რომელიც მძიმე ტვირთად აწვა და სტანჯავდა გლეხს, ზედ დაუმატეს კიდევ ეგრედწოდებული «გამონასყიდობის გადასახადები» (выкупные платежи); ეს გადასახადები დაწესებული იყო ვითომ იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მებატონეებს მიუვიდათ იმის გამო, რომ მიწები ჩამოეცალათ.

მაგრამ რა ჩაემოეცალათ? გლეხებს მიუგდეს რაღაც დაწვრილმანებული, ხშირად მწირი ნაჭრები, და უკეთესი მიწები კი და აგრეთვე საძოვრები და ტყეები ისევ მებატონეებს შეჰრჩათ, აბა პატარა ნაბოძებ მიწით გლეხი რას გახდებოდა, და ისევ თავი უნდა მოეხარა, ყოფილ მებატონისათვის მიემართა და მისგან აეღო მიწა იჯარით. მებატონეც სარგებლობდა ამით და ფეხს აჭერდა. ერთის მხრით გაჯავრებული იმით, რომ ბატონობა ჩამოერთვა და ამით მის ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს, მეორეს მხრით, უფრო უარესად განრისხებული, რომ მუქთი მუშა ხელი მოაკლდა და ამით მეტი შემოსავალი შემოაკლდებოდა, მებატონე იმის ცდაში იყო, რომ რაც შეიძლება მეტი გამოეგლიჯა და ხშირად იჯარაში ნახევარ მოსავალს თავის სასარგებლოთ იტოვებდა. ამასაც არ კმარობდა; მოიჯარადრეს ნაბატონარის წილი თავისივე ურმით მის კარზე უნდა მიეტანა, საძოვარსა და ტყეებზე ნუღარას ვიტყვი. აქ მებატონე გაონავრებულ შემოდგომის ბუზს ემსგავსებოდა და, როდესაც კი გაჭირვებული ნაყმევი ხელში ჩაუვარდებოდა. ცდილობდა ერთის მაგიერ ხუთი ტყავი გაეძრო, ასე რომ ამ ბატონყმობისაგან განთავისუფლებით არც ბატონი დარჩა მადლიერი და არც ნაყმევი შეიქმნა გაბედნიერებული. და როგორც ბატონყმობის დროს, ყმა-გლეხი ეხლაც ისევე ჩიოდა, აკაკის სიტყვებით რომ ვსთქვათ:

«...უხვად მოვიდა წელს პური,
მაგრამ ბედს მაინც ვემდური,
რომ ამას სულ სხვა წამართმევს,
და მე კი ტყვილად ოფლსა ვღვრი»...

რამდენჯერ მქონია გლეხებთან ლაპარაკი ამ საგნის შესახებ. და როდესაც კი ვკითხავდი როგორ სცხოვრობთ მის შემდეგ, რაც თავისუფლება მიიღეთ-მეთქი,

სულ ერთგვარ პასუხს ვიღებდი: «განა გლეხის გაჩენაში ღმერთი რეულა? როგორც ძაღლურად ვცხოვრობდით წინად, ისე ეხლა ვართ, ვმუშაობთ, ნაწლევებზე ფეხს ვიდგამთ, წელში ოთხად ვიხრებით, და სიმშილს მაინც თავი ვერ ავაშორეთ. ის რაღაც «ნადელები» დაგვირიგეს, წაიღონ უკანვე, შიგ არაფერი ყრია და ხარჯებით და სარგებლის გადახდით კი სული ამოგვხუთეს. წელში გავწყდით, თავი მაღლა ვეღარ აგვიღია».

მართალი იყო პოეტი ნეკრასოვი, როდესაც ამბობდა ბატონყმობის მოსპობის თაობაზე შემდეგ საგულისხმიერო სიტყვებს:

«Разорвалась цепь великая и ударила одним концом по баринуБ а другим по мужику».

ასეთი იყო გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობა, მისი სულიერი განწყობილება, როდესაც, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, ახალგაზრდობამ ხალხში სიარული დაიწყო და, რასაკვირველია, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, წრფელის გულით, ახალგაზრდული გატაცებით ნათქვამი, გზას ადვილად იკვლევდა მსმენელის გულსა და სულში, და ისიც ნდობით გვეპყრობოდა ჩვენ.

ისეთი წიგნების წაკითხვა, როგორიც იყო «Хитрая механика» და სხვანი, საიდანაც მდაბიოდ და ადვილი ენით ვაწოდებდით გლეხებს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ და რისთვის არის მოწყობილი თვითმპყრობელობის სახელმწიფოებრივი დაწესებულებანი, თუ რაში და რისთვის იხარჯება ხალხისაგან შეკრებილი ფული,

მსმენელს ჭკუაში უჯდებოდა და წყლულზე მალამოდ ედებოდა. რასაკვირველია, იყვნენ ისეთნიც, რომელნიც უნდობლობით, ეჭვის თვალით

უყურებდნენ ჩვენს ლაპარაკს და ცოტა დაცინვის კილოთიც გამოგვეპასუხებოდნენ ხოლმე. უამბნიათ ჩემთვის ასეთი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ხალხში მოსიარულე პროპაგანდისტებს დევნა დაუწყო, სხვათა შორის, დაიჭირეს ს. მაყაშვილიცა.5 როდესაც იმის სოფლის გლეხებს ჰკითხეს: ისეთი რა დააშავა სანდრომ, რომ ციხეში ჩასვესო, პასუხათ მიიღეს: «რა მოგახსენოთ, ამბობენ «კაპეიკი» მოუპარავს და იმისათვის დაუჭერიათო. აფსუსი არ არის ამისთანა ვაჟკაცი ერთი კაპეიკის გულისთვის წახდესო, აქ, ცხადია, დაცინვით გადაკრული იყო წიგნაკ «копейка »-ზე.

ამავე დროს, ტფილისში ერთს შემთხვევას ჰქონდა ადგილი: ალექსანდრეს ბაღში (ეხლა კომუნარების) ორი სემინარიელი (ერთი მათგანი იყო დ. კეზელი, შემდეგში სხარტი მეფელეტონე ქართულ და რუსულ გაზეთებში «დ. სოსლანის» და

«ზოილის» ფსევდონიმით, ხოლო მეორე სტ. ჭრელაშვილი, შემდეგ ჟურ. «იმედის» და გაზ. «ივერიის» თანამშრომელი «სანოს» ფსევდონიმით) სკამზე მსხდარიყვნენ. ამ დროს აქ გამოეარა დიდს მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს, მაშინდელ ხელმწიფის მოადგილეს კავკასიაში. სემინარიელები არ ამდგარიყვნენ და თავი არ დაეკრათ. დიდ მთავარს ეს, რასაკვირველია, დიდ შეურაცხყოფად მიეღო და განრისხებულს ბრძანება მიეცა თავის ამალისთვის: დაუყონებლივ შეიპყარითო. სემინარიელები მეტეხში ჩასვეს. დაიწყო კვლევა-ძიება, ფეხზე დააყენეს პოლიცია და ჟანდარმერია, არა სჯეროდათ, რომ ეს ორი სემინარიელი მარტონი ყოფილიყვნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამათ უნდა ჰყოლოდათ შთამგონებელნი, წამქეზებელნი. დაეძებდნენ რაღაცა ქართველების შეთქმულებას. ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერაფერი გამოძებნეს. საქმე იმით გათავდა, რომ რამდენიმე მასწავლებელი და მოწაფე სემირანარიიდგან გააძევეს6. ამ განდევნილთა შორის, როგორც გამიგონია, იყ-

ვნენ, სხვათა შორის, ი. გოგებაშვილი7 და ნ. ცხვედაძე8, გამოჩენილი ქართველი პედაგოგები და საქვეყნო მოღვაწენი.

კარგა ხნის შემდეგ თვით დ. კეზელს უამბნია ჩემთვის ეს საქმე. დაწვრილებით საქმის გამოძიება მინდობილი ჰქონია ჟანდარმერიის პოლკოვნიკს ეგაძეს, რომელიც თურმე ხშირად მიდიოდა მეტეხში ჩვენების ჩამოსართმევად. ერთხელ თვით მიხეილ ნიკოლოზის ძეც კი მისულიყო მეტეხში. ენახა კეზელიც და ეკითხა: «შენ მაინც სჯიუტობ, არ გამოსტყდები, შენ წამქეზებლებს არ დაასახელებო?» მე ახალგაზრდული სიკერპით და ჯიუტობით ვუპასუხეო: არა, არას გეტყვითო.

მაშინ მიხეილ ნიკოლოზის ძე გაბრაზდა და ფეხების ბარტყუნით დამიღრიალაო: «Ну так сгнеиешь здесь в тюрьме ».

საბრალო დიდო მთავარო! შენ რომ ყაზარმებში არ მიგეღო სწავლა-განათლება და საჯინიბოში არ დაგემთავრებია შენი განვითარება, იქნება მეტი ჭკუის გამჭრიახობა გამოგეჩინა, მეტის დანახვა შეგძლებოდა და მაშინ მიხვდებოდი, თუ ვინ იყვნენ შთამგონებელნი, წამქეზებელნი იმ სემინარიელებისა და მათთან სხვათაც მრავალთა, რომელთა ციხეში დალპობას შენ არ დაიშურებდი.

ქართველების შეთქმულებას ეძებდი! რომელ ქართველებისა? განა შენ თითონ არ იცოდი, რომ ქართველი ღენერლები, დიდკაცობა, წარჩინებულნი და დაწინაურებული მოხელეები, რომელნიც შენ გარს გეხვივნენ, როგორც ბუზები თაფლს, და ხელებს გიკოცნიდნენ, რომ ეს გადაგვარებული ქართველები შენს დღეს ფიცულობდნენ, და შენ და რუსეთის წინააღმდეგ არაფერ შეთქმულებას არ შეადგენდნენ,

არ დაგიფარავთ, რომ შეთქმულების ჩანასახი იყო, რომ შთამგონებლები და წამქეზებლები გყვანდნენ. ვინ? მოგახსენებთ. ზოგი მათგანი თქვენ ახლო-მახლოს გახლდათ და თქვენ რომ თვალთა-ხილვის უნარი დახშული არ გქონოდათ, დაინახავდით. ზოგნი კი ძალიან შორს იყვნენ. მათი ნახვა შეგეძლოთ პეტერბურღში, ლონდონში, ჟენევაში. როგორიო? იკითხავთ უფრო გაკვირვებული. ქვემოდ ნათქვამიდან მიჰხვდებით. თქვენ კარგად იცოდით, რომ ტფილისში იყო კლასიკური გიმნაზიები, სასულიერო სასწავლებლები და სხვა.

ერთი ასეთი გიმნაზია თქვენი სასახლის პირდაპირაც იყო. კარგად გეცნობებათ, რადგან იქ თქვენი შვილებიც სწავლობდნენ.

ცოდნით კი იცოდა, ხოლო რა ხდებოდა შიგ, იმისი კი არაფერი გაეგებოდა როგორც მას, ისე ბევრ სხვასაც.

ხომ მოგეხსენებათ, ვინ განაგებდა 1870 წლებში რუსეთის განათლების ბედ-იღბალს. ესენი იყვნენ ა. ტოლსტოი და პო-ბედონოსცევი, რუსეთის ხალხის სულის შემხუთველნი, მისი ბოროტნი სულნი. ამათ ბოროტი განზრახვის წყალობით გამეფებული იყო ეგრედწოდებული «კლასიციზმი», ე.ი. ლათინური და ბერძნული ენები და საეკლესიო სკოლები, ე.ი. სწავლა, დამყარებული ჟამნ-დავითნზე და ეკლესიურ გალობაზე. მეტადრე გააფთრებული სისასტიკით მძვინვარებდა კლასიციზმი. თავებს გვახოცინებდნენ, სულს გვიხუთავდნენ, ტვინს გვიფიტავდნენ ლათინური «სუპინებით» «აბლატივი აბსოლუტებით» და ბერძნული «აორისტებით». არსებითი სახელები და თანდებულნი, რომ მტკიცედ და სამუდამოთ ჩაგვბეჭდოდა მეხსიერებაში, ლექსებათ იყო დაწყობილი და ასე თუთიყუშებივით გვაზეპირებინებდნენ. ეს უხეში და უგუნური მეთოდი ისე მოეწონათ, რომ სხვა სამოსწავლო საგნებშიაც შემოიღეს, მაგალითად, გეოგრაფიაში.

მოგეხსენებათ, რომ იაპონია კუნძულებზე სძევს, რომელთაგან სამია მოზრდილი და აღსანიშნავი, სახელდობრ:

«ნიპონ, იეზო-სიკოკო,
კიუ-სიუ დრიკოკო»!

ან კიდევ ჩრდილო ამერიკის ახლოს მდებარე კუნძულები: კუბა, იამაიკა, პორტორიკო, გაიტი, რუსულად ასე იყო გალექსილი:

«Куба, Ямайка,знай-ка
Цорторико, Гайти,не забывайте » ხომ ხედავთ, როგორ ზრუნავდნენ, იცოდეთ და არ დაივიწყოთ. არა, ვითომ რა დაშავდებოდა, რომ ეს კუნძულები არამც თუ არ დაგვვიწყებოდა, არამედ სრულებითაც არ გვცოდნოდა, ან რა დაგაკლდებოდათ, მკითხველნო, რომ ეს სასაცილო ამბავი თქვენთვის არ მეამბნა.

დაჟინებით გვაკითხებდენ ჰომიროსის განთქმულ «ილიადას» და «ოდისეას». მთელი ნაწყვეტები ზეპირად უნდა გვცოდნოდა. ჩვენც ღამეებს ვტეხდით, თვალებს ვიწყალებდით და ნელის ხმით, ცოტა მესტვირული კილოთი, ვიზეპირებდით ილიადას ფერადოვან ბერძნულ ლექსებს. მახსოვს ჩემი ბეჯითობის სურათი. მოვუჯდებოდი მაგიდას, ნიდაყვებით დავეყრდნობოდი, ხან, ხელებს თავში მაგრად წავივლებდი, ვირყეოდი, ხმას ხან ავუმაღლებდი, ხან დავუმდაბლებდი, მერე თვალებს დავხუჭავდი, და ღამის სიჩუმეში გაისმოდა ჩემი ბუბუნი: «ანდრა მოი, ენნეპე, მუზა პოლიტროპონ».

ამ დროს რომ უცხო ვისმე დავენახე, იტყოდა: ეს სწორედ მეშაბათე ებრაელია, თავის ტალმუდსა კითხულობსო.

რომ დავეკითხებოდით, რაზედ გვაწვალებთ და გვტანჯავთ ამდენსაო, ასე გვიპასუხებდნენ: ჩვენი ზრუნვა და წადილი ის არის, რომ თქვენი ესთეტიური გემოვნება მშვენიერებისა გაგიღვიძოთ, ესთეტიური მაღალი გრძნობები გაგიღვივოთ გულშიო. ამის მისაღწევად კი კაცობრიობას ჯერ «ილიადა» და «ოდისეა»-ზე უკეთესი არა შეუქმნია რაო.

ყოველივე ეს ტოლსტოის ხეპრული სისტემის შედეგი იყო. ლათინურ-ბერძნული ენების სწავლება ქვა-კუთხედათ იყო დადებული. ერთსაც და მეორესაც კვირაში ექვს-ექვსი გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი. შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, რამდენი მასწავლებელი უნდა დასჭირებოდა. და რადგან რუსეთში ამისათვის მომზადებული მასწავლებელი საკმაოდ არ მოიპოვებოდა, მიჰმართეს საზღვარგარეთ, და იქიდან იწვევდნენ უფრო უმეტესად ჩეხებსა და გერმანელებს, რუსული ენის თითქმის სრულიად უცოდინართ. აქ ცოტაოდნად ახერხებდნენ ჩიქორთულ ენის შესწავლას და ამგვარად რაღაცა დამახინჯებული ენით გვაცნობებდნენ ბერძნებისა და რომაელების ენისა დ პოეზიის სიმშვენიერეს. ამათი გაკვეთილები ნამდვილ ბაბილონის გოდოლს წარმოადგენდა, სადაც რუსულ-გერმანულ-ბერძნულ-ლათინური სიტყვები ისე დომხალივით იყო არეული, რომ იმათ ლაპარაკს თავსა და ბოლოს ვერ გამოაბამდი. ჩვენ გვრცხვენოდა იმათ მაგიერ და ისინი კი არ წითლდებოდნენ, გათავდებოდა გაკვეთილი და დინჯად გაბრძანდებოდნენ კლასიდგან, სრულიად დარწმუნებულნი, რომ კეთილსინდისიერად, ღირსებით შევასრულეთ ჩვენი დი-

დი, სავალდებულო მოვალეობაო. ან კი რა აწუხებდათ, განა ჩვენი დარდი ჰქონდათ. ისინი იყვნენ რუსეთში მოსული, როგორც ლერმონტოვი ამბობს: «Для ловли счастья и чинов, » და დანარჩენი კი ფეხებზე ეკიდათ.

და ასეთი გზით, ასეთი მასწავლებლებით უნდა შთაენერგათ ჩვენში სიყვარული ძველი ცნებისა, აი ამ გზით უნდა აღეზარდათ ჩვენში ესთეტიური გრძნობა და გემოვნება. მთავრობა ასე გვეფიცებოდა, მოდი ნუ იტყვით: ფიცი მწამს და ბოლო კი მაკვირვებსო. ჩვენც კარგათ გვესმოდა, რომ ყოველივე მხოლოდ ოინბაზობა და თვალისახვევა იყო მთავრობის მხრივ. ჩვენ კარგათ გვესმოდა მისი მუცლის გვრემა. ვერ მოგვატყუებდნენ, რომ ეს «კლასიციზმი» მხოლოდ იმიტომ იყო შემოღებული, რომ დაეხშოთ ჩვენი ჭკუა და გონება, მოეწამლათ სული და გული, აეშალათ ნერვები აუტანელი ტვირთით და გამოეფიტათ ტვინი.

მიაღწიეს კიდეც ბევრად თავიანთ ზრახვას. რამდენი თავიდგანვე ჩამორჩა სწავლას, რამდენი ნახევარ გზაზე გაჩერდა და ბოლო ვეღარ გაატანა. თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, რომ თუ მაგალითად პირველ კლასში 30 მოწაფე იყო, უკანასკნელ კლასამდე ამათგან ხუთი-ექვსი თუ მიაღწევდა. დანარჩენი კი ცხოვრების ტალღებში ინთქებოდნენ, ბევრი მათგანი სამუდამოდ ილეკებოდა და იღუპებოდა, ხოლო სულით მძლავრნი ზედაპირს ამოტივტივებას ასწრებდნენ, ცხოვრების გზას გაბედვით ჰკაფავდნენ და ხშირად დიდ კვალსაც სტოვებდნენ.

აი ერთი უპირველესი და მძლავრი წამქეზებელი შეთქმულებისა, მათ შორის, რომელნიც ზემოდ დავასახელეთ. ეს იყო ერთი უმთავრესი მიზეზი ყოფილ წესწყობილებით უკმაყოფილებისა, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა შეთქმულება. ეს მიზეზი იყო, თუ ასე შეიძლება ითქვას, უარყოფითი მიზეზი. იყო დადებითი მიზეზებიც. ზემოდ დავასახელეთ შეთქმულების სულის ჩამდგმელად ლონდონი, ჟენევა და პეტერბურღი. აი რა აზრით:

ლონდონში გამოდიოდა იმ დროს ემიგრანტ გერცენის ჟურნალი «Колокол». მთელ რუსეთს მოედო მისი მრისხანე ხმა9. ეს ხმა ემსგავსებოდა იერიქონის საყვირს, «დაბადებაში» რო იხსენიება, რომლისგან ქალაქის კედლები ინგრეოდა. ბევრს და მათ შორის ყველაზე ძლიერ მიხეილ ნიკოლოზის-ძეს ეს ზარი გლოვის ზარად მოესმოდათ; რასაკვირველია, გულში ეკლად ესობოდათ. ხოლო ჩვენ, ახალგაზრდობას კი, სანატრელ ხმად გვესმინებოდა, გულში ცეცხლს გვიღვივებდა, და იმედებს გვაძლევდა უკეთეს მომავლისას. გვამხნევებდა, ძალას და ღონეს გვმატებდა მუშაობისთვის. ჩვენ აქ, დაჩაგრულნი, ყოველ უფლებას მოკლებულნი, ჩვენი უფროსების წინ ხმის მაღლა ამოღებასაც ვერ ვბედავდით, და იქიდგან, ლონდონიდგან კი ჭექა-ქუხილის ხმა მოისმოდა, თვით ალექსანდრე მეორეს მკვახე სიტყვებით ელაპარაკებოდნენ და თვით მის ტახტს ძირს დაცემას და დამსხვრევას უქადდნენ. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხელთ ვიგდებდით ჟურნალის რომელიმე ნომერს, მწყურვალივით მოვეკიდებოდით, და მანამ წყურვილს სავსებით არ მოვიკლავდით თავს მაღლა არ ავიღებდით.

ამავე ხანებში დაბრუნდნენ ჟენევიდგან გ. წერეთელი10, ნ. ნიკოლაძე11 და შეუდგნენ საზოგადო მოღვაწეობას: ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით, რომ როდესაც ახალგაზდანი სწავლა-დამთავრებულნი დაბრუნდებოდნენ ჩვენში, მაშინვე უსათუოდ სამსახურის ძებნას შეუდგებოდნენ. ესენი, პირიქით, მოზარდ თაობას დაუმეგობრდნენ, მათგან წრეები შეადგინეს და მეთაურობას, ხელმძღვანელობას უწევდნენ. ამათვე დააარსეს ჟურნალი «კრებული»12, სადაც მადლიანი კალმით ახალ აზრებს

ავრცელებდნენ საზოგადოებაში. მეტადრე დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზე ნ. ნიკოლაძეს. მისი სიცოცხლით სავსე წერილები, მისი მწვავე მათრახები მოწინააღმდეგის მიმართ, მისი მახვილი ბასრი კალამი დიდ შთაბეჭდილებას სტოვებდა ჩვენს გულში. ყველა ჩვენგანი ცდილობდა მოჰყოლოდა იმ წრეში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ. გურამიშვილი, ნ. ნიკოლაძის ცოლისძმა13, იმ იმედით, რომ იქ თვით ნიკოლაძესაც ვნახავდით, პირისპირ ვნახავდით და მის ცოცხალ სიტყვას მის საკუთარ პირიდგან გავიგონებდით. რა არ გვსმენია აქ უცხოეთის და განსაკუთრებით შვეიცარიის თავისუფალი ცხოვრების შესახებ. ჩვენს აჩქარებულ ახალგაზრდულ გატაცებას საზღვარი არ ჰქონდა. შვეიცარია გვეხატებოდა ჩვენს წარმოდგენაში რაღაც აღთქმის ქვეყნათ, თავისუფლების დედაბუდეთ. ჟენევის ნახვას, იქ ცხოვრებას ისე ვნატრობდით, როგორც მართლმორწმუნე მაჰმადიანი მექაში წასვლას ქააბის თაყვანისსაცემლად.

ჟურნალ «კრებულს» დიდი გავლენა ჰქონდა მოზარდ თაობაზე. ჟურნალში თავი მოიყარეს ყველამ, ვისაც კი ნიჭი შესწევდა და საზოგადოების გამოცდილებისა და წარმატებისათვის მაჯა უცემდა. ახალგაზრდული ცელქობით და გაბედულობით ნავარდობდნენ და მწარე მათრახებს ურტყამდნენ ყველას, ვისაც კი უკუღმართობას, ხალხის თვალის აბმას, მოტყუებას შეამჩნევდნენ.

ამ უკანასკნელი ჯგუფის მოღვაწეთ ეკუთვნოდა პლატონ იოსელიანი. ეს ახლა სრულიად დავიწყებას მიცემული ადამიანი, იმ დროს დიდ გავლენიან კაცად ითვლებოდა. დიდი მოხელე იყო, რომელსაც უმაღლესი სწავლა ჰქონდა მიღებული სასულიერო აკადემიაში და საზოგადოებაში ფილოსოფოსის ხმა ჰქონდა დავარდნილი. ვგონებ, აქ ცოტაოდენი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა იმ გარემოებასაც, რომ იმის სახელის გაგონება უნებლიეთ გამოიწვევდა საბერძნეთის გამოჩენილი ფილოსოფოსის პლატონის სახელს.

მე ჯერ პატარა ვიყავი, პლატონ იოსელიანი პირველად რომ მანახვეს, და სამუდამოდ გონებაში ჩამრჩა მისი გარეგანი შეხედულობა: მაღალი, უშნო, ახმახი ტანი, წელში ცოტა მოხრილი, უზომოდ ჩამოგრძელებული პირის სახე, დაბღრეძილი მოდიდო თვალები, მოგრძო წვერი, ნიკაპში გამოპარსული, როგორც მაშინ მოხელეებს წესათ ჰქონდათ მიღებული, გრძელი ხელები, მოდიდო ფეხები, რომლითაც ისე აბიჯებდა, გეგონებოდათ სპილოაო. ნამდვილ ორანღუტანგს წარმოიდგენდით იმის დანახვაზე.

და აი ამ კაცს დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში, მეტადრე სასულიერო წოდებაში. მაგონდება საუბარი ერთ მოხუც მღვდელთან. კაცი დამჯდარი ჭკუისა, აუჩქარებელი მოლაპარაკე, წიგნის მოყვარე, სემინარიაში სწავლა-დამთავრებული, არ იყო საღ მსჯელობას მოკლებული. საუბრის დროს სიტყვამ მოიტანა პლატონ იოსელიანის სახელი. იმ ხანებში პლატონს სიტყვა წარმოეთქვა რაღაც ყრილობაზე და ეს სიტყვა ცალკე წიგნაკად დაებეჭდათ. ჩემს მოსაუბრეს წაეკითხა ეს წიგნაკი და დიდის კმაყოფილებით მეუბნებოდა: რა დიდი ჭკუისა და ცოდნის კაცია ეს პლატონიო.

მაინც რას სწერს? ვეკითხები.

სწორედ გითხრათ, კარგათ ვერ გავიგე.

მაშ დიდი ჭკუა რაში შეამჩნიეთ?

დიდი ჭკუაც სწორედ იმაშია, რომ კაცმა სავსებით ვერ გაიგოს, რაც დაწერილია. აი ძველი ფილოსოფოსებიც განა ეგეთი ძნელი გასაგებარნი არ არიან?

ასეთ ჯანყსა და ბურუსში ახვევდნენ საზოგადოებას მაშინ პლატონი და მისნი დამქაშნი, ამათ ანგარიშის გაწევა უნდოდა. ამ მოღვაწეებს სახელი ჰქონდათ აგრეთვე განთქმული, როგორც ლათინურის და ბერძნული ენის მცოდნეთ. ამ ენების ცოდნა კი მაშინ თითქმის დიდ მეცნიერებად ითვლებოდა, თუ რა ღირსების იყო ეს ცოდნა, შემდეგი მაგალითი დაგვანახვებს:

«ჟამნი მრავალნი უხილველ
მირბიან ვითა მახინა.
ტემპორა ჩვენი მიილტვის,
გველის აღაპი ჩვენ წინა,
წარვიდეთ, ვითა წარმოსთქვა
ძველთაგან ძველმა ჰომირმა:
ასპიროზ, ზუვალ, მარიხი
არ წარიტაცოს ჰიმერმა».

ეს გესლიანი პაროდია დაბეჭდილი იყო «კრებულში». როგორც მახსოვს ნ. ნიკოლაძის კალამს ეკუთვნოდა14, მგონი. აი ამგვარი სიტყვების რახა-რუხით, ბერძნულ-ლათინურ ზღაპრებიდგან ამონაგლეჯ და უადგილო ადგილას ნახმარ სიტყვებით თავის თავს მეცნიერად მოაჩვენებდნენ და საზოგადოების გონებას, შეგნება-განვითარების მაგიერ, ბნელბურუსში ახვევდნენ. ამასთან ისიც გამომჟღავნდა, რომ ეს ცრუ მეცნიერები და ძველი ენების ვითომც მცოდნენი, საზოგადოებაში, თუ რაიმე კრებაზე, ძველს მწერლებს მოიყვანდნენ მოწმედ, ჩვეულებად ჰქონდათ ციტატების ზეპირად მოყვანა, მაგალითად, ბერძნულად, ამით გულუბრყვილო და ენების უვიცი მსმენელი განცვიფრებაში მოჰყავდათ. მერე რა გამოდგა? თურმე, ნუ იტყვით, მწერლის სიტყვების მაგიერ, «პატერვიზონს» კითხულობდნენ.

როდესაც ძველ თაობას ასე ამასხარავებდნენ და სასაცილოდ იგდებდნენ ჩვენ, რასაკვირველია, სიამოვნებით ვისმენდით და ვაშა-ვაშას ძახილით ვამხნევებდით. ძველებს, ცხადია, ეს არ მოეწონებოდათ, ითაკილეს, განრისხდნენ და დაიწყეს მოქმედება, ჯერ იყო და კახეთის თავადაზნაურობამ მოკვლა დაუპირა ილია ჭავჭავაძეს, როგორ თუ გაბედა და «კაცია ადამიანით» ბრწყინვალე თავადობა მასხრად აიგდო და გააპამპულაო: «კაკო ყაჩაღში» კაკოს, ამ უბრალო მოყმეს, ავაზაკს, თავის ბატონის მკვლელს მოსარჩელედ გამოუდგა და ქებათა ქებასაც უძღვნისო.

ასეთივე ბედი ეწვია აკაკი წერეთელს იმერეთის თავად-აზნაურობისაგან, ამასაც მოსაკლავად არ იზოგავდნენ, როგორ თუ ჰბედავს და ჩვენი მოყმეების თვალში მასხარად და ავაზაკებად გამოვყევართო. აკაკის გესლიანი და მსუსხავი ენა მართლა და ვის არ გამოიყვანდა მოთმინებიდგან. იმის «ცხელ-ცხელი» ამბები, სადაც აკაკისებური მწვავე კილვა და სიცილი ისმოდა, გახურებული შანთივით ესობოდა გულში იმათ, ვისიც საგმირო საქმენი, მზეზედ გამოფენილნი, ქვეყნის საკბილოდ და დასაგმობად ხდებოდა.

ძველმა თაობამ და მათმა წარმომადგენლებმა იუცხოვეს ასეთი გალაშქრება ახალი თაობისა და გამოეპასუხნენ. გაისმა ხმა გრ. ორბელიანისა; ორბელიანს დიდი სახელი ჰქონდა ქართველ საზოგადოებაში როგორც პოეტს და დიდათ ნიჭიერ კაცს. მაგრამ უფრო დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი იმით, რომ ღენერალი იყო, დიდი ადგილი ეჭირა, ხელმწიფის მოადგილის თანაშემწე იყო. საკვირველი იყო ამ კაცის ორპიროვნება: 1832 წელს მონაწილეობას იღებდა დოდაშვილთან15 და

სხვებთან ერთად იმ შეთქმულებაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი რუსეთისაგან განთავისუფლება, რისთვისაც იგი დასჯილი იყო და რუსეთში გადასახლებული. საქართველოში უკანვე დაბრუნებული, იგი რუსეთის ერთგული ხდება და თვალსაჩინო ადგილსაც იჭერს ადმინისტრაციაში,

«მუშა ბოქულაძე»-ს ბედს დასტირის, და როდესაც ამ ბოქულაძემ ხმა ამოიღო და თავისი მწვავე ბედის გაუმჯობესება მოითხოვა, ხიშტებითა და ტყვიით გადაეღობა წინ.

ეს უკანასკნელი ნამდვილი ამბავია და მოხდა 1865 წელს მიხეილ ნიკოლოზის-ძის გამგებლობის დროს. ქალაქში დიდი სიძვირე ჩამოვარდა, ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა, ხარჯები და გადასახადები მოუმატეს. ხალხი სამართალს ვერსად ჰპოვებდა. აღელდა, უკმაყოფილებას აცხადებდა, მაგრამ მსმენელი და გულშემატკივარი არ ჩანდა. სხვა ღონე არ იყო. ხალხმა ძალას მიჰმართა. დუქნები დაიკეტა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მეთაურებიც გამოუჩნდნენ. მახსოვს ერთი ავლაბრელი მებაკე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ, მგონი მოსე კოლოტაშვილი იყო იმის გვარი. ძალადობამაც იჩინა თავი. ხალხი ბრალსა სდებდა ქალაქის მოთავეს, გვარად ბაჟბეუქ-მელიქოვს, ვითომ ის ჰმალავდა ფქვილს და პურის სიძვირე იმიტომ ჩამოვარდაო. ბრბო მიადგა დაწესებულებას და სთხოვდა ბაჟბეუქს გამოსულიყო მოსალაპარაკებლად. ის იქ არ აღმოჩნდა. ბრბო გაეშურა იმის საკუთარ ბინაზე, მგონი, კუკიაში. აქაც უთხრეს, შინ არ არისო. აღელვებულმა და მოთმინებიდგან გამოსულმა ხალხმა არ დაუჯერა შინაურებს და თვითონ შეუდგა სახლის ჩხრეკას. მართლაცდა ბანზე, სახურავის ქვეშ, აღმოაჩინეს მიმალული ბაჟბეუქი. ამ არა საკადრისი საქციელით აღელვებულმა ხალხმა ძალადობა იხმარა: ბაჟბეუქი მეორე სართულის სიმაღლიდგან ძირს გადმოაგდეს და დამსხვრეულდასახიჩრებულმა იქვე განუტევა სული. მერე მიჰყვეს ხელი და მთელი სახლი აიკლეს, ყველაფერი მილეწ-მოლეწეს და ოჯახობაც დააწიოკეს.

უფრო დიდად გამწვავდა არეულობა ავლაბარში, სადაც, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, აჯანყებულ ხალხს ხელმძღვანელი გამოუჩნდა მებაკე მოსე. მთავრობა ამოძრავდა და ჯარი გაგზავნა დასამშვიდებლად, მაგრამ ავლაბარში შესვლა ჯარმა ვერ მოახერხა, რადგან ავლაბრის ხიდი შეკრული დაჰხვდათ. სისხლის ღვრის ასაცილებლად იფიქრეს ისეთი კაცის გაგზავნა, რომელსაც ქართველობა ენდობოდა. ასეთ კაცად ცნობილი იყო ირაკლი გრუზინსკი, უკანასკნელი მეფის, გიორგის, უახლოესი შთამომავალი.

მახსოვს ეს ირაკლი, ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი, თუშური ქუდით, ხშირად დასეირნობდა ხოლმე ცხენით ქუჩებში. თავი ისე ეჭირა თითქოს ქართველების მართლაც ერთგული მოსარჩლე იყო. მთავრობასაც სჯეროდა და მისი გულის მოსაგებად, რომ რუსეთის ერთგული ყოფილიყო, საცხოვრებლად აბანო აჩუქეს, რომელსაც აქამდინ ხალხი ერეკლეს აბანოს ეძახის. ამით უზრუნველჰყვეს, მისი ცხოვრება და ისიც კმაყოფილი დანავარდობდა.

აი სწორედ ამ ირაკლის მიჰმართა მთავრობამ და გაგზავნა აღელვებული ხალხის დასამშვიდებლად. ხალხმა ირაკლი რომ დაინახა: «აი ჩვენი მეფეო, გაუმარჯოს ირაკლისო».

ირაკლიმ სიმხდალე იჩინა და იმის შიშით, რომ ვაი თუ მთავრობის წყალობა მომაკლდესო, პირი იბრუნა და სასახლისკენ გაეშურა.

მთავრობამ მაშინ მეორე ქართველს მიჰმართა. ეს მეორე გახლდათ გრ. ორბელიანი. ამან ჯერ ყიზილბაშურ ხერხს მიჰმართა: ტკბილი, მლიქვნელი ენით დაუწ-

ყო ხალხს ლაპარაკი, დარიგება და ურჩევდა დამშვიდებას და შინ დაბრუნებას. ხალხი მას ყიჟინით დაუხვდა და შტვენით გაისტუმრა. განრისხებულმა ორბელიანმა ბევრი აღარ დაახანა, ხალხს ჯარი მიუსია და გაფანტა, ავლაბარი ააკლებინა. მეთაურები შეიპყრეს, მათ შორის მოსეც, რომელიც, როგორც გამიგონია, სამართალს ვეღარ ეღირსა და ციხეში გარდაიცვალა16.

ასეთი გახლდათ პოეტი გრ. ორბელიანი, მთავრობისაგან წარჩინებული, ძველი თაობისაგან მეტად გაზვიადებული, როგორც პოეტი. გრ. ორბელიანმა, რასაკვირველია, იუკადრისა ახალი მწერლების გამოლაშქრება, და რიხით გამოეპასუხა:

«აკაკიებო, ბაკაკიებო,
რიონელებო, გოგიტელებო,
საიდგან ჰკნავით,
სიდგან სჩხავით»!

ასეთი მედიდური დაცინვით იხსენიებდა «კრებული»-ს თანამშრომლებს. ასეთივე კილოთი გადასწვდა ილ. ჭავჭავაძეს: «ეს ლიბერალი ბურთივით

მრგვალიო». ესენიც ღირსეულად დაუხვდნენ და ისეთი მკვახე და გესლიანი პასუხი გასცეს, რომ გრ. ორბელიანი ჩაჩუმდა და მას უკან ხმა აღარ ამოუღია.

ზემოდ, სხვათა შორის, დავასახელეთ, რომ ჩვენი წამქეზებელნი იმყოფებოდენ აგრეთვე პეტერბურღში (ახლანდელი ლენინგრადი).

მართლაც, აქ მოღვაწეობდნენ წინათ ახალგაზრდობის უმთავრესი შთამგონებელნი, სულის ჩამდგმელნი. ესენი იყვნენ ჩერნიშევსკი17, დობროლიუბოვი12, პისარევი19, და სხვანი. ჟურნალების «Современник» და «Русское слово»-ს, სადაც ესენი მეთაურობდნენ, ხელში ჩაგდებას ისე მოველოდით, როგორც დამშეულნი ებრაელნი მანანას სინას უდაბნოში. ყოველი იმათი სიტყვა გულში გვხვდებოდა და გვიმონავებდა. ის მოძრაობა, რომელიც იმათ შეჰქმნეს, აღელვებულ, აბობოქრებულ ზღვას წარმოადგენდა, რომლის ტალღები ჯერაც დონეზე არ დამდგარიყო, თუმცა საგრძნობელი ხანი იყო გასული. მეტადრე დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზე პისარევს. მისი გაბედული აზრები, მოურიდებლად ფეხქვეშ გათელვა, მამაცურად განადგურება ყველა იმისა, რაც ჩვენ წმინდათა წმინდათ მიგვაჩნდა, თავს ბრუს გვასხამდა და გვხიბლავდა. დაუმატეთ ამას კიდევ მისი ფოლადივით მტკიცე ლოღიკა, ცოცხალი, მხატვრული ენა და წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ემოქმედნა ჩვენს ისედაც აღგზნებულ ახალგაზრდა სულსა და გულზე. პირველად მისგან გავიცანით დარვინის გამოჩენილი თეორია ცხოვრების განვითარების შესახებ. გასაოცარი გატაცებით, დიდის მოწიწებით ნაამბობი დარვინის დიადი აზრები ისე მოქმედებდა ჩვენზე, თითქოს კაცობრიობას ახალი მესსია მოჰვლენოდეს ქვეყნად.

ტურგენევის მოთხრობის «Отцы и дети»-ს გმირი ბაზაროვი, რომელსაც პისარევი ახალგაზრდობას უთითებდა, როგორც მისაბაძავ მაგალითს, რომელსაც მას იდეალად უხატავდა, მართლაც გვიტაცებდა და ჩვენ იდეალად შეიქმნა. ვბაძავდით ბაზაროვის გატაცებას ბუნების მეცნიერებით, ვკითხულობდით ფოხტს, ბიუხნერს მოლეშოტს, ამ უკიდურესს მატერიალისტებს. ბაზაროვის პასუხს კითხვაზე: რა იქნება შენ სიკვდილს შემდეგო? «Лопух вырастет на моей могиле» ჩვენ ამაყად ვიმეორებდით, თუმცა ეს ძირიან-ფესვიანად აქარწყლებდა იმას, რაც ჩვენ ღრმა რწმენად გვქონდა აქამდე გადაქცეული.

«Слова и иллюзии гибнут, факты остаются» გვეუბნებოდა პისარევი და თან ბრწყინვალე ნაწერებით შეუწყალებლად არღვევდა, აქარწყლებდა მეტაფიზიკას, ოცნების და ლიტონ სიტყვების ბუდეს, და გვიქადაგებდა ბუნების შესწავლას, მის დამორჩილებას ცხოვრებაში გამოსადეგად. თანაც გვაფრხილებდა: არამც და არამც ბუნება სათაყვანებელ საგნად არ გაჰხადოთ, როგორც სულიერი მამანი გვიქადაგებენ, ან კიდევ მშვენიერების და საიდუმლოების ქვეყნად არ გადააქციოთ, როგორც პოეტები ოცნებობენ. ამითი აიხსნება ის გარემოება, რომ მან რუსეთის დიადი პოეტი პუშკინი შეჰლახა ულმობელად და წვრილმანი პოეტები ხომ მიწასთან გაასწორა.

პისარევი გვეუბნებოდა: «Природа не храм, а мастерская, и человек в ней работник» და ჩვენც, როგორც ერთგულნი მოწაფენი, ვიზიარებდით ამ მცნებას. ერთხელ ამ გზაზე შემდგარნი, ვცდილობდით აღარ გადაგვეხვია, მაგრამ ისიც კარგად გვესმოდა, რომ კარგი მუშაკი მხოლოდ მაშინ იქნები, როდესაც ერთ კუთხეში კი არ შეიკუნჭები, არამედ განვითარების შარაგზას დაადგები, ამით აიხსნება ის, რომ გაფაციცებით ვეძებდით და ვკითხულობდით ასეთ წიგნებს, როგორც იყო ინგლისის ცივილიზაციის ისტორია ბოკლისა: «ქალების გავლენა ცოდნის წარმატებაზე» მისივე20 «პოლიტიკური ეკონომია» ჯ.სტ. მილლისა21, ნათარგმნი ჩერნიშევსკისა და მისივე შენიშვნებით, და სხვა მრავალი ამგვარი.

წიგნების შოვნასაც ადვილად ვახერხებდით, ამაში ხელს გვიწყობდა შემდეგი გარემოება: სასახლის პირდაპირ, სადაც ეხლაც ერთსართულიანი შენობაა, ახალი მუზეუმის ქიმის გასწვრივ, იყო საჯარო ბიბლიოთეკა ივანოვისა. იმ დროს დიდი სახელი ჰქონდა ამ ბიბლიოთეკას. აქ მოიპოვებოდა ის წიგნები და ჟურნალები, რომელიც ზემოდ დავასახელე. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს წიგნები აღკრძალული იყო მთავრობისაგან. და თუ ჩვენ ვახერხებდით მათ ხელში ჩაგდებას, მხოლოდ ჩვენი მეთაური მწერლების წყალობით. ჩვენ ისე ვფიქრობდით, რომ ამათ რაღაცა გაწყობილობა ჰქონდათ ივანოვთან. ამ ბიბლიოთეკაში ხშირად ვხვდებოდით აკაკის, ნიკოლაძეს, გ. წერეთელს და სხვა ერების მოწინავე მწერლებსა და საქვეყნო მოღვაწეებსაც. აქ ვნახე პირველად, სხვათა შორის, სომხების გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გრ. არწრუნი, რედაქტორი ცნობილი სომხური გაზეთის «მშაკისა», არწრუნებისა იყო ის ქარვასლა, სასახლის ქუჩაზე რომ არის, და რომელიც შემდეგ ქართველებს დარჩათ, სადაც ქართული თეატრი და სათავად-აზნაურო ბანკი იყო მოთავსებული. ამ ქვარვასლის გაყიდვით არწრუნს მილიონამდე ნაღდი ფული ერგო. და ეს ამოდენა ფული სავსებით მოანდომა განხორციელებას იმ იდეისა, რომლითაც იგი გატაცებული იყო. ეს იდეა იყო ოსმალეთის სომხების განთავისუფლება, შეერთება მათთან კავკასიის სომხებისაც და, ამგვარად, შექმნა დიდი სომხეთისა. ასეთი სომხეთის რუქაც იყო შედგენილი, ასეთი გატაცება, რასაკვირველია, პატივსადები იყო, ხოლო ქართველებისთვის სავალალო ის გამოდგა, რომ გრ. არწრუნმა ძალიან გადაამლაშა. დიდი სომხეთის საზღვრებში მოქცეული იყო კარგი მოზრდილი ნაწილი საქართველოსიც, როგორც, მაგალითად, გორი, დუშეთი, სიღნაღი. ამით უკმაყოფილონი დარჩნენ ქართველები. მეტადრე ცხარედ ლაპარაკობდნენ ამაზე ილია და აკაკი.

და აი სწორედ ამ საგნის შესახებ გაცხარებულ ბაასს აკაკისა და არწრუნს შორის შევესწარ ივანოვის ბიბლიოთეკაში. თავიდანვე იმათ ბაასს არ დავსწრებივარ, მხოლოდ ეს კი გავიგონე: «შენ რა გესმის, მთელი სომხეთის სვე-ბედი აი ამ კისერზე მაწევსო», ეუბნებოდა არწრუნი აკაკის.

«მჯერა, ბატონო, სომხეთი კისერზე, და არარატი ზურგზე გადგია, მეტი რაღა გინდა, ბედნიერი ყოფილხარო», უპასუხა აკაკიმ.

«აკაკი, შენ შენს სულელობას არ იშლიო», მიაძახა არწრუნმა და გაჯავრებული გავარდა ბიბლიოთეკიდგან. მის გასაგებად, თუ აკაკის სიტყვებმა რად გააცეცხლეს ესე არწრუნი, უნდა ითქვას, რომ საწყალ არწრუნს დიდი ფიზიკური ნაკლი ჰქონდა: კუზიანი იყო. აი სწორედ ამ ნაკლს ჰგულისხმობდა აკაკი, როდესაც, ეუბნებოდა «არარატიც ზურგზე გადგიაო»22.

4 თავი II

▲ზევით დაბრუნება


თავი II

მზადება უნივერსიტეტში წასასვლელად. ომნიბუსით მგზავრობა, არაგვის ხეობა. მყინვარი და თერგი. კავკავი. როსტოვიდან მოსკოვამდე. უკრაინელები, მეეზოვის და შვეიცარის დიალოგი.

გათავდა ჩემი ტანჯვა-ვაების ხანა. მოვრჩი ლათინურ-ბერძნულის სულთამხუთავებს. ვემშვიდობები სასწავლებელს, სადაც ტანჯვა და მწუხარება ბევრი მინახავს, სასიხარულო კი არაფერი. გამომშვიდობების დროს მეტს ვერას ვეტყვი: განვედი ჩემგან მტანჯველო, ქვა მომიგდია შენთვის! შენი მალე გადავარდნა, წასვლა და აღარ მოსვლა! წინ წყალი და უკან მეწყერი!

შორი გზა მიდევს. გარდაწყვეტილი მაქვს, ბუნებისმეტყველება შევისწავლო. რომელ ქალაქში? პეტერბურღში. რად ამოვირჩიე ეს ქალაქი? ჯერ ერთი, ეს ქალაქი იყო ახალი მოძრაობის დედაბუდე, აქ იყვნენ და შემოქმედობდნენ ამ მოძრაობის სულის შთამდგმელნი ჩერნიშევსკი, პისარევი და სხვანი. მათი სული დღესაც თავს დასტრიალებდა ამ ქალაქს, მეორეს მხრივ, პეტერბურღის უნივერსიტეტი განთქმული იყო თავისი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტით, სადაც საუკეთესო პროფესორებს მოეყარათ თავი.

ვემზადები საგზაოდ. მამაჩემს მამა ანტონის მონასტერში მივყევარ სალოცველად, გზაში მფარველობას გაგიწევსო. ეს მონასტერი ჩვენი სოფლის თავზეა. დაარსებულია მამა ანტონის მიერ. ეს ანტონი იმ ცამეტ მამათა შორის იყო, რომელნიც ძველის-ძველ დროს მოსულან ასურეთიდგან საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად. და აი ეს ანტონი ითვლება ჩვენი სოფლის მფარველად და, მაშასადამე, ჩვენი ოჯახისაც. მამაჩემს, მღვდელს, ეს წმინდად სწამს. მე თუმცა მამის რწმენას არ ვიზიარებ, მაგრამ მაინც არ ვეურჩები, არ მინდა ვაწყენინო, ესეც უნდა ითქვას, რომ ეს მონასტერი ერთ საუცხოვო ალაგას არის გაშენებული. მაღალი, მთიანი ადგილი, მდიდარი, ხშირი ტყით შემოსილი, სადაც ხშირად შეხვდებით ასწლოვან ხეებს, საუცხოვო სანახავს წარმოადგენს. დიდებული და თვალწარმტაცი სურათი გეხატებათ თვალწინ, ამ სიმაღლიდგან რომ გადმოიყურებით: ტფილისი, ყარაია, მტკვარი ხელის გულივით გადაგეშლებათ წინ.

დედაჩემი საცვლებს მიმზადებს და თანაც დარიგებას მაძლევს, თავს გავუფრთხილდე, ავად არ გავხდე, მომვლელი არავინ გეყოლებაო. მარიგებს და თანაც ცრემლი სდის თვალებიდგან.

ვამშვიდებ: რა გატირებს? ომში ხომ არ მივდივარ, რომ სასიკვდილოდ ვიყო განწირული, პეტერბურღიც ისეთივე ქალაქია, როგორც ჩვენი ტფილისი, თუ უკეთესიც არა.


მაშინ ჯერ ბაქოს რკინის გზა არ იყო. რუსეთში წასასვლელად ერთად ერთი გზა გვქონდა კავკავის მთებზე, ეგრედწოდებული საქართველოს სამხედრო გზით. კავკავამდე ომნიბუსები დადიოდნენ. ომნიბუსში რვა ადგილი იყო: ექვსი შიგნით და ორიც წინ, კოფოზე, სადაც, «იამშჩიკის» გარდა, კონდუქტორიც იჯდა. მე უკანასკნელი ვარჩიე, რადგან საკმაოდ ღია იყო და გზაში თვალის გახილება და შესანიშნავ ადგილების ნახვა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე შიგნით, ეტლში ჩაკეტილებისთვის.

დილის ათი საათი იქნებოდა, რომ ჩვენი ომნიბუსი დაიძრა. დიდის ამბით გავედით. კონდუქტორი თავმოწონებით ღოროტოტოს (труба) უკრავდა, ვითომ გზიდან ჩამოგვეცალეთო. ეს კონდუქტორი გზაში დიდად გამომადგა. დიდი ხნის ნამსახური აღმოჩნდა, ამასთან განვითარებული, გზის კარგად მცოდნე და რაც გზაში ღირსშესანიშნავი ადგილი შეგვხვდებოდა, გვიჩვენებდა და გვიხსნიდა. გავედით ქალაქს და დავადექით გზატკეცილს. გავიარეთ ჯვარი, აღმართული ვერის დაღმართზე იმ ადგილას, სადაც ხელმწიფე ნიკოლოზ პირველს, საქართველოში ჩამოსვლისას, ეტლი გადაბრუნებოდა და ოდნავ დაშავებულიყო23. გავიარეთ ხიდი ვერის ბაღებთან და ტფილისის საზღვრებიც გათავდა. მშვიდობით, სამშობლო ქალაქო! დიდ ხანს? როდის დავბრუნდები უკან? თუ მწარე ბევრი მასვი, შენგან სიტკბოც ბევრი მომაგონდება. გული მწყდება, რომ მშობელ ქალაქს ვშორდები. მაგრამ შორს შავო ფიქრებო!

აგერ მცხეთაც, სადაც მღვრიე მტკვარს უერთდება წმინდა არაგვი. დიდი ბრძოლა აქვს არაგვს, რომ გაწმინდოს მტკვრის სიმღვრიე. მაგრამ ვერას ხდება, მტკვარი სძლევს და წმინდა, ანკარა არაგვის წყალს შთანთქავს თავის სიმღვრიეში.

აგერ არაგვის გაღმა მოსჩანს ჯაჭვის მონასტერი, რომელზედაც ლერმონტოვი ამბობს თავის «მწირში»

«Там, где сливаяся шумят
Обнявшись, будто две сестры,
Струи Арагвы и Куры –
Был монастырь».

და ამ მონასტრიდამ თითქოს ახლაც ყურში მომესმის ბავშვის, მწირის განწირული სულისკვეთება. მისი ხვეწნა-მუდარა, წყევა-მუქარა. ცის და დედამიწის დაგმობა, მაგრამ ამაოდ: მისმა აღშფოთებულმა სულისკვეთებამ, ცეცხლივით მხურვალე სიტყვებმა, ვერ გაალხვეს გაციებული, გაქვავებული მონასტრის მსახურთა გული, და საბრალო მწირი ვერ ეღირსა თავისუფლებას, რომ ენახა ერთხელ კიდევ სამშობლო ქვეყანა და დამტკბარიყო მისი ცქერით. მივდევთ არაგვს. რამდენ გრძნობას უღვიძებს ქართველს ამ მდინარის და მისი არე-მარის ნახვა. რა არ უნახავს, რა არ გადაჰხდენია თავს არაგვს ტყუილად კი არ უთქვამს ი. ჭავჭავაძეს:

ჩემო არაგვო, რა რიგ მიყვარხარ,
ჩვენ ძველ ცხოვრების მოწამე შენ ხარ!

დიახ, არაგვი მნახველია ჩვენი ხანგრძლივი ტანჯული ცხოვრებისა. მაგრამ რის მნახველი: ვაებისა და ტანჯვისა, შუღლისა, მტრობისა, დაუსრულებელი სისხლის ღვრისა.

აგერ გამოჩნდა ნატახტარიც, წყლის გაღმა წიწამური, რომაელების სისამორა. ეს ის ადგილია, სადაც შემდეგში დიდი ტრაღედია დატრიალდა.

მირბის ჩვენი ომნიბუსი და არაგვის ხუილი სმენას გვიტკბობს, რაც ზევით მივდივართ, მით უფრო მეტ მშვენიერებას გვიშლის არაგვი თვალწინ. მაგონდება ბარათაშვილის სიტყვები:

ჰოი, არაგვო, არაგვის პირნო,

მობიბინენო, შვებით მომზირნო:
ქართველსა გულმა როგორ გაუძლოს,

ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენ ბუჩქებში არა ჩამოხდეს,

რაც უნდა გზასა ეშურებოდეს!

მე კი არსად მეშურებოდა, მაგრამ სხვებს, ჩემ თანამგზავრებს და მეტადრე კონდუქტორს კი ეჩქარებოდათ, რადგან დრო და მანძილი სასტიკად განსაზღვრული ჰქონდათ და ვადაზე დანიშნულ ადგილას უნდა მისულიყვნენ. თორემ როგორ არ ჩამოვხტებოდი, და თუ «თვალს ვერ მოვატყუებდი», სიცხით შეწუხებულს შუბლს განვიგრილებდი ცივი არაგვის წყლით.

აგერ ბაზალეთის ტბაც დუშეთის მახლობლად. ეს ის ტბაა, სადაც ხალხის გადმოცემით, თამარის ოქროს აკვანი იყო დამალული. ეს ლეგენდა მშვენივრად აქვს ილიას ნაამბობი თავის ლექსში ამავე სათაურით, ეს პოეტურად. და პროზაულად კი რომ შევეხოთ საგანს, ბაზალეთის ტბა განთქმულია თავისი წურბელებით, რომელიც ბლომად საღდება ტფილისში. საინტერესოა, როგორ იჭერენ ამ წურბელებს. ფეხშიშველა და ზედა ტანამდე დაკარწახებული კაცები შედიან წყალში, დამშეული წურბელები ფიცხლავ ხარბად მოეკიდებიან ტიტველა ტანზე. გამოვლენ წყლიდგან, ჩამოიყრევინებენ ტანიდგან და ჩაყრიან ქილებში ან სხვა ჭურჭელში. არც ბადე და არც დასაჭერი იარაღი არა სჭირდებათ.

აგერ გამოჩნდა დუშეთიც, ლამაზი, კოხტა პაწია ქალაქია. მშვენიერი მდებარეობა აქვს. მწვანით შემოსილ მთის ფერდობზეა შეფენილი. ამ ქალაქში დაბადებულა და უცხოვრია პოეტ ჩახრუხაძეს, რუსთაველის და შავთელის თანამედროვე მწერალს და გვერდის დამშვენებელს. პლატონ იოსელიანი ასე ახასიათებს ჩახრუხაძეს:

დუშეთსა და მის არე-მარეს თავს ევლება გენია ჩახრუხაძის დიადის პოეზიისა, რომლის ლითონივით მაგარი ლექსი მძლავრის გამოძახილით გაისმის კავკასიონის მთებში».

დუშეთთან დაახლოვებამდე მარცხნით გვერდს ვუხვევთ არაგვს. აი გადავიარეთ პატარა მაღლობი მთა და დავეშვით ძირს ისევ არაგვისაკენ. აქ დაგვხვდა ანანური თავის ციხე-კოშკით, რომელიც არაგვის ხევის შესავალს დარაჯობს. მივდივართ ეხლა არაგვის ვიწრო ხეობით. ორივე მხარეს ამართულია მაღალი მთები, ბუჩქებით და ატეხილი ტყით შემოსილი. აქა-იქ მოსჩანს მთიელების სოფლები, მთის მაღალ კალთებზე მიკრული მერცხლის ბუდესავით. სახლები სალი კლდისაგან არის ნაშენი. ზოგან კოშკებიც მოსჩანს, საიდგანაც ძირს არაგვისკენ ბილიკები ჩამოურბის.

მლეთს რომ მივუახლოვდით, წინ აგვიდგა დიდი მაღალი მთა, თითქოს ვიღაცამ გზა გადაგვიღობა და იქით აღარ გვიშვებსო. შევუდექით ამ მთას. დაგრეხილი, მიხრილ-მოხრილი გზა ჯერ წინ წაგვიყვანდა, მერე ისევ იმავე გზით, ცოტა ზემოთ ასვლით, უკან ვბრუნდებოდით. კაცს ეგონებოდა, ერთ ადგილას ვტრიალებთო.


ავედით როგორც იყო ზემოთ, მთა შევლიეთ. აქ დაგვხვდა სადგური გუდაური. შევედით სადგურში და ცოტა შევისვენეთ, ვიდრე ახალ ცხენებს შეგვიბამდნენ.

აქვე ამოდის მეორე გზა კაიშაურის ხეობით. ეს ის გზაა, რომელსაც ლერმონტოვი აღგვიწერს თავის «Герой нашего времени»-ში. აი ხარებით შებმული დაბარგული ურემი ძლივს მოიზლაზნება ციცაბ აღმართზე. ლერმონტოვი უკან მოსდევს ფეხით. მას ამ გზაზე შეხვდება ძველი დროის, კავკასიის ომებში გაკაჟებული ოფიცერი მაქსიმ მაქსიმიჩი. და აი, თვალწინ წარმომიდგება ამ სადგურში ჩამომხტარნი, დაღლილ-დაწყვეტილნი ლერმონტოვი და მაქსიმ მაქსიმიჩი. ჩაიდანში ჩაის ამზადებენ. მანამ კი საუბარში არიან გართულნი. მაქსიმ მაქსიმიჩი ჩიბუხით პირში განაგრძობს თავის ფილოსოფიას იმის შესახებ, თუ როგორია აქაური ხალხი (туземцы) და როგორ უნდა მოვექცეთ მათ ჩვენ, რუსები.

ამ ოცნებით ვიყავ გატაცებული, როდესაც ერთი ახალგაზრდა, ტელეგრაფისტი მუნდირში გამოწყობილი, მომიახლოვდა.

გამარჯობა, ვერ მიცან?

მაკარაძე, როგორ ვერ გიცან, მაგრამ აქ როგორ გაჩნდი?

მიამბო თავის თავგადასავალი. ამბავი მოკლე იყო და ჩვეულებრივი. მას შემდეგ, რაც ბერძნულ-ლათინურ სიბრძნის ძლევა ვერ შესძლო, სასწავლებელს თავი მიანება, მეორე კლასიდგან. ცხოვრების მორევში კარგა ხანს იტივტივა და ბოლოს ტალღებმა აქ მაღლა მთაზე გადმოსტყორცნა, ტელეგრაფისტის ადგილზე. მოვიგონეთ ჩვენი ამხანაგები, მასწავლებლები, სასაცილო ამბები, ერთი-ორიოდე შევუკურთხეთ ჩვენ მწვალებლებს მასწავლებლებს...… ამ დროს ღოროტოტოს ხმა მოისმა გარედგან იმის ნიშნად, რომ ომნიბუსი მზად არის. ჩვენ გულითადად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, იმან გზა დამილოცა და შემომნატრა, რომ პეტერბურღში მივდივარ და სწავლის გაგრძელება შემიძლიან.

შენც ხომ, ასე თუ ისე, გზა გაგიკვლევია, ბედს რად ემდური? ვუთხარი ვითომ სანუგეშოთ.

დამნაშავეს დასასჯელად ციმბირში გზავნიან, და გუდაური კი ციმბირზე უარესია. ნეტა რა დავაშავე, რომ ბედმა ასე დამსაჯა.

ამ დროს გარეთ გამოვედით ომნიბუსთან. ნისლი ჩამოწოლილიყო, ჟინჟღლავდა.

აი ასეა ყოველ ცისმარე დღეს. გარეთ თავი ვერ გამოგიყვია. ვზივარ ჩემ ოთახში, როგორც თაგვი სოროში.

ეს სიტყვები მითხრა, როცა უკვე ომნიბუსში ვიჯექი. ერთხელ კიდევ გულითადად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და განვშორდით, მგონი სამუდამოდ.

ჯვარს რომ მივაღწიეთ, ნისლი ცოტა გადაიყარა. მეგონა ჯვარი უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე სდგას მეთქი, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება, როდესაც მაღლა ავიხედე და დავინახე აწოწილი მაღალი მთა. მას ზევით მისდევდა უფრო კიდევ მაღალი, თითქოს ცას მიბჯენილი მთა, და ცის ტატანებაზე ვერ გაარჩევდი, სად თავდებოდა მთა, და სად იწყებოდა ცა.

ჯვარზე მთის უღელი შუაზე ტყდება, ერთი მხარე საქართველოსაკენ გადაიხრება, მეორე კავკავისკენ. აქამდის თუ სულ აღმართ-აღმართ მივდიოდით, ახლა სულ დაღმართ-დაღმართ უნდა ვიაროთ. ცხენებმაც იგრძნეს შეღავათი და თავისუფლად მიაგრიალებენ ჩვენ ომნიბუსს.

საოცარია აქედგან გზა. ერთ მხარეს თვალუწვდენელი მთები, მეორე მხარეს თვალჩაუწვდენელი უფსკრული, სადაც აგერ-აგერ სადღაც შორს მოსჩანს რაღაც პა-


ტარა წყალი. ეს არაგვია სათავეში. აქ თავდება არაგვიც და საქართველოც, რომელსაც ვეუბნები უკანასკნელ მშვიდობას.

ეს სანახავი ორგვარ გრძნობას გიღვიძებს: თუ შიშსა გგვრის ერთის მხრივ, მეორეს მხრით აღტაცებაში მოჰყევხარ. საერთოდ კი ეს სანახავი დაუვიწყარ და თვალწარმტაცს სურათს წარმოადგენს.

გავიარეთ ეს საშიში ადგილები და აგრეთვე კედლებით შემოზღუდული და ზემოდამ მაგრად დახურული ადგილი, სადაც თოვლის ზვავები ჩამოაწვება ხოლმე, და სამშვიდობოში გავედით. კობი გავიარეთ და ყაზბეგისკენ მივეშურებით. აქ თერგის სამეფო იწყება. მხოლოდ აქ ეს ის შეუპოვარი და მრისხანე თერგი არ არის, რომელსაც პოეტები აგვიწერენ. აქ თერგი წყნარია და უმანკო, ვითა კრავი, ჩუმი და უწყინარი ვითა ახლად შობილი ბავშვი.

მივედით ყაზბეგშიც. უკვე საღამოა, მყინვარი ქუდჩამოფხატული, ნისლით შემოსილი, დაღვრემილი დაგვხვდა. «მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დასწოლიან, და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან», მაგონდება გრ. ორბელიანის სიტყვები.

ყაზბეგში ღამე უნდა გავათიოთ. კარგი შენობაა სადგური, ნომრები რიგიანი ოთახებია.

ვახშმის შემდეგ, მოვემზადეთ საძილეთ. მაგრამ თვალზე რული არ მომდის, ძილი გამიკრთა, ათას ფიქრებში გავერთვი, ტფილისიდგან რამდენჯერ დამინახავს მყინვარი და მინატრია მისი ახლო ნახვა, და ეხლა სულ ახლოსა ვარ. რასა ვგრძნობ? მაგონდება ილიას სიტყვები მისი «მგზავრის წერილები»-დან.

«მყინვარი დიდებულია, და თან ამაყი, მიუკარებელი, ცივი. მისი სიდიადე მაკვირვებს, თვალს მიტაცებს, ხოლო გულში კი სითბოს არ მაგრძნობინებს, სიყვარულს არ მიღვიძებს, არ მიყვარს არც მაგისთანა სიდიადე, არც მაგისთანა განზე გადგომა. დალოცოს ისევ ღმერთმა თავზე ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი! რად მინდა მყინვარის სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. მყინვარი დიდ გიოტეს მომაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარ ბაირონს. თერგო, მითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი».

მყინვარი მეც ცივად და გულჩათხრობილად მეჩვენება. რას ჩაფიქრებულხარ მყინვარო? რა დარდი გაწევს გულზე? ის ხომ არა, რომ ადამიანმა გაჰბედა, შენი წიაღი გააპო და შენ დაუკითხავად გზა გაატარა? თუ ეგ ჩაგიხვევია გულში, მაშ რატომ ჭკუა არ მოიხმარე და არ დაუჯერე მოხუც თეთრ-სპეტაკ იალბუზს, როცა ის გაფრთხილებდა და გირჩევდა მოჰრიდებოდი ადამიანს, შენ რა უპასუხე ამაყად იალბუზს:

Не боюсь я Востока,
Отвечал Казбек,
Род людской там спит глубоко
Уж девятый век.

დიახ, მყინვარო, შენმა სიამაყემ, მედიდურობამ დაგღუპა შენ. ამ პატარა ქმნილებას, რომელსაც ადამიანი ჰქვიან, შენ არაფრად აგდებ, მაგრამ ერიდე, შეგებრძოლება და ვინ იცის, იქნება შენი მედიდური თავი მოიხარო მის წინაშე, გული გაუხსნა და შიგ ჩამარხული სიმდიდრე, რომელიც დღეს არც შენია და არც სხვისა, სხვამ

გამოიყენოს. ასეთი და სხვა მრავალი ამგვარი ფიქრები მიტრიალებდა თავში, როდესაც ოთახში მზემ უკვე შემოანათა. ადრე უნდა გავსულიყავით აქედგან. საჩქაროდ ჩავიცვი და გარედ გამოვედი. იმედი მქონდა, იქნება ეხლა მაინც დაგვანახვოს მყინვარმა თავის სახე. იმედი არ გამიცრუვდა. მყინვარი მოწმენდილი იყო, მისი სპეტაკი თეთრი თავი ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლად გაღვიძებული ბავშვის უმანკო პირის სახე, მზის სხივები შარავანდედად თავს შემოჰვლებოდენ და მყინვარი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მზეს ეარშიყება და შეჰხარისო.

მე რას ვიფიქრებდი მაშინ და შენ კი იცოდი, მყინვარო, რომ შენ ფეხქვეშ, სოფელ სტეფანწმინდაში დაიბადა და იზრდებოდა სანდრო ყაზბეგი, ის ყაზბეგი, რომელმაც აღმოაჩინა, გაგვაცნო და შეგვაყვარა ელგუჯა, ხევის ბერი გოჩა, მოძღვარი, მარტია და სხვანი მრავალნი. ესენი სულ შენი ღვიძლი შვილები იყვნენ: ამაყნი შენსავით, ხოლო არა მიუკარებელნი, შენსავით გულმაგარნი, ხოლო არა გულქვანი, მტრისთვის მედგარნი, მრისხანენი, ხოლო მეგობრისათვის გულჩვილნი, თავდადებულნი. ერთი სიტყვით, ყველა შენი ღირსება დედის ძუძუსავით შერგებოდათ, ხოლო შენი ნაკლი, შენი გულციობა, განზე გადგომა არ შეეთვისებინათ, უკუეგდოთ. მხოლოდ შენ წიაღში შეეძლოთ დაბადებულიყვნენ ასეთნი მძლავრი სულით, უმწიკვლონი გულით ადამიანები! შენ აღგვიზარდე ნიჭით უხვი კალმით მადლიანი სანდრო ყაზბეგი. ამისთვის დიდს მადლობას გიძღვნის ყველა ქართვე ლი. ახლა კი მშვიდობით, მყინვარო. გშორდები, იმედი მაქვს, კიდევ გინახულებ.

დილით ადრე გავედით. აქედგან იწყება დარიალის ხეობა. აქ თერგი ტყავს იბრუნებს და ფერს იცვლის. ის ჩუმი და წყნარი თერგი აღარ არის, რომელიც ზევით ვნახეთ აქ.

თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან.

გაშმაგებული თერგი დაჭრილი ვეფხვივით ხტის, ქვიდგან ქვაზე გადადის და ღრიალებს, ღრიალებს ისეთი ხმით, რომ ყურთა სმენა არ არის, ლაპარაკი გვიძნელდება, ერთმანეთს ვერაფერს ვაგონებთ ამ ყვირილსა და განგაშში. მივდივართ სულ ქვევით დაღმართით. ხეობა უფრო მეტად ვიწროვდება. ისე გეჩვენება ხანდახან, რომ აი ეს არის კლდე კლდეს მოეკვრება და გზას გადაგიღობავს. კლდეები თვალუწვდენელი სიმაღლისაა და ამ ბუმბერაზებს რომ შეჰყურებ ამ ვიწრო ჯურღმული ხეობიდგან, შენი თავი პატარა ქონდრისკაცად გეჩვენება და ჰფიქრობ, ეს კლდე რომ გადმოწვეს, ჭიანჭველასავით გაგსრესავს.

გათავდა დარიალის ხეობა და მასთან ჩემი ოცნებაც. ჩვენ თვალ წინ გადიშალა ვაკე მინდორი. აგერ მოსჩანს კავკავიც (ეხლანდელი ორჯონიკიძე),

ქალაქს არა უშავს რა. ლამაზად გაშლილა კავკასიის მთების ძირში, მდინარე თერგის ორსავ ნაპირზე. არ მომწონს მხოლოდ მისი სახელი. Владикавказ, ვითომ

«Владей Кавказом», ე.ი. შენ იყავ ბატონი მთელი კავკასიისაო. ძველად ამ ქალაქს ძაუგს უწოდებდნენ. იმათ, ვინც ძაუგი ვლადიკავკაზად შესცვალა, მართლა კავკასიაზე ბატონობა სწადდათ. და აკი კიდეც აუხდათ ეს საწადელი, ას წელზე მეტს კავკასიონი ქედმოხრილი იდგა მეფის რუსეთის წინაშე, დამონავებული, ყოველგვარ უფლებას მოხდილი.

ღამე კავკავში გავატარე და მეორე დღეს რკინის გზით გავეშურე პეტერბურღს. კავკასიონის მთებს ჯერ სრულებით არ მოვშორებივართ. აგერ მივუახლოვდით პი ატიგორსკს. შორს-შორს მოსჩანს თეთრი, ორთავიანი იალბუზი, ახლოს ხუთთავიანი ბეშტაუ მაღლა აყუდლებულა და ამაყად დასცქერის გარშემორტყმულ მომცრო მთებს, როგორც მბრძანებელი თავის ამალას. მირბის დაუღალავი მატარებელი. გზა სწორია, როგორც ხელის გული. სრულიად ერთფეროვანი ველები, მინდვრები. გაჰქრა ის სხვადასხვა ფერადებით ნახატი სურათები, რომელნიც კავკასიონის ბუნებაში ისე გხიბლავს, გულში სიამოვნებას გიღვიძებს და რაღაც ოცნების ბადეში გახვევს. აქ კი, რუსეთის ამ თვალგაუწვდენელს მინდვრებზე ერთგვარობა, ერთფერობა გღლის, შენდა უნებურად თვალი გელულება და ძილი გძლევს. ასეთ ძილღვიძილში მიდის დრო. გავიარეთ როსტოვი და ბევრი სხვა ქალაქი, მაგრამ არც ერთი ჩემ ყურადღებას ვერ იპყრობს, აქაც ყველაფერს ერთგვარობის ფერი ადევს. ერთმა გარემოებამ კი მიიქცია ჩემი ყურადღება. როსტოვიდგან დაწყობილი ვიდრე მოსკოვამდე ისე სადგურს ვერ ნახავდით, რომ ბაქანზე, ცივ დედამიწაზე, ცის ქვეშ ჭერეხივით ხალხი არ ყრილიყო. დაგლეჯილ-დაფლეთილები, მათხოვრის ბარგიბარხანით, დიდი და პატარა, კაცი და ქალი ძუძუთა ბავშვებით ეყარნენ ასე უპატრონოთ. წვიმა იყო თუ სიცხე, ავი თუ კაი დარი იმათთვის სულ ერთი იყო; თავშესაფარი მათ არ გააჩნდათ. ვიკითხე: რა ამბავია მეთქი. ამიხსნეს: ზოგი თურმე სამუშაოს საძებნელად მიდის იქ, სადაც კაი მოსავალი იცის, ზოგნი კი დედაბუდიანად აყრილან თავიანთი მამაპაპეული ადგილებიდგან და მიდიან სადღაც შორს, ციმბირში, ახალ ადგილებზე გასაშენებლად და დასაბინავებლად, ამათთვინ განსაკუთრებული მატარებლები იყო დანიშნული, რასაკვირველია, ყველაზე უსაძაგლესი, და ამასაც კი დროზე არ აწოდებდენ, დღეობით და ხშირად კვირაობითაც ალოდინებდენ. მეტადრე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ეს სანახაობა ღამეობით. გული კვნესდა, როდესაც ცივ ღამეში გესმოდა ამ ხალხის ხვრინვა, ოხვრა, გულსაკლავი ხველა ავადმყოფისა, დაჟინებული, განუწყვეტელი ტირილი ბავშვის, იქნება მშიერისაც.

მაკვირვებდა და მაოცებდა ეს მოვლენა. ვფიქრობდი, კარგი პატრონი პირუტყვს, საქონელსაც არ მიატოვებს ესე ღვთისანაბრობაზე, და ესენი ხომ კაცნი არიან, ადამიანნი, ქვეყნის მკვებავნი, მისი დედა-ბოძი. არ მენახა და არ გამეგონა ჩვენში ასეთი რამ, მერე უცხო ქვეყნებშიც ბევრი მივლია, ბევრი მინახავს, მაგრამ ამისთანა რამ იქ არაფერი შემხვედრია. უცხოელებისათვის რომ ეს მეამბნა, იმათ უთუოდ ზღაპრად ეჩვენებოდათ და სიცილს მომაყრიდნენ.

ხარკოვს ვუახლოვდებოდით, აქნამდის მთელ ტერიტორიაზე როსტოვიდან მოკიდებული გაშლილია უკრაინა. აქაური ხალხი, რომელსაც მეფის დროს დაცინვით უწოდებდნენ «მალოროსებს» და «ხახოლებს», ბევრათ განირჩევა დიდი რუსეთის ხალხისაგან, «ველიკოროსებისაგან», როგორც ენით ისე ზნე-ჩვეულებით და რამდენადაც მე შევამჩნიე, გარეგნობითაც. ამათ უფრო მეტი ელფერი ადევთ აღმოსავლეთის ტიპისა, ვიდრე ველიკოროსებს, რომელთაც მეფის დროსვე უკრაინელებიც აჯავრებდენ: დაცინვით «კაცაპებს» უწოდებდენ, ე.ი. წვერიან თხებს. კაცაპების სახელწოდება ამით უნდა აიხსნას, რომ ველიკოროსები წვერს ატარებენ, თვით უკრაინელებს კი წვერი ყოველთვის მოპარსული აქვთ და ულვაშებს კი გრძლად უშვებენ. ცოტა მძიმე ხალხია უკრაინელები, ლაპარაკი არ უყვართ. ვაგონში რომ შემოვიდნენ, ერთ ორ სიტყვას თუ გაიგონებდი მათგან, თორემ მერე, მიჩუმდებოდნენ, ააბოლებდნენ ჩიბუხს და პირიდან აღარ იშორებდნენ, გაუთავებლად სწუწნიდნენ. უკრაინელების დასახასიათებლად გიამბობთ ერთ ანეგდოტს, რომელიც გზაში გავიგონე მგზავრებისაგან. ორი უკრაინელი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ქალაქში მი-


დიოდა ხარებით შებმული ურმით (повозка), ხოლო მეორე ამგვარივე ეკიპაჟით ქა ლაქიდგან ბრუნდებოდა და აი, მისალმების შემდეგ მათ შორის ასეთი ბაასი გაიბა.

_Откель? ჰკითხავს პირველი.

С Ромны (ქალაქია), უპასუხებს მეორე.

А що?

Вола.

_Яким цены?

_Двадцать.

_Эге!

Эге და განშორდნენ ერთმანეთს. ამ მოკლე, მოწყვეტილი სიტყვებით იმათ კარგად გაიგეს თავიანთი გულის პასუხი. ე.ი. პირველმა გააგებინა მეორეს, რომ ქალაქ რომნაში ყოფილა და ხარი გაუყიდნია ოც მანეთად.

მივდივართ მოსკოვის მიწა-წყალზე, აქ «ველიკოროსების» ქვეყანაა. ესენი დიდად განირჩევიან უკრაინელებისაგან ენითაც და შეხედულობითაც. ეს უკანასკნელნი უფრო შავგვრემანნი არიან, «ველიკოროსებს» კი უფრო თეთრი ფერი გადაკრავთ. უკრაინელები თუ მძიმე, ცოტა სიმღერის კილოთი ლაპარაკობენ, «ველიკოროსები» პირიქით, მაგარი, მტკიცე კილოთი ისვრიან სიტყვებს.

მე მესამე კლასის ვაგონით მივდიოდი. მოგზაურების უმეტესობას შეადგენდნენ გლეხობა, წვრილმანი ჩარჩი მოვაჭრეები და დაბალი ხარისხის მოსამსახურეები. ყურთა სმენად ვიყავი გადაქცეული, მინდოდა გამეგო ამათი აზრი, შეხედულება ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენაზე, შემეტყო ახალი რამ პოლიტიკურ მოძრაობის შესახებ, რომელიც, ვფიქრობდი, აქ უფრო მძლავრი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჩვენში. მაგრამ ვხედავდი, რომ ყველას შიში ეტყობოდა. მაღლა ხმით ლაპარაკს ერიდებოდა და ლაპარაკის დროს სულ აქეთ-იქით იხედებოდა და თუ სადმე მაღლა ხმით ლაპარაკი გაისმოდა, ამ ლაპარაკს ისეთი უცნაური თავისებური დიპლომატიის ბეჭედი ესვა, ან ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ მათი საუბრისას ვერც თავს გაიგებდი, ვერც ბოლოსა. ამის ნიმუშად ერთს მაგალითს მოვიყვან, რომლის მნახველი ვიყავი შემდეგ პეტერბურღში.

ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ყური მოვკარი ბაასს, რომელიც ჰქონდა შვეიცარს და უფროს მეეზოვეს. მაშინ ეს ორი თანამდებობა დიდ რამედ ითვლებოდა დაბალი ხარისხის ადმინისტრაციაში. შვეიცარი, საპარადო ტანისამოსში გამოწყობილი, თავმომწონედ ზის სკამზე შესავლის კარებთან ქუჩაში და ამაყად გასცქერის გამვლელ-გამომვლელს. აგერ ალაყაფის კარებიდგან გამოჩნდა მეეზოვე და აუჩქარებელი ნაბიჯით, დინჯათ მოუახლოვდა შვეიცარს.

Моё-с Вам почтение-с, Петр Феодорович, ზრდილობიანი მოწიწებით მიესალმა.

Здравствуйте, Никанор Карпич! იმავე ზრდილობით მიუგო შვეიცარმა;

Как живете, можете?
ვა
Благодарим-с! Грех пожаловаться на судьбу!

Что нового? Петр Феодорыч?

Кажись, ничего.

Да вот поговаривают о войне. Да еще болтают что то про заводских ребят: пошаливают, мол, вроде как бунт собираются учинить.

Оно, конечно того-с, но коли ежели теперича, да примерно сказать, то надо полагать, значит, выходит…

Та-ак-с! понимаем-с.

ხომ ხედავთ, რა დიპლომატიაა: ერთმა მთელი გროვა სიტყვები წამოროშა და მაინც არაფერი სთქვა გასაგები, ჩაჩქმალა, მეორე კარგად მიუხვდა ამის ეშმაკობას, მაგრამ პირი არ აჩვენა და ცბიერობით უთხრა, მესმისო.

5 თავი III

▲ზევით დაბრუნება


თავი III

პეტერბურგში ჩასვლა, თეთრი ღამეები.. აგარაკი პეტერბურგის მახლობლად, ჩერნიშევსკის «Что делать?» ოგიუსტ კონტის პოზიტიური ფილოსოფია. რუსეთ-ოსმალეთის ომი. პეტერბურგის უნივერსიტეტი. მენდელეევის პირველი ლექცია, მენდელეევი როგორც მეცნიერი, უნივერსიტეტის სხვა პროფესორები: ბუტლეროვი, ვაგნერი, სეჩენოვი.

ბოლო მოეღო ჩემი ერთი კვირის მოგზაურობას. მივედი პეტერბურღში. მოვესწარ ამ ქალაქის ნახვას, რომლის გამო ასე ბევრი ლაპარაკი გვქონდა. აქ იყო სათავე იმ დიადი მოძრაობისა, რომელმაც ჩვენ ჩაგვითრია და სწავლის და ცოდნის სურვილი ღრმად ჩაგვინერგა გულსა და სულში. აქ იყვნენ, აქ შემოქმედობდნენ ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი, აქ დასტიროდა ნეკრასოვის24 მუზა რუსეთის მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ბედს. იმათი მძლავრი, განწირული სულისკვეთება დღესაც თავს დასტრიალებდა ამ ქალაქს. იმ წყაროს, რომელიც ჩვენ აქამდინ შორიდგან გვიკლავდა სულის წყურვილს, ეხლა სათავეშივე დავეწაფები. დიდებული ქალაქია, მთელი რუსეთის ჭკუა-გონება, ნიჭი და უნარი აქ შეუკრებია. გარეგნობითაც პეტერბურღმა დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ. ასეთი სუფთა, მდიდრულად მოკირწყლული ქუჩები, ექვს-შვიდ სართულიანი უზარმაზარი შენობები ტფილისში არ მენახა.

საღამოს ჟამი იყო, წავედი ბინის მოსანახად. ნევისა და ლიტეინის პროსპექტების კუთხეში ვიშოვე ოთახი. მეხუთე სართულზე იყო და ეზოში ჰქონდა გადასახედი. გავიხედე და რა ვნახე: ეზო კი არ იყო, როგორც ჩვენში, არამედ ღრმა ჭა, ოთხივე კუთხივ მაღალი კედლებით შემოზღუდული. შინ გული არ მიდგებოდა, მინდოდა ქალაქი ჩქარა დამეთვალიერებინა. გამოვედი გარეთ და პირდაპირ ნევის პროსპექტეზე მოვხვდი (ეხლანდელი 25 ოქტომბრისა). აუარებელი ხალხი მიდი-მოდიოდა, ფეხს ძლივ ვუქცევდი. დავიღალე სიარულით და დასასვენებლად აქვე, პროსპექტზე მდებარე პატარა კოხტა ბაღში შევედი. ირგვლივ სულ გრძელი სკამები იყო ჩამწკრივებული. ბაღის შუა გულში ამართულიყო დიადი ძეგლი. წავიკითხე: ეკატერინე დედოფლის ძეგლი გამოდგა. ბაღის მარცხნივ დიდი მოგრძო შენობა იყო, მოყვითალო ფერით შეღებილი, - ეს საჯარო ბიბლიოთეკა აღმოჩნდა: მარცხნივ ქუჩა იყო და ქუჩის იქით უფრო მოზრდილი ბაღი შევამჩნიე, მაღალი, ლამაზი მოაჯირით შემოზღუდული. შიგ დიდი შენობა დავინახე. ეს ეგრედწოდებული ანიჩკის სასახლე იყო თურმე, სადაც იმ ხანად ხელმწიფის მემკვიდრე ცხოვრობდა სახლობით. ამ ორ შენობას შუა, ეკატერინეს ბაღის უკან, მაღალ სვეტებზე დაყრდნობილი შენობა იდგა, რომლის ზედაპირზე ყალხზე შემდგარი ცხენების ქანდაკებანი დავინახე, თითქოს გასაჭენებლად გამზადებულნი, ხოლო ცხენებს, უკან მდგომი მძლავრძარღვიანი ვაჟკაცი გაჭიმული ღვედებით მაგრა იჭერდა და წინ არ უშვებდა. აშკარა იყო, რომ ეს ბერძნების ძველი მითოლოგიიდგან ნასესხებია და ჩრდილოეთსგადმოტანილი. მერე შევიტყე, რომ ეს შენობა ალექსანდრეს თეატრი იყო, სადაც იმ დროს დრამები იდგმებოდა.

არ ვიცი, რამდენს ხანს ვიჯექი აქ და ვერთობოდი ჩემთვის ახალი სანახაობით, ხოლო შევამჩნიე კი, რომ ბაღი თითქმის სრულებით დაცარიელებულიყო. გამიკვირდა, რადგან ჯერ კარგად ნათელოდა, ისე, რომ კითხვა შეიძლებოდა. დავხედე საათს - თერთმეტი იყო. არ დავიჯერე. ვიფიქრე, მგზავრობაში საათი მომშლია მეთქი. ასეთ ორჭოფობაში ვიყავი, როდესაც დარაჯი მოვიდა ჩემთან და მთხოვა ბაღიდგან წასვლა, რადგან ბაღის დაკეტვის დროა.

- როგორ, ასე ადრე მეთქი! - გავიკვირვე.

- რაღა ადრე, თერთმეტი საათიაო, - მიპასუხა.

- მაშ ასე, რომ ნათელია? - ვეკითხები კიდევ.

- თუ დაბნელებას უცადეთ, დილამდინ აქ მოგიხდებათ ჯდომა, - გაეცინა დარაჯს.

მივხვდი ჩემ გამოშტერებას, - ეს სწორედ გზიდამ დაღლილობის ბრალია. სრულიად გადამავიწყდა, რომ ჯერ კიდევ ივნისია და ამ დროს პეტერბურღში ესრედ წოდებული «белые ночи» (თეთრად ნათელი ღამეები) იცის.

ჩვენი ქვეყნის კაცისთვის ეს სანახაობა გასაოცარია. თერთმეტ საათამდე ისე ნათელია, რომ წიგნი ადვილათ შეგიძლიანთ იკითხოთ, თერთმეტიდგან ღამის პირველ საათამდე ბინდ-ბუნდი დადგება ხოლმე. არც დღის სინათლეა, მაგრამ არც ღამის სიბნელე, ხოლო პირველ საათზე მზე უკვე ყურს ამოჰყოფს ხოლმე.

ამ ბუნების მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ჩრდილოეთის ადგილებისათვის. თითქმის სამი თვის განმავლობაში მზე 19-20 საათს არ ჩადის და მიწას კარგად ათბობს. ეს რომ არ იყოს, იქაური ცივი და სველი მიწა ვერ გათბებოდა და ვერც გამოშრებოდა და, მაშასადამე, ვერავითარ მოსავალსაც ვერ მოიყვანდა.

სწავლა უნივერსიტეტში სექტემბრამდე არ დაიწყებოდა. ამ უზარმაზარ, უცხო ქალაქში, მისი ზაფხულის დახშული და სულშემხუთველი ჰაერით მარტო ყოფნა არაფრად იყო სასიამოვნო.

მივაკითხე და გავიგე, რომ ჩვენი კავკასიელები, ვინც დარჩენილიყვნენ ზაფხულად პეტერბურღში, აგარაკად ყოფილიყვნენ გასულნი, უნდა ითქვას, რომ პეტერბურღს ახლოს ბევრი აგარაკია და არც ურიგოთ არიან მოწყობილნი. არც დიდი ქირა ედოთ, ასე რომ სტუდენტების ღარიბი ჯიბისთვისაც კი ხელმისაწვდომი იყო. მე

«Черная речка»-ზე (შავი წყალი) მომიხდა დასახლება. პეტერბურღს თითქმის ზედ აკრავს, მისვლა-მოსვლა ადვილი იყო. ეს ის ადგილია, სადაც ამ ასი წლის წინად პოეტი პუშკინი იქნა მოკლული.

ერთი ნაკლი ამ აგარაკებისა, როგორც საზოგადოდ თვით პეტერბურღისა, ის არის, რომ დიდი სინესტეა. საღამოთი ტყეში რომ წავსულიყავით, იქიდგან ისე დასველებულები დავბრუნდებოდით, თითქოს დიდს წვიმას მოესწროს ჩვენთვის გზაში. ქართველობა ბლომად იყო ჩვენ ახლო-მახლოს აგარაკებზედ და ხშირად ვიკრიბებოდით. აქ პირველად მომიხდა წაკითხვა ჩერნიშევსკის რომანის «Что делать»25. მთავარი გმირი ამ რომანის რახმეტოვი, ბევრს იდეალათ ჰყვანდა დასახული. თუმცა ლურსმებით მოჭედილ საწოლში კი არ იძინებდნენ, როგორც რახმეტოვი სჩადიოდა, მაგრამ სხვა ბევრ საქციელში კი ჰბაძავდნენ მას. აქვე პირველად გავიცანი ოგიუსტ კონტის «პოზიტიური ფილოსოფია» და მისმა «მეცნიერების კლასიფიკაციამ» დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზე26. აქედგან პირველად ვცანი, რომ ასეთი საგნები მეცნიერებისა, როგორიც არიან, მაგალითად, გეოგრაფია და ისტორია, უნდა შეისწავლებოდენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კარგად და საფუძვლიანად იქნება შესწავლილი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, აგრონომია, ასტრონომია და სხვა საბუნების-მეტყველო საგნები. უამისოდ, ისტორია, მაგალითად, მეცნიერება კი არ იქნება, არამედ უბრალო და უშინაარსო აღნუსხვა მეფეების სახელებისა, ომებისა და სხვადასხვა მითებისა და ანეკდოტებისა. ამ ამბავმა დიდ საგონებელში ჩამაგდო, რადგან საშუალო სასწავლებლებში, პირიქით, ისტორიის და გეოგრიაფიის სწავლება მესამე-მეოთხე კლასიდგან, იწყებოდა, როდესაც არამც თუ ფიზიკა და ქიმია ხსენებაშიაც არ იყო, მათემატიკის დარგიდამაც მხოლოდ არითმეტიკას ვეცნობებოდით და ამასაც კი არა სავსებით.

აგვისტოს მიწურულებში დავბრუნდი პეტერბურღს. ქუჩებში არაჩვეულებრივი მოძრაობაა. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად ბაირაღებით დაიარება და მღერის:

Щуми Марица окровавленна

აი მეორე ადგილას გაისმის:

Мы за братьев за словян
Честною смертью умрем.
Марш, марш, богатыри, марш!
Раз, два, три,
Чудо, богатыри!

ამას სალდათები გაიძახოდნენ ხმა მაღლა. ეს ხმაურობა და განგაში იმით იყო გამოწვეული, რომ რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა ბოლგარების და სერბიელების «განთავისუფლებისათვის». სუვორინის «Новое время» გაჰკიოდა: დაჰკათ ოსმალებს, ამ მტარვალებს, ჩვენ მოძმე სლავიანების მტანჯველებს - და თან დასძენდა: ოსმალები უნდა საბოლოოდ განვდევნოთ ევროპიდგან და სტამბოლი ჩვენ უნდა დავიჭიროთ, აია-სოფიაზე ისევ ჯვარი უნდა აღიმართოსო.27

არ ვიცი, ვინ იყო აქ მართალი. გულუბრყვილო სალდათები, რომელნიც გაიძახოდნენ ძმათა- სლავიანთათვის პატიოსნად სიკვდილს, თუ სუვორინი, რომლის მუცლის გვრემა სულ სხვა იყო.

ჩვენ, ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობას, სულ სხვა შეხედულობა გვქონდა ამ გარემოების შესახებ, რადგან არ გვრწამდა რუსეთის მთავრობის გულწრფელობა, სუვორინი უფრო გაბედვით და გულახდილათ ამბობდა იმას, რასაც რუსეთის თვითმპყრობელური მთავრობა ფარისევლურად ჰმალავდა. რომ ეს ასე იყო, ამას აშკარად მოწმობს ის, რომ რა წამს რუსებმა ბოლგარია დაიჭირეს, მაშინვე რეტროგრადი ჩერკასოვი გაგზავნეს, რომელმაც თავის ყაზახებით და პოლიციით მოისურვა ბოლგარეთში რუსეთის წესრიგი შემოეღო და რუსეთის იმპერიის გუბერნიათ გამოეცხადებინა.

რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, ჩვენ როგორ მოვტყუვდებოდით? განა ჩვენ ეს წვენი არ ვიწვნიეთ უფრო ადრე? განა თვითმპყრობელური რუსეთი თვალს არ უხვევდა ქვეყანას, როდესაც ირწმუნებოდა, - საქართველოში ჯარებს იმიტომ ვაგზავნი, რომ «ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ერი» დავიხსნათ «ურჯულო» თათრების განადგურებისაგანო? ქართველებისათვის ყველა ამას მოჰყვა ის, რომ ჩქარა მათი ქვეყანა მეფის რუსეთის ორ გუბერნიად გადაიქცა. ამის მნახველნი, ჩვენ რა-


საკვირველია, ვერ თანავუგრძნობდით რუსეთის გალაშქრებას ოსმალეთის წინააღმდეგ, რადგან კარგად გვესმოდა უწმინდური გაზრახვანი მეფის მთავრობისა. იმას სულ სხვა გულის წუხილი ჰქონდა, ბოლგარია და სერბია, მათი თავისუფლება, მხოლოდ სიტყვის მასალა იყო, ოინბაზობა, თვალთმაქცობა. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ აღტაცებით მივეგებეთ იმ ამბავს, როდესაც ოსმან-ფაშამ, ოსმალეთის გენერალმა, მოულოდნელი ხაფანგი დაუგო რუსებს პლევნაში, პატარა ტრიალ მინდორზე მდებარე ქალაქში და მთელი რუსეთის ჯარი დიდ საშიშროებაში ჩააგდო. ხმა გავრცელდა პეტერბურღში, რომ თვით ხელმწიფე ალექსანდრე II, რომელიც არმიაში იმყოფებოდა, კინაღამ ტყვედ ჩაუვარდათ ოსმალებს ხელშიო.

დადგა სექტემბერი, ჩქარა უნივერსიტეტში ლექციები დაიწყობა. უნივერსიტეტი ესრედ-წოდებულ ვასილის კუნძულზე იმყოფება. უშნო, ძველებური ორსართულიანი შენობაა, მდინარე ნევის ნაპირას, სამეცნიერო აკადემიის გვერდით. მეთვრამეტე საუკუნეში აქ ერთ დროს დედოფალ ეკატერინეს საჯინიბო ყოფილა, მერე ცოტად შეუკეთებიათ და უნივერსიტეტი მოუთავსებიათ, მეცნიერების ტაძარს, რასაკვირველია, მეტი პატივი არ ეკადრებოდა, ვიდრე ჯიშიან ცხენებს. ნევის პირად ფასადზე სულ ათიოდე ფანჯარა აქვს, სიგრძე კი შენობისა თითქოს ნახევარი ვერსტი იქნება. ასე რომ, როდესაც ერთ ბოლოში ლექცია გვითავდებოდა, თუ მეორე ლექცია მეორე ბოლოში იყო, სულ იორღა ცხენივით უნდა გვერბინა, რომ დროზედ მიგვესწრო.

უნივერსიტეტს იმ დროს განაგებდნენ: სწავლის მხრივ რექტორი, პრორექტორი და დეკანები, ხოლო წესრიგის დამცველად იყვნენ ინსპექტორი, მისი თანაშემწენი, ესრედ-წოდებულნი სუბინსპექტორები, და პედელები. ამ უკანასკნელების მოვალეობას შეადგენდა თვალყური ედვნებინათ, რომ უბილეთოდ არავინ შემოსულიყო, და თანაც ზემო ტანისამოსს ჰყარაულობდნენ. მაგრამ ესენი უფრო პალტოების ჯიბეების სინჯვას უნდებოდნენ, ვიდრე მათ უზრუნველყოფას. და თუ ვინმე წინდაუხედავს ან გულმავიწყარ სტუდენტს ჯიბეში ჩარჩებოდა როგორმე პროკლამაცია ან სხვა რაიმე საეჭვო, მთავრობის თვალში, წიგნაკი, ეს ნივთიერი საბუთი არანივთიერ განზრახვათა, უსათუოდ ჟანდარმერიას ჩაუვარდებოდა ხელში. ამ საბაბით ყველა ეს მოხელენი, როგორც ინსპექტორი, სუბინსპექტორები და პედელები უფრო პოლიციის აგენტებათ ჩაითვლებოდნენ, ვიდრე უნივერსიტეტის მსახურებად.

როგორც წინათვე გადაწყვეტილი მქონდა, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევედი. სანანურადაც არ დამრჩა: ეხლაც ბედნიერად ვსთვლი ჩემს თავს, რომ მასწავლებლად მყვანდნენ ასეთი პროფესორები, როგორიც იყვნენ: 1) მენდელეევი, გამოჩენილი ქიმიკოსი, რომელსაც მარტო რუსეთი კი არა, მთელი განათლებული ქვეყანა იცნობს; 2) სეჩენოვი, ფიზიოლოგი, «Гордость русской мысли и основатель русской физиологии», როგორც უწოდებს მას დღესაც ცოცხალი და განთქმული ფიზიოლოგი და აკადემიკოსი პავლოვი. ეს ის სეჩენოვი იყო, რომელმაც ამ სამოცი წლის წინად გამოაქვეყნა ერთი პატარა წიგნი სახელად «Рефлексы головного мозга», სადაც გატარებული იყო იმ დროისთვის მეტად გაბედული დედა აზრი, რომ თავის ტვინია, და არა რა სხვა, სათავე ყველა იმისა, რასაც ჩვენ ადამიანის სულიერ და გონებრივ თვისებას ვუწოდებთ, როგორც, მაგალითად, აზროვნება, მეხსიერება, წარმოდგენა და სხვა. ეს პატარა წიგნაკი დაედვა საფუძვლად იმ მეცნიერებას, რომელსაც ახლა «Рефлексология»-ს უწოდებენ და რომელიც დღეს ისეთი ნაბიჯით მიდის წინ: 3) ბუტლეროვი, პროფესორი ორგანიულ ქიმიისა, რომელმაც სრულებით ახალი მიმართულება მისცა ამ მეცნიერების დარგს: 4) ვაგნერი, პროფესორი უმცირესი მიკროსკოპიული ცხოველების ზოოლოგიისა და საუცხოვო ზღაპრების მწერალი «Кот-мурлыка»-ს ფსევდონიმით და სპირიტიზმის მიმდევარი, რედაქტორი სპირიტული ჟურნალისა.

უნდა მოვიხსენიო კიდევ ბოტანიკის პროფესორი ბეკეტოვი, იმ დროს იგი უნივერსიტეტის რექტორადაც იყო. წარსულ საუკუნის მესამოცე წლებში მასწავლებლად ყოფილიყო ტფილისის გიმნაზიაში და საქართველოს მცენარეობა კარგად ჰქონდა შესწავლილი. ბევრისა ქართული სახელებიც იცოდა, როდესაც შემთხვევა მოიტანდა, უსათუოდ ქართულად დაასახელებდა, მაგალითად, ქინძს, ხოლო არ იტყოდა კი «ქინძი», არამედ რუსული კილოთი «კინძა», თანაც დაატანდა, ქართველები ხმარობენ საჭმელებში, როგორც სანელებელს, მაგრამ ვერ ვიტყვი კი, რომ სურნელოვანი სანალებელი იყოსო.

პირველად რომ უნივერსიტეტში მივედი, ერთმა გარემოებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, გამაკვირვა, რომ შესავალთან მწკრივად იდგნენ მდიდრულად მორთული ეტლები, ძვირფასი ჯიშიანი ცხენებით შებმული, კოფოზე გაბღინძული მეეტლეებით. ვიფიქრე, თუ ადმინისტრაციასთან აქვთ საქმე ან რექტორთან, მაშინ აქ არ უნდა იდგნენ, იმათ სხვა შესავალი აქვთ ნევის მხრივ. ვუყურებ, უნივერსიტეტიდგან გამოდიან ახალგაზრდა ყმაწვილები, ჩასხდებიან ეტლში და მიაქროლებენ, ამავე დროს სხვებიც უნივერსიტეტისაკენ მოაქანებენ გათქვირებულ ჩასუქებულ ცხენებს. შემდეგ გავიგე, რომ ყველა ესენი გენერლების, გუბერნატორების და სხვა დიდ მოხელეთა შვილები იყვნენ და საკუთარი ეტლებით მობრძანდებოდენ უნივერსიტეტში. დარჩებოდნენ ერთ-ორ საათს და ისევ მალე მიეჩქარებოდენ. ლექციების სმენით თავს არ იწუხებდნენ, უმეტეს ნაწილად იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, მეცნიერებით თავს არ იწუხებდნენ, ან კი რა საჭირო იყო. დიპლომს უსათუოდ მიიღებდნენ და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. გუბერნატორის თუ არა, ვიცე-გუბერნატორის და პროკურორის ადგილები უზრუნველყოფილი იყო მათთვის, მამების «ბაბუშკების» და «ტიოტუშკების» შემწეობით.

მოუთმენლად ველოდებით პირველ ლექციას, რომელიც მენდელეევმა უნდა წაიკითხოს. აუდიტორია, სადაც ქიმიის ლექციები იკითხებოდა, ოთხას სტუდენტს იტევდა. მაგრამ ხშირად 500-600 სტუდენტიც მოიკრიფავდა ხოლმე თავს. სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც ბლომად მოდიოდნენ მენდელეევის მოსასმენად. აუდიტორიაში ტევა არ არის. კათედრა წარმოადგენდა გრძელ, ამაღლებულ ადგილს, მოაჯირით შემოვლებულს მთელ სიგრძეზე, ასეთი დიდი იყო კათედრა იმ აზრით, რომ აქ იდგა დიდი დაფა ქიმიური ფორმულების დასაწერად და აქვე უნდა ადგილი ჰქონოდა ლაბორანტს, რომელიც პროფესორს ჰშველოდა ქიმიურ ცდების დროს. ოთახიდამ, საიდანაც პროფესორები გამოდიოდნენ კათედრაზე, რამდენიმე კიბე იყო ამოსავალი. აი გაიღო კარი ამ ოთახიდან და ნელის ნაბიჯებით ამოვიდა მენდელეევი. გაისმა ქუხილი მთელი აუდიტორიის ტაშისცემისა: ჩემ თვალწინ იდგა შუატანზე ცოტა უფრო მაღალი, შუა ხნის კაცი, ოდნავ წელში მოხრილი, მოქერო პატარა წვერულვაშით და ხშირი, ცოტა მოხუჭუჭო თმით, რომელიც თითქმის მხრებამდე უცემდა. მეგონა, ჩემ წინ დგას ძველი დროის იმერელი, გრძელ თმას რომ ატარებდნენ ფაფანაკით, ცოტა მომსხო ტუჩები, სწორი, თითქოს ჩამოსხმული ცხვირი და მოჭროღო თვალები, რომელთაც ოდნავ დაღლილობის შეხედულობა ჰქონდა. მისი სახე მიმზიდველ და კეთილშობილურ შთაბეჭდილებას სტოვებდა პირველ შეხედვაზე. მანამ ტაშის კვრა გრძელდებოდა, მენდელეევი უძრავად იდგა, არც ერთი ასო მის პირის სახეზე არ ანძრეულა. ფიქრში იყო გართული და თითქოს ვერაფერს ჰგრძნობდა, თუ არ მოსწონდა ასეთი დემონსტრაცია, ვერ მიხვდებოდა კაცი. როგორც ვთქვი, პირის მეტყველება არაფერს გვეუბნებოდა.

დაწყნარდა აუდიტორია. მენდელეევმა მაშინვე დაიწყო ლექციის კითხვა ისეთი კილოთი, თითქოს სიტყვა შეაწყვეტინეს და ეხლა ხელახლად განაგრძობსო. ხმა ცოტა ბოხი ჰქონდა, მაგრამ არა მკვეთრი, რაღაც დაღლილობა ეტყობოდა, მენდელეევი არ იყო ორატორი, სიტყვები დიდის გაჭირვებით მოსდევდნენ ერთმანეთს, თითქოს მათ მსვლელობას რაღაცა ეღობებოდა წინა, რაღაცა იჭერსო. მაინც ყველანი სულგანაბულნი, თვალებ გაცეცებულნი ვისმენდით მის მძიმედ, ზლაზვნით მომდინარე სიტყვას. რა იყო ამის მიზეზი? ის, რომ მისი სიტყვა მდიდარი აზრებით იყო შეზავებული. მენდელეევი არ ჰგავდა იმ ორატორებს, რომელნიც სიტყვებს სეტყვასავით გაყრიან, ყურს გიყრუებენ და სულსა და გულს კი არა ჰხვდება რა. აქ კი ხედავდი, ჰგრძნობდი, რომ ამ მაღალ დანაოჭებულ შუბლს ქვეშ რაღაც საუცხოო ლაბორატორიაა მოთავსებული, რომ ამ ლაბორატორიაში შენ თვალწინ რაღაც ისახება, იზრდება და ეს ჩანასახი, შემოქმედებითი ძალით ხორცშესხმულ სიტყვად ქცეული, გვევლინება, სავსებით იპყრობს შენს ყურთა სმენას და სულსა და გულში გხვდება. გრძნობ, რომ ყოველი მისი სიტყვა შემოქმედების ნაყოფია, რომ ყოველი მისი სიტყვა აზრით არის გაჟღენთილი, შინაარსით დატვირთული, ამიტომ არის მძიმე და ძნელი მათი წარმოთქმა. არც ერთი მისი სიტყვა არ არის ლიტონი, უშინაარსო. ყოველი სიტყვა იგივე აზრია და ასე აზრი მოსდევს აზრს შეუწყვეტლად, როგორც მდინარის ზვირთები ზედიზედ მისდევენ ერთიმეორეს.

Волна на волну набегала,
Волна погоняля волну.

როგორც ამბობს ლერმონტოვი, მენდელეევი კითხულობდა არაორგანიულ ქიმიას. მისი პირველი ლექციის საგანს შეადგენდა გაეცნო ჩვენთვის უმთავრესი საგანი ქიმიის; საფუძველი, რომელზედაც დამყარებულია ეს დარგი მეცნიერებისა.

ჩემ მოგონებათა საგანს არ შეადგენს გადმოგცეთ შინაარსი ამ პირველი ლექციისა და, გარდა ამისა, ძნელი გასაგებიც იქნება მათთვის, ვისაც ქიმია არა აქვს შესწავლილი. მოვიხსენიებ ორიოდე სიტყვით მხოლოდ იმას, თუ რითი განითქვა მენდელეევმა სახელი, როგორც მეცნიერმა, მთელ ქვეყანაში. ცნობილია, რომ ის მეცნიერება ითვლება უმაღლეს საფეხურზე ასულად, რომელსაც შეუძლიან წინასწარმეტყველება, მოვლენათა წინასწარ ხილვა. ასეთია, მაგალითად, ასტრონომია, რომელსაც ცოდნა შესწევს რამოდენიმე წლის წინად გამოიანგარიშოს მზის თუ მთვარის დაბნელება, ამა თუ იმ ვარსკვლავის ჩაქრობა და ახალის გამოჩენა. მენდელეევის მიერ შემუშავებულმა და შედგენილმა ეგრედწოდებულმა «ელემენტების პერიოდულმა სისტემამ» შესაძლოდ ჰყო აღმოჩენა ახალი ელემენტებისა ისევე, როგორც ასტრონომია სჩადის. ამ «სისტემის» წყალობით შესაძლოდ შეიქმნა ახალი ელემენტების აღმოჩენა და სწორედ იმ ადგილას, ელემენტების რიგში, იმ ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, როგორც მენდელეევს ჰქონდა ნაჩვენები თავის სისტემაში. ამ გზით იყო, მაგალითად, აღმოჩენილი ის შესანიშნავი ელემენტი, რომელსაც «რადი» ეწოდება სახელად.

ქიმიის ლექციების დროს აუცილებელია საცადების გაკეთება. მაგრამ მენდელეევი ამას დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა და არც უყვარდა საცადების თავის ხელით გაკეთება. ამისათვის ასისტენტი ჰყავდა. მაგრამ უნდა გენახათ იმის მოუთმენლობა, ვიდრე საცადი გათავდებოდა. ხანდახან ასისტენტი ჩქარა ვერ მოახერხებდა ხოლმე საცადს, - მაშინ უნდა გენახათ მენდელეევის ბურტყუნი: სწორედ გაჯავრებულ დათვს მოგაგონებდათ. უდიდესი თეორეტიკოსი, დიდი პრაქტიკოსიც იყო, საქმის კაცი. რამდენჯერ საყვედურით მიუმართნია ლექციებზე სტუდენტებისათვის; აი რამდენ თაობას გაუვლია ჩემ ხელში და აქამდე ჯერ არ მინახავს, რომ ჩემი გამოზრდილი სტუდენტი ცხოვრების ასპარეზზე გამოსულიყოს და უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინოს. ავიღოთ, მაგალითად, ცხოვრებისა და მრეწველობისათვის ასეთი საჭირო ქიმიური ნივთიერება, როგორიც არის გოგირდის სიმჟავე. ვის ხელშია ამ სიმჟავის წარმოების საქმე? სრულიად უვიც, უსწავლელი ხალხის ხელში, რომელთაც საქმის არა ესმით რა და ვინ იცის, რას და როგორ ამზადებენ. ისინი კი, ვისაც ცოდნაც შესწევთ და ქვეყნის მოთხოვნილება, მისი სარგებლობა ესმით და დაკმაყოფილების უნარიც უნდა ჰქონდეთ, ისინი შორს გაურბიან საქმეს და კანცელარიებს აფარებენ თავს.

მენდელეევი ამერიკაში იყო მივლინებული პენსილვანიის ნავთის წყაროების გასაცნობად და შესასწავლად. დაბრუნებისას ლექცია წაგვიკითხა. იმისი მუდამ მომქმედი, დაუდგომელი ჭკუა-გონება მარტო ნახვას არ დასჯერდა და თავისებური ნიჭიერებით ღრმად შეხედა საქმეს. მაშინ წარმოსთქვა მან თავისი შესანიშნავი, კოსმიური თეორია ნავთის წარმოშობის შესახებ და შეადარა ამერიკის ნავთის წყაროები ბაქოსას. დიდს იმედებს ამყარებდა ბაქოს ნავთზე, დიდ სიმდიდრეს ჰხედავდა ბაქოში და დიდ მომავალსაც უქადიდა მას. მხოლოდ აუცილებლად საჭირო კია - ამერიკული ცოდნა, ამერიკული მოწყობილობა და ამერიკელების უნარი მუშაობისა შევიძინოთ ჩვენცაო.

«И тогда, - სიამაყით ამბობდა მენდელეევი, - мы можем не только осветить но и смазать всю Европу».

ამ უკანასკნელ სიტყვაზე მთელ აუდიტორიას სიცილი წასქდა, თვით მენდელეევს კი წარბიც არ შეუხრია. საქმე იმაშია, რომ სიტყვას «смазать» ორგვარი მნიშვნელობა აქვს. რუსულად: «смазать»- ნიშნავს მანქანებისათვის თუ ეტლების თვლებისათვის წასასმელ ნივთიერებასაც და სილის გარტყმასაც.

მენდელეევი გაბედული კაცი იყო და არასოდეს და არავის ერიდებოდა თავისი აზრი და შეხედულება ხმამაღლა გამოეთქვა. ბევრი ბრალსა სდებდა, რომ პოლიტიკაში რეტროგრადულ აზრებს მისდევსო, სტუდენტების მოძრაობას არ თანაუგრძნობს, განს უდგებაო. რამდენადაც მე ვიცნობ მენდელეევს იმის ლექციებით და მისი ლიტერატურული ან ფილოსოფიური ნაწერებით, ზემოდ ნათქვამ ბრალდებაში მართალი მხოლოდ ის არის, რომ მას მართლაც არ უყვარდა ფუქსავატი, ზენაქვენა და უშინაარსო ლიბერალობა. არ მოსწონდა აგრეთვე სტუდენტების მუდმივი ღელვა და არეულობები. მერე რატომ არ მოსწონდა? არა იმიტომ, რომ ის მთავრობის მომხრე იყო, რეტროგრადი. პირიქით, მაშინდელი წესწყობილება იმას ძალზე სძულდა. ცხოვრების შეცვლა, მისი წინსვლა მის წმინდათა წმინდას შეადგენდა. მხოლოდ სხვა გზას ადგა მენდელეევი ამის მისაღწევად. კაცობრიობის სვებედს, მისი ცხოვრების უსწორ-მასწორობას მხოლოდ მეცნიერება გადასწყვეტსო. მენდელეევის პირიდგან ეს უაზროდ ამოსროლილი, ლიტონი სიტყვა არ იყო. მას სწამდა მეცნიერების ყოვლად შემძლებლობა, მეტადრე დიდს იმედებს ამყარებდა ქიმიის წინმსვლელობით წარმატებაზე. როგორც ღრმა მცოდნე ქიმიისა და შორსმჭვრეტელი, მენდელეევი ჰხედავდა, რა დევგმირული ნაბიჯით მიდის წინ ქიმია. მას ისე, როგორც გერმანიის გამოჩენილს ქიმიკოს ლიბიხს, ღრმად სწამდა, რომ დადგება

დრო, და იქნება არც ისე შორს იყოს ეს დრო, - როდესაც ქიმია შესძლებს ლაბორატორიაში ხელოვნურად მოამზადოს ყველა ის, რაც საჭიროა ადამიანის კუჭის დღიურ საკვებად. საკმარისი იქნება ლაბორატორიაში დამზადებული სულ რამდენიმე აბი მიიღოს ადამიანმა ყოველ დღე, რომ კუჭის მოთხოვნილება სრულიად უზრუნველ ჰყოს. მაშინ კაცობრიობა თავისთავად განთავისუფლდება იმ მძიმე ტვირთისაგან, რომელიც დღეს აუტანელ შრომის სახით კისერზე აწევს ლუკმა პურის საშოვნელად. აი მენდელეევის რწმენა, რომელიც მას ასულდგმულებდა და ამხნევებდა.

მეტყვით, ეს ოცნებააო, უნიადაგო ფანტაზია, თუნდაც ლამაზი და კეთილშობილურიო. მე ამას ვერ ვიტყვი. აი მაგალითები. ჩემი პეტერბურღში ყოფნის დროს, სანათურად მხოლოდ კარტოფილის სანთელი და კეროსინი გვქონდა. ფიზიკა კი იმას სცდილობდა, რომ ამ სანათურების მაგიერობა ელექტრონს გაეწია. მაშინ ამასაც ოცნებათ სთვლიდენ, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ ეს ოცნება დღეს სინამდვილეთ გარდაიქცა.

მეორე მაგალითი. კიბალჩიჩს, ალექსანდრე მეორის მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილეთაგანს, გამოგონილი ჰქონდა თურმე ჰაერში საფრენი მანქანა. დაწვრილებითი სქემა და ნაწილების შემადგენლობაც მოემზადებინა, მაგრამ განხორციელება ვერ მოასწრო, რადგან სიკვდილით დასჯა ჰქონდა გარდაწყვეტილი. სიკვდილის წინ ეთხოვნა, რომ ყველა ეს მასალა, რომელიც მას აქვს, გადასცემოდა მენდელეევს დასამუშავებლად და განსახორციელებლად. ბევრნი მაშინ ეჭვის თვალით შეხვდნენ კიბალჩიჩის იდეას, და უნიადაგო ოცნებათ სთვლიდნენ. თვით მენდელეევი, ეს ჭკუის და ცოდნის ბუმბერაზი ამბობდა თურმე, იდეა კარგიაო, მაგრამ მეცნიერების დღევანდელი განვითარება ნებას არ გვაძლევს ამ იდეის განხორციელებისათვისო28.

რა დიდმა ხანმა გაიარა მას აქეთ და აი დღეს ხომ ყველა საკუთარი თვალითა ხედავს, რომ კიბალჩიჩის ოცნება სინამდვილე გამოდგა, და მხოლოდ იმიტომ რომ იმის ოცნება მეცნიერებაზე იყო დამყარებული.

მენდელეევის კერძო ცხოვრებიდამ არ შემიძლია არ მოვიხსენიო ერთი მისი უცნაური თავისებურება. მას ძალიან უყვარდა ჩემოდნების გაკეთება. დიდ წარმატებასაც მიაღწია თურმე ამ ხელობაში. მრავალგვარ ახალ ფორმას იგონებდა, შიგნით სხვადასხვა მოწყობილობას მართავდა, ახალგვარ საკეტავებს სთხზავდა. რაწამს სამეცნიერო მუშაობას თავს დააღწევდა, გატაცებით შეუდგებოდა ჩემოდნების კეთებას. და მერე ამ ჩემოდნებს საჩუქრად უგზავნიდა თავის მეგობრებს და ნაცნობებს.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას მენდელეევის ბიოგრაფიიდან. ზემოდ მოვიხსენიე, რომ მენდელეევს გარეგან შეხედულობით ცოტა ქართველის იერი გადაჰკრავდა, ბევრი ოხუნჯობდა, რომ წარსული საუკუნის პირველ ხანებში იმერეთიდგან ერთი ვიღაც მინდელი იყო გადასახლებული ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში, და შესაძლებელია, მენდელეევი იმის ნაშვილარი იყოსო. ამას აქ ვიმეორებ, რასაკვირველია, როგორც უმანკო ბავშვურ ფანტაზიას. ნამდვილი აქ მხოლოდ ის არის, რომ მენდელეევი მართლაც ციმბირელი იყო. ქალაქ ირკუტსკიდან, სადაც მისი მამა გიმნაზიის დირექტორი ყოფილა. მენდელეევის მამა დიდი ოჯახის პატრონი ყოფილა, თექვსმეტი შვილი ჰყოლია და ჩვენი ქიმიკოსი მენდელეევი სწორედ მეთექვსმეტე ყოფილა, ნაბოლავარი. ამ ფაქტს აქ ვიხსენიებ, როგორც ღირსშესანიშნავს ბიოლოგიის მხრივ. ამბობენ, რომ სიბერეში ნაშობი შვილი სუსტია ყოველ მხრივ,როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად: როგორც ზემოდ ნათქვამიდამ დაინახავთ, მენდელეევი ამ შეხედულებას არ ამართლებს. იქნება ხალხის ძველის-ძველი შეხედულება უფრო მართალი იყოს. ხალხი ზღაპრებში ნაბოლავარს შვილს, მართალია,

«დურაჩოკს» (სულელი) უძახის, მაგრამ შემდეგ კი აშკარავდება, რომ ეს დურაჩოკი ბევრად სჯობს უფროს ძმებს ჭკუითაც და მოხერხებითაც და ჯანის გამძლეობითაც.

ორგანიულ ქიმიას კითხულობდა ბუტლეროვი. ეს სულ სხვა ტემპერამენტის პროფესორი იყო. მენდელეევი კათედრაზე რომ გამოვიდოდა, დადგებოდა ერთ ადგილას ცოტად წინ წამოწეული, ხელებს კათედრას დააბჯენდა და ისე კითხულობდა. ბუტლეროვი, ხან პირიქით, სულ მოძრაობაში იყო. ტანში გაჭიმული დაიარებოდა წინ და უკან, ხან თითებსაც კი ატკაცუნებდა, და ლაპარაკობდა. ამის ლაპარაკი მჩქეფარე შადრევანს მოგაგონებდათ. დიქცია, სიტყვის გამოთქმა, საოცრად მკაფიო ჰქონდა და ერთი სიტყვა მეორეს ისე გარკვევით მოსდევდა, გეგონებოდათ ძაფზე მარგალიტებს აგებსო. დაფაზე რომ ქიმიურ ფორმულების წერას დაიწყობდა, ისე ჩამოასხამდა, ისე მიაბამდა ერთ ფორმულას მეორეს, თითქოს ყურძნის ჯაგნები ჩამოუკიდიაო, თან მოგვიბრუნდებოდა და გვიხსნიდა, აი ვწერ ფორმულას ამა და ამ ქიმიურ ნივთიერებისას, შედგენილს ამა და ამ პირვანდელ ელემენტებისაგან, ახლა ზოგიერთ ელემენტს ადგილს ვუცვლი, წინ და უკან დავსვამ, მივიღებთ ახალ ქიმიურ ნივთიერებას, რაც თავისი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით სრულიად აღარ წააგავს პირველსო.

საცადებს ბუტლეროვი თითონ აკეთებდა და უნდა გენახათ, რა შრომით, რა მოხერხებით! გეგონებოდათ, ხელში რაღაც ჯადოსნური ჯოხი უჭირავს და იმით მოქმედობსო. მიუხედავად ყველა ამ ღირსებათა, ბუტლეროვი მაინც ისეთ დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენდა, ისე არ გვხიბლავდა, როგორც მენდელეევი. რითი უნდა ავხსნათ ეს? მგონია იმით, რომ ბუტლეროვი, ეჭვს გარეშე, ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ მას აკლდა ის, რაც ასე უხვად ჰქონდა მომადლებული მენდელეევს, ამაში იყო მისი იდუმალი, მომხიბლავი ძალა.

მაინც ბუტლეროვს დიდი ღვაწლი მიუძღვის ორგანიულ ქიმიის განვითარებაში. ბუტლეროვი და გერმანიის გამოჩენილი მეცნიერი, ქიმიკოსი კეკულე, უნდა ჩაითვალონ მოთავედ და სულის ჩამდგმელად იმ ახალი მიმართულებისა ამ მეცნიერების დარგში, რომელმაც საკვირველი სისწრაფით წასწია წინ ორგანიული ქიმია და დიდი ნაყოფიც გამოაღებინა.

ორგანიული ქიმიის წყალობით შესაძლებელი შეიქმნა, მაგალითად, ისეთი საღებავი წამლის მომზადება, რომელსაც წინად მხოლოდ ბუნება იძლეოდა. გაგეგონებათ, რა დიდი შემოსავლიანი საქმე იყო ჩვენს კავკასიაში ენდროს მოყვანა, რომელიც საუცხოვო საღებავს იძლეოდა. და აი, ქიმიის შემწეობით შესაძლოდ შეიქმნა ამ საღებავის ხელოვნურად მომზადება და ენდროს მოყვანა სრულებით მოისპო.

ასაფეთქებელი ნივთიერების მომზადებაც, რომელსაც დღეს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ავიაქიმიაში და ბევრ სხვა მრეწველობის დარგში, როგორც მოძრავ ძალას, აგრეთვე შესაძლო შეიქმნა ორგანიული ქიმიის წყალობით.

ბუტლეროვის დასახასიათებლად უნდა მოვიხსენიოთ, რომ იგი იყო საუკეთესო მეფუტკრე. ფუტკრის მოშენების საუკეთესო თეორეტიკოსი, იგი პრაქტიკულადც მისდევდა ამ საქმეს. თავის მამულში, ყაზანის გუბერნიაში, დიდძალი ფუტკარი ჰყავდა თურმე მოშენებული.

მეტად უცნაური და თავისებური იყო პროფესორი ვაგნერი. დაბალი ტანისა, მოგრძო, წინ წამოწვდილი პირისახით, მელოტი, მხოლოდ კეფაზე ცოტაოდენი დარჩენილი, მხრებამდე დაშვებული თმით, და ღრმად, თითქოს რაღაც სოროში, ჩავარდნილი, შავი, მუქი შუშებიანი სათვალეებით დაფარული თვალებით, რომლის ვერც ფერს და ვერც გამომეტყველებას ვერ შეამჩნევდი, ამასთან მუდამ გრძელ და ძველ სერთუკში ჩაცმული, - წარმოიდგინეთ ეს გარეგანი სურათი და თქვენს წინაშე წარმოსდგება ვაგნერი, პროფესორი, ლიტერატურაში ცნობილი «Котмурлыка»-ს ფსევდონიმით და რედაქტორი ჟურნალ «სპირიტუალისტის», სადაც ამის ფანტაზიის ზენაფრენას საზღვარი არ ჰქონდა. ვაგნერი კითხულობდა უმცირეს ცხოველთა ბიოლოგიას. წვრილი ხმა ჰქონდა, მაგრამ ძლიერ მაღალი და მწივანა. დაიწყებდა და დაწვრილებით აღგვიწერდა ცხოვრებას, ზნეჩვეულებას ისეთი ცხოველებისას, როგორიც არის «გოლოტური», მედუზა, და მრავალი სხვა. აქაც ფანტაზიას ფართო ადგილი ეჭირა და ეს უფრო იქცევდა ჩვენ ყურადღებას, ვიდრე ანატომია და ფიზიოლოგია ამ პაწია შეუმჩნეველი ცხოველებისა. აგერ უცბად შესწყვეტდა კივილს და დაბალის, ჩუმის, თითქოს მომაკვდავის ხმით, მოგვმართავდა:

«ბატონებო». მიჩვეულნი ვიყავით და ვიცოდით, რას ნიშნავს ეს ხმის შეცვლა. აქ ზოოლოგია თავდებოდა და ფილოსოფია იწყებოდა, ფილოსოფია თავისებური, ვაგნერისებური, მაგრამ მაინც საინტერესო.

მოვიყვან ერთ მაგალითს. გვიკითხავდა ლექციას პოლიპებზე, რომელნიც კალონიებათ სცხოვრობენ, საერთოდ მუშაობენ და ამის წყალობით ისეთს ახალშენებს აწყობენ, როგორიც არიან ხშირად უზარმაზარი კუნძულები. და აი, ჩვეულებრივად დაუმდაბლა ხმა და გაისმა მისი «ბატონებო» ისეთი კილოთი, რომლის გადმოცემა ქაღალდზედ ყოვლად შეუძლებელია, თუმცა მეტად დამახასიათებელი, და გააბა ბაასი: ეხლა შევადაროთ პოლიპების ცხოვრება კაცობრიობისას. რა გზას უნდა დაადგეს კაცობრიობა თავისი ცხოვრების გასაძლიერებლად და უკეთ მოსაწყობად? რა სჯობს: ინდივიდუალური, თუ კოლექტიური, შეერთებული შრომა, მუშაობა? დიდხანს იმჭერმეტყველა, მაგრამ მალე ფაქტების გზას ასცდა, ოცნების ბადეში გაება, რაც უფრო შეეფერებოდა მის ბუნებას. ამხელად კი, ბოლოს მაინც იმითი გადასწყვიტა, რომ კაცობრიობა მიემართა კოლექტივიზაციისკენ და სოციალიზმი დასძლევს ინდივიდუალობას. თუმცაო, - დაუმატებდა, ისიც უნდა ითქვას, რომ ცხოველები, ინდივიდუალის გზით მიმავალნი, ხშირად დიდს წარმატებას აღწევენ თავიანთი ცხოვრების განვითარებაში. ზოოლოგია ამის შესახებ ბევრს მაგალითს გვაძლევსო. ასე ორჭოფად თავდებოდა მეტნაწილად მისი «ბატონებო»-ს ფილოსოფია.

როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, ფიზიოლოგიას კითხულობდა პროფესორი სეჩენოვი - მამამთავარი რუსული ფიზიოლოგიისა. სეჩენოვი შუათანა, შნოიანი ტანის კაცი იყო. სახე ნამდვილი ტიპიური რუსული ჰქონდა. დამჯდარი, მშვიდი, ჩუმი ხასიათის კაცი იყო, ლექციაზე უბრალო პიჯაკში მოდიოდა. კათედრაზე არ ავიდოდა, დადგებოდა დაფის წინ და იქ კითხულობდა ნელის, დაბალის ერთფეროვანი ხმით. ამ დროს ნიბლია ჩიტს მოგაგონებდა, ხეზე რომ შემოჯდებოდა და წყნარის ერთნაირი ხმით გააბამს გალობას. სეჩენოვს კითხვის დროს ერთგვარი შეყვარებული პოზა ჰქონდა: ერთ ხელს პიჯაკის უბეში ჩაიდებდა, მეორე ხელის ნიდაყვით ზედ დაეყრდნობოდა, ცერსა და სალოკ თითს ტუჩებზე მიიდებდა და ასე წყნარი მდინარესავით მოდუდუნებდა მისი სიტყვები. და ამ პოზას შესცვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფაზე მოუხდებოდა რისიმე დაწერა ან ჩვენება, მაგალითად, თუ სისხლის ტრიალზე იყო ლაპარაკი, დაფაზე გარკვევით დაგვიხაზავდა მთელ გზას, რომელიც უნდა გაიაროს სისხლმა ადამიანის სხეულში, დაწყებული გულიდამ თითის ფრჩხილებამდე და მისი უკანვე დაბრუნება გულისკენ. აქვე დამზადებული იყო მიკროსკოპები პრეპარატებით, რომლის საშუალებით შეგვეძლო საკუთარის თვალით გვენახა სისხლის ტრიალი.

მაგრამ ეს არ კმაროდა, საჭირო იყო გამოგვეცადნა ყველა ეს ცოცხალ არსებაზე. ამისთვის განწირულნი იყვნენ საწყალი უმწეო ბაყაყები და უბედური ძაღლები. მოკვლა არ შეიძლებოდა, რადგან მკვდრის ჩხრეკა-ძიება ანატომიის საქმეა, ჩვენ კი ვსწავლობდით ფიზიოლოგიას, ე.ი. სიცოცხლის მოვლენათა კანონებს. მაშასადამე, უნდა მიგვემართა ეგრედწოდებულ ვივისეკციისათვის, ე.ი. ცხოველების ცოცხლად დაჭრისათვის. მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო. ბაყაყი ხომ ყოვლად უმწეოა, მაგრამ ისიც არ დაგნებდებოდა ცოცხლად ჭრას და ტანჯვას, ძაღლზე ხომ ნუღარას ვიტყვით. მიზნის მისაღწევად ერთი გზა გვქონდა - ვწამლავდით ცხოველებს. ამისთვის ვხმარობდით ერთგვარ საწამლავს, რომელსაც კურარე ჰქვიან. ამ კურარეს საოცარი თვისება აქვს: მოქმედებს მხოლოდ კუნთებზე, სხეულის დანარჩენ ასოებს უვნებლად სტოვებს. უნდა გენახათ საბრალო ბაყაყები: თვალები დაჭყეტილი აქვთ, გიყურებენ რაღაც გაოცებით და თითქოს შებრალებასა გთხოვენ. მაგრამ მეცნიერებამ შებრალებისა არა იცის რა. ვჩხვლეტთ, ვჭრით, ვგრძნობთ, რომ ტანჯვას ვაყენებთ, მაგრამ საბრალო ვერასგზით თავს ვერ უშველის: ყოველგვარი მოძრაობის უნარი დახშული აქვს, დამბლად არის ჩავარდნილი. მახსოვს ასეთი მაგალითი: ძაღლი უნდა გაგვეჭრა იმის შესასწავლად, თუ როგორ მუშაობენ ცხოველის და, მაშასადამე, ადამიანის შიგნეული ორგანოები, როგორიც არის გული, კუჭი, თირკმელები და სხვა. მოვწამლეთ საბრალო პირუტყვი კურარეთი: მოძრაობა მოესპო, გაქცევა და კბენა აღარ შეეძლო. მაგრამ გრძნობა ტანჯვისა, ტკივილისა არ დაეხშო. საშინელი სანახავი იყო: რა მწუხარებით შემოგვცქეროდა თავისი ჭკვიანი თვალებით! თითქოს შემწეობას და შებრალებას გვთხოვდა. პირი მაგრად ჰქონდა აკრული, მაგრამ იმისი ღმუილი მაინც გულს გვიგმირავდა.

სეჩენოვი პირადად არასოდეს არ დაესწრებოდა ხოლმე ამ საზარელ საცადებს. აგვიხსნიდა ლექციაზე ყველაფერს, რაც უნდა გამოგვეცადა, და გვეტყოდა, ჩემი ასისტენტი გიხელმძღვანელებთ, მე კი მაგის ყურება არ შემიძლიანო, და წავიდოდა.

6 თავი IV

▲ზევით დაბრუნება


თავი IV

უნივერსიტეტის ცხოვრება 70-ან წლებში. მოძრაობა სტუდენტებს შორის «Народная воля». შეხვედრა რევო-ლუციონერ სუხანოვთან. კავკასიელი მანუჩაროვი. უნივერსიტეტის სასადილო. ჟანდარმები და სტუდენტები. ნეკრასოვი და მისი ლექსები. ნეკრასოვის გარდაცვალება და გასვენება. ნეკრასოვი კუბოში. დოსტოევსკისათვის სიტყვის შეწყვეტინება ხალხის მიერ.

უნივერსიტეტის ცხოვრება ჩემ დროს დაუდგრომელი ზღვის ღელვას ემსგავსებოდა. სტუდენტობაში რაღაც არაჩვეულებრივი მოძრაობა იყო, ღელავდნენ, მთავრობას ხშირად უკმაყოფილებას უცხადებდენ. უნივერსიტეტის ასეთი მოძრაობა გამოძახილი იყო იმ მოძრაობისა, რომელიც მაშინ დაიბადა მთელ რუსეთში. სათავეში ამ მოძრაობას «ნაროდოვოლცები» უდგნენ. იმათა ჰქონდათ აქვე, პეტერბურღში, საიდუმლო სტამბა, საცა იბეჭდებოდა გაზეთი «Народная воля»29 და აგრეთვე პატარა წიგნაკები და პროკლამაციები. ამ პროკლამაციებში თხოვნა კი არ ისმოდა, არამედ მოთხოვნილება, პირდაპირი, პირახდილი წინადადება ამა თუ იმ ცვლილების შემოღების შესახებ. თანაც მუქარას უთვლიდნენ, რომ თუ ამათ ამხანაგების მიმართ დევნას, სასტიკ სასჯელებს თავს არ მიანებებენ, ესენიც ამ გზას დაადგებიან და არ მოერიდებიან არც მინისტრების და არც თვით ხელმწიფის მოკვლას, რომ ეს მუქარა ლიტონი და ფუჭი სიტყვები არ იყო, იმათ დაამტკიცეს კიდეც.

ყველას ეხსომება ის ამბები, რომელიც ჩემ დროს მოხდა: 1) საქმე ვ. ზასულიჩისა, რომელმაც «გრადონაჩალნიკს» დამბაჩა ესროლა და დასჭრა30, 2) ჟანდარმების შეფის მეზენცევის მოკვლა დღისით, სატახტო ქალაქის შუა გულში31, 3) სოლოვიოვის განზრახვა ხელმწიფე ალექსანდრე მეორის მოკვლისა, მისივე სასახლის წინ, მისი აშკარა და იდუმალი შპიონებისა და აგენტების თვალწინ32, 4) გაბედული საქციელი ხალტურინისა, რომელმაც აფეთქება მოახდინა საზამთრო სასახლეში, და თუ ხელმწიფე და მთელი მისი ოჯახობა გადარჩა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ უცხოელ სტუმრების მოლოდინში, სადილმა ნახევარი საათით დაიგვიანა33.

«Народная воля» არ მალავდა, რომ ყველა ეს მათი პარტიის საქმე იყო და შემდეგში უარესს უნდა მოელოდეთო; სტუდენტობა და მათი უკეთესი ნაწილი საზოგადოებისა ტაშს უკრავდენ ამათ გაბედულობას და თავგანწირვას. მთავრობა და მისი დამქაშები კბილებს აკრაჭუნებდნენ და რეპრესიებს უმატებდნენ. სტუდენტები თანაგრძნობას უცხადებდენ «Народная воля»-ს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. ბევრნი თანამშრომლობდნენ ჟურნალში და ზოგიც ტერორისტულ მოქმედებაშიც იღებდა მონაწილეობას. მახსოვს ასეთი ფაქტი.

ქიმიურ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, სადაც ანალიტიკური ქიმიის შესასწავლად პრაქტიკულად ვარჯიშობდით. ვაკეთებდი ეგრედწოდებულ სიმპტიურ მელანს, რომელსაც ის თვისება აქვს, რომ ამ მელნით ნაწერი ქაღალდს სრულიად არ ეტყობა, გეგონებათ უბრალო, სუფთა ქაღალდიაო. მაგრამ დაიჭირეთ ერთ წუთს სანთლის ალზედ და დანაწერი ცხოვლად, ნათლად წარმოგიდგებათ თვალწინ. გაივლის ცოტა ხანი და ნაწერი ისევ გაქრება, ხელში ცარიელი ქაღალდი შეგრჩებათ. ამ მელანის მოსამზადებლად იხმარება ქიმიური ნივთიერება - კობალტის მარილი. მელანი არ გამომდიოდა კარგი, კობალტი ხან ნაკლები მომდიოდა ხან გადაჭარბებული. ჩემს ახლოს მუშაობდა ერთი მაღალი ტანის, სასიამოვნო შესახედავი, ცოტა ფერმიმკრთალი ახალგაზრდა აფიცერი, მეზღვაურთა მუნდირში, სიცილით შემომძახა: რაო, არ გეპუებათო? მომიახლოვდა, შეზავებაში შემომეშველა, და საუცხოვო მელანი გამოვიდა. შევამჩნიე, რომ ანალიტიკურ ქიმიაში დიდად გამოცდილი და დახელოვნებულია და ის მიკვირდა მხოლოდ, ჩვენთან რიღასთვის დაიარება-მეთქი. ვგონებ, რომ ამის აქ მუშაობას და საზოგადოდ უნივერსიტეტში სიარულს სულ სხვა მიზანი ჰქონდა. მხოლოდ კარგა გვიან, როდესაც ალექსანდრე მეორეს მკვლელები დასაჯეს, გავიგე, რომ ეს ჩვენი თანამუშაკი სუხანოვი იყო, ის სუხანოვი, რომელიც კიბალჩიჩს შველოდა ასაფეთქებელი ყუმბარების მზადებაში. რასაკვირველია, ამასაც არ ასცდა კიბალჩიჩის ბედი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კიბალჩიჩი ჩამოახრჩვეს, სუხანოვს კი, როგორც აფიცერს, ის პატივი დასდეს, რომ დაღრჩობის მაგიერ, დახვრეტით გამოასალმეს წუთისოფელს34.

საზღვარგარეთიდამაც ბევრი ჩამოდიოდა იმ დროს რევოლუციის მომხრე, დროებით უცხო ქვეყნებში განდევნილი ან გაქცეული. რადგან პოლიციის დევნისა

ეფიქრებოდათ, ამიტომ ერთ ბინაზე ღამეობით არ რჩებოდენ და სხვადასხვა ალაგას ათენებდენ. ერთმა ამხანაგთაგანმა სამი ღამე გაატარა ჩემთან. საწოლს, როგორც იყო, ვუხერხებდით სახლის პატრონების შემწეობით. მახსოვს ამ ჩემ მეღამურე სტუმრის გვარი, მგონი მანუჩაროვი იყო, კავკასიელი, მშვენიერი ხმა ჰქონდა და გულითაც მღეროდა. პირველად ამისგან გავიგონე ფრანგული რევოლუციონური სიმღერა «მარსელიოზა», რამაც დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ. მერე ცოცხლად დამარხულთა შორის ესეც მოჰყვა განთქმულ შლისელბურღის ციხეში, სადაც ჭლექად ჩავარდა და იქვე ამ ქვეყანას გამოესალმა.

უნივერსიტეტში სასადილო იყო, სადაც სტუდენტობა ხშირად იყრიდა თავს და კრებებსაც მართავდა. აქვე მოჰქონდათ ყოველგვარი აღკრძალული წიგნები, გაზეთები და პროკლამაციები. ხშირად მღეროდნენ ისეთ სიმღერას, რომელიც მთავრობისაგან აღკრძალული იყო. ეს ამბავი, რასაკვირველია, არ გამოეპარათ პედელების მახვილ ყურებს და ამათგან ეცნოთ სუბინსპექტორებს. ესენი დაუყონებლივ გაჩნდნენ სასადილოში და იეზუიტური მოწიწებით მიჰმართეს სტუდენტებს:

- ბატონებო, აქ სიმღერა არ შეიძლება, თქვენ თითონაც ხომ კარგად იცით.

- ჩვენ კი არა ვმღეროდით, ვგალობდით. პობედონოსცევის სიკვდილის ამბავი მოგვივიდა და პანაშვიდი გადავიხადეთ იმის სულის მოსახსენებლად. ბოდიშს ვიხდით, რომ ღვდელი ვერ მოვიწვიეთ35.

სუბინსპექტორმა შეურაცყოფად მიიღო ასეთი დაცინვა და მუქარით წავიდა: რექტორს უნდა მივმართოთ მთავრობასთან დასასმენადო. მე კარგად ვიცი, რომ თქვენ აქ პროკლამაციებსაც ჰკითხულობთო.

აქ კი სტუდენტებმა უსტვინეს, კიჟინა დასცეს, და კუდამოძუებულმა სუბინსპექტორმა კარებს მიაშურა.

მართლაც და საქმეს მსვლელობა მისცეს, მხოლოდ რექტორი იმას ეცადა, რომ უნივერსიტეტის გარეშე არ გამჟღავნებულიყო, შესდგა პროფესორების სამართალი, რექტორის და ინსპექტორის თანდასწრებით. პასუხისგებაში მიცემული იყო სასადილოს გამგე, მეოთხე კურსის სტუდენტი, გვარად ალექსეევი, რომელიც შემდეგ პროფესორად იყო, მგონი, ხარკოვის უნივერსიტეტში. ალექსეევი ნიჭიერ სტუდენტად ითვლებოდა, კარგი ორატორი იყო, და როგორც სტუდენტები, ისე პროფესორები დიდის პატივით ეპყრობოდნენ. აი, ამ ალექსეევს გადაუწყვიტეს ერთი კვირით დაპატიმრება. დამწყვდეული იყო უნივერსიტეტის შენობაში, როდესაც სასჯელი გადიხადა და გამოვიდა, გვიამბობდა სიცილით: ნეტავი კიდევ მეტ ხანს ვყოფილიყავი სატუსაღოშიო. რა მიშავდა, ოთახი კარგი, ნათელი მქონდა, წიგნებს არ მაკლებდნენ და საჭმელ-სასმელს რექტორის სამზარეულოდან მაწვდიდენო!

იმის დასანახავად, თუ რა ულმობელად ექცეოდნენ ჟანდარმები სტუდენტებს, მოვიყვან შემდეგ მაგალითს. ერთი ღარიბი სტუდენტი, გვარად რუდნევი, რომელსაც ბედმა გაუღიმა და ადგილი იშოვა ერთ პანსიონში, ჟანდარმის უწყებამ დაატუსაღა. საბაბად ის მოუდეს, რომ ერთი სტუდენტის წერილში, რომლის საქმეც ამ დაწესებულებაში სწარმოებდა, ამ რუდნევის გვარი იყო ნახსენები, როგორც გიმნაზიის ამხანაგისა. ორი თვე საპყრობილეში დაიჭირეს, და, რადგან ამას არაფერი დანაშაული არ აღმოუჩნდა, გაანთავისუფლეს. როდესაც რუდნევმა ჰკითხა, რაზედ დამტანჯეთ ორი თვე და, რად მომისპეთ ადგილი, რომელიც ლუკმა პურს მაჭმევდაო, ასე უპასუხეს უტიფრად: მადლობა შესწირე ღმერთს, რომ აქედგან ცოცხალი მიდიხარ, შენ სტუდენტი ხარ და ეს საკმაოა ჩვენთვის, რომ გაგსრისოთ უპასუხისმგებლოდო. ეს სტუდენტი ჩემი ერთკურსელი იყო და ვიცოდი, რომ ძალიან ღარიბად ცხოვრობდა. თვეში ექვსი მანეთი მოსდიოდა საიდანღაც და ეს იყო მისი საცხოვრებელი. რაკი პანსიონში ადგილი დააკარგვინეს, ერთ რაღაც სარდაფში კუთხე ეჭირა და აქ ცხოვრობდა და მეცადინეობდა ნახევრად მშიერ-მწყურვალე.

უნივერსიტეტის სასადილოში ხშირად მოდიოდა ამბები პოეტ ნეკრასოვის ავადმყოფობის შესახებ. ეხლანდელი თაობა ვერ წარმოიდგენს, რა იყო იმ დროს ნეკრასოვი ჩვენთვის. მთელი მოზარდი ახალგაზრდობა, მთელი ინტელიგენცია იმის ლექსებით იყო გატაცებული. მახსოვს, თხუთმეტი თუ თექვსმეტი წლისა ვიქნებოდი, რომ მანგლისში აგარაკად ყოფნის დროს, ხელში ჩამივარდა ჟურნალი «Отечественные записки»36, სადაც დაბეჭდილი იყო პირველი ნაწილი პოემისა:

«Кому на руси жить хорошо?» მთელი კვირა ხელიდგან არ დამიგდია ჟურნალი, პოემა რამდენჯერმე გადავიკითხე და ისეთს სიამოვნებას მაგრძნობინებდა, რომ მეხსიერებაში ღრმად ჩამებეჭდა და მთელი ნაწყვეტები ზეპირად შემეძლო მეთქვა. ეხლაც კი, თუმცა ბევრმა ხანმა გაიარა მას აქეთ, ბევრი ადგილი ამ პოემისა ზეპირად მახსოვს.

სტუდენტობას ხომ პუშკინიც დავიწყებული ჰყავდა და სულ ნეკრასოვი ადგათ პირზე. ასე წარმოიდგინეთ, სტუდენტების ჩვეულებრივ საღამოზე, სადაც ადგილი ჰქონდა ეგრედწოდებულ «მერტვეცკაიას» ე. ი. სტუდენტების იმ ზომამდე დათრობას, რომ მკვდრებივით ეყარნენ ხოლმე, აი ამ საღამოებზე ტრადიციულ

«Gaudeamus igitur»-ს მაგიერ გაისმოდა ნეკრასოვის ლექსების დაუბოლავებელი სიმღერა. მეტადრე ხშირი და საყვარელი იყო სიმღერად ლექსები პოემიდგან:

«Размышления у парадного под’езда»; განსაკუთრებით შემდეგ ადგილებს მღეროდნენ გულსაკლავი კილოთი:

Выидь на Волгу, чей стон раздается
Над великою русскою рекою!
Этот стон у нас песней зовется…

და შემდეგ:

Волга, Волга! весною многоводной
Ты не так заливаешь поля,
Как великою скорбью народной
Переполнилась наша земля –
Где народ, там и стон... эх, сердечный!

Что же значит твой стон бесконечный?
Ты проснешься-ль исполненый сам,
Иль судеб повинуясь закону,
Все, что мог, ты уже совершил,
Создал песню подобную стону
И духовно на веки почил?

ასეთი ნაღველით დასტიროდა ნეკრასოვი ხალხის შავ ბედსა და ასეთივე ნაღველი იყო ჩაქსოვილი სიმღერის ჰანგში. ტყუილად ხომ არ უწოდებდნენ ნეკრასოვს

«მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა», ჩაგრულთა და დევნილთა პოეტს. ამათ ბედს თუ დასტიროდა, პირიქით, მჩაგვრელთა, მუქთა-მჭამელთა, ხალხის სისხლის მწოველთა ბანაკში დაშხამულ ისრებს სტყორცნიდა; ამიტომაც იყო, რომ მის მუზას ეწოდებოდა სახელად: მუზა რისხვისა და მწუხარებისა, მუზა შურისძიებისა და დრტვინვისა.

და აი ეს ნეკრასოვი ისე მძიმედ ავადმყოფი შეიქმნა, რომ იმის მორჩენა სათუო გახდა. სტუდენტებისაგან თითქმის ყოველდღე დელეგაცია მიდიოდა, ამბის შესატყობად და სურვილის გამოსათქმელად, რომ მალე კარგად გამხდარიყო. ნეკრასოვი დიდად ნასიამოვნები რჩებოდა ასეთი ყურადღებით სტუდენტების მხრივ. დატანჯული და წამებული საშინელი სნეულებისაგან, ნეკრასოვი მაინც გულს იმაგრებდა და სტუდენტებს სწერდა საკუთარის ხელით:

«А и в горе жить,

Не кручину быть».

ყველა ვატყობდით, რომ ნეკრასოვს სიცოცხლისკენ პირი აღარ ჰქონდა. ეს თვით ნეკრასოვმაც იგრძნო და ხელმეორედ სწერდა სტუდენტებს:

Нет, не поможет мне аптека,
Ни мудрость опытных врачей!
Зачем мне мучить человека?
О, небо! смерть пошли скорей.

ეს ხელნაწერები სასადილოს კედელზე იყო გამოკიდული და ყველა დიდის ნაღვლით და მწუხარებით კითხულობდა.

დეკემბრის ბოლო რიცხვებში ნეკრასოვი გარდაიცვალა. სტუდენტები ემზადებოდნენ მისი დიდებულად დამარხვისათვის. ზოგი ამ აზრსაც კი გამოსთქვამდა, რომ ესარგებლად ამ შემთხვევით და სასაფლაოზე დემონსტრაცია მოეხდინათ, მაგრამ უმეტესობამ მოითხოვა, ეს აზრი უკუგდებულიყო ნეკრასოვის ხსენების პატივსაცემად.

დილაადრიან ბასეინის ქუჩის და ლიტეინის პროსპექტის კუთხე, სადაც «Отечественные записки»-ს რედაქცია იყო და ნეკრასოვიც ცხოვრობდა, ხალხით გაივსო. სჭარბობდა სტუდენტობა. ამ ადგილიდან «Новодевичий монастырь»-ამდე, სადაც მიცვალებული უნდა დასაფლავებულიყო, დიდი გზა იყო გასავლელი, ხუთ ვერსტამდე მანძილი იქნებოდა. ამიტომ ადრე უნდა მომხდარიყო გამოსვენება. სტუდენტებს სწადდათ ხელით წაეღოთ კუბო, მაგრამ ეს შეუძლებელი შეიქმნა. დიდი ყინვა იდგა, ნამდვილი დეკემბრის ყინვა. კუბო კატაფალკაზე დადგეს: სტუდენტებმა და პროფესორებმა ხელი ხელს ჩაჰკიდეს და დიდ მანძილზე გაჭიმული წრე შეადგინეს, რომ წესი და რიგი დაეცვათ და იქ მყოფი ხალხი არ შეწუხებულიყო. პოლიცია ახლოს არ მოუშვეს. მხოლოდ შორი ახლოს მოგვდევდნენ თვალყურის სადევნებლად, რომ სტუდენტობამ რაიმე უწესობა არ მოახდინოსო.

შორ გზას, წირვის გადახდას ეკლესიაში, ანდერძის აგებას, გრძელ სიტყვას, რომელიც ეკლესიაში წარმოსთქვა მღვდელმა გორჩაკოვმა, ღვთისმეტყველების პროფესორმა უნივერსიტეტში, დიდი დრო მოუნდა. აქ, ეკლესიაში, პირველად ვნახე კუბოში ნეკრასოვი. მისი ცოტა მოგრძო, მრავალტანჯული სახე დღესაც თვალწინ მიდგას. თითქმის ბინდი იყო ჩამომდგარი, რომ მიცვალებული გამოასვენეს ეკლესიიდამ. მანამ საფლავში ჩაუშვებდნენ, რამოდენიმე სიტყვა იქნა წარმოთქმული. პირველად გამოვიდა გამოჩენილი მწერალი დოსტოევსკი, შედგა ამაღლებულ ადგილას და რაღაც მიხრწნილი, დასნეულებული ხმით, ასე დაიწყო სიტყვა: ჩვენ წინაშე მდებარე განსვენებულმა ნეკრასოვმა დიდი ადგილი დაიჭირა ჩვენ ცხოვრებაში პუშკინის შემდეგ, რომელსაც დღემდე მაღალი, მიუწვდომელი ადგილი უჭირავს. აქ დოსტოევსკის სიტყვა შეაწყვეტინეს ყვირილით: «არა, ნეკრასოვი უფრო მაღლა სდგას, უფრო მაღლა!» დოსტოევსკის რაღაც უნდა ეთქვა, თითქოს თავი უნდა ემართლებინა, მაგრამ ხმა ამოიღო თუ არა, მიაძახეს: უფრო მაღლა, უფრო მაღლა! Выше, Выше! ისედაც უსისხლო, გაცრეცილი, დანაოჭებული სახე უფრო გაუფითრდა, დაეღრიჯა. დოსტოევსკი საბრალო სანახავი იყო. მერე ვეღარ შევამჩნიე, როგორ ჩამოვიდა ძირს და ჩაიმალა ხალხში. იმის გასაგებად, თუ ასე შეუბრალებლად რად მოეპყრო დოსტოევსკის სტუდენტობა, უნდა ითქვას, რომ დოსტოევსკიმ იმ დროს სახელი გაიტეხა, როგორც სტუდენტობის, ისე მოწინავე ინტელიგენციის თვალში. ამის მიზეზი იყო: პირველი ის, რომ ამ დროს მისი რედაქტორობით და მთავარ თანამშრომლობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი, სახელად «Дневник», სადაც გამოსთქვამდნენ ისეთ აზრებს, რომელიც მაშინდელ მთავრობის რეტროგრადების შეხედულებას სავსებით ეფერებოდა; მეორედ კიდევ ის, რომ ამ ხანებში გამოვიდა მისი ახალი რომანი «Бесы», სადაც ახალგაზრდობის ახალი მიმართულება, მისი რევოლუციონრული მისწრაფებანი, სასაცილოდ იყო აგდებული და უარყოფითი ნიშნებით დახასიათებული. სტუდენტობამ ეს ვერ აპატია დოსტოევსკის, მით უმეტეს, რომ მის დიდს ნიჭს დატყვევებული ყავდა მკითხველი საზოგადოება და მის აზრს და ნათქვამს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.37

უკვე ბნელოდა, როცა უკანასკნელი მიწა მიაყარეს ნეკრასოვის საფლავს, და ხალხი დაიშალა. მივიხედ-მოვიხედე, ჩვენები აღარავინ იყო. წასულ-წამოსულიყვნენ. დავღონდი, ძალიან დაღლილად ვგრძნობდი ჩემს თავს. ვფიქრობდი, «კონკაში» ჩავჯდები და ცოტას შევისვენებ მეთქი. კარგად მახსოვდა, რომ ჯიბეში ხუთ კაპეიკზე მეტი არ მქონდა, თავი ვინუგეშე. ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე როგორმე მივალ ფეხით და იქიდგან კი მისვლა ჩემ ბინამდე ღირდა მხოლოდ შაური, ე. ი. სწორედ ის თანხა, რომელიც მე ჯიბეში მეგულებოდა. მივჩანჩალდი ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე. აქ «კონკის» მოლოდინში ჩემი თანხების კვლევა-ძიებას შევუდექი. წარმოიდგინეთ ჩემი სასოწარკვეთილება, როდესაც ჩემი შეთხელებული ჯიბეები გადავატრიალ-გადმოვატრიალე და ორი კაპეიკის მეტი ვერა აღმოვაჩინე რა. შაურზე ფიქრს თავი მივანებე. ეხლა მთელი ჩემი ფიქრი და ზრუნვა იმაზე იყო მიმართული, რომ ერთი კაპეიკი როგორმე აღმომეჩინა. ეს დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, რადგან სამ კაპეიკადაც შემეძლო შინ მისვლა. უნდა გითხრათ, რომ მაშინ «კონკები» ორ სართულიანი იყო: ქვემოთ, დახურულში, შაური ღირდა, ხოლო ზემოდ, ღია უსახურაო ბანზე, სამი კაპეიკი. მართალია, ყინვა იყო დიდი, მაგრამ ამას ვინ დაგიდევდა, ოღონდ დაღლილ-დაწყვეტილი ფეხებისთვის ცოტაოდენი შესვენება მიმეცა. ერთხელ კიდევ გულმოდგინედ შევუდექი ბედ-იღბლის გადამწყვეტ კაპეიკის ძებნას, მაგრამ რას ეძებ, რაც არ შეგინახავს! დავემორჩილე ჩემს ბედს და ფილოსოფიით ვინუგეშებდი თავს: ესეც ხომ გამოვიარე და ვნახე: აბა რა არის კაპეიკი, ხშირად ქუჩაში ფეხს წამოკრავ და თავსაც არ შეიწუხებ, რომ წელში მოიხარო და დასწვდე ასაღებად. ეხლა კი ჩემ თავზე, თუ უფრო ფეხებზე, გამოვცადე, თუ ხანდახან რა დიდი მნიშვნელობა ჰქონია ადამიანის ცხოვრებაში კაპეიკსაც. ღამის ათი საათი იქნებოდა, რომ რის ვაი-ვაგლახით ჩემი დაღლილ-დაწყვეტილი ფეხები შინ მივათრიე.

7 თავი V

▲ზევით დაბრუნება


თავი V

ლეგენდა ტახტის მემკვიდრის ლიბერალობის შესახებ. სტუდენტების წასვლა ტახტის მემკვიდრესთან პეტიციის გადასაცემად. ყაზახების მიერ სტუდენტთა დემონსტრაციის დამათრახება და გაფანტვა. წლიური აქტი პეტერბურღის უნივერსიტეტში 1880 წელს. სილის გარტყმა განათლების მინისტრ საბუროვისათვის.

პროკლამაციების გადმოყრა. სტუდენტების დაპატიმრება.

სტუდენტობაში გავრცელებული იყო აზრი, არ ვიცი კი რაზედ დამყარებული, ვითომ მემკვიდრე, შემდეგში ხელწიფე ალექსანდრე III, ლიბერალიაო და მზადაა, ხალხს ყოველგვარი შეღავათი და რეფორმები მისცესო. ფანტაზიის აღმაფრენას გზას აძლევდნენ და უფრო მეტსაც ამბობდნენ, ვითომ მემკვიდრე მომხრეა კონსტიტუციისაო. ვიმეორებ, არ ვიცი რაზე იყო ეს აზრი დამყარებული. სხვათა შორის ასახელებდნენ იმას, რომ მემკვიდრეს დიდად უყვარს მწერალი სალტიკოვ-შჩედრინი და გულმოდგინეთ კითხულობს ყველა იმის ნაწერებსაო. სალტიკოვ-შჩედრინი ხომ სატირიკოსი იყო, რომელიც არა ზოგავდა არავის, რა დიდი ადგილიც გინდა სჭეროდა მთავრობის იერარქიაში, და მწვავე და სუსხიან მათრახებს აწნავდა. თვით ხელმწიფის გვარეულობასაც არ ერიდებოდა და ბევრ მართალ და გესლით სავსე სიტყვას მიუძღვნიდა ხოლმე. რასაკვირველია, ამათ შესახებ წერა რუსეთში არ შეიძლებოდა, მაგრამ ყველა ასეთი ნაწერი საზღვარგარეთ იბეჭდებოდა და რუსეთში კონტრაბანდით შემოდიოდა და ყველაზე ადრე, რასაკვირველია, სტუდენტებს უვარდებოდა ხელში. შჩედრინი დიდი ოხუნჯი იყო და ხშირად ეტყოდა თურმე თავის მეგობრებს: მემკვიდრე ერთგული მკითხველია ჩემი ნაწერებისა და ეს გარემოება დიდად მაფიქრებსო, ვაი თუ სასახლეში ხუმარას თანამდებობაზე მიმიწვიონ და დამავალონ რომ მემკვიდრეს გასართობად ჩემი ნაწერები ვუკითხოვო. მაშინ ხომ, როგორც სასახლის მოხელემ, თავი უნდა დავანებო მწერლობასაც და რედაქტორობასაც (ნეკრასოვის სიკვდილის შემდეგ შჩედრინი ითვლება ჟურ.«Отечественные записки»-ს რედაქტორად).

იქნება ეს ფანტაზიური ზღაპარი-ანდაზა ჰქონდა სარჩულად სტუდენტების აზრს მემკვიდრის შესახებ. ამის გამოკვლევას არ გამოვუდგები. მხოლოდ ის კი ფაქტად რჩება, რომ სტუდენტებს მემკვიდრის ლიბერალობა სწამდათ. ამ რწმენით, თუ სხვა რაიმე მოსაზრებით, - არ ვიცი, ის კი იყო, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს პირადად წასულიყვნენ მემეკვიდრესთან და პეტიცია გადაეცათ სხვადასხვა პოლიტიკური შეღავათებისა და ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებათა შეზღუდვის შესახებ.

მოწვეული იყო დიდი კრება. გაცხოველებული სჯა და კამათი იყო პეტიციის შინაარსის შესახებ. მალე გაჩნდნენ აქვე ინსპექტორი და სუბინსპექტორები. იმათ თხოვნას და ბრძანებას, რომ კრება დაშლილიყო, ყურადღებას არავინ აქცევდა. მოიწვიეს რექტორი, რომელიც თავისი ჩვეულებრივი გულკეთილობით ურჩევდა სტუდენტებს მიეტოვებინათ ეს საქმე, რადგან კარგი არაფერი გამოვა და უბედურობა კი, შეიძლება, დიდი დატრიალდესო. გატაცებულნი თავიანთი აზრით, სტუდენტები არ უსმენდნენ რექტორს და ასე უპასუხებდნენ: რა მოხდება? სალდათებს შემოიყვანთ უნივერსიტეტში და ხიშტებით დაგვერევიანო?

- შეიძლება ეგრეც მოხდეს, - ნაღვლიანად ეუბნებოდა რექტორი.

- ვიცით, კიდევ მეტი იქნება: გამოიწვევთ ყაზახებს, არტილერიას, უნივერსიტეტს ალყას შემოარტყამთ, ყუმბარებს დაუშენთ და გარეთ რომ გავალთ, ყაზახების მათრახებს ვერსად წავუვალთ, ეს იქნება, სხვა ხომ არაფერი? ამით ვერ შეგვაშინებთ.

ამ დროს შემოვიდა ხელმეორედ ინსპექტორი. ხელში რაღაც ქაღალდი ეჭირა და გვითხრა, აი ეს არის მინისტრისგან მივიღე ეს მოწერილობა და გთხოვთ დაიშალნეთ და თქვენს საქმეს შეუდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტში პოლიცია იქნება შემოყვანილი, რომ ეს უკანონო კრება ძალით იქნეს დაშლილიო, ეს ნაპერწკალი საკმარისი იყო, რომ სტუდენტობა აფეთქებულიყო.

- სტყუით, არ გვჯერა, როდის მოგივიდათ ეგ ქაღალდი, გვაჩვენე, - შეჰყვირეს ინსპექტორს ერთხმად.

ინსპექტორი შეკრთა, გაფითრდა და ქაღალდს ხელიდან არ უშვებდა.

ამ დროს გამოვიდა წინ სტუდენტი, მგონი ზუბოვი იყო მისი გვარი, კარგი ორატორი, ცხარე, შეუპოვარი, გამბედავი და კრების მოთავე, მოულოდნელად მიჰვარდა ინსპექტორს და ხელიდან გამოჰგლიჯა ქაღალდი, წაიკითხა და მიაძახა კრებას:

- გვატყუებენ, ქაღალდი ხელმოუწერელია, აქ არის შეთხზული!

გაისმა ფიცხლავ ყიჟინა და მუქარა: გადით, გადით აქედგან, თქვე მატყუარებო, ოინბაზებო!

ინსპექტორმა კუდი ამოიძუა და ფეხმარდად კარებისაკენ გასწია. ამალაც თან გაჰყვა.

ბევრი აღარ ახანეს. ამოდენა ხალხმა იხუვლა, ქუჩაში გავიდა და გაემგზავრა მემკვიდრის სასახლისაკენ. გზაში დანიშნულ ალაგას უნდა შემოერთებულიყვნენ სტუდენტები საექიმო აკადემიისა, ვიბორგის მხრიდან, და სამთო ინსტიტუტისა, ვასილის კუნძულიდგან. სამი ხიდით შეიძლებოდა მდინარე ნევაზე გადასვლა: ნიკოლაევის, სასახლისა და ლიტეინისა. მივადექით ჯერ ერთ ხიდს, მერე მეორეს, მესამეზე აკადემიის სტუდენტები უნდა გასულიყვნენ, - და პირს კატა კი გვეცა: ყველა ხიდი შეკრული იყო, ორთავე მხარეს გაღმა-გამოღმა ქვეითა ჯარები და ყაზახები იდგნენ. ზოგმა მაშინვე უკან დაიწია, რადგან ამ შეიარაღებულ ძალას ხელდახელ უიარაღოთ ვერ შეებმოდნენ.

ზოგმა კი, ვინც უფრო გატაცებული ხასიათის იყო, არ დაიხია და სცადა ძალით ჯარების გარღვევა და ხიდზე გადასვლა. ძვირად დაუჯდათ ეს ცდა! ჯერ ყაზახებმა მათრახებით დასერეს და მერე ადმინისტრაციამ პეტერბურღიდამ განდევნა. ასეთივე ბედი ეწიათ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებს, რომელთაც ხიდი არ ჰქონდათ გამოსავლელი და მის გამო მოესწროთ მემკვიდრის სასახლესთან მისვლა. მხოლოდ ამათაც მემკვიდრის მაგიერ გაუმასპინძლდნენ ყაზახები.

ამგვარად, შეიქმნა ორი ბანაკი: ერთის მხრივ - ახალგაზრდობა, სტუდენტობა, მეორეს მხრივ - მთავრობა შეიარაღებული ძალით. პირველი გამოდიოდა და საბრძოლველ იარაღად ჰქონდა მხოლოდ «გული წმინდა» და «სული წრფელი», მეორის ერთადერთი ფარ-ხმალი იყო ხიშტი და მათრახი. მაგრამ ეს უკანასკნელნი ბრმანი იყვნენ და უხეშნი. ბრმანო! ცეცხლს აქრობდით გარეგნად და ის კი ვერ დაგენახათ, თუ სად იყო სათავე ამ ცეცხლისა. უვიცნო! უხეშად სდევნიდით ახალგაზრდობას და იმას კი აღარ ფიქრობდით რომ ახალგაზრდის ბუნება ლერწამსა ჰგავს, რომელიც შეგიძლიათ გადაჰგრიხოთ, მაგრამ იგი წელში ისევ მალე გაიმართება. ქვევრს, სადაც ახლად დაყენებული ღვინო სდუღს, სარქველს მაგრად არ დახურავენ, პირიქით, სასულსაც აძლევენ, რომ ღვინის დუღილს ხელი არ შეუშალონ,

თორემ სარქველსაც აჰგლეჯს და ღვინოც გადმოიღვრება. ასეთივეა ბუნება ახალგაზრდობისა, რასაკვირველია, ჯანმრთელისა, ჯანღონით სავსისა და არა დასნეულებულისა, დავრდომილისა. და რომ მაშინდელი ახალგაზრდობა ჯანსაღი იყო, მხნე და გამძლე, ეს შემდეგში საქმით დამტკიცდა. მე თვითონ ბევრის მნახველი და გამგონი ვიყავი, მაგრამ წვრილმანი ფაქტების აღნუსხვას არ გამოვუდები. აღვნიშნავ მხოლოდ უფრო თვალსაჩინოს და ღირსშესანიშნავს.

უნივერსიტეტში ყოველწლივ იმართებოდა ხოლმე ეგრედწოდებული წლიური აქტი, ე.ი. უნივერსიტეტის მთავრობა ანგარიშს იძლეოდა უნივერსიტეტის ცხოვრების და თავის მოქმედების შესახებ, წლის განმავლობაში. აი ერთი ამისთანა აქტი იყო გამართული 1879 თუ 1880 წ. კარგად აღარ მახსოვს. აქტი იმართებოდა ჩვეულებრივ უნივერსიტეტის ეგრედწოდებულ «სააქტო ზალაში». ეს ზალა წარმოადგენდა დიდს ორსართულიან დარბაზს. ზემო სანათურებთან დარბაზს შემოვლებული ჰქონდა ირგვლივ ფართო ბალკონი მოაჯირით. აქტს ყოველთვის დიდძალი ხალხი ესწრებოდა, რომელთა შორის, სტუდენტთა და პროფესორთა გარდა, გარეშე საზოგადოებაც ბლომად იყო. ამ აქტს, სხვათა შორის, ეწვიენ საპატიო წევრები, მათ შორის გამოჩენილი მოგზაური, პრჟევალსკი38, და განათლების მინისტრი, საბუროვი, რომელსაც თან ახლდნენ სამინისტროს წარჩინებული მოხელენი.

დარბაზში ტევა არ იყო. შესავალ-გამოსავალი გზაც კი ესტრადამდე, სადაც პროფესორები და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენელნი იყვნენ, - სტუდენტებით იყო გავსებული. რაღაც არაჩვეულებრივი მოძრაობა ემჩნეოდა სტუდენტობას, რაღაც ჩუმი ლაპარაკი, ჩურჩული ისმოდა. ყური მოვკარი, რომ ბალკონზე ჟელიაბოვი39 და პეროვსკაია40 არიანო. დიდად მინდოდა მათი ნახვა, მაგრამ როგორ ავიდოდი ზევით, - კიბე ისე იყო გაჭედილი, რომ ხელის განძრევაც კი უჭირდათ იქ მდგომთ. შემდეგ კი მომიხდა მაინც ჟელიაბოვის და პეროვსკიას ნახვა, მხოლოდ სხვა ადგილას და სხვა გარემოებაში, რაზედაც ქვემოდ მექნება ლაპარაკი.

დავრჩი ისევ დარბაზში. პრორექტორი წლიურ ანგარიშს კითხულობდა ერთ ხმაზედ. სიჩუმე იდგა. უეცრად რაღაცა ტკაცუნი გაისმა, გეგონებოდათ ვიღაცამ მაგიდას სახაზავი მაგრა დაარტყაო. მალე შევიტყეთ, რაც მოხდა. ვიღაცამ სილა გაარტყა მინისტრს საბუროვს. შეიქმნა ჩოჩქოლი, ხალხი აირ-დაირია. ზოგმა გასავალ კარებს მიაშურა, ზოგი ესტრადის ახლოს აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც სილანაკრავი მინისტრი იჯდა, საბუროვი ადგილიდან არ იძროდა. საბრალო სანახავი იყო: ყბა აწითლებული, გაშტერებული, გაქვავებული იჯდა უძრავად თავის სავარძელში. ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა, თითქოს თავბრუ აქვს დასხმული და ვერაფერს გრძნობს, რა ხდება მის გარშემო.

სილის გარტყმის უმალვე კი დარბაზში აი რა მოხდა. ბალკონიდგან ვიღაცა ლაპარაკობდა ხმამაღლა და იმავე დროს ზემოდან წვიმასავით წამოვიდა ქაღალდის ფურცლები, სადაც მუქარით სწერდნენ: დღეს მინისტრს საბუროვს სილას ვარტყამთ, ხვალ სხვები უარესს მოელოდნენ. თქვენი ხიშტი და ტყვია ჩვენ ვერ გვაშინებს, ჩვენ დაწყებულ საქმეზე ხელს არ ავიღებთ, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ. თქვენი ძალადობით, მუხთლობით ვერას გახვალთ, ჩვენ სიკვდილის შიშიც ვერ შეგვაყენებსო.

ეს რომ უსათუოდ ტრაბახი, ლიტონი სიტყვების რახა-რუხი არ იყო, ამის მოწმენიც მალე გავხდით, რაზედაც ქვემოდ მექნება ნათქვამი.

დარბაზი თითქმის დაცლილი იყო, როდესაც პოლიცია და ჟანდარმები გაჩნდნენ, დაიწყო ჩვეულებრივი ჩხრეკა-ძიება. ვინ იყო სილის გამრტყმელი, ვერა გავიგეთ რა. ბევრი კი დაიჭირეს. ბევრი სტუდენტი გამოაკლდა ამხანაგობას და უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. რა ბედი ეწიათ მათ, ეს ჩვენთვის, გადარჩენილთათვის, საიდუმლო შეიქმნა, და ეს საიდუმლო იციან მხოლოდ პეტრე-პავლეს ციხის ნესტიანმა კედლებმა, და ცივი ციმბირის შორეულმა, გადავარდნილმა ადგილებმა.
 

8 თავი VI

▲ზევით დაბრუნება


თავი VI

მთავრობა და რევოლუციონერები. ტერორის გზა. ალექსანდრე II-ს მოკ-ვლა გრინევეცკისა და რისაკოვის მიერ. ტერორისტების გასამართლება. და-სასჯელთა უკანასკნელი მგზავრობა სამგლოვიარო ეტლზე. ჟელიაბოვის, პე-როსვკაიას, კიბალჩიჩის, მიხაილოვის და რისაკოვის საჯარო ჩამოხრჩობა სე-მიონოვის მოედანზე. პეტერბურღის მიმზიდველი ძალა ახალგაზრდობი-სათვის. გატაცება პოზიტიური ფილოსოფიით და უტოპიური სოციალიზ-მით. ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის და პისარევის გავლენა ახალ თაობა-ზე. მიხაილოვსკის და ანტონოვიჩის გაცნობა. პეტებურღის ქართველ სტუ-დენტთა წრე. კრებები ვასო მაჩაბლის ბინაზე. სტუდენტთა წრის სტუმრები: აკაკი, ნ. ნიკოლაძე, დ. ყიფიანი, დ. ჩუბინაშვილი. ქართული წარმოდგენა პე-ტერბურღში.

ბრძოლა გამწვავდა. მთავრობა მეტ სისასტიკეს იჩენდა, ძალადობას აძლიერებ-და. მეტადრე დიდი იერიში მოიტანა უნივერსიტეტზე და საზოგადოთ უმაღლეს სასწავლებლებზე, რადგან კარგად იცოდა, რომ «კრამოლნიკების», - როგორც მაშინ უწოდებდნენ მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლიუციონერებს, - რაზმები იქიდგან გამოდიოდა და დანაკლისიც იქიდანვე შეივსებოდა ხოლმე. საქმე იქამ-დის მივიდა, რომ განიზრახეს უნივერსიტეტის დახურვა, სრულიად გაუქმება. მაგ-რამ ეს განზრახვა სისრულეში არ მოიყვანეს, ამისი ჭკუა კიდევ შერჩათ. მიხვდნენ, რომ აქამდინ პატარა რაზმები იკრიბებოდა უნივერსიტეტში, ახლა, როდესაც უნი-ვერსიტეტი დაიხურებოდა, თუნდაც დროებით, უსაქმოდ დარჩენილი სტუდენ-ტობა რევოლიუციონერების მთელ არმიათ გადაიქცეოდა.

მთავრობის ძალადობაზე რევოლიუციონერებმა ასეთივე ძალადობით უპასუ-ხეს. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, - გადასწყვიტეს ამათ და საქმესაც შეუდგნენ. ჯერ იყო და მინისტრებს, პოლიციის და ჟანდარმის უფროსებს დაუწყეს დევნა: ზოგი მოკლეს, ზოგიც დაასახიჩრეს. ამათ გმირულ-გაბედულ მოქმედებას განცვიფრებაში მოჰყავდა ყველა. გამოდიოდნენ არა ლაჩრულად, არა ფარულად, არა პოლიციელების და სალდათების ზურგს უკან, არამედ პირდაპირ, სათითაოდ, დღისით და ისეთ ქუჩებზე, სადაც განუწყვეტელი მოძრაობა იყო ხალხისა.

ამ ამბების გაგონებაზე მტრები გულზე მოდიოდნენ და კბილებს აღრჭიალებ-დნენ, თანამგრძნობნი და მოყვარენი ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც ვაშას უძახ-დნენ.

მალე ამ წვრილფეხობას თავი მიანებეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ მოიკრი-ბეს, და იერიში თვით ხელმწიფე ალექსანდრე II-ზე მიიტანეს.

ხელმწიფის მოკვლის საქმე მინდობილი ჰქონდა ტერორისტების ერთ ჯგუფს. სათავეში მათ უდგნენ ჟელიაბოვი, პეროვსკაია, კიბალჩიჩი და სხვანი. ამათ ჰქონ-დათ საიდუმლო სტაბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნაკები და პროკლამაციები საზოგა-დოების მოსამზადებლად და იმის გასაცნობად, თუ რა მიზანი აქვს მათ ტერორის-ტულ მოქმედებას. ჰქონდათ აგრეთვე ქიმიური ლაბორატორია, სადაც ამზადებ-დნენ ასაფეთქებელ ყუმბარებს.
დაუწყეს ხელმწიფეს დევნა და ისეთი წესით, გეგონებოდათ საომარი ალყა აქვთ შემორტყმულიო, რომ მტერი არსად გაეპაროთო. ჯერ კიდევ ყირიმში დაუპირეს მოკვლა. რა წამს გაიგეს ეს, ხელმწიფემ მაშინვე მიანება თავი ყირიმს და პეტერ-ბურღს გამოეშურა. მაგრამ გზაშიაც ხაფანგი ჰქონდა დაგებული ორ ალაგას. ალექ-სანდროვსკში, ეკატერინოსლავის გუბერნიაში, რკინის გზის ხიდი იყო მომზადე-ბული ასაფეთქებლად; აგრეთვე მოსკოვში რკინის გზის ლიანდაგს ნაღმი ჰქონდა ჩადებული და ხელმწიფე ორსავ ადგილას მხოლოდ შემთხვევით გადაურჩა ხი-ფათს. მერე იყო და ხალტურინმა სასახლე აუფეთქა, სწორედ სადილობის დროს, და ხელმწიფე მთელი ოჯახით ვერ გადაურჩებოდა დაღუპვას, რომ უბრალო შემ-თხვევის გამო სადილი არ დაგვიანებულიყო. ზემოდ უკვე გვქონდა მოხსენებული, რომ სწორედ ამ დღეს უცხოეთიდამ მოელოდნენ დიდ სტუმრებს, მაგრამ მატარე-ბელმა დაიგვიანა ნახევარი საათით და ამ გარემოებამ ხელმწიფე და მისი «უავგუს-ტოესი» სტუმრებიც სიკვდილს გადაარჩინა.

ახლა აქ, პეტერბურღში შეუდგნენ დევნას, ამ გამუდმებული დევნით ისე იყო თურმე ხელმწიფე ნერვებაშლილი, დაშინებული, რომ სასახლეში ღამეობით ვეღა-რა რჩებოდა და ხან მემკვიდრესთან ათევდა ღამეს, ხან სხვა თავის ნათესავებთან. ას ორმოცდაათი მილიონი ხალხის მბრძანებელს ბინა არ ჰქონდა, რომ ღამე უშიშ-რად, მშვიდობიანად გაეტარებინა!

ერთი ჩვეულება ქონდა ხელმწიფეს აჩემებული და ვერც დევნამ, ვერც შიშმა ხე-ლი ვერ ააღებინა. მართალი უთქვამთ ჩვენს ძველებს: ჩვეულება რჯულთ უმტკი-ცესიაო. ყოველ კვირას დღისით მანეჟში დაიარებოდა, სადაც ცხენოსანი გვარდიის აფიცრების ვარჯიშობა იყო ხოლმე. რევოლიუციონერებმა თვეობით თვალყური ადევნეს და შენიშნეს შემდეგი: პირველი, რომ სულ ერთი და იმავე გზით დაიარე-ბოდა ხელმწიფე, მეორე კიდევ, რომ მანეჟიდგან ან სახლში დაბრუნდებოდა პირ-დაპირ, ან მემკვიდრესთან შეივლიდა სტუმრად. პირველ შემთხვევაში ინჟენერების ან დიდი იტალიანურის ქუჩით უნდა გასულიყო ეკატერინეს არხზე და აქედგან თავის სასახლეში; მეორე შემთხვევაში უნდა გაევლო პატარა ბაღის ქუჩა და გასუ-ლიყო ნევის პროსპექტზე, სადაც მემკვიდრის სასახლე იდგა და ეს ორივე ისე შეჰ-კრეს შეთქმულებმა, რომ ხელმწიფეს გასავალი არ ჰქონდა, ხაფანგში უნდა მოჰყო-ლოდა.

პატარა ბაღის ქუჩა ძალიან ვიწროა. ნევის პროსპექტის ყურთან ერთ მხარეს დი-დი, მრავალსართულიანი სახლი იდგა. ქუჩის პირად ღრმა, ბნელი სარდაფი ჰქონ-და სახლს, სადაც საძეხვო ვაჭრობა იყო მოწყობილი. ვაჭრობდნენ ცოლი და ქმარი, სხვა მოსამსახურე არავინ ჩანდა. არც დიდი ვაჭრობა იყო მაინცდამაინც გაჩაღებუ-ლი. მაგრამ ამისთვის როდი იყო დუქანი გაღებული. თურმე დღე და ღამე გაჩქარე-ბულად სთხრიდნენ მიწას ქუჩის ქვეშ, მთელ სიგანეზე, ქუჩის ერთი პირიდან მეო-რემდე. ნათხარი მიწით ტომრებს ავსებდნენ და აქვე დუქანში ჰმალავდნენ. თხრა

რომ გაათავეს, თხრილში დიდძალი ნაღმი ჩადეს. თუ ხელმწიფე აქეთ გამოივლი-და, დუქნიდგან ნაღმს ააფეთქებდნენ და მთელ ადგილს და, რაც ზედ ხალხი თუ ეტლები იქნებოდა აფეთქების დროს, ჰაერში აიტანდნენ და გაანადგურებდნენ.

მეორე გზა, ე.ი. ინჟენერებისა და დიდი იტალიანური ქუჩა სულ სხვა გეგმაზე იყო მოწყობილი. როგორი იყო ეს გეგმა, ქვემოდ დავინახავთ. ამ დროს დააპატიმ-რეს ჟელიაბოვი, მთელი ამ საქმის მოთავე და სულის ჩამდგმელი, საოცარი მხნეო-ბისა და ენერგიის კაცი; ჭკვიანი, მოხერხებული და მოფიქრებით მომქმედი. ეგო-ნათ, ამის დაჭერით მთელი ეს საქმე ჩაიშლებოდა. მის მოადგილედ დარჩა ქალი პეროსვკაია და ამ სუსტმა ქალმა, როდესაც დაინახა, თუ რა დიდი და საპასუხის-მგებლო მოვალეობა დააწვა მას, მოიკრიბა მთელი თავისი ძალ-ღონე, დიდი უნარი და მოხერხება გამოიჩინა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. საქმე კი ასე დატრიალდა: უკანასკნელს წუთს გაიგეს, რომ ხელმწიფე მანეჟიდან პირდაპირ თავის სასახლეში წავაო. რაკი ბაღის ქუჩაზე საქმე ისე იყო მოწყობილი, რომ იქ შველა არ უნდოდათ, ამის გამო მთელი ყურადღება მიქცეული იყო მეორე გზის ქუჩებზე და ეკატერინეს არხზე. თავთავის ადგილას იყვნენ დაყენებული გამოწვრთნილი დარაჯები, რო-მელთაც უნდა ნიშნებით ეჩვენებინათ ხელმწიფის მსვლელობა, ხოლო ეკატერინეს არხზე, როგორც უფრო ჩუმ და მიყრუებულ ალაგას, დაყენებული იყო ორი შემ-სრულებელი სასჯელისა, ყუმბარებით შეიარაღებულნი; ესენი შემდეგ აღმოჩნდნენ რისაკოვი და გრინევიცკი. როგორც ვსთქვით, რაკი შეიტყეს ხელმწიფის ამ გზით წამოსვლა, პეროვსკაიამ თავისი საუკეთესო ცხენით შებმული ეტლი აფრინა ნევის პროსპექტის მიმართულებით და მალე გაჩნდა ეკატერინეს არხის მეორე მხარეს. აქეთა მხარეს კი, სადაც დიდი იტალიანური ქუჩა არხთან თავდებოდა იდგნენ რი-საკოვი და გრინევიცკი. ესენი ქუჩის შესახვევიდგან ცოტა დაშორებით იდგნენ. ასე რომ, ვერ შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ ხელმწიფის მსვლელობისათვის, რომ დროზე მომზადებულიყვნენ. აი სწორედ ამიტომ მიაშურა პეროვსკაიამ არხის მეო-რე მხარეს და დადგა ისეთ ალაგას, საიდგანაც დიდი იტალიანური ქუჩა კარგად სჩანდა. ხელმწიფე რომ არხს მიუახლოვდა, პეროვსკაიამ თეთრი ხელსახოცის აქნე-ვით აცნობა ეს რისაკოვს და გრინევეცკის, რომელნიც არხის მოაჯირს მიყუდე-ბულნი იდგნენ. პირველად ყუმბარა რისაკოვმა ესროლა ხელმწიფის ეტლს. ეტლის უკანა ნაწილი ჩაიმტვრა და ცხენები შედგნენ. ხელმწიფე იძულებული იყო ჩამომ-ხტარიყო, პოლიცმეისტერი, რომელიც წინ მიუძღვოდა მარხილით, მიუახლოვდა ხელმწიფეს და დიდის მუდარით ეხვეწებოდა თურმე ჩამჯდარიყო მის ეტლში და გაჩქარებულიყო სასახლისაკენ. მისი დაგეშილი ალღო თითქოს გრძნობდა რომ აქ რაღაც ხაფანგი უნდა იყოს დაგებული და ამით არ გადავრჩებითო. მართალიც გა-მოდგა. ხელმწიფემ თავის ერთგულის ვედრება არ ისმინა. ეტყობა ან ბედისწერამ აიტანა, ან მამაცობა უნდა ეჩვენებინა და გათამამებულმა იმით, რომ ასე ბედნიე-რად გადაურჩა ხიფათს, გასწია რისაკოვისაკენ, რომელიც ხელმწიფის თანამოახლე ყაზახებს უკვე შებოჭილი ეჭირათ.

- ვინა ხარ? - ჰკითხა ხელმწიფემ,
- სტუდენტი რისაკოვი, - იყო პასუხი.
- Хорош! - სთქვა ხელმწიფემ და გაბრუნდა41.

არ გაუვლია სულ რამდენიმე ნაბიჯი, რომ აქამდე გულარხეინად მოაჯირზე მი-ყუდებული გრინევეცკი, გაიმართა წელში, შეუმჩნევლად გამოიღო უბიდგან ყუმ-ბარა და სულ რაღაც ერთი არშინის მანძილზე შიგ ფეხებში სთხლიშა. ხელმწიფე და გრინევიცკი ორივენი იქვე უსულოდ დაეცნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ხელმწიფეს

მთელი შიგნეულობა ჩასწყვეტოდა, ფეხის ძვლები ჩონჩხებად ქცეულიყო და მხო-ლოდ გარეკანის ნაგლეჯებზე ეკიდა.42

ეს მოხდა ნაშუადღევის პირველ თუ ორ საათზე. ეს ამბავი ელვასავით მოედო მალე პეტერბურღს, ასე რომ ოთხ საათზე ჩვენ საქმე უკვე დაწვრილებით ვიცო-დით. თუმცა წინა დღეებში, როდესაც ყრუ ხმები დადიოდა, რომ დიდი რაღაცა მზადდებაო, უნივერსიტეტის გულკეთილმა რექტორმა ბეკეტოვმა შეგვკრიბა სტუ-დენტები და გვირჩევდა დღეს შინ დავრჩენილიყავით და ქუჩაში სიარულს მოვრი-დებოდით, მაგრამ ვინ იყო გამგონი. მართლაცდა პოლიციამ, რომელიც არა სისა-ძაგლეს არ ერიდებოდა, აამოძრავა ამ ხანებში პეტერბურღის ყველა ნაძირალები და ხულიგნები და ამათი შემწეობით ჰსურდა სტუდენტების, საზოგადოდ, ინტელი-გენციის და ებრაელების რბევა-აკლება. ასეთ გარემოებათა მიხედვით, კეთილგო-ნიერება იქნებდა მართლაც ქუჩაში სიარულს მოვრიდებოდით, მაგრამ ხელმწიფის მოკვლის არაჩვეულებრივმა ამბავმა ისე გაგვიტაცა, რომ შინ გული არ გვიდგებო-და, გვინდოდა კიდევ მეტი რამ გაგვეგო და მეტადრე სულსა გვძლევდა და გვიზი-დავდა სურვილი, გვენახა ის ადგილი, სადაც ხელმწიფე იყო მოკლული.
იქნებოდა ეგრე ხუთი საათი, როცა სახლიდგან გამოვედით. დიდ ხანს არ გაუვ-ლია, რომ უკვე მკვლელობის ადგილს ვიყავით. კარგა ბლომად ხალხი შეყრილიყო, ხმამაღალი ლაპარაკი არ ისმოდა. მხოლოდ გაფაციცებით რაღაცას ეძებდნენ. თურ-მე ეტლის ნამტვრევებს და ტანისამოსის ნაგლეჯებს ჰკრებდნენ სახსოვრად.

მკვლელობის ადგილი შემდეგ სურათს წარმოადგენდა: შუა ქუჩაში დიდი, კარ-გად მოზრდილი ორმო იყო, ერთ არშინამდე სიგრძე-სიგანით, ერთი არშინიც სიღ-რმე იქნებოდა. ეს ორმო ამოეთხარა პირველ ყუმბარას, რომელიც რისაკოვმა ესრო-ლა. იმ ადგილას კი, სადაც მოკლულ იქნა ხელმწიფე, სისხლის კვალი ემჩნია და ცოტაოდენი ტანისამოსის ნაგლეჯებიც იყო, ნათხარი კი არა მოჩანდა რა. ეტყობა ტროტუარის ფილაქანზე იყო ყუმბარა დაცემული და ვერ ევნო, მხოლოდ არხის მოაჯირიდან კი რამდენიმე რკინა იყო მოგლეჯილი.

მალე ამ საქმის ყველა მონაწილე დააპატიმრეს და საქმე საგანგებო სასამარ-თლოს გადაეცა გასარჩევად. სამართალი იყო «სწრაფი», მხოლოდ არა «მოწყალე». ექვს კაცს ჩამოღრჩობა მიუსაჯეს. ამათგან დასჯილ იქნა მხოლოდ ხუთი, სახელ-დობრ: ჟელიაბოვი, პეროვსკაია, კიბალჩიჩი, მიხაილოვი და რისაკოვი. მეექვსე კი, ქალი გესია გელფმანი, მშობიარე იყო, ამიტომ მისი დასჯა დროებით გადადეს და ციხეში დასტოვეს, ვიდრე მოიმშობიარებდა. ნამდვილად არ ვიცი, რა ბედია ეწია ამ ქალს, ხმები კი დადიოდა, რომ მალე პეტრე-პავლეს ციხეში გარდაიცვალაო47.

მკვლელობა მარტში მოხდა და აპრილში სასჯელი უკვე სისრულეში მოიყვანეს. ჩამოახრჩეს საჯაროდ, ეგრედწოდებულ სემიონოვის მოედანზე, ეს მოედანი ეზოა სემიონოვის პოლკის ყაზარმებისა, და იმდენად ფართო, დიდი ეზოა, რომ მაშინაც და შემდეგშიც, ბოლო ხანამდე ამ ეზოში დოღები იმართებოდა. გასამართლებულ-ნი დილით ადრე უნდა გამოეყვანათ იმ სახლიდგან, სადაც ესენი უკანასკნელად იყვნენ დამწყვდეულნი. ეს სახლი კარგა შორს იყო ჩემი ბინიდგან, ოთხ ვერსამდე იქმნებოდა. და თუმცა ადრე გამოვედი შინიდგან, სატუსაღო სახლიდგან გამოყვა-ნას მაინც ვერ მივუსწარი. ნადეჟდინის ქუჩაზე ძლივ მოვეწიე: შემაძრწუნებელი სურათი წარმომიდგა თვალწინ. წარმოიდგინეთ დიდი, ღია ეტლი, ზედ იდგა სამ რიგად გაწყობილი ხუთი სკამი. სკამებზე ისხდნენ სათითაოდ უკანასკნელად მიმომგზავრნი ამა ქვეყნად, ისხდნენ პირუკუღმა, ე.ი. ზურგი ცხენებისკენ ჰქონდათ

შექცეული და პირი კი ხალხისაკენ. ეტლს ყოველმხრივ შემორტყმული ჰყვანდა დიდძალი ჯარი. წინ და უკან ეტლს მისდევდნენ სალდათები, რომელნიც განუწ-ყვეტლად აბრაგუნებდნენ დოლს და აჭყუტუნებდნენ სტვირებს, რაღაც მაღალი მწივანა ხმით. არც წინად მენახა და არც შემდეგ მინახავს ასეთი უსიამოვნო ხმის სტვირები, იქნება მხოლოდ ამგვარ საგანგებო შემთხვევისთვის ხმარობდნენ ასეთ სტვირებს. ამ საკრავების და ქუჩებზე თავმოყრილი აუარებელი ხალხის ხმაურო-ბისაგან ისეთი ჟრიამული იდგა, რომ ყურთა სმენა არ იყო. თავს ბრუ მესხმოდა.

პირველ რიგში ისხდნენ: ჟელიაბოვი და პეროვსკაია. ჟელიაბოვი, ნასტუდენტა-რი, გლეხის შვილი, შუა ტანის კაცად მოჩანდა, მოკლე წვერ-ულვაშით. თავჩაღუ-ნული იჯდა, წელში მოხრილიყო, ტანჯულად გამოიყურებოდა, თითქოს რაღაც აუტანელი სნეულება აწუხებსო. როგორც ჟელიაბოვს, ისე სხვებსაც სატუსაღო ტა-ნისამოსი ეცვათ.

ჟელიაბოვის გვერდით იჯდა პეროვსკაია, დიდი არისტოკრატიული ოჯახიდ-გან გამოსული. ამის მამა იყო პეტერბურღის გუბერნატორი, ხოლო პაპა - მინის-ტრი. პეროვსკაია შავებში იყო ჩაცმული. ტანთ ესხა შავი მანტიის მაგვარი სამოსე-ლი; თავს ეხურა შავი მანდილი, ყაბალახის მაგვარი, მხოლოდ ცოტად ზემოდ აწო-წილი. მანდილი ცოტა უკან გადავარდნილი ჰქონდა და მოქერო თმა ჩამოშლოდა მაღალ, თეთრ შუბლზე. ღაწვებზე მუქი წითელი ლაქები ხან მიკრთებოდა და ხან უფრო მუქად შეიღებებოდა. ტანგაშლილი იჯდა და სახეზე სრული სიმშვიდე ეტ-ყობოდა. როგორც ჟელიაბოვს, ისე პეროვსკაიას ერთხელაც თვალი არ გადმოუვ-ლიათ ხალხისათვის, თითქოს ამ ქვეყნისანი აღარ იყვნენ და ხალხის ჟრიამული მათ ყურს სრულებით არ სწვდებოდა.

ჟელიაბოვის უკან იჯდა მიხაილოვი, ქარხნის მუშა, თუმცა ყველას ხელები გა-ბაწრული ჰქონდა, ზურგს უკან სკამზე მაგრად მიკრული, მაგრამ მიხაილოვი მაინც ახერხებდა ტანის გადმოხრას ხალხისაკენ, ეტყობოდა მაღალი ტანისა იყო. სახე ძა-ლიან აღგზნებული ჰქონდა და თვალებს ისე ატრიალებდა, გეგონებოდათ ცოტა შერყეულიაო. გაცხარებული ხალხს რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ სიტყვები არ ისმოდა, ცოტა მოშორებით ვიყავი. ესეც რომ არ ყოფილიყო, ისეთი ხმაურობა და განგაში იდგა, რომ ყურთა სმენა არ იყო.

ყური მოვკარი მხოლოდ, ერთმა უბრალოდ ჩაცმულმა დედაკაცმა, ან მოსამსახურე, ან ბაზარში მოვაჭრე უნდა ყოფილიყო, - წამოიძახა: «ишь проклятый, еще прощения просит». გავოცდი, გულში ეკლადა მხვდა ეს უხეშად წამოსროლილი სიტყვები. შევნიშნე, რომ მდაბიო ხალხს, რომელიც ამ დასასჯელთა ეტლს მოსდევ-და, რაღაცა გულგრილობა და უფრო მეტსაც ვიტყვი, - მტრული განწყობილება ემ-ჩნეოდა.

ნეტავ მიხაილოვის ყურამდე თუ მიაღწია დედაკაცის ამ სიტყვებმა? და თუ მი-აღწია, ნეტავ რა იგრძნო, რა ფიქრმა გაუარა გულში44.

მიხაილოვის გვერდით, მეორე რიგში, იჯდა კიბალჩიჩი, შუათანა ტანის კაცი, შავგვრემანი. მოგრძო წვერით. სახე მშვიდი და წყნარი ჰქონდა, თვალები თითქოს ერთს რაღაც უხილავს წერტილს მისჩერებოდა გაშტერებით და შორს, შორს სად-ღაც გაიცქირებოდა. ეს ქვეყანა მისთვის აღარ არსებობდა, ხალხის ჟრიამული, მღელვარება მასზე არ მოქმედობდა, ყველა ეს მისთვის შორეული, დავიწყებული ამბავი იყო. იქნება თავის იდეას ჰქონდა შეპყრობილი მისი სულიერი არსება? შე-საძლებელია. ზემოდ ხომ მქონდა ნათქვამი, რომ კიბალჩიჩს გამოგონილი ჰქონდა საფრენი მანქანა, მხოლოდ ზოგიერთი წვრილმანის გამოკვლევა და ტექნიკურის

მხრივ დამუშავება-ღა იყო საჭირო. აი, ამიტომ თხოულობდა, ერთი-ორი თვით გა-დაედოთ მისი სიკვდილით დასჯა, რომ დრო ჰქონოდა, ეს საქმე ბოლომდი მიეყვა-ნა. მაგრამ ალექსანდრე III-ემ არ ინება ამ თხოვნის შეწყნარება. ამ ტახტზე მჯდომ ყასაბს მხოლოდ ამ «ავაზაკებისა» სისხლი სწყუროდა, ის ისწრაფოდა მალე ჯავრი ეყარა, თვითონ ამ დროს შეშინებული გატჩინოში იყო გაქცეული 50 ვერსის სიშო-რეზე პეტერბურღიდან, და იქ იჯდა კარჩაკეტილი სასახლეში, ირგვლივ ჯარებით გარშემორტყმული.
ვუბრუნდები სამგლოვიარო ეტლს. მესამე რიგში მარტო იჯდა მეხუთე განწი-რული - რისაკოვი. შორიდგან სულ ყმაწვილს ჰგვანდა, მეექვსე-მეშვიდე კლასის მოწაფეს მოგაგონებდათ. ნუ დაივიწყებთ, რომ იგი სულ ცხრამეტი წლისა იყო, სამ-თო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი. პირტიტველა, მრგვალი სახე ჰქონ-და, მოკლე, ცოტად ზემოდ აწეული ცხვირით. იჯდა უძრავად, თითქოს გაქვავებუ-ლიაო.
აგერ გამოჩნდა სემიონოვის მოედანიც. შუა გულში ხუთი სახრჩობელა დგას. მარტო ამათი დანახვა ადამიანს ჟრუანტელს ჰგვრის ტანში. აქვე ამართული იყო ფიცრის ამაღლებული ესტრადა, სადაც თავი მოეყარათ სასამართლოს და სხვა და-წესებულებათა წარმომადგენელთ. დაიწყეს დაუსრულებელი კითხვა რაღაც ქა-ღალდებისა. ნეტავი ვისთვის არის ეს საჭირო? - ვეკითხები ჩემს თავს. ჩვენ დამ-სწრეთ, შორიდან, სულერთია, არაფერი გვესმოდა. მომაკვდავთათვის? იმათ წი-ნადვე იცოდნენ, რა ბედიც მოელოდათ და ან განა მათთვის სულერთი არ იყო, რო-მელი კანონის მუხლის ძალით მოუსპობდნენ სიცოცხლეს? ჟანდარმებს, პოლიციე-ლებს და სასამართლოს მოხელეებს, რომელნიც ამ წესს ასრულებდნენ, ხომ ყველა-ფერი ფეხებზე ეკიდათ. მაშ რა იყო მთელი ეს ცერემონია? ფარისევლობა, თვალ-თმაქცობა, ოინბაზობა, - სხვა არაფერი, მოგონილი უწმინდური სინდისის დასამ-შვიდებლად, თავის მზაკვრული საქციელის ვითომ კანონით გასასამართლებლად.

პირველად ჩამოსახრჩობად მოამზადეს ჟელიაბოვი და პეროვსკაია. ესენი უკა-ნასკნელად ეაემბორნენ ერთმანეთს, გულითადად გამოეთხოვნენ მიხაილოვს და კიბალჩიჩს, რისაკოვს კი პირი უბრუნეს, ზურგი უქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოე-ბამ ძალიან გამაკვირვა. მერე გავიგე ამის მიზეზი. თურმე რისაკოვმა გასცა ბევრი ამ საქმეში მონაწილეობის მიმღები. ეს დასაჯერებელია. ნუ დავივიწყებთ, რომ რისა-კოვი ძალიან ახალგაზრდა იყო, თითქმის ყმაწვილი, ცხოვრებაში ახლად ჰქონდა ფეხი შედგმული. ახალგაზრდულმა აღფრთოვანებამ გაიტაცა და მძიმე მოვალეობა იდო კისრად. პატიოსნადაც შეასრულა. მაგრამ ციხეში, მარტოდ-მარტო დარჩენი-ლი, რომ ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას, სიკვდილი რომ ახლო იგრძნო, შეკ-რთა, სულმოკლეობას მიეცა.

ჟელიაბოვი და პეროვსკაია სახრჩობელაზე ჩამოკიდებულნი რომ დავინახე, შევ-კრთი. არ მეგონა, თუ ასეთი საზარელი სანახავი იქნებოდა. გულმა რაღაც საშინე-ლი ტკივილი იგრძნო. მეტი ვეღარ შევძელი. თვალი ავარიდე. წყევლა-კრულვა შე-ვუთვალე, ვინც ამის ღირსი იყო. პირი ვიბრუნე და წამოვედი. უკან აღარ მიმიხედ-ნია. ისეთს გრძნობას განვიცდიდი, თითქოს მეც რაღაც მონაწილეობა მიმეღოს ამ საშინელ უსამართლობაში და მიუტევებელ ბოროტმოქმედებაში.

პეტერბურღს ჩვენს დროში დიდი მიმზიდველობითი ძალა ჰქონდა ახალგაზ-რდობისათვის, ვინც სწავლისა და განვითარების წყურვილსა ჰგრძნობდა. ამის მი-ზეზი მრავალგვარი იყო. ჯერ ერთი ისა, რომ იქ იმყოფებოდა ყოველგვარი უმაღ-ლესი სასწავლებელი სხვადასხვა მეცნიერების დარგისა. აქ იყო: უნივერსიტეტი,

საუკეთესოდ მოწყობილი საექიმო აკადემია. ინსტიტუტები: ფილოლოგიური, ტექ-ნოლოგიური, საგზაო, სამთო და მრავალი სხვა, სადაც ათი ათასობით ითვლებოდა სტუდენტობა. მეორე კიდევ, აქაური პროფესორები ითვლებოდნენ საუკეთესო მეც-ნიერებად მთელ რუსეთში. და ბოლოს, პეტერბურღს უმეტესად ამშვენებდა ის, რომ აქ ჰქონდათ თავი მოყრილი საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთ, აქ შეკრებილიყ-ვნენ საუკეთესო მწერლები და პუბლიცისტები, იქ იბეჭდებოდა საუკეთესო ჟურნა-ლები და გაზეთები. პეტერბურღის დახასიათება ამ მხრივ მოკლედ რომ შეიძლე-ბოდეს, ასე ვიტყოდი: ეს ამოდენა გონებრივ ძალას, ნიჭს, ცოდნას, შეკრებილს ერთ ალაგას უხილველ გაუჟღენთია მთელი აქაური ჰაერი. ამ ჰაერს სუნთქავ და მასთან ერთად ამ დიდ საუნჯესაც. შენდაუნებურად მდიდრდება შენი ჭკუა და გონება, გეცვლება მსოფლმხედველობა, იზრდება შენი სულიერი მოთხოვონილება, ჰგრძნობ შეუმჩნევლად ყველა ამის ზეგავლენას და ცდილობ სხვას არ ჩამორჩე, მე-ტად განვითარდე, მეტი გონებრივი სიმდიდრე შეიძინო, ამით აიხსნება ის, რომ მა-შინდელი მოსწავლე ახალგაზრდობა ასე ხშირად ეწაფებოდა ყოველგვარ წყაროს, საიდგანაც კი მოელოდა ცოდნის, განვითარების წყურვილის მოკვლას. ამიტომაც იყო, რომ გარდა სავალდებულო ცოდნისა, რომელსაც იძლეოდნენ უმაღლესი სას-წავლებლები, დიდის ხალისით და გატაცებით თვალყურს ვადევნებდით ყველა-ფერს, რაც კი თვალსაჩინო გამოჩნდებოდა მეცნიერებაში, თუ ლიტერატურაში.

ფილოსოფიაში იმ დროს დიდი ადგილი ეჭირა ოგიუსტ კონტს, რომლის «პო-ზიტიურ ფილოსოფიაზე» ზემოდ უკვე მქონდა ნათქვამი, და ინგლისელ ფილოსო-ფოსს სპენსერს. სპენსერი შეეცადა, ბუნებისმეტყველებაზე დაემყარებინა თავისი ფილოსოფია, აქედგან გამოეყვანა მისი არსებითი დედააზრი, მაგრამ, ვგონებ, ვერ შესძლო, ვერ ჩასწვდა მის სიღრმეს, ვერ სძლია მისი უსაზღვრო სიგრძე-სიგანე45.

მეტის-მეტი გულმოდგინებით ვადევნებდი თვალყურს ლიტერატურას სოცია-ლიზმის შესახებ. სენ-სიმონის46, ფურიესი47, ოუენის48, პრუდონის49, ლასალის50 და სხვათა ნაწერები ჩვენთვის საუკეთესო წიგნები იყო, რომელსაც გატაცებით ვკითხულობდით. მეტადრე დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზე ლასალს. მისი ახალი, გაბედული აზრები იმის შესახებ, თუ რა გვარი დამოკიდებულება და განწყობილე-ბა უნდა სუფევდეს სახელმწიფოსა და მუშა ხალხს შორის, როგორ უნდა მოეწყოს ახალი წესით საზოგადოება, - ყველა ეს აღტაცებას იწვევდა და ჩვენც თანაგრძნო-ბას ვუცხადებდით. ასევე დიდი მწუხარება ვიგრძენით, როდესაც შევიტყეთ ლასა-ლის მოულოდნელი, უდროვო და ტრაღიკული სიკვდილის ამბავი.
ოუენის კეთილშობილური წადილი, ფურიეს რწმენა, რომ მისი «ფალანსტერე-ბი» ღარიბ, მშიერ ხალხს გააბედნიერებდა, - დიდ სიხარულს გვიღვიძებდა გულში, თუმცა თან ეჭვიც გვებადებოდა, რომ ამ გზით შესაძლებელი ყოფილიყო დამყარე-ბა ქვეყნად «მშვიდობისა და კაცთა შორის სათნოებისა». ერთიც და მეორეც უტო-პისტები იყვნენ.
სენ-სიმონი უფრო სწორ მეცნიერულ გზაზე იდგა. მისი ფილოსოფია გვისახავს, თუ როგორ მიმდინარეობდა ისტორია კაცობრიობისა. მთელ ისტორიას იგი ჰყოფს ორ დიდ პერიოდად: ჯერ დაწყნარებული, დინჯი მოქმედება კაცობრიობისა, მისი მშვიდი ყოფა-ცხოვრება, - ეს პირველი დადებითი პერიოდი. მერე იწყება კრიტი-კული განხილვა ამ ყოფა-ცხოვრებისა, აღელვებული მისწრაფება მის შესაცვლე-ლად, - ეს მეორე პერიოდი - კრიტიკული. შემდეგ, ისევ დონეზე დადგომა ცხოვრე-

ბისა, და ასე ერთი პერიოდი სცვლის მეორეს. ამგვარად გვიხატავს სენ-სიმონი კა-ცობრიობის ისტორიულ მსვლელობას.
როგორც ვხედავთ, სენ-სიმონი წინამორბედი იყო გერმანიის გამოჩენილ ფილო-სოფოსის ჰეგელისა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა აგრეთვე გამოხატა თავის განთქმულ დიალექტიკურ ტრიადით: თეზისი, ანტითეზისი და სინთეზი.

ამ დროს პუბლიცისტიკაში აღარ ისმოდა მძლავრი და ცხოველი სიტყვა ჩერნი-შევსკის, დობროლიუბოვისა და პისარევისა, ორი უკანასკნელი უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ, ჩერნიშევსკი კი თუმცა ცოცხლებში ითვლებოდა, მაგრამ, ჩვენში რომ იტყვიან - გინდა მკვდარი, გინდა შინ მოუსვლელიო, - სწორედ ასე იყო მისი საქმე. ჩერნიშევსკის შინ დაბრუნების იმედი აღარავის ჰქონდა: მთავრობამ სამუდამოდ განაძევა შორს, შორს ცივ ციმბირში, სადღაც გადავარდნილ, მივიწყებულ, ჯურ-ღმულ ალაგას, ქალაქ ვილუისკში.

პუბლიცისტიკაში ამათი ადგილი ჩვენს დროს ეჭირა მიხაილოვსკის. ეს იყო კა-ნონმდებელი რუსეთის კრიტიკული აზროვნობისა, მიმართულებისა, მისი შეხე-დულება, მისი აზრი იყო გამეფებული, ახალგაზრდობა და მოწინავე საზოგადოება ამ აზრებით იკვებებოდა; მიხაილოვსკის დიდი ცოდნა ჰქონდა, დიდი გონებრივი ძალა და უნარი შესწევდა ცხოვრების მოვლენათა ღრმად გამორკვევისა, მათი გა-შუქებისა, სახელმძღვანელო დასკვნის გამოყვანისა. მაგრამ მე ჩემად მაინც კი ვიტ-ყვი, რომ მიხაილოვსკი უფრო მეცნიერი იყო, თუ გნებავთ, ფილოსოფოსი, ვიდრე პუბლიცისტი. მისი ნაწერები ჭკუას გასწავლიდა, ცოდნას გძენდა, მაგრამ არ გიტა-ცებდა კი, გინათებდა და არ გათბობდა. ერთი სიტყვით, მიხაილოვსკის აკლდა ის, რასაც ტოლსტოი «იზიუმინკას» უწოდებდა სახელად, ის «იზიუმინკა», რომელიც მწერლის ქმნილებას სიცოცხლეს, მოძრაობას აძლევს, მკითხველს აღფრთოვანების ბადეში ახვევს, ჰხიბლავს, იზიდავს და იტაცებს იქით, იმ მიზნისაკენ, რომელიც მწერალს დასახული აქვს.

მიხაილოვსკის პირადად გაცნობის შემთხვევა მომეცა. ეს ასე მოხდა. ბილეთი მომცეს ერთი სალიტერატურო საღამოსათვის, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ, როგორც მკითხველებს, სხვათა შორის დოსტოევსკის და მიხაილოვსკის. დოსტო-ევსკი ვერ მოვიდა რაღაცა მიზეზის გამო. მიხაილოვსკიმ წაიკითხა, მაგრამ ვერაფე-რი მკითხველი ვერ გამოდგა და ცოტად მორცხვობდა კიდეც, როგორც ეს ჩვეულე-ბად აქვთ მუდამ კაბინეტში მომუშავეთ.

ცეკვა-ლხენის დროს მიხაილოვსკი ზალაში დარჩა, მუსაიფობდა ნაცნობ სტუ-დენტებთან, რომელთა შორის ჩვენი თანამემამულე ხელთუფლიშვილის ქალიც იყო. და აი, ამ უკანასკნელმა ჩვენც გაგვაცნო მიხაილოვსკი. გარეგნობით მიმზიდ-ველი შეხედულებისა იყო: შუათანა ტანისა, სუსტი აგებულობისა. გრძელი, ოქროს-ფერი, უკან გადავარცხნილი ხშირი თმა, ასეთივე ულვაში და გრძელი, მოხუჭუჭო წვერი, მაღალი, ცოტა წინ წამოწეული შუბლი და სწორი ცხვირი ამშვენებდა მის სუფთა კანის პირის სახეს. თვალებიდგან ოქროს პენსნეს არ იშორებდა. თვით თვა-ლები ცოტა მშრალად მეჩვენა, თუმცა ჭკვიანურად კი გამოიყურებოდნენ. თავი ძა-ლიან მდაბლად ეჭირა, ლაპარაკით ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ეტყობოდა, ესეც მორცხვობით ან მიუჩვევლობით მოსდიოდა51.

აქვე გავიცანი ანტონოვიჩი. ეს სახელი ახლა იქნება ბევრმა პირველად გაიგონოს და თავის დროზე კი ის კარგად ცნობილი იყო. ეს იყო ერთი უმთავრესი თანამშრო-მელი ჟურ. «Современник»-ისა, სადაც ღირსეულად მხარს უმშვენებდა ჩერნიშევ-სკის. ანტონოვიჩი ულმობელი და დაუდგრომელი მოკამათე და მოქიშპე იყო პისარევისა. ეს უკანასკნელი თუ ცხარე იყო კამათში, არც ანტონოვიჩი ჩამოუვარდებო-და სიცხარეში. ამის საპოლემიკო ნაწერებს რომ ჰკითხულობდით, ასე გეგონებო-დათ, ამის ავტორი რაღაც კაციჭამია ადამიანი უნდა იყოს, გოროზი შეხედულობი-სა, მრისხანე თვალებით, რომელიც ლაპარაკის დროს პირიდგან სულ ცეცხლს აფ-რქვევს. წარმოიდგინეთ ჩემი უსაზღვრო განცვიფრება, როდესაც საკუთარი თვა-ლით ვიხილე ეს კაცი. გარეგანი შეხედულებით სწორედ სააღდგომო დასაკლავ ბატკანს მოგვაგონებდა. იმასავით მშვიდი, წყნარი, უწყინარი. იფიქრებდი, ყელში დანა რომ დაჰკრა, მაშინაც ხმას ვერ ამოაღებინებო. პირზე თაფლი ჩამოსდიოდა, ამისი სიცილი უმანკო ბავშვის ღიმილს მოგაგონებდათ. არა მჯეროდა, რომ ჩემ წინ იდგა ანტონოვიჩი, მკაცრი, სასტიკი, ულმობელი მწერალი-პოლემისტი, როგორა-თაც ამას ვიცნობდი: ასეთი მოულოდნელი, დაუჯერებელი განსხვავება იყო ჩემ წი-ნასწარ წარმოდგენასა და სინამდვილეს შორის52.

ჩემს დროს ქართველ სტუდენტობას საკუთარი წრე ჰქონდა შედგენილი. ვიკრი-ბებოდით დროგამოშვებით ვასო მაჩაბლის ბინაზე, ლიტეინის პროსპექტზე. ვასო მაჩაბელი, ნაფიცი ვექილი, უფროსი ძმა იყო ვანო მაჩაბლისა, ცნობილი ქართველი მოღვაწისა53. კრებებზე ხშირად ოცდაათ კაცამდე მოიყრიდა ხოლმე თავს და, რო-გორც ახალგაზრდობას შეეფერება, ცხარე სჯა-ბაასი იმართებოდა. უმთავრესი საგა-ნი სჯა-ბაასისა იყო ჩვენი სამშობლოს მომავალი სვე-ბედი. ვფიქრობდით, საქარ-თველოში დაბრუნებისას, რა საქმეს დავდგომოდით, მუშაობისათვის რა ასპარეზი ამოგვერჩია, რა გზით მივშველებოდით მუშა ხალხს, გლეხობას, რომ მათი კეთილ-დღეობა, ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს. და კიდევ ბევრი სხვა ამგვარი საჭირბო-როტო საკითხი აღიძვრებოდა ხოლმე ჩვენს კრებებზე, და ცხარე მსჯელობას, აზ-რთა გაცვლა-გამოცვლას იწვევდა.

ჩვენი მომავალი მოქმედების გეგმის შედგენასაც ვეცადეთ, მაგრამ აქედამ ბევრი არაფერი გამოვიდა. გეგმა ქაღალდზე დარჩა: მეტად ფართო იყო და მტკიცე ნია-დაგს მოკლებული გამოდგა.

ამ წრის ზეგავლენით ბევრი მაინც შეუდგა საქმეს. ზოგი პატარა სახალხო წიგნა-კებს სთარგმნიდა, ზოგი კიდევ მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცი-ას შეუდგა. შემდეგ, ცხოვრებაში, ბევრი საჯარო მოღვაწედ გამოვიდა და სინდისიე-რად შეასრულა თავისი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, თავის ძალისა და ნიჭის კვა-ლობაზე.

ჩვენი წრის კრებებს ეწრებოდნენ აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, როდესაც კი პეტერ-ბურღში ყოფნა მოუხდებოდათ. ერთხელ დიმიტრი ყიფიანიც გვეწვია, ჩვენს ცხარე ბაასში ჩაერია და ასეთი სიტყვა ჩაურთო: ჯერჯერობით დიდ საქმეს ნუ შეეჭიდე-ბით. კარგი პატრონი სახლის შენებას რომ დააპირებს, ჯერ მასალის მომზადებას შეუდგება და მერე შენობას დაიწყებს. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მომუშავე ძალები ცო-ტა ჰყავს, სიფრთხილით უნდა მოიქცეთ. დიდ საქმეს ნუ ჰკიდებთ ერთბაშად ხელს, რომ არ დაიძალნეთ და ჩვენ სამშობლოს არ მოაკლდეთო. ჭკვიანი, ცხოვრე-ბაში გამოცდილი კაცი იყო დიმიტრი ყიფიანი, მაგრამ ახალგაზრდობას ალღო ვერ აუღო, მისი იგავებით ნათქვამი სიტყვები ვერ მოჰხვდა ჩვენს გულს. მისმა სიტ-ყვებმა უარყოფითი შთაბეჭდილება იქონიეს ჩვენზე. ჩამოვარდა უხერხული სიჩუ-მე. ეს იგრძნო ჭკვიანმა ყიფიანმა, მაშინვე ადგა და ზრდილობიანად გამოგვემშვი-დობა54.

რამდენსამე ჩვენს კრებას დაესწრო აგრეთვე ღრმად მოხუცი, დამსახურებული პროფესორი ქართული ენისა, დ. ჩუბინაშვილი, შემდგენელი ყველა ქართველი-სათვის ცნობილის «ლექსიკონი»-სა. რამდენიმე ლექციაც წაგვიკითხა. სხვათა შო-რის, წმ. ნინოზე, საქართველოს განმანათლებელზე, და გვარწმუნებდა, რომ ნინო ქართველი იყო, კაპადოკიელიო. კაპადოკიაში, ამ მცირე აზიის პატარა კუთხეში იმ დროს, ე.ი. მეოთხე საუკუნეში ქართველები ბლომად ცხოვრობდნენო55.

როგორც ზემოდ ვთქვი, ჩუბინაშვილი ღრმა მოხუცი იყო იმ დროს, 80 წელს იქ-ნებოდა გადასული, და, როგორც მოხუცს, ლაპარაკი უყვარდა. კარგი ტკბილი მო-ლაპარაკე იყო. სალაპარაკო მასალად მაშინ ჰქონდა «სიბრძნე სიცრუის წიგნი», რო-მელიც იმ ხანებში სთარგმნა და გამოსცა რუსულად პროფესორმა ცაგარელმა, ჩუ-ბინაშვილის მოადგილემ პეტერბურღის უნივერსიტეტში, ქართული ენის კათედ-რაზე56. რუსულად ასე იყო ნათარგმნი: «Книга мудрости и лжи». ჩუბინაშვილს ეს არ მოსწონდა, უკეთესი იქნებოდა ასეთი თარგმანი: «Книга мудрости во лжи». ამას მალე თავს ანებებდა და სხვაზე გადავიდოდა: ჰო, აი ამ წიგნში ერთი კარგი ზღაპარია იმის თაობაზე, თუ როგორ დამეგობრდნენ მელია და მამალი და იერუსალიმში გაემგზავრნენ სულის საცხონებლად. მელია ჭკვიანი იყო მამალი კი სულელი...…აქ შედგებოდა და მერე სულ სხვა საგანზე გადავიდოდა, ისევ ცაგარელს დაუბრუნდებოდა.

ვაპატიოთ ასეთი უთავბოლო ლაპარაკი ჩუბინაშვილს. მაინც გულკეთილი და ტკბილი კაცი იყო. ეხლაც თვალწინ მიდგა ეს პატარა ტანის, მრგვალი კაცი, გაუქ-რობელი პაპიროსით პირში და ტკბილად, მამაშვილურად მოსაუბრე. პროფესორი ცაგარელი სრულიად არ დასწრებია ჩვენს კრებებს, საზოგადოდ, ქართველ სტუ-დენტებს არ იკარებდა თავისთან და სტუდენტებმაც არ იცოდნენ მისი სახლის კარი.

ჩვენმა წრემ განიზრახა ქართული წარმოდგენის გამართვა. დადგმულ იქნა «მზის დაბნელება» მხატვართა კლუბში, გაგარინის ქუჩაზე. ბევრი დაბრკოლება გა-დაგვეღობა წინ, მეტადრე გაგვიძნელდა ტანისამოსის შოვნა. მაგრამ ყველა სიძნე-ლე ვსძლიეთ და საქმე მოვაწყეთ. სასიძოს როლს თამაშობდა ვანო მაჩაბელი, რომე-ლიც საზღვარგარეთიდან იყო დაბრუნებული და დროებით პეტერბურღში ცხოვრობდა. თამაში, მიხვრა-მოხვრა მეტად შახიანი ჰქონდა, მხოლოდ ხელს უშლიდა მისი მუდმივი, ჩვეულებათ ქცეული ნაკლი: აჩქარებული, სხაპა-სხუპით ლაპარაკი. ყარაჩოღელ ძმა-ბიჭების როლს თამაშობდნენ კეზელი, გ. ანდრონიკაშვილი, ახლა ინჟენერი, და მ. ალიბეგაშვილი - ტექნოლოგი. საუცხოვონი იყვნენ, მეტადრე ან-დრონიკაშვილი თავის ლეკურით და ალიბეგაშვილი თავისებური კინტოურით. კინტოს როლს, ხილის გამყიდველისას, თამაშობდა ნამდვილი კინტო, რომელიც პეტერბურღში რაღაცა შემთხვევით აღმოჩნდა იმ დროს. მერე კი ბევრი ვინანეთ, რომ უხეში კაცი სცენაზე გამოუშვით: ისეთი ხმით გაჰკიოდა, ისეთი ყიჟინა ასტეხა, სასწორს ისე აბრაგუნებდა, რომ გეგონებოდათ ტფილისში თათრების მოედანზეა და მუშტარს უძახისო. რის ვაი-ვაგლახით მოვაშორეთ სცენას. იმერლის ბიჭის როლს თამაშობდა სილოვან ხუნდაძე, შემდეგ ცნობილი პედაგოგი და ლიტერატორი57. მისი ბუნებრივი თამაში, მისი მოხდენილი ოხუნჯობა საუცხოვო იყო. ბევრი გვაცინა, რასაკვირველია, ვისაც ქართული ესმოდა, და წარმოდგენაზე კი უცხო ტო-მის ხალხიც ბლომად იყო. წარმოდგენის შემდეგ ნადიმი გაიმართა. მეტი იქნება

იმის თქმა, რომ ნადიმმა ჩინებულად, მხიარულად, «ჩვენებურად-ძველებურად» ჩაიარა, ამაში ხომ ჩვენ ტოლი და სწორი არა გვყავს!

გათავდა პეტერბურღის ხანა ჩემის ცხოვრებისა, ჩემის ცხოვრების გაზაფხული. დღეს ეს დრო შორს არის, ძალიან შორს! «წარვიდნენ, გაჰქრენ სიზმარებრ ჩქარად» მაშინდელი სიცოცხლით სავსე იმედებით წარმტაცი დრონი! დღეს, როდესაც ცხოვრების გზა უკვე მთლად განვლიე, მაგონდება სტუდენტობა, მაგონდებიან ჩე-მი ამხანაგები სიცოცხლით, სიხარულით აღსავსენი. უშიშრად, აღგზნებული სახით გაბრწყინვალებული თვალებით რომ ვსჯა-ბაასობდით, გატაცებულნი მომავალი მუშაობით და ბრძოლით. მაგონდება ყველა ეს და ნაღვლიანად ვიმეორებ ინგლი-სელი პოეტის ბერნსის სიტყვებს

И сколько нет теперь в живых,

Тогда веселых молодых!
И крепок их могильный сон.

9 თავი VII

▲ზევით დაბრუნება


თავი VII

მუშაობის დაწყება ილია ჭავჭავაძის «ივერიაში» 1886 წელს. რედაქციის თანამშრომლები. ილია -რედაქტორი. ილია და ქართული ენის სიწმინდე. ვისთვის უნდა ყოფილიყო გასაგები გაზეთის ენა.

1886 წელს დავიწყე მუდმივი თანამშრომლობა ყოველდღიურ გაზეთ «ივერიაში»55, რომლის რედაქტორად და მეთაურად იყო ილია ჭავჭავაძე.59 მუდმივ თანამშრომლად იმ დროს ითვლებოდენ აგრეთვე: გიგა ყიფშიძე60,

ილია ხონელი (ი. ბახტაძე)61 სტ. ჭრელაშვილი («სანოს» ფსევდონიმით), ალ. ნანეიშვილი62. თანამშრომლობდენ აგრეთვე, თუმცა მუდმივ რედაქციაში არ მუშაობდნენ: ხიზანაშვილი («ურბნელის», «პლებსის» ფსევდონიმით)63, სოფრომ მგალობლიშვილი («გუმცაძეს» ფსევდონიმით)64. ცოტა მოგვიანებით მუდმივ თანამშრომლად შემოვიდა არტ. ახნაზაროვი65. გვაწვდიდნენ წვრილმან წერილებს და ლექსებს აკაკი და რაფიელ ერისთავი. გიორგი წერეთელმა მოათავსა გაზეთში თავისი მოთხრობა «მამიდა ასმათი». ილია ხონელი გვაწვდიდა კვირეულ სხარტულ ფელეტონებს. «სანო» უფრო ჩვენი ცხოვრების საჭირ-ბოროტო საკითხებს ეხებოდა, უფრო მოიდინჯებდა, მაგრამ თავის ჩვეულებრივ სიცილს, თუმცა მწარე სიცილს, მაინც ჩაურთავდა ხოლმე. სტ. ჭრელაშვილს ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა, მგონი, ბუნებრივიც იყო ეს მისთვის: ტუჩებზე მუდამ სიცილი ეკერა. ამიტომ რედაქციაში მეტ სახელად ვეძახდით l’homme qui rit (ლომ კი რი). ე. ი. კაცი, რომელიც იცინის. ბევრს გეხსომებათ ვიქტორ ჰიუგოს გამოჩენილი რომანი ამ სათაურით.

სოფრ. მგალობლიშვილი თავისი ჩვეულებრივი მოსწრებული სიტყვით, მოხდენილი ხალხური ჰუმორით შეამკობდა ხოლმე თავის ნაწერებს. არტ. ახნაზაროვი ცოცხალ სცენებს სწერდა, უფრო ქალაქის ცხოვრებიდან.

ყველა ერთგულად, გატაცებით ვეკიდებოდით საერთო საქმეს, მაგრამ სულის ჩამდგმელი, გზის მაჩვენებელი, ენის მასწავლებელი მაინც ილია იყო. უნდა გენახათ, ეს უკვე ხანში შესული კაცი, როგორი ახალგაზრდული ხალისით, გატაცებით მუშაობდა ჩვენთან ერთად. სულ იმას ცდილობდა, რომ შეთანხმებით გვემუშავნა. გაზეთს ერთი სული ჩასდგომოდა, ერთი მიმართულება ჰქონოდა. მეტადრე მტკიცედ იცავდა ენის სიწმინდეს, სიფაქიზეს, ქართულობას.

რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს,  -უყვარდა ამის გამეორება. ენა უნდა დავიცვათ შერყვნილობისაგან, ენას ისე უნდა ვულოლიავოთ, მოვუაროთ, როგორც დედა თავის პირმშო შვილს. ენა არის დედა ბოძი საქართველოს ერთიანობისა, მთლიანობისა და თუ ეს დედა ბოძი გამოვაცალეთ, თუნდ არა ბოროტ განზრახვით, არამედ ჩვენი უვიცობით, გულგრილობით, თუ რუსეთუმეების გზას დავადექით, მაშინ ჭერი ჩამოგვენგრევა, სახლს ქვეშ მოიტანს, და ჩვენი მშობელი ქვეყანა, ჩვენი საქართველო განადგურდება, განიავდება დედა-მიწის ზურგზეო.

ამიტომაც იყო, რომ არც ერთი წერილი, დიდი თუ პატარა, არც ერთი ფელეტონი, არც ერთი კორესპონდენცია ისე არ გაიგზავნებოდა სტამბაში ასაწყობად, ვიდრე მთელი სიგრძე-სიგანით, ძირიან-ფესვიანად არ გადავათვალიერებდით, არ გავრანდავდით, არ გავაშალაშინებდით. მთელი კოლეგია, ილიას მეთაურობით, ვისხედით ღამის ორ საათამდის და გულდასმით ვასწორებდით, ვამზადებდით მასალას დასაბეჭდათ.

მეტადრე ილია ხონელის ფელეტონებს აქცევდა ილია დიდ ყურადღებას და გაუსწორებლად, გაუსინჯავად არ გაუშვებდა სტამბაში. მიზეზი ასეთი თვალყურისგდებისა იყო შემდეგი: ხონელს ერთი ზნე სჭირდა, ძალიან უყვარდა რუსიციზმები. ამას გარდა, დიდად უყვარდა რუსეთის გამოჩენილი მწერალი შჩედრინი. ვინ რას იტყვის: შჩედრინი დიდი სატირიკოსი იყო და შეუდარებელი ოხუნჯობა იცოდა. მაგრამ ამის ოხუნჯობას წმინდა რუსული ელფერი ედვა. გარდა ამისა, მისი ოხუნჯობა აზრების შეჯახება-შეკვეთებაზე კი არ იყო დამყარებული, არამედ უფრო უცნაური სიტყვების არა ნაკლებ უცნაურ ერთმანეთზე გადაბმა-გადმობმაზე, გადახლართვ-გადმოხლართვაზე. რუსულად ეს მართლაც სასაცილოდ გამოდიოდა და რუს მკითხველს შჩედრინი გულითად სიცილსაც ჰგვრიდა, მაგრამ ქართველის გულსა და სულს არა სწვდებოდა ღრმად. თვით რუსეთშიაც პისარევი ტყუილად ხომ არ უწოდებდა შჩედრინის ოხუნჯობას, ენა-მახვილობას ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, სიტყვა-მახვილობას, «Цветы невинного юмора»66.

ილიას ეს ზნე ხონელისა ეუცხოვებოდა და ამბობდა: თუ მაინცდამაინც არ დაუშლია და შჩედრინის გადმოსახლება უნდა ჩვენში, ეს მაინც მოვახერხოთ, რომ შჩედრინი გავაქართველოთ, ქართული სული ჩავუდგათ და ქართული ხორცით შევმოსოთ, თორემ ჩვენი მკითხველისათვის გაუგებარი დარჩება.

ილია რომ რედაქციაში მოსულს ხონელს დაინახავდა, მაშინვე მიაძახებდა:

-აბა, ჩემო სეხნიავ, რა მოგიტანიათ?

ხონელიც ამოიღებდა უბიდან ფელეტონს და დაიწყებდა კითხვას. თუ ფელეტონი დაწერილი იყო ხონელის ჩვეულებრივი კოხტა, ცოცხალი ენით, მახვილი სიტყვა-პასუხით, მოსწრებული იმერული ოხუნჯობით, ილიას სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი, და რა წამს კი ყურს მოჰკრავდა რუსიციზმს, შჩედრინისებურ ოხუნჯობას, მაშინვე შეაყენებდა: 

-აბა აქ შევდგეთ და კბილი ცოტა კარგად გავუსინჯოთ.

და დაიწყებდა ქართულად მონათვლას. გვიკვირდა, რა დაუშრეტელი წყაროდან მომდინარეობდა ის საოცარი ცოდნა ქართული ენისა, რომელსაც ილია აქ გამოაჩენდა ხოლმე. შევიდოდა სიტყვიერების სივრცე-სიღრმეში, დაიწყებდა მეტყველების სალაროში კვლევა-ძიებას, ძებნას მალული ძალებისას და ქართულ ენის სიმდიდრიდგან ისეთს მარგალიტებს გადმოგვიფენდა, რომ ამასთან შედარებით შჩედრინის ოხუნჯი თქმულება მიჭკნებოდა, როგორც შემოდგომის ფურცელი. და ერთ-ერთ ამ საგანძურს ჩავსვამდით იმ ადგილას, სადაც შჩედრინის რუსიციზმი იჯდა, ფელეტონს სულ სხვა ფერი დაედებოდა, ქართული ნათელმირონი ეცხებოდა, სმენასაც ატკბობდა და გულსაც ალხობდა. ხონელიც დიდად კმაყოფილი დარჩებოდა ხოლმე ასეთი ჯადოსნური ცვალებადობით, და ასე გაჩარხული, გამოშალაშინებული ფელეტონი სტამბაში მიემგზავრებოდა.

ესე მკაცრად რად სდევნიდა ილია რუსიციზმის შემოტანას? იკითხავთ: იქნება ამის მიზეზი ცოტა შოვინისტობაც იყო? იქნება აქ რაღაც იდუმალი განზრახვაც იყო? რუსიციზმი, ენის სიწმინდე იქნებ მხოლოდ სიტყვის მასალა იყო, მხოლოდ სახელი და სახრავი კი სხვა იყო. აზრად ჰქონდათ განდევნა ყველა იმისა, რასაც რუსული ერქვა, რასაც რუსულის სუნი სდიოდა?

წარმოიდგინეთ, ასეთი აზრები ტრიალებდა და გასავალსაც პოულობდა მაშინდელ გადაგვარებულ ქართველ საზოგადოებაში. ამის თქმა და ფიქრიც კი მიუტევებელი ცოდვაა ილიას მიმართ. ნუ დავივიწყებთ, რომ ილიაც და ჩვენ ყველა იმისი თანამოკალმენი გაზრდილნი ვიყავით რუსეთის მწერლობაზე. ვინ იყვნენ მასწავლებელნი, ჩვენი ჭკუისა და გონების გამწვრთნელნი? ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი და რუსეთის მეცნიერნი. ვინ გვაძლევდა საკვებს გრძნობისას და გემოვნების გაღვიძების და განვითარებისათვის? პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენევი, დოსტოევსკი, ტოლსტოი და სხვანი. ჩვენ ვიყავით იმათი ღვიძლნი სულიერნი შვილნი. და განა დასაგმობი არ იქნებოდა ისეთი შვილი, რომელიც შეაგინებს, შეურაცხყოფს თავის დედას, იმ დედას, რომელმაც იგი თავისი ძუძუთი გამოზარდა? ჩვენ ამას ვერ ვიზამდით, რადგან უმადურობა კი არა, უგუნურობაც იქნებოდა. არა, ჩვენ გვძულდა და ამ სიძულვილს არცა ვმალავდით, გვძულდა რუსეთის მთავრობა, გვძაგდა რუსეთის წესწყობილება, გვეზიზღებოდა რუსეთის ის წარმომადგენელნი ჩვენში, რომელნიც უხეშად, ბრიყვულად გვიფურთხებდნენ და ფეხქვეშ გვითელავდნენ ყველა იმას, რაც ჩვენთვის წმინდას შეადგენდა. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ის დრო იყო, როდესაც იანოვსკიმ სრულიად აღკრძალა ქართული ენის სწავლება ყოველი დარგის სასწავლებელში. ეს ის დრო იყო, როდესაც ტფილისის არც ერთ ქართულ ეკლესიაში ქართულ წირვა-ლოცვას ვეღარ გაიგონებდით. ეს ის დრო იყო, როდესაც შავრაზმელ მღვდელს ვოსტორგოვს67 და მის დამქაშებს შედგენილი ჰქონდათ გეგმა: მთელ საქართველოს სოფლებში გადაეგდოთ ქართულ ენაზე ღვთისმსახურება და ქართული საეკლესიო ენის მაგიერ შემოეღოთ სლავიანური ენა.

დღეს, როდესაც გარემოება და მდგომარეობა ასე ძირეულად შეიცვალა, იქნებ ზემოდ ნაამბობი ბევრს უბრალო სიტყვის მასალად ეჩვენოს, მაგრამ მაშინ კი, სამწუხაროდ, მეტად მწვავე, მთელი ერის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ეს გამწვავებული სულის კვეთება დაედო, სხვათა შორის, საფუძვლად იმ სამწუხარო ამბებს, როგორიც იყო ტფილისის სემინარიის რექტორის და საქართველოს ეგზარხოსის მკვლელობა.

ხშირად გვესმოდა ყიჟინა და საყვედური. რომ «ივერიამ» ზრდილობიანი ქართული ენა სრულიად გააპამპულა, გაამასხარავა, მდაბიო ხალხის, გლეხურ ენად გადააქციაო. ეს მღვდლის და დიაკვნის შვილები რომ დაეპატრონენ გაზეთს და ასეთი ენითა სწერენ, არც გასაკვირია, მაგრამ ამ ილიას რაღა დაემართა, იმათ ფეხის ხმას როგორ აჰყვაო?

ამის მთქმელთ ილიას აზრი რომ მოესმინათ ამ საგნის შესახებ, სულ სხვა ჰანგზე მოაწყობდნენ სიმღერას. არ იცოდნენ, რომ ილია იყო პირველი შთამგონებელი, დაუღალავი მქადაგებელი იმ აზრისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ქართული გაზეთი ან წიგნი. ბევრჯელ მთელი საღამოები გაგვიტარებია და სჯა-ბაასი გვქონია იმის შესახებ, თუ ვინ არის დღეს ჩვენი მკითხველი. ან სად უნდა ვეძიოთ ეს მკითხველი. ილია იტყოდა ხოლმე:

ჩვენი დიდკაცობა, ჩვენი წარჩინებული მოხელენი გადაგვარების გზაზე არიან დამდგარნი, იმათ ქართულიც და ქართველობაც  -ორივე ფეხებზე ჰკიდიათ. ამათთვის წერა ტყუილი შრომა, წყლის ნაყვა იქნებოდაო.

ჩვენ რუსულ ინსტიტუტებში გამოზრდილ, თუ სხვა ამგვარი ნასწავლი ქალებისათვის? ესენიც სულ მთლად დაკარგულები არიან ჩვენთვისო. და სამწუხარო უფრო ის არის, რომ ესენი თავიანთ შვილებსაც გადაგვარების გზაზე დააყენებენ. ამათთვის ვსწეროთ? ეს ხომ ენის უაზრო ბრგვევა იქნებოდა. აბა რას გავაგებინებთ იმათ, ვისაც ისიც კი დაჰვიწყებია, თუ რას ჰქვიან პანტა. განა სავალალო და სამწუხარო არ არის, რომ ქართველი ადამიანი ქართულ სოფელში მიდიოდეს და კითხულობდეს: qu’est que ce la panta?.. ე.ი. რა არის პანტაო?

იქნებ, ჩვენი ინტელიგენციისათვის უნდა ვწეროთ? მაგრამ ამათაც რუსული გაზეთების კითხვა უფრო ეხერხებათ, ვიდრე ქართულისა. ამათთვისაც წერა ყრუთათვის ზარის რეკვას მიემსგავსებოდა.

მაშ, ვინღა დაგვრჩა? ის, ვინც საქართველოს პირველი ქვაკუთხედი იყო, ვინც ისტორიულ ქარტეხილს, წვა-დაგვას გაუძლო და ქვეყანა გააშენა. ეს ის მაგარი, მკვიდრი მუხაა, რომელიც ქარცეცხლს უძლებს და არ ეცემა. ეს არის ჩვენი გლეხობა, ეს არის ჩვენი მუშა ხალხი, რომელიც თავის მარჯვენით თავსაც ინახავს და ქვეყანასაც საკვებავს აძლევს. ესენი არიან ჩვენი მუხის  -საქართველოს ფესვები, ესენი ამზადებენ იმ საკვებავ წვენს, რომლითაც საზრდო და ღონე ეძლევა მუხის მთელ ტანს. ამათი მეოხებით იმოსება ხე ფოთლებით, ყვავილებით და მოაქვს ნაყოფი. დეე, კენწეროები გაუხმეს ხეს, ფოთლები შემოსცვივდეს, ყვავილები შემოაჭკნეს,  -არა უშავს რა, ოღონდ ძალა და ღონე არ გამოელიოთ ფესვებს: ხე ხელახლად შეიმოსება ფოთლით და ყვავილით, და უხვად გამოიღებს ნაყოფს. ხე არ კვდება, თუ ფესვები მაგარი, ღონიერი აქვს.

აი, სწორედ ეს ფესვებია ჩვენი მდაბიო ხალხი, ჩვენი გლეხობა. თუ ეს ფესვები მაგრად გვექნება შენახული, კარგად მოვლილი, მაშინ ჩვენს საქართველოს განსაცდელი არ მოელის, კვლავ გამხნევდება და გაძლიერდება. დეე, ჩვენი წარჩინებულნი განადგურდნენ, როგორც გამხმარი კენწეროები. ამათ ადგილას სხვა უფრო ღონიერი და ჯანსაღი ყლორტები ამოვა.

და აი, სწორედ ამ ფესვებს უნდა მოვუაროთ ჩვენც. ამ მდაბიო ხალხისთვის, მუშა-გლეხობისათვის უნდა ვიზრუნოთ. ჩვენს მოვლას, ჩვენს ზრუნვას ფასი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ იმათი ენით დავიწყებთ ლაპარაკს, თუ ჩვენი სიტყვა იმათ ყურს მისწვდება, იმათ გულს მოხვდება. აი გეგმა ჩვენის მუშაობისა. აი, ვისთვის უნდა ვფიქრობდეთ, ვისთვის უნდა ვზრუნავდეთ, ვისთვის უნდა ვწერდეთო. და ვწერდით კიდეც შეძლებისა, ნიჭისა და ცოდნის გვარობაზე

10 თავი VIII

▲ზევით დაბრუნება


თავი VIII

რედაქციის კრებები და მისი მონაწილენი ილიას გარეგნობა ილია მუშაობის დროს „ოთარაანთ ქვრივის“ დაწერვა

რედაქციაში ხშირად იმართებოდა კრებები ესწრებოდნენ უფრო ისეთნი, ვისაც რაიმე დამოკიდებულება ჰქონდა ქართულ მწერლობასთან თუ მწიგნობრობასთან აქ ჰნახავდით ანტ ფურცელაძეს68, დიმიტრი ბაქრაძეს — ისტორიკოსს69, ი გოგებაშვილს, ჩვენ სასიქადულო პედაგოგს და საქვეყნო მოღვაწეს, ნ ცხვედაძეს, საზოგადო მოღვაწეს, რაფ ერისთავს70, პეტრე უმიკაშვილს71, გრ ვოლსკის, — პოეტს და საზოგადო მოღვაწეს72 და მრავალთა სხვათა თუ ქალაქში მოუხდებოდა ყოფნა, შემოივლიდა გ წერეთელი იშვიათად, კუდიანი ვარსკვლავივით გამოჩნდებოდა აკაკი ვანო მაჩაბელი რედაქციას სრულიად არ მოჰკარებია მიზეზი მგონი, ის იყო, რომ მთავრობის განკარგულებით, გაზ „დროების“ დახურვის შემდეგ, „ივერიაში“, რომელმაც „დროების“ ადგილი დაიჭირა, მაჩაბელი არ იყო მოწვეული თანამშრომლად

ციმბირიდგან დაბრუნებისას, დაიარებოდნენ რედაქციაში ივ ჯაბადარი და გ ზდანოვიჩი ეს უკანასკნელი თანამშრომლობდა კიდეც „ივერიაში“, სადაც ათავსებდა პოლიტიკო-ეკონომიურ წერილებს მაიაშვილის ფსევდონიმით73

დაუვიწყარი შთაბეჭდილებანი და მოგონებანი დამრჩა ამ კრებების გამო; ბევრი საკითხი ყოფილა აღძრული, ბევრი საყურადღებო ფიქრი და აზრი გამოთქმულა ამა თუ იმ საგნის შესახებ, მაგრამ თავი და თავი ჩვენი გულის წუხილი მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის სვებედზე რა იყო საქართველო წარსულში, რა არის დღეს და რა მოელის მერმისში? აი საჭირ-ბოროტო საკითხი, ის დღის ვარამი, რომელსაც თავს დავსტრიალებდით და რომლის გარშემო ცხარე სჯაბაასი იმართებოდა დიდებული სანახავი იყო, როდესაც უყურებდი და უსმენდი,როგორი ხალისით, გატაცებით, თავდავიწყებით ბჭობდნენ, ეკამათებოდნენ ერთმანეთს ახალგაზრდანი, ოდნავ წვერ-ულვაშებით შემოსილნი, ჭაღარა-შერეულნი, შუა ხნის ვაჟკაცნი და ღრმად მოხუცებულნი მაგრამ ყველაზე დიადს, დაუვიწყარ და განუმეორებელ სანახაობას წარმოადგენდა ილია უნდა გენახათ ამის აღფრთოვანებული სახე, ანთებული, ცეცხლის მფრქვეველი თვალები, რომ დარწმუნებულიყავით, თუ რა სულიერ და ჭკუის ძალას შეიცავს ეს დიდბუნებოვანი ადამიანი იმისი ნათქვამი არ იყო უბრალო, უაზრო სიტყვების რახა-რუხი, ყურის მოსატყუებელი ჟღარუნი ეჟვნებისა, თვალის ასაბმელი შუშხუნა ყოველ მის სიტყვაში ჩაქსოვილი იყო აზრი და ასე აზრი მოსდევდა აზრს და არა სიტყვა სიტყვას შენ თვალწინ იბადებოდა რაღაც სასწაულებრივი მოქმედება: ჰხედავდი, რომ რაღაც დაუშრეტელ წყაროდან მომდინარეობს აზრების ნაკადული და არ გინდა თვალი და ყური მოაშორო ამ გულწარმტაც მოვლენას სულგანაბული ელი, აბა ამ აზრს რა აზრი მოჰყვება, და ასე დაუბოლოებლად გიხარიან გულში, რომ აზრი სცვლის აზრს და არა სიტყვა სიტყვას გიხარიან იმიტომ, რომ სიტყვას შენც მოსძებნი შენ სიტყვიერების საგანძურში, სიტყვების მძივებათ ასხმას შენც მოახერხებ, სხვაც შესძლებს, და ის აზრების დაუშრეტელი აუზი კი ბევრს არ მოეპოვება ამისთანა სიმდიდრის მქონე ორი შემხვედრია ჩემს ხანგრძლივ სიცოცხლეში: ილია ჭავჭავაძე და მენდელეევი, რომელზედაც წინად უკვე მქონდა ლაპარაკი დიდ ბედნიერებად უნდა ჩაეთვალოს ადამიანს ნახვა და მოსმენა ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანების

აქ საჭიროდ მიმაჩნია დაგიხატოთ ილიას სურათი მაშინ უფრო სრულს და სავსე წარმოდგენას იქონიებთ და ადვილად მიჰხვდებით იმას, თუ რა იყო მიზეზი, რომ ილია ასეთ თვალწარმტაც და ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელებზე

სამწუხაროდ, მე არ მაქვს მხატვრობის ნიჭი, რომ მკვეთრად და თვალნათლად, ერთი კალმის მოსმით, გადმოგცეთ იმის სურათი, მაგრამ მაინც ვეცდები

ვისაც ილია პირადად, ცოცხლად მოლაპარაკე არ უნახავს, იმას ფოტოგრაფიის სურათი ვერას ეტყვის ფოტოგრაფიას არ ძალუძს გადმოგცეთ ადამიანის სულიერი არსება, მისი სრულქმნილი მშვენიერება, მისი იდუმალ ძალთა მოძრაობა; ერთი სიტყვით, გადმოცემა ყველა იმისა, რითაც ადამიანი ადამიანობს, რაც მის სულიერ სიმდიდრეს და სილამაზეს შეადგენს ფოტოგრაფია გადმოგცემთ თქვენ ადამიანის მხოლოდ წამიერ მდგომარეობას მაგრამ ადამიანის ბუნება ცვალებადია, მუდამ წამს მოძრაობაშია და ადვილი წარმოსადგენია, რომ სწორედ წამში თქვენმა ბუნებამ სრულიად ფერი იცვალოს და ასე ფერნაცვალად აღიბეჭდოს თქვენი პიროვნება და ეს ხომ ის არ იქნება, რაც სინამდვილეში ხართ

ილიას ოცი წლის განმავლობაში ახლოდ ვიცნობდი მინახავს სხვა და სხვა გარემოებაში, სხვა და სხვა მდგომარეობაში ყველა შთაბეჭდილებათ, რაც ჩემს გულში ჩარჩენილა ამ ხნის განმავლობაში, ერთად შეკრებილს, შეფარდებულს, მთლად ჩამოსხმულს გადმოგცემთ და ვგონებ, რომ ეს დაახლოვებითი სინამდვილე იქმნება ილიას სურათისა

ილია დაბალი ტანისა იყო, ჩასხმული, კარგად ჩასქელებული, კისერ ჩარგული, ერთი სიტყვით, „ბურთივით მრგვალი“ როგორც მოსწრებულად დაახასიათა გრ ორბელიანმა მაგრამ ამ ტანზე, რომელსაც ვერ დავწამებთ სილამაზის ნიმუშობას, იჯდა თავი, ილიას თავი, რომელიც საბერძნეთში ღირსი და დამამშვენებელი იქნებოდა ფიდიუსის ქანდაკებისა წარმოიდგინეთ მაღალი, გაშლილი, გადატკეცილი შუბლი, სწორე, თითქოს საგანგებოდ ჩამოსხმული, გამოქანდაკებული ცხვირი, მრგვალი, მოძრავი ნესტოებით, მოკუმული ტუჩებით, მოკუმული ისე მაგრად, რომ კბილებს არასოდეს არ გაჩვენებდათ შემორგვალებული, ცოტად წინ წამოწეული ნიკაპი და თვალები, ჭკვიანი, მეტყველი, ილიას თვალები, ხან ლმობიერნი, სათნოიანი, როდესაც მეგობრულად გამოიყურებოდნენ; ხან არა ამ ქვეყნიური, ზეციურნი, როდესაც შემოქმედების სივრცეში დაცურავდნენ; ხან მრისხანენი, ცეცხლის მფრქვეველნი, როდესაც მტერს შეებრძოდა, — წარმოიდგინეთ ყველა ეს და თქვენ თვალწინ გეყოლებიათ ცოცხალი ილია მაგრამ ეს სურათი არ იქნებოდა სრული, თუ არ დავუმატეთ კიდევ შემდეგი: ილია რომ ალაპარაკდებოდა, ეშხში რომ შევიდოდა, კამათის ჟინი რომ გაიტაცებდა — სახე აენთებოდა, თვალები გაუბრწყინდებოდა, გაუნათლდებოდა რაღაც იდუმალი შუქით, სხივებით, — გეგონებოდათ, შიგნით, გულის სიღრმეში რაღაც ღელავს, ზვირთებს ისვრის და ტალღებით უნდა წალეკოს თავის მეტოქე, მოკამათეო ამითი უნდა აიხსნას ის ძლიერი დიალექტიკა, რომელიც მას ძლევა-მოსილებას ანიჭებდა, უძლეველად ჰხდიდა

სხვანაირად წარმოგიდგებოდათ ილია შემოქმედების დროს: თვალები ცოტა მიბნედილად, ლმობიერად, ზეაღმაცქერით გამოიყურებოდნენ, ტუჩებზე რაღაც ნეტარების ღიმილი უთმაშებდა, სახე ნაზად განათებული ჰქონდა, იფიქრებდით, სახე შარავანდედით აქვს დაგვირგვინებულიო

სულ სხვა იყო ილია, როდესაც საბრძოლველად გამოვიდოდა მტრის წინააღმდეგ მაშინ ის მოგაგონებდათ გააფთრებულ, განრისხებულ ლომს: სახეზე ალმური ასდიოდა, თვალებიდგან ცეცხლს აფრქვევდა, და ვაი იმას, ვისაც იმისი ტორები, ბასრიანი ბრჭყალებით მოჰხვდებოდა, დიდხანს დაახსოვდებოდა და მეორედ მასთან ბრძოლას ადვილად ვეღარ გაჰბედავდა

ასეთი იყო ილია, ასე წარმომიდგება მე მისი სავსე და სრული სურათი

დაუღალავი მუშაკი იყო ილია, როდესაც საქმეს გულით ეკიდებოდა „ივერიას“ გამოსვლის პირველ ხანებში ისე მუშაობდა, გეგონებოდათ, ოცი წლის ჭაბუკიაო ორი-სამი საათიც რომ ყოფილიყო ღამისა, ძილი და მოსვენება ფიქრადაც არ მოუვიდოდა, ვიდრე ახლად დაბეჭდილს, სველ-სველ გაზეთს არ მოუტანდნენ რა სიხარულით, რა სიამოვნებით გადიკითხავდა ხოლმე ნომერს! მუშაობდა ილია გატაცებით, მაგრამ თანაც კი გვაფრთხილებდა: ყმაწვილებო, არ მიღალატოთ, თორემ, ხომ იცით, თუ პაჭიჭს ერთი წვერი მოერღვა, გათავდა, პაჭიჭი ბოლომდე ჩაირღვევა, იმის შველა შეუძლებელია მეც ასეთი თვისება მაქვს, მე შუა გზაზე დადგომა არ ვიცი ამასაც გეტყვით: კამბეჩის ჯიშისა ვარ, რაც უნდა მძიმედ დატვირთული ურემი იყოს, უკან არ დავიხევ, ხრამიდგანაც ამოვიტან, თუ უღელში შესაფერი ტოლები მეყოლებიან, მხარს დამიჭერენ მაგრამ ოჩანი ცხენის ზნეცა მჭირს: თუ ერთი შევდექი, დავოჩნდი, — გათავდა, მერე კეტებით რომ მცემოთ, წინ ფეხს ვეღარ გადამადგმევინებთ

ეს უბრალო, ლიტონი სიტყვები არ იყო ილიას პირში ასეთი იყო ამის ბუნება: ჭირვეული იყო ყველაფერში, როგორც მუშაობაში, ისე ზარმაცობაში, როგორც სიყვარულში, ისე მტრობაში „В любви, как в злобе, верь, Тамара, я неизменен и велик“, — თამამად შეეძლო ეთქვა ილიას თავის თავზე დემონის სიტყვები

მახსოვს, როგორ სწერდა „ოთარაანთ ქვრივს“ ჩაიკეტებოდა თავის კაბინეტში, მოუჯდებოდა მაგიდას და სწერდა განუწყვეტლივ, თავაუღებლად, დღითი და ღამით ვამბობთ ღამით, იმიტომ, რომ ხანდახან კაბინეტში შესვლა რომ მოგვიხდებოდა რაიმე საჭირო საქმისათვის, ილია უძრავად იჯდა თავის ალაგას და გაცხარებული სწერდა ილია მოგვიბრუნებდა სხივოსან, შარავანდედით მოსილ სახეს, მშვიდი ნათელით გაბრწყინებულ თვალებს, მოგვცემდა მოკლე პასუხს ისეთი კილოთი, თითქო ოცნების ბურანიდგან ვერ გამორკვეულაო, და მიუბრუნდებოდა ისევ წერას74

ასევე იყო თავის კაბინეტში ჩაკეტილი, როდესაც გაშმაგებული, გაალმასებული სწერდა თავის „ქვათა ღაღადს“

მუშაობდა ასე დაავიწყდებოდა ჭამაც და სმაც ერთ ფინჯან ყავას თუ შეუტანდნენ და პატარა თეთრ პურს, თორემ სხვა საჭმელს არაფერს მიიკარებდა მეუღლე ილიასი, პატივცემული ოლღა, შემოგვჩივლებდა ხოლმე: „ღამე წამოვდგები, მივალ ილიას ოთახთან და კარებს ცოტად შევაღებ, მინდა შევიტყო, ხომ არა უნდა რა ვხედავ, რომ ილია წამოწოლილა ტახტზე, — კაბინეტში რომ უდგა, — ჩაცმული, გაუხდელი და სძინავს კურდღლურად ფეხაკრებით გამოვბრუნდები, რომ არ გამოეღვიძოს“

ასე გაშმაგებით იცოდა მუშაობა, საჭმელსაც აღარ ეკარებოდა, მხოლოდ თამბაქოზე კი ხელს არ იღებდა, პირში გაუქრობელი ედო პაპიროსი და მის ისეც პატარა კაბინეტში, ეხლა ჩაკეტილ-ჩახურულში, ისეთი დახშული, შეკომლილი ჰაერი იდგა, რომ ახლად შესულს კაცს თავბრუს დაჰხვევდა ილია ამას აინუნშიაც არ იგდებდა და აბა ვინ გაუბედავდა ეთქვა: ილია, შეისვენე პატარა, ოთახი ცოტა მოასუფთავე, ჰაერი გაწმინდე

გაათავებდა მუშაობას, გამოვიდოდა თავის დროებით საპყრობილედან და, ვინ იტყოდა, რომ რამდენიმე დღე უჭმელ-უსმელი ყოფილა, უძილოდ გაუტარებიაო, — ისეთი მხიარული, ჯანსაღი სახით გამოიყურებოდა ვინ არ შენატრებდა, ვის არ შეშურდებოდა ილიას ჯანი: სწორედ რომ ქვითკირითა და რკინით იყო ნაშენი მისი აგებულობა, და, ძალათ რომ არ მოესპოთ მისი სიცოცხლე, ვინ იცის, იქნებ დღესაც ცოცხალი ყოფილიყო გადამეტებულად ნუ ჩამითვლით ამის თქმას; აი იმისი და, ელისაბედი, ოთხმოცდა ცამეტი წლისა არ გარდაცვლილა? და რამდენად უფრო სუსტი აგებულობისა იყო თავის ძმა ილიაზე

გაათავებდა წერას, მიატოვებდა კალამს და მთელი კვირაობით აღარ დაუბრუნდებოდა საქმეს გადიცვამდა თავის ჭრელ ხალათს, დაიხურავდა თავზე ფესს და ჩაიკეტებოდა ისევ თავის კაბინეტში, მხოლოდ არა მუშაობისათვის: წამოწვებოდა მხართეძოზე, აიღებდა ხელში გაზეთს და მიეცემოდა აზიურ far nientes, ჩვენებურად რომ ვთქვათ, განცხრომას, ზარმაცობას თუ ამ დროს მოვიდოდა ვინმე საქმისათვის, ახლოს არ მიიკარებდა, სალაზღანდარაოდ მოსულს სტუმარს კი დიდის სიამოვნებით გაუმასპინძლდებოდა თუ ვინმე მახლობელი შემოვიდოდა და ეტყოდა: ილია, მოდი ერთი კამათელი გავაგოროთო, ილია დიდის სიამოვნებით დაეთანხმებოდა, მოუჯდებოდა ნარდს და კამათლების და ქვიშნარების ჩახა-ჩუხში ყველაფერი დაავიწყდებოდა

11 თავი IX

▲ზევით დაბრუნება


თავი IX

ქართული გაზეთის გამოცემის სიძნელეები სასტიკი ცენზურა ცენზორი ლუკა ისარლოვი საუბარი ლუკა „ისარლიჩთან“

ქართული გაზეთის გამოცემა იმ ხანებში ადვილი საქმე არ იყო გზა, რომელიც მაშინ ქართულ მწერლობას უნდა გაევლო, არ იყო ვარდითა და იით მოფენილი, ეს იყო გზა გოლგოთისა, გზა ეკლიანი გვირგვინისა, გზა ოხვრისა და გოდებისა, გზა სიმშილისა და მწყურვალობისა ამას დაუმატეთ ქართველი საზოგადოების გულგრილობა, კილვა და ღრეჭა მონარქისტ-რუსების სისინი „ქართველ პატრიოტების“ მიმართ და დაუცხრომელი მტრობა მეფის მთავრობისა ეს არა კმარა გაზეთს წინ ედვა კიდევ ერთი განსაცდელი, ერთი სახიფათო ალაგი, სადაც ბეწვის ხიდი იყო გადებული შესდგებოდი ამ ხიდზე და შიში აგიტანდა: აი, ეს ეს არის ჩაწყდება ბეწვი და ხიდთან ერთად შენც თან ჩაგიტანს უფსკრულში მოდი და ახლა იქიდამ ამოსავალი გზა ეძებე ეს სახიფათო ხიდი იყო მაშინდელი ცენზურა, რომელიც ყოველდღე მაჯლაჯუნასავით გულზე გვაწვა და სულს გვიხუთავდა ეს იყო ჩვენი სულთამხუთავი, ჩვენი „სული ბოროტი“

გაზეთს მასალას დავუმზადებდით რედაქციაში სტამბაში ააწყობდნენ ამ მასალას და კოხტა პატარძალივით მორთავდნენ, მაგრამ ვერ დავბეჭდავდით და მკითხველს ასე მოკაზმულ-მორთულს ვერ მივუძღვნიდით ჯერ გაზეთს უნდა გამოევლო კიდევ ერთი გალიპული, საშიში გზა, ეს გზა მიგვიყვანდა ხოლმე იმ ალაგას, რომელსაც სახელად ერქვა ცენზურა ვისხედით და ველოდით გულის ცახცახით, რა სახით დაგვიბრუნდებოდა შინ ეს წვითა და დაგვით შემზადებული გაზეთი

აგერ მოგვიტანეს გაზეთიც დავხედავდით და გულს ელდა ეცემოდა გაზეთი გაზეთს აღარ ჰგვანდა სულ წითელი მელნით იყო შეთხუპნული, ჯვარედინად გადახაზულ-გადმოხაზული ეს იმას ნიშნავდა, რომ წითელი ხაზებით გადაჯვარედინებული ადგილები უნდა ამოგვეგდო და სხვა რითიმე შეგვევსო ეს არც ისე ადვილი იყო დავღონდებოდით, დავძმარდებოდით, — გაზეთის ამ გვარად გამოშვება შეუძლებელი იყო: მოცდენილ ყანას მოგაგონებდათ, ალაგ-ალაგ რომ მოტიტვლებული ადგილები ჩანს ილია თავს მოიკლავდა, ასე დამახინჯებული გაზეთი საქვეყნოდ გამოტანილი რომ ენახა დაგვეტოვებინა ცარიელი ადგილები და შენიშვნა მიგვეცა, რომ „საცენზურო პირობათა გამო გაზეთი ამ სახით გამოდის, — ნება არ გვქონდა კანონის ძალით შეიძლებოდა კიდევ სხვა გზით შველა ამგვარ შემთხვევისათვის დამზადებული და აწყობილი გვქონდა სათადარიგო მასალა, რომელსაც ჩავაკვეტებდით ხოლმე წაშლილების ალაგას იყო კიდევ მესამე გზაც: წავსულიყავით ცენზორთან და, ან ხვეწნით, ან მუდარით, ან მოსაზრებით დაგვეჯერებინა, დაგვერწმუნებინა, რომ წაშლილ ადგილებში არავითარი საშიშო და საწინაღმდეგო ვისიმე არ მოიპოვებოდა

ამგვარი შემთხვევისათვის „სამწუხარო მსხვერპლად“ განწირული გვყავდა გიგა ყიფშიძე მაგრამ გიგას ხელში ჩაგდება არც ისე ადვილი იყო, თუმცა იმავე სახლში ცხოვრობდა, სადაც რედაქცია იმყოფებოდა ამის მიზეზი ეს გახლდათ: გიგა მეტად ხარბი მჭამელი და მსმელი იყო, ძველებურად, ჩვენებურად დღეში ერთხელ იცოდა ჭამა, მაგრამ ჭამა მაძღარი, საფუძვლიანი: გადააგორებდა ორ ჯამ ფაშარი პურით ჩაბუჟბუჟებულ წვენს, თან მიატანდა ერთ თავავსებულ თეფშს ხორცსა, ზედ დააყოლებდა ორიოდე ბოთლს ღვინოსა, იქვე გაგორდებოდა ტახტზე და მიეცემოდა განცხრომასა და ძილსა გიგა დაბალი ტანისა იყო, გოდორივით მრგვალი, კუნძივით მძიმე და, რასაკვირველია, არა ფეხმარდი დგომას ამჯობინებდა ჯდომას და უფრო კი წოლას

და აი, ამ განცხრომაში მყოფ გიგას ეძახიან საჩქაროდ რედაქციაში ქშენითა და ხვნეშით ამოგოგდა გიგა რედაქციაში ჯერ ფეხი არ შემოედგა კარებში, რომ ხონელმა ხელში მიაჩეჩა ცენზორისაგან დასახიჩრებული ნომერი და მიაძახა: — აბა, გიგა, ჰე დაიძარ და სულ ბრიგინ-ბრიგინით გასწი ლუკასთან (ასე ვეძახდით ცენზორს) და შეეწირე ზვარაკად საკურთხეველსა ზედა „ივერიისასა!“ გიგა ძილისაგან ვერც კი გამორკვეულიყო ერთი მწარედ ამოიოხრა და მორგვივით აგორავდა ლუკასთან

ცენზორად, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ქართული მწერლობის ჯალათად, დანიშნული იყო მაშინ ლუკა სტეპანიჩ ისარლოვი75 ეს კაცი იყო ქონდრის ტანისა, ბაჯაჯღანა, მახინჯი სულითაც და ხორცითაც, წვერ-ულვაშ მოპარსული, ფლიდი ენის პატრონი რაღაც უცნაური სიცილი იცოდა, რომელიც გოგოლის „პოპრიშჩინის“ ხით-ხითს მოგაგონებდათ რომელ არხივში გამონახეს და გამოამზევეს ეს არა კაცი, არ ვიცი ის კი ყველამ ვიცოდით, რომ ეს წყალობა მოიღო და ამით ქართული მწერლობა გააბედნიერა ლევან მელიქიშვილმა76, იმ დროს მთავარმართებლის თანაშემწემ და წინად დაღესტნის ბატონ-პატრონმა, ე ი გენერალ-გუბერნატორმა: ამბობდნენ, ვითომ ლუკა ისარლოვიც იქ, დაღესტანში, პოლიციის რაღაც დაბალ მოხელედ ყოფილიყოს, და აი, ჩვენმა წარჩინებულმა თავადმა, ღენერალმა ლ მელიქოვმა ამაზე უკეთესი არა გამოიმეტა რა ქართველებისათვის მაგრამ ან კი რა მოეთხოვება გადაგვარებულ დიდ მოხელეს: კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია

ლუკა ნამდვილი ძველი დროის პოლიციელი იყო: გულით გაქვავებული, ჭკუით გამოფიტული, ვერც შენი წრფელი სიტყვა, ვერც შენი საღი სჯა, ვერც ხვეწნა და მუდარა ვერ მიაღწევდა იმის გულსა და ტვინსა ამას სწამდა და სჯეროდა მხოლოდ ნება და ბრძანება თავის წარმომავლენისა, დანარჩენს კი ამისთვის ერთი ბისტის ფასიც არა ჰქონდა აი ამისთანა კაცთან გავგზავნეთ საწყალი გიგა და ნუ გაიკვირვებთ, თუ შინ ხელცარიელი დაბრუნდა, დაღონებული, დაძმარებული გიგას დანახვაზე, უსიტყვოდ მივხვდით, რომ მოხდა ის, რასაც მოველოდით წუწუნის და ჩივილის დრო აღარ იყო, ლუკას ლანძღვა-გინებასაც აზრი არ ექნებოდა სხვა გზა არ იყო, საქმეს უნდა შევდგომოდით, შენახული, დაზოგილი მასალა უნდა გამოგვეყენებინა მოვიწვიეთ სათათბიროდ ჩვენი დიომიდე, სტამბის მეტრანპაჟი, დაუღალავი, წარბშეუხრელი მუშაკი, რომელიც ჩვეული იყო ლუკას ამგვარი ოინებისა საქმე გაჩარხდა გაზეთი თავის დროზე გამოვა ხვალ დილით ჩაიზე ან საუზმეზე მიერთმევა მკითხველს მკითხველი გადაჰშლის გაზეთს, გადაავლებს თვალს და, რა დაინახავს მთელ სვეტებს ხალხური ლექსებით აღსავსეს, დაძველებულს, უცხო ენიდგან ნათარგმნს გაჭიანურებულს მოთხრობას, შესაძლებელია, გვერდზე გადასდებს გაზეთს და რედაქციას კიდეც შემოუკურთხებს: აი დალახვრა ღმერთმა! კიდევ აბდა-უბდით გაუვსიათ გაზეთი! ნეტავი სად პოულობენ ასეთ აშმორებულ, ობ-მოკიდებულ ამბებს? მკითხველის გულისწყრომა, გულახდილად რომ ვსთქვათ, სამართლიანი იყო მაგრამ, განა რედაქცია კი დამნაშავე იყო? და მთელი ტრაღედიაც მაშინდელი ქართველი საზოგადოებისა, როგორც მკითხველის, ისე მწერლებისა აი სწორედ აქ იყო მკითხველმა რა იცოდა, თუ რა წვითა და დაგვით იყო გაზეთი შედგენილი მკითხველმა რა იცოდა, ვინ იყო ცენზორი — ლუკა ისარლოვი მკითხველს რა საქმე ჰქონდა, თუ ათიოდე კაცმა მთელი უძილოდ გატეხა, ათასი ტანჯვა და ვაება გამოიარა, ოღონდ კი მკითხველს ნაბეჭდი ფურცლები მაინც მიერთვას ხვალ ადრიან დაგვიანებისთვისაც გაგვირისხდებოდნენ და დაგვგმობდნენ

ასე და ამგვარად იყო საქმე დაყენებული მწერალი სწერდა, მკითხველი კითხულობდა, ხოლო რა გარემოებაში სწერდა მწერალი, რამდენი ტანჯვა და ვაგლახი უნდა გამოევლო, ვიდრე მკითხველს ერთი-ორიოდე ცოცხალ სიტყვას მიაწოდებდა, — ამას არავინ კითხულობდა მეორეს მხრით, არც მწერალმა იცოდა, მკითხველი კითხულობს მის ნაწერს დროს გასატარებლად, ან როგორც რაღაცა სავალდებულო ბეგარის თავიდამ მოსაშორებლად, თუ ანგარიშს უწევდა მწერლის გულის წუხილს, იზიარებდა მის ნააზრევს, ნაფიქრს და აი, სწორედ აქ იყო, როგორც ზემოდაც ვსთქვით, ტრაგედია: მწერალსა და მკითხველს შუა ხიდი იყო ჩატეხილი, სხვადასხვა ნაპირებზე იდგნენ, ერთმანეთს ხმას ვერ აწვდიდნენ ერთი მეორის სულის ტანჯვას, გულის პასუხს ვერ იზიარებდა

ერთხელ კიდევ ვუბრუნდები ჩვენი მწერლობის სულთამხუთავს — ლუკა სტეპანიჩ ისარლოვს მეც მხვდა წილად მესვა ცენზურის სამსალით სავსე ფიალა ეს ასე მოხდა თუმცა ხშირად არა, მაგრამ დროგამოშვებით მაინც მწერალს ჰხვდება წილად ასეთი ბედნიერება: თავში მოუვა მშვენიერი აზრი, ამ აზრს გულის სიღრმეში ამოავლებს, სულს შთაჰბერავს, ხორცს შეასხამს, სიტყვებით შემოსავს, და ეს სიტყვები, შენ დაუკითხავად, დაიწყებს დენას კალმის წვერიდგან მაშინ ქაღალდზე იბადება ცოცხალი, ხორცშესხმული, სულჩადგმული ნაწერი, რომელიც სიხარულს გგვრის, სულიერ კმაყოფილებას გიღვიძებს გიხარიან კიდეც უფრო იმიტომ, რომ ჰგრძნობ: ხვალ მკითხველი წაიკითხავს და ისიც შენსავით გაიხარებს, იმასაც შენსავით კმაყოფილებას აღუძრავს გულში

ერთი ასეთი ბედნიერი წუთი მეც მარგუნა ბედმა აღვბეჭდე ეს წუთი გაზეთის ფურცლებზე, შევაცურე ცენზურის ზვირთებზე და ვეძლევი ფიქრებს: ფონს გავა, თუ სადმე ჩასძირავს? ლუკა სტეპანიჩს რომ ჩემი გამჩენი გაუწყრეს და წითელი სისხლის ჯვარი დაასვას ზედ? მაშინ? მაგრამ ვნახოთ, მანამ კი: „Лети мой челн по воле волн, Куда влечет тебя судьба“

მიდის აწყობილი ფურცლები ლუკასთან, ველი გულის ძგერით უკან დაბრუნებას აგერ მოიტანეს დავხედე და, — ვაი შენს მტერს: ისე იყო აოხრებული, როგორც სეტყვისაგან განადგურებული ყანა სხვა შველა არ იყო: უნდა მე თითონ შევდგომოდი ეკლიან გზას გოლგოთისას, რომელსაც ცენზურა ეწოდებოდა, მენახა ჩემი წერილის ჯალათი ლუკა, რითიმე და რაიმე სახით მომელბო და მომენადირებინა მისი გამხმარი გული შევედი და ლუკა რომ დავინახე, კინაღამ სიცილი არ წამსქდა ამის მიზეზი იყო შემდეგი ზემოდ ხომ დაგიხატეთ ლუკას სურათი, მაგრამ მაშინ ერთი რამ წვრილმანი დამრჩა აღუნუსხველი: ამის ამობურცული წითელი ლოყები, ისეთი წითელი, რომ იფიქრებდით, ჭიის ფერით აქვს შეღებილიო ამის დანახვაზე უცბად მომაგონდა ჩოლოხ-ჩოლოხ მაიმუნი, აი ქუჩებში რომ დაჰყავთ თათრებს ბავშვების გასართობად მხოლოდ არ გეგონოთ კი, რომ მთელი მაიმუნი გამახსენდა, არა, მარტო ის ნაწილი მაიმუნის სხეულის, სადაც le dos perd son nom *) როგორც ფრანგები ამბობენ

მაგრამ თავი შევიმაგრე, სიცილი შევიკავე და ზრდილობიანად მოვახსენე ლუკას, რა საქმეზედაც ვიყავი მასთან მისული

— არა, რასაც მთხოვთ, მაგის ასრულება ყოვლად შეუძლებელია რაც ამოვშალე, ის ამოსაშლელი იყო, წაღმა ვეღარ გადავატრიალებ ჰო და რას სწერთ? სიტყვის გადაკვრით, იგავ-არაკებით,  -*) ზურგი ჰკარგავს თავის სახელს

გინდათ თავი შეგვიხვიოთ, თვალები აგვიბათ? არა, კარგად გვესმის, რაც გაქვთ გულში თავი მიანებეთ მაგეებს ისეც, ვინ იცის, რას არ ლაპარაკობენ თქვენს გაზეთზე მადლობა მითხარით, რომ ბევრს ამოგიშლით ხოლმე, თორემ აქამდისინ გაზეთს სრულიად დაგიხურავდნენენ

მე ბევრი სიტყვა დავხარჯე, ბევრი ვეცადე დამეჯერებინა, რომ ჩემს წერილში არაფერია არც კანონის, არც მთავრობის წინააღმდეგი, მე ჩემი ვქენ, იმან თავისი, მაგრამ არა გამოვიდა რა შეჯდა ჯორივით და ფეხი ვეღარ მოვაცვლევინე შეაგდო ქვა და შეუშვირა თავი სულ ერთს გაიძახოდა: არ შემიძლიან, არ შემიძლიან! ერთბაშად შეწყვიტა ლაპარაკი, დაიწყო თავისებური ხითხითი, მერე მომიბრუნდა და მითხრა: — რას ჩამოსციებიხართ ამ იანოვსკის, მაზრის უფროსებს, მამასახლისებს? მიანებეთ თავი აი ჭიპაძეზე რატომ არ სწერთ? — ვინ გახლავთ, ლუკა სტეფანიჩ, ეგ ჭიპაძე? — ვეკითხები

— იმერეთში სცხოვრობს ერთი მოუსვენარი, აბეზარი კაცია, მოსვენებას არავის აძლევს გლეხები სულ აკლებული ჰყავს

— კეთილი, ბატონო, მაგრამ მე ეგ პირველად თქვენგან მესმის მაგაზე არავითარი კორესპონდენცია არ მოგვსვლია, ამბები არავის მოუწოდებია და აბა როგორ დავწეროთ? ლუკა მე თითქოს ყურს აღარ მიგდებდა და განაგრძო თავისებური ხითხითი: — კაი გვარია: ჭიპაძე ჭიპაძე კარგი იქნებოდა ფსევდონიმათ ამოგერჩიათ თორემ ვიღაცა სწერს თქვენ გაზეთში და დონ-იაგოს აწერს აბა რა ფსევდონიმია, არა სჯობს — ჭიპაძე მოაწეროს? და განაგრძობს ისევ თავის ხითხითს

ეშმაკობდა ლუკა, მან კარგად იცოდა, რომ დონ-იაგოს ფსევდონიმით მე ვწერდი და, მაშასადამე, მე გადმომკრა მათრახი

მივხვდი, რას ნიშნავდა ლუკას ხითხითი, ჭიპაძეზე და ფსევდონიმებზე გადაკვრით ლაპარაკი: უნდოდა თავიდგან მოვეშორებინე მეც დავაპირე წამოსვლა მხოლოდ არ მინდოდა ისე წამოვსულიყავი, რომ ცოტა არ მეკბინა ლუკასთვის ილიასაგან გაგონილი მქონდა: თუ გინდათ ლუკას აწყენინოთ, გააჯავროთ, ლუკა სტეპანიჩის მაგიერ ლუკა ისარლიჩი უთხარითო მაშინვე ყალყზე შედგება და მოსისხლე მტრად გადაგეგცევათო

ჯანი გაჰვარდეს-მეთქი, ვიფიქრე, ამ არაკაცისაგან ხომ შემდეგშიაც არა გამოდნება რა მე ამის კარებს აღარ მოვადგები, და ამით მაინც ვიყრი ჯავრს და გულს მოვიოხებ ავკრიფე ჩემი ბარგი-ბარხანა, ე ი წითლად შეთუთხნილი ნომერი გაზეთისა, ავდექი, მივაძახე: მშვიდობით ლუკა ისარლიჩ! და გამოვწიე კარებისაკენ

12 თავი X

▲ზევით დაბრუნება


თავი X

ივ ჯაბადარი და მისი წერილი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ნადირაძე (მაჩხანელი) და მისი კოოპერატივი „ძმური სიტყვა“ მაჩხანელისა ლადო აღნიაშვილი ქართული ხორო ლადო აღნიაშვილის მგზავრობა ირანის ქართველებთან და წიგნი მათ შესახებ ლადო აღნიაშვილის სიგიჟე და გარდაცვალება

ქართველთა შორის კოოპერატიული მოძრაობა და მისი ჩაშლა

ერთხელ ივ ჯაბადარმა, რომელიც, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, ციმბირიდგან დაბრუნებისას, ხშირად ესწრებოდა ხოლმე რედაქციის კრებებს, გვითხრა: ვრცელი წერილი მაქვს დამზადებული რუსულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ჟურნალ „Северный Вестник“-ში ვაპირებ ამ წერილის დაბეჭდვას, მაგრამ წინად მინდოდა თქვენთვის წამეკითხა და თქვენი აზრი შემეტყოვო

მალე მართლაც მოიტანა და წაგვიკითხა დაწერილი იყო კარგად, კარგი ლიტერატურული ენით, ცოდნით, ხოლო რაც შეეხება მის შინაარსს, აქ კი ბევრად მოიკოჭლებდა არ იყო დაცული ისტორიული სინამდვილე, ვერ შეეგნო ავტორს რუსთაველის გმირების სულისკვეთება, გულის ძგერა, მათი საქციელი, ისტორიული ეპოქის შესაფერად ის უკიჟინებდა ნესტან-დარეჯანს, ტარიელს პასივობას, უძრავად, გულხელ დაკრეფით ჯდომას ერთ ალაგას, განუწყვეტელ ჩივილს, წუწუნს და ცრემლის ღვრას ავტორს უსათუოდ უნდოდა, რომ რუსთაველის გმირები ისე მოქცეულიყვნენ, როგორც, მაგალითად, გმირები ჩერნიშევსკის რომანისა: „Что делать?“

ილია თავისებურად გაცხარდა და გაცეცხლებულმა უთხრა: არა, ბატონო ივანე, ჩვენ ეგრე ადვილად ვერ დაგითმობთ რუსთაველს დღევანდელი რუსული კრიტიკის თვალთახედვის ისრით ვერ გაიზომება „ვეფხის ტყაოსანი“ ამას მეტი დაფიქრება, მეტი მოსაზრება უნდა რუსული კრიტიკის ზენა-ქვერული ნავარდობა აქ არ გამოდგება აქ უფრო ღრმად უნდა საქმეს ჩახედვა ვისაც რუსთაველზე წერა უნდა, იმან, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეითვისოს იგი არა ჭკუით მხოლოდ, არამედ გულითაც, უნდა იგრძნოს მისი გმირების სულისკვეთება, ჩასწვდეს ქართველი გულის სიღრმეს, იგრძნოს მისი მაჯისცემა ეს იქნება ქართველი კაცის ნამდვილი სულისთქმა, მისი რწმენა, მისი სამართლიანი განსჯა და არა სკაბიჩევსკის კრიტიკა

და კიდევ ბევრი მწარე სიტყვები შესთავაზა ილიამ ჯაბადარს ერთი რამ მაკვირვებდა: ჯაბადარი თითქმის არაფერს უპასუხებდა ილიას, თავს არ მართლულობდა შემდეგ შევიტყე, რომ ეს წერილი სავსებით მისი არ ყოფილიყო ამას მხოლოდ „ვეფხის ტყაოსნის“ შინაარსის გადმოცემა ეკუთვნოდა, დაწერა, გაშუქება და კრიტიკული განხილვა იმის ცოლის ყოფილიყო ჯაბადარის ცოლი, შთამომავლობით რუსი, ლიუბატოვიჩის ქალი, დიდი ხნის რევოლიუციონერი იყო, „ნაროდოვოლცების“ წრეს ეკუთვნოდა, დიდი მეგობარი თურმე იყო, როგორც თვით ლიუბატოვიჩი იხსენიებს თავის ბეჭდვით მოგონებაში, იმ ტერორისტისა, რომელმაც ჟანდარმების უფროსი, მეზენცოვი მოკლა

ჯაბადარმა მაინც დაბეჭდა თავისი თუ ლიუბატოვიჩის წერილი „Северный Вестник“-ში, ხოლო „ივერიას“ კი შემოსწყრა და მას უკან რედაქციაში აღარ გაუვლია

ჩემს ერთ ფელეტონში ამ წერილის გამო მეც გადავკარ ჯაბადარს ორიოდე სიტყვა, დაცინვის კილოთი ქუჩაში შემხვდა ჯაბადარი და ცოტა წყენით მისაყვედურა: შენც ილიას აჰყევიო! მე ჯაბადარს წინადაც ვიცნობდი, და ამ პატარა ამბავს ჩვენი მეგობრული განწყობილება არ შეუწყვეტი*)ა

ჩვენ კრებებზე ლიტერატურული საკითხების გარდა, ბევრს სხვა ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებზედაც გვქონდა ხოლმე სჯაბაასი დიდად გვაწუხებდა ჩვენი მშრომელი ხალხის ეკონომიური დაქვეითება ვფიქრობდით, როგორმე მოგვევლო ამ საქმისათვის ბევრი იყო თქმული, ბევრი ნააზრევი, მხოლოდ როგორ მოგვეკიდა საქმისათვის ხელი, ვერ შევთანხმებულიყავით ბოლოს გამოჩნდა მოსაქმე ხალხნიც კახეთში განეზრახათ დიდი საქმის დაწყობა, შეედგინათ საკმაოდ ვრცელი, დალაგებული წერილი ჩვენი ეკონომიური დაქვეითების გამო, გამორკვეული იყო მიზეზები ამ დაქვეითებისა და ნაჩვენები, თუ რა საშუალებით შეიძლება ეშველოს ამ საქმეს იყო აგრეთვე კარგად შემუშავებული გეგმა მოქმედებისა და წესდება იმ საზოგადოებისა, რომელიც ამ საქმეს თავში უნდა დასდგომოდა

ყველა ეს წარმოუდგინეს ილიას, რადგან უილიაოდ არაფერი თვალსაჩინო და სავალდებულო საქმე არ დაიწყებოდა ილია იყო ავტორიტეტი, კანონმდებელი ქართველობისათვის მისი სიტყვა სჯეროდათ, იმის ცოდნას, გამოცდილებას, იმის დამჯდარ, დარბაისლურ ჭკუას დიდად აფასებდნენ სადაც ილიას ხელი ჰქონდა მოწერილი, ის მტკიცე თამასუქი იყო და არავინ უარს არ იტყოდა მიეღო ეს თამასუქი გასანაღდებლად ილია ძალიან ფრთხილი, თავდაჭერილი კაცი იყო, ადვილად ვერ გაიტაცებდით მას ლამაზი სიტყვებით, მაღალფარდიანი ფრაზებით შედგენილი პროექტებით ეს სულ თვალის მოსატყუებელი შუშხუნებიაო, — იტყოდა ხოლმე ილია მაგრამ ამ ახლად განზრახული საქმის აზრი კი მოეწონა იმ შიშს წარმოსთქვამდა, რომ ვაითუ საქმის შესაფერი ხალხი ვერ ვიშოვოთო

დედააზრი ამ სავაჭრო დასაწყისისა იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყანა უხვია და მადლიანი ხალხს უყვარს საქონლის მოშენება და ბლომად მოგვეპოება ყველი, ერბო, მატყლი ჩვენს ვენახებს განთქმული აქვს სახელი, ვიცით ამ ვენახების მოვლა, ღვინის დაყენება და ჩვენი ღვინოები უცხოელებისას ძირს არ ჩამოუვარდება; დიდი ღირსების და ათასგვარი ხილეულობა თავზე გვაქვს საყრელი, — ყველა ეს უდიდესი სიმდიდრეა ჩვენის ქვეყნისათვის, ყველა ამას რომ რიგიანი და გულშემატკივარი პატრონი გამოუჩნდეს, მოუაროს და გასავალი მისცეს, ჩვენი ხალხის ბედს ძაღლი ვეღარ დაჰყეფდა მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, მთელი ეს სიმდიდრე ხელში უვარდებათ სოფლის თუ ქალაქის მტაცია-მგლეჯელებს, ჩარჩ-მოვაჭრეებს და მოვახშეებს, ესენი ჯიბეს ივსებენ, მდიდრდებიან, ქონს იკიდებენ, ღიპებს უშვებენ, და ჩვენი ხალხი კი მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი დაიარება, სიღარიბისა და გაჭირვებისათვის თავი ვერ აუცდენია

და აი, ჩვენი ზრუნვა და საქმიანობაც სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, უნდა ვეცადნეთ, რომ ჩვენი სიმდიდრე ჩვენსავე ხალხს შერჩეს ხელში, ჩვენი ნაშრომით ჩვენვე ვისარგებლოთ, სხვას ნუ ვასუქებთ ქონის მოკიდება ჩვენც არ გვავნებს მოვიშოროთ თავიდგან ჩარჩნი შუამავალნი ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ავლა-დიდება ჩვენი ხელითვე მივაწოდოთ მომხმარებლებს და რაც ჩვენ გვჭირდება ფარჩეულობა, რკინეულობა, თუ სხვა რამ, — ყველა ეს ჩვენ თითონვე შევიძინოთ პირველ ხელიდგანვე და ჩვენ მომხმარებელ ხალხს პირდაპირ, უშუალოდ მივაწოდოთ ხელში ამის მისაღწევად საჭირო იქნება გავმართოთ ჩვენი საწყობები, გავხსნათ სავაჭრო დუქნები, დავაარსოთ კოოპერატივები, მოვაწყოთ სოფლებში პატარა ბანკები, გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებები ჩავაბათ ამ საქმეში ჩვენი ხალხი, მივაჩვიოთ ამხანაგობების შედგენას, კოლექტიურ მუშაობას, ერთი ყველასათვის, და ყველა ერთისათვის, — იყოს ჩვენი დევიზი

ჩვენ ბედზე და ჩვენდა სასიქადულოდ მაშინვე გამოჩნდენ ისეთნი მუშაკნი, რომელთაც კისრად იდვეს ამ საქმის ცხოვრებაში განხორციელება ამათ უნარი და საქმიანობაც გამოიჩინეს და საქმის სიყვარული და ერთგულებაც დავასახელებ მათ შორის ნადირაძეს და ლადო აღნიაშვილს მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, ორიოდე მეტი სიტყვა ვსთქვა ამ დიდად-ღირსეულ, ჩუმ, არა-მყვირალა მოღვაწეთა შესახებ, რომელთაც დიდი ღვაწლი და სამსახური მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე

ნადირაძე იყო კახელი, ქიზიყელი, სოფელ მაჩხაანიდგან, სადაც მასწავლებლობდა საუცხოვო მცოდნე ქართული ენისა, ქართველი ხალხის ცხოვრებისა, მისი ზნე-ჩვეულებისა დიდი მოსარჩლე, მოამაგე და გულშემატკივარი ჩაგრულთა და დევნილთა ხალხსაც დიდად უყვარდა, სჯეროდა მისი სიტყვა, მხარს უჭერდა ყოველ საქმეში, რაც კი ქვეყნისთვის გამოსადეგი იყო ამ ნადირაძემ გახსნა მაჩხაანში კოოპერატივი და დეპო საქონლის საწყობად სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ჩარჩებს, ცარცვია-მგლეჯელებს, ხალხის სისხლის მწოველ წურბლებს იმდენი მხნეობა გამოიჩინა, რომ თითონ მიდიოდა მოსკოვში, პირველ ხელიდგან იძენდა, რაც სოფლისთვის საჭირო იყო — ფართლეულობას, ავეჯეულობას, რკინეულობას სცდილობდა ამგვარადვე სოფლის საქონელი მომხმარებლისათვის პირდაპირ მიეწოდებინა, ხალხისთვის ჩამოეცალა შუამავალნი, ეს მავნებელნი ხორცმეტნი პირველ ხანებში საქმე ჩინებულად წავიდა მაჩხაანის დეპოს და კოოპერატივის სახელი სჭექდა და ქუხდა მიმბაძველნი სხვაგანაც ბევრი აღმოჩნდნენ, გაჩაღდა კოოპერატივების და სასოფლო ბანკების მართვა ხოლო რა ბოლო ჰქონდა ამ ბრწყინვალე დასაწყისს, ამაზე ცოტა ქვემოდ მექნება ლაპარაკი

ნადირაძეს, მაჩხანელის ფსევდონიმით, ფეხი ედგა მწერლობაშიაც ამის კალამს ეკუთვნის „ძმური სიტყვა“, რომელიც „ივერიაში“ იბეჭდებოდა მერე ცალკე წიგნადაც გამოვიდა საკვირველად მდიდარი, მრავალფერადოვანი ენა, ამოქაჩული ხალხის სიტყვიერების წყაროდგან, საუცხოვო ცოდნა, მთელის სიღრმესიგანით, ხალხის ცხოვრებისა, განსაკუთრებით ქიზიყისა, — აი რა ახასიათებს ამ წიგნს77

ლადო აღნიაშვილი დიდი ინიციატივის ადამიანი იყო რასაც კი ხელს მოჰკიდებდა, უსათუოდ ბოლომდე მიიყვანდა, განზრახვას ხორცს შეასხამდა უცნაური ადამიანი იყო სრულიად სმენას მოკლებულმა, განიზრახა ქართული გალობის და სიმღერის აღდგენა

— „სერენკი კოზლიკის“ სიმღერით ჩვენი მოზარდი ახალგაზრდობა სრულიად გადაგვარდებაო, ჩვენი მდიდარი, ტკბილ-ხმოვანი ხალხის სიმღერა სამუდამოდ დაგვეკარგებაო, — სთქვა ეს და შეუდგა სიტყვის საქმედ ქცევას

შეადგინა ქალ-ვაჟის ხორო სათავეში ჩაუყენა ოპერის მომღერალი რატილი, ტომით ჩეხი, და გაისმა თეატრში, კონცერტებზე ტკბილი ქართული სიმღერა ქართველი საზოგადოება აღტაცებაში მოვიდა აღნიაშვილის ხორო მარტოდ არ დარჩა მიმბაძველები გამოჩნდნენ, შესდგნენ სხვა ხოროებიც, ტფილისიდან გაიფანტნენ პროვინციებში და ამგვარად მთელი საქართველო მოიფინა ქართველი მომღერლებით; გაისმა ნამდვილი — არა გადაგვარებული ქართული სიმღერა-გალობა დიდი მადრიელნი უნდა ვიყვნეთ ლადო აღნიაშვილისა, რომელმაც პირველმა ჩაუგდო საძირკველი ამ საშვილიშვილო საქმეს და ქართული სიმღერა იხსნა განადგურებისა და გადაგვარებისაგან

მერე აზრად მოუვიდა ირანში წასვლა, იქაური ქართველების ყოფა-ცხოვრების გასაცნობად, იმათი სვე-ბედის შესატყობად ეს ის ქართველები იყვნენ, რომელნიც ამ ორასი წლის წინად შაჰ-აბაზმა ტყვედ წაიყვანა და ირანში დაასახლა სთქვა ჩვენმა ლადომ და კიდეც მოიყვანა სისრულეში თავისი ნათქვამი თითქმის ექვსი თვე იმოგზაურა აღნიაშვილმა ირანში და ამ მოგზაურობიდგან დაბრუნებულმა საჩუქრად უძღვნა ქართველობას საუცხოვო წიგნი, საიდანაც ვცანით, რომ ირანში, სახელდობრ შირაზში, თოთხმეტამდე სოფელი ყოფილა ქართველებისა, რომელთაც დღემდე მტკიცედ აქვთ დაცული ქართული ზნე-ჩვეულება, ბევრგან უცვლელად ქართული ენაც და, რაც უფრო გასაკვირია, დაუცხრომელი იმედი და ნატვრა საქართველოში დაბრუნებისა ეს წიგნი ღირსია იმისა, რომ ყველა ქართველმა წაიკითხოს და გაიცნოს სულისკვეთება იმ ქართველებისა, რომელიც მუხანათმა ბედმა სამშობლო კერას მოაშორა და შორს უცხო ქვეყანაში გადასტყორცნა

ლ აღნიაშვილი უცნაური თავისებური კაცი იყო, „ორიგინალი“, რუსები რომ იტყვიან ერთ დღეს გადასწყვიტა, რომ ევროპული ტანისამოსი აღარ უნდა ვატაროო და შეიმოსა ქართულ ძველებურ ტანისამოსში ჩაიცვა ქართული მოკლე ყურთმაჯებიანი გულამოჭრილი ქულაჯა, გაიკეთა გულზე ლამაზი ატლასის დოშლუღი, ფეხთ ჩაიცვა ჭვინტებიანი მაღალყელიანი ქართული წუღები, თავზე მოიგდო ბუხრის ქუდი, გვერდზე კოხტად ჩატეხილი, და დაიარებოდა ასე ქუჩაშიაც და სამსახურშიაც ბევრი დასცინოდა მასკარადის ტანთსაცმელიაო ლადო აინუნშიაც არ იგდებდა ამ დაცინვას და იტყოდა ხოლმე ღიმილით: ეს ნამდვილი ქართული ჩაცმულობააო ესეც უნდა ითქვას: აღნიაშვილი მოხდენილი ტანისა და სახის კაცი იყო და ეს ტანისამოსი უკეთ უხდებოდა, ვიდრე — ევროპული

სამწუხაროდ გაათავა საწყალმა ლადომ თავისი სიცოცხლე რაღაც უცნაური სნეულება დასჩემდა, ჩაიკეტა სახლში, გარეთ აღარ გამოდიოდა და ყველა მნახველს იმას შესჩიოდა, რომ მკბენარებმა შემაწუხესო, სიცოცხლეს მიწამლამენო, და გამოიშვერდა გატიტვლებულს მკლავსა

— რას ამბობ, კაცო, სად ხედავ მანდ მკბენარებს? ისეთივე სუფთაა, აი როგორც ჩემი ხელი, და აჩვენებდი მკლავს

— არა, თქვენ ვერ ჰხედავთ, თორემ მთელი მკლავი და მთელი ტანი ასე მაქვს სულ აკუნწლული მკბენარებით დღე არა მაქვს მოსვენება და ღამე ძილი ამათი გადამკიდე, — გვეტყოდა დაღონებული, მწარედ ჩაფიქრებული

ეჭვი არ იყო, საწყალი ლადო რაღაც უცნაური ფსიქიური სნეულობით იყო შეპყრობილი მართლაც, დიდ ხანს არ გაუვლია და ამ სნეულობამ თან გადიტანა და წუთი-სოფელს გამოასალმა, ჯერ კიდევ ჯანით და ღონით, მხნეობით სავსე ახალგაზრდა კაცი78 სპარსეთიდგან რომ დაბრუნდა, მაჩხაანის კოოპერატიული მუშაობის ამბით გატაცებული, ლადო აღნიაშვილი მხურვალედ შეუდგა ტფილისში ამგვარ საქმის მოწყობას შეადგინა საზოგადოება, შეკრიბა საწევრო ფული და გახსნა სავაჭრო დუქანი პირველ ხანებში აქაც საქმე კარგად წავიდა, მაგრამ ბოლო ამ დაწყობილებასაც ისეთი მოჰყვა, როგორც მაჩხაანის კოოპერატივს პირველი დაიშალა და მეორეც თან მიჰყვა

რა იყო მიზეზი, რომ ესოდენ კარგად დაწყებულ საქმეს ასეთი სამწუხარო ბოლო მოჰყვა? მიზეზი ბევრი იყო პირველი იყო მთავრობა ჯერ მაშინვე, როდესაც რედაქციაში შემუშავებული გეგმა და წესდება წარდგენილ იქმნა დასამტკიცებლად, მთავრობამ ალმაცერად შეჰხედა ამ საქმეს გაგეშილი მეძებარივით დაიწყეს ძებნა, კვლევა-ძიება, რაღაცა სუნი აიღეს და სულ იმის ძიებაში იყვნენ, რა უნდათ ნეტავი, საიდან აუჩნდათ ასე უცბად ვაჭრობის სურვილი ქართველებს? აქ სხვა რამ იდუმალი ზრახვები ხომ არ იმალება? და, როდესაც კი ამ წესდების ძალით რაიმე საქმეს დავიწყებდით, მაშინვე ყურებს სცქვეტდნენ და ეჭვის და უნდობლობის თვალით დაგვიწყებდნენ ყურებას ბედშავი ყორნებივით თავს დაგვტრიალებდნენ, რაიმე გაჭირვებაში ხელს კი არ გაგვიმართავდნენ, პირიქით, ფეხს უფრო მაგრად დაგვაჭერდნენ

მეორე მიზეზად უნდა დავასახელოთ ის ჩარჩ-ვაჭარნი, რომელთაც ჩვენი გამოღვიძება და ამოქმედება არაფრათ ეჭაშნიკათ ან კი რად იამებოდათ? პირიდგან ეცლებოდათ მსუქანი ლუკმა ასტეხეს ერთი ამბავი და განგაში, დაიწყეს ბრძოლა, ნამდვილი ომი, არ ერიდებოდნენ არაფერს, თვით არა საკადრის ჭორსა და ცილისწამებასაც ამათ ბანი მისცეს, მხარი დაუჭირეს ტფილისის ბობოლა ვაჭრებმა, უფრო მსხვილმა კალიებმა და გაუმაძღარმა წურბლებმა მისცეს პირი პირს, ხელი ხელს და შეერთებული ძალით გამოილაშქრეს ჩვენი, ჯერ ნორჩი, შეუიარაღებელი დაწყებულების წინააღმდეგ ცხადია, ხეირი არ დაგვეყრებოდა

მესამე და ყველაზე თავი მიზეზი იყო ჩვენი სიღარიბე, ხელმოკლეობა, უფულობა, კრედიტი არ გვქონდა, ფულს ვერ ვშოულობდით ერთიც და მეორეც კომერციული ბანკების ხელში იყო, ქართველებს არც ერთი საკომერციო ბანკი არ გააჩნდათ იმ დროს, საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაც კი ჭაჭანებად არ მოგვეპოებოდა ბანკებიც, საკრედიტო საზოგადოებანიც სულ უცხოელების ხელში იყო, იმათ ხელში იყო, მაშასადამე, კრედიტიც და ჩვენი საქმის სვე-ბედიც ჩვენ რომ საქმიანად კრედიტზე დავუწყებდით ლაპარაკს, ესენი ლაზღანდარული კილოთი გვიპასუხებდნენ: ეჰ, ერთი თავი დაანებეთ, თქვენ გაზრდას! ვის გაუგონია ქართველის დუქანი, სომხის გუთანი? ჰა, ჰა, ჰა, ვაჭრობა რა თქვენი საქმეა, ღმერთს თქვენთვის სხვა შნო და უნარი მოუცია: ლხინი, ქეიფი, ნადიმი, აბა ამაში ვინ გყავთ ტოლი და მოცილე? აფსუს! ამას თავს ანებებთ და რაღაცა წვრილმანი ვაჭრობისათვის მიგიყვიათ ხელი რა თქვენი საკადრისია? ასეთი ბაზაზხანური ლათაიებით გვიხვევდნენ თავს და გვიბამდნენ თვალებს რა საქმე გაკეთდებოდა ასეთ პირობებში?

13 თავი XI

▲ზევით დაბრუნება


თავი XI

 გაზ „ივერია“ და ლექსები პოეტი იოსებ დავითაშვილი ვაჟა-ფშაველა ვაჟას მამა და ძმები: თედო და ბაჩანა გაცნობა ვაჟა-ფშაველასთან ვაჟა – მასწავლებელი ვაჟას ნაწარმოებთა წაკითხვა „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის აზრი ვაჟას მუშაობა „ივერიაში“, თავის მინებება და წასვლა ჩარგალში ვაჟას გარეგნობა მისი ავადმყოფობა, სიღარიბე და სიკვდილი

ვისაც ძველი «ივერიისთვის» თვალი უდევნებია, ეხსომება, რომ ლექსები ძალიან იშვიათად იბეჭდებოდა მაშინ მიზეზი ის იყო, რომ ილია ძალიან მკაცრად და სასტიკად ეკიდებოდა ლექსებს და ბევრს მოსთხოვდა მოლექსეს როცა ლექსების დაფასება მოგიხდეთ, ნუ დაივიწყებთ ჭკვიანურ თქმულებას: თავი ყველას ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი, განაღა სთქვას ერთი-ორი უმზგავსო და შორი-შორი

თუ რა არის უმსგავსო ლექსები, ადვილად გასაგებია, — დარიგებას გვაძლევდა ილია: თუ ლექსში შეგხვდეთ სიტყვები: საგანი, ფიგურა, ვარდი, ბულბული, მთვარე და სხვა ამისთანეები, ბოლომდე ნუღარ ჩაიკითხავთ, გვერდზე გადააგდეთ, დროს ნუ დაჰკარგავთ ეს ლექსი კი არ იქნება, არამედ უსაქმო კაცის ნაცოდვილარი, ლექსად ნაჯღაბნი რასაკვირველია: ამათ რიცხვში არ მოჰყვებოდნენ ილიასი, აკაკისა, ვაჟა-ფშაველასი და ხალხური ლექსები მაგრამ ილია და აკაკი ისეთი ძუნწები იყვნენ, რომ „ივერიას“ ამათი ლექსების ნახვა არა ჰღირსებია რაც შეეხება ხალხურ ლექსებს და ვაჟა-ფშაველას, ამათ ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდათ გაზეთში ვბეჭდავდით აგრეთვე დავითაშვილის ლექსებს, თუმცა იმასაც ბევრი მდარე ლექსები მოჰქონდა ხოლმე, მაინც რედაქციის კარს არ ვუხშავდით: ესეც იმავე ხალხური პოეზიის წარმომადგენელი იყო

კარგად მახსოვს იოსებ დავითაშვილი, მშვიდი, წყნარი, მორიდებული, მორცხვი მოვიდოდა რედაქციაში, შემოაღებდა კარებს და გაჩერდებოდა

— გამარჯობა, იოსებ! რას სდგეხარ მანდა, მოდი, აი სკამზე ჩამოჯექ

იოსები მაინც ადგილიდან არ იძვრებოდა და მხოლოდ ტუჩებზე ოდნავ ღიმილი მოუვიდოდა ისე ეჭირა თავი, თითქოს რაღაცა დანაშაული მიუძღვის ჩვენ წინაშე და ბოდიშს იხდისო

— იოსებ, შენ უსაქმოდ არ მოხვიდოდი, გექნება რამე? — ვეტყოდით, რომ ცოტათი გაგვემხნევებინა და გაბედულობა მიგვეცა

მაშინ იოსები უფრო მხიარულად გაიღიმებოდა, წაიღებდა უბეში ხელს და ამოაძვრენდა იქიდან რამდენჯერმე დაკეცილ ქაღალდს კარგად ვიცოდით რაც იყო ქაღალდში მაინც ვკითხავდით: — იოსებ, ეს რა არის, რაზე გარჯილხარ? ახლა კი გაჰბედავდა ხმის ამოღებას და გვეტყოდა მორცხვობით: აი, პატარა ლექსი მოგიტანეთ

გადმოგვცემდა და ისევ მოწყენილი სახით დადგებოდა კარებთან, მანამ ჩვენ იმის ლექსს გადავიკითხავდით თუ მოვუწონებდით, ისე გაუხარდებოდა, თითქოს დიდი, ძვირფასი რამ საჩუქარი მიგვეცეს წარმომიდგენია, მეორე დღეს მისი სიხარული და ნეტარება, როდესაც თვით იგი თავის ლექსს დაბეჭდილს ნახავდა ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც დავითაშვილი ლექსსა სწერდა, მთელ თავის არსებას შიგ აქსოვდა, რომ ლექსი ამისთვის დასვენება კი არ იყო, ან გასართობი რამ სათამაშო, არა, ლექსი იმისათვის მთელი იმისი სიცოცხლე იყო, მთელი იმისი სული და გული გულუბრყვილო იყო იოსები, როგორც ბავშვი, და უმეტეს ნაწილ მის ლექსებშიაც ასეთი გულუბრყვილობა არის გამოხატული ტყუილად ხომ არ აიღო საყმაწვილო ჟურნალმა „ჯეჯილმა“ დევიზად თავის გამოცემისა დავითაშვილის ლექსი: იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო! დავითაშვილი ხელოსანი იყო, დურგალი, მუდამ რაღაცა დატანჯული სახით გამოიყურებოდა როცა კი მინახავს, სულ ერთი და იგივე ტანისამოსი ეცვა: ტანზე გარუჯული, გახუნებული შალის ჩოხა, თავზე ისეთივე გახუნებული გარიბალდის ქუდი და ფეხზე ხარაზის ჩუსტები ეს იყო მთელი მისი სამკაული

არ დამავიწყდება, როგორ დაღონდებოდა და დაეღრიჯებოდა ხოლმე სახე, თუ ლექსს დავუწუნებდით სწორედ პატარა ბავშვს მოგაგონებდათ, რომელიც ტუჩებს ჰკუმავს და სატირლად ემზადება, თუ მშობლებმა სურვილი არ აუსრულეს დასამშვიდებლად და სანუგეშებლად ვეტყოდით ხოლმე: — რას სწუხარ, იოსებ? განა მარტო შენ ხარ? ხშირად დიდ პოეტებსაც ვერ გამოუვათ ხოლმე კარგი ლექსი, რა უშავს დღეს ლექსი სუსტი გამოვიდა, ხვალ უკეთესს დასწერ, გულს ნუ გაიტეხ, პირველად ხომ არ სწერ რომ შენ ნიჭს ვაფასებთ, აი იქიდგანაც დაინახავ, რომ „ჯეჯილს“ პირველ გვერდს შენი ლექსი ამშვენებს: იზარდე, მწვანე ჯეჯილო

ამ უკანასკნელ სიტყვების გაგონებაზე, ცოტა გული მოულბებოდა და შინ დამშვიდებული წავიდოდა ერთი-ორი კვირის შემდეგ ჩვენი იოსები ისევ გამოჩნდებოდა, ისევ კარებში აიტუზებოდა და ჩვეულებრივი ღიმილით სუფთად დაკეცილ ქაღალდს გადმოგვცემდა79

სოფრ მგალობლიშვილმა მუდმივ მუშაობას თავი დაანება იმის მაგიერ უნდა მოგვეწვია ვინმე სწორედ ამ დროს ვაჟა-ფშაველა უადგილოდ დარჩა და, რადგან მე და გ ყიფშიძე კარგად ვიცნობდით, ვარჩიეთ ილიასთან მოგველაპარაკნა და ვაჟა რედაქციაში მოგვეწვია მუდმივ თანამშრომლად რა გამოვიდა ამ თანამშრომლობიდან, ქვემოდ გაიგებთ ჯერ კი ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და გაგაცნოთ ვაჟას ვინაობა

ვაჟა-ფშაველა ლიტერატურული ფსევდონიმია80 ნამდვილი მისი გვარი იყო ლუკა რაზიკაშვილი ლუკა მღვდლის შვილი იყო, სოფელ ჩარგალიდგან ეს სოფელი ფშავეთის ერთ მივარდნილ ადგილშია, უწინდელ თიანეთის მაზრაში ლუკას სამი ძმა კიდევ ჰყვანდა ორი მათგანი — თედო81 და ბაჩანაც82, მწერლები იყვნენ თედო მოხდენილად სწერდა უფრო საყმაწვილო პატარ-პატარა მოთხრობებს; ბაჩანა დიდად ნიჭიერი პოეტი იყო და ზოგიერთი მისი ლექსი სიმძლავრით და პოეტური აღმაფრენით ვაჟას ლექსებს არ ჩამოუვარდებოდა

ვაჟას მამაზე ბევრთაგან გამიგონია, რომ ბუნებით დიდი ჭკუის კაცი იყოვო, წიგნის მოყვარული და დიდი მცოდნე ქართული ისტორიისა სხვათა შორის, იმას მიაწერდნენ იმის ახსნას, თუ საიდგან წარმოსდგა სიტყვა ხევსური, სახელწოდება მთიელთა ერთი ნაწილის მცხოვრებლებისა ასე ჰხსნიდა თურმე ვაჟას მამა: როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა აიკლო და გაანადგურა იერუსალიმი და ებრაელები განფანტა მთელ დედა-მიწის ზურგზე, ბევრი ამათგან გადმოსახლებული იყო აგრეთვე კავკასიონის მთების ხევებში, და აი სწორედ ამ ხევში დასახლებულ ებრაელებს უწოდეს სახელად ხევის ურიები, ანუ, ცოტა შემოკლებით — ხევსურები აქედ გან თითონ ამ ადგილებსაც დაერქვა ხევსურეთი არ ვიცი, პატივცემულ ვაჟას მამას რომელ „ისტორიულ წყაროდგან“ ჰქონდა ამოღებული ეს ცნობა, მხოლოდ ეს კი ეჭვს გარეშეა, რომ ამის მთქმელს ჭკუა მახვილობა ეტყობა და უფრო კიდევ დიდი ფანტაზია იქნება მამისაგან გამოჰყვათ მის შვილებს ის პოეტური ფანტაზია, რომელმაც ასეთი ზეაღმტაცი ფრთები შეისხა მეტადრე ვაჟას ნაწარმოებში

ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი სოფელ თონეთში, რომელიც მანგლისის ახლოს მდებარეობს, სულ ოთხი ვერსტის სიშორეზე ეს ასე მოხდა: ვაჟა მასწავლებლად იყო თონეთის სკოლაში, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ექვემდებარებოდა ერთხელ საზოგადოებას ქაღალდი მოუვიდა, საიდგანაც ვცანით, რომ ვაჟას რაღაცაზე ჩხუბი მოჰსვლია მანგლისში მყოფ ჯარის აფიცრებთან და ხელის შეხებით შეურაცხყოფა მიუყენებია საზოგადოებამ დაადგინა, გაეგზავნა მმართველობის რომელიმე წევრი, ადგილობრივ საქმის გამოსაკვლევად მე მაშინ საზოგადოების მდივნად ვიყავი და მე მომიხდა თონეთში წასვლა აქ ვაჟას ნაამბობიდან შემდეგი გავიგე: თონეთში სამი რუსის ოფიცერი მოსულიყო და დუქანში ქეიფი გაემართათ, მიეწვიათ ვაჟაც სმის დროს ერთ აფიცერს რაღაც არასაკადრისი სიტყვა ეთქვა ქართველების შესახებ; ეს ვაჟას შეურაცხყოფად მიეღო და სილა გაერტყა ამ აფიცრისათვის ატეხილიყო ჩხუბი, აურ-ზაური, ვაჟასთვისაც ბევრი ეცემათ, მაგრამ ამასაც არ დაეკლო გაეშველებინათ, და ამით გათავებულიყო საქმე თუმცა მაინცდამაინც დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, საქმე ცუდად დატრიალებულიყო რაც უნდა იყოს, მაინც აფიცერი იყო შეურაცხყოფილი ვაჟა თითონაც გრძნობდა ამას და მითხრა: თუ საზოგადოებას რაიმე უსიამოვნება მოელის ჩემი გულისათვის, მე თითონ დავანებებ თავს აქაურ მასწავლებლობას, მაინც გული არ მიდგება ამ გადაყრუებულ ადგილას

ვაჟას სკოლაში ჰქონდა ბინა და მეც მასთან ჩამოვხდი საღამოს ოჯახობამ რომ მოისვენა, მე და ვაჟა მარტო დავრჩით ვაჟამ ლაპარაკი ჩამოაგდო „ივერიაზე“ და, სხვათა შორის, მკითხა: აი ლექსები და პატარა მოთხრობები მაქვს დაწერილი და „ივერია“ ხომ არ დამიბეჭდავსო მერე გამოალაგა დიდრონი რვეულები და წამიკითხა ჯერ „შვლის ნუკრის ნაამბობი“, საყმაწვილო მოთხრობა, მერე პოემა, „მოხუცის ნათქვამი“ ჩემს აღტაცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ვუთხარი: — შე კაი კაცო, თუ მაგისთანა ძვირფასი მარგალიტები მოგეპოებოდა, აქამდინ რას ინახავდი ძუნწივით, ზანდუკში ჩაკეტილებს მომეცი, ხვალვე წავიღებ „ივერიაში“, დიდის სიამოვნებით დავბეჭდავთ, და სასყიდელსაც მიიღებ

ვაჟა ნასიამოვნები დარჩა, მხოლოდ მითხრა: მოთხრობა უკვე გავგზავნე საყმაწვილო ჟურნალში დასაბეჭდად, და „მოხუცის ნათქვამს“ კი ცოტა კიდევ გადავათვალიერებ ჩქარა მე თითონ ჩამოვალ ქალაქში და ამეებსაც ჩამოვიტან სხვებიც ბევრი მაქვს ნაწერიო, და მაჩვენა ერთი კარგად მოზრდილი რვეული, სადაც მოთავსებული იყო დიდი პოემა, სახელად „თამარიანი“ მერე, აღარ მახსოვს, ასე დაბეჭდა ეს პოემა, თუ შესცვალა და სხვანაირად გადააკეთა

რამდენჯერმე კიდევ გადავაკითხვინე „მოხუცის ნათქვამი“ მეტადრე მომეწონა ის ადგილი, სადაც მოხუცი ამბობს მეფე ერეკლეზე

არწივს მაღლისა მთისასა ნეტავ, რად უნდა ქებანი

ამ მოსწრებულმა, მოსხლეტილმა შედარებამ ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს უცბად ცამ გაიელვა და თვალები მოულოდნელად გაგინათაო

მეორე დღეს გაკვეთილებზე დავესწარ სკოლაში ვაჟა უხსნიდა ბავშვებს, თუ რა არის ერთეული აგერ წამოაყენა ერთი პატარა, ეგრე ექვსი-შვიდი წლის ბიჭუნია, ცოცხალი, ცქრიალა თვალებიანი, ღია სანდომიანი სახის და ჰკითხა: აბა, შენ მითხარი, რა გყავთ შინ ერთად-ერთი იმანაც ჩამოთვალა: დედა, მამა, ძმა, მურია ძაღლი, ძროხა

აქ მეორე ბავშვმა თითი აიშვირა, მაგრამ ვეღარ დაიცადა, რას ეტყოდა მასწავლებელი, და მიაძახა: — რასა სტყუი, ბიჭო? ერთი კი არა, ორი ძროხა გყავთ! — ის მეორე ხომ ბერწია, — დაუყოვნებლივ უპასუხა პირველმა ეს პასუხი მეტად საგულისხმიერო იყო, როგორც გამომსახველი გლეხის ბავშვის შეხედულებისა იმას ისე წარმოედგინა, ვითომ ძროხას ეწოდება ძროხობა მხოლოდ მაშინ, თუ ხბო ჰყავს და რძეს იძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც ძროხაა, არც ხარი, არამედ საშუალო რაღაც არსება

ტფილისში დაბრუნებისას ერთხელ კიდევ გადავიკითხე საყმაწვილო ჟურნალში დაბეჭდილი „შვლის ნუკრის ნაამბობი“83, და იმ დღესვე მოვათავსე „ივერიაში“ რეცენზია, სადაც, სხვათა შორის, ვამბობდი: ასეთი მოთხრობის დაწერა შეუძლიან მხოლოდ დიდ ნიჭს ამ მოთხრობას ერთგვარი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც დიდი, ისე პატარა მკითხველი და სწორედ ეს არის უტყუარი საბუთი ნიჭის სიდიადისა და შესადარებლად მოვიყვანე დიდებული გიოტეს „რეინეკე ლისი“, რომელიც ერთგვარად სასიამოვნო წასაკითხი და საგულისხმიეროა როგორც დიდი ადამიანებისათვის, ისე პატარა ბავშვებისათვის ამას ვუმატებდი: ვაჟას ერთგვარ ეხერხება წერა, როგორც პროზით, ისე ლექსად ორთავე გვარს წერისას აზის უტყუარი ნიშანი მაღალი ნიჭიერებისა, პოეტურ შემოქმედების ძალისა ასეთი შეზავებული ნიჭის პატრონი დიდს იმედებს იძლევა და, ეჭვი არ არის, ვაჟა-ფშაველა საპატიო ადგილს დაიჭერს ჩვენს დიდ მწერალთა შორის

ილიამ რომ ეს რეცენზია წაიკითხა, შემოვიდა რედაქციაში და გვითხრა: აბა ერთი მაჩვენეთ ეგ მოთხრობებიო; წავუკითხეთ, კითხვის დროს ილიას სიამოვნების შუქი გადაჰკრავდა სახეზე კითხვა რომ გავათავეთ, ილიას აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა: წარმავალმა დიდმა ნიჭმა გულით იგრძნო მომავალი დიდი ნიჭი

კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასაგან, შორს წავა, შორს! გაიძახოდა ილია თავის ჩვეულებრივ შორსმჭვრეტელობით

მომაგონდა რუსეთის გამოჩენილი კრიტიკოსის ბელინსკის სიტყვები, თქმული ლერმონტოვის შესახებ, როდესაც ეს პირველად გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე და თავისი მაღალნიჭიერი ლექსებით ყველა გააკვირვა, გააოცა ბელინსკის ჰკითხეს: ეს მეორე პუშკინი ხომ არ არისო და მაშინ ბელინსკიმ იწინასწარმეტყველა: „Нет, он далеко пойдет, превзойдет Пушкина: слишком широко шагает“

შემდეგ, ცოტა გვიან, ვაჟამ თავისი „მოხუცის ნათქვამი“ მოგვიტანა „ივერიაში“ დასაბეჭდად რედაქციაში შევიკრიბენით თანამშრომლები ხელთნაწერი წავიკითხეთ მკითხველის მოვალეობა კისრად ედვა გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ვეძახდით გიგამ თავისებურად, გრძნობით გადააბულბულა

— გიგა, აბა ერთი კიდევ გადაიკითხე, — ეუბნება ილია

გიგამ გადაიკითხა, ილია დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა ეტყობოდა, დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა მერე თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ილიამ აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვები, რომელიც ბელინსკისებურად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: — არა, ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ! იქნება ეს სიტყვები ცოტა გადამეტებულიც იყო, მაგრამ სიმართლეს კი არ იყო მოკლებული რომაელები იტყოდნენ ex ungue leonem ე ი ბრჭყალებზე სცანით ლომიო ილია შთაგონებით მიჰხვდა, რომ ახლად გამონავარდებული ლომის ლეკვისაგან დიდი და მძლავრი ლომი გამოვიდოდა

ვაჟას რედაქციაში მოწვევა მუდმივ მუშაობისათვის გადაწყვეტილი იყო მხოლოდ ილია ცოტად ეჭვობდა და გვეუბნებოდა: — კარგსა ვშვრებით, გამოგვადგება? ან კიდეც რომ გამოგვადგეს, ცოდო არ იქნება, მაგისი ნიჭი გაზეთის მუშაობაში ჩავკლათ?! მართალს ამბობდა ილია აქაც წინასწარ გრძნობამ არ უმტყუნა მას, და მალე თვით ვაჟამ მოგვცა პასუხი ზემოდ მოყვანილ საეჭვო საკითხზე

ვაჟამ რედაქციაში იმუშავა მხოლოდ სამი დღე ვაძლევდით გადასაკითხად და გასასწორებლად კორესპონდენციებს, ვათარგმნინებდით პატარა წვრილ ამბებს რუსული გაზეთებიდან ორ დღეს მუშაობდა, თუმცა იმის მუშაობას დიდი ხალისი არ ეტყობოდა მოვიდა რედაქციაში მესამე დღეს ცოტა ჩაფიქრებული იყო, მივეცი რუსული გაზეთი, მოვუხაზე ერთი ადგილი უცხოეთის ცხოვრების ამბებიდგან და ვუთხარი: — აბა, ლუკა, ეს ადგილი მალე გადათარგმნე, თორემ სტამბა ძალას გვატანს და მასალა კი ცოტა გვაქვს

მე საქმეებში გავერთე და ვაჟა დროებით გადამავიწყდა მომაგონდა და ვუთხარი: — რა ჰქენ, ლუკა, გადათარგმნე? წინ დაწერილი ქაღალდი ედვა ვიფიქრე ეს სწორედ ნათარგმნი იქნება-მეთქი და ხელი დავავლე გადასათვალიერებლად დავხედე, — ლექსია

— ეს რა ამბავია, ლუკა? — ვეკითხები

— თარგმანის სამაგიეროდ ეგ ლექსი დავწერე თარგმნის მაგიერობას გასწევს

ამავე დღეს ვაჟამ გამოგვიცხადა, რომ რედაქციას თავს ანებებს: მე აქ მუშაობას ვერ შევძლებო რედაქციას თათბირი ჰქონდა და ასე გადავწყვიტეთ: მიგვეცა ვაჟასთვის თვეში ხუთი თუმანი, და ვაჟას, სამაგიეროდ, ევალებოდა თვეში რაიმე ნაწარმოები უსათუოდ მოეწოდებინა

ვაჟა აიბარგა და გასწია თავის ჩარგალში დაუბრუნდა არწივი თავის საყვარელ მთებს ვაჟა სინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას დროგამოშვებით ჩამოდიოდა ვაჟა ტფილისში, ხურჯინაკიდებული ცხენით ხურჯინში ელაგა საგზალი: ხორცი, პური — ტფილისში საცხოვრებლად — და ლექსები, მოთხრობები, პოემა და კიდევ სხვა ნაწერები ფშაველების ცხოვრებიდან დაუტოვებდა ყველა ამას რედაქციას და ისევ გაემგზავრებოდა თავისი საყვარელი მთებისაკენ და ასე და ამგვარად მთის კაცი ვაჟა ჰკვებავდა სუსტს ქართულ მწერლობას, როგორც მთის პატარა ნაკადული, მდინარედ ქცეული, ჰრწყავს და სულს უდგამს ბარის გადამხმარ დედა-მიწას

ერთ დღეს ჩვეულებრივ შემოვიდა ვაჟა, მთიდგან ჩამოსული, და წარმოგვიდგა წინ თავისი ძღვნით: ბოღჩაში გამოკრული ლექსებით და პოემებით მხოლოდ რა სახით წარმოგვიდგა! მაგრამ წინასწარ საჭიროდ ვრაცხთ ორიოდე სიტყვის თქმას ვაჟა გარეგნობით მშვენიერი სახის კაცი იყო: მაღალი, ტანადი, ბრგე, ჯან-ღონით სავსე მისი გულ-მკერდი და თვალები ხომ ნამდვილ მთის არწივს მოგაგონებდათ ხასიათით, ზნითაც ნამდვილი არწივი იყო, ამაყი, შეუპოვარი დღეს აი ეს ბრგე კაცი წარმოგვიდგა და რა სახით: ჩამომხმარი, წელში მოხრილი, თვალებგადმობრუნებული, ჩამობღერძილი, დასნეულებული, სწორედ ფრთებდაშვებულ ბებერ არწივს მოგაგონებდათ შეგვაძრწუნა ამ სანახაობამ და ერთხმად მივაძახეთ: — ლუკავ, რა მოგსვლია? ვაჟავ, რა დაგმართნია? აქ ვაჟამ გვიამბო თავის ჩვეულებრივ ეპიურ-დინჯი კილოთი შემდეგი სამწუხარო თავგადასავალი მთაში დაეკლათ ჭირიანი ძროხა ხორც დანატრებული ხალხი არ მოჰრიდებოდა ჭირს და საკლავი მთლად გაეტაცნათ ვაჟაც სულს წაეძლია და ეყიდნა ხორცი ეფიქრა: საცა ამდენი ხალხი, მეც იქაო ამის იმედიც ჰქონდა: კარგად გავრეცხავ, მოვხარშავ და ჭირი რაღა ჭირს მომჭამსო საწყალ ვაჟას არ გაუმართლდა ეს იმედი და ახლა დასნეულებული, დასახიჩრებული ადამიანი იდგა ჩვენ თვალწინ ეს კი იყო: ეს სნეულება ხორცს მოჰრეოდა და სულისთვის კი ვერა რა ევნო რედაქციაში მოტანილ ლექსებს ისეთივე ბეჭედი ესვა დიდის, გაუნელებელი ნიჭიერებისა, როგორსაც აქამდინ მიჩვეულნი ვიყავით ვაჟასაგან

ისედაც სიღარიბისაგან დაჩაგრული ვაჟა, ამ სნეულების გამო უფრო დიდს გაჭირვებაში ჩავარდა წვრილშვილი იყო ბევრს მუშაობდა, წელებზე ფეხს იდგამდა, მაგრამ მთის მწირი მიწა საკმაო საზრდოს არ აძლევდა სიღარიბისათვის თავი ვერ აერთვა დაგლეჯილ ჩოხაში გახვეული, მიღრეცილ-დაჯღანული ფეხსაცმელებით, თვალებზე შავი, მუქი სათვალეებით აფარებული შემოვიდოდა რედაქციაში, გახსნიდა თავის ბოხჩას და ამოალაგებდა ასეთ მარგალიტებს, როგორც: „გოგოთური და აფშინა“, „ბახტრიონი“ და მრავალი სხვა

ვაჟას შემოქმედებით ძალას, ბუნებით მომადლებულ ნიჭს სნეულებამ ვერაფერი ავნო მაგრამ ხორცი კი სძლია: ჩამოხმა; ეს, ოდესღაც მძლავრი კაცი, ჩონჩხად აქცია, ჭლექად ჩააგდო და უდროვოდ სიცოცხლეს გამოასალმა

14 თავი XII

▲ზევით დაბრუნება


თავი XII

მუშაობა ქართული გაზეთის რედაქციაში ლევან მელიქიშვილის სიკვდილი და ეპისკოპოზ ალექსანდრეს სიტყვა ქართულ წარჩინებულ თავადიშილთა რისხვა იერიშები «ივერიის» წინააღმდეგ

ზემოდ გაკვრით მოვიხსენიე, თუ რამდენი სიძნელე სდევდა ქართული გაზეთის გამოცემას აქ ცოტაოდენ უნდა შევსდგეთ და დაწვრილებით განვიხილოთ ეს საგანი ავიღოთ ჯერ თუნდ ტექნიკური მხარე და შევადაროთ ქართული გაზეთი რუსულს

რა უნდოდა რუსულ გაზეთს? ხშირად დაცინვით ვიტყოდით ხოლმე: რუსული გაზეთის გამოსაცემად საკმარისი იყო მაკრატელი და წებო მართლაც ასე იყო გადაიკითხავდნენ რუსულ გაზეთებს, რომლებიც ყოველ რედაქციას ბლომად მოსდიოდა, ამოსჭრიდენ მაკრატლით თავიანთ გაზეთისათვის გამოსადეგ ადგილებს, მიაკრავდნენ წებოთი ქაღალდზე და ასე აკონწლილ მთელ თაბახს ქაღალდს გაგზავნიდნენ სტამბაში ასაწყობად აგრეთვე კორესპონდენციები, ახალი ამბები, სულ მზა-მზარეულად მოსდიოდათ ასე რომ მეტი სამუშაო ჰქონდა უფრო სტამბას, ვიდრე რედაქციას სჭირდებოდათ დასამზადებლად მხოლოდ მეთაურები და ფელეტონები, მაგრამ ამისათვის განსაკუთრებული თანამშრომლები ჰყავდათ, რომელთაც სარედაქციო წვრილმან მუშაობასთან არავითარი დამოკიდებულება არა ჰქონდათ

სულ სხვა იყო ქართული გაზეთი მარტოდ მარტო იდგა განდეგილივით და გარს ეხვეოდენ მხოლოდ რუსული გაზეთები სარგებლობა, რასაკვირველია, შეეძლო, მაგრამ ყოველი სტრიქონი უნდა ეთარგმნა, და ეთარგმნა არა საყველპუროდ, არამედ წმინდა ლიტერატურული ენით განცხადება რა არის, ისიც სულ სათარგმნელი გვქონდა აიღეთ, თუ გინდ, სამგლოვიარო განცხადებანი ქართველი კაცი თავის გულისწუხილს აცხადებდა და აქაც კი ვერ ახერხებდა თავისი მწუხარება ქართულად გამოეთქვა მოჰქონდა რედაქციაში რუსულად დაწერილი და, თითქოს რედაქცია ბუ ყოფილიყოს, გვეუბნებოდა: დიდი თავი გაქვს, იტირეო ე ი ქართულად მითარგმნე და დამიბეჭდეო

ავიღოთ კორესპონდენციები მართალია, ქართულად დაწერილი მოგვდიოდა, მაგრამ ისე ჩიქორთულად აბდა-უბდად დაწერილი, რომ ვერც თავს უპოვიდი, ვერც ბოლოს გამოაბამდი ისევ ამჯობინებდი გადაგეხაზა, ხელახლად შენად გადაგეწერა მონაწოდი ამბავი და ასე მოგეთავსებინა გაზეთში

აიღეთ ახლა, თუ გინდათ, სამეცნიერო წერილები ვინ იტყვის, რომ სასარგებლო არ იყოს ასეთი წერილების ბეჭდვა გაზეთში მაგრამ აბა მითხარით, როგორ და რა სახით მოახერხო ამის წერა ქართული უნივერსიტეტი ჩვენ მაშინ არ გვქონდა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და ენა ნატამალადაც არ გვებადა მოდი და სწერე, ეძიე ყველა ეს შენი სიტყვიერების სალაროში, დაატანე ძალა შენს ტვინს, გამოიგონე, შესთხზე, თუ გინდა თითის წვერებიდგან გამოწუწნე და მოაგვარე რამე კი ადვილი სათქმელია მოაგვარე, მოახერხე კი, ვახერხებდით, მაგრამ მკითხველმა რა იცოდა, რამდენი ტანჯვა და ვაგლახი უნდა გამოგვევლო აქაც აი, რა სიძნელე გვედვა წინ რასაც რუსულად ერთ-ორ საათს მოუნდებოდი, აქ, ქართულისათვის ორ დღესაც მოანდომებდი რამდენი უძილო ღამე უნდა გაგვეტარებინა, რომ ეს პატარა საქმე მოგვეგვარებინა

დავანებოთ ამას თავი ეს, როგორც ვსთქვით, შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომლის სიძნელეს, ასე თუ ისე, დასძლევ, მაგრამ რას უზამ იმ სიძნელეს, იმ დაბრკოლებას, რომელიც შინაურად ჩვენ ქართველი საზოგადოების მხრივ წინ გვეღობებოდა, სულს გვიხუთავდა და ხელ-ფეხს გვიკრავდა ამაზე ნურაფერს იტყვი იმაზე ხმის ამოღებას ნუ გაჰბედავ ეს ამას ეწყინება, ის მეორეს არ იამება ყველას ოხტში როგორ მოხვალ! ნათქვამის დასახასიათებლად მოვიყვან ერთს მაგალითს გარდაიცვალა დიდი თავადი ლევან მელიქიშვილი, კავკასიაში ხელმწიფის მოადგილის თანაშემწე ის ლ მელიქიშვილი, რომელმაც, როგორც ზემოდ მქონდა ნათქვამი, ქართულ მწერლობას უწყალობა ცენზორი ლუკა ისარლოვი დასაფლავების წესი, რასაკვირველია, დიდის ზარით და ზეიმით იყო გადახდილი ქება-დიდებას უხვად უძღვნიდნენ, საკმეველს უკმევდნენ მის დიდსულოვნებას, მის დიდ ჭკუას გამოვიდა ბოლოს ეპისკოპოსი ალექსანდრე კაცი მართალი, პირში მთქმელი, მოურიდებელი და ასეთი სიტყვით მიჰმართა მიცვალებულს, რასაკვირველია, ცოცხლების გასაგონად: დიდი გვარის კაცი იყავ, სამსახურშიაც დიდ წარჩინებას მიაღწიე, მდიდრულად ფუფუნებაში სცხოვრობდი, შენს ოჯახს არას აკლებდი, მხოლოდ რა მიგაქვს თან? რა სიკეთე დასთესე ამ ქვეყნად, რა შესძინე შენს სამშობლოს, საქართველოს? დიდი სიმდიდრე გქონდა შეძენილი და ფიქრადაც არ მოგივიდა, რომ ამ სიმდიდრისაგან ცოტაოდენი წვლილი მაინც გამოგეღო შენს გაჭირვებულ, ღატაკ სამშობლოსათვის, ქველმოქმედობის სახელი გამოგეჩინა

და კიდევ ბევრი ამისთანა მართალი და მწარე სიტყვები უძღვნა მიცვალებულს რასაკვირველია, მას ეს სიტყვები არ ესმოდა, მაგრამ, ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდნენო, იტყვიან ნიშანში ამოღებულთ მოხვდათ შხამიანი ისარი, იგრძნეს ტკივილი ეს სიმართლე შეურაცხყოფად მიიღეს და ასტეხეს ერთი განგაში, ორომტრიალი: როგორ თუ გაბედა მაგ ვიღაც წვერცამეტა ბერმა და მკვდარი გაგვიუპატიურა! არა, ეგ სწორედ სრულ ჭკუაზე არ არის და საგიჟეთში უნდა გაიგზავნოსო

ესენი ასე ფიქრობდნენ და ლანძღვითა და გინებით გულს მოიოხებდნენ სულ სხვანაირად შევხედეთ ამ ამბავს „ივერიის“ ხელმძღვანელებმა ჩვენ მოვიწონეთ ეპისკოპოზის სიტყვა, სიტყვა მართალი, გაბედული, არა-ცბიერი და ამ სახით აღვნიშნეთ გაზეთში უნდა გენახათ, როგორ განრისხდნენ ჩვენი წარჩინებული გვარიშვილები ვინა ყრიან ეგ ვიღაც უგვარტომო მღვდლისა და დიაკვნიშვილები, რომ მაგისთანეებსა ჰბედავენ ჩვენ წინააღმდეგ? უნდა ჯვარსვაცვათ ეგენი გაზეთი უნდა დავუხუროთ! გაზეთის ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ გადავრჩით იმათ რისხვასა და მუქარას

ეს, ვთქვათ, გადაგვარებული ქართველები იყვნენ ამათი ლანძღვა და რისხვა არც ისე საწყენი იყო უფრო გულს გვტკენდა განათლებული, „მოწინავე“ ქართველი საზოგადოება, მისი უსაფუძვლო საყვედურები, მისი წუნიაობა მერე რას გვიწუნებდნენ? ყველაფერს: ეს ენა არ უვარგათო, მძიმე, ეკლესიურიაო ეს კიდევ რა განყოფილებები შემოიღეს გაზეთშიო: „ნარკვევი“, „ნაკვესი“, „დამაკვირდიო“ — ეს სადაური ქართულიაო

აბა, ეხლა გეკითხნათ: ვის ენას ჰკიცხავთ, ვის სწამებთ ენის არცოდნას? ილიას ენას? მერე, განა ილიამ ენა გამოიცვალა? განა, ილია იმავე ენით არ სწერდა „მგზავრის წერილებს“, „გლახის ნაამბობს“, და ბოლოს „ოთარაანთ ქვრივს“? განა აქ ილია არ გვხიბლავდა თავისი ენის ელვა-ბრწყინვალებით? განა აქ არ გვაკვირვებდა ილიას ენაწყლიანობა, მისი დაუშრეტელი წყარო ქართული ენამეტყველების სიუხვისა, სიმდიდრისა? უსაყვედურებდნენ გაზეთს: ვისთვის არის საჭირო, ან საინტერესო ეს ვიღაცა ბუასტის, პასკალის და მრავალთა სხვათა მოკლე, ნაძალადევი ბრძნული სიტყვები, რომელიც „დამაკვირდიში“ იბეჭდებაო? რასაკვირველია, არა ამისთანა პრეწია-წუნია მკითხველებისთვის ილია უფრო მდაბალ ქართველი მკითხველებისათვის ზრუნავდა, ვიდრე ამათთვის ილიამ ამათზე კარგად იცოდა ქართველი კაცის ფსიქიური ბუნება, მისი სულიერი მოთხოვნილება, იცოდა, რომ ქართველ კაცს დიდად მოსწონს მოკლედ, ლამაზად, მოჭრით გამოთქმული ჭკვიანი აზრი ამიტომ თვითონ ილიაც ბევრს სწერდა ამ „დამაკვირდისათვის“ აიღეთ, თუ გინდა, აი ეს „დამაკვირდი“, რომელიც ილიას კალამს ეკუთვნის:

ხმალი იმოდენს რას იზამს

მრისხანე და ძლიერიო,

რასაც იქმს მშვიდობიანი

კალმის პატარა წვერიო

ვინ იტყვის, რომ ამ პატარა, კოხტად, ლამაზად გამოთქმულ ლექსში არ არისო დიდი, ღრმა აზრი? რომელ ქართველს არ მოჰგვრის ეს სიამოვნებას, არ ჩასწვდება გულის სიღრმეში, თუ, რასაკვირველია, ეს გული არ არის გაქვავებული, მტრობით და მძულვარებით აღსავსე?

