The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1866
1866


1866    
     
1866 თებერვალი-მარტი

გაზეთ „დროების“ პირველი ნომრისათვის წერს სტატიას „ზოგიერთი რამ“

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტო რიზებული ასლი № 165, გვ. 1-6; ასლი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 217, გვ. 602-611.

დათარიღება:

წერილის ერთ-ერთი ავტოგრაფიდან ჩანს, რომ იგი ახალდაარსებული გაზეთისთვის დაიწერა, „დროება“ კი დაარსდა 1866 წელს.

     

1866 29 ივლისი

ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობას აძლევს მისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.  

 

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 174.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

     

1866 13 ოქტომბრამდე

წერილს უგზავნის მეუღლეს და ატყობინებს, რომ თბილისში აპირებს წასვლას ჯილდოზე წარდგენასთან დაკავშირებით.  

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 315.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 227.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1866 23 ოქტომბერი

ზაალ ჭავჭავაძე ადგენს ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელს.  

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 174.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

     

1866 28 ოქტომბერი

წერილს სწერს მეუღლეს ქვიშხეთიდან დუშეთში. ატყობინებს, რომ ხუთ დღეში ჩააკითხავს და წაიყვანს საგურამოში, მაგრამ იმასაც სწერს, რომ თუ მისი და – ეკატერინე იქ დიდხანს არ რჩება, არ დაელოდოს და თავადვე გაემგზავროს. წუხს, რომ თავის დას – ელისაბედს მუცელი მოეშალა და გამოთქვამს სურვილს, რომ დუშეთში წაიყვანონ.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 87.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 228-229.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1866 5-6 ნოემბერი

ილიას დავალებით ზაალ ჭავჭავაძე ადგენს ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელს.

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 175.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

     

1866 8 ნოემბრამდე

წერილს უგზავნის მეუღლეს მუხრანიდან დუშეთში. სთხოვს საბუთების გაგზავნას გუბერნიის საერობო საკრებულოში და იმის გაგებას, თუ როდის აპირებენ მისთვის ჯილდოს მიცემას. ასევე სთხოვს, რომ მისი და – ელისაბედი დუშეთში წაიყვანოს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 86.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 228.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1866 8 ნოემბერი

თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის წარმატებით გატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის კავკასიის დიდი მთავრის წარდგინებით აჯილდოებენ ორი ათასი ვერცხლის მანეთით და ნიშნავენ მომრიგებელ შუამავლად დუშეთის მაზრაში.

 

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 275; ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. 1, 1935, გვ. 571; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 7. 7-8.

     

1866 8 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე

წერილს უგზავნის მეუღლეს მჭადიჯვრიდან დუშეთში. ინტერესდება, ჯილდო სრულად მისცეს თუ დაქვითვით. კითხულობს ახლობლების ამბავს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 87.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 228.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1866 ბოლომდე

ბარათს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან თბილისში. სწერს, რომ მის გარეშე მოიწყინა. სთხოვს, ერთი თვის პროდუქტები იყიდოს და ურჩევს, დუშეთში დავით ციციშვილს გაჰყვეს.

 

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 414; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 361; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 202-203, 370.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 229-230. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში ციციშვილის მხოლოდ გვარია ნახსენები. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით 

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში