The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.08

1881    
     
16 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“ აქვეყნებს სტატიას „ქართული თეატრის შესახებ“ („ორი წელია მას აქეთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 2 აგვისტო, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 258.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 677-678

    .
1900    
     
16 აგვისტო    
     
რომში გამომავალ ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ დოქტორი გულიელმო პასილი აქვეყნებს წერილს კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. სტატიაში საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე და დაბეჭდილია მისი სურათი ავტოგრაფით.   წყარო:

შ. გოზალიშვილი. ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მოღვაწენი. 1973, გვ. 95-96; Passigli, Guglielmo: Nel Caucaso : note di viaggio, Roma: Della Nuova Antologia, 1900.

პირთა ანოტაციები:

პასილი გულიელმო (1877-1942)

იტალიელი მეცნიერი და მოგაზური.

     
1907    
     
16 აგვისტო    
     
მის კუთვნილ ავჭალის ტყეში ხეების უნებართვოდ მოჭრის გამო აპატიმრებენ ადილობრივ გლეხებს. მათი ნათესავები ილია ჭავჭავაძეს სთხოვენ დამნაშავეთა პატიებას, მაგრამ საქმეში უკვე ჩარეულია პოლიცია და მათი გათავისუფლება ტყის პატრონზე აღარ არის დამოკიდებული. ილია ჭავჭავაძე უხსნის ამას, მაგრამ ისინი მაინც უკმაყოფილონი რჩებიან.   წყარო:

მეფუტკრე დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 175- 178; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 76.

დათარიღება:

ოქმში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი მოხდა მკვლელობამდე ორი კვირით ადრე.