15 თავი XIII

▲ზევით დაბრუნება


თავი XIII

 საყმაწვილო ჟურნალი „ჯეჯილი“ ილიას ლექსი „ბაზალეთის ტბა“ „ოთარაანთ ქვრივის“ დაწერა მოთხრობის წაკითხვა ილიას მიერ მწერალთა წრეში, დ სარაჯიშვილის ბინაზე გრიგოლ ვოლსკის და ნიკო ნიკოლაძის აზრი მოთხრობის შესახებ ვახშამი რაფიელ ერისთავის თამადობა

ქართულ საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილშიაც“ ვთანამშრომლობდი84 ჩვენი გამოჩენილი პოეტები თანაუგრძნობდნენ ამ ჟურნალს იქ წაიკითხავდით აკაკის, ვაჟა-ფშაველას და ბევრ სხვათა ლექსებსაც, ჩვენი შიო-მღვიმელი ხომ ნამდვილი შიოს მარანი იყო: უხვი, პურადი, გულადი! ისე ნომერი არ გამოვიდოდა „ჯეჯილისა“, რომ შიოს თავის ძღვენი, ნობათი არ მიერთო პატარა მკითხველებისათვის ამათ რომ ჟურნალი გადაეშალათ და შიოს კატუნიები, ფისუნიები, თაგუნები და ჩიტუნები არ ენახათ, გულნაკლულნი, დაღონებულნი იტყოდნენ: ძია შიო რატომ არ არისო?85

ჟურნალის რედაქციას გულთ აკლდა, რომ ილიამ არაფრით სცა პატივი მე ვიდე კისრად ეს ნაკლი შემევსო და შევუჩნდი ილიას როგორც იყო, დავიყოლიე, ილია დამპირდა პატარა ლექსის მოცემას მთელი თვე მომიხდა უკან დევნა, მინამ ილია გაჰბედავდა თავის დანაპირების შესრულებას მომცა თავისი იმ ხანებში დაწერილი ლექსი „ბაზალეთის ტბა“ დიდი სიხარული იყო ჟურნალისთვისაც და მკითხველებისთვისაც ამ ლექსის დაბეჭდვა ამის მიზეზს მიჰხვდებით, თუ გაიხსენებთ ამ მშვენიერს, მდიდარს როგორც გარეგანი ფორმით, ისე აზრიანი შინაარსით ლექსს

მდიდარია ეს შინაარსი აქ შეისხა ხორცი იმ ძველთაგანვე ილიასაგან შეტკბობილმა იდეამ, რომლითაც იგი იყო შებოჭილი, დატყვევებული ეს იყო იდეა ქართველი ერის ხსნისა, მისი მკვდრეთით აღდგენისა დღესაც ისე ვერ წაიკითხავთ ამ ლექსს, რომ გული არ აგიტოკოთ მისმა სიმშვენიერემ შეიძლება ბევრს დავიწყებული ჰქონდეს, ამიტომ ჩემს თავს ნებას ვაძლევ, ამ ლექსის ორიოდე ადგილი მაინც გავახსენო მკითხველს

ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო

ამბობენ, — თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს, და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით, ტბა კარვად ზედ გადუხურავს

ამას კი აღარ ამბობენ, აკვანში ვინ ჩააწვინა, ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა

იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი

ილიას ვუჩვენე დაბეჭდილი ლექსი და ვკითხე, ხომ ლამაზი არის-მეთქი? თანაც დავუმატე: ესე გამოქვეყნებული არა სჯობს, ვიდრე უჯრაში მაგრად ჩამალულიმეთქი? ილიამ ამაზე ასე თავისებურად მიპასუხა: — რა გითხრათ? მანამ ლექსი ჩემთან არის — ჩემი მგონია, მახარებს, და რაკი დაიბეჭდება, საქვეყნოდ გახდება, ისეთს გრძნობას განვიცდი, თითქოს გულიდგან საყვარელი, ღვიძლი შვილი მომგლიჯესო86

იქნება, იმითაც აიხსნებოდეს ის გარემოება, რომ ილია დიდ ხანს ინახავდა კალთის ქვეშ ამოფარებულს თავის პირმშო შვილებს და მინამ ასაკის ხანში არ შევიდოდნენ, არ იმეტებდა მათ საქვეყნოდ გამოშვებას, როგორც ჩიტი ბუდიდგან არ გამოუშვებს და არ დააფრენს თავის ბარტყებს, ვიდრე მაგარ ფრთებს არ შეისხამენ

რაკი ეს ერთი ნავსი გავტეხეთ, ახლა უფრო მეტი გაბედულება მოგვეცა, შევუჯექით ილიას და მოსვენებას არ ვაძლევდით გვინდოდა, რომ „ივერიისთვის“ რაიმე ახალი მოთხრობა მოეცა იმისთვის ეს ძნელი არ იყო, რადგან ვიცოდით, რომ ჩანასახად უკვე აქვს დაწყობილი მოთხრობა, რომლისთვისაც წინად განზრახვა ჰქონია, მგონი, „გიორგი“ ეწოდებინა სახელად, მერე კი „ოთარაანთ ქვრივი“ დაარქვა

ერთ მშვენიერს და ქართველებისათვის დიდად სასიამოვნო დღეს, ილია ჩვეულებრივ ხალათში გამოეწყო, თავზე ფესი მოიგდო, ჩაიკეტა კაბინეტში და პირიდგან განუგდებელი პაპიროსით მიუჯდა მაგიდას შეიძლება ითქვას, რომ თითქმის რედაქციის ყველა თანამშრომელნი მოწმენი იყვნენ ამ შემოქმედების პროცესისა ილია ხანგამოშვებით წაგვიკითხავდა დაწერილს, რაც უკვე გათავებული ჰქონდა; თითქოს უნდოდა სხვისთვისაც გაეზიარებინა ის შთაგონება და აღფრთოვანება, რომელსაც მუშაობის დროს ჰგრძნობდა სხვებშიაც გამოეწვია ეს აღფრთოვანება და ამ გზით მეტი ღონე მოეკრიბა, ფრთები შეესხა თავის აღმაფრენისათვის, შემოქმედებითი ძალა გაეელვარებინა

ამასობაში გაიარა ერთმა თვემ, და იშვა ის მოთხრობა, რომელსაც „ოთარაანთ ქვრივი“ ეწოდება სახელად ახლად შობილს მონათვლა უნდოდა განუყრელი, უცვლელი ნათლია ილიას ნაწარმოებისა დავით სარაჯიშვილი იყო; იმდენად გულუხვი, პატივისმცემელი ნათლია, რომ ნათლობასაც თვითონვე იხდიდა თავის სტუმართმოყვარე სახლში ასე იყო მონათლული „განდეგილი“ და ამ წეს-რიგს არც ეხლა გადაუდგა სარაჯიშვილი87

საღამოს რვა საათი იქნებოდა, სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულად მოწყობილ სახლში, სოლოლაკში, დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი აქ იყვნენ „ივერიის“ ყველა თანამშრომელი, ქართველი მწერალნი და საზოგადო მოღვაწენი მათ შორის იყვნენ: მოხუცი პოეტი რაფიელ ერისთავი, ნ ნიკოლაძე, ივ მაჩაბელი, პ უმიკაშვილი, გრ ვოლსკი, — საუცხოვო მცოდნე ქართული ენისა, პოეტი და საზოგადო მოღვაწე — და კიდევ ბევრნი სხვანი

ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა უნდა ითქვას, სხვათა შორის, რომ ილია კაი მკითხველი იყო, თუმცა ხმა ცოტა მოყრუო ჰქონდა, თითქოს გულზე ქონი აქვს მოკიდებული და ეს უშლის სიტყვის მკაფიობასო კითხვა გათავდა ჩამოვარდა სიჩუმე ილია აღგზნებული სახით აქეთ-იქით იყურება

თუ ხსოვნა არ მღალატობს, პირველად ხმა ამოიღო გრ ვოლსკიმ და ასე სთქვა: მაგ მოთხრობას მე „ოთარაანთ ქვრივს“ კი არა, „ობოლ მარგალიტს“ დავარქმევდიო ქვრივი, როგორც ტიპი, ჩამოსხმულია, გამოქანდაკებული ენა ხომ ისეთია, რომ აქ ილიამ თვით ილიასაც კი გადაამეტა, გადააჭარბა ერთი სიტყვით, მოთხრობა მხატვრობით, ფერადების სიუხვით, ნამდვილი ქართული მოსწრებული სიტყვაპასუხით, მშვენიერია, შეუდარებელი მხოლოდ გიორგის დიდბუნებოვანება, მისი სულიერი დიადობა არა სჩანს მეჯინიბეს მადლიანად სცემაო და მოჯამაგირეს ტყეში გვერდები ჩაამტვრიაო — ეს მაინცა და მაინც არც ისეთი დიდი გმირობაა და არც დიდსულოვნობა მაშ, რაზე ჰკიცხავთ კესოს, რომ გიორგის სიყვარულს ვერც კი მიუხვდაო რაში გამოიჩინა გიორგიმ თავისი სულიერი სილამაზე, გონების წარმტაცებლობა, რომ კესოს თავი დაჰვიწყებოდა და გული შესტოკებოდა? რა ვქნა, ილია, არ მომწონს გიორგი იგი ლანდია და არა ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანიო

ახლა წამოდგა ნ ნიკოლაძე და ესეც კესოს გამოესარჩლა ილიას არ მოსწონს, რომ კესომ შორს დაიჭირა თავი და გიორგის სულიერი ტანჯვა ვერც კი შეიმჩნიაო და მიზეზად იმას ასახელებს, რომ სხვადასხვა წოდების ხალხნი არიანო, ერთი თავადის ქალია, მეორე — გლეხის შვილი, მათ შუა უფსკრულიაო სხვა-და-სხვა ნაპირასა დგანანო ხმა ვერ მიუწვდენიათ ერთმანეთისათვისო ხელს ვერ აწვდიან ერთმანეთს, რადგან ხიდია მათ შორის ჩატეხილიო აქ ჩატეხილი ხიდი არაფერს შუაშიაო ხიდი რომ გასდოთ კიდეც, კესო და გიორგი მაინც ერთმანეთს ხელს ვერ მისცემენ, კესო გიორგის გულის წადილს პასუხს ვერ მისცემს რატომ? მიზეზი აქ ხიდის უქონლობა კი არ არის, არც გვარიშვილობა, აქ კულტურული დაშორებაა აბა გიორგი უბრალო მოჯამაგირედ, ისიც უსწავლელ უწიგნო კაცად არ მისდგომოდა კესოს კარებს? წარმოიდგინეთ, რომ გიორგის სწავლა მიეღო, ყოფილიყო, ვთქვათ, ინჟენერი, ექიმი, მასწავლებელი, — როგორ გგონიათ, კესო გულცივად შეჰხვდებოდა გიორგის, ამას რომ თავის გრძნობა ემცნო? არა, ეს შეუძლებელია, ეს ბუნების წინააღმდეგი იქნებოდა კესო არც კი იკითხავდა გიორგი გლეხია, თუ თავადიშვილიო, სწავლამ, კულტურამ მათ შორის ჩატეხილი ხიდი შეაკეთა, გაამაგრა

ზოგმა დაუწუნა ილიას გიორგის სიკვდილი: არაბუნებრივია, შემთხვევითიაო, თვით მოთხრობის მსვლელობისაგან არ გამომდინარეობს, როგორც აუცილებელი, საბედისწერო შედეგი იმ მოვლენათა გადახლართ-გადმოხლართვის, რომელსაც ცხოვრება ჰქმნის თვით სიკვდილი გიორგისა: — „პირ-აღმა გადმოქცეული წამოვიდა მაღლიდგან გიორგი და ურმის ჭალს ზედ დაეგდო ზურგითაო“, — არ მოსწონდათ, არა-ესთეტიურიაო

ასეთ და კიდევ სხვა წვრილმან ნაკლულოვანებას აღნიშნავდნენ საზოგადოდ კი შთაბეჭდილება მოთხრობისა დიადი იყო, მომხიბლავი ამასობაში კარგა ხანმა გაიარა შუაღამე გადასული იყო პურადმა მასპინძელმა, დავით სარაჯიშვილმა, ყველანი ვახშმად მიგვიწვია შევედით დიდს სასადილო ოთახში, სადაც დიდებული სუფრა იყო გაშლილი ვახშამმა მხიარულად ჩაიარა მეტადრე ლაზათი დასდო სუფრას თამადამ, მოხუცმა რაფ ერისთავმა, რომელიც განთქმული იყო, როგორც ჩვენი მწერლობის პატრიარქი და გლეხთა მგოსანი რაფიელი იყო ამასთანავე ენა-წყლიანი, ჭკუა-მახვილი, ოხუნჯი, ხოლო ამისი ოხუნჯობა იყო ნამდვილი ძველებური ქართული, დარბაისლური ვის სადღეგრძელოსაც დაჰლევდა, უსათუოდ შესაფერ სახუმარო სიტყვითაც მიჰმართავდა, ხან ექსპრომტით ლექსსაც ჩააკერებდა

მახსოვს კარგად: ალექსანდრე ჩოლოყაშვილის სადღეგრძელო იყო ეს ჩოლოყაშვილი ქართული ბანკის დირექტორი იყო და იმ ხანებში არჩეულ იქმნა ხმოსნად ქალაქის საბჭოში (дума) და აი ასეთი სიტყვით მიჰმართა რაფიელმა: — ალექსანდრე, გიყვარდა კეთილი ცხოვრება და სულ იმას ნატრობდი, რომ კაი მსუქანი ლუკმა გეშოვნა აკი აგიხდა ნატვრა: ეხლა ქალაქის „дума“ ხელში გიჭირავს, სთალე და სთალე, ნუ დაზოგავ, მსუქანი დუმააო

მერე პეტრე უმიკაშვილი ადღეგრძელა, ერთგული საზოგადო მოღვაწე და ქართული მწიგნობრობის მოყვარული ალავერდი ნიკ ერისთავთან გადავიდა და თან დააყოლა: შენთვის მომინდვია, ყური უგდე პეტრეს და, თუ ჭიქა არ გამოცალოს, ულვაში აუწიეო ყველას სიცილი წასკდა რადგან ყველამ და მათ შორის რაფიელმაც იცოდა, რომ პეტრე წვერ-ულვაშს არ ატარებდა, იპარსავდა, რაც მაშინ ქართველებში ძალიან იშვიათი იყო და რის გამოც პეტრე ნიშანში ჰყვანდათ ამოღებული და სულ ამ უულვაშობას დასცინოდნენ

16 თავი XIV

▲ზევით დაბრუნება


თავი XIV

  ილიას ხასიათის თვისებები შემთხვევა ნებიერიძესთან: ილიას ცუდი გან წყობილება ი მაჩაბელთან და ინცინდენტი მასწავლებელ ნათაძის გარდაცვალების დროს ქართველ თავად-აზნაურობის თავდასხმა ილიაზე, რომელმაც თავად-აზნაუ რთა კრებაზე გლეხების მიწით განთავისუფლების აზრი გამოსთქვა ილიას და ფეოდალ ივანე მუხრანსკის შეტაკება ილიას და ნიკო ნიკოლაძის დუელი ილიას მიერ გენერალ სუმბათაშვილის დუელში გამოწვევა მწვავე პოლემიკა ნ ნიკოლაძის „Обзор“-თან 

ბევრისაგან გამიგონია, ილია მკაცრი, სასტიკი და ხშირად მკვახე ადამიანიაო, ტყუილად ხომ არ ამბობდნენ, რომ „ოთარაანთ ქვრივი“ თვით ილიაა, მხოლოდ კაბაში გადაცმულიო რამდენადაც მე ვიცნობდი ილიას, ვერ ვიტყვი, რომ ეს სავსებით მართალი იყოს ილია უფრო გულჩათხრობილი კაცი იყო, მაგარი, გაუტეხავი, ცოტა ჯიუტიც, მაგრამ სასტიკი კი არა გულს ძნელად გაუხსნიდა ადამი ანს და თუ გაუხსნიდა კიდეც, თავი მაინც ისე შორს ეჭირა, რომ გაკადნიერებას ვერავინ გაუბედავდა და თუ ვინმე გაკადნიერდებოდა, ძვირად დაუჯდებოდა ასეთი თავხედობა

იყო ერთი ვინმე ნებიერიძე, კაცი რაღაც უცნაური, გამოურ კვეველი კარგა ხანს იყო რუსეთში და, რომ დაბრუნდა ტფილის ში, ამბობდნენ, ბლომად ფული ჩამოიტანაო რამდენად მართალი იყო ეს, ვერ გეტყვით; ეს კი ვიცი, რომ ქართული თეატრი იჯარით აიღო და ქართული დასის მოთავეობა, ანტრეპრენიორობაც იკისრა, თითონაც აქტიორობდა მაგრამ საგზალი დიდხანს არ გაჰ ყვა, საფანელი მალე შემოაკლდა და თეატრს მალე თავი მიანება მერე კვირეული ჟურნალის გამოცემა იკისრა, ილიასთან და „ივე რიი“-ს რედაქციასთანაც მიმოსვლა ჰქონდა და კარგი განწყობილე ბაც ერთხელ ნებიერიძემ თავის ჟურნალში დაბეჭდა რაღაც არა საკადრისი ჭორი ივ მაჩაბლის შესახებ, რომელიც მაშინ ბანკის დირექტორად იყო და ილიასთანაც ჯერ კიდევ მეგობრული განწყო ბილება ჰქონდა ილიამ ეს ამბავი დიდად იუცხოვა, იწყინა არ გა სულა მას უკან დიდი ხანი, რომ ნებიერიძე რედაქციაში შემოვიდა ილიაც იქ იყო და დაინახა თუ არა, მაშინვე მრისხანედ შუბლი შე იკრა და უთხრა: — მიკვირს, როგორ ჰბედავთ ჩემთან მოსვლას მას შემდეგ, რაც თქვენ ჩემს ამხანაგს ისე უკადრისად მოექეცით

ეს ისე იყო ნათქვამი, რომ ნებიერიძე დაიბნა, ვეღარის თქმა ვერ მოახერხა და მაშინვე უკან გაბრუნდა, მას შემდეგ რედაქციაში ფეხი აღარ შემოუდგამს

თუ ილია ვისმეზე გულში ძვირს ჩაიდებდა, გათავდა: მტრად გადაეკიდებოდა და შვილის-შვილობამდე ჩაჰყვებოდა მაშინ ულმო ბელი იყო, შეუწყნარებელი, ამის გულს ვეღარაფრით მოინადირებ დი, ვერაფრით მოალბობდი ასეთი იყო მისი და მაჩაბლის გადა კიდება თუ რა უკიდურესობამდე მიაღწია ამ მტრობამ, გიამბობთ შემ დეგ შემთხვევას

ბათუმის ქართულ სკოლაში, რომელიც წერა-კითხვის საზოგა დოებას ექვემდებარებოდა, მასწავლებლად იყო მოსე ნათაძე, კაცი მეტად პატივსაცემი და ნიჭიერი მასწავლებელი ცოლ-შვილი ტფი ლისში ჰყავდა შვილების გულისათვის, რომლებიც ქალაქში სწავლობ დნენ ერთ დღეს ამის მეუღლე შემოვიდა ჩემთან წერა-კითხვის სა ზოგადოების კანცელარიაში და გულგახეთქილმა მდუღარე ცრემლით შემომტირა, რომ დღეს მოსე უეცრად გარდაიცვალაო იხვეწებოდა შველას შინ გროში არ მომეპოება, რომ მიცვალებულს მოვუაროვო

შველა საჭირო იყო, წავედი მაშინვე მაჩაბელთან, რომელიც აქ ახლოსვე იდგა, და გადავეცი ეს ამბავი, როგორც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრს ვანო გულჩვილი ადამიანი იყო, დიდად შესწუხდა, მირჩია დღესვე გამგეობის არა-ჩვეულებრივი კრება მომეწვია ილიასთან, როგორც გამგეობის თავმჯდომარესთან, ურომლისოდ ფულის გაცემა შეუძლებელი იყო თანაც გადავწყვიტეთ, წავსულიყავით მიცვალებულის სანახავად ბინა ნათაძესი მთა წმინდაში იყო, კარგა ზემოდ ამის ახლო ცხოვრობდა ი გოგებაშვი ლიც, ამასაც შევუარეთ, და ესეც თან გამოგვყვა შევედით მოსეს სა დგურში და შემაძრწუნებელი სურათი წარმოგვიდგა: ტანთ-ჩაცმუ ლი, როგორც დაბრუნებულიყო სახლში, ისე იწვა მოსე გაგუდული ტახტზე გარს ეხვია უნუგეშოდ დარჩენილი ცოლშვილი ყველაფერ ში სიღარიბე, ნაკლულოვანება ეტყობოდა, სწორედ ნატისუსალი ასდიოდა, როგორც ჩვენში ამბობენ

აქვე ვითათბირეთ სამთავემ და ასე გადავსწყვიტეთ: მე დაუყო ვნებლივ წავიდოდი ილიასთან და ვაცნობდი საქმის გარემოებას და თანაც ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ დღესვე იმასთან შევიკრიბე ბით, რადგან საქმის გადადება შეუძლებელია, შველა მსწრაფლად უნდოდა ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ამბავი აგვისტოში მოხდა, ჯერ კიდევ დიდი სიცხეები იდგა და მიცვალებულის შინ დატოვება შეუძ ლებელი იყო

მივედი ილიასთან ვუამბე დაწვრილებით საქმის გარემოება ილია თავისებურ სიდინჯით მისმენდა, როდესაც კი გავუხსენე, რომ დღეს თქვენთან კრება დავნიშნეთ და დაესწრებიან-მეთქი მაჩაბელი და ი გოგებაშვილი, ილიამ მაშინვე სახე იცვალა, კოპები შეიკრა და მკვახედ მითხრა: — მერე ვინ მოგცათ მაგის ნება, ჩემ დაუკითხავად მანამ ცოცხალი ვარ, მაჩაბელი ჩემს სახლში ფეხს ვერ შემოსდგამს

მაშინ ილიასა და მაჩაბელს შორის ბრძოლა უკვე გამწვავებუ ლი იყო

ილიას პასუხმა ისე გამაოცა, რომ დავიბენ, აღვშფოთდი და კარგა ხანს ხმის ამოღება ვეღარ მოვახერხე პასუხი სრულიად მო ულოდნელი იყო იქ მიცვალებული უპატრონოდ გდია, ოჯახი სასო წარკვეთილებაშია და ილია კი, პირდაპირ პასუხის მაგიერ, რაღაც პირად ანგარიშებზე მელაპარაკება ბოლოს, როგორც იყო, გონს მოვედი და ვუთხარი: — ილია, მკვდარს ხომ მოვლა უნდა, და ეს ჩვენი მოვალეობაა ილიამ იგრძნო, მგონი, თავისი და ჩემიც უხერხული მდგომარეობა, და ამის თქმა ღა მოახერხა, ისიც უკმეხად: — ჩემ მაგიერ მოიწვიეთ ჩემი მოადგილე ნ ცხვედაძე, და საცა გინდათ, დანიშნეთ კრება მე კი ვერ მოვალ

ვინც ილიას კარგა დაახლოებით არ იცნობდა, იმაზედ, რა საკვირველია, ზემოდ მოყვანილი მაგალითები ისეთ შთაბეჭდილებას იქონიებდნენ, თითქოს ილია მართლაც გულქვა, სასტიკი ადამიანი უნდა იყოსო მართალია აქ მხოლოდ ის, რომ მტერთან, მებრ ძოლთან ულმობელი, შეუბრალებელი იყო, მოწინააღმდეგის დაზოგვა, შეწყალება არ იცოდა თუ ვინმე გაჰბედავდა მის პიროვნების შე ლახვას, მის აბუჩად აგდებას, მაშინ გაალმასებული, ლომს დაემზგავ სებოდა და კაცს ზედ შეაკვდებოდა, ვინც უნდა ყოფილიყო აგრეთვე გაბედულად, უშიშრად იცოდა გალაშ ქრება იმათ წინააღმდეგ, ვინც ამის წმინდათა წმინდას, ამის რწმენას შეეხებოდა

გავიხსენოთ თუნდაც პირველი ხანა იმის საქვეყნო ასპარეზზე გამოსვლისა, როდესაც მესამოცე წლებში, რუსეთიდან გადმოსვლის უმალ, ილია ჩაერია იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც მაშინ იყო გა მართული ბატონ-ყმობის გადავარდნის გარშემო უმრავლესობა თა ვად-აზნაურობისა გაიძახოდა: დეე, ბატონ-ყმობა მოისპოს, გადავარ დეს, მაგრამ მიწას, მამულს კი ვერ დავუთმობთ ჩვენს ეხლანდელ ყმებსაო მეტადრე დიდი მამულის პატრონნი და წარჩინებულნი დიდ უარზე იდგნენ და, აი ერთ გუბერნიის თავად-აზნაურთა დიდ კრე ბაზე, რომელიც ამ საჭირბოროტო საქმეს იხილავდა და აბობოქ რებულ ზღვას მოგაგონებდათ, ილია თურმე პირველი წამოსდგა და თავისებური გაბედვით, სითამამით წარმოსთქვა, რომ გლეხს მიწა უნდა მიეცეს და ისე უნდა განთავისუფლდესო ეს საკმარისი იყო გაბოროტებული თავად-აზნაურობისათვის: იქვე მისცვივდნენ გაბრა ზებულნი და გამოხანჯვლას უპირებდნენ, და ესეც მოხდებოდა, რომ ახალგაზრდათა ერთი ჯგუფი, რომელიც ილიას თანაუგრძნობდა, გარს არ შემოხვეოდა და არ გადაერჩინა უბედურებისაგან

ილია არ შეუშინდა, არ შედრკა, ეს იყო მისი რწმენა, რუსე თიდგან გადმოტანილი, და ამ თავის რწმენას ადვილად არავის და უთმობდა მეორე კრებაზედაც დაესწრო გამოვიდა თურმე ივანე მუხრანსკი, ზვიადი, განდიდებული ფეოდალი, გენერალ-მაიორი, და სთქვა: უმამულოდ გლეხობის განთავისუფლებაზე უარს არავინ იტ ყვის, ხოლო მამულის მიცემაზე კი თანახმა არავინ გახდება, თითო ოროლა კაცუნიას მეტიო კაცუნიაობით კიჟინი ილიამ თავის თავზე მიიღო, რადგან მართლა დაბალი ტანისა იყო, იუკადრისა თავის ადამიანურ ღირსების შელახვა, მიჰვარდა ვეფხვივით ივანე მუხრან ბატონს, სწვდა მკლავში, მოატრიალა თავისკენ ხანშესული მოხუცი ღენერალი და გააფთრებულმა შეუტია: დაასახელეთ, ვინ არიან ეგ კაცუნიებიო? ივანე შეკრთა, წახდა და იძულებული იყო ბოდიში მოეხადა გაალმასებული ახალგაზრდის წინაშე

ასე გამიგონია ეს ამბავი გენერალ ქრისტეფორე მამაცაშვი ლისაგან, რომელიც დამსწრე ყოფილა ამ კრებისა ეს მამაცაშვილი შემდეგ დირექტორად იყო სათავად-აზნაურო ბანკისა და ხშირად მქონია იმასთან ლაპარაკი ძველ ამბებზე

ეს იყო პირველი გამოსვლა ილიასი საქვეყნო ასპარეზზე შემ დეგშიაც არაერთხელ უგრძვნიათ ამის ბასრი კლანჭები მის მოწი ნააღმდეგეთ მისი დიდი ჭკუა, მახვილი გონება, მოსწრებული სიტ ყვა და პასუხი, მისი ხან შეუპოვარი გამბედაობა, ხან ლაღი ოხუნ ჯობა ბევრს უფრთხობდა ძილს, ბევრს უკარგავდა ხალისს მეორედ კიდევ გაჰმკლავებოდნენ ასეთ უძლეველ მებრძოლს და რაკი ამ გზით ვერას აკლებდნენ, შეეცდებოდნენ ხოლმე სხვა ღონეს, სხვა ხერხებს და ხრიკებს შეეცდებოდნენ მის ადამიანურ ღირსების შე ლახვას იმ იმედით, რომ ამით როგორმე დავამციროთ, სახელი გავუ ტეხოთ, ძალა, გავლენა მოვაკლოთ და როგორმე დავიყოლიოთ, დავძლიოთო მაგრამ ამაო გამოდგა ყოველივე ცდა ილია მაგარი იყო, როგორც სალი კლდე, და დრეკა ვერ უყვეს ვერც ხმლის ელ ვარებით, ხანჯლების ტრიალით, ვერც დამბაჩების გულზე მიბჯენილ ლულით ვერ შეაშინეს ილია, ვერ მოახრევინეს ქედი, ვერასოდეს ვერ გადაათქმევინებდნენ ხოლმე იმას, რაც მას მართლად მიაჩნდა ილიამ უკან დახევა არ იცოდა: მეომრის უკან დახევა, გამოქცევა ბრძოლის ველიდგან — სიმუხთლეა, ღალატიაო, — იტყოდა ხოლმე ილია, როდესაც უსაყვედურებდნენ ხოლმე, ჯიუტობას, სიკერპეს, სიმკაცრეს ასეთი სიმაგრე, შეუპოვრობა, სიმკვახე და მოურიდებლობა იყო მიზეზი იმისი, რომ ილია არაერთხელ ყოფილა ბარიერთან მდგომი, არაერთხელ ყოფილა მისი სიცოცხლე ბეწვზე დაკიდე ბული

გაიხსენეთ მისი დუელი ნ ნიკოლაძესთან, როდესაც ეს უკა ნასკნელი რუსული გაზეთის „Обзор“-ის გამომცემლად იყო88 ნიკო ლაძეს მხრივ სეკუნდანტი იყო, სხვათა შორის, პოეტი სიმბორსკი, „Обзор“-ის თანამშრომელი, კაცი ნიჭიერი, პატიოსანი ბევრსა ცდილობდა თურმე, რომ საქმე შერიგებით გათავებულიყო რომ ვერას გამხდარიყო, გული ამოსჯდომოდა და ქვითინი დაეწყო: ეტყობა ეს ორი ნიჭიერი კაცი, ქართველებისათვის ერთგულნი მოღვაწენი, არ ემეტებოდა სასიკვდილოდ ამან იმოქმედა თუ სხვა რამ გარე მოებამ, არ ვიცი, მაგრამ მაინც საქმე შერიგებით გათავდა

იყო კიდევ ერთი შემთხვევა ილია ბანკის კრებაზე წლიურ ანგარიშს კითხულობს და თან განმარტებას იძლევა სიტყვა ჩამო ვარდა არწრუნისეულ მამულის თაობაზე, რომელიც შეიცავდა ოთხ დესეტინა ადგილს შუაგულ ქალაქში, სასახლის ქუჩაზე და რომელ ზედაც გაშენებული იყო ქარვასლა, ქართული თეატრი და ბანკის სადგომი ეს მამული მერე ბანკს დარჩა ექვსას ათას მანეთად ამის გამო ილია ამბობდა, რომ ბანკმა ქართველობას დიდი საშვილი შვილო სიმდიდრე შესძინაო წამოდგაგენერალი სუმბათაშვილი და სთქვა: — რას გვიქადით, რომელ სიმდიდრეზე ლაპარაკობთ მე კი მგონია, რომ ექვსასი ათასი მანეთი გადაგიყრიათ რა სიმდიდრეს ჰხედავთ ამ მამულში, შიგ ქვების მეტი რა ყრია? — თუ ეგრეა, — უპასუხა ილიამ — მაშ მუქთად გაგვიცია ქალა ქის მამულებზე მილიონები ქალაქის მამულებში, შენობებში, ხომ ქვების მეტი არა ყრია რა? მაშ დავღუპულვართ, ფულები წყალში გადაგვიყრია? იქნება გენერლის ჭკუა ასე სჭრიდეს, ჩვენ კი სხვანაირად გვიჭრის ჭკუა და გონება

— შენი სიცოცხლე სულ მაგნაირ ოინბაზობაში გაგიტარებია, — შეაწყვეტინა სიტყვა ნაწყენმა გენერალმა

— მაგაზე სხვა ადგილს მომცემთ პასუხს, — მიაძახა მთლად ან თებულმა ილიამ, და მერე ისევ დინჯი კილოთი განაგრძო ანგარი შის კითხვა და განმარტება

მართლაც, იმავე დღეს ილიას სეკუნდანტები გაეგზავნა გენე რალ სუმბათაშვილისათვის მაგრამ იმას ბოდიში მოეხადა: გავცხარ დი და უნებურად სიტყვა წამომცდაო ამით გათავდა საქმე

ასე მედგრად, შეუპოვრად შეებრძოდა ხოლმე ილია თავის მო წინააღმდეგეს და თავს არავის დააჩაგვრინებდა ყველას შესაფერი იარაღით გაუმკლავდებოდა: ნიკოლაძეს გაზეთის ფურცლებზე ებრძო და მწვავე და სუსხიანი წერილებით, ხან მკვირცხლი ლექსით — პარო დიებით ნიკოლაძეს არა ნაკლებად უჭრიდა კალამი და ესეც მედ გრად დაუხვდებოდა ხოლმე თავის „Обзор“-ში მაგრამ ხანდახან უცნაურად მიჩუმდებოდა ერთხელ ნიკოლაძესთან მქონდა ამ გარე მოების შესახებ ლაპარაკი და ასეთი პასუხი მომცა: — მოდი და ნუ დასჩუმდები: ააფრიალებს ილია თავის მწვანე საწინასწარმეტყველო დროშას, ვით მართლმორწმუნე მაჰმადიანი, და შეჰქმნიან ქართველები განგაშს: ნიკოლაძე საქართველოს მტე რიაო, სამშობლოს გამცემი, მოღალატეო

17 თავი XV

▲ზევით დაბრუნება


თავი XV

 სხვადასხვა იარაღი მტრებთან საბრძოლველად გამოცანები ბობოლებზე: გიორგი მუხრანსკიზე, ლორის-მელიქოვზე, გრ ორბელიანზე გრ ორბელიანის პასუხი და ილიას პასუხის პასუხი ილიას გალაშქრება „Московские ведомости“-ს რედაქტორ კატკოვისა და განათლების მზრუნველ იანოვსკის წინააღმდეგ

საბრძოლველად ილია ერთსა და იმავე იარაღს არ ხმარობდა მის სალაროში ბევრი სხვადასხვა ფერადობის იარაღი მოიპოვებოდა და რა არის უფრო გასაკვირი, ყოველ იარაღს ისე მარჯვედ, ისე ლამაზად ხმარობდა, რომ კაცი განცვიფრებაში, აღტაცებაში მოჰყვანდა შინაურებისთვის იშვიათად მიჰმართავდა დამბაჩას, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც აიძულებდნენ ამათთვის სულ სხვა იარაღი ჰქონდა, არანაკლებ გულგამგმირავი, ვიდრე ხმალი ან დამბაჩა: ეს იყო მისი შესანიშნავი ლექსად ნათქვამი ეპიგრამები, გამოცანები დაშხამულ ისრებად ნატყორცნი კალმის პატარა წვერიდან იმათ მიმართ, ვისაც ქვეყნის მტრად, საქართველოს გამცემლად სთვლიდა ესენი იყვნენ ის წარჩინებული ქართველნი, რომელთათვის ბედს ბევრი მიეზღო, და მაშასადამე, ბევრიც მოეთხოვებოდა, მაგრამ ამათ ქვეყანაც და ქვეყნის ბედიც — ყველა ფეხებზე ეკიდათ მოვიყვან რამდენსამე მაგალითს, რომელნიც ცხადჰყოფენ ილიას როგორც სულისკვეთებას, ისე მის მაღალ ნიჭიერებას და გონების ელვარებას

გამოცანები დაწერილი იყო წარსული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, არ იბეჭდებოდა, ან კი ვინ გაჰბედავდა დაბეჭდვას, როდესაც მიზანში ამოღებულნი იყვნენ ისეთი ბობოლები, როგორც მაგალითად, ლევ მელიქიშვილი, გრ ორბელიანი, გ მუხრანსკი და სხვები, რომელთაც მთავრობის მმართველობაში დიდი ადგილები ეჭირათ ხელთნაწერად კი ბლომად იყო საზოგადოებაში გავრცელებული ახალგაზრდობა, რასაკვირველია, ტაშს უკრავდა ილიას, ხოლო მაღალ საზოგადოებაში კი, რა თქმა უნდა, დიდი განგაში ასტყდა, დიდი აურზაური და რისხვა გამოიწვია ილიაზე დიდი იერიში მიიტანეს მერე ეს როგორ დაუხვდა? ვალაპარაკოთ თვით ილია:

მეცხრე გამოცანად ითქმის:

— ეს ვის დაუწერიაო?
ნუ გაწყრებით და ნურც იტყვით:
— იგი ჩვენი მტერიაო
თუ გაწყრებით,

რა მენაღვლის?

 მე არ მაქვს თქვენი რიდია

ვით თქვენ ქვეყანა, მეც წყრომა

თქვენი ფეხებზე მკიდია

წყრომა კი დიდი იყო ან კი როგორ არ გამწყრალიყვნენ, როდესაც ილია ასე მოურიდებლად უწერდა ერთს ბობოლას, სახელდობრ გიორგი მუხრანსკის:

კოხტაა და ღობემძვრალა,

პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირ-ნისკარტა, ნიკაპ-წვეტი,
უჟმური და განსგამდგარი,

ჭკვით და გულით მოცვეთილა,

 ქვეყანაზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, ქვეყნის საქმე

მასაც ფეხებზე ჰკიდია

ვინ იყო ეს მუხრანსკი? ეს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი მან სახელი და უფრო კი წარჩინება და აღმატება მოიხვეჭა იმით, რომ დაბეჭდა და ავრცელებდა საზოგადოებაში წიგნაკს ამ სათაურით: „О существе крупных единиц“, სადაც ამტკიცებდა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა შთანთქან პატარებიო ცხადია, ამ პატარებში ნაგულისხმევი იყო ჩვენი საქართველოც ამის გამო ილია სხვა ადგილას ასე სწერდა ამ მუხრანსკიზე:

პირველ თქვენგანმა,

იმა ბედშავმა,

 მას (ე ი საქართველოს) მკვდრის სუდარა გადააფარა89

აი რას სწერდა ილია ლორის-მელიქოვზე, რომელსაც 1880 წ თითქმის დიქტატორის უფლება მიანიჭეს მთელ რუსეთში იმ აზრით, რომ რევოლიუციონური მოძრაობა, მიმართული ხელმწიფე ალექსანდრე მეორის მიმართ, შეეყენებინა და თვით რევოლიუციონერები ჩაეკლა:

ოინბაზი, ლაქათაა,

 გრძლად გალეულიმელია

ბაზრის ბიჭად გაჩენილა,

ეხლა ქვეყნის მმართველია,

ცუღლუტია, ხერხიანი,

ენა-ცქვიტი, ყურ-მახვილი;

დროთა-ბრუნვის შესაფერი

კარგად იცის მოძახილი

ბევრჯელ გაძვრა და გამოძვრა,

მაგრამ ვერ გახდა გრაფია

გრაფობისთვის ერთი დაკლა,

ცოდვა დაიდვა დიდია,

მაგრამ ერიც და ქვეყანაცი

მას ფეხებზე ჰკიდია90
 

ილიამ არ დასტოვა უყურადღებოდ თავის გამოცანებში გრ ორბელიანიც, ამან იუკადრისა ილიას გაბედულობა თითონაც თავი დიდ მწერლად, პოეტად მიაჩნდა, ქართველობით დიდად მოჰქონდა თავი ვერ შეითვისა, თუ ვერ შეიგნო ვერც ილიას ახალი მოძღვრება და ვერც, საზოგადოდ, ახალთაობის მოძრაობა და გამოილაშქრა მათ წინააღმდეგ, გამოეპასუხა ლექსად სულ ქვეშ უნდა ითქვას, ლექსი კოხტად და თან გესლიანად იყო დაწერილი მოგვყავს აქ ეს პასუხი, არა სრულად: კოღო-ბუზებო, ლიბერალებო, ჭკუით გლახებო, პატრიოტებო, კატის კნუტებო, საიდამ ჰკნავით? მოვლეთ რუსეთი და საფრანგეთი, მობრძანდით ისევ უანბანონი

კოღო-ბუზებო,
ლიბერალებო,
ჭკუით გლახებო,
პატრიოტებო,
კატის კნუტებო,
საიდამ ჰკნავით?
მოვლეთ რუსეთი
და საფრანგეთი,
მობრძანდით ისევ უანბანონი
 
ვირი წავიდა,
ვირი მოვიდა —
კაცად ვერ იქცა
თვით ქაბის მადლით
ის ლიბერალი,
ბურთივით მრგვალი
ზნეობის მცველი, ამას ჰქადაგებს:
ლოცვა რად გვინდა,
ღმერთი რად გვინდა,
ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!
ბევრნი მოვიდნენ თქვენისთანები:
კოღო-ბუზები,
ლიბერალები,
ცრუ-პოეტები,
პატრიოტები:
 

ილიამ ასეთი პასუხი გასცა ამ „პასუხს“:

ჩვენ უჩინონი,

ჩვენ უჩინონი,

თქვენ, ჩინიანთა

ბუზად გგონივართ

ჩვენ ვვლეთ რუსეთი,

მაგრამ არც ერთი

ხელობა თქვენი არ გვისწავლია

ჩვენი ქვეყანა,

მკვდარი თქვენგანა,

თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიცვლია

ღმერთი არმობის,

ღმერთი ლაყბობის

არ ურწმუნია ჩვენსა თაობას

ღმერთი მზაკვრობის და

თვალთ-მაქცობის,

ღმერთი უქმობის უარუყვია

ღმერთი ხარბობის

და მძარცველობის

თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია

ენა მდიდარი,

თქვენ ხელში მკვდარი,

ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად

ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევაფარეთ,

კარგათ თუ ავად ჩვენ

მას ვინახავთ

და მის სიკვდილით არ გაგახარებთ

1) აკაკი წერეთელი

2) ნიკო ნიკოლაძე

3) გიორგი წერეთელი

4) სერგეი მესხი, რედაქტორი „დროებისა“

5) დავით მიქელაძე – თანამშრომელი „დროებისა“

6) იოსებ მელიქიშვილი – გამომცემელი „დროებისა“

7) უსინათლონი, ბრმანი

ვინა ჰყრიხართო,

ვირები ხართო, —

მაგ თქვენ ზრდილობას ვით ეკადრება,

მაგრამ შოთამ სთქვა, რაც კოკაში სდგა,

იგივე თურმე წარმოსდინდება

ამაზე იტყვიან: მოვიდა სეტყვა და დაუხვდა ქვაო მტრებმა ნახეს, ვისთანა აქვთ საქმე, იგრძნეს, რომ ამ ქვას ვერაფრით გაჰხეთქ; მიხვდნენ, რომ მათ მუქარას და წყრომას არა აქვს გასავალი და მიჩუმდნენ: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო მაგრამ ეს მიჩუმება მხოლოდ ერთგვარი ფანდი იყო მებრძოლისა აშკარად გამოსვლას ილიას წინააღმდეგ ვეღარა ჰბედავდნენ და ჩუმ-ჩუმად კი ენას ასისინებდნენ, ცილს სწამებდნენ: ილია ქვეყანაში გვთხრის, გვამცირებს, ჩვენს ნაკლულოვანებას არ ჰმალავს, მასხარად გვიგდებს, ამით მტერს ახარებს და ჩვენ კი თვალს გვიყენებსო

სიმართლე გვაიძულებს ვთქვათ, რომ გრ ორბელიანი არ ჩარეულა ამ მოსისინეთა ფერხულში დიდმა გულმა იცნო სხვა დიდი გული და ნიჭი „არა, არ მწყინს, — სთქვა თურმე გრიგოლმა ილიას პასუხის გამო: — მამას არ უნდა ეწყინოს სილა თავის პატარა შვილისა“! დანარჩენები კი ილიას შემდეგ ლექსში ჰპოვებდნენ თავიანთ შერცხვენას და სულის სიმრუდეს:

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

 ჩვენ ცუდს არ ჰმალავს, — ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“

ბრიყვნი ამბობენ კარგი გული კი მაშინვე სცნობს

— ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია!

თუ კაცმა ვერ სცნო, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა ჩვენი:

აგვიყოლია ჩვენ ქართვლის ბედმა

და მის ძებნაში დავლიოთ დღენი

ასე იბრძოდა ილია შინაურ მტრების წინააღმდეგ აქ უფრო ლმობიერება, გულისტკივილი ეტყობა ჩვენი ცხოვრების უკუღმართობის მიმართ გარეშე მტრებთან კი, მეტადრე თუ ესენი შეეხებოდნენ მის წმინდათა-წმინდას — „ქართვლის ბედს“, ილიამ შებრალება არ იცოდა, სასტიკი იყო, მკაცრი; მაშინ მისი სიტყვა ღვთის რისხვა იყო ასე მოეპყრო ილია გაზეთს „Московские Ведомости“, რომლის სულის ჩამდგმელი იყო ერთ დროს დიდად ცნობილი კატკოვი, ეს ჯალათი რუსეთის აზროვნებისა, სულის ჩამდგმელი, ჩამგონებელი მაშინდელი სულთამხუთავ მინისტრების: ტოლსტოისა და პობედონოსცევისა ამ კატკოვმა გამოილაშქრა ქართველების მიმართ აი რა შემთხვევის გამო95

ტფილისში პირველად ითამაშეს ქართულ სცენაზე ცნობილი „სამშობლო“, დრამა დ ერისთავის96 ამ პატრიოტულმა წარმოდგენამ პირით გამოუთქმელი აღტაცება გამოიწვია თეატრში მეტადრე იმ წამში, როდესაც სცენაზე ქართული დროშა გაშალეს მყისვე მოსკოვში დეპეშა აფრინეს და ეს ამბავი კატკოვს აცნობეს კატკოვი მაშინვე ამხედრდა და დაურიდებლად ეუბნებოდა ქართველებს: მიატოვეთ თქვენი სიზმრები, თავი დაანებეთ ბოდვას და როტვას ქართველთა რაღაც წარსულზე რაც შეეხება თქვენს დროშებს, გირჩევთ ეხლავე ჩააბაროთ გოდფრუას ცირკს; იქ ჯამბაზებიïდა ტაკიმასხარები უკეთ გამოიყენებენ, ვიდრე თქვენი თეატრი ასეთი მგელკაცობით და უკიდურესი სიძულვილით ქართველებისადმი იყო გაჟღენთილი მთელი გამოლაშქრება კატკოვისა

ილიამ ჩვეულებრივი სიმძლავრით და სიმძაფრით გასცა პასუხი კატკოვს და თუ ეს უკანასკნელი ვერ გადაარჯულა, ქართველს მაინც გული მოჰფხანა, აგრძნობინა, რომ ის გაჭირვებაში მარტო არ არის, რომ მას მოეპოება მძლავრი მოთავე და გამბედავი ბელადი

ასევე იყო საქმე, როდესაც ქართველების დაუძინებელმა მტერმა, სახელგანთქმულმა განათლების მზრუნველმა იანოვსკიმ განიზრახა ერთი კალმის მოსმით მოესპო ქართულის სწავლება სკოლებში ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ყველა ქართველ მამულიშვილს უსათუოდ მოაგონდებოდა ილია ის იყო გაჭირვების ტალკვესი თვით იაკობ გოგებაშვილი, ეს ერთგული მოამაგე ქართული სკოლისა, ეს დაუღალავი გუშაგი ქართული ენის ხელშეუხებლობის, ის გოგებაშვილი, რომელსაც ჭკუაც მოსდევდა, ცოდნაც და კალამიც კარგად ემორჩილებოდა, ესეც კი ილიას მიაშურებდა და ეტყოდა: „გაგვიძეხ, ბერო მინდიავ! კარს საფრთხე მოგვდგომიაო“, გასრესას, გათელვას გვიპირებენ, ენას პირიდგან გვგლეჯენ შენ უნდა გვიხსნა ამ განსაცდელისაგან, შენ უნდა ამოიღო შენი ძალუმი ხმაო ილია დინჯად მოუსმენდა ყველას, მასალას შეაგროვებდა, შეისწავლიდა, თავის გამჭრიახი გონების ცხრილში გაატარებდა, ნაკაზმს გადაჰყრიდა, მძიმე, მაძღარ მარცვალს თავი-თავს მოუყრიდა, დაჰფქვავდა, სამტკიცში გაატარებდა, შესზელდა, თავის შემოქმედებით ნიჭს და ბუნებით მონიჭებულ მადლს შიგ ჩააყოლებდა და ისეთს ნამცხვარს გვიძღვნიდა, რომ მტერსაც კი შურით თვალი დაუბრმავდებოდა ასეთ საგზლით შეუდგებოდა გზას და ბრძოლის ველიდან ძლეული არ დაბრუნდებოდა წერილები ისე იწერებოდა, საგანს ისე გააშუქებდა ყოველმხრივ, პედაგოგიის ისეთს ღრმა ცოდნას გამოიჩენდა, რომ თვით სპეციალისტებს უკვირდათ, ესე ზედმიწევნით როგორ შეუთვისებია ჩვენი მეცნიერებაო

ასეთია დიდბუნებოვანი ადამიანის თვისება: რაღაც შთაგონებით ჩასწვდებიანისეთს სიღრმეს და იქიდგან ისეთს ძვირფას მარგალიტებს ამოჰკრეფენ, რომელიც სხვებისთვის, თვით სპეციალისტებისთვისაც კი, სრულიად მიუწვდომელია გაიხსენეთ თუნდა რუსეთის გამოჩენილი მწერალი ტოლსტოი როგორ განცვიფრებაში მოიყვანა მთელი რუსეთის საზოგადოება და გამოჩენილი პედაგოგები, როდესაც ტოლსტოიმ გამოაქვეყნა თავისი პედაგოგიური წერილები და თავისი სისტემა სწავლებისა, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა თვით მისგანვე გამართულ სკოლაში, თავის მამულში, იასნაია პოლიანაში

18 თავი XVI

▲ზევით დაბრუნება


თავი XVI

ილია კერძო ცხოვრებაში ენა-მახვილობის სიყვარული ილია და ნიკო ხი ზანიშვილი გლეხი მარტია ილია საგურამოში საუბარი ხევსურებთან ილია – მესაკუთრე

როგორი იყო ილია კერძო ცხოვრებაში? არ იყო მედიდური, გვარეულობით თავი არ მოჰქონდა, უბრალო, მდაბიური ცხოვრება მოსწონდა, შინ ჯდომა უყვარდა, დარბაზობა, ეგრედწოდებულ ვიზიტებზე სიარული სძულდა შინ კი ბლომად მოსდიოდნენ ნაცნობნი, თავისი თუ ცოლისა, მაგრამ მათი დახვედრა, მათი მიღება ევალათ მის მეუღლეს და დას, რომელიც მასთან ცხოვრობდა

ცოტა უკმეხი იყო, მარტოობას არჩევდა, ხშირად მთელი საათობით უძრავად იჯდა ჩაფიქრებული გაცოცხლდებოდა ხოლმე მხოლოდ სჯა-ბაასის, კამათობის დროს თუ ვისმე დაიახლოვებდა და გულს გაუხსნიდა, მაშინ ოხუნჯობდა, ლაზღანდარობაც უყვარდა მათთან მაგრამ აქაც საბელს არ მიუშვებდა, თავი ისე ეჭირა, რომ გაკადნიერებას ვერავინ გაჰბედავდა თუ ვინმე თავს აიგდებდა და საზღვარს გადავიდოდა, ერჩია, თვითონვე ამოეკვეთა ფეხი ილიას სახლში ილია პირს აღარ უჩვენებდა

ჩემს დროს ყველაზე მეტად შელაზღანდარებული იყო ილიასთან ნიკო ხიზანიშვილი, კაცი ენა-წყლიანი, სიტყვა-მოსწრებული, კარგი მოსაუბრე, ოხუნჯი, ამასთან ჭკვიანი, კარგად განათლებული და ბევრი ნაკითხი სხვებისაგან ილია თუ წკიპურტსაც არ მიიკარებდა, ამისაგან ბევრს ითმენდა

ილიამ უცხო ენები არ იცოდა და ამას სწუხდა, ხშირად სინანულსაც გამოსთქვამდა, რომ თავის დროზე ეს ნაკლი ვერ შეივსო

— ილია! — ეუბნება ერთხელ ხიზანიშვილი, — ე სომხურს მაინც შეისწავლიდი, ნახევარი გვერდი ხომ მაინც სომხისა მოგდევს

— მერე, რომელ ფილოსოფიურ ტრაქტატებს წავიკითხავდი მაგ ენაზე? ბაზარში კი მე არ დავდივარ, — მოუჭრა სიტყვა ილიამ

ილიას დედა სომხის ქალი იყო ამის გარშემო არა ერთხელ გამიგონია ილიას ერთი მოსწრებული სიტყვა, რომელიც საზოგადოებაში იყო გავრცელებული ერთ სომეხს, მგონი ბანკში, ეთქვა ილიასათვის: — ილია, შენ იმიტომ ხარ ჭკვიანი, რომ დედა სომეხი გყოლიაო

— შენ ხომ დედაც სომეხი გყავს და მამაც, მაშ შენ ჩემზე უფრო მეტად ჭკვიანი უნდა იყოვო, — მიუგო თურმე ილიამ

ერთხელ ილიასთან სტუმრად მივდიოდით საგურამოში ავჭალამდე რკინის გზით ვიარეთ, მერე იქიდგან ეტლებით და ცხენებით გარდა რედაქციის წევრებისა, ჩვენთან იყვნენ: არტისტი ქალი გაბუნია, პოეტი რაფიელ ერისთავი, ნიკო ხიზანიშვილი, არტ ლეისტი97 და სხვანი ეტლებში ადგილი ცოტა იყო, ისე რომ მოხუც რაფიელსაც კი კოფოზე მოუხდა ჯდომა, კუჩერთან ნიკო ხიზანიშვილმა ცხენზე ჯდომა არჩია ნიკო არ იყო „ჭაბუკი ვინმე ჩაუქი“, არც ცხენზე შვენოდა „ვით ალვა რგული“, მაგრამ სიმარდეს და კისკასობას კი ჩემობდა: ცხენი ხან გააჭენა, ხან გამოაჭენა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადმოწვებოდა, ერთის სიტყვით, ტაიჭობდა, მასხარაობდა ბოლოს ცხენს ერთი ძლიერ დაჰკივლა, მიაგდო ეტლს, სადაც ილია იჯდა, დაბლა თავი დაუკრა და მიესალმა: ბატონს ვახლავართო! — ჰეი, ნიკო! აფსუს, რომ შენ ჩვენი მეფეების დროს არ იყავი! რა კარგი კარის მასხარა იქნებოდიო! — მაშინ საგურამო შენი კი აღარ იქნებოდა, ჩემი იქნებოდაო, — მოუჭრა ნიკომ სიტყვა

ცხადია, რის თქმაც უნდოდა ნიკოს: დიდკაცობა და მამული სწორედ მაგ მასხარობითა გაქვთ მეფის კარზე შეძენილი და არა სხვა რაიმე ღირსებით ან დამსახურებითო

ილიამ ბევრი იცინა ამაზე უყვარდა ასეთი მოსწრებული პასუხი არაერთხელ უამბნია ასე მოსწრებულად, ჭკვიანურად ნათქვამი გლეხებისაგან საზოგადოდ ილიას დიდად მოსწონდა გლეხების დარბაისლობა, ნამუსიანობა, ჭკვიანური, ზრდილობიანი სიტყვაპასუხი მეტადრე აკვირვებდა ილიას გლეხების ფილოსოფიური სიმაგრე, გულგაუტეხელობა, როდესაც რაიმე უბედურობა ეწვეოდათ არაერთხელ გამიგონია ილიასაგან ამის მაგალითი

სოფელ წიწამურში მცხოვრებ ერთ გლეხს საქონლის ჭირი გასჩენოდა და ნახევარი საქონელი გასწყვეტოდა როდესაც შემხვდა, მივუსამძიმრე, მეწყინა შენი ასეთი ზარალი-მეთქი

— რა ზარალს ბრძანებ, ბატონო? — აი, ჭირმა რომ მოგაყენა

— ეჰ, შე დალოცვილო, ეგ რა ზარალია: ღმერთი ძმად გამიხდა და შუაზე გამიყო საქონელი მხარში ამისთანა მოზიარე ჩამიდგა, დღეის იქით ჩემს ბედს ძაღლიმ აღარ დაჰყეფს! აი კიდევ საგურამოელი გლეხი მარტია, კაცი კარგი შეძლებული, მამულისა და ბლომა საქონლის პატრონი, აი ეს მარტია მოვიდა ერთხელ ჩემთან და ფულს მესესხება, — გვიამბობდა ილია

— მარტიავ, მაგისთანა გაკეთებული, შეძლებული ოჯახის პატრონი მე მესესხები ფულს? — რად გიკვირს, ბატონო? — იმათ, რომ შენ ჩემზე მდიდარი ხარ და მე კი ფულს მესესხები

— მართალია, მე შენზე მდიდარი ვარ, მაგრამ ფულით კი არა

— მაშ რითი? — აი ამითი, — და მარტიამ ხელი დაადო თავის ქალამანს — შენ რომ ეგ გაპრიალებული ფეხსაცმელი გაგიცვდება, ჯავრით აღარ დაგეძინება მე კი ამ ქალამანს როცა მინდა, მაშინ ამოვისხამ, არც დავღონდები, არც ძილს დავიკლებ აი რითი ვარ შენზე მდიდარი

ამ მარტიას ნახვა ერთხელ კიდევ მომიხდა უკვე ილიას სიკვდილის შემდეგ აი, რა შემთხვევის გამო საგურამოს მამული, როგორც სხვა შეძლება, ილიამ წერა-კითხვის საზოგადოებას დაუტოვა ამ საზოგადოების მინდობილობით მოგვიხდა საგურამოში წასვლა მე და ალექსანდრე ყიფშიძეს98 ეს ის ყიფშიძეა, რომელიც პირველი რევოლიუციის დროს, 1905 წ ქუთაისის ვიცეგუბერნატორად იყო, რომელიც ქართულ მწერლობაში ცნობილია „ფრონელი“-ს ფსევდონიმით და რომლის კალამსაც ეკუთვნის საუცხოვო მონოგრაფიები ჩვენი წარსული ისტორიიდგან

აი მე და ეს ყიფშიძე ავედით საგურამოში მამულის გამგეს, რომელსაც წინადვე ჰქონდა ნაცნობი ჩვენი იქ მისვლა, საგურამოს გლეხები მოეწვია, მათ შორის იყო მარტიაც კაკლის ქვეშ ვისხედით მარტიამ რომ დამინახა, მიცნო მოიგონა ილია და თვალებზე ცრემლი მოერია

— რა უდიერობა ჩაიდინეს, ნეტავი როგორ გამოიმეტეს ის კაცი სასიკვდილოდ, — მეუბნებოდა გულჩათუთქული მარტია

უნდა დაგვეთვალიერებინა ილიას ბაღი სახლის წინ ცოტა დაღმა დაცემული და გაშენებული ვაზით, თითქმის ას ოც დღიურ მიწაზე

ვენახი საგურამოელ გლეხებს ჰქონდათ მიცემული შესამუშავებლად მაგრამ ვაი ამ შემუშავებას, უცხო კაცსაც კი ცრემლს მოჰგვრიდა: ვაზი შემუშავებული კი არა, გაოხრებული იყო რომ შევარცხვინეთ იქ მყოფნი და ვუთხარით: — ხალხნო, განა მამულს ასე მოევლება, ცოდო არ არის? — ასე გვიპასუხეს: — რა ვქნათ, არამი კაცი არ გამოილევა ქვეყანაზე აი მაჯა არ უნდა გაუხმეს მაგისთანა მუშას! აქ მარტიამ ვეღარ მოითმინა და პირში მიახალა: რადა სტყუით? განა თქვენ თითონ არ ამბობდით: კარგად ნუ შევაკეთებთ, დეე, გაოხრდეს, მაშინ უფრო მალე დაგვრჩება ჩვენ ეს მამულიო

ილიასთან ხშირად მიხდებოდა ხოლმე საგურამოში ყოფნა, ხან რედაქციის საქმეების გამო, ხან დასასვენებლად სახლი მაღლობზე იდგა, ჰაერი საუცხოვო იყო და გადასახედი ხომ თვალწარმტაცი სახლის უკან იდგა დიდი გაშლილი კაკლის ხე, რომლის ქვეშ მუდმივი ჩრდილი და სიგრილე იყო აქვე მოჩუხჩუხებდა პატარა წყარო და გამართული იყო პატარა აუზი ეს იყო საყვარელი ადგილი, სადაც ილია უმეტეს დროს ატარებდა ზაფხულობით აქ კითხულობდა წიგნებს აქვე აკეთებდა საქმეს საღამოობით კი, როდესაც მზე კარგად გადიხრებოდა და მთებს უკან ჩასვენებას აპირებდა, ილია ავიდოდა სახლის მეორე სართულში და იქ აივანზე მთელი საათობით იჯდა ჩუმად, ჩაფიქრებული ჩვეულებრივი პოზა იმისი იყო: მოაჯირზე იდაყვს დააბჯენდა, დიდ თითს, ცერს, ტუჩებს შუა კბილებზე მიიდებდა და ასე იჯდა იტყოდით, ბოძკინტი შეუდგამს თავის რაღაცა ფიქრებით დამძიმებულ თავისათვისო

თვალწინ კი ასეთი სურათი იყო გადაშლილი: აქვე ახლოს აივანქვეშ იწყობოდა სხვადასხვა ყვავილებით შემკული ბაღჩა, შემდეგ ხეხილიანი ბაღი, რომელსაც ზედ მოსდევდა ზემოდ დასახელებული ხშირვაზიანი, ჯარისკაცებივით რიგზე დამწკრივებული ვენახი, შემდეგ დაცემული ამწვანებული ველ-მინდორი, რომელსაც ვერცხლის ზოლივით ჩაჰრთობია ჩვენი არაგვი „არაგვიანი“ წყლის გაყოლებით მოსჩანან — „არაგვის პირნი, მობიბინენი, შვებით მომზირნი“, და მის გარშემო „მთანი ტყიანი და ატეხილი ჭალები“ აგერ თავდება მომხიბლავი არაგვის ხეობა და შორს, შორს მოსჩანს საქართველოს მფარველი, დარაჯი, თეთრგუმბათიანი ამაყი ყაზბეგი, მყინვარი რამდენ წელს გაჰყურებდა ესე ილია ამ გულ-და-თვალ წარმტაც სურათს! ეს სურათი ჰხიბლავდა მის სულსა და გულსა, დიადი მყინვარი — ზეაღფრთოვანების ფრთებს ასხამდა მის ნიჭსა და აღონიერებდა, ამოქმედებდა მის შემოქმედებითს უნარს, ამით უნდა აიხსნას ის გარემობა, რომ ილიას ხშირად უყვარდა მყინვართან საუბარი, აქ ებაასებოდა მყინვარს თავის „მგზავრის წერილებში“, აქედგან გრგვინავდა „აჩრდილის“ მოხუცი, აძლევდა დარიგებას, უთვლიდა საყვედურს და ლოცვა-კურთხევას დაჩაგრულ, დავრდომილ საქართველოს აქ დაიბადა და განვითარდა ის დიადი ტრაგედია, ბრძოლა ადამიანის სულსა და ხორცს შორის, რომელსაც ასე სულის წარკვეთილებით განიცდიდა განდეგილი მყინვარის ძირში მივიწყებულ მონასტერში

ერთ საღამოს, როდესაც მზე ჯერ კიდევ მაღლა იდგა, ილია კაკალქვეშ იჯდა და ლაპარაკის გუნებაზე იყო ვისარგებლე ამით და დავეკითხე: — ილია, ყველა საქმის გაკეთება საფუძვლიანად, მკვიდრად გიყვართ და ეს სახლი კი ვერა გაქვთ მკვიდრად, საშვილი--შვილოდ ჩამდგარი, — მაშინ კიდევ ძველ ორსართულიან სახლში ცხოვრობდა

— მერე შვილები სადა მყავს, რომ შვილი-შვილებზე ვიზრუნო, — მიპასუხა ილიამ

ილიას ჭკუას და შემოქმედებითს ნიჭს რომ ვუკვირდებოდი, ერთი რამ გარემოება მაკვირვებდა და მოსვენებას არ მაძლევდა ვფიქრობდი, რა უნდა იყოს მიზეზი, რომ ასეა გაჩუმებული, იშვიათად სწერს, რომ ამისი შთაგონებული სული სდუმს, რომ ამის ენამზეობა, დაუშრეტელი წყარო ამის მდიდარ სიტყვიერებისა არ ატკბობს ქართველის გულსა და სმენას, — ერთი სიტყვით, პუშკინისა არ იყოს: Молчит его святая лира, Душа вкушает хладный сон

გავბედე და ეს ჩემი ფიქრი ილიას გავუზიარე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე სიტყვა ბანზე ამიგდო, და გასძახა მოურავს, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა

— მოურავო, ეგ ვინ არიან ემანდ კარ წინ რომ ბალახს სთიბავენ? — ხევსურები არიან

— აბა, ერთი აქ დაუძახე

მოვიდნენ

— ღვინოს არ დაჰლევთ? — ეკითხება ილია ხევსურებს

— რატომ, თუ კი თქვენი წყალობა იქნება, სიცხისაგან ხახა ამოგვიშრა

ილიამ განკარგულება გასცა, ღვინო მოეტანათ თითონ კი ეკითხება ხევსურებს: საიდგან ხართ? — შორიდგან, თითქმის ერთი დღის სავალია

— უწინდელი დრო გახსოვთ, — ეკითხება ილია: აი, ჩვენი მეფეები რომ გვყვანდა? — ხსოვნით კი აბა რა გვეხსომება და გაგონით კი გაგვიგონია

— მერე: მაშინდელი დრო სჯობდა თუ ეხლანდელი? — რა სათქმელია: გარეთ ვერ გამოვდიოდით სოფელს რომ გავცილებულიყავით, ან ლეკი დაგვიხვდებოდა ან შინაური ავი კაცი

სისხლი იღვრებოდა, მოსვენება არა გვქონდა, შველა არსაიდამ იყო აი დალოცოს ღმერთმა რუსის ხელმწიფე: ეხლა რა გვიშავს, აი, თქვენთანაც ჩამოვდივართ სამუშაოდ და ქალაქშიაც დავიარებით თუ რამ გასაყიდი ან სასყიდელი გვაქვს, ხელს ვიმართავთ გზაში ხელს არავინ გვახლებს

ცოტა არ იყოს, წახდა ილია: მოელოდა წარსულის დიდებას, აწმყოს დაგმობას, პასუხი კი სულ სხვა მიიღო, კოჭი ალჩუზე ვერ დაუჯდა, მაშინვე სიტყვა შეატრიალა და ჰკითხა: — შვილები ხომ გყავთ? — ჰაი, ჰაი რომ გვყავს, უშვილობა როგორ შეიძლება, თუ ცოლი უშვილო გამოდგა, გავაგდებთ და სხვას მოვიყვანთ

ამ დროს ილიას მეუღლე გამოვიდა აივანზე და იკითხა: რას ელაპარაკებითო

ილიამ სიტყვა გადუკრა ხევსურებს ვითომ ხუმრობით: — აი ჩემი ცოლიც უშვილოა და მაშ რა ვუყო? — ბერწი ყოფილა, რად გინდა, გააგდე და სხვა მოიყვანეო, — სრულიად გულუბრყვილოდ და დინჯად უპასუხეს ხევსურებმა

— ილია, რა სისულელეს ალაპარაკებო, — სთქვა წყენით მისმა მეუღლემ, ისეც გულნატკენმა, რომ უშვილო იყო, და აწითლებული, დარცხვენილი შინ შევიდა ხევსურებიც წავიდნენ

ამ დროს ილიამ თვალი მოჰკრა: რომ ვიღამაც იმის ვენახის ღობე გადალახა, და შესძახა: — ბიჭო, ვინა ხარ, ე ღობეს რომ ამტვრევ? მოურავო, მოიყვანე აქ! — მოიყვანეს

— გაჰხადეთ ჩოხა! — მაპატიეთ, შენი ჭირიმე, მეჩქარებოდა, — ეხვეწებოდა დამნაშავე

— პატიება რას მიქვიან! ბიჭო, რამდენჯერ მითქვამს თქვენ-თვის, გაუფრთხილდით სხვის ქონებას ისე, როგორც თქვენსას აბა შენთვის გადაეტეხნათ ღობე, მგონი, თავსა და პირს დაამტვრევდი მე ჩემთვის კი არ ვლაპარაკობ, თქვენ მინდა ჭკუა გასწავლოთ მე მალე შევაკეთებ ღობეს, მაგრამ ეგ რომ შენ ხელ-მოკლე მეზობელს უყო, იმან რაღა ქნას? მინამ ის შეაკეთებს, შეესევიან ღორ-ხბო, ძაღლი, ქათამი და სულ აუოხრებენ, რაც კი აბადია მერე, შენ აუნაზღაურებ ზარალს? აბა ემაგითი ხართ დაღუპულები, რომ სხვისი დაზოგვა არ იცით, სხვის ქონებას არ უფრთხილდებით, მე კი ჩემი ავისრულოვო და სხვები ფეხებზე მკიდიაო სულ მაგას ჩაგჩიჩინებთ, ნუ სჩადიხართ მაგას, ნუ ხართ გაუტანლები, მაგრამ ვერა გაგაგონეთ რა აი, ეხლაც მეუბნები მეჩქარებოდაო უფრო არ დაიგვიანე? უსიამოვნებაც მიიღე არ გერჩია, შვილოსა, შორს მოგეარა და შინ მშვიდობით მიჰსულიყავი? წაიღე შენი ჩოხა, ჩემთვის რა ბედენაა, დაიხსომე კი კარგად ჩემი ნათქვამი, თორემ მეორედ ეგრე ადვილად ვეღარ გადამირჩები!

19 თავი XVII

▲ზევით დაბრუნება


თავი XVII

ილიას სტუმრები, არტურ ლეისტი, ინგლისელი პროფესორი ქართული ენისა მორფილი მარჯორი უორდროპის ჩამოსვლა „განდეგილისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა ინგლისურ ენაზე მარჯორიუორდროპის და ბალმონტის შეხვედრა

როგორც ზემოდ ვსთქვით, ილიას შინ ჯდომა უყვარდა, სტუმრად სიარული არაფრად ეჭაშნიკებოდა, შინ კი სტუმართმოყვარე იყო და კარგადაც უმასპინძლდებოდა ვინ არ ყოფილა ილიასთან? აიღეთ, თუ გინდ, არტურ ლეისტი, რომელიც თითქმის შინაურ კაცად იყო ილიას ოჯახში ლეისტი გერმანელი იყო, კარგად განათ-ლებული, მცოდნე უმთავრეს ევროპულ ენებისა და ლიტერატურისა რამდენი ცოდნა შეგვიძენია რედაქციის თანამშრომლებს იმისგან! დაუღალავი მუშაკი, მედგარი მშრომელი რა საქმესაც დაადგებოდა, მტკიცედ ადგა და მინამ მიზანს არ მიაღწევდა, გზას არ გადაუხვევდა სულ ორ-სამ წელიწადში საფუძვლიანად შეისწავლა ქართული და სომხური ენა თავისუფლად ლაპარაკობდა, თავისუფლად სწერდა რამდენი მოთხრობა გადათარგმნა ქართული და სომხური, და დაბეჭდა გერმანულ ჟურნალებში, ამანვე სთარგმნა და გააცნო გერმანეთს ჩვენი სახელოვანი „ვეფხის-ტყაოსანი“ ეს კაცი სიკვდილამდე ჩვენში ტრიალებდა და მუშაობდა ერთგულად, გულწრფე-ლად

ჩამოვიდა ტფილისში ინგლისელი პროფესორი ქართული ენისა მორფილი მაშინვე ეწვია ილიას სანახავად მორფილი სასტუმრო „ლონდონში“ იყო ჩამომხდარი ილია, როგორც თავმჯდომარე წერა-კითხვის საზოგადოებისა, და მე, როგორც მდივანი, წავედით მორფილის სანახავად და მივართვით საზოგადოების სახელობით ახლად გამოცემული, ძვირფას მხატვრობიანი „ვეფხის-ტყაოსანი“, მორფილმა დიდი მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა: მე ეს პოემა კარგად მაქვს გაცნობილი, დიდად ვაფასებ, ვეცდები ვსთარგმნო და ინგლისს გავაცნოვო მაგრამ მორფილი ხანში შესული კაცი იყო ეტყობა ვერ სძლია ეს საქმე და დანაპირი ვერ შეგვისრულა

ის რაც პროფესორმა მორფილმა ვერ შესძლო, სძლია და შეასრულა ინგლისელმა სუსტმა ქალმა მარჯორი უორდროპმა ჯერ პირველად საქართველო გაიცნო ამ ქალის ძმამ, უორდროპმა, და ძალიანაც შეიყვარა ჩვენი ქვეყანა, ეტყობა, ამის ზეგავლენით, ეს სიყვარული და სურვილი საქართველოს ახლოდ გაცნობისა შეეთვისებია იმის დასაც მარჯორმა ამის გამო წერილიც მოსწერა ილიას რაზედაც ილიამ ასე უპასუხა: „გვპირდებით ჩვენში მობრძანებას სიხარულით დაგიხვდებით იმედიც გვაქვს, რომ ჩვენი უბედური, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა თავს მოგაწონებთ და დაგანახვებთ, რომ იგი ღირსია თქვენის ყურადღების და სიყვარულისა“

ჩამოვიდა მარჯორი საქართველოში ქართული ენა უკვე შესწავლილი ჰქონდა, რასაკვირველია, მწიგნობრული აქ უფრო მეტი წარმატებით შეისწავლა ენა, ადვილად კითხულობდა „ვეფხის-ტყაოსანს“ და ილიას ნაწერებს ლაპარაკსაც ცდილობდა ქართულად ერთხელ ილიასთან იყო სტუმრად და ძალიან უნდოდა, რომ ქართულად ეთქვა რამე მახსოვს კარგათ იმისი შემდეგი ფრაზა: „ლონდონი ფრიად ნისლიანია“

ტფილისში კარგა ხანს დარჩა მარჯორი და ჩვენი ენა ისე ზედმიწევნით შეისწავლა, რომ შესძლო გადათარგმნა ინგლისურ ენაზე ილიას „განდეგილისა“ და „ვეფხის-ტყაოსანი“-სა ღირს შესანიშნავია აქ ერთი გარემოება: მარჯორიმ ჯერ გადათარგმნა „განდეგილი“ და მერე „ვეფხის-ტყაოსანი“ ეტყობა, „განდეგილის“ უკვდავმა იდეამ უფრო მოაჯადოვა ქალის გული, ვიდრე „ვეფხისტყაოსანი“-ს გმირთა გულის ტკივილმა და სულისკვეთებამ ორივე თარგმანი შესრულებული იყო პროზად — და არა ლექსად: მარჯორი არ იყო პოეტი, მაგრამ თარგმანი ისე ნამდვილი იყო, ისე სწორი დედანთან, რომ გვაკვირვებდა, თუ როგორ შეითვისა ასე დაახლოვე-ბით და სინამდვილით ორთავ ნაწარმოების შინაარსი“99

მარჯორი უორდროპმა დიდი, დაუვიწყარი სამსახური გაუწია ქართველებს ამ თარგმანით ჯერ ერთი, რომ ინგლისს გააცნო ჩვენი დიადი რუსთაველი და მეორე კიდევ, რომ მანვე ხელი გაუმართა რუსს პოეტს ბალმონტს ეთარგმნა „ვეფხის-ტყაოსანი“ რუსულ ენაზე ბევრს ეხსომება, როგორ მოხდა ეს ამბავი უორდროპი და ბალმონტი შეხვდნენ და გაიცნეს ერთმანეთი გემზე, რომელიც ინგლისში მიდიოდა ბალმონტმა თურმე ზედმიწევნით იცოდა ინგლისური ენა სხვათა შორის, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართულ ლიტერატუ-რაზე და მარჯორიმ გააცნო თავისი თარგმანი „ვეფხის-ტყაოსა-ნი“-სა, ბალმონტი ისე იყო თურმე მოხიბლული რუსთაველის ქმნილების სილამაზით, მშვენიერებით და სიდიადით, რომ იქვე განიზრახა მისი გადათარგმნა რუსულად და როგორც მოგეხსენებათ, კიდეც შეასრულა თავისი განზრახვა საუცხოვო ლექსად თარგმნილს „ვეფხის-ტყაოსანს“ მან უძღვნა წინასიტყვაობა, სადაც რუსთაველს და მის ნაწარმოებს მხარში უყენებს ისეთ მსოფლიო გენიოსებს, როგორიც არიან ჰომიროსი და დანტე100

მარჯორი უორდროპი კიდევ ბევრს სამსახურს გაუწევდა ქართველობას, მაგრამ არ დასცალდა: ულმობელმა სნეულებამ, ჭლექმა, უდროვოდ გამოასალმა უბედური ქალი ამ წუთისოფელს

20 თავი XVIII

▲ზევით დაბრუნება


თავი XVIII

ილიას გატაცება კარტისა და ნარდის თამაშით ბორჩალოს მებატონე დავით ბარათაშვილი, – უხეირო მონარდე და მოლექსე ილიას მიერ მუსიკალური სმენის უქონლობა ერთი წასვლა ოპერაში სოსიკო ბაქრაძის ოინი

ილიას როგორც საქმეში, მწერლობაში, ისე გართობაში მეტის მეტი ჭირვეულობა, გატაცება უყვარდა, ბევრს ეცოდინება, ან გაეგო-ნება, რომ ილიას ძალიან უყვარდა ბანქოს, ქაღალდის თამაშობა, აგრეთვე ნარდიც ბევრჯელ დღე და ღამეები გაუთენებია ქაღალდის თამაშში და შინ მეორე-მესამე დღეს დაბრუნებულა თვით თამაში უყვარდა დიდის ცოდნით, ჩაკვირვებით კაცმა რასაც ხელი მოჰკიდოს, უსათუოდ ძირიან-ფესვიანად უნდა შეიგნოს, შეითვისოს, — იტყოდა ხოლმე ილია: — ზერე-ქვერობა არაფერში არ მომწონს არც უფულოდ თამაში უყვარდა უფულოდ თამაში გაუტენელ თოფის სროლას მაგონებს, უბრალო, ბავშვების გასართობ ტკაცუნასაო თუმცა ილია ძალიან ფრთხილი და ჩაკვირვებული მოთამაშე იყო, მაგრამ ხშირად ამასაც ჯიბეებს გამოუბერტყავდნენ ხოლმე არა ერთხელ გამიგონია ილიასაგან შემდეგი შემთხვევა: ერთ საღამოს ოთხმოცი თუმანი წავაგეო, შინ გათენებისას დავბრუნდი ფაეტონით

ჩავიყავ ჯიბეში ხელი ფულის ამოსაღებად, რომ მეფაიტონეს გავსწორებოდი ერთი თუმნიანიღა ჩამრჩენოდა, ავიღე და ისიც მეფაიტონეს მივეცი გაჰკვირდა, ამდენს რად მაძლევსო

— წაიღე, ძმობილო, — ვუთხარი: საცა ოთხმოცი თუმანი წავაგე, ეგეც იმას გაჰყვესო

ნარდშიაც ილიამ გაბედული და თან ჩაფიქრებული თამაში იცოდა ბევრთან მინახავს ნათამაშევი, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო მისი მოკამათლე დავით ბარათაშვილი ღირსშესანიშნავი კაცი იყო ეს ბარათაშვილი: დიდი გვარეულობისა, შთამომავალი ისტორიაში ცნობილ ბორჩალოს მებატონეთა, დიდი მამულის პატრონი ამბობდნენ, მარტო ერთ ალაგას ათი ათასი კაკლის ხე უდგაო ამ აუარებელი სიმდიდრის პატრონი მუდმივ ვალებში იყო ესეც გადაგვარების ნიშანია გარეგნობით მეტად სუსტი აგებულობისა იყო, გამხდარი, ჭკუითაც ცოტა მჩატე ბრძანდებოდა ჩვენი გამოჩენილი პოეტი ნიკო ბარათაშვილი ამის ახლო ნათესავი იყო ეს ჰქონდა ხელზე დახვეული და თავის თავიც დიდი პოეტი ეგონა რა მოსაზრებით? მოდი ჰკითხე: განა ერთი ხიდგან ჯვარიც არ კეთდება და ბარიც? ჰჯღაბნიდა უშინაარსო, უგვანო ლექსებს და თავს გვაბეზრებდა: მოდი ერთი წაგიკითხოთ, რა ლექსი დავსწერეო ლაპარაკი ჩიფჩიფით და ცოტა ტუჩების ცმაცუნით იცოდა, ასე რომ „დავსწერეს“ მაგიერ „დავჭერე“ გამოდიოდა უსაქმური კაცი იყო ბან-კში ხშირად მოდიოდა და უთავბოლოდ დახეტიალობდა ხშირად მოვიდოდა ჩემთან, — ალბად, უკეთეს დამფასებლად მთვლიდა, — და მეტყოდა: აბა ეს ლექსი როგორ მოგწონს? და დაიწყებდა კითხვას

მე თავსაყრელი საქმე მქონდა, ათასად მგლეჯდნენ, ეს კი თავის ლექსებით მიმასპინძლდებოდა რა მექნა, უარს ვერ ვეტყოდი, ზრდილობა მოითხოვდა მეჩვენებინა, რომ ყურადღებით ვუსმენ, მაგრამ ზრდილობასაც საზღვარი აქვს და აი რომ თავიდგან მომეშორებინა ეს უბადრუკი მოლექსე, ასეთს ხერხს მივმართე: რამწამს ჩვენი დავითი ლექსის ბარათს გადაგვიშლიდა და კითხვას დაიწყებდა, მაშინვე ერთი ჩემი თანამსახური მოვიდოდა საქმით ხელში და მეტყოდა: გამგეობაში აი ეს საქმე მოითხოვეს და შენც იქ გიხმობენო მეც სწრაფად გავეშურებოდი და დიდხანს აღარ ვბრუნდებოდი ამ ეშმაკობას, მგონი, მიჰხვდა ჩვენი დავითი და ფეხი ამოიკვეთა: გადავრჩი ამგვარად ლექსების მოსმენას

დავითი ელოდა სამ საათს, ვიდრე ბანკში სამსახური გათავდებოდა და ილია გამოვიდოდა კაბინეტიდან

— დავითს ვახლავარ! — მიესალმებოდა ილია, რამწამს თვალს მოჰკრავდა, — თუ საქმე არა გაქვთ რა, მოდი სადილად მეწვიეთ და ხელი ნარდიც გავაგოროთ

ილიამ კარგად იცოდა, რომ დავითს საქმე არა ჰქონდა რა ისიც კარგად იცოდა, რომ სადილზე და ნარდზე უარს არ იტყოდა: — მაშ რისთვის დაყიალობდა აქ უთავბოლოდ? — მაგრამ მაინც შეეკითხებოდა, ამასაც ზრდილობა მოითხოვდა

როგორც სხვა ყველაფერში, ისე ნარდის თამაშშიაც მჩატე იყო დავითი, ამით სარგებლობდა ილია და ჯიბეს კარგად უბერ-ტყამდა, ისე დღე არ გავიდოდა, რომ შვიდი-რვა თუმანი არ წაეგო დავითს

არა ერთხელ შემოუჩივლია ნაცნობებისთვის დავითს: კაცო, მგონი, ეს ილიას სადილები ძალიან ძვირად მიჯდებაო მაგრამ მეორე დღეს ისევ მოიცუნცულებდა ილიასთან ერთი-ორი ხელი ნარდის გასაგორებლად და ჯიბის ამოსაბერტყად რას იზამ: მელას თავის მახრჩობელა უყვარსო

ილიას არამცთუ სტუმრად, თეატრშიდაც არ უყვარდა სიარული იშვიათად ნახავდით არამცთუ ოპერაში, ქართულ თეატრშიაც ოპერაში სიარული იქნება იმიტომ არ უყვარდა ილიას, რომ მუსიკა არ ესმოდა სმენას სრულიად მოკლებული იყო აღსანიშნავია და საკვირველიც ერთი რამ: არც ილიას, არც აკაკის მუსიკალუ-რი სმენა სრულებით არ ჰქონდათ რამდენ სადილზე, რამდენ ლხინში მინახავს აკაკი და ერთხელაც არ შემიმჩნევია, რომ პირი გაეღოს და სიმღერის სურვილი მაინც გამოეხატოს ილიას, როცა პატარა მეტს დალევდა და მხიარულობაში გაერთობოდა, საღერღელი აეშლებოდა ხოლმე სიმღერისა, მაგრამ ვერას ახერხებდა მრავალჟამიერი აბა რა არის: ქართველ კაცს ხომ დედის ძუძუდან დაწყებული სიბერემდე ყური აქვს გამოჭედილი ამ სიმღერის ჰანგით; სხვა რომ არა იყოს რა, მექანიკურად შეიძლება მისი შეთვისება მაგრამ ილიას, ესეც ვერ ეხერხებოდა არამცთუ მრავალ-ჟამიერის თქმა უძნელდებოდა მარტოდ, გუნდათ მომღერლებსაც კი ხმას ვერ შეუწყობდა, უსათუოდ სადმე დისონანსი გამოუვიდოდა ეს მოვლენა მით უფრო საკვირველია, რომ როგორც ილია, ისე აკაკი, ნამდვილი, მადლით შემოსილი პოეტები იყვნენ, მათ ლექსებში მუსიკაც არის და რიტმიც, და მუსიკაც ხომ იგივე რიტმია, რაც პოეზია

მაინც ილიამ ერთხელ მოინდომა ოპერაში წასვლა აი ეს როგორ მოხდა იყო ერთი ვინმე სოსიკო ბაქრაძე, კაცი ლაზღანდარა, სიტყვა მოსწრებული, ლაქათა მუდმივი საქმე არ ჰქონდა, რაც მოჰხვდებოდა, ხელს გაჰკრავდა, დღიურ ლუკმას მოიპოვებდა და დაკმაყოფილდებოდა ყველაფერს ჰკიდებდა ხელს, ბოლოს კი ვერა-ფერს გაატანდა დღეს ბანკში მსახურობდა, ხვალ ცირკში ჯამბაზობდა, მერე ანტრეპრენიორობას დაიწყებდა: კარუსელს გაჰმართავდა, „რუსულ გორებს“ (русские горы) მოაწყობდა სასრიალებლად და სხვა ამგვარებს უცბად ყველა ამას თავს მიანებებდა და შეჰხედავდით, სოსიკო ოპერის თეატრშია, ორკესტრში ზის მებარაბანეთ ამიტომ მეტ სახლად „ბარაბანშჩიკს“ ეძახდნენ

ეს სოსიკო ილიასთანაც შელაზღანდარებული იყო, ილიას უყვარდა ასეთი ტიპები აი ეს სოსიკო ეუბნება ერთხელ ილიას: — ილია, დღეს საღამოს ოპერაში მობრძანდით, „ტრავიატას“ თამაშობენ, გამოჩენილ იტალიელ მომღერლებს მოისმენთ

— კარგი, სოსიკო, წამოვალ, მხოლოდ ერთი პირობით კი: სიტყვა მომეცი, ამისრულო, რაც დაგავალო

— ბატონი ბრძანდებით, თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვიყო

— მაშ აბა, როცა ორკესტრი მიწყნარდება და მომღერალი ქალი, უმაღლეს პათეტიურ ადგილას, სიმღერის ეშხში რომ შევა, შენ რაც ძალი და ღონე გქონდეს, ბარაბანს დაჰკა მაგრად

— ბატონი ბრძანდებით, მაგაზე ადვილი რა არის! სოსიკოს, თითონაც ამისთანა ოინების მოყვარულს, დიდად იამა ილიას დავალება, მით უფრო იამა, რომ ეს ამბავი მერე მთელ ქალაქს აალაპარაკებდა და ამის სახელი ყველას პირზედ ეკრებოდა სოსიკოს მეტი რა უნდოდა: ნუ ასმევდით, ნუ აჭმევდით, ოღონდ კი მისი სახელი ყბადასაღები გამხდარიყო

ილიამ, მართლაც, აიღო ბილეთი და პარტერის პირველ რიგში გამოიჭიმა გადაიხედა ორკესტრში: სოსიკო მხიარულად ზის შლიაპა კეფაზე გადაგდებული, — ეს მისი მუდმივი ჩვეულება იყო დაიწყო წარმოდგენა აგერ მოახლოვდა ის დროც, როდესაც მომაკვდავი ვიოლეტა სულწარკვეთილი ნაზის ხმით ესალმება სიცოცხლეს, ორკესტრი ჩუმის, ნელის ხმით უკრავს, თეატრი სულგანაბული ისმენს გულწარმტაცს სიმღერას უცბად რაღაცა საშინელი ბრახუნი გაის-მა, იტყოდით, მეხი დაეცა თეატრსაო, ყველანი შეკრთნენ, შედგა ჩოჩქოლი მომღერალმა შესწყვიტა თავისი სიმღერა რა მოხდა? ბევრი არაფერი: სოსიკომ თავისი დაპირება შეასრულა და ბარაბანს დანიშნულ დროს ურტყა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ორკესტრის დირიჟორად იმ დროს იყო გამოჩენილი იტალიელი მაესტრო ტრუფფი, კინაღამ გადირია სოსიკოს ასეთი საქციელით „საკრამენ-ტო“-ვო, მიაძახა და გაქანდა სოსიკოსაკენ, თითქოს გაგლეჯას უპირებსო მაგრამ სოსიკო უკვე ქუჩაში იყო და არხეინი ღიღინით სახლში მიდიოდა, კმაყოფილი რომ ასეთი საგმირო საქმე ჩაიდინა და ხვალ ქალაქი ამაზე დაიწყებს ლაპარაკს

ილიაც შინ მოდიოდა ნასიამოვნები, რასაკვირველია, არა მუსიკით, არამედ სოსიკოს ოინით

21 თავი XIX

▲ზევით დაბრუნება


თავი XIX

ილიას პურადობა „ილიაობა“ – ილიას დღეობა საგუ-რამოში სამზადისი სტუმრების მოსვლა ქეიფი კაკლის ძირში ასიკო ცაგარელი თავისი მედუდუკეებით გიგო ყარანგოზიშვილი, – „ფოკუსებით“ მსმელი წინამძღვრიანთ სკოლის მოწაფეთა გალობა გლეხების სუფრა მთვრალები მო-ხუცების ცელქობა დაღამება და ძილი მეორე დღის ხაში და საუზმე, ზედაძენში წასვლა ვახშამი ზედაძენის მონასტერში უმიკაშვილი და ილია ოქრომჭედლიშვილი დაბრუნება სტუმრების დაშლა
 

ილია თუმცა ძლიერ ხელმოჭერილი იყო, მაგრამ პურადობით, მასპინძლობით არც ერთს ქართველს არ ჩამოუვარდებოდა თითონაც უყვარდა სმა და ჭამა „ფრიად მარგი“, იცოდა ჭამა ხარბად, საფუძვლიანად და სტუმრებსაც გულუხვად, ხელგაშლილად დაუხვდებოდა ხოლმე მეტსაც ვიტყვი, — ილიას პურადობა, მასპინძლობა, მართალია, ნამდვილი „ქართველური“ იყო, „ჩვენებური, ძველებური“, მაგრამ ხშირად ქართველურ ბედოვლათობასაც მოგაგონებდათ აიღეთ თუ გინდა იმის დღეობა, ილიაობა, ოცს ივლისს როგორ გადაიხდიდა ხოლმე ილია ამ დღეობას? ვინ ასწერს ამ დღისათვის სამზადისს, სიუხვეს სასმელ-საჭმელისას, სანოვაგისას? ასეთი ლხინი, შექცევა, ნადიმი, შეჰშვენით მხოლოდ ტროადის გმირებს, როგორც თვალწარმტაცის ფერადებით აგვიწერს ჰომიროსი თავის „ილიადაში“ მეც უნდა ჰომიროსის კალამი მქონდეს, რომ ღირსეულად აღვწერო ილიაობა მაინც შევეცდები, რამდენადაც უნარი შესწევს ჩემ სუსტს, მკრთალ კალამს, აგიწეროთ ეს დღეობა

დღეობის მზადებას შეუდგებოდნენ ხოლმე რამდენიმე დღის წინად მერე რა მზადებას! იკვლებოდა რამდენიმე ძროხა, ცხვარი, ბატი, ინდაური, აუარებელი ქათმები იჟლიტებოდა უთვალავად ვარია, წიწილა, იდგა მთელი ხროვა სხვადასხვა მწვანილეულობისა, გატენილი ტომრები ბოსტნეულობისა, სავსე გოდრები ხილეულობისა ცხვებოდა აუარებელი პური, შოთი, ნაზუქი, იხდებოდა ქვევრები, საგურამოსი და ყვარლური ღვინოებით სავსენი მახსოვს, ერთ დღეობას, სამი საპალნე ღვინო დაიხარჯა, ე ი 2250 ბოთლი, თითო საპალნეში რომ 750 ბოთლი ვიანგარიშოთ ცოცხალი ზუთხი მოდიოდა ძღვნათ ფოთიდამ, ეპისკოპოზ გრიგოლ დადიანისაგან არაგვიდგან ცოცხალი ორაგული მოჰქონდათ საგურამოელ გლეხებს აქა-იქ ელაგა ქალაქური ტკბილეულობით და ტკბილი ნამცხვრებით სავსე სინები; სამოცი ხელი ლოგინი იყო დამზადებული იმ სტუმრებისათვის, რომელნიც რამდენიმე დღით დარჩებოდნენ ხოლმე საგურამოში

სტუმრები წინა დღითვე დაიწყებდნენ მოსვლას აქ იყვნენ ილიასი და მისი მეუღლის შორეული და მახლობელი ნათესავები, ნაცნობნი, რედაქციის თანამშრომელნი, ბანკის მსახურნი, მწერალნი, საზოგადო მოღვაწენი იყვნენ ჩამოსულები იმერეთიდგან, კახეთიდგან რა დაიჭერს ქართველ კაცს, თუ კი კაი სადილი, ლხინი მოელის? ხომ გაგიგონიათ: თაფლი იყოს, თორემ ბუზი თეირანიდგან მოფრინდებაო

წინადღითვე გაიგზავნებოდა ხოლმე ავჭალას და მცხეთას ეტლები, „ლინეიკები“, შეკაზმული ცხენები სტუმრებისათვის და ურმები ბარგისათვის ამ რიგითვე თვით დღეობას, დილით

მახსოვს ერთი ამისთანა დღეობა, მგონი 1886 წ თუ 1887 წელს თითქმის ასამდე იყვნენ ქალაქებიდგან ჩამოსული ინტელიგენტი სტუმრები, მათ შორის მახსოვან: ნიკო ღოღობერიძე101 და პეტრე ნაკაშიძე იმერეთიდგან, ანდრონიკაშვილი და შალიკაშვილი კახეთიდგან, ჩვენი ისტორიკოსი დ ბაქრაძე, მოხუცი რ ერისთავი, ილია ოქრომჭედლიშვილი102, ლ მაღალაშვილი, გ ქართველიშვილი103, ძვირფასიან „ვეფხის-ტყაოსანის“ გამომცემელი და ბევრნი სხვანი ესენი სულ ზოგი ეტლებით, ზოგიც ცხენებით მოვიდნენ აგერ მოისმა შორიდგან ზურნის ხმა, ერთი ყიჟინა და ჟივილხივილი, მივხვდით: მოდის ჩვენი ასიკო ცაგარელი104, ცნობილი დრამატურგი, თავის დამქაშებით, უკვე კარგად შეზარხოშებული და ამიტომ კაი გუნებაზე მყოფი

აგერ მოისმა მშვენიერი მწყობრი ქართული სიმღერა, ახალგაზრდა ხმები: მოდიან და მოიმღერიან წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სკოლის მოწაფენი თავიანთ მასწავლებლებით, წინ მოუძღვით თვით ილია წინამძღვარიშვილი, ამ სკოლის დამფუძნებელი და მისი მუდმივი, დაუღალავი მზრუნველი და გულშემატკივარი105

აგერ კიდევ გაისმა მრავალხმიანი გუგუნით სიმღერა: მოდიან საგურამოს და წიწამურის გლეხები, სამასამდე კაცი, ილიასთან დღეობის მოსალოცავად

გაიშალა ოთხი-ხუთი სუფრა, კაკლის ქვეშ — ქალაქის სტუმრებისათვის, კაკლის გაყოლებაზე, ხეებ ქვეშ, — წინამძღვარიანთ სკოლის მოწაფეთათვის და იქვე გაყოლებით — გლეხებისთვის

დაიწყო საჭმლის მიღება საჭმელი საჭმელს მოსდევს, ერთი თავი მეორესა სცვლის ერთ კერძს ზედ მოჰყვება მეორე და ესე დაუსრულებლად ტოლუმბაშად ჩვენი შეუდარებელი თამადა რაფ ერისთავი აირჩიეს საჭმლის მიღების დროს სვამდნენ ღვინოს ჭიქებით მალე ჭიქები გვერდზე გადიდგა და მოაყოლეს თასები, ჯამები, ჯამებს მოჰყვა ყანწები პირველი ყანწი დალია ილიამ, როგორც მასპინძელმა ბევრი არაფერი შეეტყო, მხოლოდ კუნძივით იჯდა ერთ ალაგას გადავიდა დ ბაქრაძესთან, ისტორიკოსთან ეს იყო სუსტი, ნაზი აგებულობის კაცი, ხეხელა ამას ყანწისთვის სუკი არ მოსდევდა, მაგრამ მაინც უარი არა სთქვა, გამოცალა ყანწი გამოცალა, მაგრამ იქვე კი კინწი წასწყდა და მუხლები ჩაეკეცა მოქეიფეთა რაზმს გამოაკლდა წაიყვანეს ოთახში დასასვენებლად და გამოსაფხიზლებლად

ყანწმა თავისი ქნა: აირია მონასტერი, დაიწყო ბაბილონის გოდოლის შენება, ენათა აღრევა ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ენათა დაბმა, ერთი მეორისა აღარავის ესმოდა თამადას ვინღა უგდებდა ყურს, ცალ-ცალკე ჯგუფებათ დაიყვნენ, ყველა თავისებურად ლხინობდა, თავის გუნებაზე სვამდა

აგერ ასიკო ცაგარელი თავის დამქაშებით, უკვე ღვინით გალეშილებით, შესძახის თავის მეზურნეს: ჩაჰბერე დუდუკს, გამაგონე მისი ტკბილი ხმა დუდუკის ხმა კი, მართალია, ტკბილია, მაგრამ ასიკო რომ ზედ დაჰკივის თავის ჩახლეჩილი უხამსური ხმით რაღაც შიქასტას, ეს კი, უნდა მოგახსენოთ, სიტკბოებას სრულებით არა ჰგავს, ეს უფრო ტურების ყმუილს მოგაგონებს, თუმცა მის დამქაშებს, ეტყობა, ძლიერ მოსწონთ, რადგან სულ „ჰაჯან-ჰაჯან“-ს მისძახიან

ამათვე ჯგუფშია ყველასაგან კარგად ცნობილი გიგო ყარანგოზიშვილი, განთქმული მოქეიფე, დარდიმანდი, ლოთი-ფოთი სმაში ჭკუას არ ჰკარგავდა, მხოლოდ სმა თავისებური ფოკუსებით იცოდა მაგალითად, ღვინით სავსე ჭიქას დაიდგამდა ხელის გულზე, მერე ხელს ისე მოიღრეცდა, გადმოატრიალებდა, რომ ხელის გული ზემოდ მოექცეოდა, ჭიქაც ზედვე იდგა და არც ღვინო დაიღვრებოდა ახლა ეს ღვინო უნდა დაელია ეს არც ისე ადვილი იყო: გადმობრუნებულ ხელს და მკლავს ისე ადვილად ვერ მიიტანდი პირთან გიგო ამასაც ახერხებდა: მოიხრიდა კისერს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, — ჰშიშობდით, კისრის ძარღვები არ დაუწყდესო, — იმდენად გადმოიხრიდა წინ, რომ ნიკაპი თითქმის გულის ფიცარს მიებჯინებოდა ამგვარად, ხელის გულზე მდგარ ჭიქას ტუჩებს მიუახლოვებდა და დაიწყებდა ნელ-ნელა ღვინის წრუპვას ჭიქას რომ ნახევრამდე მიიყვანდა, კბილებით სწვდებოდა თვით ჭიქას, ღვინოს გამოაცარიელებდა და დაიწყებდა ჭიქის კვნეტას აქაც დიდ ხელოვნებას იჩენდა: ისე ჰკვნეტდა და ჰყრიდა პირიდგან შუშის ნამტვრევებს, რომ ოდნავაც არ გაიკაწრავდა არც ღრძილებს, არც ტუჩებს ბევრისთვის ეს საზარელი, არა ესთეტიური სანახავი იყო, უნდოდათ ეთქვათ: გიგო, კმარა, შედექი! მაგრამ გიგო არტისტი იყო, ხელოვნურად ასრულებდა თავის როლს, თავი მოსწონდა, და აბა ვინ ეტყვის არტისტს: მორჩი, არ მოგვწონს შენი თამაშიო! ხომ მოგეხსენებათ, ჩვენში საცა სმაა, იქ სიმღერაც არის, და აი კაკლის ქვეშ გაისმის განუწყვეტელი „მრავალჟამიერ“, „ყანწით ვსვამ ღვინოს“, „გულში ჭირიმე, სულში ჭირიმე“ და სხვა ამისთანები ასიკოს შიქასტები წარსული დროის, სპარსული სახის, ნარჩენი ხორცმეტია

იქიდგან, სადაც სკოლის მოწაფეები სადილობენ, მოისმის მწყობრი სიმღერა, სმენის დამატკბობი, გულის გამამხიარულებელი ეს არ ჰგავს შიქასტას, უგემურ „გულში ჭირიმე, შენ გენაცვალეს“ აქ ისმის ნამდვილი ქართული სიმღერა, აღნიაშვილის ხოროს რეპერტუარიდგან, ევროპული მუსიკის კვალობაზე ტკბილ ხმად შეწყობილი, შემკობილი

აგერ ცოტა მოშორებით გუგუნებს მძლავრი, ღონიერი, შეწყობილი სიმღერა გლეხებისა ამათაც კარგად გადაუკრავთ ყანწები თუმცა არა აქვთ, მაგრამ ჯამებს კი მადიანად აცარიელებენ მიყვარს ამათი შვება-ლხენა პატარაობიდგანვე ვარ ამას შეჩვეული, სოფელში ბევრჯელ ვყოფილვარ ამის მნახველი გლეხი თუ ლხინობს, მისი არსება ხარობს, თუ თამაშობს, მღერის, — ჰგრძნობ, რომ ყველა ძარღვი, ყველა ასო სხეულისა უმღერის, უთამაშებს ამ დროს ის ყველაფერს ივიწყებს, მხოლოდ თავის გრძნობას ემორჩილება, სხვა ფიქრს თავიდგან იცილებს, ღვინოსაც ადვილად იტანს იქნება ეს ჯანის სიღონეს, სიმრთელეს უნდა მიეწეროს? შესაძლებელია, მაგრამ ისიც კი უნდა ითქვას, რომ გლეხს ლხინში, ქეიფში მოძრაობა უყვარს: მღერის, თამაშობს, ცანგალას ჩამოუვლის, ფერხულს გააბამს, ჭიდაობას გაჰმართავს, და ამასობაში ყველას ადვილად იტანს, საჭმელსაც კარგად ირგებს და სასმელსაც

საღამო მოახლოვდა ყველაზე ადრე წამოიშალნენ სკოლის მოწაფენი ესენი უნდა აჩქარებულიყვნენ, რომ დღიურად მიესწროთ შინ, სკოლამდე შვიდი ვერსტი მანძილი ჰქონდათ გასავლელი

ბინდისას გლეხებიც დაიშალნენ ხომ მოგეხსენებათ, ქათამი რომ ქანდარაზე შეჯდება, გლეხმა უნდა ლოგინი მოამზადოს: დილით ადრე, განთიადისას საქმეს უნდა შეუდგეს, ჩვენსავით დილის ტკბილ ძილს არ არის ჩვეული

კაკლის ქვეშ რაღა ამბავია რას აპირებენ? აქ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს: ზოგს თავი ჩაუქინდრია და რაღაცას ლუღლუღებს, ზოგს იქვე სუფრაზე თავი მიუდვია და მისძინებია ზოგი იქვე კაკლის ქვეშ მიწოლილა და უძრავად ძევს, ზოგი კიდევ კაკლის იქით გასულა და იტანჯება, პირიდამ აზიდებს განაგრძობენ სმას და ღრიანცელს მხოლოდ ისინი, ვინც ისე არიან ღვინით ზედშეზელილები, როგორც კაი მოთელილი ნაბადი, ისე არიან გამოწრთობილი, როგორც მაგარი ფოლადი

დაღამდა დრო კარგად გადასულია ყველას ძილი სძლევს მოსვენებას ეძებს გაეშურნენ სახლში ორი დიდი მოზრდილი ოთახი მზად არის სამოცამდე ლოგინი გაშლილია მწკრივად, პირდაპირ იატაკზე ბევრი ტანთგაუხდელი მიწვა და იქვე მიეძინა ზოგნი კი იქაც არ ისვენებენ საინტერესო და თან სასაცილო სანახავი იყო, რომ ეს ხანში შესული, ჭაღარა მორეული ვაჟკაცნი ცელქობდნენ, ეშმაკობდნენ, როგორც პატარა ბავშვები კორწიალობდნენ, მალაყებს გადადიოდნენ, ბალიშებს ესროდნენ ერთმანეთს დაწოლილებს საბნებსა ჰხდიდნენ, ფეხით ათრევდნენ, ერთი სიტყვით, მოგაგონდებოდათ ყველა ის, რაც ბევრს თქვენგანს, უეჭველია, ყმაწვილობაში გამოუვლია ასეა: დალეული, ნასვამი კაცი და ბავშვი ერთბარაში გამოვლენ მხოლოდ ძილში გაისმოდა მძიმე ოხვრა, ხვნეშა, ხმამაღლა ხვრინვა და რაღაც ბოდვის მაგვარი ბუტბუტი

ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, რომ ნამძინარევი ხალხი გარეთ გამოიშალა, დაღვრემილი, დათენთილი, ტანში მოშლილი ილია უკვე ფეხზე იყო არ ეტყობოდა გუშინდელი ნასვამობა სწორედ რომ ჯორის ჯიშისაა: რაც უნდა დაღლილი იყოს, ერთი კი გაგორდება, მერე მხრებს შეიბერტყავს და რაც ილია ყოფილა, ისევ ის ილიაა

წყაროსთან, კაკლის ქვეშ, უკვე მზად არის ყველაფერი, რაც პირის საბანად არის საჭირო ნამძინარევებმა პირი დაიბანეს, შუბლი გაიგრილეს და ცოტა გონს მოვიდნენ შეუდგნენ დილის საუზმეს, ზოგი ჩაის თხოულობს, ზოგი ღვინოს და ზოგიც ჭრიანტელას, ე ი ტყემლის წვენს, რომ უფრო ადვილად შეუდგნენ ახალ სუფრას, სმას და ჭამას

ილია უკვე გაშლილ სუფრას უჯდა და ყველას ურჩევდა, ხელი არაფრისათვის ეხლოთ: ეხლავ მსუქანი ხაში იქნებაო მართლაც, ჩქარა მოიტანეს საუცხოვო ხაში, რომელსაც სიმსუქნე ქარვასავით მოჰკიდებოდა ზედაპირზე ილიამ მოიდგა დიდი ორჯამიანი, ჩაყარა შიგ ფაშარი პური და პირთამდე ხაშით შეავსო, მოუჯდა და ძველებურად, ჩვენებურად დაუწყო ჭამა და ისე გემრიელად, მადიანად შეექცეოდა, რომ სხვებსაც საღერღელი აეშალათ

ამ მცირე საუზმის შემდეგ, ბევრი გამოემშვიდობა ილიას და შინისაკენ გაეშურა ეტლები და ცხენები მზად იყო დარჩა ოცდაათამდე კაცი სადილი ნაადრევად იყო მომზადებული, რადგან ზედაძენში ვაპირებდით წასვლას, სადაც ღამე უნდა გაგვეტარებინა ზედაძნამდე კაი შორი გზა იყო, შვიდ-რვა ვერსტამდე იქნებოდა, ამასთან გზა მეტად მძიმე, უვალი, დაბურული ტყეებში, ურმისა და ცხენოსანი კაცის მეტი ამ გზას ვერ დასძლევს, ეტლი აქ ვერ გაივლის

სადილი სუბუქი იყო ან კი ვის ჰქონდა მადა დილანდელ ხაშის შემდეგ სმასაც არავინ ეტანებოდა გუშინდელი სმის ნალი დღესაც ბევრს მოსდევდა დატვირთეს ურმები ღვინით და სანოვაგით საგზალი ისე უხვად იყო, იტყოდით, ერთი ღამით კი არა, მთელი კვირით მივდიოდით სადმე

თითქმის შებინდებული იყო, რომ ზედაძენს მივედით ზედაძენი მონასტერია შენობა კარგად შენახულა ეკლესიის გარდა პატარა სახლიც არის მიშენებული ბერების საცხოვრებლად პირველად აქ, ამ მიუვალ მაღალ ადგილას, უღრან ტყეში, ფეხი მოუკიდნია იოანეს, ერთ იმ ცამეტ სირიელ მამათაგანს, რომელნიც მეექვსე საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში ქრისტეს მოძღვრების განსამტკიცებლად საცხოვრებლად ირჩევდნენ ეს მამანი ან მაღალ მთიან და ტყიან ადგილებს, ან კლდიან უდაბნოებს მათ შორის იყვნენ: შიო მღვიმელი, ანტონ მარტოდმყოფელი, დავით გარეჯელი ამ უკანასკნელმა დააარსა ის მონასტერი, რომელიც დღესაც იმყოფება, რასაკვირველია, შეკეთებული, შელამაზებული ტფილისში, მთაწმინდის ფერდობზე

ზედაძნიდამ შეუდარებელი, თვალწარმტაცი გადასახედია ტფილისი, ყარაიას უდაბნო და ზედ გაკლაკნილი მტკვარი, თითქო შემდგარი ერთ ალაგასაო, მცხეთა, არაგვის ხეობა, ისე მოსჩანს, თითქო ხელის გულზე გიწყვიაო მეტადრე მომხიბლავ სანახაობას წარმოადგენს აქედან ტფილისი ღამეობით: შენობები არა სჩანს და ეს უშველებელი ქალაქი ისე გეჩვენებათ, თითქოს დიდ, შორს მანძილზე უთვალავი ჩირაღდნებით გაუნათებიათო

გაიშალა სუფრა სავახშმოდ მაგრამ ჭამის მადა ვიღას ჰქონდა გუშინდელი ნაქეიფარნი, შორი და ძნელი გზით დაღლილნი იმას ვფიქრობდით მხოლოდ, რომ როგორმე დაგვესვენა შევნაყრდით ცოტათი და საძილოთ მოვემზადეთ ლოგინი, რომელიც საკმარისად იყო წამოღებული, გაშალეს მიწაზე, პირდაპირ ცის ქვეშ ბევრმა უკვე დაიძინა, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ძილს ღვინო არჩიეს შექეიფდნენ და ისეთი ყიჟინა ასტეხეს, მრავალჟამიერს ისე გაჰკიოდნენ, რომ არამც თუ აქ, ტყეში ნადირი და ფრინველი დამფრთხალიყო, მგონი, ტფილისშიაც კი უნდა ჩასულიყო ამათი ხმა მთელი ღამე ამათ გამო ჩვენს თვალს ძილი არ მიჰკარებია პეტრე უმიკაშვილიც კი, ეს პაწაწინა, უჩინარი, სუსტი კაცი, ესეც კი აიყოლია ღვინომ და მთელ ღამეს დაფროტიალებდა და მძინარეებს თავს დასტრიალებდა პეტრეს ცოტა ქალაჩუნა ხასიათი ჰქონდა კარგი ლალასავით სურდა ყველასათვის მოევლო: ვის საბანს გადახურავდა, თუ გადახდილს ნახავდა, ვის ბალიშს გაუსწორებდა მეტადრე თავს ევლებოდა დ ბაქრაძეს და ილია ოქრომჭედლიშვილს

— აბა, ილიაჯან, კარგად დაიხურე, არ შეგცივდეს, და თან საბანს უსწორებდა ერთი ხელით საბანს უსწორებდა და მეორე ხელში კი ღვინით სავსე აზარფეშა ეჭირა და რადგან ღვინოს კარგად დაეძალა და ხელში სიმაგრე აღარა ჰქონდა, ამიტომ აზარფეშიდგან ღვინო ეღვრებოდა და ოქრომჭედლიშვილს, რომლისთვისაც პეტრე ასე ზრუნავდა, თავზე და პირზე დასდიოდა კაცს ეგონებოდა, ოქრომჭედლიშვილი მძიმედ ავადმყოფია და პეტრე მის საზიარებლად მოსულაო ოქრომჭედლიშვილი ერიდებოდა პეტრეს წყენას და ვერა ეთქვა რა, მხოლოდ ამას კი ეუბნებოდა: — გმადლობთ, პეტრეჯან, გმადლობთ! მაკმარე ჯერ საქმე იქამდე არ გამჭირვებია, რომ საზიარებელი ვიყო

დილით, ღამის უძილონი, ნამცივნნი, დავადექით გზას თუ ამოსვლა ძნელი იყო, ჩასვლა უფრო მეტად ძნელი გამოდგა ურემში ჯდომა არ შეიძლებოდა: ახლა-დახლაში გულ მუცელს გინგრევდა ცხენზე შეჯდებოდით — ისე გარყევდა, რომ წელი და მუხლი გემტვრეოდა ფეხით მოსდიოდი და მუხლები გეკეცებოდა შუადღე გადასული იყო, რომ საგურამოში ჩავედით სუფრა გაშლილი დაგვხვდა, მაგრამ ჭამას ვიღა ფიქრობდა, ისე ვიყავით ღამის თევით, უძილობით და მერე გზით დამტვრეულები, დაღლილები, რომ ჭამა კი არა, ლაპარაკიც კი გვეზარებოდა სადილს უკან, დღეობის მესამე დღეს, გამოვემშვიდობეთ ჩვენს გულუხვ, პურად მასპინძელს და დავადექით თავთავიანთ გზას

22 თავი XX

▲ზევით დაბრუნება


თავი XX

თა ვ ი XX ილიას მეუღლე – ოლღა თადეოზის ასული განწყობილება ცოლქმარს შორის თადეოზ გურამიშვილი გურამიანთ მამული თადეოზის მეორე სიძე – გენერალი სტაროსელსკი წერა-კითხვის საზოგადოების წესდება და სტაროსელსკის დახმარება თადეოზ გურამიშვილის მეორე ოჯახი თადეოზის კრეტინი ვაჟი ზალიკო ბატონები და ყმები ძმები გურამიშვილები და პირველი ღამის უფლება

აქ ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ილიას მეუღლეზე, ოლღა თადეოზის ასულზე თუმცა ილია გულუხვი მასპინძელი იყო ამ სამ დღეს, მაგრამ ის მაინც მზა-მზარეულზე გულუხვობდა ყველა წვრილმანი, მთელი მოვალეობა, თადარიგობა, შრომა, გაჭირვება, ვაივაგლახი ამოდენა ხალხის დასახვედრად და გასაძღოლად, კისრად ედვა ილიას მეუღლეს — ოლღას ამისთვის ეს ვალდებულება არც ისე მძიმე იყო, რადგან იცოდა, რომ ყველა ეს ილიასთვის სასი-ამოვნო იყო

უნდა იცოდეთ, რა განწყობილება იყო ილიას და მის მეუღ-ლეს შორის ილია, როგორც ვიცით, გულჩახვეული კაცი იყო, შუბლშეკრული, გულცივი, ცოლსაც კი გულს მაინც ძალიან არ უხსნიდა, მაღლიდგან ძირს უყურებდა, თუმცა პატივისცემით კი ეპყრობოდა ამას, სხვათა შორის, ისიც ამტკიცებს, რომ თავისი საუკეთესო პოემა „განდეგილი“ თავის ცოლს უძღვნა

ილიას ცოლი, ოლღა106, სულ სხვა ხასიათისა იყო: გულჩვი-ლი, მშვიდი, სათნოიანი, გულშემატკივარი, თავმდაბალი ამის გულკეთილობას საზღვარი არ ჰქონდა თუკი რამ შეეძლო, არას დაჰზოგავდა გაჭირვებაში შველა მიეცა, ხელი გაემართა ილიას ხომ სულ თვალ-წარბში შეჰყურებდა ილიას სიტყვა მისთვის კანონი იყო ილიას ერთი წარბის შეხრა საკმარისი იყო, რომ მოყვარული ცოლი მიმხვდარიყო მის გულის წადილს და მყისვე აესრულებინა ოლღა ბედნიერად სთვლიდა თავის თავს, რომ ბედმა არგუნა მეუღლედ ასეთი შესანიშნავი, დიდ-ბუნებოვანი ადამიანი, და ამით სრულიად კმაყოფილი იყო, მეტს არაფერს ნატრულობდა ილია მისთვის სათაყვანო კერპი იყო, რომლის წინ მუხლს იდრეკდა ილიას აღმერთებდა და ამიტომ თვალ-წარბში შეჰყურებდა, თავს დასტრიალებდა, რომ არც თითონ და არც სხვას არა ეწყენინებინა რა და არ განერისხებინა ილიას მუშაობას უყურებდა, როგორც ღვდელთ-მოქმედებას და ამიტომ მის სამუშაო კაბინეტს ფეხაკრეფით დასტრიალებ-და, ახლო არავის მიაკარებდა ყველას ნელის ხმით უნდა ელაპარაკნა, რომ ილია არ შეეწუხებინა, მის მუშაობისათვის ხელი არ შე-ეშალა

ილიას საგურამოში არა ჰქონდა რა იმისი მამაპაპეული მამული კახეთში იყო, სოფ ყვარელში საგურამო სრული საკუთრება იყო ილიას მეუღლისა, მემკვიდრეობით მიღებული მამისაგან, თადეოზ გურამიშვილისაგან მაგრამ ოლღამ სრულიად უარჰყო, ხელი აიღო ამ მამულზე და როგორც მთელი თავისი არსებობა, პირადობა, ისე ეს მამულიც, ფიანდაზად გაუშალა ილიას ფერხთ ქვეშ და უთხრა: მე შენ მეტი არავინ მინდა, დანარჩენი სრული შენი საკუთრებაა, რაც გინდა უყავი, როგორც გინდა მოიხმარე

სიმართლე რომ ითქვას, ილიას ბოროტად არ მოუხმარია ასეთი ნდობა და თავგანწირულება, თუმცა ილია ვერაფერი მემამულე და მეპატრონე იყო, მის მამულის მოვლილობაში ფანტაზია მეტი იყო, ვიდრე საქმიანობა, — ამიტომ მამულისთვის, მართალია, ბევრი არაფერი შეუძენია, — მაგრამ, მადლობა ღმერთს, დაკლებითაც არაფერი დაუკლია

მეტი არ იქნება, ორიოდე სიტყვა ვთქვა როგორც საგურამო-ზე, ისე ოლღას მამის, თადეოზ გურამიშვილის თაობაზე საგურამოს ბატონები, გურამიშვილები, წარჩინებულ გვარეულობად ითვლებოდნენ წარსულ საუკუნეში იმათი სამფლობელო იწყებოდა საგურამოდან არაგვამდე, მერე ეგრე ჩამოჰყვებოდა წიწამურზე, აქეთ, არაგვის და მტკვრისპირად ზემო და ქვემო ავჭალაზე და თავდებოდა ღრმაღელეში, თითქმის ტფილისის საზღვრებზე, დიდუბის დაახლოებით გურამიშვილები სამნი ძმანი ყოფილან და მათში ყველაზე უნცროსი — თადეოზი, ოლღას მამა დიდი მოყვარულნი ყოფილან თურმე მამულის, კარგად უვლიდნენ, უმატებდნენ მიწა-წყალს და დაკლებით არას აკლებდნენ რამდენად დიდი იყო მათი სიყვარული მამულისა, იქიდგან დაინახავთ, რომ სამ ძმას პირობა ჰქონია დადებული: თუ ერთი რომელიმე მათგანი ცოლს შეირთავდა, დანარჩენი ორი უცოლოდ უნდა დარჩენილიყო, რომ ამ გზით მამული გვარეულობას მთლიანად შეჰრჩენოდა, არ დაყოფილიყო და არ დაწვრილმანებულიყო

პირველს ცოლი შეერთო თადეოზს, უნცროს ძმას, და გარეთ გასულიყო სამსახურის გამო, მდივანბეგად ყოფილიყო დანარჩენი ორი ძმა შინ დარჩენილა, მამულში დატრიალებულა და ძა-ლიან კარგადაც უვლიდნენ თურმე მამულს ის დიდრონი ზვრები, ხილის ბაღები, რომელთაც ახლა ჰნახავთ საგურამოში, იმათი მხნეობით და მომჭირნეობით იყო თურმე გაშენებული თავიანთი პირობაც პირნათლად შეასრულეს: ორივენი უცოლოები დაიხოცნენ მხოლოდ იმათი სიკვდილის შემდეგ თადეოზი ანებებს სამსახურს თავს, ბრუნდება სახლში და მზა-მზარეულზე ეპატრონება კარგად მოვლილს და გაშენებულს მამულს თადეოზი ორჯელ ყოფილა დაცოლშვილებული პირველი ცოლისაგან ჰყოლია ორი ქალი: ოლღა, ილიას ცოლი, და ეკატერინე, რომელიც ცოლად გაჰყვა გენერალ სტაროსელსკის, დიდს მოხელეს, კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწეს ამ ამბავს ისე დაწვრილებით იმიტომ ვიხსენიებ, რომ ამ სტაროსელსკიმ შემდეგში ილიას, ნათესაობის გამო, დიდი შემწეობა აღმოუჩინა, როდესაც წერა-კითხვის საზოგადოების წესდება მთავრობას წარედგინა დასამტკიცებლად იმ დუხჭირ დროს, როდესაც მძვინვარებდა იანოვსკი, რომელსაც განზრახვა ჰქონდა სკოლებში სრულიად მოესპო ქართული ენის სწავლება, იმ დროს, ვიმეორებ, სტაროსელსკის წყალობით, მთავრობა გვიმტკიცებს ისეთ წესდებას, რომელიც ქართველ საზოგადოებას უფლებას ანიჭებდა ჰქონებოდა საკუთარი არამცთუ პირველ-დაწყებითი სკოლები, არამედ საშუალო სასწავლებლებიც ქართული ენის სწავლებასაც ამ სასწავლებლებში, წარმოიდგინეთ, კარგი საპატიო ადგილი ჰქონდა დათმობილი107 თადეოზ გურამიშვილს მეორე ცოლთანაც ორი შვილი ჰყვანდა: ვაჟი და ქალი ამ ოჯახს საცხოვრებლად მიჩემებული ჰქონდა ქვემო-ავჭალა, თითონ თადეოზი კი მუდმივ საგურამოში ცხოვრობდა როგორც თადეოზს, ისე მის მეორე ოჯახს პირადად ვიცნობდი ეს გაცნობა ასე მოხდა ავჭალაში მღვდლად იყო გამწესებული ჩე-მი ბიძა და გურამიანთ ოჯახში შინა კაცად ითვლებოდა თითონ თადეოზსაც მოძღვრად იგი ჰყავდა აყვანილი ვიქნებოდი ესე 14-15 წლისა, როდესაც ბიძაჩემს ვესტუმრე და აი, ამან გამაცნო პირველად გურამიანთ ავჭალელი ოჯახი თადეოზიც აქ ვნახე, შემთხვევით მოხდენოდა აქ ჩამოსვლა, თორემ ისე კი ფეხმოკრეფილი იჯდა საგურამოში და იქაურობას არ შორდებოდა

თადეოზი უკვე ღრმად მოხუცებული იყო, სიბერეს წელში კარგად მოეღუნა თეთრი გრძელი ულვაშები თითქმის მხრებზე სცემდა ტახტზე იჯდა, მუთაქაზე ნახევრად წამოწოლილი; გვერდზე გრძელი ჩიბუხი ედო, ისეთი გრძელი, რომ თავი რომ აქ იყო, ტარი თითქმის ნახევარ ოთახს სწვდებოდა მოწევა რომ მოუნდებოდა, გასძახებდა: ბიჭო, ჩიბუხი! ბიჭიც მაშინვე შემოვარდებოდა, დაიჩოქებ-და იატაკზე, გასტენიდა ჩიბუხს თამბაქოთი და მოუკიდებდა ცეცხლს თადეოზი სიამოვნებით, მოშვებით დაიწყებდა წევას და ჩიბუხის აბოლებას ლაპარაკობდა დინჯად, დარბაისლურად, აუჩქარებლად უჩიოდა შვილების ურჩობას სწყინდა, რომ ქალები ამის დაუკითხავად დათხოვდნენ არც სიძეები მოსწონდა: სტაროსელსკი იმიტომ, რომ რუსი იყო, და ილია კიდევ იმიტომ, რომ ღარიბი თავადისშვილი იყო

პირველი ცოლის შვილებს თუ მარტო ურჩობას უჩიოდა, მეორე ცოლის შვილებს თავის უბედურებად სთვლიდა: ნეტავი რაზე დამსაჯა ასე ღმერთმაო

მართლაცდა ეს მეორე შვილები ღვთის რისხვა იყო ამ მოხუცის თავზე ქალს კიდევ ცოტაოდენი ნიშან-წყალი ედო ჭკუისა, აზროვნებისა, ვაჟი კი, ზალიკო, სრულიად გამოთაყვანებული იყო, ჭკუაშერყეული ენა არ ემორჩილებოდა, რაღაცას ლუღლუღებდა, რის თქმა უნდოდა, მხოლოდ მახლობლებს შეეძლოთ ამისი გაგება

მუდამ ცმუკუნებდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ადგებოდა, გავარდებოდა გარეთ, ისევ შემოვიდოდა, და ასე უთავბოლოდ მიდიმოდიოდა ამისი და კი, პირიქით, იჯდა უძრავად, ერთ ალაგას, თოჯინასავით გამოწყობილი, ქართულად თავდახურული ჩაიდებდა ლეჩაქის ბოლოს პირში და ჰღეჭდა

ცდილობდნენ ზალიკოსთვის წერა-კითხვა შეესწავლებინათ, მაგრამ ამ ცდისაგან არაფერი გამოვიდა ბევრი გამოცვალეს მასწავლებლები, მაგრამ ვერას გახდნენ ეტყოდნენ: ზალიკო, ეს ანი და ეს ბანი, აბა გაიმეორე

— ანი, ბანი, — წაიჯუჯღუნებდა

მერე დაუწერდნენ ერთ ასო ა-ს დაფაზე და ეტყოდნენ: აბა ახლა შენც გააკეთეო დაიწყებდა, მაგრამ ბოლოს კი ვერ მიატანდა დაუწერდნენ ქაღალდზე იმავ ასოს ფანქრით, მერე მისცემდნენ ხელში მელანში ამოვლებულს კალამს და ეტყოდნენ: აბა ეს ასო შემოხაზე ამ კალმითაო დაიწყებდა ზემოდგან და შუამდე რომ მივიდოდა, გაჰკრავდა გვერდზე ან ძირს გრძელ ხაზს მოთმინება არ ჰყოფნიდა, შემოხაზულება მთელი ასოსი ბოლომდე მიეყვანა

დაუწერდნენ ხელახლად ასოს ა-ს და ჰკითხავდნენ: აბა მითხარი ეს რა ასოა? დაჰვიწყებოდა ცდილობდა, მაგრამ ვერ მოეგონებინა მიჰმართავდნენ სხვა ხერხს

— რა ჰქვიან შენს დას? ჰკითხავდნენ

— ანიკო

— რა ისმის პირველად, ანიკო, ა ხომ? აბა ახლა დავწეროთ ეს სიტყვა ანიკო მაშ პირველი ასო იქნება ანი — ა

— ანი, ა, — იმეორებს ზალიკო

ხელახლად უწერენ ასო ა-ს და ჰკითხავენ: რა ჰქვიან ამ ასოს? — ანიკო! — მიაძახებს ზალიკო, გახარებული, რომ ახლა კი მიჰხვდა, რა არის ასო ანი

საწყალი დედა იტანჯებოდა, ამის მნახველი, მაგრამ იმედს მაინც არ ჰკარგავდა და ეგონა: საზღვარგარეთ რომ გავაგზავნო, იქ მოარჩენენო ვისაც კი ახალ მოსულ სტუმარს ჰნახავდა თავის სახლში, მაშინვე ამაზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს

— შვილო, ნეტავი ერთი მიშველოთ, მიშოვოთ ისეთი ვინმე, რომ ჩემი ზალიკო საზღვარგარეთ წაიყვანონ ფულს არ დავზოგავ, ოღონდ ასეთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდეს ამბობენ, იქ ისეთი ექიმები არიანო, რომ ამისთანეებს, როგორიც ჩემი ზალიკოა, ენას აუცრიან და მაშინვე ენას ამოადგმევინებენო, ლაპარაკს დაიწყებენო, მაშინ ჭკუაც მოუგროვდება და სწავლაც გაუადვილდებაო

ეს იყო უბედური დედის რწმენა და მეც არ ვუქარწყლებდი ამ უკანასკნელ იმედს, ამ ერთად-ერთს ნუგეშს მის გამწარებულ სიცოცხლისას პირში არაფერს ვეუბნებოდი და გულში კი ვფიქრობდი: ნეტარ არიან მორწმუნენი

ვერ ვიტყვით, რომ ზალიკო სრულებით მოკლებული იყო ყოველგვარ ნიჭს თუ თავში ჭკუაზე უკაცრავად ბრძანდებოდა, მშვენიერი და დაუღალავი მოლეკურე იყო

იმ დროს ქვემო ავჭალაში ბლომად იყო დუქნები და სასეირნო ბაღები კვირა-უქმეობით ქალაქიდგან დიდძალი ხალხი მოდიოდა აქ დროს გასატარებლად და საქეიფოდ არღნებისა და ზურნის ხმაურობისაგან ყურთასმენა არ იყო ზალიკოც, გაიგებდა თუ არა ზურნის ხმას, გავარდებოდა და ჩამოუვლიდა შენ მოწონებულს ლეკურს მოქეიფენიც კარგად იცნობდნენ ზალიკოს და შესძახებდნენ: — კნიაზჯან, მოდი ერთი ღვინო მიირთვი და კარგი ლეკური ჩამოუარე! ზალიკოს არ უნდოდა თხოვნა, თითონაც მზად იყო თუნდა მთელი საათობით ეცეკვა და ეთამაშა ღვინის სმაშიაც ზალიკო არავის ჩამოუვარდებოდა ამაშიაც დიდს ნიჭს და ცოტა თავისებურობასაც იჩენდა ეს თავისებურობა აი რაში გამოიხატებოდა დაინახავდა თუ არა თავის კარ წინ ერთ ორიოდე კაცს, მეტადრე კვირაობით, მაშინვე გასძახებდა მსახურს: ბიჭო, აბა ღვინო! — და გავარდებოდა გარეთ ბიჭმა კარგად იცოდა ბატონის ზნე და მაშინვე გავიდოდა ესეც დოქით და ჭიქებით

— აბა, მოდით, დალიეთ ღვინო! — მიჰმართავდა ზალიკო შეგროვილ ხალხს

აბა ვინ იტყოდა უარს მუქთ ღვინოზე მაგრამ ყველა ვერ ეღირსებოდა ხოლმე ამ ღვინის მოწაფებას ზალიკო ისეთს პირობას უდებდა, რომ ზრდილობიანი და ნამუსიანი გლეხი იუკადრისებდა ხოლმე ასეთს პატიჟს და განს უდგებოდა გაქნილ და ქალაქში გაკინტოებულ ბიჭ-ბუჭებს კი ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი და ასრულებდნენ ტვინთხელა ბატონიშვილის დაჟინებულ სურ-ვილი ზალიკოსი კი, იმის სნეული ტვინის ნაყოფი, ეს იყო: სადღეგრძელოს მაგიერ უნდა ეთქვათ: — აი, შენს დედას და დას ეს და ეს ვუყავიო, და უნდა დაეტანებინა ბინძური, პილწი, უწმაწური სიტყვები

ზოგიერთს მაინც იმოდენა ნამუსი მოსდევდათ, რომ ამის ხმამაღლა თქმა ჰრცხვენოდათ და ჩუმად რაღაცას წაიბუტბუტებდნენ მაგრამ ზალიკოს ესენი ვერ მოატყუილებდნენ, ამას ის უნდოდა, რომ რაც შეიძლება მაღლა ეთქვათ, ისე მაღლა, რომ ბალკონზე მდგომთ, თუ ოთახში მჯდომთ დედას და დას გაეგონათ ღვინის სუნი და სულწასულობა სძლევდათ და ისინიც ხმამაღლა გაიძახოდნენ ბილწ, საძაგელ სიტყვებს, და ვინც უფრო მაგრად და მკვახედ იტყოდა, იმას უფრო მეტს დაალევინებდა

საწყალ დედას ესმოდა ეს, სირცხვილით იწურებოდა და სასოწარკვეთილებით გადმოსძახებდა შვილს: — ზალიკო, როგორ არ გრცხვენიან, ამოდი აქ! მაგრამ ვინ იყო მსმენელი: მიაყარე კედელს ცერცვი! იმ დროს, როდესაც მე გურამიშვილების ოჯახი გავიცანი, ბატონ-ყმობა უკვე გადავარდნილი იყო, ამიტომ ჩემი თვალით არ მინახავს, როგორ ეკიდებოდნენ ბატონები თავის ყმებს სხვებისაგანაც არა გამიგონია რა ამის შესახებ, ეს კი ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ სამივე ძმანი გურამიშვილები მეტად ავხორცნი ყოფილან, ვნებათა და გულისთქმათა ამყოლნი, მტკიცედ დამცველნი ადათად ქცეულ ჩვეულებისა „Jus primae noctis“ *

საზარელი იყო და შემაძრწუნებელი ეს ჩვეულება: სრულიად გამოუცდელს, უვიცს, ცხოვრების ავკარგის, ჭუჭყის არ მცოდნეს, ცხოვრებაში პირველად ფეხშედგმულს სულიერ არსებას, მისი და მისი კანონიერი პატრონის დაუკითხავად, მათ ნების წინააღმდეგ, ძალადობით მიათრევდნენ გარყვნილ, გამხეცებულ ბატონთან, როგორც დასაკლავ საქონელს საყასბოში, და მერე ნამუსახდილს, სირცხვილ ნაჭმევს, შელახულს, გახრწნილს, შეგინებულს, შეურაცყოფილს, უბრუნებდნენ უკანვე პატრონს; აი სწორედ ისე, როგორც მდიდარ ნასუფრალიდგან გადაუგდებენ ხოლმე ძაღლს გამოხრულ ძვალს

ხშირად გამიგონია თადეოზ გურამიშვილზე, გულკეთილი ბატონი იყოვო მჯერა, მაგრამ მაინც მაგონდება ილიას სიტყვები, რომელსაც ზაქროს ათქმევინებს: რა გავაგრძელო, თავადიშვილი კარგი რა არის, ავი რა იყოს?! ასეთი იყო მაშინდელი დრო, ასეთი იყო იმ დროის ზნეჩვეულება წასვლა და აღარ მოსვლა!

23 თავი XXI

▲ზევით დაბრუნება


თავი XXI

ილიას ჩადგომა საადგილ-მამულო ბანკის სათავეში 1875 წელს ილიას წერილი პეტრე უმიკაშვილისადმი დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი საადგილ-მამულო ბანკის დაარსების საქმეში ვანო მაჩაბელი „მეფე ლირის“ თარგმანი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ილიას აზრი ვანო მაჩაბელზე ორი ხასიათი, ორი სხვადასხვა ბუნება პირველი უსიამოვნება ილიასა და მაჩაბელს შორის „დროების“ გამო „დროების“ დახურვა მთავრობის მიერ 1885 წ ვანო მაჩაბლის მუშაობა ბანკში ურთიერთობის გამწვავება ილიასა დავანო მაჩაბელს შორის ბანკისსაქ-მეების გამო

1875 წელი შავ-ბედით წლად უნდა ჩაითვალოს ილიას ცხოვრებაში ოჰ, რა დიდის სიამოვნებით ამოვგლეჯდი ილიას ცხოვრების ისტორიიდან იმ ფურცელს, სადაც ეს წელია ჩაწერილი! ეს ის წელი იყო, როდესაც ილიამ პირველად ფეხი შესდგა ახლად დაარსებულ ქართულ საადგილ-მამულო ბანკში ოჰ, ნეტავი მე მაშინ უფლება მქონოდა, რომ მეთქვა ილიასთვის: — ილია, შესდეგ, ნუ ადგები მაგ მოლიპულ გზას, საშიშარია, ფეხს ვერ მოიკიდებ, დაგისხლტება, ძირს ჩაგიტანს აი იმ ხევში, სადაც მოჩანს დახავსებული, აშმორებული ჭაობი იქ თავს ვეღარ შეიმაგრებ, ჩაგიტანს, ჩაგითრევს, ჩაილეკები რა გინდა მაგ ჯურღმულში იქ ქვენა ვნებათა, დავრდომილ ზნეობათა სამეფოა შენს ნიჭს, შენს დიდს ბუნებას არ შეჰშვენის იქ ყოფნა მიაფურთხე, მიაგდე ქვა, მინამ გვიან არ არის დაუბრუნდი შენს ზენა სამეფოს, შენს მყინვარს, შენებრ ამაყს, შენსავით ქედმოუდრეკელს იქ, ძირს, მოგელის წვრილმანი საქმე, ანგარიშები, ანგარება, გაუტანლობა, შუღლი, მტრობა აქ, ზემოდ, დამკვიდრებული გაქვს უკვე სიყვარული, პატივი, თაყვანისცემა იქ ქვესკნელია, აქ ზესკნელი ქვესკნელს უნდა ეძებო სიტყვა, რომ მსმენელთა ყურს მიაღწიოს, რომ მსმენელის გულისკენ გზა გაიკვლიოს მერე ვინ იქნება შენი მსმენელი? გაიგებენ ესენი შენს სიტყვას? თუნდ გაიგონ, დაგიჯერებენ? იმათთვის ხომ ის ილია არა ხარ, რაც ქართველებისათვის? შენ ქართველებისათვის ბატონი ხარ, დაუგვირგვინებელი მბრძანებელი, შენი სიტყვა ქართველისათვის კანონია, შენ იმის სისხლი და ხორცი ხარ

ერთმანეთის გულის წადილს ადვილად მიუხვდებით აქ გული გულს ეუბნება და სული სულს აძლევს პასუხს იმათი გულის წადილი, სულის მისწრაფება კი სულ სხვა არის იმათ თავიანთი ანგარიში აქვთ, წვრილმანი, გროშული, შენ იმათ თვალში ნოქარი ხარ, ან უკეთეს შემთხვევაში, მოურავი მოაწონებ თავს, კეთილი, არადა გეტყ-ვიან: მიბრძანდი, სხვას ვიშოვითო! რას იზამ? არ დაემორჩილები? დაგძლევენ: მძლავრი იარაღი აქვთ ხელში — კენჭები დღეს მოსდიხარ თვალში — გაგათეთრებენ, ხვალ ამოგითვალწუნებენ — გაგაშავებენ, გაგაძევებენ

შენი დიდი ჭკუა შორს კარგად სჭრის შენც კარგად იცი, რომ ეს ასე იქნება, მაშ რად გინდა საქმე აქამდე მიიყვანო? არა სჯობია დროზე გაჰშორდე იმ სახიფათო გზას და დაუბრუნდე შენს „აჩრდილს“, შენს „განდეგილს“, შენს „კაკოს“, რომელიც ასე გიყვარდა შენ და ჩვენც შეგვაყვარე? მაგრამ ვინ მოისმენდა ჩემს სიტყვას

მარტო მე არ მიფიქრია ასე ასე ფიქრობდნენ სხვებიც, ვისაც გულით უყვარდა ილია, ვინც დიდს პატივს სცემდა მის ნიჭს და ჭკუას აი, მაგალითად, როგორ სწუხდა ილიას ამ ნაბიჯის გადადგმით მისი დიდი პატივისმცემელი და დამფასებელი პოეტი სიმბორსკი, გაზ „Обзор“-ის თანამშრომელი ამან აიძულა იგი ნეკრასოვის შემდეგი სიტყვები ეძღვნა ილიასთვის:

Под опалой в оны годы
Находился демократ,
Друг народа и свободы,
А теперь он плутократ
Спекуляторские штуки
Ловко двигает вперед,
При содействии науки
Этот старый патриот

რომ ჩემი მოსაზრება მართალია, რომ ჩემი გულის ტკივილი საფუძვლიანია, დავიმოწმებ თვით ილიას აი რას სწერს ის პ უმიკაშვილს: „მე, სწორედ გითხრა, ცუდი აგებულობის კაცი ვარ! დიდი მოსვენება და შეღავათი მინდა, რომ დავსწერო რამე და მინამ მე ჩინოვნიკობას თავს არ დავანებებ, ეგ მოსვენება და შეღავათი ჩემთვის სიზმარია თუ დავიწყე და არაფერმა არ დამიშალა, დაწყებულს მალე შევასრულებ, და თუ დაწყებული შემაწყვეტინა რამემ, გათავდა, მე იმ დაწყებულს ვეღარ მოვუბრუნდები ეხლანდელი ჩემი წყეული მდგომარეობა ასეთია, რომ წერისათვის ხანგრძლივი მოსვენება არა მაქვს და ამის გამო ასე უხეიროდ და უნაყოფოდ მიდის ჩემი ორიოდე დღის ცხოვრება ვფიქრობ, თავი დავანებო სამსახურს, მაგრამ რითი ვიცხოვრო? ვაითუ უფრო მოცალეობა მომაკლდეს ლუკმა-პურის დევნაში, სამსახურს რომ თავი დავანებო“

ეს წერილი მეტად საყურადღებოა როგორც ჰხედავთ, ილია თითონვე ჰგრძნობს, რომ სამსახური უშლის მის შემოქმედებითს მუშაობას მერე? სამსახურს თავს ანებებს? არა მხოლოდ ერთს ანებებს და მეორეს ხელს ჰკიდებს დუშეთში მომრიგებელ შუამავლობას ანებებს თავს და ბანკს ჰკიდებს ხელს რა გამოვიდა: შავი ძაღლი, თეთრი ძაღლი, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო ილიას ესეც ესმის, მაგრამ იძახის: ლუკმა-პურს რა ვუყოვო, საიდან მოვიპოვოვო? ზემოდ ხომ ვნახეთ, რომ ასეთ ჯვარედინ გზაზე ვაჟაფშაველასაც მოუხდა დგომა, და ისიც ვნახეთ, რა გზა აირჩია მან ნეტავი ილიაც ასე მოქცეულიყო! მაგრამ ილია თავის ნება კაცია, ის თავის გზას დაადგა და უკან აღარ დაიხევს მივყვეთ ჩვენც ამ გზას ვნახოთ, სად მიგვიყვანს

საზოგადოებაში ხშირად მოჰკრავდით ყურს ასეთს აზრს: ილია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ბანკი არ გვექნებოდა და ბანკის საქმეც ასე კარგად ვერ წავიდოდაო ვნახოთ, ბანკის ისტორია რას გვეუბნება

პირველად ბანკის დაარსება განიზრახა პატარა წრემ, რომლის მოთავე და სულის ჩამდგმელი იყო ქართველების ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მოამაგე, დიმიტრი ყიფიანი ეს საქმე ასე დაიწყო

როდესაც ბატონ-ყმობა მოისპო, მამულის პატრონებს მიეცათ ფული საფასურად იმ მიწებისა, რომელიც ამათ ჩამოერთოთ და გლეხებს მიეცათ რადგან ყიფიანმა კარგად იცოდა, რომ ეს ხაზინიდან მიღებული ფული მალე გაიფლანგებოდა, განიზრახა, ცოტა რამ მაინც გადაერჩინა და ამით რაიმე საქვეყნო საქმე მოეწყო იფიქრეს და გადასწყვიტეს ბანკის დაარსება ახლა უნდა ეფიქრათ ფულის შეგროვებაზე, რომ ფული დაეჭირათ იმ თანხიდან, რომელიც თავად-აზნაურობას უნდა მისცემოდა ხაზინიდან; მაგრამ ამისთვის საჭირო იყო წერილობითი თანხმობა ყველა თავადისა და აზნაურისა, ვისაც კი ფული უნდა გამოჰსვლოდა როგორ მოეხერხებინათ ეს? მათი ერთად შეკრება შეუძლებელი იყო — გამოსატან თანხის მონაწილენი გაფანტულნი იყვნენ მთელ ქართლსა და კახეთში ამის მოგვარება იკისრა თვით დიმიტრიმ აიღო ხელში ყავარჯენი, ფეხთ ჩაიცვა, როგორც ჩვენი ხალხი იტყვის, რკინის ქალამნები, და ასე per pedes apostolorum *  გაუდგა გზას გადადიოდა სოფლიდამ სოფელში, როგორც ძველ დროს ბერები დადიოდნენ სოფელ-სოფელ კალმასობაზე, ე ი პურის მოსაგროვებლად მონასტრისათვის

მაგრამ მარტოოდენ სიარული არ იყო საკმარისი უნდა ყველა-სათვის ცალ-ცალკე აეხსნა საქმის გარემოება, ბანკის საჭიროება და სარგებლობა ხომ მოგეხსენებათ, ქართველი როგორი დარდი-მანდი და ხელგაშლილია ფულის უაზროდ ფლანგვაში, ხოლო საქმისთვის კი ფულის გაღება ძლიერ ეძნელება მხოლოდ დიმიტრის შეეძლო ამის დაძლევა ვის არ გაუგონია დიმიტრის მომხიბლავი, ტკბილი ენა, ის ენა, რომელიც, როგორც იტყვიან, გველსაც ხვრელით გა-მოიყვანსო ამ გზით ყიფიანმა ხალხი დაიყოლია ვინ ბევრს იძლეოდა, ვინ ცოტას, ყველას მადლობით იღებდა დიმიტრი, და ამგვარად, რომ იტყვიან, გროშობით შეაგროვა ოთხმოცი ათასი მანეთი ამას ზედ დაემატა სახელმწიფოდან მოცემული კიდევ ამავე საქმისთვის

ას სამოცი ათასი მანეთი და ამგვარად შესდგა ორას ორმოცი ათა სი მანეთი ეს თანხა საკმარისი იყო ბანკის საქმეების დასა წყებად

ახლა უნდა ეფიქრათ ბანკის წესდების შედგენაზე ესეც დიმიტრიმ იკისრა და, უნდა ითქვას, წესდება საუცხოვოდ იყო შემუშავებული აქაც საფუძვლად იყო დადებული საქვეყნო სარგებლობა და არა კერძო პირთა ინტერესი საკმარისია აღინიშნოს, რომ 60% ბანკის მთელი შემოსავლისა უნდა მოჰხმარებოდა ქვეყნის საერთო საჭიროებას, მაგალითად, სკოლებს, საზოგადოდ განათლების საქმეს, გზების გაყვანას, წვრილი კრედიტის ამხანაგობათა მართვა-მოწყობას და სხვა ამგვარებს რუსეთში იმ დროს ასეთი ტიპის ბანკი იყო მხოლოდ ერთი: ხერსონის საერო ბანკი მაგრამ აქაც საერთო საჭიროებისათვის განსაზღვრული იყო ვგონებ 30%, თუ 40% სხვა ამგვარი საკრედიტო დაწესებულებანი სულ სააქციო ბანკები იყო, ე ი ვისაც ფული გამოეღო და აქცია ჰქონდა ხელში, ბანკის მთელი შემოსავალიც იმათ ჯიბეში ჩადიოდა

ყიფიანი ჭკვიანი კაცი იყო, გამოცდილი, დინჯი, საქმის მცოდნე და მოყვარე და, ვგონებ, ჩვენი ბანკის საქმეს კარგადაც გაუძღვებოდა ასეც იყო პირველში საქმე დაყენებული: ბანკის მოთავედ უნდა ყოფილიყო ყიფიანი მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, საარჩევნო კრებაზე გაჩნდა ილია, რომელიც ამ დრომდე დუშეთში იყო მომრიგებელ მოსამართლედ ილია ყიფიანის მეტოქედ გამოვი-და მისმა ბრწყინვალე ჭკუამ, მისმა მჭექარე ორატორულმა ნიჭმა, ახალგაზრდულმა აღფრთოვანებამ და დიდად მოხვეჭილმა სახელმა მწერლობაში, რასაკვირველია, დაჩრდილა უკვე ხანში შესული ყიფიანი, და საქმის მოთავედ არჩეული იქნა ილია

ბევრი იტყოდა ხოლმე: ილია რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ბანკი ფეხს ვერ მოიკიდებდა, ფესვს ვერ გაიდგამდაო რატომ? ვგონებ, ესეც ისეთი ცრუმორწმუნეობაა, როგორც ბევრი სხვა, რომელსაც ჩვენში დიდი გასავალი აქვს მარტო ჩვენზე ხომ არ ჩამოვარდნილა საქმე საადგილ-მამულო ბანკი მარტო ჩვენში ხომ არ იყო, სხვაგანაც ბევრი იყო და საქმეც საგანგებოდ მიჰყავდათ კაცმა რომ სთქვას, ბანკი არც ისე თავსახეთქი საქმეა, რომ ილიასთანა დიდი ჭკუის ხალხი უნდოდეს მის გაძღოლას ბანკის საქმის წასამართავად საჭიროა მხოლოდ ცოდნა, მუყაითობა, ერთგულობა და შრომის მოყვარეობა, აქ გენიოსობა საჭირო არ არის, ამას ყველა მომაკვდავი შესძლებს, თუნდაც ჩვეულებრივი ჭკუის და უნარის კაციც იყოს მეტსაც ვიტყვი: დიდად სამწუხაროდ უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ილიას განსაკუთრებული ნიჭი და ჭკუა საქვეყნო საქმეს მოაშორეს და ბანკის წვრილმანს, იწი-ბიწო საქმეებს ჩააკლეს განა მიუტევებელ ცოდვად არ უნდა ჩაითვალოს ის ამბავი, რომ ილიას ბუნებით მომადლებული ნიჭი, მისი იშვიათი, არაჩვეულებრივი ჭკუა ილახებოდა და იხარჯებოდა ისეთ უმნიშვნელო, წვრილმან საქმეზე, როგორც, მაგალითად, ის თუ, — ვთქვათ, — ქალაქ ლენქორანში, ამა და ამ ოღლის ქოხმახებში მიეცეს სესხად ოცდაათი თუ ორმოცი თუმანი და განა ეს კენტად იყო? ათასობით შემოდიოდა ასეთი საქმეები და ყველა ამაზე ილიას უნდა ტვინი ემუშავებინა, თავი ემტვრია, ის თავი, რომელიც მოწოდებული იყო დიდი საქმეების მოსარიგებლად აკი ამ წვრილმანმა საქმეებმა ილია სრულიად ჩაითრიეს, თითონაც დააწვრილმანეს და ბოლოს კიდეც მოიდნეს მაგრამ წინ ნუ გავრბივართ, საქმეს ფეხდაფეხ მივყვეთ

ილიას ბედი სწყალობდა, პირველშივე ბანკის საქმე კარგად წავიდა საქმე ჯერჯერობით არც დიდი იყო, ილიას დიდი ჯაფა არ ადგა ბოლოს საქმე გართულდა, საქმემ იმატა ამ დროს ილიას, ბედზე კარგი ნიჭიერი თანამშრომელი გამოუჩნდა და გვერდში ამოუდგა ეს იყო ვანო მაჩაბელი

ვინ იყო ვანო მაჩაბელი? მოვიყვანთ თვით ილიას სიტყვებს, რომელიც ერთ თავის წერილში ასე ახასიათებს ვ მაჩაბელს: „ვანო ჭკვიანი ბიჭია, ამასთანავე კარგი კალმის პატრონი ჩვენთვის ვანო დიდი ნუგეში იქნება“

ამ დახასიათებას ესეც უნდა დავუმატოთ ვანო მაჩაბელი კარგი განათლებული კაცი იყო პეტერბურღის უნივერსიტეტში სწავლის გათავების შემდეგ, საზღვარგარეთ განაგრძობდა კიდევ სწავლას რამდენსამე წელს; ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ფრანგული, გერმანული, ინგლისური ენები, იცოდა იტალიურიც ქართული ენისაც საუცხოვო მცოდნე იყო ჯერ ისევ პეტერბურღში სცა-და თავის კალამი და ილიასთან ერთად სთარგმნა ლექსად შექსპირის დრამა „მეფე ლირი“ თარგმანი ეკუთვნის მაჩაბელს, როგორც მცოდნეს ინგლისური ენისა, ილიამ მხოლოდ შალაშინი გაჰკრა, თავისებური შნოთი გაალამაზა, შეკაზმა თუ რა ღირსების იყო ეს თარგმანი, მოწმედ მოვიყვან ისეთს მცოდნეს ქართული ენისა და მწიგნობრობის, როგორიც იყო დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც უფრო ადრე ჰქონდა ნათარგმნი იგივე „მეფე ლირი“ ყიფიანს დიდად მოეწონა თარგმანი და ასე სწერდა: „თარგმანმა სახელოვნად თავს გადივლო კრიტიკა ულმობელი, მიუდგომელი შრომა გაგიწევიათ დიდი, ნიჭი გამოგიჩენიათ შესანიშნავი“

ცხადია, ყიფიანს აქ სახეში ჰყავს უფრო მაჩაბელი, როგორც ახლად მოვლინებული ნიჭი ილიას ნიჭის დადასტურება საჭირო არ იყო, რადგან ვაჟა-ფშაველასი არ იყოს:

არწივსა მაღალ მთისასა
ნეტავ რად უნდა ქებანი!

ზემოდ მოყვანილი სიტყვები ილიასი ვანოს შესახებ სავსებით გამართლდა ვანო, მართლაც, დაბრუნდა თუ არა ტფილისში, მხარში ამოუდგა ილიას და მასთან ერთად უძღვება ქართულ ყოველთვიურ ჟურნალს „ივერია“-ს ძალიან ხალისიანი მუშაკი აღმოჩნდა ცოცხალი, მარჯვე, ცქვიტი ხელიდან სულ ცეცხლი სდიოდა იშვიათად შეხვდებოდით ქართველებში ასეთს ჩქარს, მარდს და ამასთანავე დაუღალავ, ხანგრძლივი შრომის ამტანს ასეთი აზრი მაჩაბლის მუშაობის უნარიანობაზე გამიგონია თვით იმის მტრებისაგან, მაგალითად, გიორგი თუმანიშვილისაგან108, რომელიც რუსულ და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში თანამშრომლობდა არაერთხელ მსმენია: დანაშაულს ჩადიან ქართველები, რომ მაჩაბელს სდევნიან იშვიათად შემხვედრია იმისთანა მუშაკი, — შრომაც უყვარს და ხელიდან ბარაქაც გამოსდისო უნდა დავუმატო, რომ ეს თუმანიშვილი არ იყო მაჩაბლის მომხრე

ერთი იყო მაჩაბლის ნაკლი: ძალიან ფიცხი იყო, აჩქარებული, სწრაფი რაც უნდა რთული საქმე ყოფილიყო, დიდხანს არ დააყოვნებდა, ფიცხლად გადაავლებდა თვალს და უმალვე დასკვნას გამოუტანდა დახანება, გადადება საქმისა არ უყვარდა დღეისა დღესვე უნდა გათავებულიყო, სახვალიოდ არ უნდა გადადებულიყო

ილია, როგორც ვიცით, სულ სხვა ბუნების იყო: მუდამ დინჯი, მუდამ აუჩქარებელი, საქმის ბევრჯელ ამწონ-დამწონი, დაფიქრებული, მოთმინებით აღჭურვილი

ერთი სიტყვით, ვანო ცეცხლი იყო მუდამ სდუღდა და გადმოდუღდა ილია — ჩუმად, ნელად მიმდინარე წყალი იყო, რომელიც პირველს აქრობდა და ანელებდა ვანო ქურციკივით ხტოდა, მიითამაშებდა, მირბოდა ილია ფეხს არ ააჩქარებდა ნელის, აუჩქარებელის ნაბიჯით მიდიოდა თავის გზაზე

კაცი ასე იფიქრებდა: მადლობა ღმერთს, რაც ერთს აკლია, ის მეორეს გადამეტებით აქვს, მაშასადამე, ერთი მეორის ნაკლს შე-ავსებს, ერთმანეთს ხელს შეუწყობენ მუშაობა გაუადვილდებათ და საქმე მწყობრად, სასურველი წარმატებით და წარჩინებით წინ წავაო

მაგრამ ასე არ მოხდა ილიას სიდინჯე ვანოს სიზანტედ მიაჩნდა ილია კიდევ ვანოს სიჩქარეს და სიმარდეს ცუნცრუკობად სთვლიდა ეს იყო მხოლოდ პირველი ათვალისწუნება ამას მალე ზედ დაერთო შემდეგი გარემოება

იმ დროს ქართულ მწერლობაში მუშაობა თითქმის უსასყიდლო იყო დღიური ლუკმა-პური სხვა გზით უნდა ეშოვა ამგვარ მუშაკს ამიტომ მაჩაბელიც იძულებული გახდა სამსახური მოეძებნა და ბანკში იკისრა მოლარის თანამდებობა მერე დამფასებელ წევრად იყო არჩეული საზოგადო კრებაზე შემდეგ დირექტორადაც აირჩიეს დავით ავალიშვილის მაგიერ ილიას ეს არ მოეწონა თურმე: ავალიშვილს სამსახური მიუძღვის ბანკის წინაშე და ასე არ უნდა მოჰქცეოდენო მაგრამ თავი და თავი ეს არ იყო ილიას საზოგადოდ არ მოსწონდა მაჩაბლის ასე სწრაფი წინ სირბილი, მით უმეტეს, რომ ყველა ეს ილიას დაუკითხავად ხდებოდა ილიას კი თავის თავი ბანკის სრულ ბატონ-პატრონად მიაჩნდა და ეუცხოვა, როდესაც მაჩაბელმა ამის დაუკითხავად ასე წინ წაიწია ილია საქვეყნოდ პირს არ უჩვენებდა, მაგრამ გულში კი, ეტყობოდა, მაგრად ჩაიხვია და ასეთმა გულჩახვეულმა უკმაყოფილებამ მალე თავიც იჩინა ამ დროს აი რა მოხდა

ერთად-ერთი ქართული გაზეთის „დროების“ რედაქტორი ს მესხი ავად გახდა და გაზეთის გაძღოლა აღარ შეეძლო109 გა-ზეთს პატრონობა უნდოდა, თორემ მთელი ქართველობა უგაზეთოდ დარჩებოდა გაზეთს ოთხასი თუმანი ვალი ედო და ვინც გაზეთს ხელს მოჰკიდებდა, ვალიც იმას უნდა გაესტუმრებინა ილიამ იკისრა ფულის შოვნა და გაზეთის გაძღოლაც მაჩაბელს იმედი ჰქონდა, რომ ილია რედაქტორად მას მიიწვევდა წარმოიდგინეთ მაჩაბლის განცვიფრება და თან გულისწყრომაც, როდესაც ილიას განცხადება გამოვიდა, რომ ის კისრულობდა „დროების“ პატრონობას და რედაქტორად ასახელებდა არა მაჩაბელს, არამედ ნ ქანანოვს ვინ იყო ეს ქანანოვი? ჰქონდა ამას რაიმე დამოკიდებულება ქართულ მწერ-ლობასთან? იყო მცოდნე ქართული ენისა თუ არა? არავინ იცოდა არავის გაგონილი არა ჰქონდა რა იმის შესახებ ეს ქანანოვი მოგაგონებთ დაბადებაში მოხსენებულს, საიდუმლოებით გარემოცულს მელქისედეკს, რომელიც გზად მიმავალ მამამთავარს აბრამს უეცრად გამოეგება, ორიოდე რაღაც სიტყვა უთხრა და მყისვე უკვალოდ გაქრა ქანანოვიც, როგორც მოულოდნელად გამოჩნდა, ისე ანაზდეულად გაქრა შემდეგ ბაქოში შევხვდი ამ ქანანოვს, სახელმწიფო ბანკის განყოფილების გამგედ იყო: არამც თუ ქართული მწერლობის, თვით ქართველობის სუნიც კი აღარ ასდიოდა, ქართულად უბრალო ლაპარაკიც კი ეძნელებოდა

რად ჩაიდინა ეს ილიამ? დიდი შეცდომა მოუვიდა აქ ილიას უმტყუნა მისმა მუდმივმა სიდინჯემ, აწონ-დაწონით საქმის დაჭერამ და გულისთქმას აჰყვა, რისი სათავეც ბანკში უნდა ვეძიოთ მით უფრო მიუტევებელი იყო ილიას შეცდომა, რომ მან კარგად იცოდა მაჩაბლის ნიჭიც, კალამიც, ცოდნაც და ენაც მაჩაბელი მარჯვენა ხელი იყო ილიასი მწერლობაში ჟურნალ „ივერიას“, რომლის რედაქტორად იყო ილია, თითქმის სავსებით მაჩაბელი უძღვებოდა და გაზეთისათვის ასეთი მომზადებული კაცი, რომელსაც ყველა საქმის მოთავე ორივე ხელით მოეჭიდებოდა, უკუაგდო და ხელი ჩასჭიდა ვიღაც, ქართულ მწერლობისათვის უცხოს და უცნობ ქანანოვს

მანამ მძიმე ილია გაინძრეოდა და ფულს იშოვიდა, ფეხმარდი ვანო დატრიალდა ფული მალე იშოვა და ილიას გაზეთი პირიდამ გამოჰგლიჯა, „დროების“ რედაქტორად თითონ გახდა ესეც ილიამ კარგად დაიხსომა და ხელზედ დაიხვია

1885 წელს მთავრობამ სამუდამოდ მიხურა „დროება“, „მავნე“ მიმართულებისათვის დარჩა ქართველობა უგაზეთოდ ილიამ კვლავ განიზრახა თავის ჟურნალ „ივერიის“ დღიურ გაზეთად გადაკეთება ამის თაობაზე მოსალაპარაკებლად კრება იქნა მოწვეული მაჩაბელი, რომელიც აგრეთვე დაესწრო ამ კრებას, დარწმუნებული იყო, რომ ყოველდღიური გაზეთი ილიას საქმე არ იყო და მოურიდებლად უთხრა: შენ ხომ არ იმუშავებ გაზეთში და ტყუილად რად ჰკიდებ ხელსაო ილიამ იუცხოვა ვანოს ასეთი გაკადნიერება და თავგამოდებით უპასუხა: ვიმუშავებ კიდეც და გავუძღვები კიდეცაო და ილიამ მართლაც სისრულეში მოიყვანა თავის დანაქადი

ყველა ზემოთ მოყვანილი ცნობები ილიასა და მაჩაბლის ურთიერთი განწყობილების შესახებ მწერლობაში მოთავსებულია გ ყიფშიძის მიერ შედგენილ ილიას ბიოგრაფიაში110 ყიფშიძე ახლო ედგა ამ საქმეს იმ ხანებში და მისი ყველა წვლილი დაახლოვებით იცოდა ამ ცნობათა მოყვანა აქ საჭიროდ ვცანი იმიტომ, რომ აქ იყო სათავე იმ განხეთქილებისა, რომელიც ასე გამწვავდა ილიასა და მაჩაბელს შორის ბანკის საქმეების გამო ეს განხეთქილება უფრო ცხადი და ადვილად გასაგები შეიქმნება, როდესაც ზემოდ მოყვანილ ცნობებს თვალწინ ვიქონიებთ

ზემოდ უკვე ვნახეთ, როგორი თავგამოდებით, როგორი ახალგაზრდული გატაცებით მუშაობდა ილია გაზეთ „ივერიაში“ პირველ ხანებში ამ მუშაობაში გართულმა ილიამ ბანკის საქმეებს ცოტა საბელი მიუშვა და ხშირად კვირაობით ბანკში არ შეიხედავდა ხოლმე მაჩაბელი კი, პირიქით, ნებსით თუ უნებლიეთ მწერლობიდან განდევნილი, სულ მთლად ბანკის საქმეებში ჩაება ჯერ მოლარე, მერე დამფასებელი და ბოლოს დირექტორი, — ყველა ეს საკმარისი სტაჟი იყო, რომ მაჩაბელს კარგად ჰქონოდა გაცნობილი და გათვალისწინებული ყოველი მხარე ბანკის საქმისა დანარჩენი შეავსო ნიჭმა, მუყაითობამ და მუშაობის უნარმა ამ სახით მაჩაბელი შეუდარებელი და მარჯვე მუშაკი შეიქმნა ბანკისა საოცარი მეხსიერება ჰქონდა: არც ერთი წვრილი მიწერ-მოწერისა, არც ერთი ქაღალდი სამინისტროში მიმართული, თუ იქიდან მიღებული, არ გამოეპარებოდა ხშირად დაგვჭირვებია რაიმე საჭირო ქაღალდის გადასინჯვა, არქივარიუსი თავგადაგლეჯილი შეუდგებოდა ძებნას, აქეთ ეცემოდა, იქით, მაგრამ ვერას ხდებოდა მიმართავდნენ მაჩაბელს ამისთანა შემთხვევაში ვანო გაჭირვების ტალკვესი იყო მოითხოვდა საქმეს ამა და ამ წლისას, ამა და ამ სათაურით, სწრაფად გადაჰფურცლავ-და და საჭირო ქაღალდს ზედ მიადგებოდა ზეპირად და დაწვრილებით ახსოვდა მთელი ისტორია თითქმის თვითეული საქმისა, გა-რემოება გაცემული სესხისა, გირაოდ მიღებული მამულისა სოფლად თუ ქალაქად

ზემოდაც მოვიხსენიეთ და აქაც ვიმეორებთ, რომ ქართველებში იშვიათად შეხვდებოდით ასეთს შრომის მოყვარე კაცს ხშირად მინახავს: მოგროვდებოდა ოციოდე საქმე, სესხის გასაცემად დამზადებული, რომელთაც გადასინჯვა უნდოდა, შესწავლა, შემოწმება და დადგენილების დაწერა არც სახვალიოდ გადასდებდა და არც საქმის სიმრავლეს შეუშინდებოდა შეუდგებოდა მუშაობას, თითქმის ხუთ-ექვს საათს თავს მაღლა არ აიღებდა და მეორე დღისთვის ყველა საქმე დამზადებული ჰქონდა გამგეობისათვის მოსახსენებლად

ბევრი ასეთი მაგალითის მნახველიც ვყოფილვარ ბუხჰალტერია შეადგენდა სესხის გასაცემ ფურცელს, სადაც დაწვრილებით იყო ჩამოთვლილი, თუ რამდენი ჰქონდა გარდაწყვეტილი მისაცემად, რამდენი უნდა დაეჭირათ სარგებელი, სხვადასხვა გარდასახადები, ვალები და სხვა, ასე რომ, მთელი დიდი თაბახი იყო ხოლმე ციფრებით აჭრელებული დირექტორს უნდა შეემოწმებინა თავის ხელის მოწერით საერთო ჯამი, რაც დასაჭერი იყო, და ამის გამოკლებით, რაოდენობა იმ ფულისა, რაც ხელში უნდა მისცემოდა მსე-სხებელს სხვები გადასდებდნენ, გავსინჯავთო და ხშირად საათობით ეჭირათ ანგარიში მაჩაბელმა დახანება არ იცოდა არც საანგარიშო „ჩოთქი“ უნდოდა სწრაფად აავლებდა-ჩაავლებდა თვალს იმის წინვე, ვინც ანგარიშს შეუტანდა, აჰკრავდა ფანქარს, ეს სწორე არ არისო, ჯამსაც შეუსწორებდა და სულ ხუთიოდ წამის განმავლობაში დაუბრუნებდა უკან შესასწორებლად თითონ ბუხჰალტრებს უკვირდათ ასეთი სისწრაფე და მარჯვე თვალი

ილიას, ბუნებით დინჯს და მძიმეს, ამასთან ბევრ საქმეში გაბმულს, უკვე ხანში შესულს, მაჩაბელსავით ზედმიწევნით საქმის ცოდნა და მუშაობა ემძიმებოდა სამაგიეროდ, ილიას ვალად ედო ბან-კის საქმეების საერთო წარმოება, როგორც, მაგალითად, საზოგადო კრებებისათვის მოხსენების შედგენა, სამინისტროში წარსადგენად ქაღალდების წერა ბანკისთვის ამა თუ იმ საპასუხისმგებლო საკითხების შესახებ და ბევრი სხვა ამგვარი

ასე მიდიოდა საქმე, ილია გაზეთსა და სხვა საზოგადო საქმეებს დასტრიალებდა თავს, მაჩაბელი ბანკის საქმეებს ჰმართავდა გარეგნად ასე იყო, თითქოს ერთი მეორეს ჰშველოდა, ერთმანეთს ხელს უწყობდნენ, რასაც ერთი აკლებდა, იმას მეორე ავსებდა ერთი მეორის დამატება იყო, შევსება გარეშე მაყურებელი ასე იტყოდა, რომ ამ ორ ნიჭიერ მოღვაწეს შორის სრული თანხმობაა, მეგობრული განწყობილებაო მაგრამ ეს მხოლოდ თვალის მოტყუება იყო ის უსიამოვნება, რომელიც ილიამ მიაყენა მაჩაბელს სალიტერატურო ნიადაგზე, არ დაჰვიწყებოდა ამ უკანასკნელს, ნაღვერდა-ლი სრულიად არ ჩამქრალიყო, მხოლოდ ნაცარში იყო ჩაფლული და მიმალული, და დაფარულმა წყლულმა მაინც თავისი ქმნა, თავი იჩინა

დაიწყო ჯერ ჩვეულებრივ წვრილმანებიდან რაც ერთს მოსწონდა, იმას მეორე იწუნებდა, რაც ერთს სასარგებლოდ მიაჩნდა საქმისათვის, იმას მეორე დამღუპველად სცნობდა ასე ჩაუდგნენ ერთმანეთს კვალში, ჯიბრში, ერთი მეორეს აღარაფერს უთმენდა გა-ჩნდა ქართული ჭირვეულობა, გამწვავდა ურთიერთშორის განწყობილება აქ გარეშეებიც ჩაერივნენ საქმეში, ფიქრობდნენ, ხელს მოვითბობთო ერთსაც და მეორესაც გამოუჩნდნენ მომხრეები, მეგობრები, თანამგრძნობლები ბანკშიაც და გარეშეც გაჩნდა შენ-ჩემობა, შეიქმნა პარტიობა, გაიყო ქართველობა ორ ბანაკად: ჭავჭავაძისტები და მაჩაბლისტები ჩვენმა ძველმა ისტორიულმა სენმა თავი წამოჰყო: აქაო და ილია კახელიაო და მაჩაბელი ქართლელი, კახელები პირველს უჭერდნენ მხარს, თავიანთ თავს ჭავჭავაძისტებს უწოდებდნენ, ქართლელები — მეორეს, მაჩაბლისტები იყვნენ შეიქმნა მათ შორის შუღლი, განხეთქილება, გვეწვია ის ჩვენი უბედური ისტორიული ცოდვა, რომელიც წარსულში საქართველოს ჰღუპავდა, ძირს უთხრიდა და რომელიც ჩვენ, შემცდართ, სამუდამოდ დასამარებული გვეგონა

ამას ისიც დაუმატეთ ზედ, რომ მაჩაბელმა დიდი სახელი გა-ითქვა, დიდი სიყვარული მოიპოვა მათ შორის, ვისაც ბანკთან საქმე ჰქონდა მაჩაბელი ადვილი სანახავი იყო, ყველასათვის ხელმისაწვდომი არ უყვარდა ილიასავით კაბინეტში უძრავად ჯდომა, მიუკარებლობა ყველას პასუხს გასცემდა, ყველას დარიგებას მისცემდა თუ საქმეს წინ რაიმე დაბრკოლება გადაეღობებოდა, მაჩაბელი აქაც დაუზარებელი იყო: დაწვრილებით გაურკვევდა საქმეს, აუხსნიდა მიზეზს, უჩვენებდა გზას და გასავალს, საიდგანაც საქმეს მოევლებოდა ამით გაითქვა მაჩაბელმა სახელი ამიტომაც, თუ წინად ქართულ ბანკს ჭავჭავაძის ბანკს უძახოდნენ, ახლა მაჩაბლის ბანკს უწოდებდნენ ილიას ეს, რასაკვირველია, არ ეჭაშნიკა, იუცხოვა, გულში ძვირი ჩაიდო და ისეც გამწვავებული განწყობილება უფრო მეტად გამწვავდა

24 თავი XXII

▲ზევით დაბრუნება


თავი XXII ბანკის შემფასებელთა ხრიკები. ილიას აზრი ბაქოს შესახებ. ბანკის ბუხჰალტრები. გ. თარხნიშვილი, ბანკის მეორე დირექტორი. ი. მაჩაბლის მომხრე კოლა ორბელიანი. ბრძოლის გადატანა ბანკის ფარგლებიდან საზოგადოებაში. პარტიებად დაყოფა. ბანკის კრებები. ოთხი მაჩაბელი. ორატორები. დაუსრუ-ლებელი ლაპარაკი. ილიას და მაჩაბლის პაექრობა. ქალაქის მსესხებელთა პროტესტები. ილიას აზრი მემამულეთა მცონარეობის შესახებ. დიმიტრი ყიფიანის აზრი სოფლის წვრილ მემამულეთა გადარჩენის შესახებ. ილიას მკაცრი პასუხი

რა იყო მაინც მთავარ საგნად ამათი უთანხმოებისა, რომ ასე გამწვავდა მათ შორის საქმე? მწერლობაში ჩამოვარდნილი უსიამოვნების თაობაზე ზემოდ გვქონდა ნათქვამი, ეხლა ბანკის საქმეს მივუბრუნდეთ. მაჩაბელი ჩიოდა, რომ ილიამ ბანკი სრულიად მიატოვაო, მთელი კვირაობით შიგ აღარ შემოიხედავსო. საქმე ფერხდება, მსესხებლები მიგვირბიან, ბანკი გვეღუპებაო. ამდენს ვმუშაობ და არა გამოდის კი რა. ბანკის მეთაური ხელს არ გვიმართავსო. ილიამ ამაზე ასე უპასუხა ერთ საზოგადო კრებაზე: — მიჩივიან ზარმაცობას, მემდურებიან, ბანკში იშვიათად და-იარებაო. ვთქვათ, ასეც იყოს. მერე მითომ რაო? აი ხომ ჰხედავთ ამ დიდ მაგიდას, ამის გადადგმა გინდათ: ზოგი იქნება მთელ კვირას ეფაფხუროს და ადგილიდამ ძვრა ვერ უყოს, სხვა კი ერთხელ მოკიდებს ხელს, ნეკით ასწევს და ადგილს უნაცვლებს

ილიას ერთი ზნე ჰქონდა: ჭირვეულობა იცოდა, ერთი თუ არას იტყოდა, თავზე კაკალი გემტვრიათ, ჰოს ვეღარ ათქმევინებდით. ერთს რამეს აიჩემებდა, გაჯიქდებოდა და უკან ვეღარ დაახევინებდით. აი ერთი ამის მაგალითი

ცნობილია, რომ უმთავრესს ძარღვს საადგილ-მამულო ბანკის მოქმედებისას შეადგენდა სესხის გაცემა ქალაქის თუ სოფლის მამულებზე. რასაკვირველია, აქ დიდი სიფრთხილე და თავდაჭერა იყო საჭირო, რომ გირაოდ მიღებულ მამულში ღირებულებაზე მეტი არ მიეცათ სესხად. ამ მოვალეობას ასრულებდა ეგრედწოდებული დამფასებელი კომისია: ერთი წევრი ამ კომისიისა, და თუ საჭიროება მოითხოვდა, რამდენიმეც შეაფასებდა მამულს. დაფასების ოქმს, მამულის დაწვრილებითი აღწერით, ხელი უნდა ჰქონოდა მოწერილი არა ნაკლებს სამის წევრისა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს. ოქმი წარედგინებოდა გამგეობას გასასინჯად და საბოლოოდ გადასაწყვეტად, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემოდა მამულის დამგირავებელს სესხი. და აი, აქ იწყებოდა სწორედ ზემოდ ნათქვამი ჯიუტობა და ჭირვეულობა ილიასი. არ ვიცი, რა მოსაზრება ჰქონდა ილიას: მეტის მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა, თუ უფრო მაჩაბლის ჯიბრი და გამოჯავრება, რომელსაც ხელგაშლილობა უყვარდა. მხოლოდ ერთ ხანად აიჩემა და რაც უნდა ფრთხილად, ხელმოჭერილად ყოფილიყო მამული დაფასებული, ილია მაინც იტყოდა: მეტად არის დაფასებული, უნდა შემცირდეს სესხის რაოდენობაო

მაჩაბელი არ ეთანხმებოდა ილიას და ასეთს საბუთებს ადგენდა: დამფასებელ კომისიას მეტი ნდობით უნდა მოვეპყრათ. კომისიის წევრები ისეთივე პასუხისმგებლები არიან ბანკის და საზოგადოების წინაშე, როგორც ჩვენ. იმათაც და ჩვენც ერთი და იგივე საზოგა-დო კრება ირჩევს და ორთავეს ერთგვარ ნდობას ანიჭებს. მაშ ჩვენ რაღად უნდა დავწამოთ იმათ არა-კეთილსინდისიერება? შეიძლება, დამფასებელნი შესცდნენ. ეს შესაძლებელია, მაშინ აქ, კაბინეტში კი არ უნდა შესწორდეს ეს შეცდომა, უნდა ადგილობრივ გავსინჯოთ, განვიხილოთ ყოველივე წვლილი საქმისა და მხოლოდ ასეთი კვლევაძიების შემდეგ ნება გვექნება დავადგინოთ: შევამციროთ სესხის რაოდენობა თუ არა

— სრულიად საჭიროდ არ მიმაჩნია ადგილობრივი კვლევა-ძიება

საქმის გადაწყვეტა აქაც შემიძლიან, როგორც ჭკუა მიჭრის და რაც გამოცდილებით ვიცი. გარდა ამისა, მიჩვენეთ ბანკის წესდების მუხლი, რომელიც მე ვალად მადებდეს მამულების ადგილობრივ სინჯვასო, — ასე ფორმალურად მოიშორა ილიამ თავიდგან მაჩაბლის მოსაზრება

მაგრამ საქმის გადაწყვეტა მარტო ილიაზე არ იყო დამოკიდებული. მართალია, თავმჯდომარე იყო გამგეობისა, მაგრამ მაჩაბლის გარდა იყო კიდევ მეორე დირექტორი და აი ამ სამთა ხმის უმეტე სობით უნდა გადაწყვეტილიყო ყოველი საქმე. მეორე დირექტორად იყო ალ. ჩოლოყაშვილი, რომელსაც „ოთარაანთ ქვრივის“ ნათლობაზე რაფიელმა უთხრა: დუმა თალეო. მართლაც, ამ ჩოლოყაშვილს უყვარდა უფრო დუმის თლა, ვიდრე საქმის ქმნა. ამასთანავე იყო კაცი უსაქმური, ორპირი: აქეთაც იყო, იქითაც, შენიც იყო, იმისიც, მუდამ ორ სკამ შუა იჯდა და სასწორს უფრო იქით გადაჰხრიდა, სადაც ძალას ჰხედავდა. ძალა ილიასკენ იყო,

ამიტომ იმას მიემხრობოდა ხოლმე. ეს უფრო აბოროტებდა მაჩაბელს, მაგრამ რას გააწყობდა, მხოლოდ გულზე კი იხვევდა და ბოლოს, როგორც ქვემოდ ვნახავთ კიდეც, გადუხადა სამაგიერო

ამგვარად, ილიას თავისი გაჰყავდა. მერე თითქმის ჩვეულებად გადაექცა, ბრალიანად და უბრალოდ ყოველ სესხს უსათუოდ ცოტა რამეს მაინც დააკლებდა. ახლა დამფასებელმა კომისიამაც ხმა ამოიღო, იწყინა ასეთი უნდობლობა. მაგრამ ილია თავისას არ იშლიდა

მერე როგორ გათავდა ეს ამბავი? რა მოხდა? მოხდა ის, რაც ხშირად ამგვარ შემთხვევაში მოხდება ხოლმე: დამფასებლებმა პირდაპირ შებრძოლება ილიას ვერ გაუბედეს და მიჰმართეს მოხერხებულ ხრიკებს, მოტყუებას. ასე იქცეოდნენ: მამულის შეფასება, მისი ღირებულება, რაოდენობა სესხისა, დამყარებული იყო მამულის შემოსავალზე. მაშასადამე, მეტი იყო შემოსავალი, იმდენად მამულიც მეტად ფასდებოდა. ავიღოთ, მაგალითად, ქალაქის სახლი, რომლის შემოსავალი, ვთქვათ, უდრის 1000 მანეთს. ბანკის წესდების ძალით, ეს შემოსავალი უნდა გამრავლებულიყო ათჯერ, მივიღებთ 10.000 მანეთს. აი ეს შეადგენდა მამულის საფასურს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დამფასებელმა 1000 მან. მაგიერ, შემოსავალი აჩვენა 1.200 მან, მაშინ, ზემოაღნიშნულ ანგარიშის კვალობაზე, ე. ი. ათჯერ რომ გავამრავლოთ, მამული დაფასდებოდა 12.000 მანეთად. ეს 2000 მან. არც ისე დიდი გადამეტება იყო, თუ გაჭირდებოდა, მამული ასეთ ვალსაც გაუძღვებოდა; მაგრამ ამის შიში არ იყო, რადგან იცოდნენ, რომ 2000 მან. ილია უსათუოდ ჩამოაკლებდა, — ასე კარგად ჰქონ-დათ შეზომილი, — და, მაშასადამე, მამული ისევ ნამდვილ ღირებუ-ლობის კვალობაზე იქნებოდა დაფასებული

ასეთი ხრიკები არავისთვის საიდუმლო არ იყო, დამფასებლები ზედმეტს დანაფასს რომ დაურთავდნენ ხოლმე, თანაც დაატანდნენ სიცილით: ესეც ილიას ჭირის სანაცვლო იყოსო. ეჭვი არ არის, ეს ამბავი ილიას ყურამდინაც მიაღწევდა, მაგრამ ილია ყურსაც არ იბერტყავდა, თავის ახირებას არ იშლიდა

ილია ზაფხულში სააგარაკოდ იყო წასული თავის საგურამოში. ამ დროს ბანკმა ბაქოს სამი დიდი მამული მიიღო გირაოდ და სესხად გასცა, მგონი, ოთხასი ათასი მანეთი. მაჩაბელი ხომ გულუხვი და ხელგაშლილი იყო ამგვარ შემთხვევაში, მაგრამ არც გამგეობის დანარჩენი წევრები იყვნენ წინააღმდეგნი. ილია რომ დაბრუნდა სამსახურში, ერთმა დირექტორმა ახარა ეს ამბავი, ეგონა, ვასიამოვნებო. ილიამ, ამის გამგონმა, შუბლში ხელი შემოიკრა და წამოიძახა: აი ახლა დაიღუპა ბანკიო! ილიამ ამ საყვედურით თითქოს მახარებელ დირექტორს მიჰმართა, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდნენო. აძულებული რძალი, რასაკვირველია, მაჩაბელი იყო და ზემოდ ნათქვამიც სწორედ ამისკენ იყო მიმართული. მაჩაბელი გამოეხმაურა

— აგვიხსენით, რა საბუთები გაქვთ მაგის სათქმელად? — მაგას რა დიდი ხაზი და ლარი სჭირია: დღეს რომ ბაქოში ნა-ვთის წყაროები დაშრეს, იქაური მამულები ჩირის ფასად აღარ ეღირება, თქვენი გაცემული სესხი წყალში გადაყრილი ფულია, ბანკს დაღუპავს

არ ვიცი, რა უპასუხეს ილიას. ამას კი ვიტყვი ჩემად, რომ ბაქოს შესახებ მარტო ილიას არა ჰქონდა ასეთი შემცდარი აზრი, სხვებიც ბევრნი უყურებდნენ ბაქოს ამ თვალსაზრისით. ჯერ ერთი, ბაქოს ნავთის დაშრობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამ ლაპარაკს სარჩულად ედო უფრო ბაზრული, ქუჩური ლაყბობა და არა მეცნიერული, გეოლოგიური საბუთები. მეორე კიდევ ისა, რომ ბაქო არ ჰქონდათ კარგად გაცნობილი, შესწავლილი, ივიწყებდნენ, რომ ბაქოს, ნავთის გარდა, სხვა დიდი სიმდიდრეც ჰქონდა, — ეს იყო მისი მდებარეობა. ბაქო ერთად-ერთი საუკეთესო, დაფარული და უშიშარი ნავთსადგურია მთელ კასპიის ზღვაზე. მთელი ნაოსნობა კასპიის ზღვისა ბაქოს უჭირავს ხელში. ბაქო აწარმოებს დიდს ვაჭრობას ირანთან, კასპიის იქითა მხარესთან, რუსეთთან — ასტრახნის და ვოლგის გზით, და საზღვარგარეთთან — ტფილისზე და შავი ზღვით. ნუთუ ყველა ეს ნებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ბაქოს უნდა ანდერ-ძი აეგოს, თუ იქ ნავთი გამოილია. შემდეგმა დაამტკიცა და დღეს ხომ ყველანი ცხადად ვხედავთ, რომ ილია და მისი თანამოაზრენი შემცდარნი იყვნენ ბაქოს შესახებ. შემდეგში ბანკმა ოც მილიონამდე სესხი გასცა ბაქოში და წელიწადში ასი ათას მანეთამდე წმინდა მოგება ჰრჩებოდა

ერთი დიდი შემცდარი აზრი ტრიალებდა კიდევ ქართველებში და ილიაც ამ აზრისა დიდი მომხრე იყო. ქართველებმა ხომ ყველაფერში გადაჭარბება ვიცით! აქაც ასე მოხდა. ატეხილიყვნენ, ქართველს ბუხჰალტრობა არ შეუძლიანო: მუდმივი მუშაობა არ უყვარსო, თავს არ დაუდებს, ანგარიშებს ასწეწსო. ამიტომ ბანკის უფროს ბუხჰალტრად იყო ვინმე ხაჩატუროვი და მის თანაშემწედ სეთ ტერმინასოვი. რა დიდი ცოდნა ჰქონდათ ბუხჰალტრიისა არ ვიცი, ეს კი ვიცი, რომ ჭკუით ცაში ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდნენ. ოინ-ბაზობა კი ბევრი გამოსდიოდათ და ადამიანის თვალის ახვევაც კარგად იცოდნენ. ბანკის დარაჯი დარიგებული ჰყვანდათ: ილია რომ ბანკში მომავალი დაინახო, შეგვატყობინეო. შეიტყობდნენ თუ არა, რომ ილია მოდისო, ხაჩატუროვი მაშინვე გასძახებდა: — სეთ, ილია გალისე, ძერ ქაშე! *) *) სეთე, ილია მოდის, ხელი გაჰკარ! და გაჰკრავდნენ და გამოჰკრავდნენ საანგარიშოს, ისეთს ჭახაჭუხს ასტეხდნენ, რომ ზარების რეკვას მოგაგონებდათ. ასეთი რეკვით შეხვდებოდნენ ხოლმე ძველ დროს არქიელს, ეკლესიაში მიმავალს

მაჩაბელმა მოისურვა ამ ცრუმორწმუნეობის გაქარწყლება და შეუჩნდა ილიას, მოვიწვიოთ ქართველი ბუხჰალტერიო. მე გავუძღვები საქმესაო და სრულ პასუხისმგებლობასაც ვიკისრებო. ილია უარზე არ დადგა, მით უფრო, რომ ხაჩატუროვი ათას სხვა საქმეშიაც იყო გაბმული და ბანკს ერთგულად ვერ ემსახურებოდა. მაჩაბელს უკვე ჰყოლოდა სახეში ქართველი ბუხჰალტერი, ვინმე მიტო ფავლენიშვილი, რომელსაც პეტერბურღის უმაღლეს სატყეო ინსტიტუტში ჰქონდა სწავლა დამთავრებული და ბუხჰალტერია კიდევ საბუხჰალტრო კურსებზე შეესწავლა. საუცხოვო ბუხჰალტერიც გამოდგა. იწუნებდნენ, დიდი ჭკუის კაცი არ არისო. ცილობას ნუ გაუწევთ. ამას კი ვიტყვი: ბუხჰალტრობას მაინც-და-მაინც არც ისე დიდი ჭკუა უნდა, საკმარისია მხოლოდ შრომის უნარი და სიყვარული, თვალყურის მიდევნა, წესიერება და ერთგულობა

მაჩაბელი ხედავდა, რომ ილიასთან ვერას გახდებოდა, ვიდრე გვერდში ედგა ისეთი ორპირი და არა სანდო კაცი, როგორიც იყო დირექტორი ა. ჩოლოყაშვილი. კაცი ხელს ვერ ჩაჰკიდებდა, თევზივით უსხლტებოდა. უნდა ეფიქრა, ამის ალაგას სხვა ვინმე უფრო სანდო და საიმედო კაცი ჩაეყენებინათ. ასეთი კაცი კიდეც აღმოჩნდა. ეს იყო გიორგი თარხნიშვილი, პოლკოვნიკი, კაცი მხნე, რიხიანი, კარგი და გაბედული მოლაპარაკე, საზოგადო კრებებზე ბევრში მაჩაბელს ამართლებდა, მის მომხრეობას იჩენდა. ილიას მკვახე სიტყვებს სთავაზობდა, რიხით და ზათქით ეკამათებოდა. მაჩაბელმა და მისმა მომხრეებმა იფიქრეს, სწორედ ასეთი კაცი გვინდა ჩვენაო და გადასწყვიტეს მისი დირექტორად არჩევა ჩოლოყაშვილის მაგიერად. იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ თარხნიშვილი ქართლელი იყო. ჩოლოყაშვილი გააშავეს და დირექტორად თარხნიშვილი ამოირჩიეს. მაჩაბელი გამარჯვებას დღესასწაულობდა, უხაროდა, ახლა კი ილიას ფრთებს შევაკვეცავთო. მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მაჩაბლის სიხარული. თარხნიშვილმა ყიზილბაშობა გამოიჩინა: დიდს ხანს არ გაუვლია, რომ მან მაჩაბელს ზურგი შეაქცია და სავსებით ილიას მიემხრო

ასეთ ყოფაში ჩავარდა მაჩაბელი. ეხლა კეთილგონიერება იქნე-ბოდა მაჩაბლის მხრივ, ან სრულიად გასცლოდა ბანკს, ან ქედი მოეხარა და ჭავჭავაძეს დაჰმორჩილებოდა. არც ერთს გზას დაადგა, არც მეორეს, მესამე ირჩია, ე. ი. გადასწყვიტა, განეგრძო ისევ ბრძოლა. ბანკის ზღუდეთა შორის ეს ეხლა, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო, ილიას რომ თავი დავანებოთ, ახალი დირექტორი, თარხნიშვილი, მკვახე და ცხარე კაცი იყო

ახლა ბრძოლა გატანილ იქნა გარეთ, ქართულ დაწესებულებებსა და სკოლებში. მაჩაბელს ბევრი მომხრე აღმოუჩნდა, რომელნიც მას აღიზიანებდნენ და აქეზებდნენ. სამწუხაროდ, მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც იდეური, საქმიანი მხარე ნაკლებად აწუხებდათ, ესენი ბრძოლაში ჩაერივნენ მხოლოდ გასართობად, დროს გასატარებლად. ასეთი იყო, მაგალითად, კოლა ორბელიანი, პოეტ ვახტანგ ორბელიანის შვილი, კაცი განათლებული, პროკურორად ნამყოფი, კარგი მოლაპარაკე, ნიჭს არ მოკლებული, მაგრამ თანაც კაცი — ფუჭი ცხოვრების ამყოლი, უთავბოლო, გაქსუებული, კაცი, რომელმაც მამის დარჩენილი დიდი შეძლება იმ დროს გამოჩენილ მოჭიდავეს, კულა გლდანელს და ნადირობას გადააგო. ამ ორბელიანმა ერთხელ თავისი შვილი გამაცნო და ასე დამიხასიათა: — გთხოვთ იცნობდეთ, ხოლო სიყვარულით კი ნუ შეიყვარებთ. ჩემზე ხომ ამბობენ, წამხდარია, წრესგადასულიო, ჩემმა შვილმა მე გადამაჭარბა: მე თუ თოთხმეტი ძაღლი მყავს და დღეში ოცდა რვა გირვანქა ხორცს ვაჭმევ, ეს თვრამეტ ძაღლს ინახავს და დღეში ოცდა თექვსმეტ გირვანქა ხორცს აჭმევს. მაშ! კარგია მამულისათვის, რომ შვილი სჯობდეს მამასო

აი ეს ორბელიანი გამოუჩნდა ერთგულ მომხრედ და თანამებრძოლად მაჩაბელს. ამის ტრაბახი და ბაქი-ბუქი მაჩაბელმა ხალას ოქროდ მიიღო. ორბელიანი ასე იქადიდა: — მოიცადეთ, მე გიჩვენებთ ილიას სეირს! ნახეთ, თქვენი ილია როგორ ჩავალბო და გავჭიმო საქალამნო რუმბიელ ტყა-ვივით! ხომ გახსოვთ კრილოვის იგავ-არაკი, აი, წყალ-წყალა ჩიტი კვეხნით რომ გამოვიდა და იძახდა, ზღვას ცეცხლს წავუკიდებ და გადავწვავო. სწორედ ასეთი იყო ორბელიანის ქადილიც: ილიას ვერაფერი დააკლო და თითონ კი თავი შეირცხვინა და მაჩაბელიც სასაცილოდ გახადა. ამაზე ქვემოდ გვექნება ლაპარაკი

ერთ საზოგადო კრებაზე სასტიკი, გაცხარებული იერიში მიიტანეს ილიაზე. თითქოს ილიას მდგომარეობა შეირყა, რაღაც საფრთხე მოელოდა. ამ დროს წამოდგა სვიმონ ანდრონიკაშვილი, კაცი უბრალო, არა დიდად ნასწავლი და ასე მიჰმართა ილიას მოწინააღმდეგეთ: — რა გინდათ ამ კაცისაგან? გინდათ მაგის ბანკიდგან განდევნა? მაგას ვერ მოესწრებით. დეე, ისევ ბანკი დაიხუროს და ილიას კი სირცხვილს ვერ ვაჭმევთ. შავ წვერ-ულვაშიანი მოვიდა ილია ჩვენთან, თავი ჩვენ შემოგვწირა, კაცი აქ ჩვენთან დაბერდა, აგერ გათეთრებული დგას ჩვენ წინ და ეხლა ვეუბნებით, გასწი აქედა-ნაო! — მერე მიუბრუნდა ილიას და ასეთი პათეტიური სიტყვებით მიჰმართა: — ეს ბანკიც და ეს ჩვენი თავიც შენი ჭირის სანაცვლო იყოს, შენ ხელს ვერავინ გახლებს! ეს სიტყვები ისეთი ალალ-მართალი გულით იყო ნათქვამი, ისეთი სიყვარული იყო შიგ ჩაქსოვილი, რომ მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა, რომ ილიას დაძლევა იმ გზით, რომელიც მაჩაბელმა და მისმა მომხრეებმა ამოირჩიეს, უბრალო ატეხილობა და ჟინიანობა იყო. მაგრამ მაჩაბელს უკან დახევა აღარ შეეძლო. ის თავის თავს აღარ ეკუთვნოდა. ის მხოლოდ მედროშე იყო, მებაირახტრე. მეთაურობა მომხრეების, პარტიის ხელში გადავიდა და, ვინ იცის, მაჩაბელს ძალიანაც რომ მოენდომებინა ბრძოლის შეწყვეტა, ესენი მისცემდნენ ნებას? ნასკვი მეტად დაიხლართა, მისი გახსნა ისე ადვილი აღარ იყო. ან უნდა ძალით გადაჭრილიყო, ან ბუნებრივი მსვლელობა მისცემოდა. ასეც მოხდა. და რითი დამთავრდა ეს დრამა, ამას შემდეგ დავინახავთ

ბანკის საქმე საზოგადო საქმედ გადიქცა. ილიას და მაჩაბლის სახელი ყველას პირზე ეკერა. გაზეთები ბევრსა სწერდნენ ამათ შესახებ. ცნობილი ენა-ღვარძლიანი მეფელეტონე ზოილი (დ. კეზელი) დანავარდობდა „Тифлисский Листок“-ის ფურცლებზე. როგორც მუდამ სჩვეოდა ზოილს მერყეობა, აქაც ისე ორჭოფობდა: ხან მაჩაბელს მიუდგებოდა, ხან ჭავჭავაძეს. ლამაზი, მარილიანი სიტყვისთვის ხომ ღვიძლ მამასაც არ დაინდობდა. „Тифлисский Листок“-ი ეკუთვნოდა ძმებს ხაჩატუროვებს, რომელთაგან ერთი ბანკის ბუხჰალტრად იყო ნამყოფი. ესენი უფრო უჩუჩხუნებდნენ და მუგუზლებს უმატებდნენ იმ კოცონს, რომელიც ბანკის გარშემო იყო ანთებული. ამათ რა ენაღვლებოდათ, თუ ქართველობა დას-დასად დაიყო, ერთმანეთს სისხლის მტრებად გადაეკიდნენ. ესენი უფრო აქეზებდნენ: ძიძგი-ძიძგი მამალაო, შენ იცი და მაგანაო! მეტადრე მიდგომით სწერდნენ მაჩაბელზე და იმის მომხრეებზე. ამისთვის არაერთხელ გაუსილაქიათ და მიუბერტყნიათ უნცროსი ხაჩატუროვი, რომელიც გაზეთის რედაქტორად ითვლებოდა, მაგრამ ეს თავისას არ იშლიდა. რამდენსაც მეტს სცემდნენ, იმდენად უფრო მეტად გულისდებოდა და ონავარი ფუტკარივით მეტის სუსხით იკბინებოდა

ბანკის კრებები მრავალრიცხოვანი შეიქმნა. ბანკის შენობაში ყველას დატევა შეუძლებელი გახდა. ამიტომ კრებები გადატანილ იქმნა ქართულ თეატრში. კრება ასე იყო ხოლმე მოწ-ყობილი: სცენაზე თავსდებოდნენ გამგეობა ბანკისა, ზედამხედველი კომიტეტი, მოხელენი და გაზეთების წარმომადგენელნი; პარტერში ხმის უფლების მქონებელნი, ლოჟები და ქანდარა გარეშე მაყურებელთ ეჭირათ. თეატრი ყელამდე გატენილი იყო ხოლმე. არა ერთი ანტრეპრენიორი ინატრებდა ამოდენა მაყურებელს თავის წარმოდგენებზე

ბანკის კრებები სალაყბოდ გადიქცა, რომელსაც, თუ გნებავთ, პარლამენტი უწოდეთ. ბრალიანი და უბრალო, მანკიანი და უმანკო, ყველა აქ მოეშურებოდა. მუქთი გართობა ნახეს. ენიანმა და უენომ, ყველამ ენა ამოიდგა, ყველას ლაპარაკის საღერღელი აეშალა, ყვე-ლას თავისი თავი დიდ ორატორად მიაჩნდა. მაგრამ «მრავალ იყვნენ წვეულნი, ხოლო მცირედ რჩეულნი». თვით ენა-ჩლუნგებმაც პირი მოხსნეს და ლაპარაკი სცადეს. მაგრამ ყველა ამათ ავიწყდებოდათ ის მშვენიერი, ჭკვიანური თქმულება, რომელიც ამათზე იყო ზედგამოჭრილი, თუმცა მელექსეებზეა ნათქვამი: თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა სთქვას ერთი, ორი; უმზგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: ჩემი სჯობსო, უცილობლობს, ვითა ჯორი

იყვნენ სამნი ძმანი მაჩაბლები, რომელნიც ერთგულნი მომხრენი იყვნენ ვანო მაჩაბლისა. ამათ მხოლოდ გვარი ჰქონდათ ერთი, გარეკახელები იყვნენ და ვანოსთან არავითარი ნათესაობა არ ჰქონდათ. ყველა ძმები ხმას იღებდნენ, მაგრამ ყველაზე მეტს ერთი მათგანი ლაპარაკობდა. ლაპარაკით არა უშავდა რა, კარგად ლაპარაკობდა, მხოლოდ ეს იყო უბედურობა, რომ ბოლო აღარ ჰქონდა მის ლაპარაკს. ამის კარაბადინში არ ეწერა ეს ბრძნული თქმულება: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი

შედგებოდა ცოტა ხანს, სულს ამოითქვამდა. გახარებულნი აქეთ-იქითგან ჰკითხავდნენ: — გაათავეთ სიტყვა? — არა, საქმეზე მხოლოდ ეხლა გადავდივარ

და ეს პასუხი ისმოდა მაშინ, როდესაც მთელი საათი უკვე ლაპარაკობდა. თვით მომხრეებსაც კი თავს მოაწყენდა ხოლმე თავის გაუთავებელი ლაპარაკით. თითონ ვერაფერს გრძნობდა, თითქოს თავისივე სიტყვები სთენთავს და ბურანში ახვევსო. მოთმინებიდან გამოყვანილი ზოილი, რომელიც აგრეთვე ესწრებოდა კრებებს, ასეთს დარიგებას აძლევდა ამ მაჩაბელს „Тифлисский Листок“-ის ფურცლებზე: „Заткни свою глотку, ибо и фонтан нуждается в отдыхе“

ოთხივე მაჩაბლები ლაპარაკობდნენ. ვანო მაჩაბელმა აღგზნებული, მოუსვენარი ლაპარაკი იცოდა, მეორე მაჩაბელმა — ბოლო დაუსრულებელი, მესამე მომღერალი იყო და სიმღერის ტკბილ ხმაზე ლაპარაკობდა, მეოთხე — ენა მძიმე იყო, მოიბლუებდა და მეტყველობა უძნელდებოდა. ზოილმა ასე მარჯვედ დაახასიათა ეს ოთხი მაჩაბელი გაზეთში: „Четыре Мачабели подвизаются на банковских собраниях, один поющий, другой вопиющий, третий взывающий, и четвертый – глаголющий“

თვითონ ზოილიც, ე. ი. დ. კეზელი, სცოდავდა ხანდა-ხან და ლაპარაკს იწყებდა კრებაზე. მაგრამ რამდენად გესლიანი და შხამიანი იყო მისი კალამი, იმდენადვე ჩლუნგი და უკბილო იყო მისი ენა. გრძლად ლაპარაკი არ ეხერხებოდა, მოკლედ იცოდა სიტყვის მოჭრა

მაგრამ ამის თქმასაც არ აცლიდნენ და სიტყვას ხშირად აწყვეტინებდნენ. მეტადრე ახირებული რამ იყო ზაქარია მამაცაშვილი. დიდი ჩინის პატრონი, — სტატსკი სოვეტნიკი იყო. ხმა უხეში ჰქონდა, ბოხი, ისე გაჰყვიროდა, როგორც ერიქონის საყვირი. ჭავჭავაძის მომხრე იყო და მის მოწინააღმდეგეთ მოსვენებას არ აძლევდა, წამდაუწუმ სიტყვას აწყვეტინებდა. კეზელს თავი მოაბეზრა თავის უთავბოლო გამოძახილებით და, მოთმინებიდგან გამოსულმა, ასე მიჰმართა თავმჯდომარეს: „Господин председатель, уймите Захария Мамацова, статского советника о т п о ч т ы“

ამ სიტყვას: „от почты“ საგანგებოდ ხაზი გაუსვა იმის სათქმელად, რომ ამის სტატსკი სოვეტნიკობა დიდი რამ არ გეგონოთ, ფოსტის სამსახურში აქვს დამსახურებულიო

როგორც ზემოდ ვსთქვით, ბევრს აღეძრა სურვილი ლაპარაკი-სა. ბევრმა თავისი თავი ნამდვილ ორატორად წარმოიდგინა, მაგრამ ყველა ეს ორატორი ცხრილში რომ გაგეტარებინათ, დაინახავდით, რომ უფრო მეტი ნაგავი და ნაკმაზი იყო. ნამდვილი, სავსე და მაძღარი მარცვალი სულ ცოტაოდენი დაგრჩებოდათ. ამათშიაც, კარგად რომ გადაარკვევდით, ორი ნამდვილი, შინაარსიანი, საქმის მცოდნე ორატორი დაგრჩებოდათ: ილია და მაჩაბელი, ორთავ ნიჭიერნი, ჭკუით და მადლით მოსილნი, საუცხოვო მცოდნენი ქართული ენისა, მაგრამ მათ შორისაც საზღვარი დიდი იდვა

მაჩაბელი ერთფეროვანი იყო. ამასთან, ბავშვივით გულახდილი, ალალ-მართალი. ავიწყდებოდა, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. რაც გულში ჰქონდა, პირზედაც ის ეკერა. აჩქარებული იყო, მოუთმენელი და რაც გულში ედო, უნდა ერთბაშად ამოელაგებინა. ილია სულ სხვა იყო: დინჯი, აუჩქარებელი, გულის არ ამყოლი. მინამ ენიდგან სიტყვა მოსწყდებოდა, მრავალჯერ მოფიქრებული, აწონ-დაწონილი უნდა ჰქონოდა. მრავალგვარ ფერადებით იცოდა სიტყვის მორთვა. თვალი მარჯვე ჰქონდა და რაწამს შეატყობდა მსმენელთა მოწყენას ანუ უსიამოვნებას, მაშინვე ფანდს იცვლიდა: მკვახე სიტყვას ისროდა და გასაცინებელს რასმე იტყოდა. ხან თუ მედგარი იყო, ულმობელი, შეუპოვარი, უკან დახევაც, — საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა ვაჟკაცისაგან, — კარგად ჰქონდა შეთვისებული. დროზე მარჯვე პასუხი, დროზე მოსწრებული სიტყვა მოხერხებულად იცოდა ილიამ

აიღეთ ასეთი მაგალითი. ერთ საზოგადო კრებაზე ილია გაშმაგებული იბრძოდა. თავმჯდომარედ იყო არტილერიის გენერალი დიმ. მუსხელიშვილი, დიდი მომხრე მაჩაბლისა. ცხარე ლაპარაკში რომ იყო ილია, თავმჯდომარემ უცბად შეაყენა ამ სიტყვებით: — თქვენ, ბატონო, ძალას ატანთ კრებას. აიძულებთ, რომ უსათუოდ თქვენ მოგემხრონ

ილია არ შედრკა და სწრაფად უპასუხა: — ბატონო თავმჯდომარევ, არ მესმის, რა ძალადობაზე მიბრძანებთ?! ერთად-ერთი ჩემი ბრძოლის იარაღი ჭკუაა და აზრი

თუ ჩემი აზრი და ჭკუა ვისმე ძალას ატანს, ეს რა ჩემი ბრალია, ან რა დანაშაულია. ასეთია ჭკუის ბუნება: დიდი ჭკუა ძალადობას იჩენს, პატარას სძლევს, სჯობნის. ამ ძალადობის წინააღმდეგ ვერავინ ვერას გააწყობს, თუნდ მთელი ქვეყნის ზარბაზნები ზედ მიაყენოთ

კრებაზე ყველამ იცოდა, რომ თუ ილია რასმე იტყოდა, მაჩაბელი უსათუოდ წამოხტებოდა და უპასუხებდა. ილიას ეს არ მოსწონდა, გულში ჯავრი მოსდიოდა, მაგრამ არას ამბობდა. ერთხელ ილია ლაპარაკობდა მაჩაბლისკენ ზურგშექცეული, უცბად შედგა და სთქვა: — აი ეხლაც, მაჩაბელი უკვე წამოხტა ზეზე და საპასუხოდ მზად არისო

— ბატონო ზურგს უკან რას ჰხედავთ? მაჩაბელი თავისთვის ზის, — უთხრეს კრებიდგან

ილია არ შეკრთა და მოსწრებით თქვა: — სულერთია, წამოხტება, ვერ მოითმენს. აი, ბატონებო, რუსებს ერთი სათამაშო აქვთ — „ვანკა ვსტანკას“ ეძახიან, — როგორც გინდათ გადააბრუნეთ, საითაც გინდათ გადააგდეთ, ის მაინც წამოხტება და ტანში გასწორდება. აი სწორედ ასეთი ბუნება აქვს ჩვენ ვანოსაც, იმ სათამაშოს სეხნიას

ეს, რასაკვირველია, მაჩაბლის საწყენად ითქვა. ამან მართლაც იწყინა, წამოხტა, სცენის უკან გავარდა და აღელვებული დადიოდა წინ და უკან სულის ამოსაქარვებლად. ამის მაგიერ ამასაც რომ ილიასთვის მოსწრებული პასუხი გაეცა, რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, აკი ვამბობთ, მაჩაბელს ეს ნიჭი აკლდა. პირიქით, ამ გვარ შემთხვევაში ის დაიბნეოდა ხოლმე და ამით ბევრს ჰკარგავდა საზოგადოების თვალში: ამ დროს მას უყვარს მარილიანი მოსწრებული სიტყვა და არა აპილპილება, უკუქცევა

ზემოდ აზრი გამოვთქვი, რომ მოვა დრო, როდესაც უცხო მსესხებლები თავს წამოიწევენ და ილიას ანგარიშებს წარმოუდგენენ. დადგა ეს დროც. ერთ კრებაზე განცხადება იყო შემოტანილი, რომ სოფლის მამულები წელს კალიამ ძლიერ დააზარალაო და მამულის პატრონებს შემწეობა უნდა აღმოეჩინოსო. საჭიროდ სცნეს შველა. აქ წამოდგა ქალაქის მსესხებელთა წარმომადგენელი და რიხით დაიწყო: — აქ სულ ის გვესმის: სოფლის მემამულეებს ეს უბედურება ეწვიათ, ეს გასაჭირი ადგათო. წუწუნებენ და გაიძახიან: ბანკი ჩვენია და ჩვენ უნდა მოგვეშველოს, ხელი გაგვიმართოსო. მერე ჩვენ, ქალაქის სახლების პატრონები ვიღანი ვართ? ჩვენ ბანკის გერები ვართ? რატომ ჩვენ გაჭირვებას არ ჰკითხულობთ, რატომ ჩვენზე არას ჰფიქრობთ?.

— კმარა, კმარა! — მიაძახეს აქეთ-იქიდამ, — დაჩუმდი, გეყოფა! — გინდა თავი მომჭერით, არ გავჩუმდები, მანამ ჩემსას არ ვიტყვი. იძახით, კალიამ დაგვღუპაო. მერე რატომ ჩვენ ქალაქის კალიებზე აღარას ამბობთ? გარწმუნებთ, რომ ქალაქში უფრო მსხვილი კალია იცის, ორფეხი კალია (ამ სიტყვებმა სიცილი გამოიწვიეს). ნუ გეცინებათ, ბატონებო, მართალს მოგახსენებთ. იცით, ბატონებო, რა არის მდგმური? არის მდგმური ღვთისნიერი, ნამუსიანი, ესმის თავის ვალდებულება, ქირას ვადაზე იხდის, მაგრამ არის, და უფრო ხშირი, სხვა ჯურის მდგმურიც, ურჯულო, უნამუსო, ცხოვრობს, ხმას არ იღებს, ქირის გადახდას არ ფიქრობს. გაივლის ესე ოთხი ხუთი თვე და ბოლოს გეუბნება: არა მაქვს, რაც გინდა მიყავიო. დაკარგულს ფულს ვინ ჩივის, შენი ჯიბიდან აძლევ კიდევ, ოღონდ თავიდან მოიშორო. ეს კალია ფეხს გადაინაცვლებს და ახლა სხვის მოსავალს მოსძოვს. აი, ბატონებო, ჩვენი გაჭირვება. მერე ვინ ფიქრობს ჩვენზე, ვის შესტკივა ჩვენთვის თავი? ბანკსა? ბანკმა მხოლოდ ის იცის: არ შეიტანე დროზედ გადასახადი, დაჰკრავს ჩაქუჩს და გაგიყიდის მამულს. ეხლა თქვენ თითონ გადაწყვიტეთ: რა უფრო საშიშია, სოფლის თუ ქალაქის კალია, და გვინდა ჩვენც შველა თუ არა? ილიამ ყველას საერთოდ უპასუხა: — ჩვენც ვიცით, ბატონებო, და გვესმის თქვენი გაჭირვება, მაგრამ ბანკს სადა აქვს იმოდენა შეძლება, იმოდენა ღონე, რომ ყველას გაუძღვეს. უსამართლობა, უსწორ-მასწორობა დიდია ცხოვრებაში, მაგრამ რა ვუშველოთ. გვისაყვედურებენ, მამულებს გვიყიდიანო. მაშ რა ვქნათ? გვიჩვენეთ სხვა გზა. ხომ მოგეხსენებათ, რომ ფული, რომელიც თქვენ გეძლევათ სესხად, თქვენი და ჩვენი ჯიბიდგან არ ამოდის, ამ ფულს სხვისაგან ვსესხულობთ და თქვენ გაწვდით, იმათ მხოლოდ ჩვენი ბანკის გირავნობის ფურცლები უჭირავთ ხელში, ეს ფურცლები ჩვენი თამასუქებია, და თუ ეს თამასუქები დროზე არ გავუნაღდეთ, თავნი და სარგებელი არ გადავუხადეთ, მაშინ ისინი ჩვენს ბანკს დაუკრამენ ჩაქუჩს და გაგვიყიდიან ყველა ავლა-დიდებას, ე. ი. თქვენ მამულებსვე, რადგან მოგეხსენებათ, რომ ბანკს აღებული ვალების უზრუნველსაყოფად სხვა ავლა-დიდება არა მოეპოვება რა

— ყველა ეს ჩვენც ვიცით, ბატონო. ჩვენ სულ სხვა ტკივილი გვაწუხებს: გაჭირვებისათვის თავი ვეღარ აგვიცლია და გთხოვთ რა-იმე შველას, ხსნას

— კიდევ გიმეორებთ, ჩვენი ქვეყნის ხელმოკლეობა, გაჭირვება კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ ყოველ გაჭირვებულს ბანკი პირს ვერ მოსწმენდს. გაჭირვება, ბატონებო, უცნაური რამ ცხოველია, პირი გაუღია და გაიძახის ჩამაყარეთო და რაც უფრო მეტს აყრი, მით უფრო მეტად აღებს პირს, მეტს თხოულობს. გაჭირვება ძირგავარდნილი კასრია, რაც უნდა ბევრი აყაროთ, მაინც ვერ ამოავსებთ

—თქვენ რა გენაღვლებათ, გაჭირვებას არა ჰხედავთ, — გაისმა აქეთ-იქიდგან ხმაურობა, — ზოგი ჩვენს გულშიაც ჩამოიხედეთ, ლამის მამული ყველას ხელიდგან გამოგვეცალოს. ხვალ ყველა ცის ქვეშ უნდა დავრჩეთ უსახლკაროდ, ბოგანო ხალხად უნდა გადავიქცეთ

— ბანკის იმედზე ნუ იქნებით, — განაგრძობს ილია დარიგებას, — თქვენ თავს თქვენვე უნდა უშველოთ. მეტი მხნეობა, მეტი საქმიანობა, მეტი მომჭირნეობა, — აი რა გიხსნით გაჭირვებისაგან. მამულს ახირებული ზნე სჭირს: არ უყვარს მცონარე, უსაქმო, უსა-რისტო პატრონის ხელში ყოფნა, ასეთებს გაურბის და მიდის იმისკენ, ვისაც უკეთესად შეუძლიან მისი მოვლა, ვისაც მეტი ღონე, ხერხი, მუშაობის, საქმიანობის უნარი მოეპოვება. აქ წუწუნი და ჩივილი უადგილოა, საქმეს ვერ უშველის

ბევრმა იწყინა ილიას ასეთი მოძღვრება-დარიგება და, ცოტა არ იყოს, გულისწყრომით უპასუხეს: — ეხლა გვიქადაგებთ მაგას? როცა ბანკს ვაარსებდით, მაშინ სულ სხვას გვეუბნებოდით: ბანკია ჩვენი მხსნელიო, ბანკი მოგვცემს საშუალებას, ჩვენი მამულები გავაუმჯობესოთ, ჩვენი მიწა-წყალი ხელში შევინარჩუნოთო. ასე გამოდის: ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო! მაშ რაღა ოხრად გვინდა ბანკი, თუკი გაჭირვებაში ხელს ვერ გაგვიმართავს. რა მოგვცა ბანკმა? იქამდინ მიგვიყვანა, რომ ოჯახი აგვირივ-დაგვირია, შვილი მამას გადაჰკიდა, მეზობელი მეზობელს, ქართლელი კახელს მოსისხლე მტრად გაუხდა. ჯანიმც გავარდნია ასეთ ბანკს! ისევ სჯობია დავხუროთ, უბედურობის მეტი არა მოგვიტანა რა

სულს ქვეშ რომ ვსთქვათ, ეს უკანასკნელი უნუგეშო სიტყვები, ნატკენი გამწარებული გულიდან ამონახეთქი, არ იყო საფუძველს მოკლებული. ჭავჭავაძის და მაჩაბლის უთავბოლო მტრობამ და ქიშპობამ ეს ნაყოფი გამოიღო. ან აქ რა მოსატანი იყო რაღაც მცონარეობის მოძღვრება რაღაცა გარდუვალი ლტოლვილება, რაღაც თავდავიწყებული სიყვარული მამულებისა, რომ უღონოს გაურბიან და ღონიერთან მირბიან? ვთქვათ, მართალიც იყოს. განა დრო და ადგილი იყო ამის აქ თქმისა? ეს ხომ იმას ემსგავსება, რომ შენ სნეულებით იყო შეპყრობილი, ტკივილები გაწუხებდეს, მიხვიდე ვისთანმე, შესჩივლო, და ეს, იმის მაგიერ, რომ რჩევა-დარიგება მოგცეს, რაიმე წამალი აღმოგიჩინოს ტკივილების დასამშვიდებლად, ზღაპრებით, თუნდაც ლამაზით, აზიზილ-პიპილავებულ ზღაპრებით გაგიმასპინძლდეს. აქ, ცხადია, ილიას თვალმა უმტყუნა, სწორი ალღო ვერ აუღო, თავისი ჩვეულებრივი დარბაისლობა, წინდახედულობა, შორსმჭვრეტელობა ვერ გამოიჩინა

რამდენად მართალი იყო ილიას მოძღვრება? ავიღოთ მაგალითები. განა თვითონ ილიამ სხვებზე უკეთ არ იცოდა, ვის ხელში გადადიოდა მამულები, რომელსაც ბანკი ჰყიდდა? ვინ იყვნენ მყიდველები? უმეტეს ნაწილად, ქალაქის ჩარჩები, სოვდაგრები. მერე რას უშვრებოდნენ ამ მამულებს, „მცონარეთა“ ხელიდგან გამოცლილებს? უვლიდნენ, აკეთებდნენ, მხნეობას, გონიერებას იჩენდნენ ამ მოვლაში? თქვენც არ მომიკვდეთ. ზედაც არ მიჰხედავდნენ, ნახვითაც არ ჰნახავდნენ მამულს. მაშინვე ან ისევ პატრონს უბრუნებდნენ, ან სხვებ-ზე ჰყიდდნენ, რასაკვირველია, ზედმეტი საფასურით. ამ ზედმეტს ჯიბეში იდებდნენ და დანარჩენზე კი ხელს იბანდნენ. ამგვარად, მამული, ცოტა სეირნობის შემდეგ, ისევ ძველ „მცონარეს“ უბრუნ-დებოდა

ავიღოთ კიდევ ერთი სხვა უფრო საგულისხმო მაგალითი. ბორჩალოს მაზრაში მემკვიდრეობით დარჩათ ზემოდ უკვე ნახსენებ კოლა ორბელიანს და გენო ქობულაშვილს ოცი ათასი (20.000) დესეტინა მდიდარი მამული. ერთიც და მეორეც, თქმა არ უნდა, „მცონარენი“ იყვნენ, ამიტომ მამული გაექცათ ხელიდგან და ჩაუვარდათ ხელში მანთაშევს და არამიანცს. ხომ მოგეხსენებათ, რა მხნე და შრომის მოყვარენი იყვნენ ერთიცა და მეორეც? განცხრომაში და ფუფუნებაში ატარებდნენ დროს აქ თუ საზღვარგარეთ, კურორტებზე. მერე, რა უყვეს მამულს? სხვისი ხელით აამუშავეს. ამის უნარი კი, ღვთის წინაშე, ჰქონდათ. მოიხმეს თავიანთი დიდრიცხოვანი რაზმები სპეციალისტებისა: აგრონომები, ჰიდრავლიკები, ტექნიკები და უბრძანეს, აბა გასინჯეთ მამული და გვითხარით, რაშია გამოსადეგიო. გასინჯეს და მოახსენეს: საუცხოვო ადგილია ბამბის მოსაყვანადაო. მეორე ბრძანება: ნუღარ დაახანებთ, მოაწყვეთ და საქმეს შეუდექითო. მოაწყეს: შეიძინეს საჭირო იარაღები და მანქანები, სადაც საჭირო იყო ჭაობიანი ადგილების ამოშრობა, ამოაშრეს, სადაც ურწყავი მიწები იყო, იქ არხები გაიყვანეს. სომხეთიდგან გადმოასახლეს ბამბის მოყვანის მცოდნე გლეხები, დასვეს ადგილზე და გაჩაღდა საქმე

როგორც ჰხედავთ, არც ისეთი ძნელი საქმე ყოფილა, არც ისე თავის მტვრევა და ჩეხა სდომებია, რომ „მცონარეთაგან“ „მცონარეთვე“ ხელში გადასული მამული სარგებლიან, სარფიან საქმედ გადაქცეულიყო. რა მოხდა? დიდი არაფერი სასწაული: დატრიალდა ფული, ცოდნა და ურგები მამული სარგებლიანად იქცა

განა ილიას ასეთი პასუხი არ შეეძლო მიეცა, როდესაც გაჭირვებაში, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილებმა მიჰმართეს მას ხვეწნით, გვიშველე რამეო? მეტყვით: სად ჰყვანდა ილიას ფულიანი ან მცოდნე ხალხიო? მეც აქა ვარ. უნდა ეფიქრა, მოესაზრა, გამოეძია, გამოეკვლია და იქნება შესაძლებელი ყოფილიყო მოხერხება ერთისაც და მეორისაც. მაგრამ ილიას ამაზე ფიქრიც არ ჰსურდა. რატომ? იმიტომ, რომ ღრმად სწამდა თავისი შემცდარი თეორია. „მცონარეს“ მამულს ბანკი ჰყიდდა, ბანკს არა აკლდებოდა რა, პირიქით, შემოსავალი წლითი-წლობით ემატებოდა. მართალია, აქ მემამულე თავის სახლობით იღუპებოდა, მაგრამ რა ვუყოთ, ილიას აზრით ამას არა ეშველება რა, ასეთია შეუბრალებელი სასტიკი ბუნება მამულისა: უღონოს გაურბის, რომ ღონიერის წიაღსა შინა შესაფარი მოიპოვოს! გამოჩნდა კაცი, რომელმაც არ იწამა ილიას მოძღვრება. ეს კაცი უფრო ახლო იდგა სოფლის თავად-აზნაურებთან, ჰხედავდა მის მდგომარეობას, გული შესტკიოდა და იფიქრა, იქნება რაიმე გამოსავალი გზა იყოს შესაძლებელიო. ეს კაცი იყო უკვე ცნობილი დიმიტრი ყიფიანი. ამ ყიფიანმა დაბეჭდა გაზეთში წერილი, სადაც გამოსთქვამდა შემდეგ აზრს: ჩვენი მემამულენი დიდს გაჭირვებას განიცდიან. ბანკის ვალს ვეღარ იხდიან. მამულები ხელიდგან ეცლებათ. უნდა რაიმე ღონე ვიღონოთ, რომ მამული ჩვენ შეგვრჩეს, უცხოელების ხელში არ გადავიდეს, თორემ სრულიად დავიღუპებით, ჩვენი მიწა-წყალი აღარ გვექნება. ერთად-ერთი დაწესებულება გვაქვს, რომელსაც შეუძლიან ხელი მოგვიმართოს. სახეში მაქვს მე ჩვენი საადგილ-მამულო ბანკი. თუ თვით ბანკს არ შეუძლიან გაუძღვეს ამ საქმეს, იქნება შევქმნათ რაიმე კერძო დაწესებულება, რომელიც ამ საქმის მოთავეობას იკისრებს და ბანკთან იმუშავებს. ამ კერძო დაწესებულებას უნდა გადაეცეს დროებით განკარგულებაში ის მამულები, რომელიც ბანკს გადადებული ექნება გასასყიდ-ლად სარგებლის დროით შეუტანლობის გამო. დაწესებულებაში მოწვეულნი უნდა იყვნენ მცოდნე, ნასწავლი ხალხი, რომელსაც უნდა შეეძლოს მამულის უკეთ მოვლა, მისი გამოკეთება. და როდესაც ამ გზით მამული თავის დონეზე დადგებოდა, იგი ისევ ძველ პატრონს უნდა დაბრუნებოდა

როგორც ჰხედავთ, ყიფიანს, ვგონებ, დიდი შეუწყნარებელი ცოდვა არა ჩაუდენია რა. შეიძლება იმის თქმა, რომ აზრი ნათლად არ არის გამოთქმული, საგანი საკმარისად არ არის გაშუქებული, მაგრამ ყიფიანი ამას არცა ჩემობდა. მან მხოლოდ თავის გულის განზრახვა წარმოუდგინა საზოგადოებას და სურვილი გამოსთქვა, რომ სხვებსაც ხმა ამოეღოთ

ილიამ ხმა ამოიღო, რადგანაც მას უფრო შეეხებოდა ეს საქმე, როგორც ბანკის მოთავეს. მაგრამ როგორ გამოეხმო? დაეცა ოთოთაანთ ქორივით, დააცხრა ზედ, ჩასჭიდა ბასრი კლანჭები და სულ ბურტყლები ადინა. რა არ დასწამა საწყალ მოხუც კაცს: უვიცობა, არა-მკითხეობა. ჩვენი ბანკი დღესაც თქვენ დასატვირთავ სახედრად მიგაჩნიათ, რომელიც, გგონიათ, აიტანს ყველაფერს, რაც გინდა საპალნე აჰკიდოთო. ჩვენი ბანკი საიპოტეკო დაწესებულებაა და, როგორც ამგვარ საკრედიტო დაწესებულებას, შეუ-ძლიან ფულის მიცემა მხოლოდ გირაოდ მიღებულ უძრავ მამულებშიო. თქვენ კი ეს ბანკი რაღაც საქველმოქმედო დაწესებულებად გინდათ გადააქციოთ, რომელმაც ამასთანავე უნდა მოაწყოს და მართოს რაღაც სამადლო თავშესაფარი დავრდომილთა, „მცონარეთა“ და უძლურთათვისო. მიჰყვა ასე და, როგორც ილიას მკაცრი, შეუბრალებელი კალმის ამბავი მოგეხსენებათ, სულ ტყავი გააძრო საბრალო მოხუც ყიფიანს, რომელსაც მხოლოდ ის დანაშაული მიუძღოდა, რომ გაბედა და გულითადი სურვილი გამოსთქვა საქვეყნოდ

ყიფიანი სახტად დარჩა, არ მოელოდა, რომ ასე მედგრად დაეცემოდნენ. პირიქით, იმას იმედი ჰქონდა ძმური სიყვარულისა, დალაგებული რჩევა-კვლევისა, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა. და ნახა, რომ იმედი გაუცრუვდა. შეკრთა, შეშფოთდა, რომ ქვეყანაში არცხვენდნენ, თავსა სჭრიდნენ. გაჰმკლავებოდა ილიას, არც ისეთი ადვილი საქმე იყო და, გარდა ამისა, სიბერის გამო, ამისათვის აღარც ღონე და აღარც უნარი მოსდევდა. ამაყმა, თავმომწონე ყიფიანმა ისევ არჩია ქედი მოედრიკა და ასეთი წერილით მიჰმართა ილიას: „მაკმარეთ მაგდენი დამცირება. ქვეყნის სასაცილოდ ნუ გამხდით. პატივი ეცით ჩემს მოხუცებულობას, ჩემს ჭაღარას, მე დავჩუმდები, მოსპეთ თქვენ თქვენი ამხედრება“

ძლივს ვაი-ვაგლახით დავიყოლიეთ ილია მოესპო ამ საგნის შესახებ წერა. შემდეგ ილიასთან ლაპარაკი ჩამომივარდა ამ საკითხის შესახებ და ვუთხარი: იცით რა? ყიფიანის აზრი არ იყო სიმართლეს მოკლებული

— როგორაო? — გაიკვირვა ილიამ და ჩემი სიტყვები თითქოს გაკადნიერებად მიიღო

— მოგახსენებთ. წარმოიდგინეთ, პოლონეთში არის ისეთი და-წესებულება, რომელზედაც ოცნებობს ყიფიანი. ამ დაწესებულებას სახელად ეწოდება სამელიორაციო ბანკი და შეადგენს მხოლოდ განყოფილებას იმავე პოლონეთის მეორე ბანკისას, რომელსაც ეწოდე-ბა „პოლონეთის საერო ბანკი“. ეს უკანასკნელი კი, როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ისეთივე საიპოტეკო ბანკია, როგორიც ჩვენი, ე. ი. მამულებს იღებს გირაოდ და სესხს აძლევს. მაგრამ პოლონეთშიც ისეთივე ამბავი მოხდა, როგორც ჩვენში: მემამულეები ვალს კი იღებდნენ ბანკიდგან, მაგრამ გადახდით ვეღარ იხდიდნენ და მამულები ეყიდებოდათ, უცხოელების ხელში გადადიოდა. ბანკი დაუფიქრდა ამ უბედურებას, ამ სენს და განკურნების წამალიც მოუნახა: დააარსა ბანკთან ზემოდ დასახელებული სამელიორაციო განყოფილება. რას აკეთებდა ეს განყოფილება, რა დანიშნულება ჰქონდა? აი რა: როდესაც ბანკს მიჰმართავდა ვინმე მამულის დასაგირავებლად, ჩვეულებრივ გაგზავნიდნენ დამფასებლებს და ამათი დაფასების კვალობაზე გადასწყვეტდნენ სესხის რაოდენობას, ხოლო ფულს კი მაშინვე ხელში არ მისცემდნენ. ახლა აამუშავებდნენ სამელიორაციო განყოფილებას. ამ განყოფილებას ჰყავდა მრავლად აგრონომები, ინჟენერები და ტექნიკოსები და აი ახლა ამათ გაგზავნიდნენ გირაოდ მიღებულ მამულის გასასინჯავად. ამათ უნდა შეესწავლათ დაწვრილებით მამულის ავ-კარგი, ე. ი. როგორია მიწა, ნიადაგი, რა უფრო იხეირებს იქ, რის გაშენება და მოყვანა უფრო სარფიანი იქნება: ხომ არ არის ჭაობიანი ანუ ურწყავი ადგილები და თუ არის, რა დაჯდება ჭაობის ამოშრობა ან სარწყავი წყლის გამოყვანა; რა მანქანებია საჭირო მამულის დასამუშავებლად და სხვა მრავალი ამგვარი. ბანკს ჰქონდა აგრეთვე საკუთარი საწყობი ყოველგვარ მანქანებისა და იარაღებისა

როდესაც ყველა შეგროვილი მასალა ბანკს წინ ექნებოდა, მაშინ აძლევდნენ მემამულეს ფულს და აგრეთვე მანქანებს და იარაღებს, რასაკვირველია, უზრუნველყოფით. თან გაატანდნენ ინჟენერს, თუ საჭირო იყო, აგრონომს და ტექნიკოსს, რომ პირველ ხანებში ხელმძღვანელობა გაეწიათ საქმის მოსაწყობად. ასეთი დახმარებისათვის, თუ საჭიროება მოითხოვდა, მემამულეს შემდეგშიაც შეეძლო მიემართა ბანკისათვის. ასე და ამგვარად, ბანკი ერთ და იმავე დროს სეს-ხის გამცემიც იყო და მასწავლებელიც, ხელმძღვანელიც

ილია მისმენდა, მაგრამ ვატყობდი, რომ ცოტა ეჭვი ეპარებოდა, არ იცოდა, მართალს ვამბობდი, თუ სადღაც ზღაპრად გაგონილ ამბავს ვუთხრობდი. ამის გასაქარწყლებლად ილიას ვუთხარი, რომ ყველა ზემოდ ნათქვამი დაწვრილებით და სავსებით არის ახსნილი და გარკვეული კიევის უნივერსიტეტის პროფესორის ანტონოვიჩის წიგნში, რომელსაც სათაურად აქვს „სამელიორაციო ბანკი პოლონეთში“

ეტყობა ამ ცნობებმა იმოქმედეს ილიაზე, რომ სახე შეიცვალა და მითხრა, არ შეიძლება ერთი ეგ წიგნი ვიშოვოთო. მე პირადად არ ვცდილვარ ამისათვის, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ილიას წიგნი თუნდ წაეკითხა კიდეც, არაფერი გამოვიდოდა. ილია უკვე ხანში შესული იყო, ცხოვრებისა და მუშაობისაგან დაღლილი და ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა, რადგან საქმე მართლაც დიდი იყო და ფრიად რთული. შეიძლებოდა უფრო ახალგაზრდა, მხნეობით, ღონით და ინიციატივით სავსე მოღვაწენი ჩასდგომოდნენ ამ საქმეს სათავეში, მაგრამ ილია მისცემდა კი ამათ მსვლელობას? არა მგონია. აგერ მაჩაბელი განა არ იყო ამისთანა ახალგაზრდა, მაგრამ ილიამ ხომ არ მოისვენა, მანამ სამუდამოდ არ მოიდნო

25 თავი XXIII

▲ზევით დაბრუნება


თავი XXIII და-ძმა უორდროპები ბანკის სხდომაზე. ულმობელი ბრძოლა ილიასა და ივ. მაჩაბელს შორის ბანკში დარჩენის გამო. საარჩევნო კრებები. ქართლელ და კახელ თავადაზნაურობის ორ ბანაკად დაყოფა. ახალგაზრდობა ბანკის კრებებზე. შიო ჩიტა-ძე. მიზეზი ახალგაზრდობის მტრული დამოკიდებულებისა ილიასადმი. თავადიშვილების იარაღით გაწევ-გამოწევა ერთმანეთზე. არჩევნების დაწყება. „ნეიტრალური დასი“. კენჭები. ივ. მაჩაბლის ხელახლა არჩევა. ილიას განცხადება წასვლის შესახებ. მაჩაბლის არჩევის უკანონოდ ცნობა და ილიას დაბრუნება ბანკში. მაჩაბლის მიწვევა „გორის სინდიკატში“. ივ. მაჩაბლის უკვალოდ დაკარგვა და ძებნა. აკაკის ნაოხუნჯარი. „ნეიტრალისტების“ მოწყობა ბანკში. ერთი მათგანის მიერ ფულის გაფლანგვა და აკაკის ლექსი

ვუბრუნდები მაჩაბლისა და ილიას ბრძოლის ამბავს. მაგრამ ჯერ ერთი პატარა ამბავი მინდა გავიხსენო. ბანკის მრავალრიცხოვან კრებებზე დიდის ხალისით და გულმოდგინებით ესწრებოდნენ ჩვენთვის უკვე ცნობილნი ინგლისელები, და-ძმანი უორდროპები

რაც კი ქართველთა ცხოვრებას შეეხებოდა, ყველას ერთგულად თვალყურს ადევნებდნენ

ერთ კრებაზე თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა მუხრანსკიმ გამოუცხადა დამსწრესაზოგადოებას: ხვალ დიდი სადღესასწაულო დღეა და ყველანი პარაკლისზე უნდა დავესწროთ სიონში და, რომ დრო არ დავკარგოთ, დილის სრულ ცხრა საათზე მობრძანდებით კრებაზე, თერთმეტ საათამდე საქმეს ცოტა წინ წავწევთ და მერე აქედგან ყველანი ერთად სიონში წავალთო. ქართველ კაცს დაპირება ხომ არასოდეს არ გაუჭირდება, თქვენ დანაპირის ასრულება მიბრძანეთ! მეორე დღეს ბანკის თანამშრომელნი და თავმჯდომარე დილის ცხრა საათზე უკვე თეატრში ვიყავით ჩვენ ალაგას. გავიხედ-გამოვიხედეთ, თეატრი სრულებით ცარიელია. ადამიანის ჭაჭანება არა სჩანს. უცბად ერთი ლოჟიდგან ჩუმი ლაპარაკი მოგვესმა: ლოჟაში უკვე სხედან ჩვენი ნაცნობი და-ძმანი უორდროპები. ვერ მოვითმინე, რომ ჩემი გულისთქმა არ გამომემჟღავნებია და ვუთხარი თავმჯდომარეს: აი აშკარა, თვალსაჩინო მაგალითი ინგლისელების კულტურულობისა და ჩვენი უკულტურობისა. ითქვა ცხრა საათზეო და ეს ერთი თქმა საკმარისი იყო, რომ ესენი დროზედ თავის ადგილას ყოფილიყვნენ. როდის ძლივ-ძლიობით, ერთი ოციოდე კაცი მოგროვდა, მაგრამ ისინიც მალე დაიფანტნენ და კრება არ შესდგა

მაჩაბელს ვადა გაუვიდა სამსახურისა. კრებაზე ხელახლად არჩევანი უნდა მომხდარიყო. შეიქმნა ბრძოლა ულმობელი, უკანასკნე-ლი, ბედის გადამწყვეტი, ვინ დარჩებოდა ბანკში, ილია თუ მაჩაბელი. ილიას მომხრეები საქვეყნოდ აცხადებდნენ: თუ მაჩაბელი ხელახლად ამოირჩიეს, ილია ბანკს თავს დაანებებსო. ვნებათა ღელვამ უკიდურეს მწვერვალს მიაღწია. ორთავე მხარემ გაშალეს თავიანთი დროშები, შემოკრბნენ ძალნი, ძალნი ცისანი და ჯოჯოხეთ-ბნელეთისანი, ძალნი ზესკნელნი და ქვესკნელნი. ერთმანეთს აღარა ზოგავდნენ. აღარ იყო არავის შეწყალება, შებრალება. ილია გრგვინავ-და, სჭექდა და ქუხდა. მაჩაბელი ფიცხობდა, თრთოდა, ნერვებაშლილი დედაკაცივით ჟინიანობდა

ილიამ ხელგაშლით გამოამზევა სრული სიდიადე და ძლიერება თავისი ბრწყინვალე ქართული ენისა, გონების სიფხიზლე და გამჭრიახობა. ელვასავით გამოჰკრთებოდა მისი მოულოდნელი ლამაზი შედარება, მოსწრებული სიტყვა, რომელიც ყველას, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, ჰხიბლავდა, სიამოვნების ღიმილს ჰგვრიდა ტუჩებზე. მაჩაბელი არანაკლებ ენამზეობდა ქართულში. ამისი ლაპა-რაკი მჩქეფარე, მოჩუხჩუხე წყაროს მოგაგონებდათ. მისი სიტყვა შინაარსიანი იყო, მდიდარი ბანკის საქმის ცოდნით, მაგრამ ფერადობა აკლდა. ამისი სიტყვა უცვლელად ერთ კალაპოტში მიმდინარეობდა, ყურს ხან აყრუებდა, ხან აბრუებდა, ცოტად ძილსაცა ჰგვრი-და. მაჩაბელს არ ეხერხებოდა ილიასავით მოხდენილი მიხვრა-მოხვრა, ხმისა და სიტყვის მიმდინარეობის შეცვლა, რომ მსმენელთათვის მოწყენილობა არ შეემჩნევინებინა, მათი ყურადღება არ დაედუნებინა. მაჩაბელი სრულებით მოკლებული იყო უნარს სხვადასხვა ორატორული ფანდები ეხმარა. ილია სიტყვას დროზე მოაყრიდა მარილს, პილპილსაც არ დააკლებდა, რაც მსმენელს სიფხიზლეს მატებდა, სმენის მადას უღვიძებდა. ილიას, რაც უნდა ცეცხლი დატრიალებულიყო მის გულში, შეეძლო, თუ გარემოება მოითხოვდა, გარეგნობით არ ეჩვენებინა. მაჩაბელი, პირიქით, გულის ვარამს ვერა ჰფარავდა, თავს ვერ იჭერდა, თრთოდა, ღელავდა, შფოთავდა, სახე გაუფითრდებოდა, და ხმა ისტერიულ კივილად გადაექცეოდა ხოლმე. ეს მეტად ხელს უშლიდა მაჩაბელს და მისი სიტყვა არასასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებდა. ილია წყნარად, დინჯად იჯდა, მოთმინებით უსმენდა მოწინააღმდეგეს, თვალ-ყურს ადევნებდა ყველაფერს და წამოდგებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავდა, რომ ხმის ამოუღებლობა არ ივარგებდა. მაჩაბელი მოუსვენრად იჯდა, ჰბორგავდა ყოველ სიტყვაზე, მის წინააღმდეგ მიმართულზე, თუნდა ეს სიტყვა უმნიშვნელოც ყოფილიყო, ფიცხლავ წამოვარდებოდა საპასუხოდ, თითქოს ელექტრონის მავთულები აქვს ტანში გაყვანილი და ელექტრონის ნაკადი მოსვენებას არ აძლევს და ახტუნებსო

ილიას და მაჩაბლის დაფნის გვირგვინები მოსვენებას არ აძლევდნენ სხვებსაც, რომელნიც თავიანთ თავს დიდ ორატორებად სთვლიდნენ. ჩაჰბერეს სტვირის გუდას, მოხსნეს პირი და წარმოსქდა დაუსრულებელი ლაპარაკის ნიაღვარი. ნამდვილი წარღვნა იყო. სრული ოცდარვა დღე გაგრძელდა ეს წყლის დენა. ბანკი ვიღას აგონდებოდა, ბანკიც და მისი საქმეებიც ყველას მიავიწყდა, ჭირვეულობის ჟინმა გაიტაცა ყველა, აბა, ვინ ვის აჯობებსო. თუ ვისმე მსესხებელს გაჭირვება ჰქონდა, მოდიოდა და იხვეწებოდა: ჩემი საქმე ააჩქარეთო, ფული მჭირიაო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა

ესეც დადგებოდა, დაუგდებდა ყურს, არ ესმოდა, რაზე ჩხუბობდნენ, რაზე იმტვრევდნენ თავ-პირს, ქვას მიაგდებდა, თან ამ სიტყვებს მიაყო-ლებდა: თავშიაც ქვა გიხლიათ და გულში ლახვარიო, და გასწევდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოებაში, რომელიც ამავე საქმეს ადგა, როგორსაც ჩვენი ბანკი. ჩვენი მეტოქე იყო და უხაროდა ჩვენი მამლაყინწობა, ჩვენს ანთებულ კოკონაზე ხელს ითბობდა, ჩვენები კი განაგრძობდნენ თავიანთ საქმეთა საგმიროთა: ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ

მერე რა ჰქონდათ ამდენი სალაპარაკო? იმის წინად სამინისტროს რევიზია მოხდა ბანკში. ბოროტმოქმედება, დიდი უწესობა, რასაკვირველია, არაფერი უპოვიათ, ამ მხრივ ილიას მმართველობა უმწიკვლო იყო. წვრილმანი ნაკლულევანება კი, როგორც საქმის წარმოებაში, ისე საზოგადოდ საბანკო ოპერაციებში, ბლომად აღნიშნეს. აი ეს დაიხვიეს ხელზე ილიას მოწინააღმდეგეთ და გაჰქონდათ და გამოჰქონდათ. ჩიტი ბდღვნად არა ღირდა, დევნა მეტი იყოვო, — სწორედ ამაზე ითქმოდა

მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვის მასალა იყო, თავი და თავი კი ის გახლდათ, რომ რაიმე საბუთი ეშოვნათ ილიასათვის კლანჭის გამოსაკრავად. მადლობა ღმერთს, ლაპარაკის მასალა მაინც მიეცათ. და ამოიდგა ყველამ ენა. ლაპარაკობდნენ ისეთებიც, რომელთაც ენის ზადი ჰქონდათ და პირში ენას ძლივს ატრიალებდნენ. არა ლაპარაკობდნენ კი, რაღასაც ლუღლუღებდნენ. ლაპარაკობდნენ სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი, გამოწკეპილი ვაჟბატონები, რომელთაც ბანკიც და ქართული საქმეც ფეხებზე ეკიდათ. მაშ ვინ ატანდა ძალას, რად იწუხებდნენ თავს? აბა შეგეხედნათ: ლოჟები გავსებული იყო ქართველ წარჩინებულთა ქალებით და მანდილოსნებით. ხვალ ეს ბრწყინვალე ორატორი მივიდოდა იმათ ოჯახში სადარბაზოდ და თავმოწონებით იტყოდა: როგორ მოგეწონათ გუშინდელი ჩემი სიტყვა? ხომ კარგი მათრახები გადავკარი იმ ცუნცრუკა მაჩაბელს? სთქვა სიტყვა, და მგონი ორჯელაც, ჩვენმა მკვეხარა, მოტრაბახე ორბელიანმაც. იმის ლაპარაკში რიხი დიდი იყო, ლამაზი სიტყვების რახა-რუხიც ბევრი იყო, ხოლო კარგად რომ გასცხრილავდი და გასწმენდდი, ხედავდი, რომ შიგ ფარსაგი ბევრი არაფერი ეყარა, და იტყოდი: ვიხილე ნათქვამი შენი, ხოლო შიგ ვპოვე ვერა-რა

საკმარისი იყო ერთი ვისმე თავზე ხელ-აღებულს წამოესროლა რაიმე წინდაუხედავი სიტყვა, რომ ამტყდარიყო ყვირილი, ხმაურობა, ყიჟინი, ატეხილიყო ერთი ყოფა, ჩოჩქოლი, ერთმანეთზე მიწევა, მანამ ერთი ვინმე გონიერი არ ჩაერეოდა საქმეში და არ დააშოშმინებდა ამ აღელვებულ ხალხს. რომ ამდგარიყავით და მიგემართათ ამ მყვირალა ხალხისათვის პუშკინის სიტყვებით: „О чем шумите вы, народные витьи?“, მერწმუნეთ, ბევრი ვერ მოგცემდათ პასუხს, რადგან თითონაც არა უწყოდეს, რასა იქმოდენ

დიდი გახრწნილება და ზნეობის დაცემა გამეფდა ჩვენს საზოგადოებაში. ერთსაცა და მეორე მხარესაც აუარებელი ხალხი ჩამოერეკათ სოფლებიდან, ქალაქებიდან და ეთქვათ: შენ ჭავჭავაძისტი ხარ, შენ მაჩაბელისტიო და აბა ეცადეთო. ესენიც ცდილობდნენ: რასაც ჭავჭავაძე თუ იმისი მომხრეები იტყოდნენ, ის მაჩა-ბელისტებს არ მოსწონდათ, თუნდაც ჭკვიანური, მიუდგომელი რამ ეთქვათ, სულ ერთი იყო: რაკი ჭავჭავაძემ სთქვა, მა-ჩაბელისტებს უნდა დაეწუნათ, და აგრეთვე მაჩაბლის ნათქვამი ჭავჭავაძისტებს არ უნდა მოეწონათ. ასე უთხრეს და რა ექნათ ამათაც. პურის ჭამაში კი, ღვთის წინაშე, გულუხვი მასპინძლები იყვნენ ორივე მხარე. ნამდვილი ქართული პურადობა გამოიჩინეს, არასა ზოგავდნენ. ქართლელებისთვის რაღაცა კლუბი თუ საზაფხულო თეატრი ჰქონდათ დაქირავებული, იქ ბინადრობდნენ. ვერც კახელები დაემდურებოდნენ თავიანთ ბედს. ესენიც კარგად იყვნენ დაბინადრებულნი. ახლად ჩამოსულნი, გუშინ რომ დაცვეთილ-დაგლეჯილები დაიარებოდნენ, დღეს ახალ ფეხსაცმელებში გამოწყობილნი და ახალ, კოხტად ჩატეხილ ქუდებში დადიოდნენ ყელმოღერებულები. ვინ იხარჯებოდა ასე უხვად, ვისი ჯიბიდან ამოდიოდა ფული? ეს ჩვენ შო-რის დარჩეს: მეჭორეები ვინ იცის, რა ხმებს არ ავრცელებდნენ, მაგრამ განა ამათ დაეჯერებათ რამე? დრო მიდიოდა, ყველანი მოიღალნენ, ტანში მოიშალნენ. ცოტაოდენი რამ საკმარისი იყო, რომ ატეხილიყო ერთი ალიაქოთი, ჩოჩქოლი, აურზაური, ერთმანეთზე მიეწიათ და იარაღისათვის ხელი წაევლოთ. ვაგლახ-ორატორები კი არ აყენებდნენ თავიანთ გრძელ ენებს და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ. ამათ სრულიად დაავიწყდათ, რომ მათ გვერდით ისხდნენ არა-მოლაპარაკენი და ტკბი-ლად ამთქნარებდნენ. ამ უკანასკნელთ მოსწყინდათ უთავბოლო, გაუთავებელი ენათა ბრგვევა, სიტყვების რახა-რუხი, მოჰბეზრდათ ქალაქში უსაქმოდ ხეტიალი იმ დროს, როდესაც შინ ოჯახი და მამული უპატრონოდ იყვნენ დარჩენილნი

აქ ერთი გარემოება უნდა აღვნიშნოთ. ილიას თვალი და ყური სულ პარტერისკენ ეჭირა, გამოწკეპილ ორატორებს თვალები სულ ლოჟებისკენ ჰქონდათ მიბრეცილი. ყველას დაავიწყდა, რომ თეატრში არის კიდევ ქანდარა, სადაც თავი მოეყარა მოზარდ თაობას, მოსწავლე ახალგაზრდობას და სულგანაბულნი თავალყურს ადევნებდა, თუ როგორ იშლებოდა, ვით ძაფის გორგალი, დრამა ილიასა და მაჩაბელს შორის. წარმოიდგინეთ, ეს ახალგაზრდობა მაჩაბელს უფრო მეტს თანაგრძნობას და სიყვარულს უცხადებდა, ვიდრე ილიას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქიდგან ხშირად მოისმოდა ხოლმე სტვენა და უკმაყოფილების ხმაურობა, მეტადრე, როდესაც ილია მეტის სიმკაცრით და გაუკითხავად დააცხრებოდა ხოლმე მაჩაბელს, როგორც გაალმასებული ქორი წიწილას. მეტადრე კარგად ჩამახსოვდა შიო ჩიტაძე111, რომელიც მაშინ სემინარიის მოწაფე იყო. არ დამავიწყ-დება იმის აღგზნებული, ცეცხლივით გაელვარებული თვალები, რომელნიც გაშმაგებით დაშტერებოდნენ ილიას. თვალი ისე ჰქონდა თვალში გაყრილი, როგორც გაონავრებულ ფუტკარს ნესტარი. იფიქრებდით, ეს-ეს არის დაეცემა ილიას, გაჰგლეჯს და გადაჰყლაპავსო. მიკვირს, ილიას მარჯვე თვალს და მახვილ ყურს როგორ გამოეპარა ეს გარემოება და არა იღონა რა, რომ ცოტად მაინც მოელბო და მოეზიდა ახალგაზრდობის გული. ილიამ ალღო ვერ აუღო ამას, პირიქით, უფრო მეტის ახირებით და დაჟინებით განაგრძობდა თავის სიმკაცრეს და სისასტიკეს მაჩაბლის მიმართ

იქნება აქ უნდა ვეძიოთ ჩანასახი იმ დიდი ტრაგედიისა, რო-მელიც წიწამურის გოლგოთით დასრულდა. ნუ დაივიწყებთ, რომ მაშინდელი ახალგაზრდობა, მეტადრე სემინარიელები, ძველი წესწყობილების წინააღმდეგ მებრძოლნი იყვნენ და მებრძოლთა ბანაკში იყო შიო ჩიტაძეც. ორიოდ სიტყვა უნდა ითქვას ამ ჩიტაძეზე. შიო ნიჭიერი და მხნე მოღვაწე იყო. 1905 წ., როდესაც, პირ-ველ რევოლუციონურ მოძრაობის ჩაქრობის შემდეგ, ტფილისში დანავარდობდა და მძვინვარებდა ცნობილი პოლიციის უფროსი მარტინოვი, ჩიტაძე ქართულ გიმნაზიის გამგედ იყო. ერთხელ მარტინოვი ყაზახებით გზად მიდენილა და გიმნაზიის შენობას რომ დაუახლოვდა, შენობიდან ვიღაცას ყუმბარა გადმოეგდო და მარტინოვი დაეჭრათ. ყაზახებმა თოფის სროლა ასტეხეს. ჩიტაძეს მოენდომებინა შეეტყო, რა თოფის სროლაა, რა მოხდაო და მეორე სართუ-ლის ფანჯარას გადმოეყუდა თურმე. ყაზახებმა რომ ეს დაინახეს, ეგონათ, სწორედ ეს იქნება ყუმბარის გადმომგდებიო და, ეტყობა, ხელახლად კიდევ აპირებს გადმოგდებასაო, ამიტომ მაშინვე თოფები ზედი-ზედ დააყოლეს და მოკლეს, ასე რომ ფანჯრიდგან ადგომაც ვეღარ მოასწრო

ეხლა ვიკითხოთ, რა იყო მიზეზი, რომ ახალგაზრდობა ასე მტრულად უყურებდა ილიას? მე მგონია, აქ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მოვლენაა. ვთქვათ, ქუჩაში მიდიხართ და დაინახეთ, რომ დიდი პატარას სცემს, ღონიერი უღონოს სჩაგრავს. თუ გული გაქვავებული არა გაქვთ, უსათუოდ პატარას, სუსტს, უღონოს გამოესარჩლებით, განუსჯელად იმისა, მართალია იგი თუ მტყუანი. რასაკვირველია, ამას ისიც ემატებოდა, რომ ილიას სთვლიდნენ ძველ წესრიგის დედა-ბოძად და მის ძალ-მომრეობას, მის ამხედრებას მაჩაბლის მიმართ იმას აწერდნენ, რომ ეს უკანასკნელი უფრო ახალი ცხოვრების მომხრეაო. რამდენად მართალი იყო ასეთი შეხედულება, ჩვენ ამის კვლევა-ძიებაში არ შევდივართ, ვიმეორებთ, ჩვენ ამას აღვნიშნავთ აქ, როგორც ფსიქოლოგიურ მომენტს

ეხლა კი თვით ენა-დაგძელებული ორატორებიც მოსტყდნენ, მოიღალნენ, ქანცი გამოელიათ. ხალისი აღარა ჰქონდათ ლაპარაკისა, მხოლოდ ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, უბრალო რამ სიტყვა, წამოცდენით ნათქვამი, საკმარისი იყო, რომ ერთმანეთს წაჰკიდებოდნენ, ხმა აღემაღლებინათ, ახლა ამათ დამქაშები ბანს მისცემდნენ და ატყდებოდა ერთი ორომტრიალი. აჰყვებოდნენ ასე და აღარ დაწყნარდებოდნენ, მანამ საქმე ძალადობაზე, იარაღით შეტევაზე არ მიდგებოდა. და აკი იარაღსაც მიჰმართეს კიდეც. ეს ასე მოხდა

კრების თავმჯდომარეს, რომელიც მაჩაბლის დიდი მომხრე იყო და ჭავჭავაძის მომხრეთ კი, ცოტა არ იყოს, მიდგომით ეპყრობოდა, ზედამხედველი კომიტეტის წევრმა, ჭავჭავაძის მომხრემ, რაღაცა შე-ნიშვნა მისცა შეუფერებელი, უშვერი კილოთი. თავმჯდომარემ ეს იწყინა, იუკადრისა და მიჰმართა თავის მომხრეთ: — რას უყურებთო? აქ წამოხტა თავის ადგილიდგან პარტერში კოლა ორბელიანი და რევოლვერით ხელში გამოექანა სცენისკენ, სადაც ზედამხვედველი კომიტეტი იჯდა, თან გამოჰყვნენ სხვებიც იარაღზე ხელ-წავლებულნი. ამავე დროს სცენაზე საიდგანღაც, თითქოს მიწიდგან ამოძვ-რაო, გაჩნდა თავზეხელაღებული ლელო ანდრონიკაშვილი და ხანჯალ ამოწვდილი გაეგება კოლა ორბელიანს. უსათუოდ უბედურება დატრიალდებოდა, რომ ამ დროს კორესპონდენტების ადგილიდან არ წამომხტარიყო მარდი დათა მიქელაძე (მწერლობაში ცნობილი „მეველეს“ ფსევდონიმით) და შუაში არ ჩასდგომოდათ

— ბატონო, — მიუბრუნდა ორბელიანს, — მიბრძანით თქვენ ალაგას, როგორც ვხედავ, თქვენ იარაღის ხმარება არ გცოდნიათ! ეს ისეთი დინჯის და თან მტკიცე კილოთი იყო ნათქვამი, რომ დარცხვენილი ორბელიანი უსიტყვოდ უკან დაბრუნდა. მართლაცდა, ორბელიანმა აქაც ჩვეულებრივი სიმჩატე გამოიჩინა, აბა რომელი ჭკვიანი კაცი იზამს ამას, აუღია ხელში რევოლვერი და ამოდენა გზას მოდის მუქარით. არა, ის, ვისაც ეს ემუქრება, კუტი იყო, ბრმა, რომ დროზე ღონე არ მიეღო და თავისთვის არ ეშველა?! ამისთანებში დათა მიქელაძე კარგად იყო გამოცდილი და აკი იმიტომაც დასცინა ორბელიანს, ხმარება არ გცოდნია იარაღისაო. ეს შემთხვევა ბრმასაც კი თვალს აუხელდა და აქ კი თვალხილულნიც, თითქოს განგებ, თვალებზე ხელს იფარებდნენ და არაფრის დანახვა არ უნდოდათ. მეტადრე მაკვირვებდა ილია: კარგად ჰხედავდა, რომ ურემი დიდს დაღმართს დაეშვა, თავს ვეღარ უჭერს, საცაა კლდეში გადაიჩეხება და დაიმსხვრევა. მაგრამ ილია წარბსაც არ იხრიდა, შეაგდო ქვა და შეუშვირა თავიო, სწორედ ამაზე ითქმოდა, აჰყვა თავის ჟინიანობას, სრულიად დაემორჩილა თავის გულისთქმას და ამას იქით აღარას ჰხედავდა, აღარა ახსოვდა რა, თითქოს მაჩაბლის ყოფნა-არყოფნაზე იყო დამოკიდებული მთელი „ქართვლის ბედი“. ამას რომ ვხედავდი, ცხადად გავითვალისწინე ჩვენი ქართული ისტორია. აი თურმე რა და ვინ ყოფილან ჩვენი დამღუპველნი, ეხლა მესმის, დღესაც წყევლით და კრულვით რად იხსენიებს ჩვენი ხალხი ასეთ მოღვაწეებს, როგორიც იყვნენ ზურაბ წერეთელი, ნუგზარ ერისთავი, ამილახვრები და ბევრნი სხვანი ამათგვარნი! მამლები რომ წაძიძგილდებიან, ერთმანეთს ვერ მოჰშორდე-ბიან, ან წყალი უნდა დაასხა, ან მაგარი ჯოხი უნდა არტყა, რომ ისინი გააშველო. ასე მოუხდათ ჩვენი ბანკის მამლაყინწებსაც. ადგილობრივმა მთავრობამ, ცხადია, იცოდა, თავისით, თუ ვისიმე დასმენით, რაც ბანკის კრებაზე უმსგავსობა და უწესობა ხდებოდა. ამ კრებაზე გამოცხადდა პოლიციის უფროსი თავის თანმხლებლებით და ასე უთხრა თავმჯდომარეს: ჩვენამდე მოაღწია ამბავმა, რომ აქ, კრებაზე რაღაც არეულობა და უწესობა ხდება, ეს დაუშვებელია, გთხოვთ, ამ ორ სამ დღეში თქვენვე დაამთავროთ კრება, წინააღმ-დეგ შემთხვევაში ჩვენ თითონ დავხურავთ, და თუ აქ მოხდა რამე, მთელი პასუხისგება თქვენ დაგეკისრებათო

ამ თავზე ლაფის დასხმას ელოდნენ, ეს სირცხვილი უნდა ეჭამათ, რომ ჩვენი „ბრწყინვალე“, წარჩინებული გვარის კაცნი გონს მოსულიყვნენ. საჩქაროდ მიაფუჩეჩეს საქმეები და შეუდგნენ ამ კომედიის თუ დრამის უკანასკნელ მოქმედებას, იმას, რისთვისაც თითქმის მთელი თვე თავს იმტვრევდნენ, ე. ი. არჩევნებს, კენჭაობას. ამ კენჭს უნდა გადაეწყვიტა ილიასი და მაჩაბლის გაუთავებელი დავა, ე. ი. ვინ უნდა იყოს ბანკში: ჭავჭავაძე თუ მაჩაბელი

ორთავე ბანაკმა ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი თავის საკენჭაოდ მომზადბულ რაზმებს, დათვალეს, ანგარიში ჩააგდეს, ივარაუდეს და ნახეს, რომ არ კმაროდა, — სოფლად თუ ქალაქად დარჩენილი სათადარიგო ძალებიც უნდა მოეშველებინათ. აფრინეს სანდო კაცები და ჩამორეკეს ქართლიდან რკინის გზით, ტივებით, ცხენით თუ ფეხით საჭირო ძალები. კახეთიდამაც მოაშველეს. მხოლოდ არ ვიცი კი რა გზით, რადგან მაშინ იქით რკინის გზა არ იყო და სა-ტივე გზა ხომ არასოდეს ყოფილა. რამ არივ-დარივა მებრძოლთა ანგარიშები, რად მოუნდათ ასე სასწრაფოდ მეშველი ძალები? აი რად

ამ კრების დროს თავი იჩინა ახალმა ჯგუფმა, ახალგაზდებიდგან შედგენილმა, ესრედ წოდებულმა „ნეიტრალმა“ ჯგუფმა. როგორც თითონ სიტყვა ნეიტრალიდგან სჩანს, ამ ჯგუფმა თავის მოქმედების საგნად დაისახა ნეიტრალობა, ე. ი. სრული მიუდგომლობა, ან და მომხრეობა იმისი, ვისაც სიმართლე მიუძღვის. მაგრამ სიტყვა-სიტყვაა, საქმე კი სხვაა, მალე ტყავი იბრუნეს და გვიჩვენეს თავიანთი ნამდვილი ბუნება: ამისიც იყვნენ, იმისიც, აქეთაც იყვნენ, იქითაც

ამ ჯგუფს მეტ სახელად პეიტარები დაარქვეს. კარგი გაგეშილი მეძებარივით სუნს იღებდნენ, ეძებდნენ, სად უფრო მეტი გამოსარჩენი იქნება, სად უფრო მეტი ძალააო. ჩქარაც მიაგნეს: ილია და მისი პარტია უფრო მძლავრი იყო, უფრო საიმედო და ეს ჯგუფიც ამათ მიემხრო, თუმცა პირველად ბევრი მათგანი უფრო მაჩაბელს თანაუგრძნობდა

მახსოვს, ერთ სადილზე, რომელსაც მაჩაბელიც დაესწრო, ერთმა ამ ჯგუფიდან სიტყვით მიჰმართა მაჩაბელს და თითქმის სიყვარულს და სრულ ერთგულებას უცხადებდა. არ გასულა სულ ერთი კვირა, რომ იგივე პიროვნება ვნახე მოლაპარაკე მეორე ალაგას, სადაც ჭავჭავაძე იყო. ახლა ამას ულაქუცებდა და მაჩაბელს წიხლსა ჰკრავდა. ჩემი თვალით რომ არ მენახა და ჩემი ყურით არ მომესმინა, არ დავიჯერებდი. რაც უნდა იყოს, ასეთს ცვალებადობასაც, ასეთ წაჯექ-უკუჯექობასაც დიდი ნიჭი უნდა. მერე, ხელთ რომ ჩავიგდე მარტოდ, დავეკითხე: — კაცო, რას ლაპარაკობდი, ეგ სადაურია-მეთქი, ეგ ხომ ხან ისე და ხან ასე გამოდის

— შენ ჩუმად იყავ, მერე ყველაფერს გაიგებო, — მიპასუხა. ყიზილბაშობა და ოინბაზობა ამ ჯგუფს, ეტყობა, კარგად შეესწავლა და შეეთვისებია. მალე ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ ესენი ჭავჭავაძის ყურ-მოჭრილნი ყმანი არიან. მაგრამ ილიას ძვირად დაუჯდა ამათი მოყმეობა: ყმანი აღმოჩნდნენ ორგულნი და ვერაგნი

თითონ ამ ჯგუფმა კი კარგი სასყიდელი მიიღო ამ ვერაგობისთვის: ერთმა დირექტორობა მიიღო ბანკში, ორნი ზედამხედველ კომიტეტის წევრებად იყვნენ არჩეულნი და ერთსაც კიდევ კაი სუბსიდია მიეცა კვირეულ თუ ორკვირეულ სამეურნეო ჟურნალის გამოსაცემად. ჯგუფი სულმთლად, მგონი, ორმოცი კაცისაგან შესდგებოდა, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ სასწორის უღელი ერთ მხარეს გადიხაროს

აი ეს იყო მიზეზი, რომ მაჩაბლისტები დაფაცურდნენ და მეშველი ძალები მოიწვიეს

არჩევნების დროც დადგა, დაიწყო კენჭების რახა-რუხი. ენების მაგიერ დაიწყო მუნჯი კენჭების ღაღადი. ათასამდე კაცს უნდა ჩაეგდო კენჭი, მერე ისიც შვიდ თუ რვა ყუთში, რადგან მაჩაბელს გარდა, საარჩევნო ყუთები ედგათ დამფასებლებს და ზედამხედველ კომიტეტის წევრებსაც. ამას, რასაკვირველია, დიდი დრო მოუნდებოდა. მართლაც და დილით დაიწყო კენჭის ყრა და თითქმის შუაღამემდე იყო მიტანებული, რომ გათავდა. დათვლა ყოვლად შეუძ-ლებელი გახდა, ღამე უნდა გაეთენებინათ, ამიტომაც დათვლა მეორე დღისთვის გადიდო, კენჭის ყუთებს ყარაულები დაუყენეს და დაიშალნენ

დაიშალნენ, მაგრამ მაინც კენჭებს გარშემოსტრიალებდნენ, ბჭობდნენ, ანგარიშობდნენ, მაჩაბელი გავა თუ არაო. მაჩაბლის ერთმა თავგადადებულმა მომხრემ, გადარეულმა კიკო ჩოლოყაშვილმა ყური მოჰკრა სადღაც, რომ მაჩაბელს ცოტა უჩანს ყუთში თეთრი კენჭიო, და ასტყდა: ეხლავ წავალ, ყუთებს ავურევ-დავურევ, დაპნეულ კენჭებს ავკრებ და მაჩაბლის ყუთში თეთრებს მივუმატებო. რის ვაი-ვაგლახით დააჯერეს, რომ ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. მეორე დღეს შეუდგნენ კენჭების თვლას. მაჩაბელი ხელახლად არჩეული აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა ერთი მხრივ სიხარული და ტაშის ცემა, მეორე მხრივ დაღვრემილობა და კბილების ღრჭენა

ამ დროს სცენაზე წინ წამოდგა ილია, — იღლიაში პორტფელი ეჭირა, ხელში ქუდი, — და მოღლილი, მოწყვეტილი ხმით განაცხადა: — კარგად მოგეხსენებათ, რომ მე მაჩაბელთან მუშაობა არ შემიძლიან და რაკი ეგ ისევ ამოირჩიეს, მე თავს ვანებებ სამსახურს და ბანკიდან მივდივარო, — და წავიდა

ეს განცხადება ბევრს ელდასავით ეცა, გაშეშდნენ, მაგრამ მა-ლე ისევ გონს მოვიდნენ და დაიწყეს ყვირილი: დავით ავალიშვილი (მეორე დირექტორი) გამოვიდეს აქ და იმანაც უარი განაცხადოსო. ავალიშვილი ორჭოფობდა, ტორტმანობდა, დიდ ხანს გამოსვლას არ აპირებდა: ხომ ვიცი, რომ ეგ სულ ოინებია. ხვალ ილია ისევ ბანკ-ში დაბრუნდებაო. მართლა იცოდა ავალიშვილმა, რომ ილიას წასვლა მხოლოდ თვალთმაქცობა, წინადვე მოფიქრებული და გაწყობილი საქმე იყო, თუ ისე წამოსცდა, — არ ვიცი, მაგრამ შემდეგში კი ეს სიტყვები გამართლდა. ძალდატანებით ავალიშვილი მაინც წარმოსდგა წინ და განაცხადა: — ბანკი მთელი თვე არ მუშაობდა, აუარებელი საქმე მოგროვ-და. დღეს-ხვალ დავალიანებული მამულების საჯარო ვაჭრობით გასყიდვა უნდა მოხდეს, ამის გადადება ყოვლად შეუძლებელია, კანონი პასუხისგებაში მიგვცემს. ჭავჭავაძე წავიდა და ეხლა მეუბნებით, შენც წადიო. მერე, ბანკს რაღას ეუბნებით? ნუთუ ერთი მაჩაბლის გულისთვის მთელი ბანკი უნდა დაიღუპოს? ასეთ ყოფაში ჩემი წასვლა მიუტევებელ დანაშაულებად მიმაჩნია, ეს ჩემი მხრივ ღალატი იქნებოდა ბანკის წინაშე. ამიტომ ვრჩები და ჩემს მოვალეობას ისევე მტკიცედ ავასრულებ, როგორც წინად ამისრულებია

ჯერ არც კი დაემთავრებინა სიტყვა, რომ მიაძახეს: იუდა! იუდა! ავალიშვილს გაბედულად, დაურიდებლად პირში თქმა უყვარ-და სიმართლისა, თანაც ძალიან თავმომწონე, თავმოყვარული იყო და დიდად იწყინა, რომ ერთგულობისა და სიმართლისათვის იუდობა დასწამეს. აშფოთდა, ამრეზდა, წყრომის და რისხვის თვალით უმზერდა კარგა ხანს აღელვებულ ხალხს, მაგრამ აღარა უთქვამს რა, გაბრუნდა და წავიდა

შეუდგა მაჩაბელი ბანკში საქმის მართვას, მაგრამ საქმე საქმეზე ვერ მოდიოდა. ბანკის წესდების ძალით, ყოველი დადგენილება გამგეობისა კანონიერად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ხელს აწერ-დნენ გამგეობის ორი წევრი და თავმჯდომარე. რაკი ილია წავიდა, თავმჯდომარე აღარ იყო. შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ბანკში შეიძლებოდა მხოლოდ წვრილმან მიმდინარე საქმეების წარმოება, საპასუხისგებო საქმეები კი სრულიად შეფერხდა. მაჩაბელმა ეს იგრძნო და დაიბნა. ბანკი რომ არ დაღუპულიყო, — იძულებული შეიქმნა, თავი მიენებებინა და სრულიად მოშორებოდა ბანკს

ილიასა და მის მომხრეებსაც არ ეძინათ, ეტყობა, წინადვე იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და, მანამ მაჩაბელი უილაჯოდ აქეთ იქით აწყდებოდა, რომ ბანკის საქმე როგორმე მოეწყო, იმათ მოაწყვეს საჩქაროდ კრება, რომელმაც მაჩაბლის არჩევანი უკანონოდ სცნო და გააბათილა, ხოლო თავმჯდომარედ ისევ ჭავჭავაძე იყო ხელახლად არჩეული. მაჩაბლის მაგიერ მოწვეულ იქნა მისი კანდიდატი. ამგვარად, ჭავჭავაძე ისევ დაუბრუნდა ბანკს და დროებით შერყეული მისი ბატონობა ბანკში კვლავ აღდგენილ იქნა

მაჩაბელი მიწვეულ იქნა ხელმძღვანელად, მოთავედ ესრედ წოდებულ „გორის სინდიკატისა“, რომელიც იმ ხანებში დაარსდა და რომელსაც საგნად ჰქონდა კოოპერატიულ წესით, ჩარჩების დაუხმარებლად, შესყიდვა და გასაღება სოფლის ყოველგვარ მოსავლისა, როგორც, მაგალითად, ხორბლეულობისა, ხილეულობისა და სხვისა, რაც კი ქართლში მოჰყავდათ. მაგრამ ფული არ ჰქონდათ და არც კრედიტი, მაჩაბელმა ფრთები ვერ გაშალა და აღარც დასცალდა

ერთ დღეს ბანკში მოვიდნენ და გვითხრეს: მაჩაბელი დაიკარგაო, წუხელის შუაღამისას შინიდან გასულა და სახლში აღარ დაბრუნებულაო. მისი მახლობელნი და მეგობრები აქეთ ეცნენ, იქით მიეხალნენ, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნეს. უკვირდათ, რა მოუვიდა კაცსაო: მიწამ ჩაყლაპა, თუ ცამ შთანთქაო. მისმა უფროსმა ძმამ, ვასო მაჩაბელმა, რომელსაც ვანო შვილივით ჰყავდა გაზრდილი და შვილივითვე უყვარდა, მთელი ქალაქი შესძრა, მაგრამ ვერას გახდა

იფიქრეს, მტკვარში თუ გადავარდა და თავი დაიხრჩოვო. დაიქირავეს მენავეები და თითქმის მთელი მტკვარი აჩხრიკ-დაჩხრიკეს: არსად არა სჩანდა რა. აქაც აკაკიმ ვერ მოითმინა და თავისებური ოხუნჯობით კლანჭი გაჰკრა დაღუპულ მაჩაბელს: — მენავეები რა საჭიროა. თუ ვანო მართლა მტკვარშია გადავარდნილი, ჭავჭავაძე მოიწვიეთ და კუკიის ხიდზე დააყენეთ: სადაც უნდა იყოს ვანო, იმის დანახვაზე მაშინათვე წყლიდან ამოვარდებაო112

ასე დაიღუპა დიდად ნიჭიერი, ჭკვიანი, ბევრი ღირსებით შემკული ადამიანი, რომელზედაც, როგორც ზემოდ ვნახეთ, თვით ჭავჭავაძე სწერდა: „ჩვენთვის ვანო დიდი ნუგეში იქნებაო“, და იყო კიდეც. მაშ რად სდევნიდნენ ასე შეუბრალებლად ამ კაცს სიცოცხლეში, რად აცვეს ჯვარს? დიდი ცოდვა აძევთ იმათ, ვინც ამ კაცს სიცოცხლე მოუსწრაფა და უდროოდ ქვეყანას გამოასალმა

„ნეიტრალისტები“-დან ბევრნი საზღვარგარეთიდან იყო ჩამოსული. არ ვიცი, იქ რას აკეთებდნენ, რას შვრებოდნენ. ერთი კი კარგად შეესწავლათ უცხოელთა ზნე-ჩვეულებისაგან: ყოველ დანაპირს ასრულება უნდა, ყოველ თამასუქს დროზე განაღდება სჭირია. და აი წარმოუდგინეს ილიას თამასუქები. ერთს ხომ, როგორც ზემოდ ვთქვით, სუბსიდია მისცეს, ორი ზედამხედველ კომიტეტში წამოსვეს და ახლა ერთსაც დირექტორობა უბოძეს. ამ ხანებში დირექტორი ავალიშვილი გარდაიცვალა და ამის ადგილას ამოარჩიეს სწორედ ის „ნეიტრალისტი“, რომელიც ერთსა და იმავე დროს მაჩაბელსაც ელაქუცებოდა და ილიასაც. მაგრამ ბოლოს ეს უკანასკნელი არჩია და არც მოსტყუვდა

ამ ახლად გამომცხვარმა დირექტორმა არ ისურვა ტფილისში გამგეობაში მუშაობა, იმან არჩია მართვა-გამგეობა ბანკის განყოფილებისა, რომელიც იმ ხანებში გაიხსნა ბაქოში, იქაური მამულების გირაოდ მიღების გასაადვილებლად. სულ ოთხი თუ ხუთი თვე დაჰყო ბაქოში და ამისი მართვა-გამგეობა ისეთი სამაგალითო აღმოჩნდა, რომ ბანკმა და განსაკუთრებით ილიამ, დიდხანს თავი იფხანეს. ამ დირექტორმა შვებულება ითხოვა საზღვარგარეთ წასასვლელად, ვითომც რაღაცა ავადმყოფობის მოსარჩენად. მხოლოდ შემდეგ აღმოჩნდა, რა გვარი იყო ეს ავადმყოფობა: ოთხმოცი ათას მანეთამდე ბანკის ფუ-ლი შემოხარჯოდა, ან უკეთ რომ ვსთქვათ, ქაღალდში წაეგო და, რომ პასუხისგებიდგან თავი დაეღწია, საზღვარგარეთ გაქცევა ამჯობინა

ამ ამბავმა ბევრს დაუფრთხო ძილი, ილიას აქამდე უმწიკვლო სახელს ჩირქი წაეცხო. ბანკს თავის მოგებიდან უნდა აენაზღაურები-ნა ის ფული. საიდგან, რომელი თანხიდგან? რასაკვირველია, ბანკის მოგებიდგან, ე. ი. იმ ფულიდგან, რომელიც ქვეყნის საჭიროებას ჰხმარდებოდა. ქართველობას თავის ღარიბ-ღატაკ ჯიბიდგან უნდა გაეღო ეს საგრძნობლად დიდი თანხა. ილია ეხლა იტანჯებოდა, თავში ხელს იცემდა, რომ ასეთი მარცხი მოუვიდა. იქნება სინდისიც ჰქეჯნიდა, რომ პატიოსანი, რაინდი, ნაცადი მაჩაბელი გასცვალა ამ ახლად მოვლენილ ახალგაზრდაზე, რომელიც ჯერ გაუჭრელი ნესვი იყო, შემოუსვლელი ხილი. აკი კბილიც მოიჭრა ილიამ. კიდევ იმის ბედი, რომ ბანკის მესვეურთა და ამომრჩეველთა შორის დიდი პატივი და სიყვარული ჰქონდა დამსახურებული, თორემ ადვილად მოსალოდნელი იყო, მთელი ეს გაფლანგული ფული გამგეობისათვის დაეკისრებიათ

აი, ამ დირექტორის საქმენი საგმირონი ჰქონდა სახეში აკაკის, როდესაც ასეთი ეკლიანი სიტყვებით მიჰმართა ბანკის გამგეობას: მაშინ სთქვეს დირექტორებმა, ახლა კი დადგა თვალიკო: აღარც თუ სადმე ფულია და აღარც ჩვენი პალიკო!

26 თავი XXIV

▲ზევით დაბრუნება


თავი XXIV აკაკის გარეგნობა. აკაკიდა ილია. ილიასსიძუნწე წერაში და უსაფუძვლო თავის მართლება. ვაჟა-ფშაველას მაგალითი. აკაკის ხასიათი. აკაკი და ვაჟაფშაველა. აკაკი და სანდრო ყაზბეგი. აკაკის ცოლ-შვილი. აკაკის ენამახვილობა. ანდრია ღულაძეზე და ალექსანდრე თოიძეზე. სანდრო ყაზბეგი. ელისაბედ ყაზბეგის ჭორები და ზანდუკელი. ს. ყაზბეგის ვითომ პორნოგრაფიული ლექსების შესახებ. პეტრე უმიკაშვილი და დიმიტრი ყაზბეგის კორესპონდენცია. აკაკის ეპიგრამა პ. უმიკაშვილზე. ს. ყაზბეგის ავადმყოფობის პირველი ნიშნები. მაიმუნი ჟაკო. ს. ყაზბეგის უპატრონობა. სიკვდილი საგიჟეთში და ზეიმით დასაფლავება

წერა-კითხვის საზოგადოების მდივნად ყოფნის დროს ბევრი ჩვენი საქვეყნო მოღვაწე, მწერალი, არტისტი შემხვედრია და მინდა ამათზე ორიოდე სიტყვა ვთქვა

პირველი სიტყვა აკაკიზე. დღესაც თვალწინ მიდგას ახოვანი, ტანოვანი, გულმკერდიანი, ხუჭუჭ-თმიანი აკაკი, დიდრონი, ცეცხლის მფრქვეველი თვალებით და განუშორებელი ღიმილით ტუჩებზე. აი ნამდვილი, უტყუარი სურათი აკაკისა. მართალია, სიბერეში დიდად იცვალა, ხუჭუჭი თმა აღარა ჰქონდა, თვალის ქუთუთოების სიდამბლესავით რაღაცა დაემართა, თვალები ეხუჭებოდა და რომ თვალები გაეხილა, თავი უკან უნდა გადაეგდო. ეს იყო სიბერის უძლურება, უკუმიქცევა, ხშირი ბუნებრივი მოვლენა ღრმა მოხუცებულობაში. და აი ეს სწორედ უკანასკნელი მომენტი აკაკის სიცოცხლისა არის აღებული გამოსახატავად იმ ქანდაკებაში, რომელიც საოპერო თეატრის პატარა ბაღში არის დადგმული

პირველ შეხვედრაზე, სწორედ მოგახსენოთ, დედაკაცი მეგონა თავგამწვლიკვული, ძუძუებ გადმოყრილი, რაღაც ძველი ბერძნული ქანდაკება, ვიდრე აკაკი. აკაკი სრული ხატება იყო ნამდვილი ვაჟკაცური სილამაზისა, მშვენიერებისა. მისი ხორციელი სილამაზე და სულიერი სავსებით იყო შეფერებული, შეხამებული. და ასეთი უნდა ვუჩვენოთ იგი ხალხს, მოზარდ თაობას: გარეგან სილამაზესაც დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს

აკაკის მოგონებაზე უნებლიედ ილიას ხსენებაც გულში გაგივლით. ჩვენს ხსოვნაში ეს ორი სახელი განუშორებელია. მათი შედარე-ბაც არ იქნება უადგილო

რამდენად ილიას შინ ჯდომა, კარჩაკეტილობა უყვარდა, იმდენად აკაკი გარეთ ყოფნას, ხალხში გარევას რჩეობდა. ვისაც ილიას ნახვა უნდოდა, ან მასთან სახლში უნდა მისულიყო, ან ბანკში. მე პირადათ ქუჩაში სასეირნოდ გამოსული ილია არ მინახავს. აკაკის ყველგან და ყოველ ჟამს ნახავდი. ილია თუ გულდახურული იყო, მიუკარებელი, ძნელად თუ ვისმე თავისთან მიიახლოვებდა, აკაკი, პირიქით, გულგახსნილი იყო, ყველას ადვილად გულს გაუშლიდა, მიიახლოვებდა. ვერ ვიტყვი, რომ პირველს ეს სიამაყით მოსდიოდა და მეორეს თავმდაბლობით, არა, ბუნება ჰქონდათ ასეთი. იქნება ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ილიას მდაბიო ხალხში ისე არ ჰქონდა სიყვარული მოპოებული, როგორც აკაკის

აგრეთვე დიდი ზღვარი იდვა ილიას და აკაკის პოეტურ ნიჭს შუა. ილიას პოეზიაში ყოველთვის ჭკუა სჭარბობდა, აკაკის პოეზია კი წმინდა ხალასი გრძნობა იყო. აკაკის სავსებით შეეფერება ის სიტყვები, რომელიც რუსეთის გამოჩენილმა კრიტიკოსმა ბელინსკიმ სთქვა პუშკინის შესახებ: – „Пушкин весь огонь поэзии, в нем нет ни капли прозы“

აკი ამიტომაც არ უყვარდა აკაკის პროზით წერა და არც ძლიერ ეხერხებოდა. პოემები და უფრო კი წვრილი ლექსები, აი სად იყო მისი მიმზიდველი ძალა, აი რითი გვხიბლავდა და გვატყვევებდა ყველას. ასეთ გრძნობას განვიცდიდი, როდესაც ხანგამოშვებით, წვრილ-წვრილად ვკითხულობდი მის ლექსებს. მაგრამ აგერ დაიბეჭდა მისი ნაწარმოების სამი ტომი, დავეწაფე იმათ კითხვას. რა სიამოვნებას, რა აღფრთოვანებას მოველოდი! წარმოიდგინეთ ჩემი გულის წუხილი, როდესაც მოლოდინი გამიცრუვდა, როდესაც მოსალოდნელი ტრფობა არ გამოიწვიეს, გრძნობა არ გამიღვიძეს და, პირიქით, რაღაც გულის სიგრილეში ჩამაგდეს. მეწყინა, გულნატკენი დავრჩი. სინამდვილემ არ გაამართლა მოლოდინი. გახურებული გული ცივ წყაროს წყალს ნატრობდა და ამის მაგიერ დუბელა წყალი აღმოჩნდა

მივმართე ილიას ნაწერებს, რომელიც იმავე დროს სავსებით დაიბეჭდა. ვკითხულობდი და ვტკბებოდი, თუმცა ლექსი აქაც არ მაგრძნობინებდა ძლიერ აღფრთოვანებას, მაგრამ სულს მინათებდა, ჭკუას მძლავრად ამოქმედებდა და გულს სიამოვნებით მიტკბობდა. ვკითხულობდი ილიას პროზას, ამისი პროზა ხომ იგივე პოეზიაა, — და ვკვირობდი მისი ჭკუის სიდიადეს, სიმდიდრეს, რომელიც უსაზღვრო სიუხვით მოფენილია ყოველ მის ნაწარმოებში. ვათავებ ყველა ნაწერის კითხვას და მხოლოდ ერთი ფიქრი მაწუხებს, ერთსა ვნანობ: ნეტავი რად გათავდა, ნეტავ რატომ მეტი არ დაწერა ილიამ? ბევრი იძლევა ამ უკანასკნელ კითხვას, ე. ი. რატომ მეტი არ დაწერა ილიამ, რად გამოიჩინა ისეთი სიძუნწე, ხელმოჭერილობა მწერლობაში? ზემოდ, რამდენადაც ძალი შეგვწევდა, შევეცადეთ ამაზე პასუხის მიცემას, ამის მიზეზის გამორკვევას. რომ ჩვენი გამოთქმული აზრი ამის შესახებ უსაფუძვლო არ ყოფილიყო, ამის დასამტკიცებლად ვიმოწმეთ თვით ილია და მოვიყვანეთ მისი წერილი პეტრე უმიკაშვილთან

როგორც ვნახეთ იმ წერილიდან, ილიამ თითონაც კარგად მიაგნო თავის ავადმყოფობას, ანუ, ექიმების სიტყვით რომ ვსთქვათ, დიაგნოზი სწორედ იყო ნაჩვენები. მხოლოდ წამალი ვერ გახლდათ შესაფერისად შერჩეული. ილია სამსახურში იყო მომრიგებელ მოსამართლედ ქალაქ დუშეთში. ეს სამსახური მას მოსვენებას არ აძლევდა, ხელს უშლიდა მის შემოქმედებითს მუშაობას. სრულად ვეთანხმებით. მაგრამ ამას ლოღიკურად რა დასკვნა მოსდევს? ერთად-ერთი: ილიამ უნდა სამსახურს თავი დაანებოს, რომ თავისუფლად შეეძლოს ამოსუნთქვა და მუშაობა თავისი საყვარელი პოეზიის სამყაროში. ილია სრულიად სხვა გზას ადგება: ერთ სამსახურს სტოვებს და მეორეს ხელს ჰკიდებს, დუშეთს ტფილისზე სცვლის, სამართალს — ბანკზე. იტყვით: ცხოვრების წყაროსთვის, ლუკმა-პურისთვის ხომ უნდა ეზრუნაო. აქ მართლა რაღაც მოჯადოებული, დანავსული წრე გამოდის: წინ წავალ — შუბლს გავიტეხო, უკან დავიწევ — თავს დავიმტვრევო. ილიამ შუბლის გატეხას თავი მოარიდა და დუშეთის სამსახურს თავი დაანება, მაგრამ ბანკის სამსახურში კი გადმოვიდა. აქ, როგორც ვნახეთ, თითონაც თავი მიიმტვრია და დაიღუპა და ბევრი სხვებიც თან ჩაიყოლია. მაშასადამე, ილიას სხვა გამოსავალი უნდა მოენახა და არა ბანკი. იქნება ეს გამოსავალი არც ისე ძნელი საპოვნელი იყო, ოღონდ გული გულობდეს. მაგრამ აქ შევსდგეთ, დაუკრეფავში არ შევტოპოთ, არ გვითხრან: სხვა სხვის ომში ბრძენიაო

აქაც ცილობას არ გაგიწევდით, მაგრამ რა ვქნა, რომ ვაჟაფშაველას მაგალითი მოსვენებას არ მაძლევს. ხომ ვნახეთ ზემოდ, რა ღარიბი, რა გაჭირვებული კაცი იყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ სამსახური და თვით გაზეთში ყოველდღიური მუშაობაც კი ხელს უშლის მის უზენაეს მოწოდებას, მაშინვე ყველას თავი მიანება და გასწია თავის მთაში. იმავე მაჯით, რომლითაც სწერდა თავის „მოხუცის ამბავს“, „გოგოთურ და აფშინას“, ამუშავებდა მიწას ლუკმა-პურის შესაძენად და უკან კი აღარ დაუხევია, არ უღალატნია თავისი უმაღლესი მოვალეობისათვის, მიწაში არ ჩაუფლავს თავისი ქანქარი, მომადლებული ნიჭი. აკი ნაყოფიც დიდი გამოიღო. ხანგრძლივი არ იყო მისი სიცოცხლე, მაგრამ ამ მოკლე ხანშიაც რამ-დენი სიმდიდრე და ძვირფასი განძეულობა შესძინა ქართული მწერლობის სალაროს. ასეთს მაგალითს გვიჩვენებს ი. გოგებაშვილიც, რაზედაც ქვემოდ გვექნება ლაპარაკი

მიმითითებთ აკაკიზე, იტყვით, — მას ხომ თავის სიცოცხლეში არასოდეს უმსახურნია, მაგრამ იმანაც მალე შესწყვიტა შემოქმედებითი მუშაობა და ათასში ერთხელ თუ გამოიმეტებდა ქვეყნისათვის რაიმე პატარა ლექსს. მართალია, მაგრამ გაიხსენეთ, რა ვთქვით ზემოთ აკაკიზე, როგორ დავახასიათეთ იგი. აკაკის პოეზია ცეცხლივით აენთო, ელვასავით თვალებში შემოგვანათა და ელვასავით მალე ჩაქრა. აკაკი რომ შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე შესდგა, დიდი მანძილი მიიზომა გასავლელად, მაგრამ თავის ღონე ვერ თანაშეუწონა ამ მანძილს, საგზალი მალე შემოაკლდა და შესდგა შუა გზაზე, ვეღარც წინ წავიდა, ვეღარც უკან დაიხია. ჭურჭელში რაც ჰქონდა, სავსებით გაგვიზიარა, მაგრამ ეს ჭურჭელი არც ისე დიდი აღმოჩნდა და არც ისე პირთამდე ყოფილიყო სავსე. ერთი სიტყვით, აღასრულა ყოველიფერი, რისიც შეძლება ჰქონდა, შექმნა სიმღერა მესტვირული, მწუხარების მსგავსი და სულიერად სამუდამოდ განისვენა

აკაკის ერთი არა-სასიამოვნო ზნე სჭირდა: შურიანი იყო, იჭვიანი. ვაი შენი ბრალი, თუ მასთან ვისმეს აქებდი, ლექსს ან ნაწერს მოიწონებდი. იჭვშეპყრობილი დიაცივით გაკაპასებული მოგვარდებოდა და თავის ღვარძლიანი ენით ისეთ ამბავს დაგიწევდა, რომ თავსა და ბედს გაწყევლინებდა. მახსენდება ერთი ამბავი, მომხდა-რი პეტერბურღში ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. მოგვივიდა ჟურნალი, სადაც დაბეჭდილი იყო ილიას ახლად დაწერილი ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“. ქართველ სტუდენტთა წრეში განვიზრახეთ ხმამაღლა წაკითხვა. აკაკიც იქ იყო. გათავდა კითხვა. ყველანი აღტაცებაში მოგვიყვანა ილიას მკვეთრმა ლექსმა და მდიდრულმა შინაარსმა. ბევრმა თავისი აღტაცება ხმამაღლა წარმოსთქვა. უცბად წამოდგა აკაკი გაფითრებული სახით და მოგვაძახა: — რა ჰნახეთ მანდ მოსაწონი? მაგაზე უნიჭო ჯერ არა დაუწერია რა ილიას! — აამოძრავა აკაკიმ თავისი ღვარძლიანი ენა და არ დააცხრო, მანამ გულიდგან მთელი ნაღველი არ ამოანთხია. ეს გულის ზაფრა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ყველანი გავშეშდით და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდით

ესევე იყო მიზეზი, რომ აკაკი არ იწყნარებდა ვაჟა-ფშაველას, არა სცნობდა მას ნიჭიერ პოეტად. რატომაო, რომ ვკითხავდით, — გვიპასუხებდა: ენა არ მომწონს მისიო, არ მესმისო, სიტყვებს განგებ ამახინჯებსო. ასეთი პასუხი რა მოსატანია! ჯერ ერთი, სიტყვის დამახინჯების გამო. ეს ცილისწამება იყო: ვაჟა კი არ ამახინჯებდა, არამედ ხმარობდა ისეთს სიტყვებს და მათ ისეთს მიხვრა-მოხვრას, რომელიც მიღებულია მთელ მთაში. ეს დამახინჯება კი არა, გამდიდრებაა ქართული ენისა. ესეც რომ არ იყოს, განა სათქმელია, რომ ამასა და ამას პოეტად არ ვცნობ იმიტომ, რომ ჩემთვის გასაგებ ენით არ სწერსო? მაშ თუ აგრეა, რუსებს არ უნდა შეეწყნარებინათ თავისი უდიდესი მწერალი გოგოლი, რადგან ბევრ მის ნაწერებში ხშირად შეგხვდებათ უკრაინული სიტყვები

არ მოსწონდა აკაკის სანდრო ყაზბეგიც1113. რომ გეკითხნათ: რად არ მოგწონსო? — გიპასუხებდა: ისე, არ მომწონსო, — და გათავდა. ერთხელ „დროების“ რედაქციაში მომიხდა ყოფნა, მაჩაბლის რედაქტორობის დროს. აკაკიც იქ იყო და ფურცლავდა გაზეთის ნომრებს, რომელიც რამდენიმე თვისა ერთად იყო შეკრული ცალკე ყდაში

ფურცლავდა აკაკი და თან ხმამაღლა გაიძახოდა: სულ ელისო, სულ ელისო, სულ ელისო! მაჩაბელი გამოეხმაურა: — რას ამბობ აკაკი, რას კითხულობო? სულელი მანდ საიდან ამოიკითხეო? — რას წაიკითხავ, გაზეთი სულ ელისოთია გავსებულიო, — უპა-სუხა აკაკიმ. ცხადია, აქ გადაკვრით ნახსენები იყო სანდრო ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ და აგრეთვე სანდროს სულელობაც. ასეთი საქციელი საკადრისი არ იყო აკაკისთვის, რადგან მან კარგად იცოდა, რომ საბრალო ყაზბეგს იმ ხანებში მართლაც შეპარული ჰქონდა უკვე ეს ულმობელი სენი

ჩემი სტუდენტობის დროს, აკაკი ხშირად მოდიოდა ხოლმე პეტერბურღში, იმის ცოლშვილი იქ ცხოვრობდა. აკაკის ცოლი რუსის ქალი იყო, ბელოსელსკის-ბელოზერსკის ოჯახიდგან, რომელიც განთქმული იყო იმ დროს მთელ რუსეთში თავის აუარებელი სიმ-დიდრით. აკაკის ცოლსაც დიდი სიმდიდრე მოჰყვა, მაგრამ პარიზში და პეტერბურღში ხეტიალით ცხოვრებამ მალე ბოლო მოუღო ამ მზითვად მოტანილ სიმდიდრეს

მე და ილიკო ბახტაძე ერთად ვცხოვრობდით. აკაკი ხშირად შემოივლიდა ხოლმე ჩვენთან საღამოობით, სალაყბოდ, მხოლოდ ათ საათზე გვიან არ დარჩებოდა. ერთხელ, იქნებოდა ეგრე ღამის თერთმეტი საათი, აკაკი მოვიდა ჩვენთან დიდად აღელვებული და გვითხრა: ღამე თქვენთან უნდა გამატარებინოთო

— რა ამბავია, აკაკი, რა მოგსვლია? — დავეკითხეთ

— ღმერთმა რომ ამოაგდოს ჩემი ცოლი: ისეთი ჩხუბი ამიტეხა, ისეთი ამბავი დამიწია, გვიან რად მოდიხარ შინაო, რომ ვეღარ გავუძელ და გამოვიქეციო

აკაკი და ასეთ ყოფაში? მეწყინა, მაგრამ თანაც მომაგონდა მოლიერის სიტყვები: Tu l’as voulu, George Dandin!*) ეს სიტყვები ქართულად რომ ვსთქვათ, ასე გამოვა: ახია შენზე! ან: რაც მოგივა დავითო, ყველა შენი თავითო! აკაკი სიმდიდრეს ეძებდა და არა ცხოვრების თანა-მეუღლეს. სიმდიდრე მოიპოვა, მაგრამ ამ სიმდიდრეს მოჰყვა ისეთი ვარამი, ცოლი, რომელმაც აკაკის სიცოცხლე გაუმწარა

აკაკის ერთი შვილი ჰყვანდა, სახელად ალექსი. ეს ის ალექსია, რომელსაც აკაკიმ უძღვნა ერთი თავისი პოემა და რომელიც ასე იწყება: „შვილო, ალექსი, მსურს გითხრა ლექსი“..

როგორი აღზრდა ეძლეოდა ამ ალექსის? აქ აკაკის არავითარი გავლენა და მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისმა შვილმა ქართული ენა სრულებით არ იცოდა და სხვაფრივაც ქართველობისა არა ეტყობოდა რა. ამას მათქმევინებს ჩემი დაკვირვება, რადგან შემთხვევა მქონდა აკაკის ოჯახის პირდადად გაცნობისა

ერთხელ აკაკიმ თავისთან მიგვიწვია სადილად მე და ილიკო ბახტაძე. მაშინ კიდევ ყველაფერში სიუხვე და სიმდიდრე ეტყობოდათ. ვერ ვიტყვი, რომ ქართველობისა დიდი სიყვარული ჰქონოდა აკაკის ოჯახს. მიგვიწვიეს სასადილო ოთახში. აკაკის ცოლისდა და მათი სტუმარი, ვიღაც აფიცერი, დიდ ხანს არ გამოდიოდნენ მეორე ოთახიდამ. ორჯელ გაგზავნეს ალექსი მოსაწვევად. მაინც იგვიანებდნენ და დედამ ჰკითხა შვილს: — რას აკეთებენ ნეტავი, რომ ასე იგვიანებენ? — ერთმანეთს ეხვევიან, ჰკოცნიანო! — უპასუხა გულუბრყვილოდ შვილმა, რომელიც მაშინ შვიდი-რვა წლისა იქნებოდა

— რა სისულელეს ჰროშავ? — გაწყრომით უთხრა დედამ

— მაშ განა ეგრე არ უნდა? — გაიკვირვა შვილმა: — დეიდა ყოველთვის სადილის წინად სტუმრებს ეხვევა და ჰკოცნისო

აქედგან თქვენ თითონ მიჰხვდებით, რა გვარი იყო აკაკის შვილის აღზრდა და ზნეობრივი განვითარება. ნუ დაივიწყებთ, რომ აკაკი ხშირად მთელი წლობით ვერა ჰხედავდა ხოლმე თავის ოჯახს

აკაკის მოსწრებული სიტყვა, მახვილი ჭკუა და გესლიანი ენა ყველას ექნება გაგონილი. ხშირად ისეთი სიტყვაც მოჰყვანდათ აკაკის ნათქვამად, რომელიც მას თავის დღეში არ უთქვამს. ღმერთი, რჯული, ჩემი ნათქვამი არ არის ეგაო, — იტყოდა ხოლმე აკაკი, მაგრამ ვიღა უჯერებდა. აკაკი მართლაც რომ ქართველების მოლა ნასრედინად გადიქცა. აკაკის მოსწრებულ სიტყვის ნიმუშად მოვიყვან ერთ ორ მაგალითს, ბევრისგან და თვით აკაკის პირიდანაც გაგონილს

*) ეგგინდოდა, ჟორჟდანდენ! ერთ დიდ სადილზე ყოფილან აკაკი და ანდრია ღულაძე114, მასწავლებელი და საყმაწვილო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორ-გამომცემელი. ანდრიას კარგად გადაეკრა ღვინო. სმაში ცოტა ჭკუას ჰკარგავდა და აჩემებული სიმღერა უყვარდა. დაიწყებდა ერთ რამე სიმღერას და გაჰკიოდა მაღალი მყვირალა ხმით. ასე ამ სადილზედაც გააბა თურმე გაუთავებელი: მიმინო მყვანდა, მიმინო მყვანდა, მიმინო მყვანდა, მყვანდა-მიყვარდა! ყველას თავი მოაბეზრა. მაშინ აკაკი მიუბრუნდა თურმე და უთხრა: — ნუ სცრუობ, ანდრია, დაჩუმდი! აბა რასა სტყუი; მიმინო რომ გყვანდეს, მწყრებს მანდ რა დააყენებდაო? — და შუბლზე მიადო თურმე ხელი

იყო ერთი გურული ალექსანდრე თოიძე. პატარაობიდგანვე ჩამოეყვანათ ტფილისში და სადღაც რესტორანში მიებარებინათ. ნიჭი გამოეჩინა და ქართული ისე კარგად შეესწავლა, რომ მერე გაზეთებშიაცა სწერდა „სანდრო ბიჭის“ ფსევდონიმით. ერთ დროს ეს სანდრო სასტუმრო „ორიანტში“ მსახურობდა და ბილიარდების მეთვალყურედ იყო. ერთხელ აქ ბილიარდს თამაშობდა თურმე იმ დროს გამოჩენილი ადვოკატი მელეგი. თამაშობის დროს სანდროს რაღაცაზედ სიცილი წავარდნოდა. მელეგის ჰგონებოდა ჩემს თამაშს დასცინისო და მკაცრი კილოთი უთხრა თურმე, რას იცინიო? —Смех — это чихание ума, — сказал Бёрне. Почему я не могу смеяться, — უპასუხა თურმე სანდრომ რუსულად

მელეგისაც გაეცინა და ამ სიტყვებით მიჰმართა იქ მოთამა-შეებს: —Чорт знает, что такое! тут и лакеи философствуют! აი ამ სანდრო თოიძემ და ერთმა მისმა ამხანაგმა, იაგორ მამინეიშვილმა განიზრახეს საკუთარი რესტორანის გახსნა. მოაწყეს ყველაფერი და ახლა იმის ფიქრში შევიდნენ, ისეთი რა სახელი დავარქვათ, რომ მოკლე იყოს და მუშტარიც ბევრი მოიზიდოსო. ბევრგან იკითხეს და ბოლოს აკაკისაც მიჰმართეს: — „მუქთი“ დაარქვითო, — მოუჭრა მოკლედ აკაკიმ, — სიტყვა მოკლეც არის და მიმზიდველიც, მუშტარს ვეღარ აუხვალთ, ისე დაგეხვევიან, როგორც ბუზი თაფლსაო

ბოლოს ამ რესტორანს „პურ-ღვინო“ დაარქვეს. რესტორანს სანდრო განაგებდა, მაგრამ უფრო ფილოსოფოსობდა აქაც, ვიდრე საქმიანობდა

•* * სანდრო ყაზბეგთან კარგი განწყობილება მქონდა. ზრდილობიანი იყო, კეთილშობილური ხასიათი ჰქონდა. სამშობლო მიწა-წყალი ისე მტკიცედ და თავგამოდებით უყვარდა, როგორც მის ელგუჯას, იაგოს, მარტიას და სხვებს. მახსოვს ასეთი ამბავი. როდესაც სემინარიელმა ლაღიაშვილმა115 სემინარიის რექტორი მოკლა, გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი იყო, რომ ეს ლაღიაშვილი ქართველი არ ყოფილა, ოსი აღმოჩნდაო. შემოვარდა ჩემთან წერა-კითხვის საზოგადოებაში გააფთრებული სანდრო და გაჯავრებულმა მითხრა: „გადაეცი თქვენ ილიას, რომ მაგისთანა სისულელის დაწერა მეორედ აღარ გაბედოს. რად უარვყოფთ ლაღიაშვილის ქართველობას, პირიქით, თავი უნდა მოგვქონდეს, რომ ჩვენგან გამოვიდა გამბედავი ახალგაზრდა, რომელმაც კისერი მოუგრიხა იმას, ვინც ჩვენს ეროვნულ ღირსებას ფეხქვეშ სთელავდა და აფურთხებდა“

აქ უნდა განვმარტოთ, რომ ლაღიაშვილი მარტო არ იყო, მას მხარს უჭერდნენ სხვებიც, რომელნიც აღშფოთებულნი იყვნენ მაშინდელი მთავრობის საქციელით. ქართული წიგნის თუ გაზეთის კითხვის ნებას არ აძლევდნენ, ქართული ლაპარაკიც კი აკრძალული იყო, შეგინებული, რაღაც ფეხ-ქვეშ სათრევ მჩვრად გადაქცეული. სხვა ღონით რომ ვერას გახდნენ, ძალადობას ძალადობა წაუყენეს წინ და ლაღიაშვილი მხოლოდ აღმასრულებელი იყო. ამიტომ ამის ქართველობის უარყოფა „ივერიის“ მხრივ უადგილო სიმხდალე იყო. სანდრო საზოგადოდ არ სწყალობდა ილიას. არც „ივერიის“ რედაქციაში, არც მის კრებებზე, არც ილიას სახლში, სანდროს ფეხი არ შემოუდგამს. რომ ვკითხავდი: — სანდრო, „ივერიას“ და ილიას რად ერიდები, შორს რად გაურბიხარ მეთქი, — ასე მიპასუხებდა: — არ მომწონს ილია, მხოლოდ სიტყვის კაცია და არა საქმისა. ამასთან გულზვიადი ადამიანიაო

აქ სახეში ჰქონდა მგონი ილიას განწყობილება მაჩაბელთან, რომლის დიდი პატივისმცემელი და ერთგული მეგობარი იყო სანდრო

წინადაც ბევრისაგან გაიგონებდით და ამ რამდენიმე წლის წინად ხომ ერთი განგაში იდგა სანდრო ყაზბეგის სახელის გარშემო, მეტადრე მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ელისაბედ ყაზბეგის, სანდროს ბიძაშვილის, ნაწერები, სადაც ეს ქალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სანდრო ყაზბეგის სახელით ცნობილი მოთხრობები დიმიტრი ყაზბეგისააო და სანდრომ მხოლოდ მიიჩემაო. თუმცა, გულახდილად ვიტყვი, ამ უკანასკნელ ნაწერებში ისტერიკა და ჯალაბური ჭორიკანაობა, მითქმა-მოთქმა უფრო მეტია, ვიდრე დამჯდარი მსჯელობა და ნამდვილი ამბები, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთი გულუბრყვილონიც, რომელთაც სინამდვილედ მიიღეს ელისაბედ ყაზბეგის შინაური ჭუჭყიანი სარეცხის ჭეჭყვა. წარმოიდგინეთ, ლიტერატურის მკვლევარი ზანდუკელიც აჰყვა ამ ქალის ფეხის ხმას. ამათი გონების სიღატაკის და სიბეცის განხილვა აქ უადგილოა და არც საჭიროდ მიმაჩნია. ყველა ეს ხელოვნურად და საქმის დიდი ცოდნით შეასრულა ვ. კოტეტიშვილმა თავის საფუძვლიან გამოკვლევაში. მე აქ მინდა მხოლოდ ორიოდე სიტყვა ჩავურთო

რითი ასაბუთებენ, რომ ვითომ სანდროს არ შეეძლო ასეთი მოთხრობის დაწერაო. ჯერ იმითი, რომ სანდრო საკმაოდ განათლებული და განვითარებული არ იყოვო. ვიკითხოთ ერთი: А судьи кто? და მერე კიდევ, რა განათლება და განვითარება აქვთ სახეში? ვითომ ის, რომ სანდროს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი არ ჰქონდა? და განა ეს აუცილებლად საჭიროა? განა ამათთვის უცნობია ის ანბანური ჭეშმარიტება, რომ მოთხრობების წერისთვის საჭიროა გან-საკუთრებული, მომადლებული ნიჭი და არა უსათუოდ დიდი სწავლა და განვითარება? გაიხსენეთ თუნდ რუსეთის პოეტები კალცოვი და ნეკრასოვი: პირველი იყო თითქმის სრულიად უსწავლელი, საკლავ საქონლის მყიდველი და გამყიდველი, ხოლო მეორეს გიმნაზიაც არა სავსებით ჰქონდა დამთავრებული. მერე, განა იტყვის ვინმე, რომ ისინი რუსეთის დიდებულ პოეტებად არ ითვლებიანო? გაიძახის ელისაბედ ყაზბეგი და სხვებიც ბანს ეუბნებიან: სან-დრო, მართალია, ბევრსა სწერდა და უფრო ლექსებს, მაგრამ ეს ლექ-სები სულ უწმაწური, პორნოგრაფიული შინაარსის იყოვო. არ ვიცი, რამდენად მართალნი არიან, მხოლოდ ჩემად შემდეგის შემოწმება შემიძლიან. სანდროს ერთი დიდი ტანის რვეული ჰქონდა, რომელიც სულ ლექსებით იყო სავსე. ხშირად წაუკითხავს ჩემთვის ეს ლექსები და გადაწყვეტით ვადასტურებთ, რომ ამ ლექსებში არავითარი დაუშვებელი უწმაწურობა, პორნოგრაფია არ შემიმჩნევია, იქნება ცოტაოდენი ლაღობა, თავისუფლება სიტყვისა კი იყო, მაგრამ მეტი კი არაფერი, დამახსოვდა ერთი საკმაოდ მოზრდილი ლექსი, რომლის შინაარსი ასეთი იყო

ერთი გლეხის ცოლს, რომელსაც ქმარი შორს სადღაც წაჰსვლოდა, შეუჩნდა მეზობლის ბიჭი და არშიყობა დაუწყო. დედაკაცმა ეს დიდად იუკადრისა, განრისხდა. ბიჭი მაინც არ ეშვებოდა. ერთ საღამოს ეს ბიჭი მეტის ახირებით აუტყდა, ამაღამ შენთან მოვალ და სახლის კარი ღია იყოს, ძაღლიც სადმე მიმალეო. დედაკაცმა იწყინა ასეთი გაკადნიერება, თავწასულობა და ერთი ამბავი დააწია: არ გაბედო მაგისთანა თავხედობა, თორემ ქვეყანას შევყრი, მეზობლებს ფეხზე დავაყენებ, ძაღლებს დაგისევ და დიდ სირცხვილს გაჭმევო. თქვა ეს, გაბრუნდა, შევიდა სახლში და კარი მაგრად ჩაკეტა. ბიჭი დაღონებული, შერცხვენილი შინისკენ წავიდა. მაგრამ მაინც ვერ მოითმინა. ღამე კარგად გადასული იყო, რომ ეს ბიჭი ადგა და დედაკაცის სახლისაკენ გასწია. მოდიოდა და თანაც შიშობდა, ვაი თუ მართლა ხათაბალაში გავებაო. მაგრამ, აი მივიდა დედაკაცის სახლთან. ხმა-ჭაჭანება არ ისმის. სრული სიჩუმეა, ძაღლიც არსადა სჩანს. მივიდა კარებთან, მიაწვა და კარი ღია დაუხვდა

აი მთელი შინაარსი ამ ლექსისა. იქნება ზოგიერთებს, ზნეობის მეტის მეტად სიწმინდის დამცველებს, ესეც პორნოგრაფიად ეჩვენოთ? მაშინ ხომ საფრანგეთის მწერალი გიუ-დე-მოპასანი, ან იტალიელი ბოკაჩიოც უნდა პორნოგრაფებად ჩავთვალოთ? რამდენ ამისთანას და უფრო უარესსაც იპოვით იმათ ნაწერებში

ვთქვათ, სრულებით ასეც იყოს. დავუჯეროთ, რომ სანდროს ლექსებში პორნოგრაფიის მეტი არაფერი მოიპოვებოდა. მერე რაო? განა ეს მის უნიჭობას ამტკიცებს? გაგეგონებათ პუშკინის „Гаврилиада“, „Вишня“, ლერმონტოვის „Саша“, დაბეჭდილები და უფრო კიდევ მეტი დაუბეჭდავი მათი ამგვარი ლექსები, რომლებიც წმინდა წყლის პორნოგრაფიული ლექსებია. მერე განა ეს ამტკიცებს, რომ პუშკინი და ლერმონტოვი უდიდესი პოეტები არ იყვნენო? მაშ, ვინ იყო ავტორი იმ მოთხრობების, რომელნიც ქართველობამ გაიცნო სანდრო ყაზბეგის სახელით? ელისაბედ ყაზბეგი და ზანდუკელი ღმერთსა და ხატს გვეფიცებიან, რომ მათი ავტორი დიმიტრი ყაზბეგი იყოვო, სანდროს ბიძაშვილი. საბუთი? საბუთად ის მოჰყავდათ, რომ დიმიტრი ყაზბეგი დიდი ჭკუის და ნიჭის კაცი იყოვო. ჩვენთვის ეს საბუთი კი არა, უაზრო, ლიტონი სიტყვაა. მოგეხსენებათ: სიტყვა-სიტყვაა, საქმე კი სხვაა. თქვენ აი ის საქმე გვიჩვენეთ, თორემ ჭკვიანი და, თუ გნებავთ, ნიჭიერიც ბევრი მოიპოვება ქვეყნად, მაგრამ ყველა მათგანს მწერლობა კი არ შეუძლიან. ელისაბედ ყაზბეგი და ზანდუკელი კი სულ ორნი არიან, ტოლნი არიან, ერთად მიდიან, მიიმღერიან. რას?! სულ ერთსა და იმავეს: ჭკვიანი იყო, ნიჭიერიო და საქმეს რომ მოსთხოვთ, მიჩუმდებიან

პეტრე უმიკაშვილი ალაპარაკდა ერთ დროს ამათ მაგიერ. ეს ჩვეულებრივ ფრთხილი და ჩუმი კაციც კი აჰყვა ზოგიერთების ხმას და გაიძახოდა: აი ჩქარა დავბეჭდავთ დ. ყაზბეგის ნაწერს. და დაბეჭდა კიდეც პეტრემ თავის „კრებულში“ ამ „დიდი ჭკუის და ნიჭის“ კაცის ნაწარმოები. მერე რა აღმოჩნდა? უბრალო, უგემური პატარა კორესპონდენცია მოხევეების ცხოვრებიდგან, ისეთი კორესპონდენცია, რომელსაც ყველა გაზეთი ასობით იღებს და ხშირად უფრო შნოიანად, უფრო ნიჭიერად დაწერილსაც. ბევრმა უსაყვედურა პეტრეს: რას გვიქადიდი და რა გამოდგაო. ეგ რადასაბეჭდი იყოვო. აკაკიმ ხომ ვეღარ მოითმინა და პირში არტყა პეტრეს: ვაი, შენ ჩემო პეტრეო, შე ჩერჩეტო და ხეპრეო! მეტყვიან: აღებულია პატარა ეპიზოდი მოხევეების ზნე-ჩვეულებისა, და აქ მაინც გასაქანი არ ჰქონდა დიდი მხატვრული ნიჭის გამოსაჩენადო. ვერ დაგეთანხმებით: ნიჭი ყველგან თავს იჩენს, აიღეთ თუ გინდ ვაჟა-ფშაველა. იმასაც ჰქონდა ბევრი რამ ნაწერი ფშავლების ზნე-ჩვეულებაზე. ან აიღეთ თუნდ იმავე სანდრო ყაზბეგის მოგონებანი თავისი მეცხვარეობის დროიდგან. შეადარეთ ამ ორის ნაწერი დიმიტრი ყაზბეგის ნაწერს და დაინახავთ, რომ იგი სხვაა, ესე სხვაა, შუა უდევთ დიდი ზღვარი: ვაჟას და სანდროს ნაწერებს უტყუარი მხატვრული ნიჭის მადლი სცხიათ, დიმიტრი ყაზბეგის ნაწერი კი უბრალო მოხსენებას მოგაგონებთ

ელისაბედ ყაზბეგი მაინც ჭირვეულობს და დაჟინებით გაიძახის: დიმიტრის ბევრი ჰქონდა ნაწერები, დაკეტილ ყუთში ინახავდა და როდესაც დიმიტრი გარდაიცვალა, ეს ყუთი სანდრომ, რომელიც სიკვდილის დროს იქ დაესწრო, გატეხა და რაც შიგ ქაღალდები ელაგა, ამოიღო და თავისთან გადიტანაო. ვთქვათ, ასეც იყო. მერე რა იყო იმ ყუთში, რაგვარი ქაღალდები ელაგა? ელისაბედ ყაზბეგი გვარწმუნებს: სწორედ ის მოთხრობები, რომელიც შემდეგ სანდრომ თავისად გამოაქვეყნაო. ეს ხომ ისევ ჩვენებური, ძველებური: „სთქვა რუქამ არაკიო“ გამოდის. ჩვენ საბუთებსა ვთხოვთ, საქმეს და ის ზღაპარარაკებით გვიმასპინძლდება. მერე მოჰხსნის პირს და ისეთ რამეებს დასწამებს საწყალ სანდროს, რომ გიკვირს, როგორ მიწა არ გასკდა და თან არ ჩაიტანა სანდრო, ეს ყოველი მომაკვდინებელი ცოდვით დატვირთული ადამიანი. ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარი ვეღარ შეაყენებსო, იტყვიან ჩვენში. ასე მოსდის ელისაბედ ყაზბეგსაც, რაკი ერთი ფეხი მოისხლიტა, გაჰყვა და ისეთ სიბნელეში შეტოპა, რომ თვალ-თა ხედვა დაკარგა და საღი ჭკუა-მოსაზრებაც თან მიატანა. ჩვენც შორს ნუღარ მივყვებით, თორემ ისეთ სიბინძურეთა წუმპეში ჩაგვითრევს, რომ ფაქიზ ადამიანს ამოაზიდებს, გულს აურევს. თუ ეს ორიოდე სიტყვა ვთქვი, ესეც იმიტომ, რომ დიდს პატივსა ვსცემდი სანდროს, ამ უმწიკვლო ადამიანს და წარმტაცი ნიჭით შემკულ მწერალს. ყოველი ქართველი მოვალეა ჯეროვანი და შესაფერი პასუხი გასცეს ყველა იმათ, ვინც უსამართლოდ შეურაცხყოფს და ჩირქს მოსცხებს სანდრო ყაზბეგს, ამ უწყინარ, კეთილშობილ, პატიოსან ადამიანს და უანგარო საქვეყნო მოღვაწეს

იმ უბადრუკმა სენმა, რომელმაც ბოლო მოუღო სანდრო ყაზბეგს, უკვე კარგა ხანი იყო, რაც თავი იჩინა. პირველი ნიშნები უკვე 1885 წ. ეტყობოდა, მაგრამ სენი ეხლა უფრო მეტად გაუჯდა ტანში, ფესვი გაიდგა. წერას თავი მიანება, საქმეს ვეღარ ეწყობოდა, ყოფაქცევაც შეიცვალა. ენის მეტყველებამაც უმტყუნა, ზოგიერთი სიტყვის გამოთქმა უჭირდა. შემოვიდოდა ჩემთან, დაჯდებოდა კუთხეში და იჯდა უძრავად მთელი საათობით, ხმას არ ამოიღებდა. ან კიდევ მოიტანდა პატარა კოლოფებს, რომლებიც გავსებული ჰქონდა ფერადი ნაკუწებით. იჯდა ჩუმად და ნაკუწებს პატარა ბავშვივით ერთი კოლოფიდან მეორეში ხან ჩაალაგებდა, ხან ამოალაგებდა. ან კიდევ მოიტანდა გადასაყვან ქაღალდებს და ხალისიანად გადაჰყავდა სურათები ერთი ქაღალდიდგან მეორეზე და ისე ერთობოდა, რომ არაფერს ამჩნევდა, რა ხდებოდა გარშემო

ერთ ცივ ზამთრის ჭინჭყლიან, ქარიან დღეს, სასახლის წინ შემხვდა სანდრო. გაჩქარებული მიდიოდა, თითქოს საქმეზე უგვიანდე-ბაო. თავზე კახური ნაბდის ქუდი ეხურა, რომელიც კეფას ძლივს უფარავდა, ტანზე წამოეგდო კარგად მოცვეთილი, დაძონძილი მოკლე ნაბადი, ფეხთ ეცვა მაღალყელიანი მესტები, ზოგან გაგლეჯილი. გავაჩერე, დავეკითხე: — საით, სანდრო? ამისთანა დარში კაი პატრონი გარეთ ძაღლს არ გამოაგდებს და შენ ისეთი რა გაგჭირვებია, რომ გამოსულხარ სახლიდან? — ოჰ, მე მიყვარს ამისთანა დარი: ჩემ მთას მაგონებს, ჩემ მეცხვარეობას

ამ დროს რაღაცა წკმუტუნი მომესმა. სანდრომ ნაბადი გაიხსნა და უბიდგან თავი ამოყო პატარა მაიმუნმა, ჟაკომ. ეს ჟაკო განუყრელი მეგობარი იყო სანდროსი. სწერდა, კითხულობდა, თუ ისე უსაქმოდ იჯდა, ჟაკო იქვე უნდა ჰყოლოდა. ხშირად ბევრი არასასიამოვნო ოინიც ჩაუდენია ამ ჟაკოს: ან საწერელს გადაუქცევდა და მთელ მაგიდას და რაც ზედ ქაღალდები იყო, სულ მელნით მოუსვრიდა, ან მოჰყვებოდა და ქაღალდებს სულ ნაკუწნაკუწად უქცევდა. ჟაკოს ამისთანა ოინებს სანდრო აინუნშიაც არ იგდებდა. სანდრო ჩემთანაც მოაბრძანებდა ხოლმე ჟაკოს სტუმრად და სულ იმის შიშში ვიყავი, აქაც არ ჩაიდინოს რამე-მეთქი

ჟაკოს მოუსვენრობა რომ შევამჩნიე, ვუთხარი სანდროს: — ემაგ საწყალ მაიმუნს რაღას აწვალებ და ათრევ თან, ეგენი ხომ მცივანები არიან? — რა ვქნა, მე უმაგისოდ გაძლება არ შემიძლიან. — მიპასუხა სანდრომ და გაუდგა თავის გზას

რაც ხანი გადიოდა, სენი უფრო მეტად ერეოდა საბრალო სანდროს. გული მტკიოდა იმის საცოდაობას რომ ვუყურებდი: ღონემოშვებული, მოუვლელი, დაგლეჯილი ტანთსაცმელით, შიშველტიტველი, წვირიანი, ჭუჭყიანი, — ვინ იცის, რამდენი ხნის უცვლელი პერანგით, — დახეტიალობდა აქეთ-იქით და არავინ ჰყავდა გულშემატკივარი. ბავშვივით უღონო და უძლური გახდა, მშობლური ზრუნვა-პატრონობა ეჭირვებოდა, და ის, ვინც წინად ამის „ელგუჯათი“, „ხევის ბერი გოჩათი“, „მოძღვარით“ სტკბებოდა და თავს იწონებდა, ეხლა განს გასდგომოდა და ისე უყურებდა სანდროს, თითქოს უცხო ვინმე მოხეტიალე იყოსო. ისიც კი, ვინც სანდროს თანშეზრდილ დად ითვლებოდა, — ელისაბედ ყაზბეგი, რომელიც პატარაობიდანვე ამათ ოჯახში იზრდებოდა, როგორც ღვიძლი და, ეს ადამიანი, ვამბობ, იმის მაგიერ, რომ მზრუნველობა, პატრონობა გაეწია თავისი გაუბედურებული ძმისათვის, მიწას უთხრიდა და ქვეყანაში თავს სჭრიდა. როგორ არ გაგახსენდეთ აქ შილერის სიტყ-ვები: О люди, люди, порождение крокодилов! Ваши слезы – вода, ваше сердце – камень! ბოლოს, როგორც იყო, მოათავსეს საგიჟეთში. იქ იპოვა უბე-დურმა სანდრომ დროებითი თავშესაფარი, მოსვენება და საუკუნო განსვენება.

არ ვიცი, საჭიროა თუ არა დავუმატოთ, რომ მიცვალებული სანდრო ყაზბეგი დიდის ამბით და ზეიმით იქნა დასაფლავებული. თქვენ ცოცხლისა მითხარით, თორემ მიცვალებულის გაპატიოსნება კი ვიცით!

27 თავი XXV

▲ზევით დაბრუნება


თავი XXV

იაკობ გოგებაშვილი და ნ. ცხვედაძე. ი. გოგებაშვილის «დედა ენა» და ბუნების კარი». ნიკო ცხვედაძის ნაღვაწი. მომავალი უნივერსიტეტის შენობის აგება.

ჩვენი ხსოვნიდან არ უნდა ამოიშალოს ორი ქართველის სახელი, რომელთაც არა ნაკლები ღვაწლი და სამსახური მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე ილიას და აკაკის. მართალია,

ამათ არ ჰქონდათ ისეთი ბრწყინვალე, წარმტაცი, მომადლებული ნიჭი, როგორც ილიას და აკაკის, მაგრამ სამაგიეროდ, სული ჰქონდათ წმინდა, გული წრფელი და დაუშრეტელი სიყვარული სამშობლო ერისა. ეს სიყვარული შთანერგილი ჰქონდათ მათ პატარაობიდანვე. გაჭირვება, ტანჯვა, სიღარიბე წიგნებიდან კი არ ჰქონდათ გაცნობილი, არამედ თვით ცხოვრებამ, თვით სინამდვილემ გამოატარა ესენი ამ ჭახრაკში.

ეს ქართველები იყვნენ იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე. პირველი იყო დიაკვნის, თუ მთავრის შვილი. ხოლო მეორე სოფლის ღარიბი მღვდლის შვილი. სიღარიბეში დაბადებულნი, სიღარიბეში აღზრდილნი, ნახევრად მშიერ-მწყურვალნი, მაინც იმდენს მხნეობას იჩენენ, იმდენს ცდილობენ, რომ უმაღლეს სასწავლებელსაც კი ათავებენ: ორთავეს სასულიერო აკადემია ჰქონდათ დამთავრებული.

ამ გარემოებამ ისინი არ დააშორა თავის ხალხს. პირიქით, «გული წრფელი უფრო განიახლეს გვამსა თვისსა» და შეუდგნენ საქვეყნო მოღვაწეობას. მათ თავის მოღვაწეობის საგნად დაისახეს ის, რაც ილიამ ასე საუცხოვოდ გამოსთქვა: «რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონე მარტო ცოდნა და განათლებაა, ღონე არ ექნება გაუნათლებელ კაცს თავის ჯაჭვის დასამტვრევად».

აი ამ აზრის განხორციელებას შეუდგნენ გოგებაშვილი და ცხვედაძე და სიცოცხლის დამლევამდე არ უღალატნიათ. პირველად ორთავენი მასწავლებლობდნენ სასულიერო სასწავლებელში. აქ დიდად ხელს უწყობდნენ სემინარიელების განვითარებას, მათი ნაციონალური გრძნობის გაღვიძებას. სასულიერო მთავრობამ ორთავენი არასაიმედოდ სცნა და სამსახურიდგან გააძევა.

აქ მათი გზები გაიყარა: ცხვედაძე ისევ მასწავლებლად შევიდა საქალებო ინსტიტუტში, ხოლო გოგებაშვილმა სრულებით სხვა გზა ამოირჩია: სამსახურს სამუდამოდ თავი მიანება და სავსებით საქვეყნო საქმეს შეუდგა სამოსწავლო ასპარეზზე. განიზრახა ქართული სახელმძღვანელოების და სახალხო წიგნების შედგენა და გავრცელება. არ იფიქროთ, რომ ეს პატარა საქმე იყო. პირიქით, გოგებაშვილის მხრივ ასეთი ნაბიჯი უფრო ღვაწლ-შემოსილებას, თავის განწირულებას ემსგავსებოდა. ნუ დაივიწყებთ, რომ საცხოვრებლად მას არაფერი გააჩნდა, სამსახურიდგან გამოდევნის გამო ულუკმაპუროდ დარჩა, შემწეობას არსაიდგან მოელოდა, და არც მიიღებდა წყალობას: მეტად თავმოყვარე და ამაყი კაცი იყო. მაგრამ არ შეუშინდა სიმშილს, არ შედრკა, მტკიცედ დაადგა ცხოვრების ეკლიან გზას და მედგრად გაემკლავა უმადურ წუთისოფელს, ოღონდ თავისი დედა აზრისთვის არ ეღალატნა.

მხნეობამ, საქვეყნო საქმის სიყვარულით სულჩადგმულმა, თავისი გაიტანა. ხომ იტყვიან: მხნე იყავ, გაძლიერდიო. და აკი გოგებაშვილი მართლაც გაძლიერდა, გაძლიერდა ხალხის თვალში: რამდენი თაობა აღიზარდა მის «დედა-ენაზე» და «ბუნების კარზე». სად მოიპოვებოდა ისეთი ალაგი იმერეთს თუ ამერეთს, მთელ საქართველოში, რომ გოგებაშვილის სახელი არ სცოდნოდათ. ვეჭვობ, რომ ქართული წერა-კითხვის გავრცელებაში გოგებაშვილზე მეტი ღვაწლი მიუძღოდეს თუნდ ილიას ან აკაკის. ამათი ნაწერები თუ ათასობით ვრცელდებოდა მთელ საქართველოში, გოგებაშვილის წიგნები ათიათასობით ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას. მე დანამდვილებით ვიცი, რომ წერა-კითხვის საზოგადოების წიგნის მაღაზია 1880-1890 წლებში ყოველ წლივ ჰყიდდა: ოც-ოცდახუთი ათას ცალს «დედა-ენას» და ხუთ-ექვს ათას ცალს «ბუნების კარს».

დიდი სამსახური გაუწიეს გოგებაშვილის წიგნებმა ქართველ ხალხს. დიდის ღირსებისა იყვნენ ეს წიგნები თავის დროზე, დიდის ნიჭით შედგენილნი, ყველას უნებლიეთ უღვიძებდნენ მეტის ცოდნის სურვილს, სწავლის გაგრძელებას და გაძლიერებას. მე თითონ «დედა ენამ» და «ბუნების კარმა» შემაყვარეს ქართული წიგნი, -  გამაცნეს საქართველოს ისტორია, გეოგრაფია. მაშინდელ სკოლებში ხომ ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, თორემ ისტორიაზე და გეოგრაფიაზე ვიღა რას იტყვის.


გაძლიერდა გოგებაშვილი ქონებრივადაც: ყველა თავის წიგნებიდგან ყოველწლიური წმინდა შემოსავალი ჰქონდა სამი ათას- ოთხი ათას მანეთამდე. ეს ფული არამცთუ სავსებით ჰყოფნიდა მისი, როგორც მარტოხელის, უცოლშვილო კაცის არადიდ მოთხოვნილებას, არამედ სხვებსაც ბევრს ჰშველოდა და კიდევ ანარჩუნებდა ცოტა რამეს შესანახად, სიბერისა თუ რაიმე ავადმყოფობის უზრუნველსაყოფად. ამ სახით შენახული აღმოაჩნდა სიკვდილის ჟამს ათი ათას მანეთამდე. და ეს ცოტაოდენი წვლილი სიკვდილის წინ თითონვე გაანაწილა სხვადასხვა დაწესებულებათა მისაცემად, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

ასე გაატარა და დაამთავრა თავისი ცხოვრება ამ ერთგულმა გუშაგმა ქართულის ეროვნებისა. ჭკუა დიდი ჰქონდა, კალამიც კარგად უჭრიდა და არა ერთხელ გამკლავებია ქართულ თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, ვისაც კი შეატყობდა ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის მტრობას, ღალატს. ბევრს ეხსომება, რა გაშმაგებით და სიმკაცრით ეომებოდა ერთის მხრივ იანოვსკის, ამ დაუძინებელს მტერს ქართველობისას და მეორეს მხრივ აშორდიებს და მისთანებს, რომელთაც თავისით თუ ზემოდგან შთაგონებით, განიზრახეს სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა და მეგრული ანბანის შედგენა.

ასევე მკაცრად ექცეოდა გოგებაშვილი, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, სასწავლებელში პედაგოგიურ გზას გადასცდებოდა და შემცდარ ნაბიჯს გადასდგამდა. თითონ დიდად განვითარებული და კარგი მცოდნე პედაგოგიისა, შემცდარს ამხელდა და სწორ გზას უჩვენებდა.

როგორც ვთქვით, ცხვედაძე სხვა გზას დაადგა. ამან სამსახურს თავი არ დაანება, მაგრამ საქვეყნო საქმისთვის არც ამას უღალატნია. ამას არ ჰქონდა ნიჭი მწერლობისა, არ იყო კალმის პატრონი, მაგრამ მხნეობა კი ჰქონდა უძლეველი, შეუდრეკელი. თუ რაიმე საქმეს შეუდგებოდა, გზიდამ გადასვლა აღარ იცოდა, ჭირვეული იყო, ფანატიკოსი საქმისა. არ იცოდა, რა იყო დამცირება, არაკადნიერად მოქცევა, დაცინვა, -  ყველას აიტანდა, ყველაფერს მოისმენდა, ოღონდ მიზნისათვის მიეღწია, განსაზღვრული საქმე საქმეზე მოეყვანა.

თუ დღეს ჩვენ გვაქვს ის საუცხოვო, დიადი შენობა, რომელიც ვაკედგან ამაყად ქალაქს დაჰყურებს და ამშვენებს, მტერს თვალებს უყენებს და მოყვარეს გულს უხარებს, ის შენობა, სადაც დღეს ქართული უნივერსიტეტი იმყოფება, -  ეს უნდა დავუმადლოთ ნ. ცხვედაძეს, იმის მხნეობას, იმის ერთგულებას, იმის თავის განწირვას. საიდამ და როგორ დაიბადა აზრი ამ შენობის აგებისა?

როდესაც მოვახერხეთ და ჩვენი სათავად-აზნაურო სკოლა საყოველთაო საშუალო სასწავლებლად გადავაკეთეთ, საკუთარი თავშესაფარი არ გვქონდა ამისთვის, კატის კნუტივით დავათრევდით ამ სასწავლებელს და ხან ერთ შენობაში გადავიტანდით, ხან მეორეში, მაგრამ ყველა ყოვლად უვარგისი იყო, გამოუსადეგარი, სწავლებისთვის სრულიად მოუწყობელი. უნდა გვეფიქრა საკუთარი შენობის შესაძენად. შესაფერისი ტფილისში არაფერი მოიპოვებოდა. უნდა გვეფიქრა საკუთარ შენობაზე. ვაკეზე მიწის შეძენა მოვახერხეთ. ახლა შენობისათვის უნდა გვეზრუნა. მაგრამ საიდგან, რა ღონით, ფული სად იყო? გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და რაც გვქონდა, ამოგვებერტყა. იყო შედგენილი სიები ქართველ მოხელეთა, მსახურთა და ასე გროშობით, სწორედ გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი. ამაზე ხომ ვერ შევდგებოდით? გართულდა საქმე, ფული ბევრი უნდოდა. ჩვენი გროშებით და თუნდ მანეთებითაც ვეღარას გავხდებოდით. უნდა სხვა ღონე გვეღონა. აი სწორედ აქ იჩინა თავი ცხვედაძემ.

ამოიღებდა ნიშანში ვისაც კი რაიმე ქონებას შეამჩნევდა, შეუჩნდებოდა და მინამ ფულს არ გამოაღებინებდა, არ მოეშვებოდა. არც ერთი შეძლებული ქართველი არ გადაურჩებოდა ცხვედაძის ხარკს. ჩვენში იქნებოდა, რუსეთში თუ უცხოეთში, ყველგან ხელს მიაწვდენდა, ყველას გამოამეტებინებდა რასმე. ხერხი იცოდა, ვისთან როგორ უნდა მისულიყო, ვისთვის საიდამ მოევლო. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო მეტი მადა ეშლებოდა ჩვენს ნიკოს. ჯერ განზრახული იყო მხოლოდ ორ-სართულიანი შენობა, მერე მადა გაეხსნა და ორი სართული ოთხად გადააქცია. ახლა კი წვრილ-წვრილად მოგროვებული შემოწირულებანი ხარჯებს ვეღარ ჰფარავდა. უნდა სხვა გზას დასდგომოდა და ამ გზამ ნიკო მიიყვანა დავით სარაჯიშვილთან და ჩვენს ბანკთან.

სარაჯიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უხვად გაშალა ხელი და არას ზოგავდა ამ საქმისათვის. მის თამასუქებს ანაღდებდნენ ხოლმე საკომერციო ბანკებში ასი ათასი მანეთობით. სარაჯიშვილის მეუღლე, გულკეთილი ეკატერინე, მხოლოდ ერთს იხვეწებოდა:

-  წაიღეთ რამდენიც გნებავთ, რის ეშმაკისთვის გვინდა ფული, შვილი ჩვენ არ გვყავს, ძე ჩვენ არ გვაბადია. მთელი ჩვენი ქონება, ჩვენი სიკვდილის შემდეგ, მაინც ისევ ქართველ საზოგადოებას დარჩება. მხოლოდ ერთს კი გეხვეწებით: ბანკის თამასუქებს ფრთხილად მოექეცით, ვადაზე გადაუხდელი არ დაგრჩეთ, ჩემი ქმარი არ დაღუპოთ და სიცოცხლეშივე ულუკმა-პუროდ არ დაგვტოვოთ.

სარაჯიშვილი მაინც იძლეოდა და იძლეოდა ფულს. ჩვენი ბანკი კი უფრო მაგარი გამოდგა. პირველად ესეც ადვილად იძლეოდა ფულს, მაგრამ როდესაც დაჰხედეს, რომ ხარჯი სულ მატულობს და მატულობს, ბანკის პატრონნი, ე. ი. თავად-აზნაურობა, აჯანყდნენ. გაიძახოდნენ, სწორედ გიჟია ვიღაც ცხვედაძეა, გადარეულა, ლამის მთელი ბანკის შემოსავალი სულ იმ შენობაში ჩაგვაყრევინოს. ილიას უსაყვედურებდნენ: შენ აქებ იმ ვიღაცა ცხვედაძეს და ისიც, რასაც უნდა, ჩადის. ჩვენ ათასი გაჭირვება გვაქვს, ჩვენ ყველაფერზე უარს გვეუბნები და იქ კი უანგარიშოდ აბნევთ აუარებელ ფულს. ილია, ცოტა არ იყოს, შეკრთებოდა ხოლმე და გასაგლეჯად გაბრაზებულ თავადაზნაურობას ცხვედაძეს მიუგდებდა:

-  ნიკო! მოდი კრებაზე, შენ თითონ მიეცი პასუხი და ანგარიში, -  ეტყოდა ხოლმე ილია ცხვედაძეს.

ცხვედაძეც უარისუთქმელად გამოვიდოდა, თუმცა კარგად იცოდა, რამდენი უსიამოვნება მოელოდა გაბრაზებულ ყრილობისაგან. მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს აღელვებული ხალხი ერთბაშად მიჩუმდებოდა ხოლმე, როდესაც თვალწინ წამოუდგებოდა გულკეთილი, გუ-ლუბრყვილო, მუდამ მომღიმარი კაცი და დაიწყებდა ლაპარაკს ტკბილად, როგორც მოკეთე, თანაც გატაცებული იმ აღმაფრენი რწმენით, რომ ეს საქმე საშვილიშვილოა, საჭიროა მთელი ქართველობისათვის და ხარჯს არ უნდა შეუშინდეთ, საქმეს არ ეღალატებაო.

-  ეგ ყველა კარგი, -  ეუბნებოდნენ აქეთ-იქიდგან, -  მაგრამ მაგ უზარმაზარ შენობას რომ გამოუდექით და აურებელ ფულს ჰყრით შიგა, ნეტავ რას აპირებთ, შიგ რა გინდათ მოათავსოთ?

-  საჭიროა, მოვიხმართ, -  ისევ მომღიმარი სახით უპასუხებდა ცხვედაძე. დაგვიჯერეთ, არ ინანებთ, მერე მადლობასაც გვეტყვით. აგერ ხმები ისმის და იქნებ კიდეც გამართლდეს, რომ ტფილისში უნივერსიტეტის გახნის ნებას გვაძლევენო. დეე, შენობა მზად გვქონდეს, იქნება როდისმე ქართულ უნივერსიტეტსაც ვეღირსოთ.

ამ სიტყვებით ბევრს მოინადირებდა ხოლმე და ფულსაც აძლევდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთი ავყიებიც, რომელნიც ლანძღავდნენ, ჭკუაზე შერყეულს ეძახდნენ, ბანკის დამღუპველად სთვლიდნენ. ნიკო ამათ ყურადღებას აღარ აქცევდა, ფული მიეღო და სხვა კი ამას არაფერი უნდოდა ამათგან. მათი ქება-დიდება მისთვის საჭირო არ იყო.

საწყალი ნიკო! ფანტაზიორს ეძახდნენ, გიჟს, ჭკუაზე შეშლილს. რად? რად და იმად, რომ ოცნებობდა ქართულ უნივერსიტეტზე. იქნება, ეს ოცნება იყო, ოცნება ფანატიკოსისა, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ოდესმე ეს ოცნება ასრულდება. დღეს ხომ ვხედავთ, რომ ეს ოცნება სინამდვილედ გადაიქცა, ეგ არის, რომ საწყალ ნიკოს არ დასცალდა ამის ნახვა!

ნიკო, სულ იმავე საქმისთვის ფულის ძებნაში, ერთხელ დიდის ფეოდალის, გენერალ ივანე მუხრანსკის კარსაც მიადგა. გენერალმა ზრდილობიანად მიიღო, ყურადღებით მოუსმინა რაც სათქმელი ჰქონდა ნიკოს, და მერე ასეთი პასუხი მისცა: -  კარგი საქმე დაგიწყიათ. მეც მუხ
რანში ამ ხანად დიდს სახლს ვაშენებ. კარგად მოგვივა საქმე: თუ მოვესწარით, მაგ თქვენ შენობაში პარლამენტი გავმართოთ, ტფილისი მაშინ პარიზი იქნება და მუხრანი -  ვერსალი.

მელას რაც აგონდებოდა ის ესიზმრებოდაო. ამ მელია-მუხრანსკიმ ამ ლათაიებით მოიშორა თავიდან ცხვედაძე და ფული კი გროშიც არ მისცა. მერე მისმა შვილმა და მემკვიდრემ, ცნობილმა კოწია მუხრანსკიმ, როგორც იყო გაიმეტა და მგონი, ოთხასი თუმანი მისცა ცხვედაძეს, მაგრამ ყველას კი შესჩიოდა და წუწუნებდა, გამძარცვესო. ნუ დაივიწყებთ, რომ მუხრანსკი უშვილო იყო და ქონება და მამული კი ქალაქად თუ სოფლად თავზე საყრელი ჰქონდა116.

28 თავი XXVI

▲ზევით დაბრუნება


თავი XXVI

დავით ერისთავი და მისი «სამშობლო». დავით ერისთავი მელექსეების შესახებ. დავით ერისთავი და მუხრანსკი, - ავტორი წიგნისა «О существе крупных единиц». ვასო აბაშიძე და ქართული თეატრის აღორძინება. ლადო ალექსი-მესხიშვილი. კოტე მესხი. მესხები: სერგეი, დათიკო, ივანე, ეფემია. კოტე ყიფიანი სცენაზე, დ. ყიფიანის სახლი ქვიშხეთში. კოტე ყიფიანის დედა. დ. ყიფიანის გადასახლების მიზეზი. დ. ყიფიანის მოკვლა. ჩამოსვენება ტფილისში და დემონსტრაცია. მომღერალი ვანო სარაჯიშვილი.

ჩემ ხსოვნაში ჩამრჩა კიდევ ერთი ადამიანის სახე, რომლის შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ეს გახლდათ დავით ერისთავი, შვილი გიორგი ერისთავისა, რომელმაც წარსული საუკუნის ორმოცდაათ წლებში, ვორონცოვის დროს, პირველმა ჩაუყარა საძირკველი ქართულ თეატრს, პირველმა დაიწყო ქართული კომედიების წერა. შვილსაც, დავითს, მამის ნიჭი გამოჰყვა. დავით ერისთავს ეკუთვნის პიესა «სამშობლო», რომელმაც წარსულ საუკუნის დამლევში ქართული საზოგადოების გათვითცნობიერებას და პოლიტიკურ განვითარებას დიდი და დაუვიწყარი სამსახური გაუწია.

დავით ერისთავი ქართულ დროგამოშვებით მწერლობაშიაც იყო ცნობილი, მაგრამ კი უფრო რუსულად სწერდა «Наследственный поэт»-ის ფსევდონიმით. ერთ დროს გაზეთ «Кавказ»ის რედაქტორადაც იყო. კალამი უჭრიდა, ენაც მახვილი ჰქონდა, შნოიანი, მოსწრებული სიტყვის თქმა იცოდა. ერთ ახალწლის ღამეს ილიასთან ვიყავით, ველოდით «ივერიის» ახალწლის ნომრის გამოსვლას, რომ ვახშამს შევდგომოდით. ნომერი შნოიანად და კარგი შინაარსით იყო შედგენილი. სხვათა შორის, მოთავსებული იყო ილიას ფელეტონი, რომელსაც ასეთი არაჩვეულებრივი სათაური ჰქონდა: «ღმერთმა ნუ დაგაბეროთ!» ფელეტონი აქვე იქნა წაკითხული: ილიასებური მოხდენილი კილოთი, რომელიც აგრეთვე ამ ვახშამს დაესწრო, აღტაცებაში იყო და ასე მიჰმართა ილიას:

- ღმერმა ქმნას, ეს დღე დაგეკვებოს და მთელი წელიწადი სულ მაგისთანა ფელეტონები გვიწერო, არ გაახარო მტრები, რომლებიც იძახიან, ილია ზარმაციაო. კიდევ ბევრი ილაპარაკა სულ ამრიგად, და სიტყვა ბოლოს ასე დაამთავრა:

ფხიზლად იყავი ილია, არ მოგერიოს ძილია!

დავით ერისთავს ლექსი ეხერხებოდა, ტყუილად ხომ არ უწოდებდა თავის თავს:

«Наследственный поэт»-ს, ე. ი. მემკვიდრეობით პოეტს. ეს ნიჭიც მამისაგან ჰქონდა გადმოცემული, მაგრამ რამდენადაც უყვარდა ნამდვილი, ჭეშმარიტი პოეზია, იმდენად სდევნიდა, ჰკიცხავდა ლექსების მჯღაბნელებს, რომელნიც ქართველებში ძლიერ გახშირებულნი იყვნენ იმ დროს და რომელთაც თავი მართალ პოეტებად მოჰქონდათ. ამის გამო ერთი ახირებული აზრი ჰქონდა აჩემებული ერისთავს: ქართველები თუ დაიღუპებიან, მელექსეობა დაჰღუპავთო.

იმის მაგიერ, რომ საქმე გააკეთონ რამე, აუღიათ ხელში კალამი და ვინც არა მგონია, ლექსებს სწერს. უბრალო კორესპონდენციებსაც კი ლექსად სწერენ. ამას, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი ენაც უწყობს ხელს: ძალიან დამყოლი, ადვილად მოსაქნელი ენააო, როგორც გინდა გადასვიგადმოსვი სიტყვა, ასო მოაკელ, ასო ჩაუმატე, - სულერთია, აიტანს.

იქნება ცოტა გადაჭარბებული იყოს ეს აზრი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ სიმართლეს სრულებით მოკლებული იყოს, გადაჰხედეთ თუნდაც ჩვენს ისტორიას, აიღეთ სანიმუშოდ თუნდ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნე. ქართველობას თავზე ბანი ენგრეოდა, შინაური და გარეული მტრები ჩვენს ქვეყანას თავს ესხმოდნენ, ძირს უთხრიდნენ, განადგურებას უქადიდნენ, - და მერე ამ დროს ჩვენი მეფეები რას შვრებოდნენ, რას აკეთებდნენ? ისხდნენ და გულარხეინად ლექსებსა სთხზავდნენ. მე ჩემის საკუთარი თვალით მინახავს და გადამი-თვალიერებია კიდეც მეფე არჩილის, მეფე თეიმურაზის ლექსთა კრებული, ნაწერი სქელ ქაღალდზე, დიდი ტანის რვეულებად შეკრული და შეკაზმული. მერე რა არის შინაარსი ამ ლექსების? უმთავრესად არშიყობა და მერე სწავლა-დარიგება, თუ როგორ უნდა მოიქცეს კაცი ოჯახის მოწყობაში, შინაურ ცხოვრებაში და სხვა ამგვარი ფუჭი ლაყბობა და ზნეობითი სწავლება. აი ასეთ საქმეებში იყვნენ გართულნი ჩვენი გვირგვინოსანნი იმ დროს, როდესაც შაჰ-აბაზები და შაჰ-მურადები კარს მოსდგომოდნენ, ქვეყანას აოხრებდნენ და ხალხს ჰჟლეტდნენ.

ზემოდ მოვიხსენიეთ ვინმე მუხრანსკი, დიდი მოხელე და გადაგვარებული ქართველი, რომელმაც რუსულად დასწერა წიგნი, სათაურით: «О существе крупных единиц», სადაც ამტკიცებდა, რომ დიდმა ერებმა, როგორც დიდმა ერთეულებმა, უნდა შთანთქან პატარა ერები, მცირე ერთეულებიო. ამას ილიამ საკადრისი პასუხი აგო თავის გამოცანებში, რომელიც აგრეთვე ზემოდ მოვიყვანეთ. მუხრანსკიმ თავისი წიგნი, სხვათა შორის, დავით ერისთავსაც გაუგზავნა. ამან უკანვე დაუბრუნა წიგნი ამგვარი ზედ-წარწერით:

О существе ты написал,
Мой друг, более ста страниц,
Но этим только доказал
То, что мы знали без того:
Что ты совсем не существо
И нуль меж крупных единиц.

წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარია, წიგნის მაღაზია და ძველი ხელთნაწერების წიგნთსაცავი მოთავსებული იყო იმავე ბანკის შენობაში, ესრედ-წოდებულ არწრუნისეულ ქარვასლაში, სადაც თეატრიც იმყოფებოდა. ამიტომ რეპეტიციების დროს ჩვენი არტისტები ხშირად შემოივლიდნენ ხოლმე ჩემთან, რაიმე წიგნის თუ გაზეთის წასაკითხად და უფრო კი სალაყბოდ. მათ შორის იყვნენ: ვასო აბაშიძე117, ლადო ალექსი-მესხიშვილი118, კოტე ყიფიანი და კოტე მესხი.

უფრო ხშირი სტუმარი იყო ვასო აბაშიძე, მამამთავარი ჩვენი თეატრისა, მისი სულჩამდგმელი და მისი დამამშვენებელი. რამდენი გაჭირვება, სიღარიბე, სიმშილი და წყურვილი გამოუვლია, მაგრამ ქართული თეატრის ღალატი ფიქრადაც არ მოჰსვლია. სკოლის გამგედ იყო, მგონი, ყარაბაღში და იქ რომ დარჩენილიყო, სამსახურშიაც წინ წავიდოდა, - ნიჭიერი კაცი იყო, - და ლუკმაპურიც უზრუნველი ექნებოდა, მაგრამ ყველა ამას თავი მიანება და ქართულ თეატრს სათავეში ჩაუდგა.

სახელგანთქმული არტისტი მოსკოვის მცირე თეატრისა და დრამატურგი იუჟინი, - ალექ-

სანდრე სუმბათაშვილი119, - ვასოს ამხანაგი იყო. ტფილისის პირველ გიმნაზიაში ერთად

სწავლობდნენ და ორთავენი ჯერ მაშინვე დიდს სასცენო ნიჭს იჩენდნენ. აი ამ სუმბათაშვილს რამდენჯერ უთქვამს ვასოსთვის:

- ვასო, მე ხომ შენ კარგად გიცნობ და შენი ნიჭიც ვიცი, რას იკლამ აქ თავს სიმშილით? წამოდი მოსკოვში, შენი ნიჭის პატრონი, იქ სახელსაც დიდს მოიხვეჭ და კეთილი ცხოვრებაც გექნება.

მაგრამ ვასო შეურყეველი იყო, ვერ შეაცდინეს. ღარიბი იყო, უმწეო, ქართული სცენა იმ დროს და მით უფრო საჭირო იყო მისი აქ ყოფნა, ერთგული, თავგანწირული მუშაობა. მართლაცდა ყველას რომ მხოლოდ კუჭის რწმენით ეხლმძღვანელა და გაქცეულიყო იქით, სადაც მეტი დიდება და მაძღარი ლუკმა მოელოდა, მაშინ ჩვენ თეატრიც აღარ გვექნებოდა, მხოლოდ ასეთი თავგანწირულება ჰქმნის, ამკვიდრებს ქვეყნის საქმეს, და ამიტომ ქვეყანაც და შთამომავლობაც აფასებს მის ღაწლს, არ ივიწყებს მის სამსახურს და სიყვარულით ჰმოსავს მის სახელს. ვასო ნამდვილი, ღვიძლი შვილი იყო თავისი მიწა-წყლისა და ამიტომ ყველა მაცდუნებას უპასუხებდა რაფიელის სიტყვებით:

«არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!»

დიახ, ჩვენი თეატრი მაშინ გატიტვლებულ სალ კლდეს წარმოადგენდა, მაგრამ ვასოს და მის ღირსეულ თანამშრომელთა ერთგული მუშაობით ქართული თეატრი აყვავდა და დღეს მტკიცე საფუძველზე სდგას. დიდი სამსახური მიუძღვით ამათ ქართველების წინაშე. ეს ორიოდე ჩვენი სიტყვა მცირე სასყიდლად ჩაითვალოს იმ დიდი მადლობისა, რომლის ღირსნიც არიან ეს უანგარო მოღვაწენი. იმ დროს, როდესაც ქართული ენა ყველგან ჩაგრული იყო და დევნილი, ამათ ის შეაფარეს თავიანთ ღარიბ ქოხში და ქართველებს შეუნახეს ეს ძვირფასი განძი. თუმცა ჩვენი წარჩინებული საზოგადოება შორს გაუდგა ქართულ თეატრს, სამაგიეროდ დანარჩენი ქართველობა სიყვარულით ეკიდებოდა ამ თეატრს, აქ ესმოდა მას მშობლიური ენა, აქ იტკბობდა ის გრძნობას, იკვებავდა გონებას.

ვასოს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ საკმარისი იყო ერთი იმის სიტყვა და სახის მისებური მოღმეჭა, რომ თავი ვეღარ დაგეჭირა და სიცილი წაგსკდომოდა.

ერთი უცნაური თვისება ვასოსი უნდა აღვნიშნო. ერთხელ ახალქალაქში, თარხნიანთ გვარეულობის სოფელში მომიხდა ყოფნა, ქართული წარმოდგენა იყო და ვასოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. აუარებელი ხალხი მოაწყდა თეატრს, ყველას უნდოდა ვასოს ნახვა და მოსმენა. სულ ერთი საათი აღარ დარჩენილიყო წარმოდგენამდე, რომ ვასო უცბად ავად გახდა, დაწვა, ოხრავდა, შფოთავდა, მიშველეთ, ვკვდებიო. გავუზომეთ სიცხე, მართლაც დიდი სიცხე ჰქონდა, 39° უწევდა. ვერ მიმხვდარიყავით, ასე უცბათ რა მოუვიდა ამ კაცს. ან რა პასუხი გვეთქვა ამ მოზღვავებული ხალხისთვის. ასე ვიყავით დადარდიანებულნი და დაფიქრებულნი, რომ ვასო უცბად წამოჯდა და მოგვაძახა:

- აი თქვე სულელებო! მართლა დაიჯერეთ? მე არა მტკივა-რა. აბა დავიწყოთ წარმოდგენა! არა გვჯეროდა, ესეც ამისი ჩვეულებრივი ხუმრობა გვეგონა. მაინც გავუსინჯეთ სიცხე.

ტემპერატურა სრულებით ნორმალური ჰქონდა. გაოცებულნი დავრჩით და მე დღესაც ვერ გამომირკვევია: ნუთუ არტისტს მართლა ასე უცნაურად შეუძლიან ბუნების შეცვლა, უცებ მაღალ წერტილამდე აიყვანოს სიცხე და ასევე უცბად ჩვეულებრივ დონეზე დაიყვანოს?

ლადო მესხიშვილი უფრო იშვიათი სტუმარი იყო ჩემთან. არც ამას უყვარდა ბევრი ლაპარაკი. და თუკი ხმას ამოიღებდა, მუსიკასავით საამური იყო მისი ხმა, რომელიც საიდგანღაც გულის სიღრმიდგან ამოდიოდა. ცოტა ბოხი მეტყველება ჰქონდა და გხიბლავდა, სულსა და გულს გიტკბობდა, არ გინდოდა ყური მოგეშორებინა, ამ ხმის სიმშვენიერეს და მუსიკალობას

ვერ წარმოიდგენს ის, ვისაც მესხიშვილი უნახავს მას შემდეგ, რაც ყელის ტკივილი დასჩემდა და აპერაცია გაუკეთეს. მასუკან ხმა წაუხდა, გაბზარული ზარივით უჟღრინავდა.

გარეგნობითაც მშვენიერი, თვალწარმტაცი შეხედულებისა იყო ლადო. ერთ ზაფხულს ბაქოში მოუხდა ჩამოსვლა. კლუბში, მაღლობ ადგილზე იჯდა განმარტოებული და საუცხოვო სანახავს წარმოადგენდა: მისი გედის მსგავსად მოღერებული კისერი, მისი გამომეტყველი სახის ყველა ნაწილი, თითქოს განგებ გამონაკვეთი და ჩამოსხმული, მაღალი, გადაშლილი შუბლი, რომელსაც ზემოდამ დაჰყურებდა ხშირი, თეთრი თოვლივით გაპენტილი, ხუჭუჭი თმა,

- ღირსი იყო მშვენიერების ქანდაკებისა. მნახველნი თვალს ვერ აშორებდნენ და კითხულობდნენ: ვინ არის, საიდამ გამოჩნდაო.

კოტე მესხს პეტერბურღიდგან ვიცნობდი, სადაც საფრანგეთიდგან შინ მომავალი, დროებით ცხოვრობდა. ბევრს გვიამბობდა პარიზის თეატრის ამბებს და მეტადრე მაშინდელ გამოჩენილ ფრანგ არტისტებზე, ძმათა კოკლენებზე. ამ კოკლენების ნახვამ და, საზოგადოდ, პარიზის თეატრების შესწავლამ დიდი სამსახური გაუწია მესხს. იმაზე უკეთესი მოთამაშე პიესებში, უცხო ქვეყნების ცხოვრებიდგან, ჩვენში არ ყოფილა. მისი თამაში, მაგალითად, ნაპოლეონის როლში, მეტად არტისტული, ხელოვნური იყო: როგორც გრიმით, ისე სახის გამომეტყველებით, მიხვრა-მოხვრით, ნამდვილი ცოცხალი ნაპოლეონი წარმოგიდგებოდათ თვალწინ.

საუცხოოდ თამაშობდა აგრეთვე იმერლების როლს. შეუდარებელი იყო თავისი ცოცხალი, მკვირცხლი, სხაპა-სხუპის მეტყველებით, როდესაც თეატრში გვიამბობდა სცენებს გურულების ცხოვრებიდან.

საზოგადოდ ღირსშესანიშნავია ამ მესხების სახლობა, მათი ნიჭიერება. რამდენი შესამჩნევი მოღვაწე მისცა ქართველებს ამ ერთმა კოტეს ოჯახმა. კოტე ხომ ვიცით, ახლა აიღეთ მისი უფროსი ძმა სერგეი, ეს იყო დამაარსებელი და პირველი რედაქტორი ქართული გაზეთ «დროებისა»; მეორე ძმა, დათიკო, მახვილი კალმის პატრონი იყო, იმის ფელეტონებს დიდის სიამოვნებით ვკითხულობდით, მესამე ძმა ივანე, საზღვარგარეთ სწავლა მიღებული, ერთგული საზოგადო მოღვაწე იყო და ბათუმის თვითმართველობის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვის, ამათი და ეფემია, გეპნერის მეუღლე, ხომ ერთი საუკეთესო დრამატიული არტისტი ქალი იყო, ქართული სცენის დამამშვენებელი.120

კოტე ყიფიანი რომ გამახსენდება, მაშინვე თვალწინ წამომიდგება ეს გულახდილი, სიცოცხლით სავსე, მხიარული, ლაღი და უდარდელი ადამიანი. ან კი რა ჰქონდა სადარდელი? დიდი, შეძლებული ოჯახის შვილი, პატარაობიდანვე მდიდრად და ნებივრობით გაზრდილი, არც ეხლა იყო დაჩაგრული ბედისაგან. მამისაგან კაი შეძლება ჰქონდა დარჩენილი, სახლ-კარი კარგად მოწყობილი და ლუკმა-პური უზრუნველი. როგორც არტისტი ნიჭიერი იყო, დინჯი და მოფიქრებული თამაში უყვარდა, სიყვარული თეატრისა პატარაობიდანვე ჰქონდა ჩანერგილი. მამა მისი, კაცი განათლებული, განვითარებული, დიდი მოყვარული იყო თეატრისა, და აკი თარგმნა კიდეც შექსპირი, კოტეს უფრო ეხერხებოდა ჩვენი ცხოვრებიდან ამოღებული, ჩვენი ყოფა-ცხოვრებისაგან წარმოშობილი დინჯი, დარბაისლური ტიპები. უცხო ცხოვრებიდან ჩვენს სცენაზე გადმოტანილი ტიპების განხორციელებაც ზედმიწევნით ემარჯვებოდა, რადგან კარგათ იყო განათლებული, განვითარებული, უცხო ენები საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი და ამ ენებზე ლიტერატურაც გაცნობილი. ამიტომაც შეძლება ეძლეოდა თავისი როლი საფუძვლიანად შეესწავლა, ჩაჰფიქრებოდა, შეეთვისებინა. კოტე ყიფიანს დიდი ღვაწლი და სამსახური მიუძღვის ქართული თეატრის წინაშე.

ჩემს ხსოვნაში ჩაეყარა ჩვენს თეატრს მტკიცე საფუძველი. დიდ ბედნიერებად უნდა ჩაითვალოს ქართველებისთვის ის გარემოება, რომ პირველ ხანებშივე ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ისეთნი დიდნიჭიერნი და თავგანწირულად ერთგულნი ქართული სცენისა, როგორიც იყვნენ: ვასო აბაშიძე და მისი ცოლი, მაკო საფაროვის ასული, ნატო გაბუნიას ქალი, დრამატურგი ცა-

გარლის ცოლი, ლადო ალექსი-მესხიშვილი, კოტე მესხი და კოტე ყიფიანი, ამათ განამატკიცეს სიმკვიდრე ქართული თეატრისა, ჩაუდგეს მას სული, შეაყვარეს ქართველებს, და ქართველებმაც იგინი შეიყვარეს. ერთგულოვნება და ერთსულოვნება დაარსდა მსახიობთა და მაყურებელთა შორის. ამაზე მეტი ჯილდო, არა მგონია, იყოს სხვა რამ. მართალია, ქართველებმა ვერ უზრუნველჰყვეს მატერიალურად, მეტადრე პირველ ხანებში, ეს უანგარო და თავგანწირული მოღვაწენი, მაგრამ აქ უგულობა კი არ იყო, არამედ უფულობა. ხომ მოგეხსენებათ ქართველების ჯიბე-ცარიელობა, სიღარიბე. მაგრამ ამა სოფლის ცხოვრება, სახელი და სიყვარული მარტო ვერცხლით ხომ არ მოიპოვება?!

კოტე ყიფიანი უმცროსი შვილი იყო დიმიტრი ყიფიანისა, იმ საქვეყნო მოღვაწისა, რომელიც ზემოდ უკვე გავიცანით. დიმიტრის დიდი ადგილი ეჭირა იმ დროს რუსის სამსახურში, ჭკვიანი და საქმიანი კაცის სახელი ჰქონდა მოპოვებული. რუსის სამსახურში იყო, მაგრამ ბევრ სხვებსავით არ გადაგვარებულა. ქართველი იყო სულით და გულით, ასევე უყვარდა ქართული მწიგნობრობაც და ცდილობდა ასეთივე სიყვარული შთაენერგა თავისი შვილებისთვის. საუკეთესო მცოდნეს ქართული მწიგნობრობისა და ენისა, უნდოდა, რომ შვილებსაც საფუძვლიანად შეესწავლათ ქრთული ენა. ამის გულისთვის, მან თავის შვილებს შეუდგინა კიდეც ქართული გრამატიკა.121 ეს ცოდნა და სიყვარული ქართულისა კოტესაც ჰქონდა. ბევრსა სწერდა ქართულად, სთარგმნიდა უცხო ენებიდგან, დაწყებული ჰქონდა რაღაც ლექსიკონის შედგენა, მხოლოდ ეს უკანასკნელი დაამთავრა თუ არა, აღარ მახსოვს.

კოტე გამუდმებით ცხოვრობდა სოფ. ქვიშხეთში, მამისაგან დატოვებულ კარგად მოწყობილ მამულში. ერთხელ სურამში ყოფნა მომიხდა, სადაც კოტე შემხვდა და თავისთან მიმიწვია. კარგად იყო მოწყობილი. დიდი ორსართულიანი სახლი, მაღლობ ადგილზე გაშენებული, ფართო კარ-მიდამოთი, რომლის შუა გულში ცივი მთის წყარო გამოჩუხჩუხებდა მილიდამ, - ზემოდამ დაჰყურებდა ტაშისკარს, დოღლაურს და მთელ ქართლის დაცემულ გაშლილს ადგილს. ძველებურად ფართო, გრძელ, ზემო-სართულის აივანზე იდგა დიდი დურბინდი, რომელიც დიმიტრის პარიზში ყოფნის დროს შეეძინა. როდესაც კი დიმიტრის ქვიშხეთში მოუხდებოდა ყოფნა, ამ დურბინდში ხშირად უყვარდა თურმე გახედვა და რა დაინახავდა ვისმე, კარგა შორს მანძილზე იმის სახლისკენ მომავალს, მაშინვე პურადი მასპინძელი განკარგულებას გასცემდა, რომ სამზადისს შესდგომოდნენ სტუმრის პატივით დასახვედრად.

კოტეს დედა გენერალ ჭილაშვილის ქალი იყო. თავის დიდბუნებოვანი ქმარი გაგიჟებით უყვარდა. ეს სიყვარული თითქმის კერპთთაყვანისმცემლობას აღწევდა. როდესაც მე გავიცანი, იგი უკვე ღრმა მოხუცებული იყო. იმ დროს დიდი ხანი არ იყო გასული, რაც მისი საყვარელი და სათაყვანებელი დიმიტრი ტრაღიკულად დაიღუპა. ამ ამბავს დიდად ემოქმედნა მასზედ. ისე ღრმად იყო დამწუხრებული, ჩაფიქრებული, შერყეული, რომ, გეგონებოდათ, ამ ერთ ფიქრს მისცემია და მთელი მისი არსება ამას შეუპყრიაო. დადიოდა და წამდაუწუმ ნაღვლიანად წამოიძახებდა: «Убили моего божественного Димитрия». ისე არ გაიხსენებდა თავის დიმიტრის, რომ სიტყვა «божественный» არ დაემატებინა.

დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა ასე მოხდა. მოკლულ იქმნა სემინარიის რექტორი. მკვლელი იყო ქართველი ლაღიაშვილი. მაშინ რუსის არქიელად იყო ვინმე პავლე, დიდი მომხრე და, მგონი, შორეული ნათესავიც მოკლულ რექტორისა, აი ამ პავლემ დიდად იწყინა და იუცხოვა ეს ამბავი და ბრალი დასდვა მთელ ქართველობას. ენა ჰქონდა მოქნილი, კაცი იყო თავდაუჭერელი, თავხედი. და აი, ერთ კვირა დღეს ქართველი მლოცველებით გაჭედილ სიონის ტაძარში გამოვიდა ეს პავლე არქიელის სამოსელში, კვერთხით ხელში და გაკადნიერებული განრისხებით შელახა და შეურაცხჰყო მთელი ქართველობა, ამ ამბავმა დიმიტრი ყიფიანის ყურამდე მიაღწია, რომელიც მაშინ ქუთაისში სცხოვრობდა, როგორც იმერეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. ამ ამბავმა დიდად შეაძრწუნა დიმიტრი, მისმა გულმა ვერ მოითმინა ასეთი

შეურაცხყოფა ქართველობისა და მოსწერა პავლეს წერილი, სადაც დიდ წყრომას უცხადებდა. პავლემ ითაკილა ასეთი გაკადნიერება და ფიცხლავ დაასმინა, სადაც ჯერ იყო, შესაფერი განმარტებით. მაშინდელ არქიელებს მხოლოდ სახელი ჰქონდათ სულიერი მამებისა, მოძღვრისა, თორემ ნამდვილად კი იგივე ჟანდარმების უფროსები იყვნენ, მხოლოდ განსხვავებით, რომ ჟანდარმების ლურჯ მუნდირის თუ ქუდის მაგიერ, ტანზედ ეცვათ ანაფორა და თავზედ ეხურათ ბერის ბარტყულა.

სამართალი იყო სწრაფი, ხოლო არა მართალი: განუკითხავად, განუსჯელად, სიტყვის უთქმელად, აიღეს და ეს მოხუცებული, დამსახურებული კაცი გადაასახლეს ქალაქ სტავროპოლში, ჩრდილოეთ კავკასიაში, უფლების აღკვეთით, რომ იქიდგან ფეხი მოენაცვლა. დიდ ხანს არ გაუვლია, რომ ეს მოხუცი იქვე მოკლეს. ეს მკვლელობა ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ სრულებით გაუგებარი დარჩა როგორც მიზეზი, ისე გარემოება ამ მკვლელობისა.

სიცოცხლით სამშობლოს მოშორებული, სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდა დიმიტრი თავის მშობლიურ მიწა-წყალს. დიმიტრის გვამი თფილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდაში დაასაფლავეს. ქართველობამ თავისი ვალი გადაიხადა. სამხედრო გზით მოსვენებულს ცხედარს აუარებელი ხალხი დაესწრო ჯერ ისევ ქალაქ გარეთ, საბურთალოზე. პირველ წამს, როდესაც ბალდახინი მიცვალებულის კუბოთი მოახლოვდა, რაღაც უხერხულობა ჩამოვარდა, არ იცოდნენ რა ექნათ, პირველად რა უნდა თქმულიყო. აქ წამოდგა წინ დავით ნიჟარაძე, ყიფიანის მოადგილე ქუთაისში, მიუახლოვდა ძირს გადმოღებულ კუბოს, შუბლში ხელი ირტყა და ზარით მოსთქვა: - ვაი ჩემს თავს, რომ ცოცხალი ვარ და შენ კი მაგ კუბოში გხედავ!

ეს საკმარისი იყო: უხერხული წამი გაჰქრა, ყველა ამოძრავდა, რამდენიმე წარმოსდგა წინ სიტყვის სათქმელად. სამღვდელოებამ მცირე პანაშვიდი გადიხადა და პროცესია გამოემგზავრა ქალაქისკენ. ხალხი თანდათან ემატებოდა, გოლოვინის პროსპექტეზე (დღევანდელ რუსთაველზე) ტევა აღარ იყო, პროცესიამ დემონსტრაციის ხასიათი მიიღო. მთავარმართებლის სასახლეში იგრძნეს და შეეცადნენ, რომ მიცვალებული აქ მაინც არ გამოეტარებინათ. პოლიციამ გზა გადაუჭრა ხალხს ოპერის თეატრის წინ და უნდოდა ჭავჭავაძის ქუჩისკენ შეებრუნებინა, რადგან, მართალი რომ ითქვას, აქედგან უფრო ახლო იყო მამა დავითის ეკლესია. ხალხი არ ემორჩილებოდა. მაშინ პოლიციამ მიჰმართა წინ მიმძღოლ ქართველ ეპისკოპოზს ალექსანდრეს, შებრუნებულიყო ამ ქუჩით. ეპისკოპოზმა ასე უპასუხა: მე აქ მხოლოდ ღვთის მსახურების წესის აღმსრულებელი ვარ, დანარჩენი მე არ მეკითხება, ეგ ჭირისუფლის ნებაა.

ამ დროს ხალხი უკვე მოზღვავდა და გოლოვინის პროსპექტით წინ წავიდა სასახლისკენ. წესრიგის მიმცემნი იყვნენ ვალ. გუნია და ანდრია ღულაძე, რომელნიც ცხენებზე ისხდნენ და პროცესიას წინ მიუძღოდნენ. მეტად სასაცილო სანახავი და სურათზე გადასაღები იყო ანდრია ღულაძე. ისე იჯდა ცხენზე მოღერებული, ისეთი მბრძანებლობის ხმით იძლეოდა განკარგულებას, მომავალ მეფაეტონეს ისე შესძახებდა: სდეგო, და თვალებს ისე დააბრიალებდა, რომ უნებლიეთ მოგაგონებდათ ლერმონტოვის გენერალს, კავკასიაზე მომავალს ჯარს რომ მოუძღოდა წინ:

Их ведет, грозя очами, Генерал седой.

ქალაქის თვითმართველობის სახლის წინ პანაშვიდი გადაუხადეს, როგორც ერთ დროს ქალაქის თავად ყოფილს და აქედგან სოლოლაკის და პეტრე დიდის

(აწინდელ ძერჟინსკის) ქუჩით მთაწმინდაში აიტანეს და იქ ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

ორიოდე სიტყვა მინდა ვსთქვა ჩვენ ნიჭიერ მომღერალზე, ვანო სარაჯიშვილზე. პირადად სარაჯიშვილი გავიცანი ბაქოში, სადაც მოწვეული გვყავდა სამღერლად ერთ ქართულ კონცერტზე, რომელსაც იქაური ქართველობა ყოველწლიურად ჰმართავდა ხოლმე. ამ კონცერტზე დიდძალი ხალხი ესწრებოდა. გარდა ქართველებისა, ბევრი მოდიოდა სხვა ტომის ხალხიც. აი გამოვიდა სარაჯიშვილი და დაიწყო ურმული. იმისმა ტკბილმა, გულის სიღრმიდან ამონადენმა ხმამ მოგვხიბლა, ყველა სულგანაბული უსმენდა. ბევრი სხვა სიმღერით დაგვატკბო კიდევ, აღტაცებას და ტაშის ცემას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც შევამჩნიე, სარაჯიშვლს ხმა არ ჰქონდა მძლავრი, მაგრამ ეს ხმა იყო მეტად ნაზი, მეტად ტკბილი, გულის სიღრმეში გვხვდებოდა და ტკბილ გრძნობას გვიღვიძებდა.

ჩემ გვერდზე იჯდა ერთი გერმანელი, ბანკის დირექტორი, ჩემი კარგი ნაცნობი. მომიბრუნდა და მკითხა:

- მართლა ქართველია ეგ მომღერალი?

- რად არ გჯერათ ვითომ, რომ ქართველია? - გამოვეკითხე მეც.

- არ მეგონა, თუ ქართველებს მაგისთანა მომღერალი გეყოლებოდათ: საოცარი ხმის გარდა, ხელოვნებაც, ცოდნაც სიმღერისა დიდი აქვს.

მერე მიუბრუნდა თავის მეზობელს, აგრეთვე გერმანელს და უთხრა «colossal», რომელიც პირდაპირი თარგმნით ნიშნავს სიდიადეს. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც გერმანელი ამ სიტყვას ხმარობს, ეს ნიშნავს უდიდეს აღტაცებას, უმაღლეს დაფასებას ნიჭისას.

ეს გერმანელი მერე ისევ მომიბრუნდა და მითხრა:

- წეღან მაგის ქართველობა იმიტომ ვიკითხე, რომ მეგონა შინაური მომღერალი და ასეთი სიმღერის ცოდნა საიდგან უნდა შეეძინოს მეთქი. მაგრამ ახლა აღარ მიკვირს, რადგან გავიგე, რომ სიმღერის სწავლა ჰქონია მიღებული. ერთიც ეს მაკვირვებს: მაგისთანა ხმის პატრონი რას დამჯდარა შინ და გარეთ არ გადის, დიდ სახელს მოიხვეჭდა. რუსეთის გარდა, უცხო ქვეყნებშიც ბევრი მივლია, ბევრი გამოჩენილი მომღერალი მინახავს, მაგრამ, გულწრფელად გეუბნებით, მაგისთანა მოხდენილი ტკბილი ხმა არ მომისმენია.

როგორც ვთქვი, სარაჯიშვილი პირველად ბაქოში გავიცანი, იმის სახელი კი ტფილისშიაც მქონდა გაგონილი. საყურადღებოა ისიც, თუ სად და ვინ აღმოაჩინა პირველად ეს ნიჭიერი ახალგაზრდა. სარაჯიშვილი მსახურობდა თურმე სახაზინო პალატაში რაღაც მცირე მოხელის ადგილზე, ამხანაგებმა მალე შეიტყეს მისი საოცარი ხმა. სად შეიტყობდნენ? ცხადია, ქეიფობის დროს. ამისთანა ხმის პატრონი ხომ სანთლით საძებნელია და აი, ამხანაგები, ვისაც სადილი ან ნადიმი ჰქონდა, უსათუოდ სარაჯიშვილსაც იწვევდნენ, ერთმანეთს ხელიდგან სტაცებდნენ. იყო ეს სარაჯიშვილი ერთგვარად ლხინში და ქეიფში. სახლიდგან ბაღებში, დუქნებში გადადიოდნენ. სარაჯიშვილი ყველგან და ყველასთვის სასურველი სტუმარი და დროს გამტარებელი იყო. ამ განუწყვეტელ სმაში და ქეიფში დაიღუპებოდა მისი ჯანიც, ხმაც და ნიჭიც, როგორც ბევრი სხვისად დაღუპულა, რომ ბედზე არ შესწრებოდა ხაზინის უფროსი, გვარად სოკოლოვსკი თუ სმირნოვსკი, სწორედ აღარ მახსოვს. ეს უფროსი მხიარული კაცი იყო თურმე, ამასთანავე კარგი მცოდნე და მოყვარული

მუსიკისა და სიმღერისა. ხშირად ჰმართავდა თურმე თავისთან სადილებს და იწვევდა პალატის მოხელეთაც, უფრო იმათ, ვისაც მუსიკოსის ნიჭი და კაი ხმა ჰქონდათ. მოჰხვდა ერთს ასეთ სადილზე სარაჯიშვილიც და თავის სასიამოვნო ხმით და მუსიკალობით აღტაცებაში მოიყვანა თავისი უფროსი, გამოიკითხა მისი ვინაობა და მაშინვე განიზრახა თურმე ყოველი ღონე ეხმარა, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდა თავის ნიჭის შესაფერ გზაზე დამდგარიყო. გაეგო ისიც, რომ ცნობილი მდიდარი დავით სარაჯიშვილი ამის ნათესავი ყოფილა. ეს სახაზინო პალატის უფროსი იმავე დროს ჩვენი საადგილ-მამულო ბანკის მეთვალ-ყურედაც ითვლებოდა, როგორც ფინანსთა მინისტრის წარმო-მადგენელი.

აი ეს პალატის უფროსი მოვიდა ერთ დღეს ბანკში და ერთი ამბავი დააწია. უამბო სარაჯიშვილის ამბავი და უკიჟინა, როგორ არა გრცხვენიათ ქართველებს, ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა გყავთ და ხელს არ უმართავთ, რომ თავის გზას დაადგეს, პალატაში თუ დარჩა, დაიღუპება. აი მდიდარი ნათესავიც ჰყოლია, დავით სარაჯიშვილი, თქვენი კარგი მეგობარი ყოფილა, - მიუბრუნდა ილიას, - ურჩიეთ, დაიყოლიეთ, რომ შემწეობა აღმოუჩინოს თავის ნათესავს, ეს თქვენი და ყველა ქართველის მოვალეობაა. ამ კეთილი კაცის გულშემატკივრობამ გასჭრა, დავით სარაჯიშვილმა სტიპენდია დაუნიშნა, და ამგვარად ვანო სარაჯიშვილს გზა გაეხსნა, შეძლება მიეცა მუსიკალური განათლება მიეღო და ქვეყანას გამოსდგომოდა.

კარგა ხანმა გაიარა. მე ტფილისიდგან წასული ვიყავი და ვანო სარაჯიშვილზე აღარა მსმენია რა, მხოლოდ ერთხელ მოსკოვიდან რკინის გზით მოგზაურობა მომიხდა დავით სარაჯიშვილთან, რომელიც ვლადიკავკავში მოდიოდა. ერთ ვაგონში მოვხვდით, იმავე ვაგონში იყვნენ მოსკოვის მომღერალი არტისტები, რომელნიც აგრეთვე ვლადიკავკავში მოდიოდნენ წარმოდგენების გასამართად. გაიცნეს სარაჯიშვილი და იმათ ერთს ასეთს ლაპარაკს მოვკარი ყური.

- მომღერალი ვანო სარაჯიშვილი თქვენი ნათესავი ხომ არ არის? - ეკითხება დავითს ერთი მომღერალი ქალი.

- დიახ, ნათესავიაო, - უპასუხა დავითმა.

- ხშირად მიმღერია იმასთან. რა მომხიბლავი ხმა ჰქონდა! მშვენიერი, საუცხოვო რამ იყო აგრეთვე, როგორც ადამიანი და ამხანაგი. ისე მიყვარდა, როგორც ღვიძლი ძმა.

- არა მჯერა, - უპასუხა დავითმა: თუ მართლა გულწრფელად გიყვარდათ, უნდა კისერში წაგეკრათ და სცენიდან გამოგეგდოთ. რა დროს იმის სიმღერა იყო, ჯერ უნდა კარგად ესწავლა სიმღერა, სწავლა დაემთავრებინაო, - ასეთი მკვახე პასუხი ცოტა არ იყოს იუცხოვა არტისტმა ქალმა და იწყინა კიდეც, ლაპარაკი შესწყვიტეს.

მერე მე გამოველაპარაკე დავითს ამის შესახებ და აი რას სჩიოდა.

- არ მომწონს ქართველების ზენა-ქვენაობა. არ უყვართ საქმის საფუძვლიანად შესწავლა, ჩქარობენ და თითონაც არ იციან, სად მიეჩქარებიან, აი თუნდ ეს ჩვენი საქებური ვანო. ოთხიხუთი წელიწადი მაინც უნდა ყოფილიყო სწავლაში, რომ ეთქვა, ვიცი რამეო, თორემ დაჰყო რაღაც ორი წელიწადი, დაჰკრა ფეხი და გამოიქცა, ახლა კი არტისტი ვარო, აი მაგისთანა არტისტი ქალებიც ტაშს უკრავენ და აქებენ, ნამდვილი არტისტი ხარო. მართლის თქმა არავის უყვარს, მე მართლის თქმას არ ვერიდები და აკი არ ვუყვარვარ არავის: ავყია კაცია, მოუსვენარიო.

არ ვიცი, რამდენად მართალი იყო ეს სიტყვები ვანოს შესახებ, მხოლოდ ეს კი უნდა ითქვას, რომ დავით სარაჯიშვილი გერმანიაში იყო გაზრდილი და გერმანელების ხასიათი ძლიერ შეთვისებული ჰქონდა. იმათსავით უყვარდა, რომ თუ რაიმე საქმეს მოჰკიდებდი ხელს, ეს საქმე უსათუოდ საფუძვლიანად, ძირიან-ფესვიანად შეგესწავლათ და გაგეთვალისწინებინათ.

უკანასკნელად ვანო სარაჯიშვილის ნახვა მომიხდა 1924 წელს, ეს იყო მისი დასაფლავება, რომელმაც თავისი სიდიადით და გრანდიოზულობით მომაგონა დასაფლავება დიმიტრი ყიფიანის, ილიასი და აკაკისა.

29 შენიშვნები იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებისთვის

▲ზევით დაბრუნება


შენიშვნები იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებისთვის
1. (გვ. ). ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი (1852 -  1913) -  აქტიური წევრი 70-იანი წლების ხალხოსნური წრეებისა. სწავლობდა რუსეთში, მედიკო-ქირურგიულ აკადემიაში. კურსი არ დაუსრულებია, ისე გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც ხვდებოდა რევოლუციონერ-ემიგრანტებს. რუსეთში დაბრუნდა 1874 წ. და ჩქარა დაპატიმრებულ იქნა. მას ბრალად დასდეს მოსკოვის ფაბრიკის მუშებს შორის პროპაგანდა და რევოლუციონური შინაარსის წიგნების გავრცელება. ი. ჯაბადარი გაასამართლეს ცნობილი «50-ის პროცესის» დროს, 1877 წელს, რომელიც მოხდა პეტერბურგში. ეს პროცესი ცნობილია რუსეთის რევოლუციონურ მოძრაობის ისტორიაში, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ამ დროს ბრალდებულის სკამზე ისხდნენ საუკეთესო წარმომადგენლები 70-იანი წლების რევოლუციონურად განწყობილი ახალგაზრდობისა. ი. ჯაბადარს მიუსაჯეს 5 წლის კატორღა. 1880 წელს ნოვო-ბელგოროდის საკატორღო ციხიდან გადაიყვანეს კარაზე, სადაც განთავისუფლებულ იქნა 1883 წ.; სასჯელის მოხდის შემდეგ ჩამოვიდა ტფილისში და მოღვაწეობდა, როგორც ადვოკატი და ჟურნალისტი.

1889 წელს ი. ჯაბადარმა პეტერბურგის ჟურნალ «Северный Вестник»-ში Н. Д-ს ფსევდონიმით მოათავსა «Письма о Грузии», სადაც, სხვათა შორის, ამტკიცებდა, რომ «ვეფხის-ტყაოსნის» სიუჟეტი ნასესხები არისო. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმდროინდელ ქართულ პრესასა და საზოგადოებაში. ილია ჭავჭავაძემ იმავე წელს «ივერიაში» თავის სახელის მოუწერლად გააფთრებული პასუხი გასცა ჯაბადარს წერილების სერიით, რომელსაც საერთო სათაურად ჰქონდა «აი ისტორია» («ივერია» 1889).

ამ პოლემიკაში სხვებიც ჩაერივნენ, როგორც, მაგ., «თეატრი» (1889 წ. ¹39- 40) და «Новое Обозрение» (1889 წ. ¹¹ 20-22-32-46-48). უფრო გვიანაც გაიხსენეს ეს კამათი: იხ. ი. ჯაბადარის მოგონებანი (Былое, 1907, №9) და ნიკო ნიკოლაძის «Как пишется история» (1908 «Закавк.» №33).

90-იან წლებში ი. ჯაბადარი თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის «ივერია»-ში.

თავისი წარსული რევოლუციონური მოღვაწეობის, უცხოეთში მგზავრობისა და ციხეში განცდილი ცხოვრების შესახებ ი. ჯაბადარმა საინტერესო მოგონებები მოათავსა ჟურნალ«Былое»-ში (1906 წ. №5, 6, 1907 წ. №7, 8, 9, 10).

2. (გვ.1). რომანოზ ფავლენიშვილი -  წევრი ქართველ ხალხოსნების ორგანიზაციისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 1872- 73 წლებში. ჟანდარმერიის ცნობებით ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ რუსეთში მყოფნი: გ. ზდანოვიჩი, ივ. ჯაბადარი, ციციშვილი, ჩიკოიძე, აბდუშელიშვილი და სხვ.

საქართველოში ამ ორგანიზაციას ჰყავდა მრავალი წევრი. 1876 წ. პროვოკატორების გაცემით ეს ორგანიზაცია ჩავარდა, ხელმძღვანელები დააპატიმრეს, მისი ძალები დაიქსაქსა და მოძრაობა მიყუჩდა. ხალხოსნების მიმართულების გაზეთები იყო «იმედი» და ქუთაისის გაზ. «შრომა».

3. (გვ.1). ეგნატე იოსელიანი (1843- 1926) -  ხალხოსანი, ჟურნალისტი და პოლიტ. მოღვაწე. 1878 წ. მიუსაჯეს სამი წლის პატიმრობა. შემდეგ კი ირკუტსკს გადასახლება.

4. (გვ. 2). სამხედრო ტაძარი -  მეფის მთავრობის მიერ აგებული იყო ტფილისში, კავკასიის ომების გათავების (1865 წ.) აღსანიშნავად. იგი მდებარეობდა ყოფ. მეფის ნაცვლის სასახლის გვერდით. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ტაძარი, როგორც სიმბოლო მეფის თვითმპყრობელობის მიერ კავკასიის ხალხთა დამონებისა, მიწასთან გაასწორა. მის ადგილზე ამჟამად შენდება მთავრობის გრანდიოზული სასახლე.

5. (გვ. 4). ს. მაყაშვილი (1855- 1908) -  საქ. სარევოლუციო მუზეუმში დაცულია საქმე თავად მაყაშვილის შესახებ (ტფ. ჟანდარმ. საქმე f19 (9), რომელსაც 1876 წ. რუსეთიდან უმოგზაურნია საქართველოსკენ სამხედრო გზით და სადგურებზე გაუვრცელებია ნებადაურთველი წიგნები. «4 странника», «Правда-кривда», «Народные чтения о смутном времени на Руси».

შეპყრობილი აღმოჩენილა ალექსანდრე მაყაშვილი, თელავის მაზრიდან, გიმნაზიის მე-3 კლასიდან გამოსული, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა და სწავლობდა აგრონომიას. გაჩხრეკის დროს მას აღმოსჩენია წიგნები: 1. Умственное развитие Европы, 2. Анархизм по Прудону,

3. Общая Революция в 19 веке.

ჟანდარმერიის ცნობით ს. მაყაშვილი ითვლებოდა ქართველ ხალხოსანთა ორგანიზაციის წევრად.

საერთოდ, 70- 80-ან წლებში ჩვენში ფართოდ ვრცელდებოდა რუსეთში გამოცემული არალეგალური ლიტერატურა.

6. (გვ. 4). დავით კეზელი და სტ. ჭრელაშვილი. საქ. რევ. მუზეუმის (ტფ. ჟანდარმ. საქმე f9

(9) მასალებიდან საქმის ვითარება შემდეგნაირად ირკვევა: 1873 წლის 6 დეკემბერს ტფილისის ყოფილ ალექსანდრეს ბაღში მოსეირნე მეფისნაცვალს შეხვედრია სამი მოწაფე. მათ მეფისნაცვლისთვის ოდნავ ქუდი მოუხდიათ და როდესაც მას ჩაუვლია, სიცილი აუტეხიათ. მოწაფეები იქვე დაუპატიმრებიათ. ესენი აღმოჩენილან დ. კეზელი, სტეფანე ჭრელაშვილი და ალექსანდრე მაჭარაშვილი, სამივე სემინარიის მოსწავლე.

დაჭერას მათი ბინების გაჩხრეკა, დაკითხვა და გამოძიება მოჰყვა. დ. კეზელი ამ დროს 18 წლის ყოფილა, სემინარიის მე-5-ე კლასის მოწაფე, დუშეთის მაზრის მღვდლის შვილი. სტეფ. ჭრელაშვილი -  18 წლისა, ობოლი, დიაკვნის შვილი, დედა სიღნაღში ცხოვრობდა და თავს ირჩენდა ხელსაქმით. გამოძიებამ აღმოაჩინა დ. კეზელის მიმოწერა ამხანაგებთან. ამ მიმოწერიდან და დაკითხვიდან გამოირკვა, რომ სემინარიაში ამ დროს შემდგარი ყოფილა წრე, რომელიც კითხულობდა პისარევს, ბოკლს, დრეპერს, დობროლიუბოვს, დარვინს, ჩერნიშევსკის.

წერილებში დ. კეზელი აძაგებს სემინარიის წესებს, მის მასწავლებლებს, სურს წავიდეს უცხოეთში სწავლის მისაღებად. ძალიან აგინებს თვითმპყრობელობას და ოცნებობს საქართველოდან რუსეთის თვითმპყრობელობის განდევნის შესახებ; თავის თავს უწოდებს ერთადერთს ნიგილისტს საქართველოში, საქართველოს იმედს, ამბოხებულ რესპუბლიკანელს.

მთელი გამოძიება დაპატიმრებული სემინარისტების შესახებ წარედგინა ხელმწიფეს, რომელმაც მიუსაჯა გაუსამართლებლად დავით კეზელს -  8 თვის ციხე, სტ. ჭრელაშვილს 10 დღის პატიმრობა ცალკე ჯდომით და სასტიკი გაკიცხვა.

შემდეგში დავით კეზელი, როგორც არაკეთილსაიმედო, გადასახლებულ იქნა რუსეთში. პეტერბურგიდან იგი თანამშრომლობდა ქუთაისის გაზეთ «შრომაში» (გამოდიოდა 1881- 83 წლ.) «არაგველის» ფსევდონიმით.

სტ. ჭრელაშვილი (1859- 1917) -  თანამშრომლობდა ყოველთვიურ ჟურნალ «იმედში» (გამოდიოდა 1881- 1883 წ.). იგი ხალხოსნური ორგანიზაციის წევრი იყო, მაგრამ შემდეგში, ოთხმოცდაათიან წლებში, ზურგი აქცია თავის რადიკალიზმს და თავი შეაფარა ილია ჭავჭავაძის

«ივერიას», რომლის ფურცლებზე ქადაგებდა ქართველი ხალხის წოდებათა «შეერთებული ძალითა და ღონით მოქმედებას». სტ. ჭრელაშვილი სავსებით დადგა ფეოდალურ-პროგრესიულ თვალსაზრისზე, რომლის მებაირაღტრე იყო ილიას «ივერია».

სტ. ჭრელაშვილი «ივერიაში» სწერდა სანო-ს ფსევდონიმით; მისი ფსევდონიმი იყო აგრეთვე «ტატალა».

7. (გვ. 4). იაკობ გოგებაშვილი (1840- 1912) -  ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, გაზ. «დროების» თანამშრომელი. მისი პირველი წერილი დაიბეჭდა «დროების» f9, 1866 წ. ი. გოგებაშვილმა შეადგინა ცნობილი სახელმძღვანელოები: «დედა-ენა», «ბუნების კარი»,
«Русское слово» და სხვ., რაზედაც აღიზარდა რამდენიმე თაობა.

ი.გოგებაშვილის პირველი ნაშრომი -  «ანბანი» გამოვიდა 1865 წ., «ბუნების კარი» -  1867 წელს და «დედა-ენა» -  1867 წ.

ი. გ. ერთი დამაარსებელთაგანი იყო «ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა». მონაწილეობდა საქართველოს ქართულ და რუსულ პრესაში. მის კალამს ეკუთვნის მრავალი საყმაწვილო საკითხავი წიგნი: «კოკორი», «კონა», «კუნწულა», იავნანამ რა ჰქნა», «მოსავლის მცველნი», «აკიდო» და აგრეთვე პედაგოგიურ-პუბლიცისტური ხასიათის წიგნები: «ბურჯი ეროვნებისა», «რჩეული ნაწერების ტომი» და სხვა.

ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოებმა დიდი როლი ითამაშეს მეფის გამარუსებული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოში.

1894 წელს ეგნატე ნინოშვილი ერთს თავის კერძო ბარათში სწერდა, ი. გოგებაშვილს: «ვინ იქნება დღეს წერა-კითხვა იცოდეს და თქვენ კი ვერ გიცნობდეს? განა ყველანი თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებზე არ აღვიზარდეთ? თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებში ვისწავლეთ ქართული წერა-კითხვა, თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა» (იხ. ეგ. ნინოშვ. თხზ. ტ. 3. გვ. 117, «ფედერაცია»).

8. (გვ. 4). ნიკო ცხვედაძე (1845- 1911) -  ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. წერა-კითხვის საზოგადოების ერთი დამაარსებელთაგანი. მისი ინიციატივით და თავგამოდებული შრომით აგებულ იქნა შენობა, სადაც ახლა სახელმწ. უნივერსიტეტია მოთავსებული.

9. (გვ. 9). ა. გერცენი (1812- 1870) -  რუსეთის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, რუსეთის პოლიტიკური ემიგრაციის მამამთავარი. ლენინის სიტყვით, გერცენი იყო

«მწერალი, რომელმაც დიადი როლი ითამაშა რუსეთის რევოლუციის მომზადებაში».

მეფის მთავრობის მიერ მრავალჯერ იყო დაპატიმრებული. 1847 წელს სამუდამოდ დასტოვა რუსეთი და წავიდა უცხოეთში, საიდანაც არასოდეს აღარ დაბრუნებულა უკან. 1852 წელს დასახლდა ლონდონში, სადაც 1853 წელს დააფუძნა «თავისუფალი რუსული სტამბა». 1855 წლიდან ბეჭდავდა რევოლუც. შინაარსის კრებულებს -  «Полярная Звезда»-ს სახელწოდებით, 1857 წლიდან ოგარიოვთან ერთად დაიწყო გამოცემა ჟურნალ «კოლოკოლ»-ისა.

გერცენის ნაწერებმა და განსაკუთრებით ჟურნალმა «კოლოკოლმა» უდიდესი როლი ითამაშეს რუსული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში

«Колокол»-ი დროგამოშვებით ათავსებდა წერილებს საქართველოს შესახებაც. გერცენი კარგად იცნობდა ნიკო ნიკოლაძეს და ერთხანს მეგობრულ დამოკიდებულებაშიაც იყო მასთან. გერცენის თხოვნით ნიკოლაძემ 1865 წელს რამდენიმე წერილი მოათავსა «კოლოკოლის» ფურცლებზე Рио-Нели-ს ფსევდონიმით («გლეხთა განთავისუფლება საქართველოში», «ჩვენი მომავალი ვექილები», «ივნისის დღეები ტფილისში»).

თვით ნ. ნიკოლაძე შემდეგნაირად გადმოგვცემს გერცენის და მისი «კოლოკოლის» გავლე ნას სამოციანი წლების ახალგაზრდობაზე:

«ბევრი ჩვენგანი კითხულობდა «Колокол»-ს, «Полярная Звезда»-ს და მაშინ ისკანდერის ფსევდონიმით უფრო ცნობილ გერცენის სხვა ცალკე გამოცემებს» («მოგონებანი სამოციან წლებზე», თხზ. ტ. 1, გვ. 98).

«კოლოკოლი» 1857- 65 წლებში ლონდონში გამოდიოდა, 1865 წლიდან -  ჟენევაში. დაიხუ რა 1867 წელს.

ამ ჟურნალს დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის მოწინავე თაობაზე: «კოლოკოლი» ქადაგებდა გლეხების განთავისუფლებას მიწით, მოითხოვდა ბეჭდვის თავისუფლებას, სხეულით სასჯელის მოსპობას და საერთოდ რეფორმების გატარებას.

1862 წლიდან ახალგაზრდობასა და გერცენს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოების გამო, გერცენის და მისი ჟურნალის გავლენა თანდათან დაეცა.

10. (გვ. 9). გიორგი წერეთელი (1842- 1900) -  ცნობილი ბელეტრისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1861 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა არეულობაში, ამის გამო რამდენიმე თვე დაპატიმრებული იყო პეტრე-პავლესა და კრონშტადტის ციხეებში. პირველი მისი წერილი მოთავსებული იყო 1862 წელს ჟურნალ

«ცისკარში». ამის შემდეგ იგი მხურვალე მონაწილეობას იღებს, როგორც მწერლობაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველ დარგში. 1863 წ. გ. წ. თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის

«საქართველოს მოამბე»-ში. 1866 წელს გამოსცა პირველი ქართული ევროპული ტიპის გაზეთი

«დროება», რომელსაც რედაქტორობდა 1869 წლამდე. გ. წ. რედაქტორი იყო აგრეთვე «სასოფ ლო გაზეთის» (1868- 73 წ.) და ჟურნალ «კრებულის» (1871- 73 წ.). 1893 წელს დააარსა ჟურნალი

«კვალი». გ. წერეთლის კალამს ეკუთვნის მრავალი ბელეტრისტული ნაწარმოები («პირველი ნაბიჯი», «გულქან», «რუხი მგელი», «კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა», «ჩვენი ცხოვრების ყვავილი», «მამიდა ასმათი» და სხვ.) და აგრეთვე პუბლიცისტური, პოლიტიკური, ეკონომიური, არქეოლოგიური შინაარსის წერილები.

მე-19 ს. ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში გ. წერეთელს ერთი უპირველესი ადგილთაგანი უკავია. მსოფლმხედველობით იგი ბურჟუაზიულ-პროგრესიული მიმართულების მატარებელი იყო და თავის დროზე სასტიკად ებრძოდა ილია ჭავჭავაძის «ივერიის» თავად-აზნაურულ ლიბერალიზმს და ნაციონალიზმს.

გ. წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის განზრახული 13 ტომიდან ჯერჯერობით გამოიცა მხოლოდ პირველი ტომი. (გ. წერეთელი -  «თხზულებათა სრული კრებული» სიმონ ხუნდაძის რედაქციით, ტ. 1. პუბლიცისტური წერილები 1862- 1868 წ. წ. «ფედერაცია» -  1931).

11. (გვ. 9). ნიკო ნიკოლაძე (1843- 1928) -  გამოჩენილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. აქტიური მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა არეულობაში 1861 წელს, რისთვისაც სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად (გ. წერეთელი, დავ. ბეს. ღოღობერიძე, კირილე ლორთქიფანიძე, პ. ალხაზიშვილი, ბეს. ლევ. ღოღობერიძე, იაკობ ისარლიშვილი) რამდენიმე თვე იჯდა პეტრე-პავლეს და კრონშტადტის ციხეებში.

ლიტერატ. მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ 1860 წ., როდესაც «ცისკარში» f10 დაბეჭდა წერილი. სტუდენტობის დროს თანამშრომლობდა «ისკრაში», «სოვრემენიკში». 1864 წ. გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც დაუახლოვდა ა. გერცენს, რომლის თხოვნითაც მის ჟურნალ «კოლოკოლ»-ში დაბეჭდა წერილები «გლეხთა განთავისუფლება საქართველოში» და სხვ. პირველ პერიოდში თავის მოღვაწეობისა ნ. ნიკოლაძე განიცდიდა ჩერნიშევსკის და საერთოდ რუსეთის მე-60 წლების რადიკალურ იდეების გავლენებს.

ნ. ნიკოლაძე შვეიცარიაში ყოფნის დროს, 1868 წელს ციურიხში სცემს ჟურნალს «Современное»-ს. ამავე წელს ამთავრებს ციურიხის უნივერსიტეტს.

1869- 77 წლ. თანამშრომლობს გაზეთ «დროებაში», გ. წერეთელთან ერთად. 1871- 73 წწ. ხელმძღვანელობს ჟურნალ «კრებულს». 1878 წელს აარსებს რუსულ გაზეთ «Обзор»-ს, რომლის მიზანი იყო ქართველთა ინტერესების დაცვა რუსეთის მთავრობის წინაშე. 1880 წ. მთავრობის საწინააღმდეგო მიმართულების გამო გაზეთს ხურავენ და ნ. ნიკოლაძეს ასახლებენ სტავრო
პოლში. 1882- 84 წ. თანამშრომლობს სალტიკოვის ჟურნალ «Отечествен. записки»-ში, სადაც მიხაილოვსკის გადასახლების შემდეგ მას ჩაბარებული ჰქონდა ჟურნალის კრიტიკული განყოფილება.

1887- 1891 წლ. ნ. ნ. ხელმძღვანელობს გაზეთ «Новое обозрение»-ს. 1894 წ. მიწვეულ იქნა მუდმივ თანამშრომლად ჟურნალ «მოამბე»-ში, სადაც ათავსებდა საშინაო და საგარეო ცხოვრების მიმოხილვებს.

1894 წ. ნ. ნიკოლაძე არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავად. ამ პოსტზე მოღვაწეობდა 1912 წლამდე. ნ. ნ.-ძის დაუღალავი შრომით გადაკეთდა ფოთის ნავთსადგური, აგებულ იქნა ელევატორი, აშენდა მრავალი ნაგებობა.

1917- 20 წ. ნ. ნ-ძე ითვლებოდა ნაციონალ-დემოკრატ. პარტიაში. მათი სიით იგი არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრების წევრად. იგი 1918 წ. წევრია მენშევიკური მთავრობის საელჩოსი, რომელიც ჯერ გაიგზავნა ბათომს, თურქეთთან ზავის შესაკრავად, შემდეგ გერმანიაში. 1921 წ. ნ. ნიკოლაძე ბრუნდება ემიგრაციიდან საქართველოში და ქართველ ინტელიგენციას ურჩევს დაადგეს საბჭოთა ხელისუფლებასთან მტკიცე თანამშრომლობის გზას.

1926 წელს კიდევ იმგზავრა ევროპაში. დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა ტფილისში. 1928

წელს აპრილში გარდაიცვალა ანთებით.

ნ. ნიკოლაძე დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

ნ. ნიკოლაძე მესამოცე წლების ქართველი ინტელიგენციის პროგრესიული თაობის უდიდესი წარმომადგენელია.

მისი მოღვაწეობისა და სოციალ-პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში ორ პერიოდს არჩევენ: პირველი პერიოდი, -  სამოციანი წლებიდან 80-იან წლებამდე, ხასიათდება პოლიტიკური რადიკალიზმით, რუსეთისა და ევროპის უახლესი იდეური გავლენით; მეორე პერიოდია 80-ან წლებიდან მოკიდებული უკანასკნელ ხანამდე. ამ დროს მისი სოციალ-პოლიტიკური მსოფლმხედველობა ხასიათდება ბურჟუაზიული აზროვნებით, პოლიტიკური მხრივ -  ოპორტუნიზმით, შეგუების ტენდენციებით მეფის რუსეთში არსებული წყობილებისადმი.

ნიკო ნიკოლაძის კალამს ეკუთვნის უამრავი წერილი და ბროშურა პუბლიცისტური, ეკონომიური, პოლიტიკური და ლიტერატურული ხასიათისა. მისი თხზულებები, გარდა სხვადასხვა დროს გამოცემულ წვრილი წიგნებისა, ჯერ სავსებით არ არის გამოცემული. ჯერჯერობით გამოსულია მხოლოდ ორი ტომი (ნ. ნიკოლაძის რჩეული ნაწერები სიმონ ხუნდაძის რედაქციით. ტ. 1, 1931 წ. და ტ. II -  პუბლიცისტური წერილები -  1870-99 წ. წ. ტფილისი, 1932 წ.).

12. (გვ. 10). «კრებული» -  თვიური ჟურნალი, გაზეთ «დროების» დამატება -  გამოდიოდა 1871- 1873 წლებში. მისი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი, უმთავრესი თანამშრომელი და სულის ჩამდგმელი -  ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ბეჭდავდა წერილებს სკანდელის ფსევდონიმით. ჟურნალი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულებისა იყო. მის უახლოეს თანამშრომლებად ითვლებოდნენ, გარდა გ. წერეთელისა და ნიკო ნიკოლაძისა: ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, პ. უმიკაშვილი, მამია გურიელი (ფაზელი), ი. მესხი, მ. ყიფიანი, დ. ერისთავი, რაფ. ერისთავი, მ. პეტრიწი, დ. ყაზბეგი, ნ. ცხვედაძე, ჭალადიდელი (მ. ქოჩაკიძე), ბ. ჯაფარიძე და სხვ.

13. (გვ. 10). დ. გურამიშვილი (1857- 1926). იყო წევრი ციურიხის ქართველ სტუდენტთა საზოგადოებისა, რომელსაც ეწოდებოდა «უღელი», ეს საზ-ბა დაარსდა 1873 წ. მარტში. საზ-ბის ოფიციალური მიზანი იყო თვითგანვითარება. ხალხოსანის ივ. ჯაბადარის მოწმობით «ამ საზბის საბოლოო მიზანი იყო კავკასიის ფედერატიული რესპუბლიკა». დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ოცნება, რასაკვირველია, შვეიცარიის მაგალითით იყო წარმოშობილი. («Былое» №8, 1907 წ.).

14. (გვ. 11). პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი (1809- 1875) იყო შვილი გიორგი მე-12-ის კართან დაახლოვებული მოძღვრისა. სწავლა მიიღო ჯერ ტფილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. 1835 წლიდან ასწავლიდა ფიზიკას ტფ. სას. სასწ-ში, 1857 წლიდან დაინიშნა საგანგებო მინდობილობათა მოხელედ კავკასიის მეფის მოადგილესთან.

პლ. იოსელიანი ერთგული მსახური იყო რუსეთის თვითმპყრობელობისა და რეაქციონერი თავისი მსოფლმხედველობით.

პლ. იოსელიანის კალამს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი, რომელიც შეეხება საქართველოს ისტორიას, ძველ ნაშთებს და ძეგლებს (მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია «ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა»). პლ. იოსელიანი, რომელსაც ახალგაზრდობა დაცინვით «ფილოსოფოსს» უწოდებდა, ძალიან მტრულად უცქეროდა ახალ თაობას.

როდესაც ის გარდაიცვალა, სერგეი მესხი სწერდა «დროებაში».

«დროების» რედაქციამ თავის გაზეთის მკითხველები დაპატიჟა, რომ დასწრებოდენ მიცვალებულის გასვენებაზე და ამნაირად უკანასკნელი პატივი ეცათ იმის ხსენებისათვის. ეს გარემოება კიდევ უფრო გაუგებარი შეიქნა ზოგიერთებისათვის. ამბობდენ: რა იყო საერთო მიცვალებულ პლატონ იოსელიანსა და ახალგაზრდობას შუა? რათ უცხადებენ ახლა იმას ასეთ თანაგრძნობას, როდესაც ამათი აზრები და რწმუნებანი ასე განსხვავდებიან?

ასეთი თანაგრძნობის მიზეზად სერგეი მესხი ასახელებს შემდეგ გარემოებას: «ახალგაზრდობამ დაივიწყა ყველაფერი, რაც მიცვალებულში არ მოსწონდა და გაიხსენა მხოლოდ ეს ერთი დამსახურება, რომ ის ქართული მწერლების შესამატებლად და გასამდიდრებლად ზრუნავდა» (სერგ. მესხი, «ნაწერები», 1903 წ. გვ. 320- 22).

ი. მანსვეტაშვილის მიერ მოცემული პლ. იოსელიანის დახასიათება და მწარე კილო საუკეთესო მაჩვენებელია 70-იანი წლების ქართველ ახალგაზრდა თაობის მტრული დამოკიდებულებისა პ. იოსელიანისადმი.

15. (გვ. 12). სოლომონ დოდაშვილი (1804- 36) -  პედაგოგი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, მთავარი მონაწილეთაგანი 1832 წლის ქართველ თავადაზნაურთა შეთქმულებისა, რომელსაც მიზნად ჰქონდა რუსეთის ჯარების განდევნა და დამოუკიდებელი სამეფოს აღდგენა საქართველოში.

შეთქმულება აღმოჩენილი იქნა, მონაწილეები გადაასახლეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

სოლ. დოდაშვილს, რომელიც მასწავლებლად იყო ტფილისის გიმნაზიაში, «მასწავლებლის წოდება აჰყარეს და გაამწესეს ვიატკაში კანცელარიის მოხელედ. ნება ჰქონდა სამსახურში წარჩინების მიღებისა, ხოლო არა უადრეს ათი წლისა, მაგრამ იქვე გარდაიცვალა» (დ. ყიფიანი

-  «მემუარები», გვ. 136).

სოლ. დოდაშვილს დაწერილი ჰქონდა რამდენიმე წიგნი. მან უმაღლესი განათლება მიიღი რუსეთში. იყო კანტიანელი. 1827 წელს პეტერბურგში მან გამოსცა «ლოღიკის კურსი».

ამავე წელს დაბრუნდა სამშობლოში. ტფილისში მისი შრომით და საცადელით გაიხსნა ქართული სტამბა, 1828 წლიდან დაიწყო ყოველკვირეული ქართული გაზეთის «ტფილისის უწყებანი»-ს გამოცემა. ამ გაზეთის ორკვირეულ სალიტერატურო დამატებას რედაქტორობდა 1832 წლამდე, როდესაც იგი დაპატიმრებული იქნა და შემდეგ გადასახლებული რუსეთში.

16. (გვ. 14). ჰამქრების აჯანყება 1865 წლისა. ტფილისის მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია ახალი გადასახადების შემოღებამ. ბაჟბეუქ-მელიქოვი იყო ქალაქის ხარჯთ-ამკრეფი. ამ დროს მეფის მოადგილე, მიხეილ ნიკოლოზისძე, ტფილისში არ იმყოფებოდა, მის მოვალეობას ასრულებდა ტფილისის გუბერნატორი, პოეტი გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც აჯანყებულ ჰამქრებთან ჯერ მოლაპარაკება გამართა და როდესაც აქედან არაფერი გამოუვიდა, ძა
ლას მიმართა და უაიარაღო ხალხს კაზაკები მიუსია. შეტაკების დროს ორივე მხრივ დაიხოცა რამდენიმე კაცი.

აჯანყების მოთავეები დააპატიმრეს და ციმბირში გაგზავნეს. ამ აჯანყების ჩაქრობისათვის მეფის მოადგილემ თავის მანიფესტში მადლობა გამოუცხადა გრიგოლ ორბელიანს.

ტფილისის 1865 წ. აჯანყების საქმე ინახება საქართვ. ცენტრ. არქივში ორ ტომად.

გერცენმა რამდენიმე წერილი მოათავსა თავის «კოლოკოლ»-ში ამ აჯანყების შესახებ. ერთი წერილი ეკუთვნოდა ნიკო ნიკოლაძეს -  «ივნისის დღეები ტფილისში» (№206, 1865 წ.), იყო აგრეთვე უცნობ ავტორთა წერილებიც: «ტფილისიდან» (№204) და «საქართველოდან» (№208). ტფილისის ჰამქრების აჯანყებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთის პრესაშიაც. რეაქციონერმა კატკოვმა თავის «მოსკოვსკიე ვედომოსტი»-ში მთელი რიგი შოვინისტურ-ხულიგნური ხასიათის წერილი მოათავსა. ოფიციალური ცნობები დაბეჭდა «კავკაზმა» (№53, 63, 64, 1865 წ.) მოგონება ამ არეულობის შესახებ დასწერა ანტონ ფურცელაძემ (გაზ. «Закавказская Речь», №136, 1912 წ.); ზ. ჭიჭინაძემ გამოსცა ბროშურა «ტფილისის ამბოხება ანუ დიდი ბუნტი 1865 წ.»).

ტფილისის ჰამქრების აჯანყება გამომხატველი იყო წვრილ-ბურჟუაზიული ფენების უკმაყოფილებისა პოლიციურ-ბატონყმური ხელისუფლებით და ახალი, კაპიტალისტური ურთიერთობის თანდათანი გაბატონებით.

17. (გვ. 15). ნ. გ. ჩერნიშევსკი (1828- 89) -  გამოჩენილი პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, 60-იანი წლების რადიკალური ინტელიგენციის ბელადი. ლენინმა ჩერნიშევსკის უწოდა «მარქსის წინა პერიოდის უდიდესი სოციალისტი». ნ. ჩერნიშევსკიმ 1850 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1856- 62 წლებში ხელმძღვანელობდა ჟურნალ «სოვრემენიკს», რომლის საშუალებითაც ქადაგებდა რევოლუციონურ იდეებს.

1861 წელს ჩერნიშევსკიმ დასწერა ცნობილი პროკლამაცია «Барским крестьянам», სადაც გლეხობას მოუწოდებდა რევოლუციონური აჯანყებისაკენ. ჩერნიშევსკის მსოფლმხედველობა შემუშავდა ფეიერბახის, ჰეგელის და უტოპიური სოციალისტების გავლენით.

ლენინის სიტყვით «ჩერნიშევსკიმ ვერ შესძლო, უკეთ მას არ შეეძლო, რუსეთის ცხოვრების ჩამორჩენილობის გამო, ამაღლებულიყო დიალექტიკურ მატერიალიზმამდე». მიუხედავად ამისა, ჩერნიშევსკიმ უდიდესი გავლენა იქონია რუსეთის რევოლუციონური ინტელიგენციის აზროვნების განვითარებაზე.

1862 წელს მეფის მთავრობამ იგი დააპატიმრა, აჰყარა ყოველგვარი უფლება და 14 წლით გაგზავნა კატორღაში. ამის შემდეგ ჩერნიშევსკიმ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება გაატარა

«ცოცხლად დამარხულმა» კატორღასა და ციმბირის შორეულ გადასახლებაში.

ჩერნიშევსკის გავლენა ქართველ ინტელიგენციაზედაც დიდი იყო (იხ. ამის შესახებ ს. ხუნდაძის მონოგრაფია «ნ. ჩერნიშევსკი».).

18. (გვ. 15). ნ. ა. დობროლიუბოვი (1836- 1861) -  პუბლიცისტი-კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1865 წლიდან თანამშრომლობდა, ხოლო 1857 წლიდან იყო რედაქციის მდივანი ჟურნალ «სოვრემენიკ»-ში, სადაც ათავსებდა კრიტიკულ წერილებს ლიტერატურაზე და აგრეთვე ისტორიულ და პოლიტიკურ ხასიათის სტატიებს. დობროლიუბოვი გარდაიცვალა ჭლექით სრულიად ახალგაზრდა, 25 წლისა. იგი იყო უახლოესი მეგობარი და მოწაფე ჩერნიშევსკისა. დობროლიუბოვის აზრით მხოლოდ სოციალურ რევოლუციას შეუძლია საზოგადოების ძირეული გარდაქმნა. თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში იგი სიმპათიას გამოსთქვამდა დასავლ. ევროპის რევ. მოძრაობისადმი, ამასთანავე ებრძოდა რუსეთის თვითმპყრობელურ რეჟიმს.

მის ნაწერებს გავლენა ჰქონდა მესამოცე წლების ახალგაზრდობაზე, კერძოდ, ქართველ ინტელიგენციაზე.

19. (გვ. 15). დ. ი. პისარევი (1840- 1868) -  გამოჩენილი კრიტიკოსი და პუბლიცისტი. 1856 წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, 1858 წ. დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ

«Рассвет»-ში, შემდეგ «Русское Слово»-ში. 1862 წელს დასწერა წერილი არალეგალური ჟურნალისათვის, სადაც მოითხოვდა რომანოვების ჩამოგდებას. ამ წერილისათვის პისარევი დაისაჯა ოთხ ნახევარი წელიწ. პატიმრობით პეტრე-პავლეს ციხეში. ციხიდან იგი განაგრძობდა თანამშრომლობას ჟურნალ-გაზეთებში. 1865 წ. განთავისუფლებულ იქნა.

1868 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ნეკრასოვის ჟურნალ «Отечеств. Записки»-ში; იმავე წელს დაიღრჩო ზღვაში.

პისარევი იყო იდეოლოგი მე-60 წლების წვრილ-ბურჟუაზიული «რაზნოჩინური» ინტელიგენციისა. მისი ნაწერების გავლენა დიდი იყო ქართველ ახალგაზრდობაზედაც. მისი პოლიტიკური, სოციალური და ესთეტიკური შეხედულებების დაღი ეტყობა ჩვენი მესამოცე და მესამოცდაათე წლების პუბლიცისტებისა და მწერლების ნაწერებსაც (გიორგი წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და სხვ.).

პისარევი არ იყო რევოლუციონერი და სოციალისტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა ნაწერებმა დიდი გავლენა იქონია რუსეთის რევოლუციონურ მოძრაობის განვითარებაზე.

20. (გვ. 16). ბოკლი (1821- 1862) -  ინგლისელი მწერალი, სოციოლოგი, ავტორი წიგნისა «ცივილიზაციის ისტორია ინგლისში». პოლიტიკური შეხედულებით იყო ბურჟუაზიული რადიკალი, დემოკრატიული წყობილების მომხრე.

21. (გვ. 16). ჯონ სტიუარტ მილი (1806- 1873) -  ინგლისელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი. ავტორი «პოლიტ. ეკონომიის საფუძვლებისა», რომელიც ჩერნიშევსკიმ სთარგმნა მე-60-ე წლებში და დაურთო თავისი შენიშვნები, სადაც მილის ბურჟუაზიულ-ლიბერალური აზრები და თეორიები შესცვალა უტოპიურ-სოციალისტური შეხედულებებით. ამ შენიშვნებს დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროინდელ საზოგადოებაზე.

22. (გვ. 17). გრიგოლ არწრუნი (1845- 1892) -  სომეხთა პუბლიცისტი, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულების მწერალი.

1863 წ. დაასრულა ტფილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ეკონომიურ ფაკულტეტზე. 1869 წ. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და დაბრუნდა ტფილისში. 1872 წ. დაიწყო სომხურ გაზეთის «მშაკ»-ის გამოცემა, რომელსაც რედაქტორობდა ოცი წლის განმავლობაში, სიკვდილამდე, და რასაც შეალია მამისგან დანატოვარი მთელი თავისი სიმდიდრე, მათ შორის მამისეული ქარვასლაც.

23. (გვ. 20). ნიკოლოზ პირველი ჩამოვიდა საქართველოში 1837 წლის 7 ოქტომბერს. ამის შესახებ სამხედრო ისტორიკოსი პოტტო გადმოგვცემს კონსტანტინე მამაცაშვილის ნახულს და გაგონილს: «ქართველი თავადები ასი და ორასი ვერსის სიშორიდან მოდიოდნენ ტფილისს. თან ახალგაზრდა შვილები მოჰყავდათ, რომ ხელმწიფესთვის ეჩვენებინათ»... 9 ოქტომბერს, მადათოვის მოედანზე, იმპერატორის საპატივსაცემოდ მომხდარა ჯარების აღლუმი.

«უქვეშევრდომილესი» გრძნობით აღფრთოვანებულ ქართველ თავადაზნაურობას მეფისათვის გაუმართავს აგრეთვე ბრწყინვალე ბალი, რომელზედაც, პოტტოს სიტყვით, «იმპერატორი მეტად მხიარული იყო და რომელზედაც მან პირველი პოლონეზი იცეკვა სილამაზით გამოჩენილ მართა სოლოღაშვილის ქალთან (შემდეგ თავად ალექსანდრე ერისთავზე გათხოვილი), ხოლო მეორე -  ქალაქის თავის სარაჯიშვილის ცოლთან».

«ბევრი ლაპარაკი და მითქმა-მოთქმა იყო აგრეთვე იმ ამბის შესახებაც, რომელიც ხელმწიფეს ვერის დაღმართზედ შეემთხვა... ამ უკანასკნელ გარემოების გამო იქმნა აღმართული იმ ადგილას ჯვრის მაგვარი ძეგლი ლოცვის სიტყვების ზედწარწერით» («მოამბე», 1897 წ. №11).

24. (გვ. 30). ნ. ა. ნეკრასოვი (1821- 1877) -  ცნობილი რევოლუციონურ-დემოკრატიული პოეტი. დაიბადა შეძლებულ ოჯახში. სწავლობდა იაროსლავის გიმნაზიაში, შემდეგ თავისუფალ

მსმენელად იყო პეტერბურგის უნივერსიტეტში. დესპოტმა მამამ, უკმაყოფილომ იმით, რომ მისი შვილი სამხედრო სამსახურში არ შევიდა, უარი უთხრა მას მატერიალურ საშუალებათა მიწოდებაზე. მთელი რიგი წლების განმავლობაში განიცდიდა უკიდურეს სიღარიბეს. პირველი წიგნი ლექსებისა გამოსცა 1840 წელს. 1847 წლიდან ხელი მოჰკიდა ჟურნალ

«Современник»-ის გამოცემის საქმეს, სადაც თანამშრომლობა დაიწყო ბელინსკიმ. 50-იანი წლების მეორე ნახევარში ნეკრასოვი დაუახლოვდა რევოლუციონური დემოკრატიის უდიდეს წარმომადგენლებს -  ჩერნიშევსკის და დობროლიუბოვს.

ნეკრასოვი რევოლუციონური რაზნოჩინცების, გლეხური დემოკრატიის იდეოლოგთა სულისკვეთების გამომხატველი პოეტი იყო. მის ლექსებს განუზომელი გავლენა ჰქონდა თანამედროვე რევოლუციონურ ინტე-ლიგენციაზე.

1868 წელს ნეკრასოვი სათავეში ჩაუდგა ჟურნალ «Отечественные Записки»-ს, რომელიც მან გადააქცია რევოლუციონურ ნაროდნიკების მებრძოლ ორგანოდ. ამ ხანებს ეკუთვნის აგრეთვე ნეკრასოვის მთელი რიგი რევოლუციონური ხასიათის ლექსების და პოემებისა.

სიცოცხლის ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში ნეკრასოვი მძიმე ავადმყოფი იყო და ლოგინად იყო ჩავარდნილი. გარდაიცვალა იგი 1877 წლის 7 დეკემბერს. მისი გასვენება ძალიან კარგად აქვს აწერილი ი. მანსვეტაშვილს. ამ გასვენებას პოლიტიკური დემონსტრაციის ხასიათი მიეცა, მას დაესწრო უამრავი ხალხი, მათ შორის «მიწა და თავისუფლების» და სხვა რევოლუციონურ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. მათ მოიტანეს გვირგვინი წარწერით: «სოციალისტებისაგან». ი. მანსვეტაშვილის მოგონებები ამ ნაწილში განსაკუთრებით საინტერესო მასალას წარმოადგენს 70-იანი წლების ქართველი ახალგაზრდობის იდეური გატაცებების დასახასიათებლად.

25. (გვ. 33). «Что делать?» ნ. გ. ჩერნიშევსკის სოციალური რომანი იყო, რომელიც მან დასწერა პეტრე-პავლეს ციხეში პატიმრობის დროს, 1862- 63 წ. წ. ჩერნიშევსკის პატიმრობის გამო საშუალება არ ჰქონდა პოლიტიკური და სამეცნიერო წერილები მოეთავსებინა ჟურნალ-გაზეთებში. მან გადასწყვიტა თავისი იდეების ბელეტრისტულ ფორმებში გამოხატვა. ეს რომანი იმავე წელს დაიბეჭდა «Современник»-ში და დიდი გავლენა მოახდინა რევოლუციონურად განწყობილ ახალგაზრდობაზე. მთავრობა ჩქარა მიხვდა თავის შეცდომას და რომანი აკრძალა, მაგრამ ამის შემდეგ რომანი ხშირად იცემოდა საზღვარგარეთ.

ამ რომანს ქართველი ახალგაზრდობაც ხარბად ეწაფებოდა.

26. (გვ. 33). ოგიუსტ კონტი (1798- 1857) -  ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი; საფუძველი ჩაუყარა პოზიტივიზმსა და სოციოლოგიას. კონტი აიგივებდა ფილოსოფიას მეცნიერებასთან და თითქოს უარყოფდა ყოველგვარ ფილოსოფიას, სინამდვილეში კი მან შექმნა თავისი ეკლექტიკური ფილოსოფია. სოციოლოგიაში იგი ცდილობდა კანონზომიერების აღმოჩენას. იგი იზიარებდა დინამიკურ თვალსაზრისს: მისი აზრით საზოგადოების განვითარებაში არსებობს სამი სტადია: თეოლოგიური, მეტაფიზიკური და პოზიტიური. ამასთანავე ერთად, მისი აზრით, საზოგადოების განვითარება და ცვალებადობა დამოკიდებული იყო აზროვნების განვითარებასა და ცვალებადობაზე. კონტი იდეური გამომხატველი იყო საფრანგეთის ბურჟუაზიის გარკვეული ფენების. კონტის პოზიტივიზმს 60- 70 წლებში საგრძნობი გავლენა ჰქონდა ქართველ ინტელიგენციაზედაც.

27. (გვ. 34). ა. ს. სუვორინი (1834- 1912) -  რეაქციონერი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, გაზეთ «ნოვოე ვრემიას» დამაარსებელი და გამომცემელი. ეს გაზეთი გამომხატველი იყო მსხვილი ბურჟუაზიის და მთავრობის მმართველ წრეების ინტერესებისა და სულისკვეთების. შჩედრინმა ამ გაზეთს დაცინვით «Чего извольте» დაარქვა.

«ნოვოე ვრემია» რეაქციონურ კამპანიას ეწეოდა რადიკალური და ლიბერალური ინტელიგენციისა და სხვა ტომის ხალხების წინააღმდეგ.

28. (გვ. 41). ნ. ი. კიბალჩიჩი (1854- 1881) -  მღვდლის შვილი, აქტიური წევრი 70-იანი წლების ნაროდნიკული მოძრაობისა. 1875 წელს პირველად იქნა დაპატიმრებული პარტიული ილიტერატურის გავრცელებისათვის. პატიმრობაში გაატარა სამი წელიწადი. შემდეგში იყო «ნაროდნაია ვოლიას» ორგანიზაციის აქტიური წევრი და მონაწილე ტერორისტული აქტების. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ იქნა ის ბომბები, რომლითაც ააფეთქეს ალექსანდრე II (1881 წ. 1-ლ მარტს); კიბალჩიჩი დაატყვევეს 1881 წლის 17 მარტს და ჩამოახრჩვეს მეფის მკვლელობის სხვა მონაწილეებთან ერთად (ს. პეროვსკაია, ჟელიაბოვი, მიხაილოვი, რისაკოვი).

29. (გვ. 47). «Народная Воля» -  ნაროდნიკების პარტიული ჟურნალი, გამოდიოდა რუსეთში

1879-1885 წლებში.

30. (გვ. 47). ვერა ზასულიჩი (1851- 1919) -  ცნობილი რევოლუციონერი. პირველად დაპატიმრებულ იქნა 1869 წელს, ბაკუნინის მიმდევარის ნეჩაევის საქმის გამო. 1871 წელს გაანთავისუფლეს და გადაასახლეს. 1878 წელს რევოლვერი ესროლა მეფის ჯალათს გენერალ ტრეპოვს. ორჯერ გაიქცა ემიგრაციაში. 1883 წელს იგი იყო ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი «შრომის განთავისუფლების ჯგუფის», -  რუსეთის მუშათა პატიის პირველი მარქსისტული ჯგუფის. 1900 წლის დამლევს იყო «ისკრის» რედაქციის წევრი. გარდაიცვალა 1919 წელს პეტროგრადში.

31. (გვ. 47). მეზენცევი, ჟანდარმების შეფი, 1878 წელს ხანჯლით მოჰკლა ცნობილმა რევოლუციონერმა ს. მ. კრავჩინსკიმ.

32. (გვ. 47). ა. კ. სოლოვიოვი (1846- 1879) -  რევოლუციონერი. რევ. მუშაობა დაიწყო 70-იან წლებში. 1879 წლის 25 აპრილს სცადა ალექსანდრე მეორის მოკვლა, მაგრამ უშედეგოდ. ამის გულისათვის იგი დააპატიმრეს და ჩამოაღრჩვეს 1879 წლის 28 მაისს.

33. (გვ. 47). ს. ნ. ხალტურინი (1857- 1882) აქტიური მონაწილე ნაროდნიკული წრეებისა და გამოჩენილი პროპაგანდისტი. 1875- 76 წლ. მუშაობდა უმთავრესად მუშათა ფენებში, ხელმძღვანელობდა საგაფიცვო მოძრაობას. ნაროდნიკების შეხედულებათა საწინააღმდეგოდ გამოსთქვამდა აზრს, რომ მუშათა კლასი უნდა აწარმოებდეს პოლიტიკურ ბრძოლას, როგორც საშუალებას სოციალური თავისუფლების მოსაპოებლად. ხალტურინმა 1878 წ. საფუძველი ჩაუყარა «ჩრდილო-რუსეთის მუშათა კავშირს». 1879 წ. იყო «ნაროდნაია ვოლიას» აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1880 წ. სცადა ალექსანდრე II-ის მოკვლა. მონაწილეობას იღებდა ოდესელი პროკურორის, სტრელნიკოვის მოკვლაში. ხალტურინი ეტლით უცდიდა ამხანაგს, რომელმაც მოკლა სტრელნიკოვი. მაგრამ ორივე შეიპყრეს და ჩამოაღრჩვეს 1882 წლის 12 მარტს.

34. (გვ. 48). ნ. ე. სუხანოვი (1853- 1882) ცნობილი ნაროდოვოლეცი, «ნაროდნაია ვოლიას» სამხედრო ორგანიზაციის ერთი გამოჩენილი წევრთაგანი. საზღვაო ოფიცერი. დახვრიტეს 1882 წლის 19 მარტს.

35. (გვ. 49). კ. პ. პობედონოსცევი (1827- 1907) -  მეფის რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ბატონყმური რეაქციის წარმომადგენელი და სულის ჩამდგმელი, 1880- 1905 წლებში სინოდის ობერ-პროკურორი. უდიდესი გავლენა ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე მე-III-ზე, რომელსაც ახალგაზრდობაში ასწავლიდა. 1881 წლიდან, ალექსანდრე II-ს მოკვლის შემდეგ, დიდხანს ფაქტიურად განაგებდა რუსეთს. პობედონოსცევი სასტიკად ებრძოდა რევოლუციონერებს და ლიბერალურად განწყობილ ინტელიგენციას.

36. (გვ. 50). «Отечественные Записки» -  ყოველთვიური ჟურნალი, გამოდიოდა პეტერბურგში 1839- 82 წ. წ. 1868 წლამდე მას სცემდა ა. კრაევსკი. 1839- 46 წლებში ამ ჟურნალის კრიტიკულ განყოფილებას განაგებდა ბელინსკი. 1868 წლიდან ჟურნალის გამოცემას სათავეში ჩაუდგენ პოეტი ნ. ა. ნეკრასოვი, სატირიკოსი მ. სალტიკოვ-შჩედრინი და გ. ელისეევი. ამ პერიოდში ჟურნალი უდიდესი გავლენით სარგებლობდა ახალ თაობაში და წარმოადგენდა ნაროდნიკების მთავარ ლეგალურ ორგანოს. 1884 წელს მთავრობამ საბოლოოდ აკრძალა მისი გამოცემა.

37. (გვ. 54). თ. მ. დოსტოევსკი (1821- 1881) -  რუსეთის უდიდეს მწერალთაგანი, ბელეტრისტი, გენიალური მხატვარი მეშჩანურ და წვრილ-ბურჟუაზიულ ფენათა ყოფაცხოვრებისა ბატონყმობის დაცემისა და კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში.

დ.-ს პირველი რომანი «Бедные люди» დაწერილია 1845 წ., ამ რომანით, რომლის შესახებ აღფრთოვანებული წერილი დასწერა ბელინსკიმ, დოსტოევსკი უეცრად ჩადგა თავისი დროის პირველხარისხოვანი მწერლების რიგში. 1849 წ. პეტრაშეველთა წრეში მონაწილეობისათვის დოსტოევსკის აპატიმრებენ და აგზავნიან კატორღაში. სწრაფად მოპოებულ დიდებას მოსდევს ცხრა წელიწადი საზარელი წამების, დამცირების, უდიდესი ტანჯვის.

კატორღის შემდეგ დ. კვლავ უბრუნდება ლიტერატურას. 1859 წ. სწერს თავის ცნობილ წიგნს: «Записки из мертвого дома». 1861- 1864 წ. წ. სცემს საკუთარ ჟურნალს «Время»-ს. 1862 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ მიდის უცხოეთში, სადაც 1866 წ. ამთავრებს ახალ რომანს «დანაშაული და სასჯელი». უცხოეთშივე სწერს მთელ რიგ სხვა რომანებს: «Идиот», «Бесы» და სხვ. 1876 წლიდან სცემს საკუთარ ორგანოს «Дневник писателя», სადაც მხოლოდ თვითონ მონაწილეობს. 1880 წელს აქვეყნებს რომანს «ძმები კარამაზოვებ და ამბობს თავის ცნობილ სიტყვას პუშკინის შესახებ. ამ დროს იგი აღწევს თავისი ლიტერატურული დიდების ზენიტს და 1881 წლის იანვარში კვდება.

დოსტოევსკი უდიდესი ოსტატი იყო ფსიქოლოგიური რომანისა. თავის ნაწერებში მან ასახა წვრილ-ბურჟუაზიულ წრეებთან დაკავშირებული მეშჩანური ფენების სულისკვეთება, პატრიარქალურ-ფეოდალური ურთიერთობის რღვევისა და კაპიტალისტური წყობის განმტკიცების პირობებში. მისი გმირები მოწამებრივი ბუნების ადამიანები არიან, ამავე დროს გაორებული სულიერი სამყაროს მატარებელნი, ისინი მზად არიან ჩაიდინონ ბოროტმოქმედება და ამავე დროს თავი გასწირონ კეთილშობილი იდეისთვის.

თავისი ლიტერატურული შემოქმედებით, სტილით, სოციალური ტიპების გალერეით და თემატიკით დოსტოევსკი შეგნებულად დაუ-პირისპირდა მანამდე გაბატონებულ თავადაზნაურულ ლიტერატურას. მისი ნაწერების უმრავლესობა გაჟღენთილია სოციალური პროტესტით. დოსტოევსკი იძლევა სოციალურად დაჩაგრული ადამიანის ღრმა გაგებას და გამოსთქვამს თანაგრძნობას მისდამი. ამიტომ იყო რომ 40-იანი და 60-იანი წლების რადიკალურმა კრიტიკამ, ბელინსკის, პისარევის და დობროლიუბოვის სახით, ასე გულთბილად მიიღო დოსტოევსკი, როგორც სოციალური უთანასწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი მწერალი.

აღსანიშნავია, რომ დოსტოევსკის ნაწერებს მეორე, ძალიან დამახასიათებელი მომენტიც ახლავს -  ეს არის რეაქციონური მხარე მისი შემოქმედებისა. «წყეული საკითხები», რომლებიც აწუხებდა დოსტოევსკის გმირებს -  კარამაზოვს, რასკოლნიკოვს და სხვებს, გადაუწყვეტელი რჩებოდა, რადგან ეს საკითხები დასმული იყო არა საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით, არამედ ინდივიდუალისტურ, რელიგიოზურ-ფილოსოფიურ განხრით. დოსტოევსკის გმირები, -  ეს «აჯანყებული მეშჩანები» თავის ავტორთან ერთად გამოსავალს ხედავდნენ არა საზოგადოებრივი წყობის გარდაქმნაში, არამედ ქრისტიანულ სიყვარულში, მორჩილებაში, სოციალური ძალადობის სიტყვიერ უარყოფაში (ალიოშა კარამაზოვი, თავადი მიშკინი).

ამიტომ არის, რომ დოსტოევსკის შემოქმედებაში რევოლუციონური, სოციალური პროტესტის პათოსი გადადის ქედმოხრილობის და მორჩილების პათოსში და აპოლოგიაში.

80-იან წლებში დოსტოევსკის შემოქმედების ამ რეაქციონურ მომენტს ხაზს უსვამდნენ კრიტიკოსები ტკაჩოვი და მიხაილოვსკი.

დოსტოევსკიმ სასტიკად გადაიმტერა 60-იანი და 70-იანი წლების რადიკალურად და რევოლუციონურად განწყობილი ინტელიგენცია. დოსტოევსკი ჯერ კიდევ გადასახლების პერიოდში ითვისებს რეაქციონურ-სლავიანოფილურ მსოფლმხედველობას. შემდეგ იგი ეწევა რე
აქციონური იდეების პროპაგანდას თავის ჟურნალ «Дневник писателя»-ში. რაც შეეხება რომანს

«Бесы» -  ეს პირდაპირი პასკვილი იყო რევოლუციონურ წრეებზე. ცხადია, ახალი თაობა გულგრილად ვერ შეხედავდა ამ გარემოებას. მართლაც, პირველ შემთხვევისთანავე მან აგრძნობინა მწერალს თავისი მტრული დამოკიდებულება.

ი.მანსვეტაშვილს თავის მოგონებაში მეტად საინტერესოდ აქვს მოცემული ეს ისტორიული მომენტი დოსტოევსკის შეხვედრისა ახალგაზრდობასთან ნეკრასოვის დასაფლავების დროს.

38. (გვ. 58). ნ. მ. პრჟევალსკი (1839- 88) -  გამოჩენილი რუსი მოგზაური, ცენტრალური აზიის მკვლევარი. 1867- 86 წლების განმავლობაში რუსეთის გეოგრაფ. საზ-ბის დავალებით მოაწყო ოთხი დიდი ექსპედიცია უსურიის, მონგოლეთის, ჯუნგარიისა და ტიბეტის შესასწავლად.

39. (გვ. 59). ან. ივ. ჟელიაბოვი (1851- 1881) -  რევოლუციონერი, «ნაროდნაია ვოლია»-ს უდიდესი მოღვაწე. შთამომავლობით გლეხი იყო. სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში. 1873 წელს ჩაება რევოლუციონურ მუშაობაში. დაპატიმრებულ იქნა 1874 და 1877 წლებში.

«193-ის პროცესი»-ს დროს მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ გაამართლეს. ჟელიაბოვი იყო «ნაროდნაია ვოლიას»-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მონაწილეობას იღებდა ალექსანდრე მეორის მოკვლის ორგანიზაციაში. დააპატიმრეს პეტერბურგში 27 თებერვალს 1881 წ., -  ოთხი დღის წინ მეფის მკვლელობამდე. «პირველ მარტოველთა» პროცესის დროს გადაუწყვიტეს სიკვდილით დასჯა. 3 აპრილს ჩამოაღრჩვეს პეროვსკაიასთან, კიბალჩიჩთან, მიხაილოვთან და რისაკოვთან ერთად.

40. (გვ. 59). სოფია პეროვსკაია (1853- 1881) -  გამოჩენილი რევოლუციონერი, «ზემლია და ვოლიას» და «ნაროდნაია ვოლიას» აქტიური წევრი. ს. პეროვსკაია არისტოკრატიული ოჯახის შვილი იყო. ახალგაზრდობიდანვე დაიწყო ბრძოლა ძველ წყობილებასთან. 16 წლისა, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, წავიდა პეტერბურგში, სწავლის მისაღებად. იქ ჩაება რევოლუციონური წრეების მუშაობაში. 1874 წელს აპატიმრებენ პირველად და ამწყვდევენ პეტრე-პავლეს ციხეში, მაგრამ მამას გამოჰყავს თავდებქვეშ. სამი წლის შემდეგ ს. პეროვსკაიას ასამართლებენ ცნობილი «193-ის პროცესი»-ს დროს. მეფის მთავრობამ იგი გადაასახლა ციმბირში, მაგრამ გზიდან გამოიქცა. 1878 წელს ს. პეროვსკაია «ზემლია და ვოლიას» საზოგადოების წევრია, შემდეგ «ნაროდნაია ვოლია»-სი, სადაც მუშაობს როგორც ძირითადი წევრი ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტისა. ჟელიაბოვის დაპატიმრების შემდეგ (1881 წ. 27 თებერვალს) ს. პეროვსკაია ხელმძღვანელობს ტერორისტების უკანასკნელ გადამწყვეტ მოქმედებას ალექსანდრე მე-II-ის მოკვლის დროს, 1881 წ. 1 მარტს. ს. პეროვსკაია დაპატიმრებულ იქნა 10 მარტს. სასამართლომ მას მიუსაჯა ჩამოღრჩობა. როგორც გასამართლების, ისე დასჯის დროს ს. პეროვსკაიამ გამოიჩინა უდიდესი სიმამაცე და სიმტკიცე.

41. (გვ. 64). ნ. ი. რისაკოვი (1861- 1881) -  რევოლუციონერი, ნაროდოვოლეცი. სამთო ინსტიტუტის სტუდენტი. 1881 წლის 1-ლ მარტს პირველმა ისროლა ბომბი, რომელმაც ვნება ვერ მიაყენა მეფეს. დაპატიმრების შემდეგ რისაკოვი სულით დაეცა და დაიწყო ამხანაგების გაცემა. მან შეწყალებაც კი სთხოვა მთავრობას. ჩამოაღრჩვეს სხვებთან ერთად 3 აპრილს 1881 წელს.

42. (გვ. 64). ეგნ. გრინევეცკი (1858- 1881) -  რევოლუციონერი, ნაროდოვოლეცი. იყო პროპაგანდისტი მუშებს შორის, მუშაობდა ნაროდოვოლცების ტიპოგრაფიაში. 1881 წ. 1 მარტს, რისაკოვის ბომბისაგან უვნებლად გადარჩენილ მეფეს ესროლა ბომბი და თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ იგი გარდაიცვალა ისე, რომ არ გაამჟღავნა თავისი ვინაობა.

43. (გვ. 65). გესია გელფანდი (1855- 1882) -  რევოლუციონერი, ნაროდოვოლეცი, პირველად დაპატიმრებული იყო 1875 წელს, ორი წლის პატიმრობის შემდეგ გასამართლებულ იქნა «50ის პროცესზე», სადაც ორი წლის ციხე მიუსაჯეს. 1879 წელს გაანთავისუფლეს და გადაასახ
ლეს, მაგრამ გაიქცა პეტერბურგში. შეუერთდა «ნაროდნაია ვოლიას ორგანიზაციას. გ. გელფანდი იყო «დიასახლისი» იმ კონსპირატიული ბინის, სადაც 1 მარტის მსროლელებმა ბომბები მიიღეს, იგი დაპატიმრებულ იქნა 3 მარტს კონსპირატიულ ბინაზე, რომელიც გასცა რისაკოვმა. მიუსაჯეს სიკვდილი, რაც მისი ორსულობის გამო შეუცვალეს უვადო პატიმრობით. გელფანდი შემდეგი წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა ციხეში.

44. (გვ. 67). ტიმ. მიხაილოვი (1859- 1881) -  მუშა-ნაროდოვოლეცი. 1881 წ. 1-ლი მარტის აქტის მონაწილე. დაპატიმრების დროს პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. სხვებთან ერთად ჩამოაღრჩვეს 1881 წ. 3 მარტს.

45. (გვ. 69). ჰერბ. სპენსერი (1820- 1903) -  ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი. მის ფილოსოფიურ მოძღვრებას ევოლუციონური პრინციპი უდევს საფუძვლად. დარვინი მას სთვლიდა თავის წინამორბედად, სპენსერმა ევოლუციონური მეთოდი გადაიტანა სოციოლოგიაშიც: სპენსერის აზრით საზოგადოების განვითარება ანალოგიურია ორგანიზმის განვითარებისა. სპენსერი ვერ ამჩნევდა საზოგადოების განვითარების სპეციფიურობას, მის კლასობრივ წყობას, ამიტომ სპენსერის ევოლუცია სავსებით ეწინააღმდეგება განვითარების დიალექტიკურ გაგებას.

სპენსერის მოძღვრებას თავის დროზე დიდი გავლენა ჰქონდა ბურჟუაზიულ-რადიკალური ინტელიგენციის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

46. (გვ. 69). სენ-სიმონი (1760- 1825) -  საფრანგეთის ცნობილი უტოპისტი. აკრიტიკებდა ფეოდალურ წყობილებას და საჭიროდ სთვლიდა საზოგადოების ასოციაციურ პრინციპებზე აგებას.

47. (გვ. 69). ფურიე (1772- 1833) -  ფრანგი უტოპისტი კაპიტალისტური წყობილების მოწინააღმდეგე. მისი აზრით საჭირო იყო ფალანგების, პატარა თემების დაარსება. ფურიე უარყოფდა რევოლუციას და კლასთა ბრძოლას, იგი პოლიტიკური ბრძოლის გარეშე, მშვიდობიანი გზით ფიქრობდა სოციალიზმის განხორციელებას.

48. (გვ. 69). რობერტ ოუენი (1771- 1858) -  ინგლისელი სოციალისტი-უტოპისტი. მოითხოვდა თანამედროვე საზოგადოებრივი წყობილების გარდაქმნას კომუნისტური პრინციპების მიხედვით. საზოგადოებრივ იდეალს, ოუენის მოძღვრებით, შეადგენდა სამიწათმოქმედო ასოციაციების გაერთიანება, სადაც თემის წევრები მუშაობენ თავის ძალღონის და ნიჭის მიხედვით. მისი აზრით ასეთი წყობილების დაარსება შეიძლებოდა ძალადობის გარეშე, მთავრობისა და კაპიტალისტური კლასის დახმარებით.

49. (გვ. 69). პრუდონი (1809- 1865) -  საფრანგეთის ცნობილი სოციალისტი-უტოპისტი, ანარქიზმის ერთი ფუძემდებელთაგანი. 1840 წელს გამოაქვეყნა თხზულება -  «რა არის საკუთრება? «, სადაც ამტკიცებდა, რომ საკუთრება არის ქურდობა. პრუდონი უარყოფითად უყურებდა კომუნიზმს, რომელიც, მისი აზრით, იწვევს პიროვნების დამონებას და ქადაგებდა ანარქიზმს, რომლის დროსაც პიროვნება თითქოს განუსაზღვრელი თავისუფლებით სარგებლობს. პრუდონი გამომხატველი იყო საფრანგეთის 40- 60-იანი წლების წვრილ ხელოსან მუშათა განსაზღვრული მსოფლმხედველობისა. მარქსმა სასტიკად გაილაშქრა პრუდონის წინააღმდეგ წიგნში «ფილოსოფიის სიღატაკე».

50. (გვ. 69). ფ. ლასალი (1825- 1864) -  გერმანელი სოციალისტი, გამოჩენილი ორატორი. მისი აზრით საჭირო იყო მუშათა კლასს მოეპოვებინა საყოველთაო საარჩევნო უფლება. ამ საშუალებით მუშები გავლენას იქონიებენ მთავრობაზე და მიიღებენ კრედიტს მუშათა თავისუფალი ასოციაციების დასაარსებლად. ამგვარად, ლასალის აზრით, შესაძლებელი გახდება სოციალიზმის თანდათანი დამყარება. 1863 წელს დააარსა «გერმანიის საყოველთაო მუშათა კავშირი». ლასალის აზრებს კარგად იცნობდა ჩვენი ინტელიგენცია მე-60- 70 წლებში (ან. ფურცელაძის და სხვ. წერილები).

51. (გვ. 72). ნ. კ. მიხაილოვსკი (1842- 1904) -  ნაროდნიკების გამოჩენილი თეორეტიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ჟურნალისტი. თეორიაში იგი უმთავრესი წარმომადგენელი იყო რუსული სუბიექტური სკოლისა სოციოლოგიაში. მისი თვალსაზრისით ისტორია წარმოადგენდა ადამიანების -  გმირების მისწრაფების შედეგს, გმირების, რომელთაც შეეძლოთ იდეალების დასახვა, ბრძოლა მათი განხორციელებისათვის და მასების ხელმძღვანელობა ამ ბრძოლაში. მიხაილოვსკის აზრით, სოციალიზმი წარმოადგენდა სუბიექტურ სურვილს და არა ისტორიულ აუცილებლობას. მარქსიზმმა თავისი ჩასახვისთანავე რუსეთში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა მიხაილოვსკის სუბიექტურ და იდეალისტურ მსოფლმხედველობას.

52. (გვ. 72). მ. ა. ანტონოვიჩი (1835- 1918) -  60-იანი წლების ლიტერატურული კრიტიკოსი. დობროლიუბოვის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობდა «Современник»-ის სალიტერატურო განყოფილებას. ანტონოვიჩის სტატიებს მკაცრი პოლემიკური კილო ახასიათებდა.

53. (გვ. 72). ივანე მაჩაბელი (1854- 1898) -  დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, შემდეგ რამდენიმე წელიწადი გაატარა გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც სწავლობდა სოფლის მეურნეობას და მევენახეობას.

პეტერბურგში ყოფნის დროს, 1873 წელს, სთარგმნის (ი. ჭავჭავაძესთან ერთად) შექსპირის

«მეფე ლირს». 1879 წელს უცხოეთიდან ჩამოდის სამშობლოში და იწყებს თანამშრომლობას ილია ჭჭავაძის «ივერიაში». ამავე დროს მუშაობს საადგილ-მამულო ბანკში.

1882- 83 წ. წ., წელიწადნახევრის განმავლობაში თანარედაქტორობს ილიას «ივერიას». 1883 წელს სათავეში უდგება ს. მესხისგან შეძენილ გაზეთ «დროებას» და რედაქტორობს მას 1885 წლამდე, როდესაც გაზეთი მთავრობის განკარგულებით სამუდამოდ იხურება. «დროების» დახურვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ყოველკვირეული «ივერია» ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა (1886 წ.). ამ დროს საბანკო საქმეების გამო ილიასა და ივ. მაჩაბელს შორის დიდი განხეთქილება არის ჩამოვარდნილი, ამიტომ იგი ივ. მაჩაბელს არ იწვევს თანამშრომლად. მაჩაბელი პრესიდან გარიყული რჩება და ხელს კიდებს ისევ ლიტერატურულ შრომას. სთარგმნის შექსპირის ტრაგედიებს: «ჰამლეტს», «ოტელოს», «იულიუს კეისარს», «მაკბეტს», «რიჩარდ მესამეს». 1893 წელს ივ. მაჩაბელი მცირე ხნით (ექვს თვეს) თანამშრომლობს გ. წერეთლის «კვალში». ივ. მაჩაბელი პროგრესიულად მოაზროვნე თავადაზნაურობის იდეოლოგი იყო. მისი მიზანი იყო რაც შეიძლება ჩქარი ტემპებით შეეგუებინა ძველი წყობილების გადანაშთები ახალ კაპიტალისტურ ურთიერთობასთან. იგი მომხრე იყო კაპიტალიზმის განვითარების პრუსიუ ლი გზისა.

ი.ჭავჭავაძის მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თავადაზნაურობა დრომოჭმულ წოდებას კი არ წარმოადგენდა, არამედ ერთადერთს საზოგადოებრივ ფენას, რომელიც მოწოდებული იყო ახალ კაპიტალისტურ პირობებშიაც ძველებურად ხელმძღვანელობა გაეწია ერისა და საზოგადოებისათვის; ამიტომ ილიასა და ი. მაჩაბელს შორის ატეხილ დავას, ბანკისა და საზოგადო საქმეების გარშემო, პრინციპიალური ხასიათი არ ჰქონია; იგი იდეურ შეხედულებათა სხვაობაზე არ იყო აღმოცენებული. ორივე, მაჩაბელიც და ილიაც, თავადაზნაურობის წოდების იდეოლოგები იყვნენ. ორივე, ცდილობდა თავადაზნაურობის გადარჩენას და წელში გასწორებას ბანკის საშუალებით. მხოლოდ მაჩაბელი მოითხოვდა ბანკის წესდების შეცვლას იმგვარად, რომ ის შეგუებული ყოფილიყო თავადაზნაურობის ინტერესებთან და მოთხოვნილებებთან.

ი. მაჩაბლის კალამს, გარდა შექსპირის ტრაგედიების შესანიშნავი თარგმანისა, ეკუთვნის აგრეთვე პუბლიცისტური, საპოლემიკო და სალიტერატურო ხასიათის მრავალი წერილი. აღსანიშნავია მისი წერილები პოეზიისა და დრამატული ხელოვნების შესახებ «დროებაში»,

№125, 1885 წ.

54. (გვ. 73). დიმიტრი ყიფიანი (1814- 1887) -  ცნობილი საზოგადო მოღვაწე პუბლიცისტი. სწავლობდა ტფილისის სემინარიაში და კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც 1830 წელს დაამთავრა, მონაწილეობა მიიღო 1832 წელს შეთქმულებაში რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რისთვისაც გადასახლებულ იქნა ვოლოგდაში. 1837 წელს დაბრუნდა საქართველოში და შევიდა სახელმწიფო სამსახურში, სადაც ძალიან სწრაფად დაწინაურდა, 1959 წელს დ. ყიფიანი დაინიშნა მეფის მოადგილის საბჭოს წევრად. 1862 წელს ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ დაავალა მას წარედგინა მთავრობისათვის მათი აზრი ბატონყმობის მოსპობის შესახებ. დ. ყიფიანმა შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვით ყმები ხიზნების მდგომარეობაში უნდა გადასულიყვნენ, მათი მიწები მემამულეებს დარჩენოდათ, მათი პირადი განთავისუფლებისათვის კი მემამულეებს უნდა მისცემოდათ სასყიდელი. თავადაზნაურობამ სავსებით მოიწონა დ. ყიფიანის პროექტი. 1864- 70 წლებში დ. ყიფიანი ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად იყო არჩეული. 1875- 79 წლებში -  ქალაქის თავად. 1885- 6 წლებში იყო ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლი. დიმ. ყიფიანი სასტიკ ბრძოლას აწარმოებდა რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 80-იან წლებში ამ ნიადაგზე მას ბრძოლა მოუხდა ხულიგან რუს ეგზარხოსთან, რომელმაც დასწყევლა საქართველო. სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი დ. ყიფიანი ამისთვის მეფის მთავრობამ გადაასახლა სტავროპოლში, სადაც იგი მოჰკლეს 1887 წელს.

დიმიტრი ყიფიანი თავისი ხანგრძლივი სახელმწიფო, პრაქტიკული და პუბლიცისტური მოღვაწეობის დროს გამოხატავდა საქართველოს წვრილ თავადაზნაურთა ინტერესებს მთელი თავისი უდიდესი ნიჭი, ღრმა ერუდიცია და ცხოველი ტემპერამენტი მან მოანდომა ქართული თავადაზნაურობის, როგორც წოდების, ეკონომიური მოღონიერებისა და სოციალ-პოლიტიკურ მბრძანებელ პოზიციებზე გამაგრების იდეას.

დ. ყიფიანში, როგორც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეში, გაერთიანებული იყო ერთსა და იმავე დროს რუსეთის მონარქიზმის ერთგული მსახური და თავდადებული ქართველი ნაციონალისტი, პატრიოტი. მისი აზრით, საჭირო იყო ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვა რუსეთის მონარქიზმის ჩარჩოებში, მისი მფარველობის ქვეშ. რუსეთის ტახტის ერთგულება და ქართველი ერის სამსახური -  აი ის პრინციპი, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა თავისი მრავალათეული წლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის მანძილზე.

დ. ყიფიანის სოციალური იდეალი ბატონყმური საქართველო იყო, სადაც გლეხობა შრომობს, ეკონომიურ დოვლათს ქმნის, ხოლო თავადაზნაურობა მართავს, ხელმძღვანელობს და კულტურას ემსახურება. დ. ყიფიანი წოდებრივი, ბატონყმური საქართველოს პატრიოტი იყო, იგი იბრძოდა მისი ნაციონალური სახის, ენის, თავისუფლების შენარჩუნებისათვის რუსეთის თვითმპყრობელური მონარქიზმის განმტკიცების ნიადაგზე.

დ. ყიფიანი გამოხატავდა ისტორიულად განწირული წოდების -  თავადაზნაურობის პრინციპებს და მისწრაფებებს.

დ. ყიფიანი ახალგაზრდობიდანვე ცხოველ მონაწილეობას იღებდა ქართული ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში. ის იყო «ცისკრის» უახლოესი თანამშრომელი, სადაც ბაქარ ქართლელის ფსევდონიმით ათავსებდა როგორც ორიგინალურ ნაწერებს, ისე ინგლისურიდან და ფრანგულიდან ნათარგმნ თხზულებებს. მან პირველმა სთარგმნა ქართულად შექსპირის «რომეო და ჯულიეტა», რომელიც 1857 წ. დაიბეჭდა «ცისკარში», მანვე სთარგმნა შექსპირის «ვენეციელი ვაჭარი», «ორი ვერონელი». მოლიერის კომედია «ჩინებული სასიძონი», ბომარშეს კომედია «სევილიელი დალაქი». დ. ყიფიანმა, გარდა ამისა, დასწერა «ახალი ქართული გრამატიკა» (ს. პეტერბურგი 1882 წ., სამეცნიერო აკადემიის სტამბა), რამდენიმე საისტორიო წერილი ბატონყმობაზე და მოგონებანი, რომელიც მოთავსებული იყო 1886 წლ. «Русская

страница»-ში, ხოლო ქართულად სრული სახით გამოსცა განსვენებულმა სიმონ ხუნდაძემ (დ.

ყიფიანის მემუარები, 1930 წ.).

პირველი სერიოზული გამოკვლევა დ. ყიფიანის მოღვაწეობის შესახებ ეკუთვნის სიმონ ხუნდაძესვე (დ. ყიფიანის მემუარების წინასიტყვაობა და ჯერ გამოუქვეყნებელი ვრცელი მონოგრაფია დ. ყიფიანზე).

55. (გვ. 73). დავით ჩუბინაშვილი (1814- 1891) -  ქართული ენის პროფესორი, პირველი ქართველი, რომელიც პროფესორად აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტში. დ. ჩ-ლი დაიბადა ტფილისში. სწავლობდა პეტერბურგის გიმნაზიაში და შემდეგ უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ 1839 წ. შევიდა სამსახურში საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში. 1844 წ. დაამტკიცეს პეტერბურგ. უნივერსიტეტში ქართული ენის დოცენტად. 1859 წ. ორდინარულ პროფესორად, 1870 წ. დამსახურებ. პროფესორად. 1871 წ., სამსახურის ვადის შესრულების გამო, თავს ანებებს კათედრას, სადაც მის ადგილს იკავებს ალ. ცაგარელი. დ. ჩუბინაშვილი მუდმივად ცხოვრობდა პეტერბურგში.

დ. ჩუბინაშვილმა შეადგინა ქართული ქრესტომათიები (1846 წ.), გრამატიკა, რუსულ-ქართულ-ფრანგული და ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი (1846), რომელსაც დღემდის არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. დაწვრილებით დ. ჩუბინაშვილის შესახებ იხ. ალ. ცაგარელი: «Сведения о памятниках грузинской словесности» т. 3.

56. (გვ. 73). პროფ. ალ. ცაგარელი (1844- 1929) -  ცნობილი მკვლევარი, ლინგვისტი და ქართ. ლიტერატურის ისტორიკოსი. სწავლობდა ტფილისის სემინარიაში (დაასრულა 1865 წ.), შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში (1867) ისტორ. ფილოლოგ. ფაკულტეტზე, სადაც ორ წელიწადს დაჰყო, ამის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში: მიუნხენში იგი უსმენდა პროფ. ჰაუგეს (ინდური ენები). ერთი წლის შემდეგ გადავიდა ტვიბინგენში, სადაც უსმენდა პროფ. როთს (სანსკრიტი, შედარებითი ენათმეცნიერება) და პროფ. მერქსს (არაბული ენა). აქვე სწავლობდა სომხურსა და ირანულ ენებს. ბოლოს ალ. ცაგარელი გაემგზავრა ლექციების მოსასმენად ვენაში, პროფ. ფრიდრიხ მიულლერთან, რომელიც იმ დროს ქართულ ენაზე მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ ალ. ცაგარელი ბრუნდება პეტერბურგში. 1872 წელს, პროფ. დ. ჩუბინაშვილის წასვლის შემდეგ, ალ. ცაგარელი იკავებს პეტერბურგის უნ-ტის ქართული ენის კათედრას, რისთვისაც წინასწარ იცავს დისერტაციას: «Сравнительный обзор морфологии Иберийской группы Кавказских языков». ამ შრომისათვის მას ენიჭება პრივატ-დოცენტის ხარისხი. ალ. ცაგარელის შემდეგი შრომებია: 1873 წ. «О грамматической литературе грузинского языка». 1880 წ. «Мингрельские тексты» -  ორ ტომად, «Сведения о памятниках грузинской словесности» -  სამ ტომად (СПБ -  1886, 1894 წ. წ.); «Грамоты и др. ист. докум. XVIII ст., относит. Грузии» (1891 წ.) და მრავალი სხვ.

ალ. ცაგარელმა რუსულად სთარგმნა და გამოსცა სულხან საბა ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა» -  სათაურით «Книга мудрости и лжи» (СПБ. 1878 г.).

რევოლუციის შემდეგ ალ. ცაგარელი დაბრუნდა სამშობლოში, უკვე ღრმად მოხუცი. კითხულობდა ლექციებს ტფ. სახ. უნ-ტში. გარდაიცვალა 85 წლისა -  12 ნოემბერს 1929 წ. და დასაფლავებულ იქნა მთაწმინდაზე (ალ. ცაგარელის შესახებ იხ. «ტფილ. უნივ-ტის მოამბე». წ. 10).

57. (გვ. 74). სილოვან ხუნდაძე (1860- 1928) -  პედაგოგი, მწერალი, გრამატიკოსი. სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1884 წ. დაამთავრა აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებული იგი მოღვაწეობს პედაგოგიურ ასპარეზზე. ს. ხუნდაძე ცნობილია როგორც გრამატიკოსი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და პოეტი. მისი ლექსები, პოემები და მოთხრობები გამოცემულია ორ ტომად 1914 და 1926 წ. წ.); მის კალამს ეკუთვნის პოპულარული მონოგრაფიები ქართველ მწერლებზე (შ. რუსთაველი, ნიკ. ბარათაშვილი,

გრ. ორბელიანი, ვ. ორბელიანი, რ. ერისთავი, აკ. წერეთელი, ილია ჭავჭავაძე), წერილი «ვაჟა ფშაველას პოეზია» და სხვა კრიტიკული სტატიები.

ს. ხუნდაძის გრამატიკულ ნაშრომებს ეკუთვნის: «ქართული ზმნები», «ქართული გრამატიკა», «ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები» (1927). ცარიზმის დამხობის შემდეგ ს. ხუნდაძემ უდიდესი მუშაობა ჩაატარა სასწავლებლების გაეროვნულებისა და ქართული სახელმძღვანელოების შედგენა-დამუშავების საქმეში.

58. (გვ. 76. «ივერია». «ივერიის» პირველი ნომერი გამოვიდა 1877 წლის 3 მარტს. მისი დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი იყო ილია ჭავჭავაძე. პირველად «ივერია» ყოველკვირეული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი იყო, 1877 წლის განმავლობაში გამოვიდა 44 ნომერი, 300 ცალი ტირაჟით; 1878 წელს -  47 ნომერი, 600 ც. ტირაჟით.

1879 წ. «ივერია» გადაკეთდა თვიურ ჟურნალად და ამ სახით გამოდიოდა წლის დამლევამ დე.

1880- 81 წ. წ. «დროება» და «ივერია» დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რის გამოც 1880 წ. «ივე რია» გადაკეთდა სამთვიურ კრებულად და გამოდიოდა როგორც «დროების» დამატება, 460 ც. ტირაჟით; 1881 წ. ივერია ისევ ყოველთვიურ ჟურნალად გამოდიოდა. რედაქციაში ამ დროს გამუდმებით მუშაობდა ივანე მაჩაბელი.

1882 წ. და 1883 წ. დამდეგს ჟურნალი გამოდიოდა ილია ჭავჭავაძისა და ივ. მაჩაბლის რედაქტორობით, შემდეგ კი მარტო ილია ჭავჭავაძე რედაქტორობდა 1900 წლის დამლევამდე.

1885 წელს მთავრობამ დახურა გაზეთი «დროება», ამით ისარგებლა «ივერიამ» -  1886 წლიდან იგი გადაკეთდა ყოველდღიურ გაზეთად და ასე გამოდიოდა 1906 წლამდე; «ივერიამ», როგორც ერთადერთმა გაზეთმა, უკვე პირველივე წლებში გაადიდა ტირაჟი: გამოდიოდა 1200- 1500 ცალად.

1896 წ. «ივერია» იკრძალულ იქნა ცენზურის მიერ 8 თვით.

1901 წ. გაზეთი შეიძინა ალ. სარაჯიშვილმა, რომელმაც წლის ბოლოდან გაზეთი გაფართოვებული ფორმატით გამოსცა.

«ივერია» დაიხურა 1906 წ.; ძალიან დიდიხნის განმავლობაში «ივერია» ერთადერთი გაზეთი იყო საქართველოში და დიდი გავლენაც ჰქონდა.

«ივერია» თავადაზნაურული ლიბერალობის გამომხატველი ორგანო იყო.

59. (გვ. 76). ილია ჭავჭავაძე (1837- 1907). ილიამ საშუალო განათლება ტფილისის გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ 1857- 61 წ. წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, უკანასკნელ კურსზე ყოფნისას თავი დაანება უნივერსიტეტს და დაბრუნდა სამშობლოში. 1863 წ. დააარსა საკუთარი ჟურნალი «საქართველოს მოამბე», 1864 წლიდან სახელმწიფო სამსახურში შევიდა, ჯერ იყო ქუთაისის გენ. გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ დუშეთში მომრიგებელ შუამავლად და ბოლოს მომრიგებელ მოსამართლედ. 1875 წელს ილიას ირჩევენ ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორად. ილია ოცდაათი წლის განმავლობაში (1905 წლამდე) უძღვებოდა ამ ბანკის საქმეებს, რასაც შეალია თავისი დიდი ცოდნა, ენერგია, მთელი თავისი ახალგაზრდობა. 1877 წ. ილია აარსებს «ივერიას». 1880 წელს სწერს თავის ცნობილ წერილს იანოვსკის წინააღმდეგ, რომელმაც მოინდომა ქართული ენის განდევნა ჩვენი სკოლებიდან. 1882 წ. ილაშქრებს რეაქციონერ კატკოვის წინააღმდეგ, რომელმაც «Московские Ведомости»-ში შეურაცხყო ქართველი ხალხის ნაციონალური ღირსება. 1879 წლიდან, როდესაც დაარსდა «ქართველთა შორის წ.-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბა», ილია იყო თავმჯდომარის ამხანაგი და შემდეგ თავმჯდომარე ამ საზოგადოებისა. 1880 წ. აქტიურ მონაწილეობას იღებს ქართული დრამატიული საზ-ბის დაარსებაში. 1907 წელს ს. წიწამურთან ილიას თავს ესხმიან ნაძირალები და კლავენ.

ილია თავისი პუბლიცისტური და პრაქტიკული მოღვაწეობით გამოხატავდა პროგრესიული თავადაზნაურობის ინტერესებს. ის იყო იდეოლოგი საქართველოში კაპიტალიზმის პრუსიული გზით განვითარებისა. ამ პროგრამას ემსახურებოდა მისი ორგანო «ივერია»-ც.

60. (გვ. 76). გრიგოლ თედორეს ძე ყიფშიძე (1859- 1923) -  საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი; ძმა ისტორიული მონოგრაფიების ავტორის ალ. ყიფშიძისა (ალ. ფრონელის). გ. ყიფშიძე ჯერ ხალხოსანი იყო და ჟურნ. «იმედი»-ს მთავარი თანამშრომელთაგანი. მერე «დროება»-ში მუშაობდა. ბოლოს უახლოესი თანამშრომელი შეიქნა «ივერიისა», სადაც რედაქციის ძირითად მუშაკად ითვლებოდა და ილიას მარჯვენა ხელს წარმოადგენდა. გ. ყ. სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ ტფილისის სემინარიაში. ინსპექტორის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისათვის სხვებთან ერთად მას რიცხავენ სემინარიიდან. ამ ხანებში, 1878 წ. გრ. ყიფშიძე ბეჭდავს თავის პირველ წერილებს ილია ჭავჭავაძის ყოველკვირეულ «ივერიაში» -  «გ. გოდორიას» ფსევდონიმით («ქართველის ფიქრი გაზაფხულის პირზე», «ფრონის ხეობიდან», №14, «ერთი მიცვალებულის ბედი», №23; კორესპონდენცია «ფრონის ხეობიდან», №36). მისი წერილები ეხება გლეხების უმწეო მდგომარეობას, -  ამ დროს გ. ყ. «ტეტიათა მოტრფიალეთა» რიგებშია, გატაცებულია ხალხოსნური იდეებით. ერთხანს გ. ყ. მასწავლებლობს გორის მაზრაში, სადაც სხვებთან ერთად აქტიურად ეწევა ხალხოსნური აზრების პროპაგანდას. რამდენიმე ხნის შემდეგ გ. ყ. ჩამოდის ტფილისში. მუშაობს ქართულ თეატრში მოკარნახეთ. შემდეგ «დროების» რედაქციაში, ჯერ ს. მესხთან, მერე ივ. მაჩაბელთან და ბოლოს «ივერიაში» -  ილია ჭავჭავაძესთან. გ. ყიფშიძე ითვლებოდა საუცხოვო სარედაქციო მუშაკად და სტილისტად. მან სთარგმნა პოლ ბურჟეს რომანები («ცოდვა სიყვარულისა», «ანდრე კორნელი»), სენკევიჩის «ცეცხლითა და მახვილითა», «ბარტექ ძლევამოსილი», ალ. სუმბათაშვილის «ღალატი» და სხვადასხვა ავტორის მრავალი წვრილი მოთხრობა. «ივერია»-ში და «მოამბე»-ში გრ. ყიფშიძეს მოთავსებული აქვს მრავალი წერილი ისტორიისა და კულტურის საკითხებზე, მათ შორის: «შენიშვნები ისტორიასა და არქეოლოგიაზე» -  «ივერია». 1883, №3); «წმინდა ნინო -  საქართველოს განმანათლებელი» («ივერია, 1888, №9); «ორიოდე მოსაზრება ქართული ენის და გრამატიკის შესახებ» («მოამბე», 1895, №4); «წმინდა ქართული» («ივერია», 1903, №4, 6); «საბერძნეთის აღორძინება და განთავისუფლება ოსმალთა მონობიდან» (დასაბეჭდად აკრძალული ცენზურის მიერ, 1893 წ.). 1894 წელს გრიგოლ ყიფშიძე «ივერიის» რედაქციის სახელით სიტყვას ამბობს ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე. გრ. ყიფშიძემ შეადგინა ილ. ჭავჭავაძის ვრცელი ბიოგრაფია (მიხ. გედევანიშვილის გამოცემ. ილ. ჭავჭ. თხზ., 1914 წ.).

გ. ყიფშიძე გარდაიცვალა 1923 წ. თავის სოფელ სოლოღაშენში და იქვე იქნა დასაფლავებული (გრ. ყიფშიძის შესახებ იხ. სოფრ. მგალობლიშვილის მოგონებანი, გაზ. «ლომისი», №30 -  1923 წ. და ს. ხუნდაძის «სოც. ისტ. საქართ.» ტომი II).

61. (გვ. 76). ილია ხონელი-ბახტაძე (1859- 1900) -  ნიჭიერი პუბლიცისტი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულებისა. სწავლა მიიღო ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც კურსი არ დაუსრულებია დირექტორთან უსიამოვნების გამო. 1875 წელს შევიდა თავისუფალ მსმენელად პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის დროსვე დაიწყო თანამშრომლობა ქართულ და რუსულ პრესაში. 1881 წ. დაბრუნდა რუსეთიდან და დავით ერისთავის მიერ მიწვეულ იქნა

«Кавказ»-ის თანამშრომლად.

1886 წ. თანამშრომლობს ილია ჭავჭავაძის ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთებულ «ივერია»-ში. 1887 წლიდან უმთავრესი თანამშრომელია ნ. ნიკოლაძის «Новое Обозрение»–სი. 1891- 97 წლებში თანამშრომლობს მილიუტინის «Кавказ»-ში. 1894 წ. ორ წერილს ბეჭდავს «მოამბე»-ში და 1896 წ. რამდენიმე სტატიას «კვალში». ი. ხონელის კალამს ეკუთვნის წიგნი რაჭის და შორაპნის მაზრების გლეხთა ეკონომიურ მდგომარეობის შესახებ (1886 წ.).

ი.ხონელის ნარკვევები, მოთავსებული «Кавказ»-ში და «Новое Обозрение»-ში, გამოცემულია ცალკე წიგნადაც («Эскизы и Этюды»).

62. (გვ. 76). ალექსანდრე ნანეიშვილი (1857- 1904) -  ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი, ნაროდნიკი, შემდეგ ლიბერალი, საზოგადო მოღვაწე. წერდა «ა. ნა-ლი»-ს ფსევდონიმით. ა. ნანეიშვილი სწავლობდა პეტერბურგში, მედიკოქირურგიულ აკადემიაში, სადაც კურსი არ დაუსრულებია. იგი ნაროდნიკულ იდეებით იყო გატაცებული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ა. ნ. თანამშრომლობს ნაროდნიკების ჟურნალ «იმედში», რომელიც გამოდიოდა 1881- 83 წ. წ.; ხშირად ბეჭდავს წერილებს აგრეთვე «ივერიაში». 1881 წ. ალექსანდრე მეორის მოკვლის შემდეგ, ალ. ნ.-ლი «ივერიაში» ათავსებს წერილს, სადაც თანაგრძნობით სწერს «ნაროდნაია ვოლიას» რევოლუციონური საქმიანობის შესახებ.

1884 წელს მთავრობა აპატიმრებს ქართველ ნაროდნიკებს და ციმბირში ასახლებს, მათ შორის არის ალ. ნა-ლიც, რომელიც სემიპალატინსკში იქნა გადასახლებული. 1887 წ. ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ ალ. ნა-ლი განაგრძობს პუბლიცისტურ-ლიტერატურულ მუშაობას, მაგრამ ამ დროს იგი უკვე ლიბერალობის გზას ადგია და ეკედლება ილია ჭავჭავაძის «ივერიას», სადაც მუდმივ თანამშრომლად ხდება. გარდა ამისა, ალ. ნა-ლი მუდმივად თანამშრომლობს გ. მ. თუმანიშვილის «Новое Обозрение»-ში.

რამდენიმე წლის შემდეგ ა. ნა-ლი გადადის ქუთაისში, სადაც მსახურობს სათავადაზნაურო ბანკში შემფასებლად, შემდეგ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მდივნად. აქვე ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობასაც -  მოღვაწეობს სასოფლო-სამეურნეო საზ-ბაში, ქალაქის თვითმართველობაში, ქართულ წიგნის გამომცემლობაში.

ოთხმოციან წლების მიწურულიდან, განსაკუთრებით «ივერიის» პოზიციებზე საბოლოოდ გადასვლის შემდეგ ა. ნა-ლი თავის წერილებში გამოხატავდა პროგრესიული თავადაზნაურობის ინტერესებს და მისწრაფებებს. იგი მოუწოდებდა თავად-აზნაურობას თანამედროვე ვითარებისათვის შეეფარდებინა თავისი სავალი გეზი: «თავადაზნაურობაო, -  წერდა იგი ერთ წერილში -  დღესაც ფერსა და მიმართულებას აძლევს ჩვენს ცხოვრებას და უეჭველია, ჯერ კიდევ დიდხანს იდგომება ჩვენის ცხოვრების სათავეში, ე. ი. ჩვენი ბედი და უბედობა მასზე არის და იქნება დამოკიდებული და უეჭველია, იგი მრავალს განსაცდელს და უბედურებას შეგვამთხვევს, თუ რომ ამავე მდგომარეობაში დარჩა, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება, თუ იგი არ მოიწადინებს, რომ ფერი და ხასიათი შეიცვალოს და ამნაირად დროსა და ვითარებას შეუფარდოს თავისი ცხოვრების გზა»-ო («ივერია», 1887 წ. №135).

მისი აზრით ამ წოდებას არა მარტო თავისი, არამედ მთელი ერის კეთილდღეობისათვის უნდა ეზრუნა.

ალ. ნანეიშვილის კალამს ეკუთვნის წერილები მრავალ საჭირბოროტო საკითხებზე. მოგვყავს ზოგიერთი მათგანის სათაურები: «რას მოგვითხრობს და გვასწავლის ენა?» («ივერია», 1887 წ. №257); მეთაური -  «საღვთო წერილის მეგრულ ენაზე გადათარგმნის შესახებ» («ივერია»

1889 წ. №4; მეთაური -  «ხალხურ პოეტურ ნაწარმოების შეკრებაზე» («ივერია», 1889 წ. №134); მეთაური -  «უზნეო ჩვეულებებზე» («ივერია», 1889, №24); მეთაური -  «ახალგაზრდობის მიერ ხალხურ სიტყვიერების და ზნეჩვეულების შესწავლაზე» («ივერია», 1889, №98); მეთაური -  ჟურნალ «Этнографич. обозрение»-ს გამოსვლის გამო («ივერია», 1889, №105) და მრავალი სხვ. (ალ. ნანეიშვილის შესახებ იხ. სიმ. ხუნდაძის -  სოც. ისტორ. საქართვ. ტ. II გვ. 66- 102; Г. М. Туманов -  «Характеристики и Воспоминания», გვ. 133- 139).

63. (გვ. 76). ნიკო ხიზანაშვილი (1851- 1907) -  ცნობილი პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მეცნიერი, იურისტი. დაიბადა ს. მაღლადოვლეთს 1851 წ. სადაც მსახურობდა მამამისი, მღვდელი თადეოზი. ბავშვობა გაატარა ქართლში, სოფ. ცერონისში; ნ. ხ. პატარაობიდანვე დაეწაფა ქართული და რუსული ლიტერატურული ნიმუშების შესწავლას. იგი სწავლობდა ჯერ გორის სა
სულიერო სასწავლებელში; შემდეგ ტფილისის სასულიერო სემინარიაში, რაც დაასრულა 1870 წ.; შემდეგ წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და დაამთავრა იგი 1876 წ.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო სამსახური, ჯერ ზანგეზურის მაზრაში, სოფ. გერიუსაში, მერე მსახურობდა ცხინვალში და სურამში გამომძიებლად, შემდეგ თიანეთში და ბოლოს ტფილისში.

პირველი მისი ნაწერი დაიბეჭდა 1879 წ. «დროებაში», ეს იყო კორესპონდენცია ცხინვალიდან. თიანეთში ყოფნის დროს მან მრავლად შეკრიბა ფშაური და ხევსურული ხალხური ლექსები, წესრიგში მოიყვანა, დაწვრილებით განიხილა და ფელეტონებად დაბეჭდა გაზეთ «ივერიაში» 1887, 1888 და 1891 წლებში.

ნ. ხ-მა ხშირი თანამშრომლობა დაიწყო «დროებაში» 1883 წლიდან, როცა ეს ყოველდღიური გაზეთი ივ. მაჩაბლის ხელში გადავიდა. აქ მან დაბეჭდა საკმაოდ ვრცელი პუბლიცისტური წერილები: «ძველი და ახალი თაობა» («დროება», 1885 წ. №94), «ჩვენ ლიტერატურულ კეთილწესიერებაზედ» (იქვე, №99), «შრომა და მისი იურიდიული სიბრძნე», «მგზავრის შენიშვნებიდან» , «ხმა პროვინციიდან», «ლიტერატურული მიმოხილვა» (იქვე, №105) -  ამ წერილში განხილული იყო ჟურნალ «ივერიის» 5 და 6 ნომრები), «ქართული ენის შემოღების გამო» (№687), -  ეს წერილი საყურადღებოა, სხვათა შორის, მითაც, რომ აქ ავტორს გაშუქებული აქვს სწავლა-განათლების მდგომარეობა საქართველოში ვორონცოვამდე. იმავე წელს (1883) დაიბეჭდა კიდევ რამდენიმე მისი ვრცელი წერილი ფელეტონებად, სხვათა შორის: «ჩვენი გლეხკაცობა და აქციზის საქმე», «წამება ქეთევან დედოფლისა», «ეკონომია თუ აგრონომია» (ახალი გუთნების გასინჯვის გამო) და სხვ.

1884 წელს შეუდგა თავის პირველ იურიდიულ გამოკვლევას და დაბეჭდა 1885 წ., «დროებაში» სათაურით «ძველი ქართული ოჯახი» (იხ. «დროება», 1885 წ. №№ 2, 3, 5, 89, 92, 96, 192, 193 და «ივერია» 1886 წლისა №85 და 86).

ამ მონოგრაფიაში განხილულია იურიდიული მდგომარეობა ოჯახისა, უფლებრივი ყოფაცხოვრება დედაკაცისა ქართულის კანონდებულების მიხედვით.

1886 წლიდან ნ. ხ-ლი იწყებს მუდმივ თანამშრომლობას «ივერიაში»; სუბუქსა და საგაზეთო წერილებს სწერდა საკმაოდ ხშირად სხვადასხვა ფსევდონიმით, უფრო კი «Plebs»-ის ფსევდონიმით. ამ ნაწერებს საერთო სათაურად ჰქონდა «მასლაათი», ხოლო ეპიგრაფად: «საარშიყოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად». უფრო დინჯი, ჭკუადამჯდარი ნაწერები და ისტორიული ან იურიდიული კვლევა-ძიებანი, საეთნოგრაფიო და საზეპირ-სიტყვაო მასალა იბეჭდებოდა «ურბნელის» ფსევდონიმით.

ნ. ხიზანაშვილის ნაწერებს ახასიათებდა ლიტერატურული ნიჭი და კარგი გონებრივი მომზადება; სწერდა იგი საუცხოვო ქართული ენით. საინტერესოა, სხვათა შორის, მისი პოლემიკა არჩილ ჯორჯაძესთან, რომელიც მაშინ წერდა სხვადასხვა სოციოლოგიურ საკითხებზე

«ცნობის ფურცელში».

ნ. ხიზანაშვილის მნიშვნელოვან მეცნიერულ-ლიტერატურულ ნაშრომებს წარმოადგენენ ისტორიული და იურიდიული მონოგრაფიები. უმეტესი მათ შორის დაიბეჭდა «ივერიაში», ხოლო ორი, სახელდობრ: «დავით აღმაშენებელი და მისი დრო» და «ჩვენი საეკლესიო ისტორიიდან» (სამართალი კათალიკოსთა) ჟურნალ «მოამბეში» 1894 წ. და 1898 წ. №3.

ერთი ისტორიული მონოგრაფია «ლიპარიტ ორბელიანი და მისი დრო», შავად დაწერილი, როგორც მისი ბიოგრაფი გ. ყიფშიძე გადმოგვცემს, ნ. ხ- ს შეუმუშავებელი დარჩენია და ინახებოდა ილია ჭავჭავაძის ქაღალდებში.

ნ. ხ- ლის მონოგრაფია «გიორგი ბრწყინვალე და მისი ძეგლის-დება», «ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი», -  გაზეთ «ივერიაში» დაბეჭდილი, -  ცალკე წიგნებადაც იყო გამო
ცემული. (იხ. გ. ყ-ს წერილი: «ნ. ხიზანაშვილი და მისი სალიტერატურო მოღვაწეობა», მოთავსებული ალმანახებში: «ჩვენი ერი» №2 -  1909 წ. და ქართველი ერი» №1 -  1910 წ.).

საინტერესოა ნ. ხიზანაშვილის, როგორც მწერლისა და პუბლიცისტის მსოფლმხედველობითი ევოლუცია. ეს უკანასკნელი მეტად დამახასიათებელია საერთოდ მისი დროისა და თაობის ქართული წვრილბურჟუაზიული მორადიკალე-მორანოდნიკე ინტელიგენციისათვისაც. ნ. ხიზანაშვილი სამოცდაათიანი წლების დასაწყისში აქტიური წევრი იყო ქართული ნაროდნიკული მოძრაობისა და უახლოესი თანამშრომელი ნაროდნიკების ჟურნალის «იმედისა» (გამოდიოდა 1881- 1882 წლებში). ნ. ხიზანაშვილი «იმედში» ათავსებდა ისტორიულ წერილებს, სადაც აშუქებდა ქართველი გლეხობის უფლებრივ და ეკონომიურ მდგომარეობას, როგორც წარსულში, ისე თანამედროვე პირობებში («უფლება და კანონი ძველ საქართველოში» -

«იმედი» №11 და 12, 1882 წ.; №2, 1883 წ.; «ჩვენი გლეხ-კაცობა და ახალი სამართალი» -  «იმედი»

№3, 1882 წ.). ეს წერილები მიმართული იყო უმთავრესად ილია ჭავჭავაძის წერილების წინააღმდეგ (იხ. «ცხოვრება და კანონი»), სადაც უკანასკნელი ირწმუნებოდა, რომ ძველ საქართველოში არ ყოფილა წოდებათა ბრძოლა და უთანხმოება. ნ. ხიზანაშვილმა თავის წერილებში დაამტკიცა, რომ ისტორიულ წარსულში წოდებათა შორის შეურიგებელი ბრძოლა სწარმოებდა და ეს ეკონომიური ბრძოლა თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თანამედროვე პირობებშიაც გრძელდება მთელი თავისი სიმკაცრითო.

«იმედის» დაკეტვის შემდეგ ნ. ხიზანაშვილი თანამშრომლობდა «დროებაში». თავის წერილებში იგი მოითხოვდა მიწაზე კერძო საკუთრების მოსპობას და კოლექტიური ფორმების დაწესებას. (იხ. ს. ხუნდაძე -  სოციალიზმის ისტ. საქ.» ტ. II -  გვ. 68). 1883 წ. «დროებაში» მოთავსებულ წერილებშივე ნ. ხიზანაშვილი საჭიროდ სთვლიდა მშრომელთა პარტიის ჩამოყალიბებას და დაახლოვებას ინტელიგენციის და მუშა-ხელოსნების მასასთან.

იმავე წლის «დროებაში» იგი ეკამათებოდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მოითხოვდა ყველა მიმართულების ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებას ეროვნული ვინაობის დაცვისათვის. ნ. ხიზანაშვილი სწერდა: «ჯერ ძმობა განახორციელეთ ცხოვრებაში და მხოლოდ მაშინ გვიქადაგეთ: სხვადასხვა მიმართულებას თავი დაანებეთ და ერთ უღელში შეებითო. ნუ დაივიწყებთ თქვენ, ღირსეულნო და ბრწყინვალე გვამნო, რომ შრომის მონას, რომელიც მუდამ ოფლს ღვრის და გულის კვნესით ამბობს: «ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ მე და შენ, წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ», -  მამულისშვილობის გარდა სხვა ბევრი რამე სადარდელი და სანატრელი აქვს»-ო («დროება» №99, 1883 წ.).

ამგვარად ებრძოდა ნ. ხიზანაშვილი ოთხმოციან წლებში თავადაზნაურობას. მაგრამ გადის დრო და ჩვენ ვხედავთ, რომ ნ.ხ. თანდათანობით სტოვებს თავის რადიკალურ და ნაროდნიკულ მსოფლმხედველობას. რამდენიმე წლის შემდეგ გრ. ყიფშიძესთან, ალ. ნანეიშვილთან და ბევრ სხვასთან ერთად, ნ. ხიზანაშვილიც ლიბერალების ბანაკშია მოკალათებული, როგორც ილია ჭავჭავაძისა და მისი «ივერიის» უახლოესი თანამშრომელი.

ცხრაასიან წლებში, «ივერიაში» «პლებსი»-ს ფსევდონიმით მოთავსებულ წერილებში, იგი უკვე ამტკიცებდა, რომ წოდებათა არსებობა საზოგადოებრივ კანონს წარმოადგენსო.

ნ. ხიზანაშვილის შრომებსა და გამოკვლევებს ჩვენი ხალხის ისტორიული წარსულიდან და აგრეთვე ეთნოგრაფიულ წერილებს დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მეცნიერული მნიშვნელობა. აღსანიშნავია აგრეთვე მისი ღვაწლი ქართული ფოლკლორის შესწავლა-შეკრების საქმეში.

ნ. ხიზანაშვილმა ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე: 1907 წ. იგი, ტფილისში მოკლა ვიღაც უცნობმა ტერორისტმა.

64. (გვ.76). სოფრომ მგალობლიშვილი (1851-1925) -  ცნობილი ბელეტრისტი, ხალხოსნური მოძრაობის წევრი, თანამშრომელი ხალხოსნურ ჟურნალ «იმედი»-სა (1881- 82 წ.) სწერდა მოთ
ხრობებს სოფლის თემებზე. ოთხმოციანი წლების მეორე ნახევრიდან (1886 წ.) თანამშრომლობდა ილიას «ივერია»-ში, სადაც სწერდა აგრეთვე «გუნცაძის» და «ერაძის» ფსევდონიმით, ს. მგალობლიშვილის მოთხრობები გამოცემულია ორ ტომად («რჩეული მოთხრობები»-  1926 წ., სახელგამი). მის კალამს ეკუთვნის მეტად საინტერესო მოგონებები «სოციალ-რევოლუციონური მოძრაობა საქართველოში 1870-80 წ.წ.” («რევოლ. მატიანე” №4,5. 1924 წ. ) და აგრეთვე ცალკეული წერილები და მოგონებები -  ქართველ მწერლებზე (გრ. ვოლსკი, ი. გოგებაშვილი, გრ. ყიფშიძე, ია კარგარეთელი, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე).

65. (გვ.76). არტემ ახნაზაროვი- »ივერიის» თანამშრომელი. მახვილი ფელეტონისტი, ესკიზებისა და წვრილი მოთხრობების ავტორი. წერდა «ჩიორას» ფსევდონიმით. მისი ლექსები და წვრილი მოთხრობები ცალკე წიგნად არის გამოცემული («ლექსები და სცენები» 1912 წ.).

66. (გვ.77). მ.ე. სალტიკოვ-შჩედრინი (1826-1889). გამოჩენილი რუსი მწერალი-სატირიკოსი. პირველი ორი ნაწარმოები დაბეჭდა 1847 წ. და 1846 წ., რისთვისაც მეფის მთავრობის მიერ გადასახლებულ იქნა ვიატკაში. იქ 8 წელიწადს მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში, სადაც შეისწავლა პროვინციელი მოხელეებისა და ადმინისტრაციის ცხოვრება. ეს მასალა მან გამოიყენა თავის ცნობილ «Губернские Очерки»-ში. სალტიკოვი 1863 წელს მუშაობდა ჟურნალ

«Современник»-ში. 1868 წლიდან იყო ერთერთი რედაქტორი, ხოლო ნეკრასოვის სიკვდილის შემდეგ- პასუხისმგებელი რედაქტორი «Отечественные записки»-სი.

სალტიკოვის მთავარი ნაწერებია: «Губернские Очерки», «Помпадуры и помпадурши»,

«История одного города», «Господа Головлевы», «Пешехонская старина» და სხვ.

თავის შემოქმედებაში სალტიკოვ-შჩედრინმა სატირიულ ფერადებში ასწერა ბატონ-ყმობის დაშლა და თავადაზნაურობის დაქვეითება. იგი ებრძოდა და ნიღაბს ხდიდა მემამულეთა ექსპლოატაციას, მოხელეთა ძალადობას და ახლად წარმოშობილი ბურჟუაზიის ბატონობას. თავის თხზულებათა უმეტეს ნაწილში სალტიკოვი გამოხატავდა რუსეთის რევოლუციონურ რაზნოჩინობის თვალსაზრისს.

67. (გვ.80). დეკანოზი ვოსტორგოვი. ამ რეაქციონერმა მოძღვარმა პამფლეტის მაგვარი წერილი დაბეჭდა ჟურნალ «Народное Образование»-ში 1905 წ. მარტის ნომერში, რაზედაც შესანიშნავი პასუხი გასცა პროფესორმა ნ.ი. მარრმა. უკანასკნელის წერილი მოთავსებული იყო

«Рассвет» -ში 1905 წ. №68- 69. ქართულადაც გამოიცა ცალკე ბროშურად, შემდეგი სათაურით:

«ქართველთა ეროვნება» -  წერილი პროფესორის ნ. მარრისა იმ სიტყვის გამო, რომელიც დეკანოზს ი. ვოსტორგოვს საქართველოს ერზედ წარმოუთქვამს უწმინდესის სინოდის წევრთა და სხვა წარჩინებულ პირთა კრების წინაშე» (ქუთაისი, 1905 წ.).

68. (გვ. 82). ანტონ ფურცელაძე (1839- 1913) -  ცნობილი პუბლიცისტი და ბელეტრისტი. სწავლობდა ქ. ორიოლის კადეტთა კორპუსში. უეცარი შემთხვევის გამო, სასწავლებელის პირველ კლასში ყოფნის დროს, ფეხს იტეხს და 1854 წელს ბრუნდება სამშობლოში. რამდენიმე წელს თავის სოფელ მერეთში ატარებს, მშობლების ოჯახში, სადაც ეწაფება თვითგანვითარებას. 1857 წელს მშობლების სურვილის წინააღმდეგ იგი მიდის ტფილისში სწავლის შესაძენად. აქ პირველ ხანებში იგი უსაქმოდ არის. 1858- 9 წლებში მსახურობს გადამწერად «ბოგადელნია»-ში, თვეში 5 მანეთად. ამ დროს უახლოვდება სემინარიის მოწაფეებს. ახალგაზრდები ადგენენ დრამატიულ დასს. 1862 წ. ანტ. ფურცელაძე იწყებს თანამშრომლობას «ცისკარში». 1863 წლიდან ამ ჟურნალის რედაქციის ხელმძღვანელი ხდება და სისტემატურ ლიტერატურულ მუშაობას ეწევა. ამ წელს «ქერელი ბექას» ფსევდონიმით, პირველად ჩვენს ლიტერატურაში, ანტონ ფურცელაძე ბეჭდავს «სურამის ციხის» გარჩევას და ხაზს უსვამს მის დიდ მნიშვნელობას. ამ წერილით პროგრესიულად და რადიკალურად მოაზროვნე ანტონ ფურცელაძე იწყებს ბრძოლას ძველი თაობის დახავსებული აზროვნებისა და ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ. 1869 წლიდან ანტონ ფურცელაძე უახლოესი თანამშრომელი ხდება ჟურნალ «მნათო
ბისა» (გამოდიოდა 1869- 72 წლ.) 1873 წლიდან «გუთნის დედის» რედაქტორია და უახლოესი თანამშრომელი.

ანტონ ფურცელაძეს ქართულ საზოგადოებრივ აზროვნების განვითარების ისტორიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. ჯერ კიდევ სამოციან წლებში იგი განიცდის უტოპიური სოციალიზმისა და შემდეგ კი რუსული ნაროდნიკული იდეების გავლენას, რასაც იგი გამოხატავს კიდეც თავის საჟურნალო და საგაზეთო წერილებში. სამოცდაათიან წლებში ანტ. ფურცელაძე აქტიური წევრია ქართული ხალხოსნური ორგანიზაციისა, რომელიც იმ ხანებში გაძლიერებულ მუშაობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდეგში, ანტ. ფურცელაძე მაინც ნახულობს საერთო ენას თავის იდეურ მოწინააღმდეგეებთან (დიმ. ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და სხვ.) და მათთან ერთად ენერგიულად მუშაობს იმ დროის ყველა საზოგადოებრივ საქმეებში (დრამატიული საზ-ბა, წერა-კითხვის საზ-ბა, საადგილ-მამულო ბანკის საქმიანობა და სხვ.). ანტონ ფურცელაძის ფსევდონიმები იყო: «ქერელი ბექა», «ზურაბ მოენიძე», «თავხედი», ულოღიკო».

გარდა პუბლიცისტური მოღვაწეობისა, ანტონ ფურცელაძე ლიტერატურაშიაც მუშაობდა. მის კალამს ეკუთვნოდა რომანი «მაცი-ხვიტია», რომელსაც ეხლაც არ დაუკარგავს ინტერესი მკითხველთა შორის, მოთხრობა «მართა» (1865), «ქიტესა» (1871 წ.), ისტორიული ნაშრომი «გიორგი სააკაძე და მისი დრო», პოემები: «თამარ ღაზნელი», «მარაბდა», «ცისკარი», «ბაგრატიონთა დიდება», დრამატული ნაწარმოებნი: «ავაზაკები», «ასული ისრაელისა», «დიდი მოურავი» და სხვ.

ანტ. ფურცელაძე დასაფლავებულია თავის სოფელ მერეთში. მისმა გარდაცვალებამ 1913 წელს საკმაო გამოხმაურება ჰპოვა ქართულ პრესაში. მისი გარდაცვალების გამო პრესაში მოთავსებული წერილები და სიტყვები გამოსცა ზ. ჭიჭინაძემ («ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე». ტფილისი, 1914 წ.).

69. (გვ. 82). დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (1827- 1890) -  ცნობილი ისტორიკოსი, არქეოლოგი და პუბლიცისტი. სწავლობდა ტფილისის სასულ. სემინარიაში, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც კურსი დაამთავრა 1850 წ.; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ მასწავლებლობდა გორში (1851- 57), შემდეგ სახელმწიფო სამსახურში შევიდა, სადაც სხვადასხვა თანამდებობას ასრულებდა სიკვდილამდე (1890 წ.). 1873 წელს დ. ბაქრაძე ქართული ენის ცენზორად იყო.

დ. ბაქრაძემ ბეჭდვა დაიწყო «ცისკარში», სადაც ბევრი საყურადღებო წერილი მოათავსა. იგი ახლო მონაწილეობას იღებდა «დროების» დაარსებაში (1866 წ.), სადაც ათავსებდა პუბლიცისტური ხასიათის სტატიებს. დ. ბაქრაძე სისტემატურად თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალ «მნათობში» (1869- 72), ხალხოსანთა ორგანო «იმედში» (1881- 83), «ივერიაში» და ამიერ-კავკასიის რუსულ პრესაში.

დ. ბაქრაძის კალამს ეკუთვნის მრავალი პუბლიცისტური, საისტორიო და საარქეოლოგიო ხასიათის ნაშრომი, მათ შორის აღსანიშნავია «ქართველი ქალები», «Кавказ в древних памятниках христианства», საქართველოს ისტორია მე-10-ე ს-მდე (1889 წ.) და სხვ.; მისი რედაქციით გამოვიდა ვახუშტის «საქართველოს ისტორია (1885 წ.). დ. ბაქრაძე უახლოეს მონაწილეობას იღებდა კავკასიის არქეოგრაფიული აქტების პირველი ხუთი ტომის გამოცემაში, მისივე იდეით დაარსებულ იქნა ტფილისში საეკლესიო-საისტორიო მუზეუმი.

დ. ბაქრაძე იყო პეტერბ. სამეცნიერო აკადემიის წევრი-კორესპონდენტი და კავკასიის საისტ. და საარქეოლოგიო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

70. (გვ. 82). რაფიელ ერისთავი (1824- 1901) -  ცნობილი პოეტი, ეთნოგრაფიული წერილების ავტორი და ლექსიკოგრაფი. სახელი გაითქვა პოპულარული ლექსებით, სადაც გამოხატულია გლეხის ცხოვრება; მისი გაჭირვება და ფიქრები. რ. ერისთავი ცნობილია აგრეთვე თავისი სა
ბავშო და ისტორიულ-პატრიოტული ხასიათის ლექსებით («სამშობლო ხევსურისა» და სხვ.). მის შემოქმედებას პროგრესიულ-ლიბერალური და განყენებულ-ჰუმანიური მოტივები ახასიათებს. 1895 წ. «კვალი» სწერდა: «რაფიელმა უკვე შექმნა თავისი სკოლა პოეზიისა, მან შემოიტანა ახალი ნაკადული ფშავ-ხევსურეთის და მთიულთა ლიტერატურული კილოსი. მის მიერ გაკვალულ გზას გაჰყვნენ პოეზიაში ძმანი რაზიკაშვილები, მღვიმელი, აფშინაშვილი და სხვანი»-ო. რაფიელ ერისთავი მუშაობდა აგრეთვე დრამატურგიის სფეროშიც. მას ეკუთვნის მთელი რიგი პიესებისა.

რ. ერისთავის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მეტად საყურადღებო ეთნოგრაფიული წერილები (ხევსურეთი, სვანეთი, იმერეთი). მანვე გამოსცა საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი (1884 წ.) და შეადგინა «მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან» (1884 წ.) 1889 წ. რ. ერისთავი ქართული ენის ცენზორად იქნა დანიშნული.

1895 წელს მას დიდი ზეიმით გადაუხადეს ორმოცდაათი წლის იუბილე, რასაც მეტად მხურვალედ გამოეხმაურა მაშინდელი პრესა და საზოგადოება (იხ. «საერო დღესასწაული რაფ. ერისთავის იუბილეს გამო», ტფილისი, 1889 წ.).

71. (გვ. 82). პეტრე უმიკაშვილი (1838- 1904) -  ლიტერატორი, პედაგოგი, გამომცემელი, მთარგმნელი. მისი ფსევდონიმები იყო: მ. პეტრიძე, «უ», «პ», «პ. უ», «პ-ძე», «ანჩისხატელი», «ანჩისხატის-უბნელი» და სხვ.

1860 წელს ამთავრებს გიმნაზიას ტფილისში. 1864 წ. შედის პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლ. ენათა ფაკულტეტზე. 1867 წ. ბრუნდება ტფილისში და ინიშნება ქართული ენის მასწავლებლად გიმნაზიაში. იმ დროს ქართული ენა სავალდებულო საგნად ითვლებოდა გიმნაზიის ყველა კლასებში. ეს წესი შეიცვალა 1874 წელს, როცა ქართული ენა არა სავალდებულო საგნად გამოაცხადა მეფის მთავრობამ და განდევნა სასწავლებლიდან. პ. უმიკაშვილი 25 წელს ასწავლიდა ქართულ ენას (1868- 1893), რაც იმ დროს უმადურ შრომად ითვლებოდა: სამსახურის ვადის შესრულების შემდეგ პ. უმიკაშვილი უპენსიოდ გაისტუმრა მთავრობამ, როგორც «არასავალდებულო» საგნის მასწავლებელი. 1893- 98 წ. პ. უ. მსახურობს ნიკო ღოღობერიძესთან ზესტაფონში და ბათომში, საქმეთა მმართველად (შავი ქვის წარმოების საქმეზე). 1899 წ. პ. უ. ბრუნდება ტფილისში და მსახურობს ბანკში სიკვდილამდე.

პ. უმიკაშვილმა ლიტერატურული მუშაობა 1861 წ. დაიწყო «ცისკარში» (ნათარგმნი წერილი «მწერალს რა ეჭირვება?»). იმ ხანებშივე აგროვებს ნ. ბარათაშვილის ლექსებს და ბეჭდავს

«ცისკარში». 1864 წ. ადგენს ანბანის წიგნს. 1866 წლიდან თანამშრომლობს «დროებაში», გ. წერეთლის «კრებულში», «სასოფლო გაზეთში», «ივერიაში», «კვალში», «მოამბეში», «ცნობის ფურცელში».

1874- 80 წ. წ. რედაქტორობს გ. წერეთლის მიერ გამოცემულ «სასოფლო გაზეთს».

70-იანი წლებიდან პ. უ. იწყებს ქართველი ავტორების ნაწარმოებთა შეკრებას, რედაქციას და გამოცემას, რაც იმ დროისათვის უდიდეს სიძნელეს წარმოადგენდა ჩვენს პირობებში. ამ მხრივ პ. უ.-ს განუზომელი ღვაწლი და ამაგი მიუძღვის ჩვენი ხალხის კულტურული განვითარების საქმეში. პ. უ-ს რედაქტორობით დაიბეჭდა: დ. გურამიშვილის «დავითიანი»-ს პირველი ნაწილი (1870 წ.), ს. ორბელიანის «სიბრძნე-სიცრუისა» -  სრული ტექსტი (1871 წ.), გრ. ორბელიანის ლექსები (1873 წ.), ნ. ბარათაშვილის ლექსები (1876 წ.), ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები (1881 წ.), დ. გურამიშვილის «დავითიანი» -  სრული გამოცემა (1881 წ.), «დასტურლამალი” ვახტანგ მეფისა (1886 წ.), ვახტო. ორბელიანის ლექსები (1874 წ.), «ვისრამიანი» (1884 წ.).

პ. უ. დიდის გულმოდგინებით ბეჭდავდა აგრეთვე სახალხო წიგნებსაც 1872- 75 წ. წ. მან გამოსცა: ბეჟანიანი, ქალ-ვაჟიანი, ვარდ-ბულბულიანი, ალექსიანი, არსენას ლექსი და სხვ.

მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე პიესა: «დამარცხებულნი», «სამზადისი», «ბენე ფისის წინ» და სხვ.

მანვე დიდი შრომა გასწია ქართული ფოლკლორის შეგროვებაში, 1875 წ. გამოსცა ქართული ანდაზები და სხვ.

1904 წლიდან პ. უ. აპირებდა ფართოდ შესდგომოდა ქართული სახალხო სიტყვიერების გამოცემას, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ამ წელს იგი გარდაიცვალა. (პ. უ.-ს ბიოგრაფია დასწერა ფ. გოგიჩაიშვილმა -  იხ. «პ. უმიკაშვილის სახსოვრად» -  ტფილისი, 1905 წ.; იხ. აგრეთვე პ. უ.-ს ავტობიოგრაფია -  «ივერია», 1904 წ. f124).

პეტრე უმიკაშვილთან და «ივერია»-სთან დაკავშირებით ზედმეტი არ იქნება მოვიყვანოთ ერთი ნაწყვეტი ეგნატე ნინოშვილის წერილისა პ. უმიკაშვილისადმი. 1892 წელს ეგნატე სწერდა პ. უ-ს: «მე, რასაკვირველია, სრულიადაც არა მაქვს პრეტენზია მაზედ, რომ ჩემს «სიმონა»-ში სრულად ყოფილიყო დახატული დღევანდელი გურიის ხალხის მდგომარეობა. მე ჯერ ამისათვის საკმაო ძალაც არა მაქვს და მერე კიდევ, თუნდა ძალაც მქონდეს, სად შემიძლია დინჯად და ძლიერ დაკვირვებით ვხატო ხალხის ცხოვრება, მაშინ როცა ლუკმა-პურისათვის მოუსვენრად იქით-აქეთ ვწანწალებ? ძლიერ უკაცურად დამრჩა «ივერიის» რედაქცია: აგერ რაღაც ათი თვის განმავლობაში ოთხი (დიდი და პატარა) მოთხრობა და ერთი დიდი სტატია დაღესტნის შესახებ დაბეჭდა ჩემი, დაბეჭდა და თან ქებასაც მეუბნებოდა -  კარგებია შენი ნაწერებიო, მაგრამ ფულად კი ერთი გროში არ გამოიმეტა ჩემთვის. რა უშავდა მცირეოდენი ხელფასი მოეცა, ამით მეც საშუალება მომეცემოდა შემდეგაც დამეწერა რამე. რომ ისე ღარიბი იყოს «ივერიის» რედაქცია, არ შეეძლოს თანამშრომლისათვის ფულის მიცემა, მაშინ მეც გულს არ დამწვავდა, მაგრამ სხვებს კი აძლევენ და მე რაღა ვიყავ? თუ კი ჩემი ნაწერი რაღაც ათი თვის განმავლობაში ოცდაორი ფელეტონი მიაწოდა მკითხველებს, ურიგო იქნებოდა, რომ ორიოდე გროში ჩემთვის გაემეტებია? არ ქნეს და ეს იყო მიზეზი, რომ გუშინ უარი მოვსწერე -  თქვენს გაზეთში აღარაფერს დავბეჭდავ მეთქი», (ეგნ. ნინოშვილის თხზ. ტ. III, გვ. 99, «ფედერაცია», 1935 წ.).

«ივერიის» რედაქტორის ხელმოჭერილობას უჩიოდა აგრეთვე რედაქციის მდივანი გრ. ყიფშიძე, რომელიც ერთ თავის წერილში სოფრ. მგალობლიშვილისადმი -  ილიას «ძუნწ კარაპეტას» უწოდებს (იხ. სოფრ. მგალობლიშვილის მოგონებანი. «ლომისი» 1923 წ.).

72. (გვ. 82). გრიგოლ ვოლსკი (1860- 1909) -  პოეტი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ექიმი. დაიბადა 1860 წ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ დაასრულა მოსკოვის უნ-ტის მედიკური და ფილოლოგიური ფაკულტეტები. მწერლობაში ცნობილი იყო გრ. უმწიფარიძის ფსევდონიმით. ეკუთვნოდა აკაკის სკოლის პოეტურ პლეადას. მისი ლექსების მთავარი მოტივები პატრიოტულ-ეროტიულ ხასიათს ატარებდნენ. სხვათა შორის, მის კალამს ეკუთვნის თავის დროზე მეტად პოპულარული ლექსები -  «შენ გეტრფი მარად», «ოდეს მეწვევა სევდა დამწველი» და სხვ.

გრ. ვოლსკი თანამშრომლობდა გაზ. «შრომაში», «დროებაში», «ივერიაში», «კვალში», «მოამბეში», «ნოვოე ობოზრენიე»-ში და სხვ., სადაც ბეჭდავდა აგრეთვე პუბლიცისტურ წერილებს. იგი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულების პუბლიცისტი იყო. თავის წერილებში მოითხოვდა ჩვენი ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე და აგრეთვე დემოკრატიული რეფორმების ცხოვრებაში გატარებას.

თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოღვაწეობდა ბათომში, სადაც ერთ დროს ქალაქის თავადაც იყო ამორჩეული. გრ. ვოლსკი იყო შესანიშნავი ორატორი, ქართული ენის გამოჩენილი მცოდნე და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი. გარდა ლექსების და პუბლიცისტური წერილებისა, მას ეკუთვნის თარგმანებიც (ჩეხოვის, ანდერსენის და სხვ.). გრ. .ვ გარდაიცვალა 1909 წ. ტფილისში. დასაფლავებულ იქნა ბათომში, სადაც, როგორც დაუღალავ მოღვაწეს, უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა მოპოვებული.

73. (გვ. 82). გ. ზდანოვიჩი (1855- 1917). -  ცნობილი ნაროდნიკი, რევოლუციონერი, მონაწილე «50-ს» პროცესისა. 1877 წ. იყო გაგზავნილი კატორღაში რვა წლით. 1886 წ. დაბრუნდა სამშობლოში. გ. ზ. ცნობილი პუბლიცისტი იყო. ბეჭდავდა წერილებს გ. მაიაშვილის ფსევდონიმით. მისი სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართ. საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიასთან. შემდეგში გ. ზ. ითვლებოდა ერთ-ერთ ლიდერად საქ. სოც. ფედერალისტთა პარტიისა. გ. ზ. იყო აგრეთვე თავმჯდომარე ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსი.

74. (გვ. 85). «ოთარაანთ ქვრივი» -  ილიამ დაამთავრა 1887 წლ. 7 დეკემბერს. დაიბეჭდა 1888

წლ. «ივერიაში» (f2- 14).

75. (გვ. 88). ლუკა ისარლოვი -  ჟურნალისტი. რეაქციონერი. კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორი და მდივანი 1881 წლიდან 1888 წლამდე. თავი ისახელა სისასტიკით. იგი სულთამხუთავივით აწვა ქართულ პრესას, რითაც გამოიწვია საერთო აღშფოთება.

ლ. ისარლოვს ეკუთვნის «Письма о Грузии». იგი თანამშრომლობდა გაზ. «Кавказ»-ში, სადაც დაბეჭდილი აქვს სტატიები: «Евреи в Грузии и Армении» (1881 წ. №219), «Из путевых заметок об Ахалцихе». V. (о грузинах магометанах) -  1869 წ. №107, და სხვა წერილები (იხ. «Кавказ» 1875, 1876 წ. წ.); მასვე ეკუთვნის წერილი «მოამბეში» -  «კათოლიკენი საქართველოში» (1897, №12).

76. გვ. 89). ლევან მელიქიშვილი -  გენერალ-ადიუტანტი. დაიბ. 1817 წ. სწავლობდა ტფილისში. ახალგაზრდობაში იყო ნ. ბარათაშვილის სკოლის ამხანაგი და მეგობარი. მონაწილეობდა დაღესტნის ომებში. 1859 წ. დაინიშნა კასპიის, შემდეგ კი დაღესტნის ოლქის უფროსად. 1880 წ. იყო თანაშემწე კავკასიის მეფის მოადგილისა და მთავარსარდლისა. 1881 წ. ასრულებდა მეფის მოადგილის თანამდებობას, 1882 წ. -  სახელმწიფო საბჭოს წევრი.

77. (გვ. 97). მაჩხანელი -  დიმიტრი ნადირაძე (1861- 1903) -  საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. ეკუთვნოდა ხალხოსნურ მიმართულებას. შემდეგ თანამშრომლობდა «ივერიაში», აკაკის

«კრებულში», «ცნობის ფურცელში», გარდა დიდაქტიური «ძმური სიტყვისა», მის კალამს ეკუთვნის მოთხრობა «დღეობა», «სოფლის კუნწულა» (სურათები სოფლის ცხოვრებიდან), «საინგილოში მოგზაურობა» (1887), რამდენიმე ლექსი და დრამის ნაწყვეტი «მარო».

78. (გვ. 98). ლადო აღნიაშვილის წერილები «სპარსეთი და იქაური ქართველები» იბეჭდებოდა «მოამბეში»-ში 1896 წლ. f№2- 8. აღნიაშვილის ბიოგრაფია შეადგინა ი. იმედაშვილმა («ლადო აღნიაშვილი», ტფ.). იხ. აგრეთვე გ. ლასხიშვილის «მემუარები». ტფ. 1934 წ.

79. (გვ. 103). იოსებ დავითაშვილი (1851- 1887) -  მუშა-მწერალი. «კანკელისა და მებელის ჩუქურთმის მჭრელი ხელოსანი», როგორც თვითონ უწოდებდა თავისთავს. დაიბადა ქართლში ღარიბი გლეხის ოჯახში. ადრე დაობლდა. ერთ დროს მსახურობდა მებატონე ციციშვილთან. შემდეგ სამ წელიწადს იყო შეგირდად ხელოსანთან. ადრიდანვე ეტანებოდა თვითგანვითარებას. უკვე შეგირდობის პერიოდში წაკითხული ჰქონდა ძველი და ახალი ქართული ლიტერატურის ნიმუშები.

ი.დავითაშვილმა ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით თელავში და იქვეა დასაფლავებული.

ი. დ. ნაცნობობა და ურთიერთობა ჰქონდა როგორც თავისი დროის მოწინავე ინტელიგენციასთან და პოეტებთან (აკაკი, სოფრ. მგალობლიშვილი და სხვ.), ისე რევოლუციონურად განწყობილ მუშებთან. 1876- 78 წ. წ. ი. დ. ზეიცერის ქარხანაში მუშაობს და სხვებთან ერთად აწყობს გაფიცვას. იგი მონაწილეობს აგრეთვე მუშათა თვითგანვითარების წრეებში. ავრცელებს არალეგალურ ლიტერატურას. ალექსანდრე მე-2-ს მოკვლის გამო ი. დ. სწერს ლექსს:

«თებერვალი გავიდა, მარტი დადგა მზიანი,

დღეს მოფრინდა მერცხალი, მოჭიკჭიკე ხმიანი.

აყვავდა მთა და ველი, ყვავილი ჰყო იამა, საამურად დაჰბერა გაზაფხულის ნიავმა. მე იმან გამახარა,

რაც რომ სხვებსაც იამა.

ი. დავითაშვილის გარდაცვალებას მხურვალედ გამოეხმაურა იმ დროინდელი პრესა. სხვათა შორის, ამ ფაქტს სპეციალური მეთაური უძღვნა «ივერიამ» და დაბეჭდა ი. დავითაშვილის მოკლე ბიოგრაფია. ორივე ილია ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნოდა (იხ. «ივერია» 1887 წ.

№61).

ი. დავითაშვილის ლექსების კრებული რამდენიმეჯერ გამოიცა (1880 წ., 1890 წ. და 1927 წ.). მისი ვრცელი ბიოგრაფია ეკუთვნის ნ. მ. თვარელაშვილს.

80. (გვ. 104). ვაჟა-ფშაველა (1861- 1915). 1886- 7 წლებში ვაჟა-ფშაველამ «ივერიაში» მოათავსა მთელი რიგი ლექსები და პოემები. პირველი ლექსი, «ივერიაში» მოთავსებული, იყო «სიმღერა» («ეს გაზაფხულიც მოვიდა»... იხ. «ივერია» 1886- №60). პოემა «მოხუცის ნათქვამი» დაიბეჭდა

«ივერიის» №89- 1886 წ. ამის შემდეგ ვაჟა-ფშაველა სისტემატურად თანამშრომლობდა «ივერია»-ში, სადაც გარდა პოეტური ნაწარმოებისა, ათავსებდა მეტად საგულისხმო ეთნოგრაფიულ წერილებს ფშაველთა და ხევსურთა ცხოვრებაზე.

81. (გვ. 104). თედო რაზიკაშვილი მწერალი, სოფლის მასწავლებელი. ცნობილია უფრო საბავშვო ლექსებითა და მოთხრობებით, აგრეთვე ხალხში შეკრებილი ზეპირსიტყვაობის ნიმუშებით. მისი მოთხრობებისა და ლექსების კრებული გამოიცა 1925 წ., ზეპირსიტყვაობის ნიმუშები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებში (იხ. აგრეთვე «ძველი საქართველო», ტ. 3, ტფ. 1913- 14 წ. წ.). თ. რაზიკაშვილი გარდაიცვალა 1923 წ.

82. (გვ. 104). ბაჩანა -  ნიკოლოზ რაზიკაშვილი. პოეტი. სოფლის მასწავლებელი. ავტორი საუცხოვო პოეტური ღირსებით შემკული ლექსებისა («ფშაური ქალის ტირილი», «ტყვის სიმღერა», «მუხა», «შემოღამება მგზავრისა», «ვინა სთქვა საქართველოზე», «რაფიელ ერისთავს» და მრავალი სხვ.). ბაჩანა ცოტას სწერდა, მაგრამ მის შემოქმედებას დიდი დაფასება ჰქონდა მკითხველებში; როგორც პოეტს, მას დიდ პატივს სცემდნენ მწერლებიც: სხვათა შორის, რაფიელ ერისთავმა ბაჩანას უძღვნა საპასუხო ლექსი, სადაც აქებდა მის პოეტურ შემოქმედებას. დასახასიათებლად მოგვყავს ბოლო ამ ლექსისა:

«ფრთები დავუშვი მე დაბლა, ვეღარ მოგყვები ფრთებშია:

შენ ყმაწვილი ხარ, მე ბერი ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია. მაწაფე, მოძმევ ახალო,

ბერსა ახალი ჰანგია».


ბაჩანა, გარდა თავისი ლექსებისა, აქვეყნებდა აგრეთვე ხალხური პოეზიის ნიმუშებსაც. ასეთია მის მიერ ჩაწერილი ზღაპარი «მკურნალი და მთავარანგელოზი» («ცნობის ფურცელი», 1901, №1380).

83. (გვ. 106). «შვლის ნუკრის ნაამბობი» -  პირველად დაიბეჭდა საყმაწვილო ჟურნალ «ნო ბათში» 1884 წელს («ნობათი» გამოდიოდა 1883- 1885 წლებში).

84. (გვ. 114). «ჯეჯილი» -  საყმაწვილო ჟურნალი. მისი რედაქტორ-გამომცემელი იყო საბავშვო მწერალი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, გიორგი წერეთლის ცოლი. ჟურნალი გა
მოდიოდა 1890 წლიდან 1920 წლამდე. 1921 წ. მისი გამოცემა, ანასტ. თუმანიშვილისვე მონაწილეობით, განაახლა განსახკომმა და გამოდიოდა 1922 წლის დამლევამდე.

ამ ჟურნალმა მრავალი თაობა აღზარდა. შიგ მონაწილეობდნენ საბავშვო მწერლების გარდა საუკეთესო ძალები ქართული ლიტერატურისა ( ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა და სხვ.).

85. (გვ. 114). შიო მღვიმელი -  შიო ქუჩუკაშვილი (1868- 1934) -  პოპულარული ავტორი საბავშვო ლექსებისა. საყმაწვილო ჟურნალების -  «ჯეჯილის», «ნაკადულის», «ოქტომბრელის» და «პიონერის» მუდმივი თანამშრომელი.

შ. მღვიმელი დ. 1868 წ. გორის მაზრის სოფ. ბრეთში. 1887 წ. დაამთავრა გორის ოთხკლასიანი სასწავლებელი. 1890 წ. ახლადდაარსებული საბავშვო ჟურნალ «ჯეჯილის» -  პირველი ნომერი გაიხსნა შიო მღვიმელის ლექსით «ჯეჯილი». ამის შემდეგ მას ხელი არ გაუშვია კალმისათვის. ორმოც წელზე მეტი ემსახურა შიო მღვიმელი ქართულ საბავშვო ლიტერატურას და შეიქმნა ბავშვებისათვის უსაყვარლეს პოეტად. «ძია შიოს» ლექსები ყველაზე პოპულარულ ლექსებად ითვლება ჩვენს საბავშვო მწერლობაში. შ. მღვიმელი გარდ. 1934 წელს.

86. (გვ. 115). «ბაზალეთის ტბა» -  პირველი ვარიანტი ამ ლექსისა ილიამ დასწერა 1883 წლის ივლისში. ლექსი პირველად დაიბეჭდა «ჯეჯილში» 1890 წლ. №1.

87. (გვ. 116). დავით სარაჯიშვილი -  ცნობილი მრეწველი და მეცენატი. 1871 წ. დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ქიმიის დოქტორის ხარისხით. შემდეგ კიდევ დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ და პრაქტიკულად სწავლობდა მეურნეობას. ოთხმოციან წლებში დაბრუნდა საქართველოში და ხელი მოჰკიდა კონიაკის და სპირტის წარმოებას.

დ. სარაჯიშვილი თავისი დიდი მოგებიდან ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. მეცენატობდა მწერლობას და ყოველგვარ კულტურულ საქმიანობას საქართველოში. გარდაიცვალა 1911 წელს.

მისი სახლი, სადაც ილიამ წაიკითხა თავისი «ოთარაანთ ქვრივი», მდებარეობდა ეხლანდელი სასახლის ქუჩაზე.

88. (გვ. 124). «Обзор» -  ნიკო ნიკოლაძის გაზეთი. გამოდიოდა 1878- 1880 წლებში. დახურეს მთავრობის საწინააღმდეგო მიმართულების გამო.

89. (გვ. 127). გ. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი (1820- 1877) -  სენატორი, მეფის მოადგილის საბჭოს წევრი (ბარიატინსკის დროს), შემდეგ მეფის მოადგილის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1872 წელს გამოსცა ბროშურა: «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц». ამ ბროშურაში ავტორი იცავდა იმ აზრს, რომ აუცილებელია პატარა ეროვნებათა გათქვეფა დიდ ერებში.

ამ ბროშურის შესახებ ილია ჭავჭავაძე 1872 წელს სწერდა პეტრე უმიკაშვილს: «მუხრანსკის ბროშურა წავიკითხე. აი ჩემი პასუხი: «Лишь право сильного раб свято почитает». ილიამ გ. მუხრანსკის პასუხად «დროებაში» (1872 წ. №35) დაბეჭდა აგრეთვე ლექსი- პამფლეტი: «რჩევა».

90. (გვ. 128). გრაფი მ. ტ. ლორის-მელიქოვი (1825- 1888) -  გენერალ ადიუტანტი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, შემდეგ (1880- 81 წლებში) შინაგან საქმეთა მინისტრი და ფაქტიური დიქტატორი რუსეთის იმპერიისა. სარგებლობდა ალექსანდრე 2-ს განუსაზღვრელი ნდობით. მისი სიკვდილის შემდეგ, ჩქარა, ლორის-მელიქოვი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ილიას გამოცანები, რომელთაგანაც ერთი მ. ლორის-მელიქოვს ეხება, დაწერილია 1871 წ. დეკემბერში; ამ დროს მელიქოვი თერგის ოლქის უფროსი იყო.

91. (გვ. 129). რიონელი -  ფსევდონიმი ნიკო ნიკოლაძისა. ამ ფსევდონიმით მას მოთავსებული ჰქონდა წერილები გერცენის «კოლოკოლში» 1865 წ. («გლეხთა განთავისუფლება საქართველოში», «ივნისის დღეები ტფილისში»).

92. (გვ. 129). სერგეი მესხი (1844- 83) -  სამოცდაათიანი წლების ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი. სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში, სადაც 1867 წ. დაამთავრა საბუნებისმეტყვე
ლო ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1869 წლიდან, ნ. ნიკოლაძესთან და გ. წერეთელთან ერთად შეადგინა ჯგუფი «ახალი ახალგაზრდობის» სახელწოდებით. ამ ჯგუფმა თავი მოიყარა გაზეთ «დროების» გარშემო (გამოდიოდა 1866 წლიდან) და რედაქტორობა სერგეი მესხს ჩააბარა.

ამის შემდეგ თოთხმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ს. მესხი «დროებას», -  თითქმის ერთადერთი კაცი, მოკლებული ყოველგვარ მატერიალურ და, ძალიან ხშირად, ზნეობრივ დახმარებასაც საზოგადოების მხრივ. მთელი თავისი ახალგაზრდობა, ენერგია და ძალღონე ს. მესხმა შესწირა გაზეთს და ჭლექით დაავადებული, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, გარდაიცვალა აბასთუმანში. ს. მ. დასაფლავებულია სოფელ რიონში, ქუთაისთან. ს. მესხი რადიკალ-დემოკრატიული მიმართულების პუბლიცისტი იყო. მისი ნაწერების პირველი ტომი გამოსცა ს. ფირცხალავამ (1903 წ.).

93. (გვ. 129). მეველე- დავით მიქელაძე (1844- 1918), -  პუბლიცისტი, ჟურნალისტი. უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო. 70-იან წლებში თანამშრომლობდა «დროებაში» -  უცხოეთიდან გზავნიდა რადიკალური შინაარსის კორესპონდენციებს ევროპის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე. 1873 წელს ნ. ნიკოლაძესთან და პ. იზმაილოვთან ერთად პარიზში სცემდა გექტოგრაფზე დაბეჭდილ არალეგალურ გაზეთ «დროშას» (გამოვიდა 10 ნომრამდე). 90-იანი წლების დასაწყისში მეველე ითვლებოდა «ივერიის» ფაქტიურ რედაქტორად. ამ დროს

«ივერია» თავადაზნაურული ლიბერალიზმის და ნაციონალიზმის ცენტრი იყო.

დავით მიქელაძე სწერდა აგრეთვე დ. ყულაშელის და დ. ზურაბიშვილის ფსევდონიმით.

94. (გვ. 129). «მელიქ-აღა» -  იოსებ მელიქიშვილი (1841- 1886) -  გაზ. «დროების» გამომცემელი, მისი პირველი ოფიციალური რედაქტორი. პირველი ნომრის მოწინავე «დროებაში» მას ეკუთვნის. 1864 წ. ვ. თულაშვილთან და დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალები და წიგნები. ი. მ. იყო პროფესორ პეტრე მელიქიშვილის ძმა და ს. მესხის ცოლის ძმა.

95. (გვ. 131). მ. კატკოვი (1818- 1887) ცნობილი რეაქციონერი პუბლიცისტი, 1863- 87 წლებში რედაქტორი რეაქციონური გაზეთის «მოსკოვსკიე ვედომოსტი»-ს. კატკოვს არა ერთხელ გამოულაშქრნია საქართველოს და ქართველ პუბლიცისტების წინააღმდეგ.

96. (გვ. 131). დავით ერისთავი (1817- 1890) -  დრამატურგი. სახელი გაითქვა თავის დროზე მეტად ცნობილი დრამით «სამშობლო»-თი. დ. ე. იყო შვილი გიორგი ერისთავის -  პირველი ქართველი დრამატურგისა და რედაქტორის. იმოგზაურა ევროპაში. თანამშრომლობდა

«დროებაში» და «სასოფლო გაზეთში». ბეჭდავდა უმთავრესად ლექსებს. მონაწილეობდა აგრეთვე რუსულ პრესაში, სადაც ათავსებდა კრიტიკულ წერილებს («გლახის ნაამბობზე», «მაცი ხვიტიაზე»). «სამშობლო» დ. ე- მა გადმოაკეთა სარდუს ფრანგული პიესიდან. მანვე სთარგმნა «პარიზელი ბიჭი» ჟოზეფისა და «მშვენიერი ელენე» ოფენბახისა.

97. (გვ. 134). არტურ ლეისტი -  გერმანელი მწერალი, ჟურნალისტი, პირველად ჩამოვიდა საქართველოში 1884 წელს, ილია ჭავჭავაძის მოწვევით. ამ დროს მას უკვე რამდენიმე წერილი ჰქონდა დაბეჭდილი გერმანულ ჟურნალებში საქართველოს შესახებ. 1886 წ. ლაიპციგში გამოდის მისი წიგნი «საქართველო». 1885 წ. ა. ლ. ხელმეორედ ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, სწავლობს ჩვენს ენას, ისტორიას, ლიტერატურას. 1887 წ. ლაიპციგის ჟურნალში ბეჭდავს წერილს «დავიწყებული ლიტერატურა» და სცემს თავის ნათარგმნ «ქართველ სონეტებს». ამავე წელს ივ. მაჩაბლის და ილ. ჭავჭავაძის დახმარებით იწყებს «ვეფხისტყაოსნის» თარგმნას გერმანულ ენაზე, ლექსად, რასაც სამი წლის შემდეგ სცემს დრეზდენში (1890 წ.). ეს იყო პირველი თარგმანი «ვეფხის-ტყაოსნისა» ევროპულ ენაზე. 1904 წ. ლეისტი ამთავრებს თავის დიდ შრომას «ქართველი ხალხი». 1906 წ. აარსებს ტფილისში გერმანულ გაზეთს «კავკაზიშე პოსტე», რომელსაც წელი
წადნახევარს რედაქტორობს. არტურ ლეისტის ნაწერები საქართველოს შესახებ გამოცემულია ორ ტომად («საქართველოს გული» წ. 1 -  1923 წ. და 2 -  1927 წ. ტფილისი).

98. (გვ. 136). ა. თ. ყიფშიძე, ფსევდ. -  ფრონელი (1862- 1916 წ.) დაიბ. ს. წვერში გორის მახლობლად, სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში შემდეგ ტფილისში. 1888 წ. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტ.-ფილლოგ. ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისას შევიდა სახელმწიფო სამსახურში. 1905 წ. ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა ეჭირა. რევოლუციის დროებითი დამარცხების შემდეგ მთავრობამ დაითხოვა სამსახურიდან.

მწერლობა დაიწყო 1884 წ. ან. ღულაძის საყმაწვილო ჟურნალ «ნობათში», სადაც დაბეჭდა მოთხრობა გლეხთა ცხოვრებიდან. 1889 წლიდან მუდმივი თანამშრომელი შეიქნა, «ივერიისა», სადაც ხშირად ხელმოუწერელ მეთაურებსაც ათავსებდა. ა. ყ. სწერდა აგრეთვე ჟურნალ

«კლდეში» და უკანასკნელ ხანებში -  გაზეთ «საქართველოში», რომლის დამფუძნებელი და მახლობელი თანამშრომელი იყო.

მიმართულებით ეკუთვნოდა ნაციონალ-დემოკრატებს. ალ. ყიფშიძემ სახელი გაითქვა თავისი შესანიშნავი, მხატვრული ენით დაწერილი ისტორიული მონოგრაფიებით: «მთიულეთი 1804 წ.», «კახეთის ამბოხება 1812 წ.», «მთის არწივი შამილი», «დიდებული მესხეთი» და სხვ.

99. (გვ. 142.) მარჯორი უორდროპი (1869- 1909) -  ინგლისელი მწერალი ქალი, დაი ინგლისელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპისა, რომელმაც იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში და დასწერა წიგნი -  «საქართველოს სამეფო». ამ წიგნმა ძალიან დააინტერესა მარჯორი. მან გადასწყვიტა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა და თვით ქართველი ხალხის ახლო გაცნობა. თავისი განზრახვა მან სისრულეში მოიყვანა: ჩქარა მთელი ოჯახით ეწვია საქართველოს და სამუდამოდ დაუმეგობრდა ჩვენს ქვეყანას. მისთვის ქართული ლიტერატურა მეორე მშობლიურ ლიტერატურად შეიქნა. იგი საუცხოოდ წერდა და კითხულობდა ქართულად, მან შეისწავლა ჩვენი ძველი და ახალი ლიტერატურა და ცდილობდა იგი ინგლისისათვის გაეცნო. გაფაციცებით ადევნებდა თვალს ჩვენი მწერლობის განვითარებას, ჩვენს პრესას და ყოველ ახლად გამოსულ წიგნს წაუკითხავს არ სტოვებდა.

მარჯორი უორდროპმა ინგლისურად გამოსცა: 1) ცხოვრება წმინდა ნინოსი, 2) «განდეგილი» ილია ჭავჭავაძისა, 3) ქართული ხალხური ზღაპრები და 4) სულხან ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა».

მარჯორი უორდროპი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო შოთა რუსთაველისა. მან ზედმიწევნით შეისწავლა «ვეფხის-ტყაოსანი» და გადათარგმნა კიდეც იგი ინგლისურ ენაზე, რაზედაც მუშაობდა ათი წლის განმავლობაში. თავისი მუშაობის დროს სარგებლობდა ქართველი მწერლების რჩევა-დარიგებით, მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა ილიასთან და აგრეთვე სხვებთან. ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტსა და უდიდეს ქართველ მოღვაწეს, იგი განსაკუთრებულ პატივს სცემდა.

მარჯორი უორდროპი გარდაიცვალა 1909 წ. ბუქარესტში (მის შესახებ იხ. ნეკროლოგი Вსა, ჟურნ. «საქართველოს მოამბე» №8, 1909 წ.).

100. (გვ. 142). კ. ბალმონტი (დ. 1867) -  ცნობილი რუსი პოეტი, რუსული სიმბოლიზმის ერთი ბელადთაგანი. ამჟამად ემიგრანტი. ბალმონტმა «ვეფხის-ტყაოსანი»-ს თარგმნა დაამთავრა სულ უკანასკნელ წლებში, პარიზში.

101. (გვ. 148). ნიკო ღოღობერიძე (1838- 1911) -  ცნობილი საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. იყო ხელმძღვანელი ქართველ სტუდენტთა წრისა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1861 წ. სტუდენტთა არეულობაში, დაახლოვებული იყო რუსეთის მოღვაწეებთან: დობროლიუბოვთან, პანტელეევთან და სხვ.

1863 წ. ითვლებოდა ი. ჭავჭავაძის «საქართველოს მოამბის» ისტორიული განყოფილების თანარედაქტორად. 1866 წ. იგი იყო გაზ. «დროების» ერთ-ერთი დამაარსებელი. 1868 წლიდან სახელმწიფო სამსახურში შევიდა. 1879 წ. აირჩიეს ქუთაისის ბანკის დირექტორად. 80-იან წლებში შავი ქვის წარმოების საქმეს მოჰკიდა ხელი. 1894 წ. მისი უახლოესი დახმარებით დაარსდა თვიური ჟურნალი «მოამბე».

სამოციან წლებში ნ. ღოღობერიძემ, დ. ბაქრაძესთან, ვ. თულაშვილთან და სტ. მელიქიშვილთან ერთად, დააარსა ქართული სტამბა, სადაც ქართული ჟურნალები და წიგნები იბეჭდებოდა. მათვე გამოიწერეს ვენიდან ახალი ქართული შრიფტი, ე. წ. «ვენური». შავი ქვის წარმოებაში ნ. ღ. ბევრი ფული შეიძინა. ნაწილი ამ თანხისა მან მოახმარა საზოგადო საქმეებს (ნ. ღოღობერიძის ბიოგრაფია, იხ. «ძველი საქართველო», ტ. II, გვ. 12- 20).

102. (გვ. 148). ილია ოქრომჭედლიშვილი (გარდაიცვალა 1898 წ. -  პროფესორი, ისტორიკო სი, საზოგადო მოღვაწე, ხე-ტყის მრეწველი.

ი.ო. ღარიბი კაცის შვილი იყო. პატარაობისას მსახურობდა ნოქრად ტფილისში, სწავლობდა თვითგანვითარებით. ნაცნობების დახმარებით წავიდა რუსეთში, სადაც დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლეთ ენათა ფაკ-ტი. შემდეგ დაინიშნა მოსკოვის ლაზარევის ინსტ-ტის ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორად. მოსკოვში ყოფნისას მოკიდა ხელი ტყის მრეწველობას და ბევრი ფული შეიძინა. თავის მოგების ნაწილს ახმარდა ახალგაზრდობის სტიპენდიებს, ქართულ თეატრს, სკოლას და სხვა საზოგადო საქმეებს. საკუთარი ხარჯით დაბეჭდა «ვისრამიანი».

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ი. ო. ისევ ხე-ტყის წარმოებას ჰკიდებს ხელს, აშენებს სახერხ ქარხნებს და ცხენისწყლით აცურებს ხე-ტყეს სვანეთის საზღვრებიდან.

ილ. ოქრომჭედლიშვილი თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილებიდან აღვნიშნავთ შემდეგს: «მოკლე განხილვა სომხური ენის წარმატებისა უკანასკნელ დროს» («საქართველოს მოამბე», 1863 წ., f6), «ვინ მოიგონა ქართული ანბანი? « («ივერია», 1881 წ.,

№10), «წერილი დ. ბაქრაძის მიმართ» («ქილილა და დამანას» გამოცემის შესახებ, «ივერია» (1886,

№167), «საისტორიო და საბიბლიოგრაფიო წერილი» («ივერია», 1887, №№194, 197, 200), «შესახებ ქართველთა და სომეხთა ძველისძველ ისტორიისა» («ივერია», 1890 წ., №36, 38, 40, 41, 42) და სხვ. ილია ოქრომჭედლიშვილის გარდაცვალების გამო მეტად გულთბილი ნეკროლოგი დასწერა ილია ჭავჭავაძემ («ივერია», 1898, №2).

103. (გვ. 148). გ. ქართველიშვილი (1830- 1901) -  ტფილისელი სოვდაგარი, ფინანსისტი, ქველმომქმედი. თავის მოგებიდან საგრძნობ თანხებს სწირავდა ქართულ საზოგადო საქმეებს, დახმარებას უწევდა «დროებას». იყო წერა-კითხვის საზ-ბის გამგეობის წევრი და ხაზინადარი. გ. ქ-მა იკისრა ხარჯები «ვეფხის-ტყაოსანის» ცნობილი ძვირფასი გამოცემისა, ზიჩის ილუსტრაციებით, რაც თორმეტი ათასი მანეთი დაუჯდა. მთელი ტირაჟი მან შესწირა წერა-კითხვის საზოგადოებას.

104. (გვ. 148). ასიკო (ავქსენტი) ცაგარელი (1857- 1902), -  ცნობილი დრამატურგი, მთარგმნელი. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, 1870 წლიდან მუშაობდა ქართულ სცენაზე, როგორც მსახიობი და დრამატურგი. 1884- 1900 წ. წ. მსახურობდა რკინისგზებზე, რამაც გასტეხა მისი ჯანი. ა. ცაგარელის პირველი პიესა იყო «რაც გინახავს ვეღარ ნახავ», რამაც ერთბაშად მოუპოვა მას საპატიო ადგილი მწერლობაში. გარდა ამისა, ა. ცაგარელის კალამს ეკუთვნის ცნობილი ორიგინალური კომედიები: «ხანუმა», «მათიკო», «ციმბირელი», «გულჯავარ», «ბაიყუში» და მრავალი სხვა.

105. (გვ. 148). ილია წინამძღვრიშვილი (დაიბ. 1846 წ.) -  ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წინამძღვრიან-კარის სამეურნეო სკოლის დამაარსებელი (1883 წ.). მსახურობდა მომრიგებელ მოსამართლედ (1868- 1901 წ. წ.), შემდეგ ნოტარიუსად იყო ტფილისში. სკოლას ინახავდა თავისი

ხარჯით. დროგამოშვებით ბეჭდავდა წერილებს «ხორეშანა გვერდწითელის» ფსევდონიმით. მის კალამს ეკუთვნის 1889 წ. გამოსული დიდი ფორმატის წიგნი «ვაზის მოშენება».

106. (გვ. 155). ოლღა თადეოზის ასული -  ილიას მეუღლე. გარდაიცვალა 1928 წელს.

107. გვ. 158). დ. ს. სტაროსელსკი (1832- 1884) -  გენერალი, სენატორი, მეფისნაცვლის მთავა რი სამმართველოს უფროსი 1877-  83 წ. წ.

108. (გვ. 168). გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (1854- 1920) -  ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, თანამშრომელი ქართული და ადგილობრივი რუსული პრესისა. მიმართულებით ლიბერალი. გ. თ. იყო ძმა «ჯეჯილის» რედაქტორის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა. გ. თ-ს ზოგიერთი ნაწერები გამოცემულია ორი პატარა კრებულის სახით «Характеристики и воспоминания» (1905 წ. და 1913 წ. ტფილისი). გ. თუმანიშვილის მამა იყო პოეტი მიხეილ ბირთველისძე თუმანიშვილი (1818- 1875), რომელიც «ცისკარში» თანამშრომლობდა «მოლაყბის» ფსევდონიმით.

109. (გვ. 170). გაზეთი «დროება» დაარსდა 1866 წ. მისი პირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი (1869 წლამდე), გამომცემელი სტეფანე მელიქიშვილი. 1876 წელს «დროების» არსებობის ათი წლის თავზე, ს. მესხი სწერდა: «რაც რომ ნიჭიერი, მოძრავი და ცოცხალი იყო ჩვენს საზოგადოებაში, ყველაფერმა და ყველამ თავისი კვალი დააჩინა ამ გაზეთში. ეს იყო თითქმის მთელი ჩვენი ლიტერატურის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა საზოგადოებასთან ბაასი. ეს იყო ერთადერთი ორგანო, რომლის საშუალებითაც მხოლოდ შეეძლო ეთქვა რამე ყველას, ვისაც ქვეყნისთვის რაიმე ჰქონდა სათქმელი, ვისაც თავისი აზრების და რწმუნების გავრცელება და გაზიარება უნდოდა ჩვენში» (ს. მესხის ნაწერები, ტ. 1, ფირცხალავას გამოც., გვ. 341- 42).

მთელი ოცი წლის განმავლობაში, მართლაც, «დროება» ერთადერთი გაზეთი იყო, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა, მისი ტირაჟი აღწევდა 800- 1000 ცალს. მიმართულებით ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პოლიტიკის ორგანო იყო.

გაზეთის თანამშრომლებად ითვლებოდნენ: გ. წერეთელი (რედაქტორი 1866- 69 წლამდე), ს. მესხი (1869-დან 1883 წლამდე, ე. ი. სიკვდილამდე), ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, კირ. ლორთქიფანიძე და სხვ.

ს. მესხი თოთხმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაზეთს როგორც რედაქტორი. განუწყვეტელმა თავდადებულმა შრომამ გაზეთზე წელში გასწყვიტა ახალგაზრდა კაცი. იგი ჭლექით დაავადებული, რომ იტყვიან, ზედ «დააკვდა» სარედაქციო მაგიდას -  ს. მესხი გარდაიცვალა 1883 წ. მის შემდეგ გაზეთის რედაქტორი იყო ივ. მაჩაბელი 1885 წლამდე, როდესაც «დროება» მთავრობამ დახურა მთავრობისათვის მავნე მიმართულებისათვის.

110. (გვ. 171). გ. ყიფშიძის მიერ დაწერილი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია დაიბეჭდა ილიას თხზულებათა I ტომში, რომელიც 1914 წ. გამოვიდა მიხ. გედევანიშვილის გამოცემით.

111. (გვ. 195). შიო ჩიტაძე (1872- 1906) -  პუბლიცისტი. სოც.-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. სწერდა «ყვავის» ფსევდონიმით.

112. (გვ. 201). ვანო მაჩაბლის შესახებ, სხვათა შორის, მეტად საინტერესო მოგონება დასწერა აკაკიმ (იხ. რჩეული ნაწერები, ტ. 1, გვ. 98- 107. 1930 წ., სახელგამი).

113. (გვ. 207). ალ. ყაზბეგი (1848- 1893). ალ. ყაზბეგი საგიჟეთში მოათავსეს 1890 წ., სადაც სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალეს სტეფანწმინდაში. მისი გარდაცვალების გამო «ივერია» მეთაურში სწერდა: «ორჯერ დაბადებულს ერთი სიკვდილი ვერას უზამს. ყაზბეგი კი მეორედ მაშინ დაიბადა, როდესაც თავისი ნიჭიერი კალამი უძღვნა ქვეყანას, დაიბადა ისე, რომ მისი აკვანი ყოველ ქართველის გულში ირწეოდა და ასეთს აკვანში გამოზრდილს ადამიანს კი სიკვდილი ხელს ვერ შეახებს» («ივერია»-  1893 წ. №269).

114. (გვ. 209). ანდრია ღულაძე -  დამაარსებელი პირველი ქართული საბავშვო ჟურნალ «ნობათი»-სა. ჟურნალი გამოდიოდა 1883- 85 წლებში.

115. (გვ. 210). ლაღიაშვილი ტფილისის სემინარიის მოწაფე. ცხრამეტი წლისამ, 1886 წლის მაისში, ხანჯლით მოჰკლა სემინარიის რეაქციონერი რექტორი ჩუდეცკი. სამხედრო სასამართლომ ლაღიაშვილს არა-სრულწლოვანობის გამო სიკვდილით დასჯა 20 წლით კატორღით შეუცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ ლაღიაშვილმა მოახერხა ციმბირიდან ამერიკაში გაქცევა, სადაც ის შემდეგ ამერიკის მოქალაქე გახდა. ამერიკიდან იგი წერილებს უგზავნიდა თავის მეგობრებს და სამშობლოში დაბრუნებასაც ფიქრობდა (ამის შესახებ იხ. ფ. მახარაძე -  «როგორ გავხდი მარქსისტი»).

116. (გვ. 221). ივ. კონსტ. მუხრანსკი -  გენერალ-ადიუტანტი, მსხვილი ფეოდალი. 1855 წლიდან ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი. თავის საგვარეულო მამულში, მუხრანში, მოაწყო რაციონალური მეურნეობა. მისი შვილი კონსტანტინე მუხრანსკი დაიბადა 1837 წ. იყო სამხედრო სამსახურში. 1876- 77 წლებში, თურქეთთან ომის დროს, პოლკის კომანდირი იყო. მემკვიდრეობად დარჩა მამისეული დიდი ქონება. რამდენიმეჯერ იყო არჩეული ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად. მამაც და შვილიც ერთგული ლაქიები იყვნენ მეფის მთავრობისა.

117. (გვ. 224). ვასო აბაშიძე (1854- 1926) -  სახელოვანი ქართველი მსახიობი. ქართული მუდმივი თეატრის ერთი ფუძემდებელთაგანი (1878წ.). საბჭოთა ხელისუფლებამ ვასო აბაშიძეს დიდი ზეიმით გადაუხადა ორმოცდაათი წლის იუბილე 1922 წელს და პირველს, ქართველ მსახიობთა შორის, მიანიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის სახელწოდება. ვ. აბაშიძე იყო ქმარი გამოჩენილი მსახიობის მაკო საფაროვისა და მამა მსახიობ ტასო აბაშიძისა.

118. (გვ. 224). ლადო მესხიშვილი -  უდიდესი ქართველი მსახიობი, გარდ. 1920 წ.

119. (გვ. 224). ალ. სუმბათაშვილი- იუჟინი (1857- 1927) -  გამოჩენილი მსახიობი და დრამატურგი. მთელი თავისი არტისტული კარიერა გაატარა მოსკოვის მცირე თეატრში, რომლის დირექტორი იყო სიკვდილამდე. მის კალამს, გარდა მრავალი პიესისა, ეკუთვნის თავის დროზე მეტად ცნობილი «ღალატი».

120. (გვ. 227). მესხები: კოტე (1858- 1914) -

ცნობილი ქართველი მსახიობი და დრამატურგი; დათიკო -  ცნობილი ჟურნალისტი და ფელეტონისტი (1935 წ. «მნათობში» №1 და 2 მოათავსა საინტერესო მოგონებანი); ივანე (1849- 1932) -  ჟურნალისტი. სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო მედიკურ აკადემიაში, შემდეგ ციურიხში. იყო «დროების» თანამშრომელი. რევოლუციამდე მოღვაწეობდა ქუთაისის და ბათომის ქალაქის თვითმართველობაში: ეფემია -  ნიჭიერი მსახიობი ქართული სცენისა.

121. (გვ. 228). «ახალი ქართული გრამატიკა» დიმიტრი ყიფიანისა, დაიბეჭდა პეტერბურგში 1882 წელს, სამეცნიერო აკადემიის სტამბაში.

ამ მოგონებათა რედაქტორის პირად არქივში ინახება ერთი ეგზემპლარი გრამატიკისა, მიძღვნილი დ. ყიფიანის მიერ თავისი ასულის ელენესთვის, შემდეგი ზედწარწერით: «აჰა, ჩემო სიცოცხლე შვილო ელენე, შენთვის და შენი ძმებისათვის დაწერილი წიგნი. იკითხეთ, და რაც მამის ნაღვაწს ნაკლებობა ჰქონდეს, შევსებას ეცადეთ. შენით ბედნიერი მამაშენი. 21 მაისის, 1883 წ.».

ელენე ყიფიანი (1852- 1890), მეუღლე ა. ლორთქიფანიძისა, იყო მთარგმნელი, მონაწილე ქუთაისში დაარსებულ «ქართულ ბიბლიოთეკისა». ჟანდარმთა სამმართველოს ცნობით თავის დროზე იგი ხალხოსანთა მიმდევარი იყო.